Jump to content
Planeta.Ge

Morfius

პლანეტელი
  • პოსტები

    910
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    8

ყველა პოსტი Morfius

  1. ცდები, მე კი არ დავამატე შენ გამოაკელი, ასე რომ გამონაკლისის შესავსებად ვთქვი ის რაც სინამდვილეში მოხდა ღრიანცელი, სხვისი რელიგიური მრწამსის შეურაცხყოფა დაცინვა საცემნელად გაწევა და გინებაც თან, ისე გინება რომ შენი წინამძღოლებისთვის ჩვეულებრივი ამბავია ამას ეგ ვიდეოც ცხადყოფს კამერების წინ რომ ვერ ითმენენ და ერთი მეორეს აფრთხილებს არ შეიგინოო ხო წარმომიდგენია მაშინ რას შვრებიან კამერები როდესაც არ უღებთ, მოკლედ სხვამ თუ არა მე ძალიან კარგად ვიცი რა არის მმკ და ჩემი დასკვნა ასეთია ფანატიკოსთა და ეკლესიის სახელის გამტეხთა დაჯგუფება, ჩემ თავს არაფერს არ ვაბრალებ მე გითხარი ის რაც მოხდა როდესაც აქციამ აგრესიული ხასიათი მიიღო და უკვე წიხლის უკანალში კვრით უნდა ჩაეტენათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შენი თანამეინახეები, მაშინ მივედი სწორედ იმ თქვენს მხედართმთავართან და გასაგებ ენაზე ავუხსენი რაც უნდა ექნა, ჰო და ამის შემდეგ აგალობდით ასე რომ როგორც იმ აქციიდან მაგ ვიდეოში მხოლოდ აქციის დასაწყისი და წინა დღე არის გადაღებული და ძირითადი მსვლელობა და ღრიალი და წივილ კივილი გამოტოვებული ისეა გამოტოვებული სხვა დანარჩენ შემთხვევებშიც ბანალურ ვანდალური აქტები და მხოლოდ დადებითი კუთხით იშუქებენ თავს, მაგრამ ესეც კი არ შეუძლიათ ხეირიანად, ვინაიდან კიდევ გიმეორებ დაკვირვებული ადამიანი ადვილად მიხვდება რომ მმკ-ს სარდლობის სახით მას უფლის მღვდელი კი არ უდგას წინ არამედ ნაძველბიჭარი, ქუჩურ-ქურდული ჟარგონებით მოსაუბრე ამპარტავანი ყოჩი, შენი პრობლემა კი ის არის რომ უფლის მღვდლებსა და ამ ყოჩებს ერთმანეთისაგან ვერ არჩევ.
  2. მაგ ფაქტებს ჰქვია მელიის გასამართლებლად მოწმედ მისი კუდის მოყვანა, რომელიც როგორც აღვნიშნე რასელისტებს უფრო კარგად გამოსდით ვიდრე თქვენ ვინაიდან ისინი დახვეწილ და დამუშავებულ მასალას მაინც დებენ, ის კი რაც შენ დადე იმდენად დაუხვეწავია, რომ თავად ეგ ვიდეო რგოლი მეტყველებს იმაზე რასაც წარმოადგენთ სინამდვილეში. მე პრეტენზიები რომ მაქვს მეტსაც ვაკეთებ და თან ისე ვაკეთებ როგორც ამას იესო მასწავლის ანუ ვლოცულობ და ვმარხულობ, ვინაიდან მან თქვა "ამ მოდგმის განდევნა მხოლოდ ლოცვითა და მარხვით შეიძლებაო" რაღაც არ მახსოვს ქრისტეს ეთქვა ამ მოდგმის განდევნა საპროტესტო აქციებით შეიძლებაო თორემ მიტინგომანიას მე მმკ ვერ დამასწრებდა.
  3. ხმამაღლა რომ იძახი ამას ისედაც ვხვდები ეს მმკ-ს თვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ კიდევ მქონდა მცირედი იმედი რომ უბრალოდ ხუმრობდი.
  4. ჩემი თვალით რომ მიხილავს ამიტომ ვწერ, რაც შეეხება აყოლიებას ეგ შეიძლება მე უფრო ავიყოლიო ვინმე თორემ ჩემი აყოლიება ისეთი რთული ამბავია სიტყვებით ვერ გამოვთქვავ.
  5. ეხლა ერთ ფორუმულ იგავს მოგიყვები და იქნებ ამან მაინც მიგახვედროს ჩემს პოზიციას, აქ მოღვაწეობს ერთი ე.წ იეჰოვას მოწმეების მრწამსის ტაშისმკვრელი პიროვნება, რომელმაც როდესაც ვთქვი რომ მისტერ ჩარლზ ტეიზ რასელი პრიმიტიული შარლატანი იყო საპირისპიროს დასამტკიცებლად საგუშაგო კოშკიდან ამოკოპირებული მასალა დამიდო აი დაახლოვებით ასეთი რაღაც გააკეთე ეხლა შენ, იმას მივწერე რომ მელიის გასამართლებლად მოწმედ მისი კუდი რომ მოიყვანე ეს ვერაფერი მტკიცებულებაა თქო, ანალოგიურს გეტყვი შენც. ეგ ვიდეორგოლი მეც მაქვს ნანახი და თან უფრო ადრე ვიდრე შენ მას იხილავდი, თუნდაც ეს ვიდეორგოლი ცხადყოფს იმას რომ მმკ რომელმაც საკუთარი მოღვაწეობა ასახა დოკუმენტურად თუმცა არაობიექტურად ვინაიდან ღრიანცელის კადრები ამოჭრილია და მხოლოდ დადებითი კუთხით იშუქებენ თავებს რაც არც თუ ისე კარგად გამოსდით ვინაიდან უნიჭოდ დამუშავებულ კადრში გაეპარათ მონაკვეთი როგორ მიათრევს შენი თქმით ამ ე.წ მამაოთაგან ერთ ერთი უბრალო მოქალაქეს საყელოთი) არის დასტური, ჩემი პოზიციისა ვინაიდან დაკვირვებული ადამიანი ადვილად შეამჩნევს რომ ამ ხალხის მასის წინამძღოლი ყოჩების სახით ძველბიჭადყოფილი ბლატნოი ტალღაზე მომართული ტაკოი გაგების მქონე პირები უფრო გვევლინებიან შავანაფორა შემოტმასნილი სხეულებით, ვიდრე ჭეშმარიტი მღვდლები უფლისა ვინაიდან კიდევ გიმეორებ ჭეშმარიტი მღვდელი უფლისა კუტუზოვივით არ წინამძღოლობს დაბოღმილ ფანატიკოსთა ლაშქარს, ის ტაძარში არის წყნარად და მორჩილებით ეწევა ღვთისმსახურებას, ესენი კი ვინ არიან? ჯერ მიწისქვეშა გადასასვლელში მიუხდნენ გაზეთის გამყიდველებს და პორნოგაზეთები აყრევინეს, იმ დროს როდესაც მთლიანად ინეტ სივრცე პორნოგრაფიული მასალით არის გატენილი აღარც კი მეგონა თუ ვინმე პორნოგაზეთებს ყიდიდა, მერე ვითომ აფრთხილებდნენ არადა 50 კაციანი ბრიგადით რომ თავზე დაგადგებიან მოდი და კაი ბიჭი ხარ შეეწინააღმდეგე ხო ეგრევე გაბრდღვნიდნენ შუაზე და მოკლედ აღარ გავაგრძელებ რა შედეგებს დავწერ მხოლოდ 1. პორნოგაზეთები ისევ იყიდება 2. ნარკომანები ისევ იჩხერენ წამალს 3. კათოლიკეები ისევ აღავლენენ საკუთარ ტაძრებში ლოცვებს 4. ფანატიკოს ქაჯთა ლაშქარი ფანატიკოს ქაჯთა ლაშქრად რჩება ეხლა ცოტასაც წაუწინასწარმეტყველებ და აქ უნდა მოვრჩე შენთან ამ თემაზე და ზოგადად საუბარს ასეთი მოძალადეების ბოლო მიწაზე არის ციხე გარდაცვალებისას ჯოჯოხეთი
  6. მოკლედ დასკვნა დადე ქვა გახეთქა ფოლადი აატირა რა, გაქირავებულ კათოლიკურ ტაძარზე რომ საუბრობ და თან როკ ფესტივალებიც რომ ჩაგიტარებია შენობაში ის თუ იცი რომ მეტეხის ტაძარი სულ რაღაც 100 წლის წინ ჩვეულებრივი საბყრობილე ანუ ციხე იყო? უფრო შემდგომ პერიოდში კი დაახლოებით 70 წლის წინ კი ბოლშევიკების კავალერიის თავლა? ის იცი რომ ჯალალ ედ დინმა სიონს გუმბათი მოაგლიჯა და მინარეთი მიაშენა? სადაც საკუთარი ტახტი წამოჭიმა? ის იცი რომ კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ ბაღვაშმა მანგლისის ეკლესიაში პირდაპირ დახატა ფრესკის სახით მხეცზე ამხედრებული სატანა? და გუმბათზე კი მუჰამედი და 12 იმამი? მეტსაც გეტყვი იუდეველთა მეფე სოლომონმა რომელმაც ღმერთ იერუსალიმში ტაძარი აუგო ამავე ტაძრის ეზოში ბაალისა და რომფა ღმერთის კერპები შეატანინა და პარალელურად იმათ ეთაყვანებოდა ზოგიერთი ეხლა არ მითხრა იმათ ძალით დაიბყრეს და მაგიტომო, ბოლშევიკებმა და ჯალალ ედ დინმა თუ ძალით დაიბყრო ლიპარიტ ბაღვაშს და სოლომონს ვიღამ გამოაბა ბაწარი? ასე რომ იმ საბაბით ვინ რას ჰყიდის, ადრე როგორი იყო ტაძარი და ასეთი საბაბებით, სტამბოლში აიასოფია რომ დგას ის ტაძარი ერთ დროს მართლმადიდებლური ეკლესია იყო ეხლა კი ჯამია მუსლიმანთა სალოცავი და ხომ არ გგონია ვინმე მუსლიმთაგანი იქ ვერ ლოცულობს რადგანაც ადრე ამ შენობაში ქრისტიანები აღავლენდნენ ლოცვას? და სტამბოლში რომ არ გავიქცეთ ბათუმის მაგალითი არ კმარა იმის მისახვედრად რომ გუშინ თუ კათოლიკური იყო დღეს მართლმადიდებლურად გადააქციეს ტაძარი? სხვის რელიგიურ მრწამსს რომ შეურაცხყოფ და იძახი დისკოკლუბზე აქირავებენ ტაძრებსო თავად რაღატომ ამართლებ კათოლიკური ტაძრის წარტაცებას? მართლმადიდებელისთვის კათოლიკური ტაძრის შენობა ხომ უფრო მიუღებელი უნდა იყოს? ვინაიდან სატანის ბუდეს უწოდებენ მას? რა გამოდის სატანის ბუდე კურთხევის შემდეგ ღვთის წმინდა ტაძრად გადაიქცევა ოღონდ ნაკურთხი წყალი აუცილებლად მართლმადიდებელმა უნდა მიასხას კედლებს? ზოგადად ტაძრის წართმევა არამართებულია, რა შუაშია მრევლის რიცხვი თუნდაც 1 კათოლიკე რომ ყოფილიყო მთლიანად ბათუმში ის ერთი კათოლიკე სად უნდა წასულიყო სალოცავად როდესაც საკუთარ ტაძარში ერთ მშვენიერ დღეს მართლმადიდებლები დახვდნენ? იცი რა არის მეგობარო? მხოლოდ მე ვარ და ჩემი ნაბადის პოზიცია არა მართებულია ხვალ რომ შენს სალოცავ ტაძარში სალოცავად მიხვიდე და კათოლიკური მესა დაგხვდეს მოგეწონება?
  7. ამიტომ არსებობს სასულიერო სემინარია და სასულიერო აკადემია რომ პატიოსანი და წრფელი გულის მქონე ადამიანისგან განსწავლული მღვდელმსახური გამოიყვანონ, ხოლო განსწავლული რომ გაუწმინდურდება როგორც სიმსივნე მთლიანი ორგანიზმისა ისე უნდა მოიკვეთოს სხეულიდან ანუ ეკლესიიდან. ფაქტი კი სხვა რამეზე მეტყველებს მრავლად არსებობენ არათუ განსწავლული არაკეთილსინდისიერები არამედ განუსწავლელი და თან არაკეთილსინდისიერებიც და სწორედ ამას ვიძახი რომ ესეთი პიროვნებები მოცილებული უნდა იყვნენ ეკლესიიდან ვინაიდან როგორც ადამიანის სხეულს სტკივა უადგილო ადგილზე გამოსული ძირმაგარა ისე სტკივა ეკლესიას განუსწავლელი და ამავდროულად ცოდვილი სასულიერო პირი.
  8. ჰო და ასე რომაა სწორედ ეს მიკვირს რა საჭიროა არარსებული საფრთხის გამო პანიკის ატეხვა და გაუთვიცნობიერებელი ხალხის დაშინება? რომელსაც ოღონდ სიტყვა აპოკალიფსი გააგონე და ყველაფრის სჯერა.
  9. მაგ სურათის დადება საჭირო არ იყო იმიტომ, რომ რასაც მე ვამბობდი წინა პოსტში იმ ნათქვამიდან სწორედ ეგეთი სურათი იხატება ხოლო რაც შეეხება ასტეროიდის პლანეტა დედამიწასთან ჩავლის საკითხს დაჯახება არ დაჯახების საკითხი წყდება გამოთვლებით რომლის მიხედვითაც წრეზე მოძრავ დედამიწას დროის იმ მონაკვეთში ასტეროიდი ჩაუვლის გვერდით და ეს გვერდით ჩავლა მეტრებით და კილომეტრებით კი არ იზომება არამედ სინათლის წლებით ასე რომ არც თავად მანძილი წარმოადგენს რაიმე საფრთხეს შეჯახების საფრთხე ხომ ტრილიარდში ერთია, ეხლა რაც შეეხება ნასას განმარტებებს რომელიც შენივე თქმით უმალავს საზოგადოებას სინამდვილეს, თუ დედამიწა განწირულია ამ ასტეროიდთან შესაჯახებლად და ეს გარდაუვალი რეალობაა, მითხარი ერთი რა აზრი აქვს თავად ფაქტის დამალვას? რა რეალობის დამალვით ასტეროიდი შეშინდება და უკან გაიქცევა თუ რაა? თუ ადამიანებს შესწევთ უნარი სადმე გაიქცნენ სხვა პლანეტაზე? ეხლა მეტყვი ალბათ ქაოსი რომ არ ატყდესო და ატყდეს მერე რაა ის ქაოსი თუ აღარავინ აღარ იარსებებს ვის რად უნდა ეკონომიკა, პოლიტიკა, ცივილიზაცია, ბიზნესი, რა მნიშვნელობა ექნება თუ ხვალ პლანეტა უნდა განადგურდეს დღეს ჩემ მაღაზიას ვინ გაძარცვავს ან რუსეთი დაგვიბყრობს თუ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაგვიბრუნებს ააქვს რამე აზრი?
  10. შენნაირებისა არ ვიცი იმიტომ რომ არ გიცნობ და შენ რა მიცნობ მაგას რომ იძახი რომ ჩემნაირების განმარტება არ სჭირდება? ამდენი მამაოები წმინდანები იმიტომ არიან რომ სტატუსი წმინდანი მათ თავისნაირმა ადამიანებმა მიანიჭეს, ღმერთი კი ამბობს "არავინ არის მართალი არავინ ეძებს ღმერთს", "არავინ არის მართალი გარდა ერთისა ღვთისა" და თუ უფლისთვის მართალი არ ხარ რაღა მნიშვნელობა აქვს კაცისთვის წმინდა რომ იყო? თვით აბრაამსაც არ ეწოდება უფლისაგან წმინდა და მართალი და ასე ამბობს სული ღვთისა მოციქულის პირით იოანე ნათლისმცემელზე მიწაზე დედათაგან ნაშობებს შორის არავინ აღმდგარა იოანეზე დიდი ხოლო სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია, ანუ რა გამოდის? სასუფეველში მყოფი აბრაამი რომელიც თვით იოანეზე დიდია უფლის მიერ მართლად არ იწოდება არამედ ამბობს მოციქული აბრაამი გამართლებული იყო უფალთან საქმით და კაცის მიერ წმინდანად შერაცხული კაცი უფლის მოციქულზე დიდია? ამიტომ ვუთხარი გრუზინკას რომ უფლის სიტყვებს ადამიანის მიერ განმარტება თავის დასაღუპავად აქცევს ხოლმე ხშირად ხოლო უფალზე უკეთ მის დაწერილს ვერავინ განმარტავს და არც მოციქულ იოანეზე დიდი და წმინდაა ვინმე მის შემდეგ მოსულ მამათაგან, ამიტომ უწინარესყოვლისა ადამიანმა უნდა ეძებოს ნუგეშისმცემელი სულიწმინდა და როდესაც სულიწმინდა დაივანებს მის სხეულში როგორც ცოცხალ ტაძარში აღარავის განმარტება აღარ დასჭირდება. იოანეს სახარება თავი16 მუხლი 13 როცა მოვა ის სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს რასაც ისმენს, და მომავალს გამოგიცხადებთ თქვენ.
  11. მღვდლებს არ შევურაცხყოფ და არც არასოდეს მიმიყენებია მღვდლისთვის შეურაცხყოფა რაც შეეხება კამათს მე და გრუზინკას შორის ვინ არის მართალი ეს შენი დამოწმებით არ წყდება და თუ გაინტერესებს ვინ არის მართალი იგივეს გეტყვი წაიკითხე იოანეს გამოცხადების 22-ე თავის 1 მუხლი, სახარებას როდესაც ვკითხულობ ჩემი განმმარტებელი თავად სული წმინდაა და დამიჯერე მასზე უკეთ ვერავინ განმარტავს ვერაფერს, დაღუპვას რაც შეეხება სჯობს ადამიანმა საკუთარი თავის გადარჩენაზე იზრუნოს სხვების ხსნა მხოლოდ ქრისტემ შეძლო.
  12. დაასახელე აბა ეს უამრავი რამე რა გააკეთა მმკ-მ მართლმადიდებლური ეკლესიისა და საპატრიარქოს სახელის გატეხვის გარდა და თავიანთი აგრესიული მოქმედებებით სწორედ რომ ე.წ "თავისუფლების ინსტიტუტის" წისქვილზე წყლის სხმის გარდა, მითხარი ერთი კონკრეტული შედეგი რასაც მმკ-მ მიაღწია? რა ქნა რა მოიმოქმედა ისეთი რომ ჩვენ თურმე რიგითი მოსახლეობა როდესაც ტელევიზორთან ვკოტრიალობდით მმკ იბრძოდა ჩვენი მრწამსის დასაცავათ, დაასახელე ვისგან რა დაიცვა როგორ როდის და რა შედეგს მიაღწია. ერთ მარტივ რაღაცას გეტყვი არც მე და არც ნებისმიერ ქრისტიანს მმკ-ს ღრიანცელით დაცული მრწამსი არ სჭირდება, ეკლესიას მმკ-ზე უკეთესი მცველი ჰყავს და სახელად სულიწმინდა ჰქვია, მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებ სულიერს ვინც მუშტით ებრძვის სასაცილო ის უფროა ვიდერე ის ვინც სულიერს სულიერი მეთოდებით ებრძვის ანუ ლოცვით და მარხვით.
  13. ფაქტები სადაც უნდა მოიძიო და ვისთანაც უკვე დაგიწერე გადაავლე თვალი და წაიკითხე, რაც შეეხება შენს ცოცხლად ფაქტობას სწორედ რომ ცოცხალი ფაქტი ხარ იმისა თუ რას წარმოადგენს მმკ ვინაიდან მართლმადიდებელი ქრისტიანი და თანაც მდედრობითი სქესის შენნაირად არ იქცევა: 1. შეურაცხყოფას არ აყენებს სხვას 2. ბუნებაში მომხდარ სინამდვილეს არ უარჰყოფს ჯიუტად, ეხლა შენ რისი თქმა გინდა რომ რადგანაც აქციის ვიდეოჩანაწერი მე არ მაქვს ესე იგი იქ ის მრევლი მხოლოდ საგალობოდ და პარაკლისის ჩასატარებლად მივიდა? რა გინდა რომ თქვა? მოხვედით იგალობეთ და წახვედით? აბა პოლიციის კორდონი რაღატომ იყო? როდის იყო პოლიცია მგალობელ გუნდს იზოლირებას უკეთებდა? ვინმეს სადმე უნახავს რომ მგალობელთა გუნდს გარშემორტყმული პოლიციის ალყა დასდევდეს? მეჩეთი და სინაგოგა რომ ძალიან ადრე აშენდა იმ ძალიან ადრე დროს საპატრიარქოც არსებობდა და საეკლესიო სამართალიც, გუშინ და გიშინწინ კი არ შექმნილა საპატრიარქო, და ეკლესიის კანონიკური სამართალი სწორედ იმ შენს ნახსენებ ძალიან ადრე დროს იყო საეკლესიო სამართალში გაწერილი რომ უცხო აღმსარებლობის ტაძარი საპატრიარქოსთან შეთანხმებით უნდა აშენებულიყო, რაც შეეხება სინაგოგა რომ დაიხვიე მარტო ხელზე, მარნეულში რომ მუსლიმანური მეჩეთები აშენდა ამ წლების განმავლობაში ვისთან შეათანხმეს ამ მეჩეთების მშენებლობა იციი? არ იცი. ასე რომ ჯერ საეკლესიო კანონიკური სამართალი ისწავლე, შემდეგ მართლმადიდებლური კატეხიზმო, შემდეგ ზოგადად ბიბლია, ბოლოს ზრდილობა და ისე მესაუბრე თორემ საცოდავი და სასაცილო ვინც გამოდის ამას ბევრი ხედავს ამ ფორუმზე.
  14. არა მარტო გაატელევიზორეს, მსუბუქად რომ ვთქვათ ზოგიერთი აქტივისტი ამ ორგანიზახიისა ადმინისტრაციული ხულიგნობისთვის საკანშიც მიაბრძანეს.
  15. დაკანონებული და კანონიერად აშენებული სხვადასხვა რამეა და ერთმანეთში ნუ ურევ კერძო სახლი მქონდა უკანონოდ აშენებული შემდგომ მომეცა საშუალება და დავაკანონე დღეს კანონიერი სახლის მფლობელი ვარ მაგრამ ეს კანონიერი სახლი 5 წლის წინ უკანონოდ ავაშენე.
  16. ვერა იმიტომ რომ მზის სისტემაში დედამიწის გარდა კიდეც 9 პლანეტას აქვს მსგავსი მიზიდულობის ძალა და მაგ ლოგიკით იუპიტერი ყველაზე საშიში ურჩხული გამოდის.
  17. ეგ აპოკალიფსის მეოთხე ბეჭდის გახსნიდან შემოვა კადრში კალიათა ლაშქრის წინამძღოლად
  18. გაწელილი ორბიტა რას ნიშნავს გეხვეწები ამიხსენი და 3600 წლის წინ ვინ თქვა ჩვენთან მოახლოვებული ასტეროიდი ზუსტად ის ნიბურუდ წოდებული ასტეროიდიაო ბარემ ეგეც გვამცნე. და დედამიწა თუ განადგურდა იმ ელიტამ სად უნდა იცხოვროს მთვარეზე დაბრონილ ლუქსებში?
  19. გააჩნია ფრიადს რას ეძახი? კარგი ცოდნა კი ასეთია ჰელიოცენტრულ სისტემაში მზის გარშემო მბრუნავ პლანეტებად გვევლინებიან შემდეგი პლანეტები შემდეგი თანმიმდევრობით: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტინი და პლუტონი, თავიანთი თანამგზავრებითა, მეტეორიტებითა და ასტეროიდებით, სატურნი მართალია როდესაც იძახის რომ ის ასტეროიდი რომლის ზომაც დედამიწასთან შედარებით დიდია მზის სისტემაში შემოჭრისთანავე დაფიქსირებული იქნება ასტრონომების მიერ სპეციალური ხელსაწყოთი ელექტრონული ტელესკოპით და არა პლიაჟზე ზაგარის მისაღებად გულაღმა წამოწოლილი შეყვარებულის მიერ, ეხლა განვიხილოთ თავად ამ ასტეროიდის მოძრაობის ორბიტა პლანეტა დედამიწის გვერდით ავლის შემთხვევაში 2012 წელს რა წრფითაც არ უნდა გადაკვეთოს მან მზიდან დაშორებული და მის გარშემო მოძრავი პლანეტების ჰორიზონტი იმ შემთხვევაში თუ ის დედამიწას ასე ვთქვათ გვერდს აუვლის ასტეროიდი უნდა მოექცეს ან მზესა და დედამიწას შორის, ან მარსსა და დედამიწას შორის თუ მერკურისა და ვენერის მოძრაობის სიჩქარიდან გამომდინარე 2012 წლის კონკრეტული დღე დაემთხვა პერიოდს როდესაც მერკური და ვენერა მზესა და დედამიწას შორის იმყოფება ეს პლანეტებიც განლაგდებიან ერთ წრფეზე მზიდან ასტეროიდსა და დედამიწას შორის დადგენილია რომ პლანეტის მასა რაც უფრო დიდია მით უფრო მეტია შანსი მისგან სხვა ციური სხეულის მიზიდებისა ამიტომ ასტეროიდი რომელიც ზომით და მასით დედამიწას აღემატება ვერანაირად ვერ იქნება მიზიდული დედამიწის მიერ აი პირიქით უფრო შესაძლებელია, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ასტეროიდი წრფეზე მოძრაობს დედამიწა კი წრეზე, მზის სისტემაში დედამიწის გარდა სხვა პლანეტებიც არსებობენ დედამიწაზე და იმ ასტეროიდზე გაცილებით დიდი მასისა და მიზიდულობის ძალის მქონეები და მათი მიზიდულების ძალა ბუმბულს კი არ არჩევს, პლანეტათა ორბიტაზე მოძრაობის პროცესს არეგულირებს კანონზომიერად ამ ზოგადი კანონზომიერების მნიშვნელოვანი დარღვევა კი მხოლოდ ერთ ასტეროიდს არ შეუძლია "ნასა" კი იმიტომ არსებობს რომ დააკვირდეს ამ პროცესებს და დაადგინოს წარმოადგენს თუ არა საფრთხეს ესა თუ ის უცხო სხეული მზის სისტემისთვის და კონკრეტულად პლანეტა დედამიწისთვის, მათი გამოთვლებითა და დასკვნით კი დადგინდა რომ ეს კონკრეტული სხეული დედამიწისთვის და მისი ორბიტაზე მოძრაობის შეფერხებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს აქედან გამომდინარე ჯერ არ გაჩენილი ბავშვისთვის აბრაამის დარქმევა მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც ინდიელმა კვაზე კალენდარი ამოკაწრა და შემდეგ ამ ამბავზე ფილმის 2012-ის რეჟისორმა მილიონები აკეთა არამართებულია. დედამიწის ღერძის გარშემო უკუღმა ბრუნვები და ორბიტაზე ხტუნაობები კი უკვე ნუ მიწყენ და ყანაში მოსაყოლი ამბებია სიმინდის თოხნით გადაღლილი ყაძახების გასართობად რათა მოსალოდნელი კატაკლიზმების შესახებ საღამოს სოფლის ბირჟაზე ამაყად ამცნონ თანასოფლელებს. ასე რომ შიშით ადამიანს ყოველთვის იმის ეშინია რაც არ იცის, ხოლო რაც იცის იმის შიში აღარ აქვს.
  20. და ვერც უკანონოდ აშენებულს უზავთ ვერაფერს, იმიტომ რომ რამის ქნა ამ შემთხვევაში მერიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პრეროგატივაა და არა მმკ-ს აქტივისტების. არ ჩამოაყალიბეს აქ შუასაუკუნეების ორდენი, თოჯე მნე ტემპლიარი
  21. ძალიან მარტივი არ არის, საპატრიარქოს პრეს მდივანმა რომ ეს გააკეთოს, იმ წამსვე გამოჩნდება კარგად დახვეწილი პროვოკატორი რომელიც იტყვის: საპატრიარქოს პრეს მდივანმა ეს იმიტომ თქვა რომ რეალურად საპატრიარქო მართავს ამ ორგანიზაციას და პატრიარქი მათ ბანალურ მოქმედებებზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობსო. აი ამიტომ არ არის ადვილი ქართულ საზოგადოებაში რამის მტკიცება ან უარყოფა, რაც შეეხება ჩემი როგორც რიგითი ქართველის დასკვნას ის შემდეგნაირია: მმკ არის ბასილ მკალავლიშვილის მრევლისმაგვარი ფანატიკოსებისაგან შემდგარი დაჯგუფება რომელიც საპატრიარქოდან კი არ იმართება პირიქით სახელს უტეხს მას თავისი ბანალური მოქმედებებით, ეხლა როგორ სარგებლობს ე.წ თავისუფლების ინსტიტუტი მმკ-ს ვითომ მართლმადიდებლობისთვის თავგანწირული ბრძოლით? ბენდუქიძის უბეში გამოჩეკილ გამოზრდილ ამ ნაბიჭვრებმა, იციან რომ ქართულ საზოგადოებაში მუსირებს აზრი მმკ=საპატრიარქოს ამიტომ მმკ-ს მიერ ჩადენილ ბანალურ მოქმედებებს ცილისწამებებით ალამაზებენ მერე რეპორტაჟის სახით ხვეწენ და ამ მასალას აწვდიან ისედაც გაურკვევლობაში მყოფ საზოგადოებას, რითაც ქმნიან მცდარ აზრს რომ თითქოს მმკ არის პატრიარქის პირადი გვარდია საფრანგეთში რომ ჰყავდა კარდინალ რიშელიეს გვარდიელები დაახლოებით მსგავს მოდელს ხატავენ, სინამდვილე კი სხვანაირია და დაახლოვებით ესეთი. ე.წ "თავისუფლების ინსტიტუტის" უცხო სახელმწიფოების სპეც სამსახურების მიერ დამუშავებულმა წევრებმა მიიღეს დავალება დაეკნინებინათ საქართველოში მართლმადიდებლური მრწამსი, თავიდან შეფარვით ვითომ ლოგიკური საუბრებებითა და ვიღაცა ვითომ ჩაგრული უმცირესობების უფლებების დაცვით რომლებიც ჩაგრულები კი არა სწორედ ქვეყანაში მისიონერული ეგიდით შემოთესლებული უცხო ქვეყნების მზვერავები არიან რომლებიც შირმად რელიგიურ ფარს იყენებენ და გვევლინებიან სხვადასხვა რელიგიურ სექტებად ანუ სექტანტ მზვერავებს ადვოკატად არასექტანტი ვითომ ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია დაუყენეს, რომელიც ვითომ ნეიტრალურია, სინამდვილეში კი მრწამსი და რელიგია მაგრად კიდიათ და ასრულებენ დავალების მეორე პუნქტს დაიცვან სექტანტები ანუ მზვერავები მათი გამოვლენისა და დევნის შემთხვევაში. მაგრამ "ბეჯითმა მოწაფეებმა" ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს და ე.წ დაცვასთან ერთად აქტიურ შეტევაზე გადავიდნენ რამაც თავის მხრივ გამოიწვია "გულანთებული" მართლმადიდებელი ქართველობიდან ზოგიერთის სუფრის სადღეგრძელოს ამბის პროტესტი" "ქართველო ხელი ხმალს იკარ", "მამა პაპის ადათები" და მსგავსი სირული ლოზუნგებით მუშურ გლეხურ კლასს გამოეყო "ჩვენზე უფრო მორწმუნეთა" კლასი ორგანიზაცია მმკ-ს სახით, რომლებმაც ყოველგვარი ტაქტიკის კოორდინაციისა და ორგანიზაციის გარეშე თვითნებურად გადაწყვიტეს ზემოთაღნიშნული პრობლემის მოგვარება ოღონდ არა ცივილური არამედ ქართულ ხალხური მეთოდით ანუ თოხზენავარჯიშები მკლავის მუშტით. გავაგრძელოთ: ე.წ "თავისუფლების ინსტიტუტმა" მათი მმკ-ს ბუნებაში გაშენის შემდეგ მიიღო ახალი დირექტივები რომ მმკ-ს ყოველი შეცდომა მიეწერებინათ და გაეიგივებინათ ხალხის თვალში საპატრიარქოს შეცდომებთან და ეს ორგანიზაცია საზოგადოებაში წარმოეჩინათ საპატრიარქოსთან გაიგივებულ ორგანიზმად ამ მიზნით რეებიც მიქარული ჰქონდა მმკ-ს ვითომ მართლმადიდებლური მრწამსის დაცვის საბაბით დაწყებული ტელეკომპანია კავკასიაში შეჭრით დამთავრებული ჩემს მიერ ხსენებული აქციით მიუმატეს ლამაზად გაფორმებული ცილისწამებები აი ისეთი ლკინკი რომ დაგიდე სასხვათაშორისოდ და იძახიან: აი ხალხნო ეს არის ჭეშმარიტი მრწამსი? აი რა ნაყოფები მოაქვს მართლმადიდებლობას? აი მართლმადიდებელი ქრისტიანი თურმე რა ცხოველი ყოფილა და თან ამ ფრაზებით პატრიარქს კბენდნენ, ანუ თავად მმკ გადააქციეს თავიანთ წისქვილზე დასხმულ წყლად. ამასაც არ დასჯერდნენ იმ დონეზე გათავხედდა "გაზის ბალონი" მადმუაზელ კი არადა მადამყოფილი თუთბერიძე, 2 პიდარასტის ამალით პატრიარქის რეზიდენციასთან მიეთრა ფარატინა ფურცლით უაზრო ბრალდებით ცარიელი თავით და პიდარასტების იმედით. სწორედ ამიტომ ვუთხარი ამ "გულანთებულ იუზერს" რომ სიუჟეტს ნუ ამუქებდა და სწორედ ამიტომ ავუხსენი რომ ცოდვილი მღვდელი კი არა სატანის მონაა, ხოლო ის ვინც მღვდელია კი ეწევა ღვთისმსახურებას მშვიდად და ქრისტიანისთვის შესაფერისად ტაძარში სადაც ის არის გამწესებული, ის კი ვისაც მუშურ გლეხური ლაშქარი ჰყავს აკიდებული და ვითომ მრწამსის დაცვის საბაბით პირიქით ხელს უწყობს ეკლესიის სახელის გატეხვას და საბაბს აძლევს ისედაც გათავხედებულ მასონებს საპატრიარქოსკენ იშვირონ ბინძური თითები ჰქვია სატანის ძე, მაგ იუზერს აქვს ერთი ძალიან დიდი პრობლემა მღვდელსა და სატანის ძეებს ერთმანეთისაგან ვერ არჩევს, დავუწერე რა განსხვავებაა მათ შორის მაგრამ მაინც ვერ არჩევს, ბიბლიიდან მოვუყვანე ციტატები რას ეძახის ღმერთი მღვდელს და რას სატანის მონას მაგრამ მაინც ვერ არჩევს აქედანაც დასკვნა" ჭეშმარიტი მმკ-ელია. ეხლა ფაქტები ფაქტები ამსახველი აქციისა მე არ მაქვს მარტივი მიზეზის გამო ის კამერა მე არ მეჭირა ხელში, მაგრამ ერთი შენთვის კარგადცნობილი პიროვნების მძღოლს ეჭირა ტაძრის გვერდით მდებარე სახინკლის სახურავზე წამოსკუპებულს და თუ ეს საკითხი ძალიან გაღელვებს პირადში მოგწერ ამ პიროვნების ვინაობას და შეგიძლია თავად მოიპოვო ამ აქციის ამსახველი კადრები.
  22. სიმართლე რომ არ გესიამოვნა იმიტომაც აჭორავდი და იგივეს იძახი ჩემზე ანუ უკვე პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადმოდიხარ, ფაქტის დადებას მთხოვ და თავად რომ ხარ ცოცხალი ფაქტი თუ რეალურად რას წარმოადგენს მმკ ამას ვერ ხვდები. კიი მიმეორებ მეც ვიყავი მაგ აქციაზე და არაფერი მომხდარაო, ღრიალი და მრევლის ტაძარში შესვლისას ხელის შეშლა და სატანის შვილების ძახილი და საცემნელად გაწევა თუ ჩვეულებრივი ამბავია შენთვის ესე იგი მართლაც არაფერი მომხდარა, მაგრამ იმათთვის ვისთვისაც ეს ყველაფერი პრიმიტიული ბანალური საქციელია მოხდა. სისულელე ის არის რომ უბრალოდ აქციაზე იყავი და ისიც კი არ იცი ბოლომდე რა აქცია იყო და ვინ რას ითხოვდა, საპატრიარქოს თანხმობით რომ სხვა აღმსარებლობის ტაძრები შენდებოდა და შენდება ამის სწავლებას ფორუმზე არ დაგიწყებ და თავად უნდა ესწავლებინათ შენს დამმოძღვრელებს, ხოლო როდესაც საპატრიარქოს თანხმობით აშენებულ ტაძარს იგივე თუნდაც მეიდანზე სინაგოგას სატანის შესაკრებელს ეძახი, გამოდის რომ საპატრიარქო სატანის შესაკრებელის მშენებლობაზე გასცემს თანხმობას, თუ შენობის კანონიერებაზე გაქვს კიდევ საუბარი გეტყვი, რომ ის შენობა რომლის წინაც იღრიალეთ იურიდიული თვალსაზრისით სრულიად კანონიერად არის აშენებული, მაგრამ შენ ისიც კი არ იცი რომ იმ აქციაზე შენობის კანონიერება არაკანონიერებაზე კი არა სულ სხვა საკითხზე იყო საუბარი და თუ კიდევ ვერ გაიგე გაგიმეორებ აქციის მონაწილეთა პროტესტის ძირითად შინაარსს: 1. მმკ-ს და ზოგადად მართლმადიდებელ მრევლს ამ ტაძრის მშენებლობის დროს ინფორმაცია ქონდათ რომ ეს შენობა უნდა ყოფილიყო ასირიული კულტურის ცენტრი. 2. მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაწყდა შენობის კათოლიკურ ტაძრად კურთხევის საკითხი. 3. როდესაც საქართველოში სხვა აღმსარებლობის იუდაიზმი, ისლამი, კათოლიციზმი, ტაძრები შენდება ამაზე თანხმობას გასცემს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო. 4. ვინაიდან და რადგანაც უხეშად რომ ვთქვათ კათოლიკეებმა მართლმადიდებლებს ათოხლეს და ცხვირწინ საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად აუშენეს კათოლიკური ტაძარი, რომელიც ვითომ ასირიული კულტურის ცენტრი უნდა ყოფილიყო ამან აღაშფოთა მმკ. თუმცა თავად შენობა როგორც კერძო საკუთრება კიდევ გიმეორებ იურიდიული თვალსაზრისით კანონიერად იყო აშენებული რაც ნიშნავს შემდეგს: ა) მშენებლობის თანხმობას ქ. თბილისის მერიისაგან ბ) მშენებლობის თანხმობა ურბანული დაგეგმარების მუნიციპალიტეტიდან და გ) შეთანხმებას ქ, თბილისის მთ არქიტექტურის სამმართველოსთან დ) უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციას ანუ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან და სანოტარო წესით დამტკიცებულ განაცხადს. ჯამში გამოვიდა რა? აშენდა შენობა რომელიც კანონიერად აშენდა მაგრამ როგორც ტაძარი ეს შენობა საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად ეკურთხა, ის შენობა, რომ მართლაც ასირიული კულტურის ცენტრი გამხდარიკო მის კანონიერება არაკანონიერებაზე ხომ არ დაიწყებდით დავას არა? მას შენდეგ რაც კი იგივე შენობა კათოლიკურ ტაძრად ეკურთხა უკვე ლექსიკონში გაჩნდა სიტყვები: არაკანონიერი, სატანის ბუდე, მრწამსის წინააღმდეგ მებრძოლ მასონთა კლოაკა და ასე შემდეგ ეხლა განვიხილოთ ამ სამი წოდებიდან რომელიც ამ ტაძარს მიეკერა რომელია მართებული და რომელი არამართებული. 1. შენობის არაკანონიერად აშენების საკითხი - ვინაიდან ამ შენობაზე როგორც საკუთრებაზე საჯარო რეესტრში არსებობს ჩანაწერი და ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები, რომელიც სხვათაშორის შენს წინამძღოლებს ხელში ეჭირათ და ნაკლი, რომ ვერაფერი უპოვეს მხოლოდ მარაოდ იყენებდნენ ზაფხულის პაპანაქებაში ცხადყოფს რომ სტატუსი არაკანონიერი მხოლოდ გამწარებული ფანატიკოსის ნაღრიალებია და მეტი არაფერი. 2. სატანის ბუდე, ბუნაგი და შესაკრებელი - აი სატანის ბუნაგმა რომ დამაინტერესა ვინაიდან ეს საკითხი უკვე იურიდიული დოკუმენტაციით ვერანაირად ვერ დგინდება ამიტომ ვკითხე ერთ ერთ შენს წინამძღოლს რატომ უწოდებდნენ შენობას სატანის ბუნაგს პასუხი მივიღე შემდეგი: იმიტომ რომ მართლმადიდებლური ტაძრების გარდა ყველა სხვა დანარჩენი აღმსარებლობის ტაძრები სატანის ბუდეები არიანო. შემდეგ დავაკონკრეტე მეიდანზე რომ სინაგოგა დგას მეჩეთიც და კათოლიკური ტაძარიც ისინიც სატანის ბუდეები არიან მეთქი? კიიო იყო პასუხი, ხოლო მომდევნო კითხვაზე რატომ მათ წინ არ მართავთ აქციას მეთქი მივიღე პასუხი იმიტომ რომ ისინი საპატრიარქოსთან შეთანხმებით არის აშენებულიო. ჰო და ბუნებრივია იბადება კითხვები 1. თუ მართლმადიდებლობის გარდა ყველა სხვა აღმსარებლობის ტაძარი სატანის ბუდეა, რაღატომ გასცემს საპატრიარქო ზოგიერთ ასეთ სატანის ბუნაგის მშენებლობაზე თანხმობას? 2. თუ მხოლოდ ის ტაძრებია სატანის ბუდეები რომლის მშენებლობაზე საპატრიარქოს არ გაუცია თანხმობა? პასუხი იყო ყველაო ანუ ყველა სხვა დანარჩენი აღმსარებლობის ტაძრებიო აქედან დასკვნა: იქ შეკრებილი ხალხი მხოლოდ იმიტომ იყო იქ შეკრებილი რომ ქ. თბილისში ერთ ერთი სატანის ბუნაგის მშენებლობა მოხდა საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად და არა იმიტომ რომ რეალურად ვინმე რამეს იცავდა ან კიდევ რამეს ებრძოდა. ეხლა მესამე მე-3 საკითხი - მრწამსის წინააღმდეგ მებრძოლი მასონების კლოაკა: საქართველოში კათოლიკეების გარდა 250 მდე სექტანტური დაჯგუფება თუ რელიგიური მიმდინარეობა არსებობს თქვენის ნებართვით მხოლოდ რამოდენიმეს დავასახელებ: ბაპტისტები, რასელისტები, ორმოცდაათიანელები, ე.წ ხსნის არმია ეს ზოგადად ყველასათვის ცნობილი ამ 250 რელიგიური მიმდინარეობიდან თუ ზოგადად მასონიზმს ებრძვი რატომ ყვიროდნენ მხოლოდ 1-ზე და დანარჩენ 249-ზე რატომ არავის არაფერი უთქვავს არა მარტო იმ აქციაზე არამედ მმკ-ს ოფიციალური საიტიდან ირკვევა რომ ისინი ე.წ ორმოცდაათიანელებს არაფერს ერჩიან. აქედანაც დასკვნა: ამ ადამიანებს რეალურად ის კი არ აღელვებთ მასონები როგორ ბილწავენ ჭეშმარიტ მრწამმს არა ამ ადამიანებს უნდათ რომ ეს ე.წ მასონებიც თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მოაქციონ და ამ ე.წ მასონებმა ასე ვთქვათ რომ საერთოდ დაიკიდეს ეს მასა ამან გააგიჟათ და იმიტომ ღრიალებდნენ. ეხლა რაც შეეხება შენს პრიმიტიულად ნასროლ ფრაზას "თუ იტყუები ისეთი რამე მაინც მოიტყუე ვინმემ რომ დაიჯეროსო" კითხვით გიპასუხებ რას ვიტყუები? იმას რომ სხვა აღმსარებლობის ტაძრები საპატრიარქოსთან შეთანხმებით შენდება? იმას რომ ეს ტაძარი საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად აშენდა? თუ იმას რომ ამ ტაძრის წინ შეკრებილ მასას ღრიანცელის, სხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანების დაცინვა მრწამსის შეურაცხყოფის, ტაძარში შესვლის ხელის შეშლის მიუხედავად იმისა რომ პოლიციის კორდონი იყო გაკეთებული, უცხო ქვეყნების ელჩებზე საცემრად გაწევის და ზოგადად ბანალური ქაოსის მეტი იქ არაფერი უკეთებიათ დრომდე? ეხლა მეორე პრიმიტიულ ფრაზას მივხედოთ "საწყალი მამაოები შენ რომ არ გეთქვა რა ეშველებოდათო" საწ####ბი ნამდვილად არიან გეთანხმები მაგრამ მამაოები რამდენად არიან ეს საეჭვოა იმიტომ რომ არც ქრისტე და არც მოციქულები არც ეპისკოპოსები და არც ჭეშმარიტი ქრისტიანები აქციის წინამძღოლებად და ხალხის მასის ამბუნტებლად არასოდეს მოვლენია საზოგადოებას, ხალხის მასებს ვინც აბუნტებდა გეცოდინება მათი სახელი ფარისევლები და ისინიც იმიტომ აბუნტებდნენ წარსულში იმ მასას რა მიზეზითაც საუკუნეების შემდეგ თავამედროვე ფარისევლები აბუნტებენ ხალხის მასას და მიზეზი ორივე შემთხვევაში ერთია: "შიში გავლენისა და ძალაუფლების დაკარგვისა" რა ეშველებოდათ და არაფერი დიახ სწორედ არაფერი არ ეშველებოდათ აქციის ყოჩთან ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ რომ არ დამერწმუნებინა ისინი რომ ამ ბანალური ღრიანცელით მხოლოდ საკუთარ თავს თვითონვე იგდებდნენ და ქრისტიანისთვის შესაფერისი საქციელით უფრო მოახდენდნენ შთაბეჭდილებას იქ მყოფ მასაზეც და იმათზეც ვისაც მათი თქმით ებრძოდნენ, სწორედ ამის შემდეგ მიიღო იმ აქციამ ცივილური ხასიათი გააქცუნა სასწარაფოდ მრევლიდან 2 ახალგაზრდა და ხატები მოატანინა და შემდეგ ჩაატარეს პარაკლისი და იგალობეს, მაგრამ შენ რომ მარტო პარაკლისი და გალობა დაგიმახსოვრებია იმ პროცესებიდან სხვა დანარჩენს რატომ მალავ? მგონი ეს უფროა არა ტყუილი? პრიმიტიულად ნასროლი ფრაზა #3 " საიდან მოგაქვს ნეტა ალბათ შენი ნააზრევია " პასუხი: საიდან მომაქვს და მიმდინარე აქციის ობიექტურად შეფასებიდან. პასუხი მეორე: ჩემი ნააზრევი არ არის და სრული სინამდვილეა, რაც შენც იცი. ხოლო რაც შეეხება იმას რომ ფაქტებს ელი, საკუთარი ორგანიზაციიდან ამოიღე ის ფაქტები ვინაიდან თქვენი ორგანიზაციის ახალგაზრდა აქტივისტი სხვათაშორის ამ შენი თქმით ე.წ მამაოს დავალებით ვიდეოკამერით იღებდა ტაძარში შემსვლელ პიროვნებების სახეებს მომავალში მათი იდენტიფიკაციისა და ისევ იმ ე.წ მამაოს თქმით " ჩვენ ამათ ვასწავლით ჭკუასო" რელიგიური ნიშნით სადევნელად, ხოლო იმ მარტივი მიზეზის გამო რომ "ძირითადი ბრძოლები" ტაძრის შესასვლელთან იმართებოდა იქნება იმ მასალაში ამ ბრძოლების ამსახველი კადრები და კარგად გადაავლე თვალი. ისე კი საფუძვლიანი ეჭვი მაქვს იყავი კი საერთოდ იმ აქციაზე? რაღაც არ გეტყობა, ან მეორე მიზეზია მსგავსი საქციელები შენთვის ჩვეულებრივი ამბავი გახდა არაერთგზისნაცადი პრაქტიკული გამოცდილების შემდეგ და უბრალოდ ამ "პრიმიტივებს" ყურადღებას აღარ აქცევ.
  23. და შენ ვიღამ გაგიმხილა რომ საპატრიარქო უკვეთავს მმკ-ს აქციებს? მმკ არის ჩვეულებრივი საზოგადოებრივი ორგანიზაცია რომლის წევრებიდ გაერთიანებულნი არიან ლოზუნგით "დავიცვათ მართლმადიდებლობა" ე.წ თავისუფლების ინსტიტუტს კი უნდა რომ ეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია მართლმადიდებლური ეკლესიის ძირითად ბირთვად წარმოაჩინონ მასებში და შექმნან ილუზია თითქოს მმკ და ეკლესია ერთი და იგივე რამეა და თითქოს მმკ საპატრიარქოდან იმართება პატრიარქის უხილავი ხელით კარდინალის გვარდიელებივით. ისე თავად მმკ-ს ჩამოყალიბებასაც სწორედ ამ ე.წ "თავისუფლების ინსტიტუტის" ცილისმწამებლურმა შეტევებმა მისცა ბიძგი. ქვეყნის მოსახლეობათა უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და როდესაც თავად ხალხმა დაინახა ე.წ ლიბერალების ცინიზმი და აბუჩად იგდებდა მის მრწამსს მასებიდან ზოგიერთმა გადაწყვიტა ორგანიზაციის შექმნა მრწამსის დასაცავად რა არის ეხლა აქ უჩვეულო და ისეთი რასაც პრეცედენტი არ ქონია, ისე ე.წ "თავისუფლების ინსტიტუტის" გაიგივება უფრო მართებულია ხელისუფლების ნებასთან ვიდრე მმკ-ს გაიგივება მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. რაც შეეხება შენს კითხვას მე გამიმხილა თუ არა ვინმემ რამე გეტყვი პასუხად რომ თავად ორივე ორგანიზაციის წევრების მოქმედებები მიმხელენ მე და არა მარტო მე ვინ ვისგან და რატომ იმართება.
×
×
  • შექმენი...