Jump to content
Planeta.Ge

Morfius

პლანეტელი
  • პოსტები

    910
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    8

ყველა პოსტი Morfius

  1. გამოსავალი მარტივია, ვიბრატორი უნდა იყიდოს
  2. აკრძალულია თუ არა ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, მარტივი მიზეზის გამო სულიწმინდა აღარავისთანაა.
  3. ჰო ეგ ეგრე იყო, სულიწმინდა ამეტყველებდა ზეციურ ენაზე ადამიანს წინასწარმეტყველებებსა და საიდუმლოებებს, მაგრამ ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არა აქვს დღევანდელი ორმოცდაათიანელების გაურკვეველ ყმუილებთან, ვინაიდან თუ განმმარტებელი არ არის ასეთი ენის, როგორც წერია ეს უსარგებლოა.
  4. საიდან დავასკვენი და იოანეს გამოცხადების 22-ე თავის 1 მუხლიდან, რაც შეეხება დაბრკოლებაზე გაფრთხილებას ეგ შეგიძლია, მღვდლისმანტიაამოფარებულ მგლებს გაუგზავნო.
  5. შენგან ბანალური გამონახტომები არ მიკვირს, როგორც ვირისაგან წიხლი, მაგრამ როგორც წესი ამას ვატარებდი ხოლმე, აწი ყველა შეურაცხმყოფელ გამონათქვამზე პასუხს მოვითხოვ ადმინისტრაციისაგან.
  6. ეგ საკითხები რაც შენ გაინტერესებს ამ ფორუმზე დიდი ხნის წინათ იქნა განხილული თემებში "რატომ ეწოდება იესოს ღვთის ძე": http://planeta.ge/in...pic=13438&st=30 და "რა არის სამება": http://planeta.ge/in...pic=13602&st=30 და თუ წაიკითხავ ბევრ რამეში გაერკვევი. მოკლედ კი მოგწერ მაინც რომ მორფიუშკას ბოდვების გარდა სწორი ინფორმაცია რომ მიიღო: ჩემი ნიკნეიმის მიზანმიმართულად დამახინჯების და ჩემი მოსაზრების ნაბოდვრად მოხსენიების გამო, სატურნ გთხოვ სიტყვიერი გაფრთხილება მისცე აზრს, ვინაიდან მსგავსი რამ ფორუმელს შეურაცხყოფს, მე არასოდეს დამიწერია აზრუშკა და არასოდეს მითქვამს მისთვის რომ ბოდავს, მე აღვნიშნავდი რომ რელიგიური ფანატიკოსი რასელი ბოდავდა და არასწორი და მცდარი შეხედულებები ჰქონდა მაგრამ პიროვნულად არასოდეს მითქვამს ვინმესთვის სიტყვები "შენ ბოდავ" მისტერ მორფიუკავ შენი ბოდვები არ მაინტერესებს. ადამიანს აინტერესებდა და პასუხი გაეცა მის კითხვებს. სათანადო თემებიც მიეთითა და წაკითხვის შემდეგ დანარჩენზე თვითონ გააკეთებს დასკვნებს. შენი აბდაუბდა და ბიბლიური სწავლების დამახინჯებულად გადმოცემა, ჩემ პოსტში დაწერილის სრულიად გადაკეთება და ბოდვის ფორმებში პოსტის სახით დღაბნა, ჩემთვის ნულის ტოლიც კი არაა. ასე რომ დაიწერე ტვალეტის ქაღალდზე და დრო და დრო იკითხე ხოლმე ეგ ბოდვები. სატურნ ამ ყველაფერზე პასუხს ვითხოვ!!!
  7. მოკლედ 3 დღიანი ტყვეობის შემდეგ მისტერ აზრი მკვდრეთით აღსდგა აღთქმისამებრ და დაიწყო ჩვეული გამობა რომლის შენაარსიც ზემოთ უკვე დავწერე მაგრამ კიდევ დავაზუსტებ: რასელისტული და ზოგადად მისგან ტვინარეული ხალხის ბოდვა იესოსთან დაკავშირებით ასეთია: 1. ერთ მშვენიერ დღეს იეჰოვამ შექმნა ანგელოზი მიქაელი, რომელსაც რასელისტები იესოდ აღიქვავენ 2. პირველ საუკუნეში იეჰოვამ მთავარანგელოს მიქაელის სულიერი სხეული სადღაც გააქრო. 3. მიწაზე მარიამის მუცელში შექმნა ახალი ხორციელი სხეული რომელიც იგივე მიქაელი იყო ოღონდ მხოლოდ ხორცი სული არ ჰქონდა და მას იესო დაარქვეს. 4. როდესაც იესო მოაკვდინეს ჯვარცმით იეჰოვამ მისი ხორციელი გვამი ჩუმად მოიპარა და გააქრო, ზატო ტკაც და ისევ შექმნა იგივე მთავარანგელოზი მიქაელი ოღონდ მას უკვე ხან იესო ერქვა ხან მიქაელი. 5. მერე ეს მიქაელი მარჯვნივ მოისვა და ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად ჭირი იქა ლხინი აქა, ქატო იქა ფქვილი აქა. ეხლა ვეკითხები ყველა ფორუმელს ნაბოდვარს იესოს წარმოშობის და არა შექმნის შესახებ, ჩემი მოსაზრება უფრო ჰგავს თუ მისტერ აზრის რასელისაგან ნასწავლი მართლად რომ საღადილაო ნაბოდვარი. პს პირადში საჩუქარი დავუტოვე მისტერ აზრს და ალბათ მოეწონა ასე რომ გააქტიურებულა.
  8. არა, არა დავით ეგრე არ იყო გეტყვი ეხლა როგორც მოხდა, მოკლედ იესო სანამ მიწაზე ადამიანად მოევლინებოდა კაცობრიობას ღვთის სასუფეველში იმყოფებოდა, როგორც თავად ღვთისაგან გამოსული სული, დამოუკიდებელი პიროვნება, ისევე როგორც სული წმინდა, ამის შემდგომ სულიწმინდის ძალით ამ სულისთვის შეიქმნა ხორციელი სხეული, ანუ მარიამი სულიწმინდისაგან აღმოჩნდა დაორსულებული, ხოლო იესო როდესაც დაიბადა მას რაიმე სხვა სული კი არ ქონდა ის თავად იყო ის სული რაც მამისაგან გამოვიდა, უბრალოდ ამ სულს, ხორციელი სხეული გააჩნდა უკვე, იგი ღვთის ძედ ნათლობის შემდეგ კი არ იწოდა, მან ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში აღნიშნა რომ ის მამამისის ანუ ღვთის სახლში უნდა ყოფილიყო, როდესაც ის დაკარგული ეგონათ მარიამსა და იოსებს და ძებნა დაუწყეს, იესომ ადრეული ასაკიდანვე იცოდა ვინც იყო და ვინ იყო მისი მშობელი და როგორც ვთქვი, ის მანამდეც სანამ მიწაზე ადამიანად მოვიდოდა არსებობდა და ცხოვრობდა მამასთან სასუფეველში, როგორც წერია, თავდაპირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი, ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, რაც კი შეიქმნდა და არაფერია მის გარეშე შექმნილი, ეხლა დააკვირდი ერთ რამეს ბიბლიაში წერია რომ ღმერთი ამბობს შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და მსგავსად, ის მხოლობითში კი არ ამბობს შევქმნი ადამიანს ჩემს ხატადო, არამედ მრავლობითში საუბრობს, მოკლედ მოხდა ასეთი რამ, როდესაც პირველი ადამიანი შეცდა, უფალმა დადო აღთქმა და უთხრა გველს ანუ სატანას შენ ქუსლს უგესლავდე დედაკაცის ნაყოფს ის კი თავს გაგისრისავსო, აქ იესოზეა ნათქვამი, და ეს უკვე აღთქმაა კაცობრიობის ხსნის აღთქმა და შეპირება რომ მოვიდოდა მიწაზე მესია რომელიც დაამარცხებდა სატანას ანუ მის მიერ შექმნილ მთლიან სიცრუისა და სიკვდილის სისტემას და თავად მას. ამ აღთქმის შემდეგ 1 საუკუნეში მამა ღმერთმა ეს დაპირება შეასრულა და თავისი ძე წარმოგზავნა მიწაზე, ამიტომ წერია ისე შეიყვარა ღმერთმა ადამიანები რომ მისცა მათ თავისი მხოლოდშობილი ძე, რადგან ყოველი მისი მორწმუნე არ დაღუპულიყო და ჰქონოდა საუკუნო სიცოცხლე, ასე რომ იესო როგორც ღვთის ძე, მანამდე იყო სანამ ადამიანად დაიბადებოდა, ადამიანად დაბადებამ კი არ გახადა ის ძე, ის მანამდე იყო ძე და სწორედ ეს ძე მოვიდა ადამიანად და კაცად კაცობრიობის სახსნელად. რაც შეეხება მასზედ სული წმინდის გადმოსვლას ნათლობისას, ეს იყო ნიშანი იოანესათვის აღთქმული, რომ ვისზედაც ის იხილავდა ღვთის სულს გარდმომავალს მტრედის სახით ის იქნებოდა მესია და მასზე თავად მამამაც დაამოწმა, როდესაც გაისმა ხმა ზეციდან "ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე" ამ საკითხს რასელისტები ხსნიან შემდეგნაირად: ერთ მშვენიერ დღეს იეჰოვამ შექმნა პირველი ანგელოზი იესო, ოღონდ ამ ანგელოზს ხანდახან მთავარანგელოზ მიქაელსაც ეძახდნენ, შემდეგ გააკეთა ფოკუზი და ეს ანგელოზი ანუ მისი სულიერი სხეული სადღაც გააქრო და პარალელურად მიწაზე გააჩინა იგივე ანგელოზი ოღონდ ხორციელი სხეულით სულის გარეშე, შემდეგ ამ უსულო ხორცის მოკვდინების შემდეგ ეს ხორციც ანუ იესოს გვამი წინა სულიერი სხეულივით სადღაც გააქრო და ჰოპლა და ისევ წინანდელი ანგელოზი გააჩინა ანუ უკვე მესამედ შექმნა ხელახლა იესო, აი ამ აბდაუბდას ამტკიცებდა მისტერ აზრი რაზედაც ვუთხარი რომ მზარედ ცდებოდა, სინამდვილეში კი რაც იყო და როგორც იყო უკვე დავწერე ანუ: 1. იესო მამის წიაღიდან გამოციდა ანუ მამა ღმერთს გამოეყო პიროვნებად და ეწოდა ძე 2. მამისაგან და ძისაგანაც გამოდის მესამე პიროვნება ანუ სული წმინდა და ეს არის ღვთის სული ანუ აქედან დასკვნა მამას და ძეს ერთი სული აქვთ და ამიტომ ამბობს იესო მე და მამა ერთი ვართ. 3. იესო მანამდე იყო მამასთან სანამ ხილული და უხილავი სამყარი გაჩნდებოდა 4. ის ანგელოზი კი არა ღვთის ნაწილი იყო ღვთისგან გამომდინარე პიროვნება მაგალითად როგორც მზე ბირთვი და სხივი მისგან გამომდინარე. 5. იესო ხორციელ სხეულშიც იგივე სული იყო რაც ხორცში მოსვლამდე. 6. იესო აღდგა ხორციელ სხეულში შემდგომ ამაღლდა მამასთან და მიიღო ის თავდაპირველი სულიერი სხეული. 7. თვთისმშობელი თავად ღმერთია, ხოლო მარიამი ამ ღვთის მიწიერი მშობელია ანუ როგორც ვთქვი მან შვა არა მამა ღმერთი არამედ ძე ღვთისა. პს მგონი კარგად აგიხსენი.
  9. არ არის მთლად მასე, იესო რომ მამა იყოს, მამა ერქმეოდა და არა ძე, მას კი ძე ჰქვია და თავადაც ამას იძახდა ყოველთვის, რომ ის ღვთის ძე იყო. საქმე იმაშია რომ ის მამისგან იშვა ანუ მამა ღმერთისგან გამოვიდა, ეს შეგიძლია ასე წარმოიდგინო, სულს გამოეყო ახალი დამოუკიდებელი და პიროვნების მქონე სული, სწორედ ისე როგორც სული წმინდა გამოდის მამისაგან და ძისაგანაც და ის დამოუკიდებელია და თან ღმერთი, მოკლედ ასეთი რაღაცაა, თავდაპირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი ეს ნიშნავს იმას რომ სულ თავდაპირველად როდესაც არაფერი არ არსებობდა არც ხილული და არც უხილავი სამყარო, მამა ღმერთისაგან იშვა იესო ამიტომ წერია თავდაპირველად იყო სიტყვაო, ხოლო ის სიტყვა რომ ღმერთთან იყო ეს ნიშნავს იმას რომ იგი თავად ღმერთიდან გამოვიდა, მერე წერია სიტყვა იყო ღმერთიო რაც იმას ნიშნავს რომ იესო მამის წიაღიდან გამოსული იგივე სული იყო, მამა ღმერთის სრული ანალოგი, მისი მსგავსი, მაგრამ არა თანასწორი, ის იყო მამის წიაღიდან გამოსული მხოლოდშობილი ძე და არა რასელისტური იდეოლოგიის თანახმად იეჰოვას მიერ შექმნილი პიროვნება, ჰო და ამ ყველაფრის არსი ასეთია იყო დაუსაბამო მამა ღმერთი მისგან იშვა სიტყვა ანუ იესო და მამისაგან და ძისაგან გამოდის ღვთის სული წმინდა, ანუ მესამე პიროვნება, ამიტომ ვთქვი რომ იესოს რეალური მშობელი თავად მამაა და ღვთისმშობელი თავად ის არის, რაც შეეხება ადამიანისთვის ამ ბუნების მიწერებას რომ თითქოს მან ღმერთი შვა არასწორია, იმიტომ რომ როგორც ვთქვი იესო მანამდე იყო ნაშობი სანამ მას მარიამი, როგორც ადამიანს დაბადებდა. თუმცა ამ შემთხვევაში მას შეიძლება მიწიერი მშობელი ეწოდოს მაგრამ როდესაც ამ სიტყვას ამბობ აქვე უნდა განმარტო ეს ყველაფერი რაც მე დავწერე იმიტომ რომ ქრისტიანობაში ნაკლებად გათვიცნობიერებულ ადამიანს ეგონება რომ თითქოს იესოს არსებობას მარიამმა დაუდო სათავე.
  10. კუნინგლისური არ ვიცი, მაგრამ იმას რაზედაც თქვენ საუბრობთ კახურად მუტLის წოვა ჰქვია
  11. ეგ რომელია? ზლოფხვი და ზვიანგი რო იჩეკება?
  12. ჰო ასეა, მაგალითად დავით მეფემ სიხარულისაგან ტანსაცმელი შემოიხია და მდაბიოსავით იერუსალიმის ქუჩებში ცეკვა ხტუნვით დარბოდა და სიმღერითა და დაფ დაფებით ადიდებდა ღმერთს, ეხლა ხომ დიდი სისულელეა იმის თქმა რომ დავით მეფის ეს სიხარულის გამომხატველი ცეკვა და სიმღერა მხოლოდ იმიტომ არის მიუღებელი ღვთისთვის რადგან ძველქართულად ან ბერძნულად არ იყო შესრულებულიო, საქმე იმაშია რომ ზოგი ასე ადიდებს უფალს ზოგი ისე და ზემოთ ხომ დავწერე ჯერ თავად უფალი უნდა გაიცნო და მერე უნდა ისაუბრო თქო რა მოსწონს და რა არა, რომ ამბობენ ეს არ მოსწონს და გინდა თუ არა ისე უნდა იმღერო და იგალობოო ამაზე მეშლება ნერვები, თითქოს გუშინ ლანჩზე დაპატიჟა ღმერთმა მავანი და საგალობლების ტექსტი ათი მცნებასავით დაუწერა. გიხარია და იმღერე, გამოხატე შენი სიხარული გინდა სიმღერით და გინდა თავდაყირა დგომით როგორც ვთქვი ღმერთი ადამიანის გულებს უყურებს და არა ტენორსა და ბარიტონს.
  13. და თუ ეგრე არ არის? მარიამი იესოს მშობელი დედაა და არა მამა ღმერთის, ხოლო მამა რომ ძეზე მეტია ამას თავად იესო ამბობს, მოკლედ ასეა მარიამმა შვა ძე ღვთისა, რომელიც გამოვიდა მამისაგან ასე რომ ღვთისმშობელი თავად მამაა და არა მარიამი, ვინაიდან იესო მამა ღმერთისაგან იშვა და მხოლოდშობილი ძე ეწოდა, თან მანამდე სანამ მას მარიამი მიწიერ ადამიანად დაბადებდა.
  14. მე აქამდე მშობელი ნაშობზე დიდი მეგონა, გამოდის რომ პირიქითაა.
  15. თქვენთან კამათი აზრადაც არ მომსვლია, მე უბრალოდ იმის თქმას ვცდილობ რომ არაფერი განსაკუთრებული და უჩვეულო არ ხდება, ეკლესიაში განხეთქილების შეტანას ეკლესიის დაფუძნების დღიდან ცდილობდა სატანა და პირველი დიდი განხეთქილება მან იუდას სახით დაუტოვა კაცობრიობას, შემდეგ იყვნენ ნიკოლაელები, არიანელები, ნესტორიანელები, გრიგორიანელები, კათოლიკეები ამ განხეთქილების ნაყოფი, შემდგომ ლუთერიანელები, ქარიზმატები, ორმოცდაათიანელები, ბაპტისტები, რასელისტები და ასე შემდეგ ამ პროცესის დასასრულს თავად იესო დასვავს წერტილს. ეკლესიაში ჩვეულებრივი ადამიანები მსახურობენ და ისინი შეცდებიან და არა მარტო ჩვეულებრივი ადამიანები, დაწერილია რომ სატანა რჩეულთაც შეაცდენს, ამ პროცესს წინ ვერ აღუდგება ვერავინ, ვინაიდან ასე უნდა მოხდეს იმიტომ რომ ასეა ნაწინასწარმეტყველები, როგორც იესომ უთხრა პეტრეს მამლის მესამედ ყივილამდე ორჯერ უარმჰყოფო და ეს მართლაც მოხდა, სწორედ ესე შეცდება მრავალი, რადგან თავად ღვთის სულმა თქვა მრავალი და მათ შორის რჩეულებიც ცდუნდებიან და აქვე დააყოლა სიტყვები, მაგრაამ ვაი იმას ვისგანაც მოდის ცდუნება, ასე რომ ვინაიდან პროცესი შეუქცევადია და თან აუცილებლად მოსახდენი და თან ამ მოდგმის განდევნა მხოლოდ ლოცვითა და მარხვით შეიძლება, ნებისმიერს ამას ვთავაზობ, ლოცვას და მარხვას, სხვა დანარჩენი ფორუმზეც და რეალობაშიც მხოლოდ ლიტონ სიტყვათა რაკუნია.
  16. "შენზედ დავაფუძნებ ეკლესიას და მას ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი" უთხრა ერთხელ იესომ პეტრეს. ვინაიდან და რადგანაც იესოს სიტყვებში ეჭვი არასოდეს შემიტანია ვინ როგორ ებრძვის ეკლესიას ეგ ამბავი ნაკლებად მაღელვებს ვინაიდან მას ვერ დაძლევენ, თუ ეს ჭეშმარიტი ეკლესიაა და თუ არ არის ჭეშმარიტი მაინც დაიძლევა და აქ უკვე ადამიანის მცდელობა შეინარჩუნოს დასანგრევად და დასაძლევად განწირული ჰგავს კაცის საქციელს რომელსაც რიხტერის შკალით უნდა მიწისძვრის შეჩერება. ძალათ შემოგდებული გალობის პრობლემა რაღაც ახალია ჩემთვის ვინაიდან უფლის დიდება ყველა ენაზე შეიძლება და თუ ის წრფელი გულით არის აღვლენილი მოსაწონია მისთვის, უფალს მხოლოდ ქართული ან მხოლოდ ბერძნული კი არ ესმის, მსოფლიოს ყველა ენას ფლობს, რაც შეეხება პატრიარქს და ნებისმიერ ადამიანს სრული უფლება აქვს იმ ენაზე ადიდოს უფალი რასაც თავად არრჩევს მაგრამ აქ ძალადობა და იმის ძახილი რომ გინდა თუ არა ამ ენაზე და ამ სტილით უნდა იგალობოო უკვე უნიჭო ფანატიზმია, ვინაიდან როგორც დავწერე ღმერთმა ყველა ენა შესანიშნავად იცის.
  17. 1. ღმერთს ბოროტი გულით აღვლენილი უნიჭო ყმუილები არ ჭირდება. 2. მითუმეტეს ვინ როგორ ყმუის ამაზე დავა. 3. ღმერთს ყავს მგალობელ ანგელოზთა დასი სახელად სერაფიმები. 4. გალობა ყელმოღერებული. ვითომ წმინდა თვალთა კვესით და ძალათ უმანკო ხმებით აჟღერებულ ჰანგებს. არ ნიშნავს 5. ღმერთი რომ ვიყო ამ ყველაფერზე ვიხარხარებდი. 6. ღმერთი ადამიანი არ არის რომ მას რაღაც ჭირდებოდეს 7. ჯერ ღმერთი უნდა გაიცნო, ანუ შეიცნო და შემდეგ ისაუბრო რა მოწონს და რას მოითხოვს 8. ღმერთი ადამიანის გულს უყურებს და არა ხმას და გარეგნობას 9 წრფელი გულით აღვლენილი თუნდაც მუნჯის ფიქრი მისთვის მოსაწონია 10 პატრიარქი ადამიანია მაშასადამე არასრულყოფილი და ადამის ცოდვით დაბადებული ნაყოფი 11 მოციქულიც კი შეცდა რომელის სამწელიწად ნახევარი 24 საათი უფლის გვერდით იმყოფებოდა. 12. სინამდვილეში ადამიანს თავისი მოსასხამის ფოჩების დაგრძელება უფრო აღელვებს ვიდრე ღმერთი და ჭეშმარიტება. 13 და როგორც თავად ამბობს არავინ არის მართალი არავინ ეძებს ღმერთს. 14. ბოლოს კი გალობის ჩარჩოში მოქცევა ღია კარის მიზანმიმართული დაკეტვაა, რადგან ჩემს გულს თუ უხარია სულ ჰარი ჰარალეთი ვადიდებ უფალს და წრფელი გულით ნამღერი ჰარი ჰარალე უფრო მისაღებია მისთვის ვიდრე ათასჯერ ნაკამათები, ერთმანეთის ლანძღვის და ცემის მიზეზად გადაქცეული შენ ხარ ვენახი.
  18. არადა გააწნა, ამის შესახებ ერთ ერთი შვეიცარული გაზეთი წერს (გაზეთის სახელწოდება ნაღდად აღარ მახსოვს, საჯარო ბიბლიოთეკაში მოიპოვება, თუ ეს საკითხი გაინტერესებს შემიძლია მოვიძიო და სახელწოდებაც გითხრა და ინტერვიუც კი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით მიცემული იუნგს) რაც შეეხება ელ წიგნის უფასო ვერსიის ძებნაში ვერ დაგეხმარები და თავად ეს წიგნი თუ გსურს შეგიძლია ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრაზე მობრძანდე და პირადად მოგცემ. ღამე მშვიდობისა.
  19. უზრდელობა უკან გამიწვევია, თავად ფაქტი სისულელეა, მაგრამ ფაქტია და შესაბამისაც ჯიუტი, გუგლეში კი აი ეს დაგუგლე და იპოვი, წითელ წიგნს, ახალ წიგნსაც უწოდებენ: Liber Novus
  20. პს: სილის გარტყმის მომენტებს და ლაწუნის ხმის ბგერის სიხშირეს ცნობილი პიროვნებების ავტობიოგრაფიებში როგორც წესი არ მიუთითებენ ხოლმე, ამიტომ სანამ სიტყვა სილას დავწერდი წინ მივუწერე კითხვა, "თუ კარგად იცნობ იუნგის ავტობიოგრაფიას, მაშინ გეცოდინება რომ..............)
  21. ფროიდი ცდილობდა ასტრალური რეალობის დამალვას ვინაიდან მას არ აწყობდა ღმერთის არსებობა სწორედ ამიტომ მიაწერდა ის ამ ყველაფერს სტიმულატორებით და ფსიქიური მდგომარეობის აღგზნებით გამოწვეულ ეფექტს. ამ ყველაფერს კი თავს უქნევდა იუნგი, როგორც აღვნიშნე 1913 წლამდე მერე ერთი კარგი სილაქი აჭამა და თავად შექმნა ნაშრომი წითელ წიგნად წოდებული, სადაც სწორედ ეს საკითხია განხილული რომ ილუზია და ასტრალური რეალობა 2 სხვადასხვა ამბავია იმიტომ რომ რეალური ამბავი არ იცი, რეალობისთვის სისულელის წოდება შეურაცხყოფაა და ჯერ გაერკვიე, იმიტომ რომ მსგავსი მოქმედებით 2 რამეს ავლენ: 1. საკითხის ბოლომდე არ ცოდნას 2. უზრდელობას და 3. შენი გაღიზიანების მომენტს ვერ ვხვდები, პიროვნულად გაკადრე რამე ასეთ შეურაცხმყოფელ სიტყვებს რომ მწერ?
  22. ასტრალში შესვლა ზოგს საკუთარი სხეულის დატოვება და ქუჩაში გასეირნება გონია რასაც მხოლოდ იუნგი კი არა ნებისმიერი დაინტერესებული პირი ადვილად შეძლებს ჩემთან 2 თვის კონტაქტის შემდეგ რომელი გამოცემა და თავად იუნგის მანუსკრიპტი "წითელი წიგნი", რომელიც 2001 წელს გამოვიდა ვიწრო ტირაჟით და ერთი ეგზემპლიარი მეცნიერების აკადემიამ ვაი ვაგლახით მოიპოვა, ხოლო ფართო მასშტაბებით ეს წიგნი 2009 წლიდან გამოიცემა და შეგიძლია გაეცნო. პს. ნუკრიკოსაც შეუძლია გაეცნოს
  23. ჰო ასე იყო 1913 წელს სილაც კი გააწნა ფროიდს აფერისტობისთვის, რადგან ამბობდა ანგელოზთა გამოცხადება სხვა არაფერია თუ არა ჰალუცინაციაო, ხოლო როდესაც ხალხის მასა ხედავს ჯგუფურად გამოცხადებას ეს რაღა არის? ყველა გაგიჟდა? სწორედ ამიტომ დავწერე ზემოთ რომ როდესაც იესო აღთქმისამებრ მეორედ მოვა, მსოფლიოს მოსახლეობა იხილავს მას უკლებლივ ყველა და ზოგიერთებისთვის სანატრელი იქნება რომ ეს ჰალუცინაცია იყოს.
  24. და ასეც შვრებიან მერე, სხვა კი არაფერს აკეთებენ ერთი რელიგია მეორეს ფანატიკოსების ხროვას უწოდებს, ამ საკითხების ახსნა კარლ გუსტავ იუნგს თავის სახელმძღვანელოში წითელი წიგნი ახსნილი აქვს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ იუნგის ავტობიოგრაფიას თუ კარგად იცნობ გეცოდინება რომ მან ირწმუნა ღვთის არსებობა რის გამოც ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა კოლეგა და მასწავლებელ ფროიდთან. ეს ყველაფერი არის იუნგის მიერ ფროიდის იდეოლოგიის ფიასკოთი დამთავრებული გაგრძელება და მისი მიზანი იმაში მდგომარეობს რომ ასტრალური რეალობის დამალვას სტიმულატორით გამოწვეული ჰალუცინაციით ცდილობდნენ, მე ზემოთ სწორედ ეს აღვნიშნე რომ დიდი შოთასი არ იყოს: "იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უდით დიდი ზღვარი"
×
×
  • შექმენი...