ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ჩრდილოეთში რიგით მეოთხე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს ჰურონის ტბასთან, კანადის საზღვართან ახლოს. ობიექტის ჩამოგდების ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასცა.
პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ობიექტს შეეძლო, ხელი შეეშალა კომერციულ საჰაერო მიმოსვლაში, რადგან ის მოძრაობდა 6 100 მეტრის სიმაღლეზე. ობიექტი, რომელიც სამხედრო საფრთხედ არ იყო მიჩნეული, თავდაცვის წარმომადგენლებმა აღწერეს, როგორც უპილოტო და რვაკუთხა ფორმის.
მფრინავი ობიექტ
რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში ხუთი მიმართულებით ახორციელებს შეტევას. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერია რუსი სამხედროების თავდასხმები ხარკოვის, დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების ათ დასახლებულ პუნქტში, – მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის არმიის გენშტაბის განცხადებაშია აღნიშნული.
რუსეთის არმია ძირითად ძალისხმევას მიმართავს შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვკის მიმართულებებზე.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრა
ვანო მერაბიშვილს შეუძლია, არაფორმალური მმართველების წრეს მიეთვალოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, „მერაბიშვილის ინტერვიუ სხვა არაფერი იყო, თუ არა მისი როლის დადასტურება „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკაში, მათ შორის დღევანდელი მენეჯმენტის ფორმირებაში და მმართველობაში“.
„ამ განცხადებით მერაბიშვილმა გამოავლინა თავისი მოტივი, რომ გაეძლიერებინა თავისი შესუსტებული პარტიის ახალი მმართველობა. ვანო მერაბიშვილი ამ ქვეყნის გუშინწინდელი
შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინაში ომისა და რუსული სამართალდამცავი ორგანოების მიერ თვითნებური დაპატიმრების ან შევიწროების რისკის გამო, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი.
„აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა. გამოიჩინეთ სიფრთხილე უკანონო დაკავების რისკის გამო. არ იმოგზაუროთ რუსეთში“, - აღნიშნულია მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გააფრთხილა თავისი მოქალაქე
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ოპოზიციას მოუწოდებს, დარჩეს პარლამენტში და კონსტრუქციულად მიუდგეს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს.
ამის შესახებ ელჩმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, მშვიდობიანი პროტესტი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ნაწილია, თუმცა მთავარი პოლიტიკური დისკუსია პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს.
„მინდა მოვუწოდო ყველას საქართველოში - როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ იმუშაონ ერთად, რათა მიაღწიონ მაქსიმალუ
პოლიტიკურმა აქტმა, რაც ხელოვანმა გამოხატა, ძალიან გააღიზიანა ქალბატონი წულუკიანი და ზედმეტი მოუვიდა - როგორც ჩანს ხელოვანი ადამიანების რეაქცია, რომელიც სახელმწიფოს ნაბიჯებს მოჰყვა, კარგად არ ჰქონდათ შეფასებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც მხატვარ სანდრო სულაბერიძესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მმართველ გუნდში მოგვიანებით გააცნობიერეს, რომ მწვავე ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, სამართლებრივი
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე რუსეთს ახალი სანქციები და სხვა ზომები ემუქრება.
„24 თებერვლისთვის ახალი სანქციები იქნება. ისინი გამოცხადდება სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ინსტიტუტში. გაერო-ში, კიევში, მსოფლიოს ბევრ სხვა დედაქალაქში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც ძალიან მკაფიო გზავნილს გაუგზავნის პრეზიდენტ პუტინს: თუ თქვენ, პუტინი, ფიქრობთ, რომ დრო თქვენს მხარესაა, მაშინ ძალიან ცდებით. იმიტომ, რომ უკრაინასთან ერთ
ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გლობალური სანქციების ნაწილი გახდეს, მაგრამ ეს ადვილი არ არის - არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, მისი განკარგულებით, ძალაში შევიდა ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ატომურ ინდუსტრიასთან დაკავშირებული 200 ადამიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.
„რუსული სისტემის ყველა
თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს ერთი მოქალაქის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
ელჩის თქმით, ჯერჯერობით მისი გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურებული არ არის და ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
"დადასტურდა საქართველოს ხუთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. სამი საქართველოში უკვე გადასვენებულია. დანარჩენზე ჩვენ, საელჩო-საკონსულო სამსახური ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, მათი გადასვენებაც მოხდება საქართველოში. ჩვენ გვაქვს ერთი პრობლემური საკითხი,
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაუჯერონ და არ გაავრცელონ მიწისძვრასთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში შიშსა და პანიკას იწვევს.როგორც ცენტრი აღნიშნავს, სამწუხაროდ, მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს.
"თურქეთის რესპუბლიკაში, 6 თებერვლის ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ჩვენი საზოგადოების აღელვება გამოიწვია.მიწისძვრა არის ბუნებრივი სტიქია, რომლის ზუსტი დროისა
თუ სწორად ავაშენეთ, კატასტროფული მიწისძვრებისგანაც შეგვიძლია თავი დავიცვათ, - ამის შესახებ სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდგომმა სურათმა აჩვენა, რომ მშენებლობების ნაწილი დაინგრა, ნაწილი კი გადარჩა, შესაბამისად, უსაფრთხოება მშენებლობის ნაწილში მნიშვნელოვანია.
„ყველა კადრში, რომელსაც აჩვენებენ, ჩანს ერთი-ორი შენობა, რომელსაც არაფერი მოსვლია, რაც იმას გვიჩვენებს, რომ თუ სწორად ავაშენეთ, ასეთი
მედიის ცნობით, ხანგრძლივი მეტოქეობის მიუხედავად, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი, მხარდაჭერის ნიშნად, თურქეთში ჩავიდა.
როგორც Agence France-Presse იუწყება, დენდიასს მისი თურქი კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუ შეხვდა, ვიდრე ისინი ვერტმფრენებით მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონების მოსანახულებლად გაემგზავრებოდნენ.
საბერძნეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ანთაქიაში ჩავლენ, სადაც ბერძენი მაშველები თურქ კოლეგებს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ეხმარებიან.
ამ დრო
სასამართლომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტებზე დაკავებულ ნიკოლოზ ხუციშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შესაბამისი გადაწყვეტილებით მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის - პროკურატურის შუამდგომლობა.
გამოძიების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 თებერვლიდან 18 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია სკანდინავიის ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი უმეტესად თოვლის სახით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
მათივე ცნობით, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, სტიქიის ზონაში ჩავიდა.
საგარეო უწყების ცნობით, ქართველი დიპლომატები შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოინახულებენ საქართველოს მოქალაქეებს მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით.
საელჩოს წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან საქართველოდან თურქეთში ჩასულ მაშველებს, რომლებიც რამდენიმე დღეა, სტიქიის ზონაში მუშ
ახალგაზრდა რუსი რეჟისორი ალექსანდრე მოლოჩნიკოვი მოსკოვის თაეტრ „სოვრმენნიკიდან“ რუსეთის სახალახო არტისტის, მსახიობ ლია ახეჯაკოვას გათავისუფლებას გამოეხმაურა და დაგმო ყველა იმ პირის საქციელი, ვინც ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობდა.
,,ჯანდაბას, ჩვენ, ახალგაზრდები, როგორმე გავარღვევთ ამ წრეს, მაგრამ იმისთვის, რომ უდიდეს არტისტებს, მოხუცებს სცენის და კინოს ბოლო წლები მოპარეთ, თქვენ (კულტურის სამინისტრო, დეპუტატებო, თეატრის მენეჯერებო), ვინც მათ სცენაზე ასვლის უფლებას არ აძლევთ, ჯოჯოხეთის ცეცხლ
საქართველო მეოთხეა იმ ძირითად ქვეყნებს შორის, რომლის მოქალაქეობა ან ბინადრობის ნებართვის მოწმობა 2022 წელს მთლიანობაში 50 ათასზე მეტმა რუსმა მიიღო. ინფორმაციას RBC ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შსს-ს მედიასთან და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, იური ტიტოვი აცხადებს, რომ 2022 წელს 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, რომ მათ სხვა ქვეყ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი სტუმრად, ამსტერდამში ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე 40:8 დაამარცხა.
ამ შეხვედრამდე ნიდერლანდებთან ჩვენს გუნდს ექვსიდან ხუთი თამაში მოგებული ჰქონდა. ერთადერთი წარუმატებელი შეხვედრა შორეულ 1995 წელზე მოდის – ეს „ბორჯღალოსნების“ ერთ-ერთი პირველი გასვლითი მატჩი იყო, რომელიც ამსტერდამში მეტოქემ 55:3 მოიგო.
აქედან მოყოლებული 2000-2002 წლებში საქართველომ ნიდერლანდებს
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბიძგები თბილისის დროით 12:07 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ ოზურგეთის სოფელ გომში იყო.
ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 4.6 (ML) მაგნიტუდა (ML) შეადგინა.
უკრაინულმა ძალებმა 11 თებერვალს 900 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახოციელეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათვე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 12 თებერვლამდე დაახლოებით 137 780 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.
ამასთან, უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს რუსული მხარის კუთვნილი 3280 ტანკი, 6488 ჯავშანტექნიკა, 2287 საარტილერიო სისტემა, 465 ზალპური ცეცხლის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 თებერვალს გამოსცა ბრძანებულება უშიშროების სფეროს მაღალი რანგის თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და განაცხადა, რომ „მთავრობის გაწმენდა“ გაგრძელდება.
ბოლო კვირებში უკრაინის ხელისუფლებამ გაათავისუფლა ათობით თანამდებობის პირი და დაიწყო გამოძიება, როგორც არასათანადო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილი. 11 თებერვალს ზელენსკიმ რუსლან ძიუბა გაათავისუფლა ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილის თანამდებობიდან, განაცხადა მისმა ოფისმა ისე, რო
თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ჰატაის პროვინციაში, მიწისძვრიდან 140 საათი შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 7 თვის ჩვილი.
ამავე პროვინციაში, 140 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ამოიყვანეს მაშველებმა ორსული ქალი და მისი ძმა.
კაჰრამანმარაშის პროვინციაში, 11-სართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს მაშველებმა 26 წლის კაცი.
ბოლო მონაცემებით, 6 თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 28 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საგანგებო ს
თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ჰატაის პროვინციაში, მიწისძვრიდან 146 საათი შემდეგ, თურქმა და რუმინელმა მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 35 წლის კაცი.
ამავე პროვინციაში, 146 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ამოიყვანეს მაშველებმა პატარა გოგო, რომლის ასაკი ჯერჯერობით ვერ ზუსტდება.
ბოლო მონაცემებით, 6 თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 28 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდი