Jump to content
Planeta.Ge

Blogs

იენს სტოლტენბერგი - გავაგრძელებთ დაახლოებას ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა და ეს არის ერთ-ერთი გზავნილი უკრაინაში ომიდან ერთი წლის თავზე

ომი უკრაინაში არის იმის ნიმუში, რაც, რეალურად, დაიწყო საქართველოში შეჭრით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, გაგრძელდება დაახლოება ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა. „ომი უკრაინაში არის იმის ნიმუში, რაც, რეალურად, დაიწყო საქართველოში შეჭრით, შემდეგ ვნახეთ სასტიკი ომი სირიაში, შემდეგ ვიხილეთ ყირიმის უკანონო ანექსია და ახლა ვხედავთ სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. გავაგრძელ

მიხეილ დაუშვილი - სააკაშვილის მმართველობისას უმძიმეს ვითარებაზე არავინ ვდავობთ, პრობლემა ის არის, რომ „ოცნების“ მოქმედებების გამო პარტნიორებმა საკითხი ჰუმანიტარულ კონტექსტში გადაიტანეს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, არავინ დავობს, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს ქვეყანაში უმძიმესი ვითარება იყო. მისივე თქმით, პრობლემა ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ქმედებებით პარტნიორებში კითხვები გააჩინა, რამდენად დაცულია სააკაშვილის ჯანმრთელობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება. როგორც დაუშვილი ამბობს, ხელისუფლების დამსახურებაა, რომ დღეს პარტნიორებს სააკაშვილის საკითხი მხოლოდ ჰუმანიტარულ კონტექსტში აქვთ გადატანილი. „არავინ ვდავობთ ი

ჯანდაცვის მინისტრი - სასწრაფო გადაუდებელ სამსახურთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ შეიქმნა და ამოქმედდა ელექტრონული გადამისამართებისა და კლინიკის შერჩევის სისტემა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შეიქმნა და ამოქმედდა ელექტრონული გადამისამართებისა და კლინიკის შერჩევის სისტემა. როგორც მინისტრმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე მოსმენისას განმარტა, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ აქამდე სასწრაფო დახმარების ბრიგადა თავად იღებდა გადაწყვეტილებას, თუ სად უნდა გადაეყვანა პაციენტი, ახლა ეს ავტომატურად ხდება ადგილმდებარეობისა და პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე. ამასთან, მინისტრის თქმით, გააქტიურდა პარამედიკოსების სერვისი, მალე კი სამედიცინო უნივერს

ვიქტორია ნულანდი: „მხარს ვუჭერთ უკრაინის დარტყმებს ყირიმში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე“

აშშ-ი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს იმ სამხედრო ობიექტებს, რომლებიც რუსეთს აქვს განლაგებული ყირიმში და მხარს უჭერს უკრაინის მიერ მათზე მიტანილ იერიშებს, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა. ნულანდის თანახმად, ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა ნახევარკუნძული თავის სამხედრო პლაცდარმად გადააქცია, განლაგებული აქვს მასზე საბრძოლო ტექნიკა, შეიარაღების ბაზები და მართვის ცენტრები, რომლებიც ემუქრებიან და შემდგომშიც დაემუქრებიან უკრაინის უსაფრთხოებას მანამ, სანამ ისინი იქ ია

ბათუმში ნაპოვნი ჩვილი კლინიკაშია მოთავსებული

ბათუმში ქუთაისის ქუჩაზე მდებარე მთავარ მეჩეთთან ორი დღის წინ კალათში ჩასმული ჩვილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბავშვი ამ დროისთვის ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. კლინიკაში აცხადებენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საქმეში ჩართულია სოციალური მუშაკი. შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით, რაც გულისხმობს "სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს, მიიღოს ზომები თავის დასაცავად". rad

საქართველოს რკინიგზა მგზავრებს შეძენილი ბილეთების დაბრუნებას სთავაზობს

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით დასავლეთ საქართველოში უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა შეფერხებები ჰქონდეთ. ასევე მათი განცხადებით საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოსალოდნელია მცირე დაგვიანებები. მგზავრთა შესაძლო დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რკინიგზა მზად არის დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს გაყიდული ბილეთები და სრულად აანაზღაუროს მათი საფასური. ,,მცირე დაგვიანებები საქართველოს რკინიგზისგან დ

შალვა პაპუაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - გარკვეული ჯგუფები ამ საკითხზე ტაბუს დადებას ითხოვენ, რაც ჩემი აზრით, ანტიდემოკრატიულია

გარკვეული ჯგუფები ითხოვენ ამ საკითხზე ტაბუს დადებას, რაც ჩემი აზრით, თავის არსშივე ანტიდემოკრატიულია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საზოგადოების წინაშე როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულება. „ისეთი

რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში ჩასულ ასლან ბჟანიას არ შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩასულ ეგრეთწოდებულ პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან, ამ ეტაპზე, შეხვედრას არ აპირებს. ამის შესახებ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს. „პუტინის განრიგში არ შედის შეხვედრა აფხაზეთის პრეზიდენტთან“, - ნათქვამია პესკოვის მიერ გაკეთებულ მოხსენებაში. აფხაზური საინფორმაციო წყაროები კი იუწყებიან, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტი ასლან ბჟანია, სამუშაო ვიზიტით, რუსეთის დედაქალაქში ჩავიდა. აფხაზთა

ლატვია უკრაინას ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეულ ავტომანქანებს გადასცემს

16 თებერვალს ლატვიის სეიმმა საბოლოო მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილება უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის მხარდაჭერის შესახებ. შესწორება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავტომობილების უკრაინისთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით თებერვლის დასაწყისში ლატვიის ფინანსთა მინისტრი არვილს აშერადენსი გამოვიდა. სააგენტო Delfi-ის თანახმად, აღნიშნული კანონი უკრაინისთვის, სხვადასხვა ავტოტექნიკასთან ერთად, ლატვიის ხელისუფლების მიერ ნასვამი მძღოლე

„ქოცური ავტორიტარიზმის საქართველოს ევროკავშირი უარს ეტყვის“ — ნატა საბანაძე

მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯის მოწვეული პროფესორი, 2013-2021 წლებში საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატა საბანაძე მიიჩნევს, რომ უცხოური გავლენის აგენტების კანონის მიღება ადვილი არ იქნება, თუმცა ის ფაქტი, რომ ასეთი კანონპროექტი საერთოდ განიხილება, „ძალიან საგანგაშოა“. საბანაძე აღნიშნავს, რომ დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში ისედაც დაბალია, მაგრამ განსხვავებული აზრი ისმის სწორედ სამოქალაქო საზოგადოებიდან და მედიიდან, რომელთა დაფინანსების მთავარი წყარო გრანტებია. „გამოდის, რომ ამ განსხვავებულ აზრ

მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისი თურქეთში, 26 მილიონი ადამიანი დახმარების მოლოდინშია

ბოლო 24 საათის განმავლობაში მაშველებმა, მიწისძვრიდან 10 დღის შემდეგ, თურქეთში ნანგრევებიდან რამდენიმე გადარჩენილი კიდევ ამოიყვანეს, მათ შორის არის 17 წლის გოგონა, რომელმაც ნანგრევების ქვეშ 258 საათი გაატარა. ოფიციალური მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში უკვე 38 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ხოლო დაშავებულია - 105 000-ზე მეტი. მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი სირიაში, ამ დროისთვის, 6 ათასს აჭარბებს. ჯანმო-ს შეფასებით, ჰუმანიტარული დახმარება თურქეთსა და სირიაში, დაახლოებით, 2

მოციგურავე ინგა გურგენიძემ ლუბლიანის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ ლუბლიანის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, 13 წლის სპორტსმენმა 177,82 ქულა მოიპოვა, რითიც ოქროს მედალს დაეუფლა. სამინისტროს განცხადებით, ინგა გურგენიძე კანადის ქალაქ კალგარიში გასამართ იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. ნეტგაზეთი

TikTok-მა საქართველოდან უკრაინის ომის შესახებ დეზინფორმაციული ანგარიშები წაშალა

ჩინურმა კომპანია TikTok-მა სოციალურ ქსელში საქართველოდან ის ბოტები დაბლოკა, რომლებიც თავს „საინფორმაციო სააგენტოებად ასაღებდნენ“. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ქვეყნებისთვის გამოქვეყნებული ანგარიშში. საუბარია 18 ანგარიშზე, რომელთა გამომწერების რაოდენობა 85 ათასს აჭარბებდა. ისინი 2022 წლის მესამე კვარტალში გამოავლინეს და დაბლოკეს. „ჩვენი შეფასებით, ქსელი საქართველოდან მოქმედებდა და რუსულენოვან აუდიტორიაზე იყო ორიენტირებული, რომლებიც ძირითადად ყაზახეთში, ბელარუსში და უკრაინაში იყვე

Wizz Air-ის მგზავრი: გვითხრეს, რომ პილოტის გადაწყვეტილებით არ აგვიშვეს თვითმფრინავში

ტელეკომპანია "იმედის" წამყვანი მარიკა ბაკურაძე ერთ-ერთია იმ 87 მგზავრს შორის, რომელთა გარეშეც ქუთაისიდან ბერლინში გაფრინდა თვითმფრინავი. მან რადიო თავისუფლება უთხრა, რომ 6 საათზე მეტია აეროპორტში ელოდებიან პასუხს კითხვაზე - რა შეთავაზება ექნება ავიაკომპანია Wizz Air-ს დაზარალებული მგზავრებისთვის. ქუთაისი-ბერლინის რეისს Airbus a320 ასრულებს, რომელსაც 180 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ამ დილით დაახლოებით 90 მგზავრი გაფრინდა.   "მე სამსახურიდან მივლინებით მივდიოდი, ბერლინის კინოფესტივალ

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ფრაქციებს, მხარი არ დაუჭირონ ამ კანონპროექტს - PACE "ხალხის ძალის" ინიციატივაზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) ტვიტერზე ეხმაურება "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და მოუწოდებს ქართულ პოლიტიკურ ფრაქციებს, მხარი არ დაუჭირონ მას. ამის შესახებ საქართველოს საკითხზე მომხსენებლებმა კლოდ კერნმა და ედიტა ესტრელამ განაცხადეს: "კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც "ხალხის ძალამ" წარადგინა, შეშფოთებას იწვევს დემოკრატიული და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან თავსებადობის გამო. ჩვენ მოვ

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) დახმარებით, 14 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლემ, ნინი მაისურაძემ განათლების სამინისტროს დავა მოუგო

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) დახმარებით, 14 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლემ, ნინი მაისურაძემ განათლების სამინისტროს დავა მოუგო. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 14 თებერვალს განათლების სამინისტროს მხრიდან ნინი მაისურაძის მიმართ შშმ ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა და სამინისტროს მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. გთავაზობთ ნინი მაისურაძის ამბავს, რომელიც PHR-მა გამოაქვეყნა:  ნინი მაისურაძე ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოა

სიმონ დადიანის ნათესავები თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავენ

სიმონ დადიანის ნათთესავები კულტურის და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავენ. მათ წერილს სოციალურ ქსელში სიმონ დადიანის დის შვილიშვილიმ მია ღვინიაშვილი ავრცელებს და წერს, რომ ეს საფრანგეთში მცხოვრები ნათესავების, ლია და მიხეილ ვოდეს თხოვნაა. წერილის მიხედვით, ლია და მიხეილ ვოდემ 2017 წელს უანგაროდ გადასცეს საქართველოს თავის საკუთრებაში არსებული სიმონ დადიანის 22 ნამუშევარი. „2017 წელს საქართველოსათვის ჩვენი წინაპრის, სიმონ დადიანის ნამუშევრების გადაცემით, მისი სურვი

რამდენიმე მოქალაქეს უძრავ ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ

E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა. როგორც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, აღნიშნული პროექტი კვეთს მნიშვნელოვან დასახლებულ უბნებს, რომლებიც ძირითადად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის (სოფლები: გვიმბალაური, ქვემო ჩიბათი, ლესა, ჯურუყვეთი, ნიგვზიანი და ხაჯალია). პროექტით გათვალი

მსესხებლების 11,4% კრედიტს ვერ იხდის

საქართველოში მსესხებლების 11,6%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან. „კრედიტინფოს“ 2023 წლის იანვრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 224 016 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 451 168 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, იანვრის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 929 349 ადამიანს აქვს, ჯამში 39 863 664 829 ლარის მოცულობის. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 84,2% საბანკო სექტორზე

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს უკრაინასა და ევროპას შორის ბერლინის კედლის აშენება სურს

დღეს რუსეთს უკრაინაში ბერლინის კედლის აშენება სურს. სურს, ააშენოს კედელი ჩვენსა და ევროპას შორის იმისთვის, რომ უკრაინა საკუთარი არჩევანისა და საკუთარი მომავლისგან გამოყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, როდესაც მან ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, ეს არის კედელი თავისუფლებასა და მონობას შორის, სიცოცხლის უფლებასა და სარაკეტო თავდასხმებს შორის, პროგრესსა და ნანგრევებს შორის, რომელსაც რუსეთი ტოვ

„გრინსერვის+“-ის დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე და კომპანიის თანამშრომელი, დევი კახოიძე მათთვის ბრალდების დამძიმებას არ ეთანხმებიან

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე „გრინსერვის+“-ის დაკავებული დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე და „გრინსერვის+“-ის თანამშრომელი, დევი კახოიძე მათთვის ბრალდების დამძიმებას არ ეთანხმებიან. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულების ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ განუცხადა. როგორც ფურცელაძე განმარტავს, დაცვის მხარეს პროკურატურამ მტკიცებულებები გუშინ გადასცა, რასაც სრულად არ გაცნობია, თუმცა, „მტკიცებულებების ძირითადი ბაზისი, რაც საქმეზე გამოყენებული იყო, როგორც ბრალის წინა პირობა, არსებითად შ

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარებას შსს-ს დანაყოფები უზრუნველყოფენ

„ფრისტაილის“, „სნოუბორდისა“ და „ფრისკის“ მსოფლიო ჩემპიონატის - „ბაკურიანი 2023“-ის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რამდენიმედღიანი ღონისძიების მსვლელობისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. შსს-ს ინფორმაციით, სხვადასხვა ლოკაციაზე მოწყობილია დაცვის პოლიციის 4 საგუშაგო, სადაც დაცვის პოლიციის თანამშრომლ

ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი მომსახურების სააგენტოს ესტუმრა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესი, დელეგაციასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეწვია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომსახურების სააგენტოში სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა, მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ბესიკ ტეფნაძემ და სააგენტოს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. დელეგაციას თან ახლდა ს
×
×
  • შექმენი...