Jump to content
Planeta.Ge

Morfius

პლანეტელი
  • პოსტები

    910
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    8

ყველა პოსტი Morfius

  1. მომისმინე დაიკო? ვერ ყოფილხარ შენ მთლად კარგი მართლმადიდებელი ამ სიტყვებისთვის კი მამაკაცი რომ იყო საკადრის პასუხს მიიღებდი. სწორედ რომ მსგავსი რამ მოხდა, როდესაც შვედეთის ელჩი ლამის მანქანიდან გადმოიღეს საცემრად და პოლიციის კორდონი რომ აცილებდა საერთოდ მრევლს, ასე რომ იმ აქციაზე თუ მართლაც იყავი ალბათ თვალდახუჭული ლოცულობდი რომ ეს ყველაფერი ვერ დაგინახავს, მაგრამ ყრუც ხომ არ იყავი დაანგრიეთ სატანის ბუდეო რომ ყვიროდნენ ეს ხომ მაინც უნდა გაგეგო? ასე რომ გგონია ის აქცია მხოლოდ მმკ-ს ახალგაზრდა აქტივისტმა გადაიღო სამოყვარულო კამერით ძალიან ცდები იქ სხვა ადამიანსაც ეჭირა კამერა ოღონდ თქვენგან ფარულად და მშვენივრად არის აღბეჭდილი კადრში იქ მყოფი აქციის მონაწილეების ღრიანცელი. აი ეს პარაკლისი მას შემდეგ იყო რაც მაგ აქციის ყოჩს გასაგებ ენაზე ავუხსენი რომ სატანას თუ ებრძვის ღრიალითა და მუშტით კი არ უნდა ებრძოლოს არამედ ლოცვითა და მარხვით. მერე რა ქენით დაიცავით? თუ ის ტაძარი დაანგრია ვინმემ? ეგ ტაძარი იურიდიულად სრულიად კანონიერად არის აშენებული და შენ თუ უკანონოს "საპატრიარქოსთან შეუთანხმებელს" ეძახი ჯერ სიტყვა უკანონოს ეტიმოლოგია გაარკვიე და შემდეგ ისე წერე. უამრავი კი არა ასიათასობით ხელმოწერა არსებობს იმისა რომ ზოგადად ერს არ სიამოვნებს სააკაშვილი მაგრამ მიდიის? რაც შეეხება ასეთ საკითხებს ვიღაცა რიგითი გლეხუჭების სიამოვნება არ სიამოვნებით არ წყდება. ჰოო აბა რაა, ჯალალ ედ დინის სამოქალაქო კოდექსით და თემურ ლენგის საგადასახადო კოდექსით, მონღოლების კონსტიტუციით და მურვან ყრუს რეზოლუციით. ერთ მარტივ რაღაცას გაგიმხელ იქ ყველამ და მათ შორის მღვდლებმაც ძალიან მშვენივრად იცოდნენ რომ ეს შენობა იურიდიული თვალსაზრისით სრულიად კანონიერად იყო აშენებული და შესაბამისი დოკუმენტებიც ეჭირათ ხელში რომელიც ათასნაირად აბრუნ-ატრიალეს და ნაკლი ვერ უპოვეს, რომ სასამართლოთი მაინც გამოსვლოდათ რამე, ამას ისინი არც იმედოვნებდნენ ამიტომ იქ შეყრებილი მმკ-ს ძირითადი პროტესტი იმაში მდგომარეობდა რომ ტაძარი რომელიც კათოლიკურად ეკურთხა საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად აშენდა შეფარვით და ზემოთ მიწერია რა ხმებიც ვრცელდებოდა ამ შენობაზე, თითქოს ის ასირიული კულტურის ცენტრი უნდა ყოფილიყო და გმადლობ რომ "განმანათლე" ხო და თუ მეთანხმები ერთ მარტივ ჭეშმარიტებას გეტყვი და დაიხსომე: 1. კარგი მამაო ნიშნავს უფლის მღვდელს 2. ცუდი მამაო ნიშნავს სატანის მონას
  2. ქართული შრიფტით არ გადმოაკოპირა და აჰა ლინკი http://www.religia.ge/news10.html იციან რომ მმკ ზოგადად მასაში მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ასოცირდება და ცილს სწამებენ, რითაც ქმნიან საზოგადოებრივ აზრს, რომ თითქოს მმკ მართლმადიდებლური ეკლესიის და საპატრიარქოს დაკვეთებს ასრულებს, როდესაც მსგავსი რამ არ ხდება.
  3. შემი წინაპრები იყვნენ სოლომონ მეფის სამეფო კარის ეპისკოპოსები გენებში გამომყვა ალბათ
  4. მაგალითად აი ასეთი ჭორების გავრცელება: presrelizi. "Tavisuflebis instituti" saqarTveloSi religiur SuRls aRvivebs. a.w. 14 maiss "Tavisuflebis institutis" wamomadgenlebma maT mier Catarebul preskonferenciaze Cvens organizacias cili daswames, TiTqos igi a.w. 13 maiiss daviT garejelis quCaze 50-anelTa darbevaSi Rebulobda monawileobas. amasTan dakavSirebiT vacxadebT, rom es gancxadeba mtknar sicruesa da ciliswamebas warmoadgens. Cvens organizacias 13 maiss daviT garejelis quCaze momxdar incidentSi monawileoba ar miuRia. ciliswamebis mizania, daviT garejelis quCaze mosaxleobasa da 50-anelTa Soris dapirispirebas religiuri SuRlis xasiaTi mieces, am SuRlis gamRviveblebad marTlmadideblebi warmoaCinos, raTa moxdes maTi, rogorc kriminalebis dasja. Cven davinteresdiT momxdariT, miviZieT masalebi da gamovarkvieT, rom konfliqti daviT garejelis quCaze wminda yofiTi xasiaTisaa da warmoiSva imasTan dakavSirebiT, rom mezoblebi Sewuxebulni arian 50-anelebis maT quCaze masirebuli msvlelobebiT, xmauriT, im eqstazur-transuli mdgomareobiT, romelSic isini TavianTi xSiri ritualebis dros vardebian, rasac Tan axlavs egzaltirebuli masis yuriswamRebi ymuili, quCaSi gamoxdomebi (zogierTs piridan duJi sdis), es ki awuxebs mosaxleobasa da aSinebs bavSvebs. aseTi viTareba wlebis manZilze grZeldeba. xelisuflebis dapireba, rom 50-anelebs Sesaferis adgils mouZebniden, ar sruldeba. "Tavisuflebis institutis" ciliswamebasa da sicrues isic adasturebs, rom sinamdvileSi 13 maiss daviT garejelis quCaze saerTod ar momxdara 50-anelTa darbeva. piriqiT, moxda Zalismieri meTodebis gamoyeneba adgilobrivi macxovrebebis mimarT, romlebmac, ukiduresad Sewuxebulebma da mravalgzis motyuebulebma, TavianT quCaze saprotesto aqcia gamarTes. Cven xelTa gvaqvs am incidentis amsaxveli videomasala, romelzec Cans, rom mosaxleobis saprotesto aqcia policiam daarbia. is, rom konfliqti yofiTia da ara religiuri, da rom dapirispireba adgilobriv macxovreblebsa da seqtantebs Soris xdeba, dadasturda telekompania "rusTavi 2"-is mier daviT garejelis quCaze 14 maiss gadaRebuli reportaJiT, saidanac naTlad warmoCnda, rom Cvens organizacias araviTari roli ar miuZRvis incidentSi - mosaxleobam Cveni organizaciis arsebobis Sesaxebac ki araferi icodnen. isic faqtia, rom "Tavisuflebis instituti" icavs seqtantebis Tavisufal nebas da ar icavs mosaxleobis aseve Tavisufal nebasa da uflebas, icxovros mSvidad, SiSisa da xmauris gareSe. Cvens mimarT "Tavisuflebis institutis" ciliswamebas sxva mizanic aqvs. Cveni informaciiT sul axlaxan `Tavisuflebis institutma~ religiuri sakiTxebisaTvis didi granti, 1 mln. evro miiRo. imisaTvis, rom Tavisi saqmianoba gaamarTlos da momavalSic miiRos dafinanseba, "Tavisuflebis instituti" ararsebuli problemis Seqmnasa da provocirebas cdilobs, radgan cnobilia, istoriulad saqarTveloSi religiuri SuRli arasodes yofila. amas garda "Tavisuflebis instituti" jorj sorosTan Sesaxvedrad emzadeba, romelic TbilisSi axlo momavalSi Camodis, da surs Tavis mama-marCenals religiur "problemaTa" mogvarebasa da seqtebis dacvis saqmeSi Tavisi "warmatebebi" upatakos. Cven imasac ar gamovricxavT, rom "Tavisuflebis instituts" Cvens mimarT arakeTilganwyoba amoZravebdes, radgan Cver araerTxel vamxileT igi Tavis antieklesiur da antimarTlmadideblur qmedebaSi. mivmarTavT "Tavisuflebis institutis" warmomadgenlebs: Sewyviton antimarTlmadidebluri da antierovnuli saqmianoba, Tavi anebon religiuri SuRlis gaRvivebasa da maprovocirebel qmedebebs, Seinanon Cveni misamarTiT gakeTebuli ciliswameba, Cveni SeuracxyofisaTvis sajarod moixadon bodiSi. wm. mefe daviT aRmaSeneblis saxelobis marTlmadidebeli mrevlis kavSiri gazeT "rezonansis" redaqcias Tqvens gazeTSi moTavsebuli iyo informacia, romelSic "Tavisuflebis instituti" Cvens organizacias brals debda, TiTqos Cven a.w. 13 maiss raime monawileoba migveRos 50-anelTa darbevaSi daviT garejelis quCaze. es ar Seesabameba simarTles da warmoadgens cilis wamebas. gTxovT mogvceT saSualeba, raTa Tqvenive gzeTiT vupasuxoT cilismwameblebs. madloblebi viqnebiT, Tu dabeWdavT mokle informacias Cveni organizaciis Sesaxeb, raTa mosaxleobas ar hqondes cduneba, daijeros Cvens Sesaxeb cilismwamebluri braldebebi. wm. mefe daviT aRmaSeneblis saxelobis marTlmadidebeli mrevlis kavSiris saxeliT: avTandil ungiaZe /Tavmjdomare/ l. CaCua /gamgeobis wevri/ kavSiris wevrebi: (xelmowerebi)
  5. ბოდიშს გიხდი შენთან მართლა აგრესიულად გამომივიდა თემა კი ნამდვილად არ მაინტერესებს ასე რომ გავიარე.
  6. გასცილდი მერე ტო, რას აიკელი ფორუმი, რად უნდა ამას ამდენი ფილოსოფია თუ ეგრე ხარ შეწუხებული, უვარგისია არ გინდა და მორჩა, რათ უნდა ეხლა ამას მსჯელობა და დისერტაციის წერები, რცადე ოჯახი შეგენარჩუნებინა არ გამოვიდა ხო, ვერ გამოსწორდა შენი თქმით, ჰო და აქ რას ეძებ ეხლა მომავალ ქმარს?
  7. შენ ბიძიკო ტრაკი დააყენე თორემ გამომტყუებ რაღაცას.
  8. პირდაპირ ასე ვერ ამხელ ეს რომ ქნა უნდა დაუმტკიცო კიდეც და თუ დაუმტკიცე უნდა დაიჭირო და პასუხიც აგებინო ასე რომ "პრახადნოი დვერი" როა საქართველო ეს ახალი ამბავი არ არის.
  9. იმიტომ შესცოდავს დავით, რომ მაგ ქალს როდესაც თხოვდებოდა მეუღლე უყვარდა, დღეს კი აღარ უყვარს და სწორედ რომ მიზეზებს ეძებს როგორმე თავი დაიძვრინოს ამ სიტუაციიდან და რაც მთავარია ყველაფერი ქმარს გადააბრალოს აი ამიტომ. როგორ უნდა შეიყვაროს დავით და სწორედ ისე როგორც გათხოვებამდე და ახლადდაქორწინებულს უყვარდა, მაჭანკლობებთად და გარიგებებთან ღმერთი შუაში არ არის მაგრამ ჯვრისწერის დროს როდესაც ქალს ეკითხებიან შენი ნებით თხოვდებიო, ენა არ უნდა გადაყლაპოს ხოლმე და თუ აძალებენ ან ბოლომდე არ არის დარწმუნებული მაშინ მაინც უნდა ამოღერღოს და ამ შემთხვევაში სულიერი გაგებით მისი მეუღლესთან შეერთება არ მოხდება, ვინაიდან ჯვარს არ დასწერს არავინ ასეთ წყვილს, ხოლო როდესაც ღვთის წინაშე დადებ ფიცს რომ სიცოცხლის ბოლომდე გეყვარება და უერდგულებ მეუღლეს მსგავსი ჩივილები რაც აქ ამ ქალბატონმა ატეხა სხვა რომ არა იყოს რა ფიცის გატეხვაა და ჯერ მხოლოდ ამიტომ არის ცოდვა, მაგ ქალს აქ არავინ ამტყუნებს დავით მაგრამ იგივეს გაკეთებას აპირებს რა შეცდომაც წარსულში უკვე დაუშვა სხვას რომ გაუხსნას გულის კარები 10 წლის შემდეგ ის სხვაც რომ მისი დღევანდელი ქმარივით უსარგებლო გახდეს მისთვის? მერე ისევ სხვას უნდა გაუხსნას გულის კარები? ამიტომ ადამიანი იმას უნდა დასჯერდეს რაც უფალმა აჩუქა, შვილებს პირველ რიგში შემდეგ ოჯახს შემდეგ ქმარს და ბოლოს პირად გრძნობებს, მაგ ქალს კი პირადი გრძნობების დაყენება უნდა ყველა ზემოთჩამოთვლილზე წინ და ქვეცნობიერაად ხვდება რომ ეს არასწორი საქციელია და ამიტომ აბრალებს ქმარს სექსის არ ცოდნას და ინტელექტუალურ გაუნათლებლობას რომ თავისი ქვენა სურვილი ამ ყველაფრით გაამართლოს, დაჯდება ტელევიზორთან ყოფილი ცოლების კლუბს უყურებს როგორ აგიჟებენ ისედაც გამწარებულ ქალებს 1000 ღლეზე გადამხტარი ია ფარულავა და ის მეორე წაკლა როა სახელი დამავიწყდა თავი რო მაგარი ნაშა ჰგონია, მერე ვიღაცა გენდერულ თანასწორობაზე წაუკითხავს ვრცელ ლექციას და ქალის გაგიჟებას მეტი კი არ უნდა? კიი ვაღიარებ რომ სირი ქმარი ჰყავს, ცოლს რომ ქმარი ფორუმზე დააწერინებს ოჯახის პრობლემებს სწორედ რომ სირიკო ბალანჩივაძეა, მაგრამ რა გარანტია აქვს რომ მასთან გაცილებისა და მეორედ გათხოვების შემდგომ უარეს სირიკოს არ აიკიდებს? ან ვის რად უნდა ცოლად შვილებიანი დედა? ასე რომ ყველას თავის აზრი აქვს და ჩემი რჩევა ასეთია ოჯახს უერთგულოს თორემ იმასაც დაკარგავს რაც ღვთის მადლით მიეცა და ვერც მაგაზე უკეთესს იპოვის რამეს.
  10. ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ მსგავსი წარმატებით რომ ქადაგებს კათოლიკე კათოლიციზმზე ეს თუ იცი?
  11. ჰო მაგრამ, სანამ ნათელი მოეფინება ყველაფერს მანამდე გერმანელი რეინჰარდ ბონკე ილუზიაში ხვევს ისედაც ბურუსით მოცულ აფრიკის კონტინენტს.
  12. მართალი ხარ, ქალს თუ კაცი არ უყვარს სუ ალენ დე ლონი რომ იყოს მაინც მოუგონებს ათასგავარ მიზეზს: აი სექსში ვერ ვთანხმდებით და აი ინტელექტუალურად ვერ ვუგებთ ერთმანეთს, შე კაი ქალო სანამ ტყუპებს გააჩენდი და ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობას აიღებდი მანამდე გეფიქრა მაგაზე, მიზეზი კი მთავარია სიყვარულის არ ქონა, აქ ამ ქალს უბრალოდ სიყვარულის დეფიციტი აქვს და დანარჩენ მიზეზებს აქედან გამომდინარე იგონებს უკვე, თორემ ვისაც ქმარი უყვარს სულ რომ იმპოტენტი იყოს ამას სახალხოდ არ გამოაჭენებს, თემა არის თავისი არსით მიუღებელი განსახილველად და ამიტომ ბოროტი ხუმრობის გარდა არაფერი დავწერე, გამოსავალი კი ყველასათვის ცნობილია და დიდი ფილოსოფია არ სჭირდება " შეიყვარე ისეთი როგორიც არის ან დაშორდი" აქ ბავშვების გამოჩხერა შუაში უკვე ყალბი თამაშია, უამრავი ოჯახი არსებობს განქორწინებული პირებისაგან შემდგარი, ასე რომ რჩევა ჩემი ესეთია შეიყვარე ან გაშორდი თუმცა გაშორების შემთხვევაში შესცოდავ იმიტომ რომ უფლისაგან ნათქვამია: ვინც ღმერთმა შეაერთა კაცი ნუ გაყრის, ასე რომ ქრისტიანი თუ ხარ შეიყვარე და ფორუმზე ნუ გამოაჭენებ პირადულს.
  13. მუქ ფერებში ნუ აღიქვავ სიტუაციას საქართველოში მართლმადიდებლურ მრწამსს ვერავინ დაძლევს, კომუნისტებმა ვერ დაძლიეს და ლიბერალები და სექტანტები მას ვერაფერს დააკლებენ, ასე რომ შენარჩუნებაზე და დაცვაზე საუბარი არარსებული საფრთხის ძალათ გამოგონებაა. კიი არსებობენ ძალები რომლებიც ებრძვიან წმინდა ეკლესიას მაგრამ ამ ძალებს 21 საუკუნეში და მხოლოდ საქართველოში კი არ დაუწყიათ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ეკლესიის დაფუძნების დღიდან ებრძვის სატანა მას, ეშმაკი ადამიანებს იყენებს ეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ დამიჯერე ეკლესიის გარეთ მოქმედი ძალები, როგორებიც დღევანდელ დღეს მართლმადიდებელ ქრისტიანს ლიბერალებად და სექტანტებად წარმოუდგენია უფრო ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ ეკლესიისთვის ვიდრე ეკლესიის შიგნით მოქმედი მღვდლისმანტიაამოფარებული ცოდვილები, იმიტომ რომ ის მაინც იცი რომ სექტანტი, მწვალებელი და ლიბერალია, ხოლო ცხვრის ტყავში გახვეულ მგელს კი რომელიც ცხვირწინაა ვერ ცნობ, ამიტომ სანამ გარეშე ძალებში დავიწყებთ მტრის ხატის ძებნას ჯერ შიგნიდან უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება, ეს ორი ძალა სინამდვილეში ერთია და მოქმედებს შემდეგი სქემით: ნაძირალა შესცოდავს სიტყვით და საქმით ამავდროულად მღვდლის ანაფორას ეფარება, შემდეგ ასეთ ნაძირალებზე გარეშე ძალები იძახიან: შეხედეთ ეს არის თქვენი მრწამსი? ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა? ეხლა ხომ ხვდები ცოდვილი რომელიც მღვდლის მანტიით ფარავს საკუთარ გახრწნილ ბუნებას ვის წისქვილზეც ასხავს წყალს? ასე, რომ როდესაც ეკლესია შიგნიდან მოიშორებს მიზანმიმართულად მოქმედ ბოროტს, გარეშე ძალებსაც აღარ დარჩებათ სათქმელი და თითის გასაშვერი, მაგრამ აქ სხვა ასპექტიცაა: ნაწინასწარმეტყველებია რომ სატანა უკანასკნელ პერიოდში თვით უფლის ტაძარში დადგავს ტახტს და თავს ღმერთად გამოაცხადებს და ეს ნაწინასწარმეტყველები აუცილებლად მოხდება, დავით ქვლივიძე კი არა ანგელოზთა ყველა ლეგიონი უკლებლივ რომ ამის წინააღმდეგ წავიდეს ის რაც სულიწმინდით ითქვა აუცილებლად ახდება, ასე რომ რიგ შემთხვევაში ეს დაცვაც ჰგავს პეტრეს საქციელს რომელიც იესოს ეუბნებოდა: " ნუ შეხვალ იერუსალიმში, შეიწყალე თავი შენი" იესომ რა უპასუხა? "განვედ სატანავ ჩემი მაცდური ხარ, ვინაიდან ფიქრომ იმას რაც კაცისაა და არა ღვთისა" ასე რომ აპოკალიფსს წინ ვერავინ დაუდგება რანაირი ვაჟკაციც არ უნდა იყოს, ღვთის ეკლესიას კი თავად უფალი დაიცავს. ერთ მაგალითს მოგიყვები საბურთალოზე, ქავთარაძის ქუჩაზე შენდებოდა ლამაზი შენობა, რომელიც როგორც საზოგადოებისთვის იყო ცნობილი ასირიული კულტურის მქონე ადამიანების ცენტრი უნდა ყოფილიყო, მშენებლობის დამთავრების შემდგომ კი ეს შენობა კათოლიკურ ტაძრად აკურთხეს, კურთხევის დღეს ამ შენობასთან შეიკრიბა მართლმადიდებელი მრევლი, მმკ და მართლმადიდებელი მღვდლები და გამართეს საპროტესტო აქცია, პოლიციამ კორდონი გააკეთა და ისე შედიოდნენ კათოლიკეები, მათ შორის სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ელჩები ამ ტაძარში, ესენი კი სტვენით აცილებდნენ აქციამ დამაინტერესა მივედი და ვეკითხები ერთ ერთ "მღვდელს" რომელიც მმკ-ს დამრტყმელ ძალას უფრო წარმოადგენს რატომ სჩადიხართ ამას, როდესაც ნაწინასწარმეტყველებია რომ ეს და ამაზე უარესებიც უნდა მოხდეს თქო? ის მპასუხობს ტაძარი საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად აშენდა და მაგიტომო, თან ყველა დიდიან პატარიანად ხმამაღლა ღრიალებდა დაანგრიეთ სატანის ბუდეო, ვეკითხები: სატანის ბუდეს რატომ ეძახით თქო? მპასუხობს: იმიტომ რომ ყველა არამართლმადიდებლური ტაძარი სატანის შესაკრებელიაო. ვეკითხები მეიდანზე მეჩეთი რომ დგას ასევე სინაგოგაც, ავლაბარში გრიგორიანული სომხური ეკლესია, ეს ტაძრებიც სატანის შესაკრებელია თქო? კიიო მპასუხობს, აბა იმათ წინ რაღატომ აღარ მართავთ მეთქი აქციას? იმიტომ რომ ის ტაძრები საპატრიარქოსთან შეთანხმებით აშენდაო, ამის თქმაზე ვეკითხები როგორ შეიძლება საპატრიარქოს თანხმობით სატანის შესაკრებლის აშენება თქო და დამიღო პირი და გამექცა, მე მისი ნალაპარაკებიდან გავარკვიე შემდეგი: 1. ყველა სხვა აღმსარებლობის ტაძარი სატანის შესაკრებელია 2. სატანის შესაკრებელის ასაშენებლად საქართველოში საპატრიარქოს თანხმობაა საჭირო 3. საპატრიარქომ გასცა ზოგიერთ სატანის შესაკრებელის მშენებლობაზე თანხმობა და 4. იქ ის ხალხი იმიტომ კი არ იყო მისული რომ მართლმადიდებლური მრწამსის დაცვა უნდოდათ ან საერთოდ რწმენის ხელყოფა აღელვებდათ, ვინაიდან კათოლიკური ტაძარი ლესელიძის ქუჩაზეც ფუნქციონირებს, არამედ ორგანიზაცია მმკ-ს სათავეში მყოფმა შავწვერიანმა ქაჯებმა ააგდეს და ფსიქოლოგიურად დაამუშავეს, იმიტომ რომ ბრძოლა თუა მაშინ სატანის ყველა შესაკრებელს უნდა ებრძოლო და არა მხოლოდ ცალკეულს, ჰო და კითხვაზე რატომ სინაგოგის წინ არ მართავთ მეთქი აქციას თქვენი თქმით ისიც ხომ სატანის შესაკრებელია მეთქი ხო გითხარი როგორი პასუხიც მივიღე? ის სინაგოგა საპატრიარქოსთან შეთანხმებით აშენდაო, რა გამოდის? კათოლიკური ტაძარი, რომელიც საპატრიარქოსთან შეთანხმებით შენდება სატანის ბუდე აღარ არის და თუ საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად აშენდა იგივე კათოლიკური ტაძარი უკვე სატანის ბუდეა? ასე რომ როგორც ის ხალხი იყო იქ ბრმად მისული საღრიალოდ და არა საქმის საკეთებლად, ანალოგიური ხდება სხვა ასპექტებშიც, ჩვენ სატანას ვებრძვითო ხმამაღლა ყვირის ის ვითომ მღვდელი, ვეუბნები როგორ ებრძვით თქო? მპასუხობს როგორ და ამ აქციითო, მერე ვეკითხები აქციით სააკაშვილი არ შინდება და სატანა გინდა შეაშინო თქო? აბა რა ვქნათო? მღვდელი მე მეკითხება აბა რა ვქნათო, რა უნდა ქნათ და თუ სატანასთან ბრძოლა გინდათ მოიქეცით ისე როგორც იესო გასწავლით თქო. როგორო? როგორ და როგორც თქვა მეთქი: "ამ მოდგმის განდევნა, მხოლოდ ლოცვითა და მარხვით შეიძლება" სულიერს რომ მუშტით ებრძვი რა შედეგს მოგიტანს? საკუთარ ძმას გაცემინებს და შემდეგ ორივეზე იხარხარებს მცემელზეც და ნაცემზეც, ასე რომ ყოველი სიტყვა და მოქმედება ქრისტიანისა სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს იესოს სიტყვებთან. დავით ქადაგიშვილი, ბარემ შენიც გაგვიმხილე ალბათ ანა ჰო?
  14. ეს სისულელეები როგორც შენ მას ეძახი სწორედ რომ ახალი აღთქმის წიგნში ჩაწერილი ციტატებია და შესაბამისად სულიწმინდის კარნახით დაწერილი ასე რომ სისულელე ვეღარ გამოდის და სულიწმინდის წინააღმდეგ ნუ იტყვი სიტყვას, რაც შეეხება ცოდვათა ტვირთვას და ცოდვათა მიტევებას ამის ძალუფლება მხოლოდ ქრისტეს, მამას და სულიწმინდას აქვს ასე რომ მიწიერი მღვდელი სხვის ცოდვას ვერანაირად ვერ იტვირთავს, შუამავლობის საკითხს კი რაც შეეხება იგივეს გეტყვი ებრაელთა მიმართ ეპისტოლე წაიკითხე და მიხვდები ვინ არის ჭეშმარიტი შუამავალი კაცსა და ღმერთს შორის. როგორ და ღვთის სიტყვის მიხედვით ვისაც სულიწმინდა ყავს მასწავლებლად მას აღარავისი სწავლება არ სჭირდება.
  15. მართლმადიდებელმა თქვა: "მართლმადიდებლობა არის ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება" კათოლიკემ თქვა: "კათოლიკობა არის ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება" მუსლიმმა თქვა: " ისლამია ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება" იუდეველმა თქვა: "იუდაიზმია ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება" ინდუისტმა თქვა; "ინდუიზმია ერთდადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება" ამ მითქმა მოთქმაში გამოეშხირნენ: ქარიზმატები, ლუთერანელები, ორმოცდაათიანელები, რასელისტები, ბაბტისტები, შიიტები, სუნიტები, ჯანდაბები დოზანები და თქვეს: "ჩვენი მრწამსია ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება" ათეისტს გაეცინა. გაეცინა ღმერთსაც ოღონდ ათეისტისაგან განსხვავებით ყველა ზემოთაღნიშნულზე. შემდეგ ღმერთმა თქვა: "ხე ნაყოფით შეიცნობა"
  16. ჰო მასე იყო წილი ჰყარეს და ერთ ერთმა მათგანმა ასე ვთქვათ მოიგო, მაგრამ ამის შემდეგ თავად კვართს რა დაემართა არც ერთ ისტორიულ წყაროში არ არის მოხსენიებული, ზღაპარია, ჯერი ის არის ზღაპარი რომ ვითომ ქალს ხელიდან ვერ გამოგლიჯეს ეს კვართი და მასთან ერთად დამარხეს სვეტიცხოველში და მეორე ზღაპარი კიდევ ის რომ დამარხული კვართი ამოთხარეს სპარსელებმა და რუსებს აჩუქეს, ეს 2 ზღაპარი კი იმიტომ შეითხზა რომ ვინმეს რომ არ გასჩენოდა კვართის ხილვისა და თუნდაც აწ უკვე ექსპერტიზის ჩატარების სურვილი. ამაზრზენი კი არა ამ საქციელისთვის წიხლით არიან საცემები დიდიან პატარიანად. მართალი ხარ, გვამი გვამია და ასე ვთქვათ მიწაა, ვისაც აღდგომა სწამს იმან იცის, რომ ამ სხეულით არ აღდგება ადამიანი ასე რომ ცოდვილი ხორცი გაიხადა სამოსელივით სულმა და ამ ხორცის აქეთ იქით თრევა და სირული ლეგენდების თხზვა უკვე ფანატიზმია. ამას წინათ ამოვიკითხე მეც რომელიღაც გაზეთში აღარ მახსოვს ზუსტად ესპანეთში მარიამის სახელობის ტაძარი ყოფილა საკმაოდ ცნობილი ჰო და იქ ინახება ქრისტეს ჩუჩაო, ანუ წინადაცვეთისას ხო მოაჭრეს ჩუჩა, თურმე ესპანელებს უპოვიათ, საიდან და როგორ ამას ვერ ხსნიან და ხო ხვდები ეხლა რაშიც არის საქმე ვიღაცის ჩუჩა უდევთ ტაძარში და გაჰყვირიან გინდა თუ არა ქრისტესიაო, ხანდახან ხალხს რომ ვაკვირდები ჩემთვის ვიძახი მე ვარ გიჟი თუ სამყარო შეიშალა.
  17. :nekro: ბატიბუტის სიმინდისა იქნებოდა უეჭველი ისე თავიდან მეც სიმინდი უნდა დამეწერა მაგრამ რაც სააკაშვილმა ჰიბრიდული ჯიშის ამერიკული სიმინდი შემოიტანა ვიფიქრე ცოდვაში ფეხი არ ჩავდგა თქო, ისე ეს თემა სიმართლე რომ გითხრა, მაგარი სისულელეა და რატომ ავხსნი: ზემოთ რაც წერია მსგავსი პრობლემები რომ არ შეემთხვეს ქალს ან კაცს ჯერ უნდა ყველანაირად გაარკვიოს ურთიერთობა პარტნიორთან და შემდეგ იქორწინოს, სექსს არ ვგულისხმობ, უბრალოდ ადამიანურ ურთიერთობებს, რო ავარდებიან ხოლმე და გოგო ბიჭზე წინ გარბის ოღონდ გათხოვდეს აი მერე მოსდით ხოლმე მსგავსი პრობლემები და თან უკვე გვიანია იმიტომ რომ YLეც უნდათ და თან სხვისი არა, თან ოჯახის ქალობაც და Xუი ვო ზნაეტ გაუგებ საერთოდ ქალებს რა უნდატ?
  18. გგონია რომ ღვთის ეკლესიას მამა დავითის დაცვა სჭირდება? ღმერთზე უკეთ რაც მისია ვერავითარი მიწიერი მამა ვერ დაიცავს, ეკლესია ღვთისაა და ვინმემ რომ ეკლესია დაამარცხოს ჯერ ღმერთი უნდა დაამარცხოს, როგორც ამბობს თავად: ძლიერის სახლი რომ გაიძარცვოს ჯერ ძლიერი უნდა გაითოკოს, ასე რომ ღვთის საკუთრებას კაცის მიერ დაცვა არ სჭირდება, ვინაიდან უფალზე ძლიერი არავინაა და მასზე უკეთ ვერვინ დაიცავს ეკლესიას, რას იზავს დავით ქვლივიძე დემონი რომ დაესხას ფიზიკურად თავს? ხომ ეგრევე უფალო მიშველეს ყვირილს დაიწყებს? ასე რომ დამოუკიდებლად თუ ერთი დემონის დამარცხებაც არ შეუძლია როგორღა იცავს იმას რასაც მთელი წყვდიადი ებრძვის? დაცვა უფრო ადამიანს სჭირდება ცოდვისაგან და ღვთის რისხვისაგან.
  19. უცოდველები უნდა იყვნენ, ვინაიდან თავად იესო ამბობს: "იყავით უცოდველნი ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა უცოდველი" შემდეგ ამატებს: "თავს ნურავინ მოიტყუებს, ვერც ერთი მოქმედი ბოროტებისა ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს" ასე რომ ადამიანის არასრულყოფილება იმას კი არ ნიშნავს რომ აუცილებლად უნდა შესცოდოს, ადამიანს თუ თავად არ შესწევს უნარი ცოდვას წინ აღუდგეს, შემწეობა ღმერთს უნდა სთხოვოს და მიიღებს იმ სულიერ ძალას რითაც ცოდვას კი არა თავად ეშმაკსაც დაამარცხებს, ანუ მიიღებს სულიწმინდის მადლს, ხოლო ის ვისშიც სულიწმინდა სახლობს არც სცოდავს, იმას აღარ შეუძლია შეცოდება და წმინდაა უფლისათვის, ხოლო ვინც სცოდავს ეს მოწმობს იმაზედ რომ მასში არ არის სულიწმინდა, ასე რომ თითებში სიგარეტ და წელში ტტ გაჩრილი მოძველბიჭო ელემენტები, რომ გგონია მღვდლები, ეგრე არ არის, სინამდვილეში ისინი არიან სატანის ძეები და მამამისის საქმეებს აკეთებენ კიდეც, ხოლო ის ვინც მღვდელია ღვთისა მასში სუფევს სულიწმინდა და შეცოდება აღარ ძალუძს.
  20. წმინდა მამებს კი არა ანგელოზი რომ ჩამოვიდეს ზეციდან და იმაზე მეტი მამცნოს რაც სახარებაშია დაწერილი იმას შევუსწორებ სათქმელს, ძალიან შენ ცდები ძვირფასო იმიტომ რომ ათასჯერ გითხარი და მაინც ვერ გაგიგია, მე მღვდლებს აუგად არ მოვიხსენიებ, მღვდელი მსახურია უფლისა და აბარია მრევლი სულიერად აღსაზრდელად და ეს მოსაწონი საქციელია კაცისთვისაც და ღვთისთვისაც, მაგრამ როდესაც ცოდვილი მამონას ძე მღვდლის მანტიას შემოიტმასნის ტანზე, ანაფორა მღვდლად კი არ აქცევს მას, რა დამპალი ნაყოფიც იყო იმად რჩება, ბადრიჯანს რომ კიტრი დაარქვა ორივე ბოსტნეულიაო სალათა ხომ არ გამოგივა არაა? ასე რომ ცუდსა და კარგს ერთმანეთში ნუ ზელ და რაღაც საშუალო ნეიტრალური ნუ გამოგყავს, კარგს ჰქვია მღვდელი და ღვთის შვილი, ცუდს ჰქვია ცოდვილი და სატანის შვილი, მორჩა და დამთავრდა რამდენიც არ უნდა აბრუნო ეხლა ეს სიტყვები და ცუდებიც კარგებთან ერთად ამართლო ეს არაფერს შეცვლის, იმიტომ რომ მათ სახელებს მე კი არა ღმერთი არქმევს, ჰო და მეც იმას ვეძახი ნებისმიერ ცოდვილს იქნება ის ანაფორიანი თუ უანაფორო, რასაც ჯერ იოანე და მერე იესო ეძახდა ცოდვილ მოდგმას "იქედნეთა ნაშობებს" და "მამონას ძეებს". რაც შეეხება ჩემთან საუბრის აზრს, გეტყვი რომ აზრი აქვს და თან ძალიან დიდი იმიტომ რომ ელემენტარულს მაინც ისწავლი და აღარ იტყვი ამას: " ღმერთს შუამავლად ქრისტე არ სჭირდება რომ იცოდე" არადა ქრისტე შუამავალია, კიდევ მღვდელმთმთავარიც არის, ახალი აღთქმა ბებოს სკივრში რომ გაქვს დამალული და მხოლოდ ცოდვილი მღვდლების აბდაუბდას ისმენ ამოიღე სკივრიდან გადაფურცლე ებრაელთა მიმართ გაგზავნილ მოციქულ პავლეს ეპისტოლეზე და წაიკითხე მე-4 თავის 14-16 მუხლები მე-5 თავი მთლიანად, მე-8 თავი და მიხვდები რომ იესო სწორედ რომ შუამდგომელია კაცსა და ღმერთს შორის და ზეციერი მღვდელმთავარი.
  21. სხვათაშორის ეს სამოსი ვატიკანის გარდა სვეტიცხოველშიც ინახება და არკვიე ეხლა რომელია ქრისტეს სამოსი ლოცვით მუხლები გადაიტყავა თქო არსად დამიწერია, მაგ წიგნით იუნგმა ილუზია და ასტრალური რეალობა გამიჯნა ერთმანეთტან, სულიერი რეალობის დაჯერება კი უკვე რწმენაა. ვიცით, მაგრამ ფაქტი რეალურად მოხდა და ისტორიის ამსახველი წიგნის დაწერის შეკვეთას ეკლესია მისცემდა თუ გოგი თოფაძე ამას თავად ფაქტის არსებობა არ არსებობასთან კავშირი არ აქვს.
  22. აჰაა გასაგებია ჯანმრთელ ღლეს ანიჭებ უპირატესობას, მაგრამ მაგ ქალს რომ სხვისი არ უნდა? მის ქმარს კიდევ მისტერ აზრი არ უმუშავებს? რა ვქნათ რა ვიღონოთ? კარგი ვიბრატორი თუ ბანალურად გეჩვენება მაშინ თითი იყოს რატომ მხოლოდ ვიბრატორი? აგერ ვერუსმა ძეხვიც მიუმატა მენიუს , კიტრი, მკვახე ბანანიც წავა, ბადრიჯანი ხომ მისწრებაა, ჰო და ფაფუ პრობლემ კი არა და პრობლემ იოხ
  23. ამ სიტყვებს აკლია შემდეგი სიტყვები: "თუ მოძღვარი უღირსად ცხოვრობს, ის უკვე მოძღვარი კი არა სატანის მონაა" იმაში კი მართალი ხარ სატანის მონების ცოდვაზე მე პასუხს არავინ მომთხოვს. მე კიდევ ერთხელ გეუბნები მღვდლებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ხოლო ის ვინც შენთვის მღვდელია, ჯიპში გამოჭიმული გაგუდული მთვრალი ნაშებთან ერთად რანაირად არის ქრისტეს სახე ვერ ვხვდები, უფრო სატანის სახეს წააგავს. მე ჩემ თავს მათ ადგილზე იმიტომ არ ვაყენებ, რომ დაყენებამდე მივხვდი იმას, რომ უცოდველი ვერ ვიქნები, მათგან ზოგიერთები კი დაყენებამდეც ცოდვილები იყვნენ და განწმენდის შემდეგაც განაგრძობენ ცოდვის ქმნას. ასე ჰო და სწორედ მაგიტომ ვიტყვი არ მჭირდება უცოდველ ღმერთთან საკონტაქტოდ ცოდვილი მღვდელი, მე მყავს შუამავალი იესო და ის არის უცოდველი მღვდელი და მღვდელთმთავარი.
  24. ქვლივიძესთან ეშმაკის ხელი არ ურევია დავით, ის მღვდელმსახურია წრფელი გულით, რასაც ასწავლის იმის სჯერავს კიდეც, თავმდაბალიც არის და პატიოსანიც, მაგრამ მარტო ერთი დეკანოზით ხომ არ წყდება არა ყველაფერი? სხვა 10 და 100 რომ მგლები არიან? კათოლიკეებმა საერთოდ გაჭედეს, გუშინ ვუყურებდი კადრებს პასტორი ანაფორით ჰიპ-ჰოპს ცეკვავდა ტაძარში ქორწილის დროს.
×
×
  • შექმენი...