Jump to content
Planeta.Ge

highlander

პლანეტელი
  • პოსტები

    16
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

highlander'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. Morfius[/b შენ შეილება არ გინახავს მაგრამ მკვდრებსაც აღდგინებენ,შენ საწინაამგდეგოდ ხარ განწყობილი და შენი თვალითაც რომ ნახო არ დაიჯერებ ალბათ.დაწერილია ბიბლიაში რომ ეს უნდა მოხდეს და ქრისტიანებიც იგივე სასწაულებს მოიმოქმედებენ რასაც ქრისტე აკეთებდა და ხდება კიდეც უბრალოდ ამას სატანას მიაწერენ რადგან რწმენა არააქვთ.არამაქ სურვილი ვინმეს ვუმტკიცო რომ სასწაულები მართლა ხდება.დადგება დღე და ყველაფერს ნათელი მოეფინება და მაშინ გავიგებთ ყველაფერს.
  2. ფაქტია ბევრი ხალხი ინკურნება,ვინც ამ განკურნებას სატანას მიაწერს მივამსგავსებდი ფარისევლებს რომლებიც იესოს სატანას უწოდებდნენ.
  3. http://www.youtube.com/results?search_query=REINHARD+BONNKE+MIRACLES&aq=f http://www.youtube.com/watch?v=XAEgKWunMT4
  4. Morfius მაგრამ ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არა აქვს დღევანდელი ორმოცდაათიანელების გაურკვეველ ყმუილებთან შენ მონასმენი გაქვს სულიწმინდის ენებზე საუბარი? თუ რის საფუძველზე უწოდებ ყმუილს ? რაიცი შენ რომ ეს ''ყმუილი''ის სულიწმინდის ენები არააა? ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თხოვოს ღმერთს და მიიღებს ამ სულიერ ნიჭს.და რეალურად სად არიან შენი აზრით სულიწმინდის ნიჭის მფლობელი ხალხი?როგორც ბიბლიაში წერია ეს ხალხი სასწაულებს მოიმოქმედებს. http://www.youtube.com/results?search_query=REINHARD+BONNKE+MIRACLES&aq=f http://www.youtube.com/watch?v=XAEgKWunMT4
  5. ბევრ ადგილზეა ნახსენები ენებზე საუბარი,და ასევე პავლე მოციქული ამბობს რომ არ უნდა აკრძალონ ენებზე საუბარი ეკლესიაში.
  6. ორმოცდაათობის დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ. 2. ანაზდად იგრგვინა ზეცით, თითქოს გრიგალი აგუგუნდაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. 3. და მოევლინა მათ ენები, თითქოს ალისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს. 4. ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ. 5. ხოლო იერუსალიმში იყვნენ იუდეველნი, ღვთისმოსავი კაცნი ყველა ხალხისაგან, როძლებიც არიან ცის ქვეშ. 6. ეს ხმა რომ გაისმა, შემოკრბა მთელი ხალხი და შეძრწუნდა, ვინაიდან თვითეული ისმენდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მის საკუთარ ენაზე 7. უკვირდა ყველას და განცვიფრებულნი ეუბნებოდნენ ერთმანეთს: განა ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალალეველნი არ არიან? 8. როგორღა ვისმენთ სათითაოდ ჩვენს საკუთარ ენას, რომელშიც ვიშვით? 9. პართელნი და მიდიელნი, ელამიტები და შუამდინარეთის, იუდეის, კაპადოკიის, პონტოსა და ასიის მკვიდრნი, 10. ფრიგიისა და პამფილიის, ეგვიპტისა და კირენეს მომიჯნავე ლიბიის მხარის მცხოვრებნი, რომით მოსულნი, 11. იუდეველნი და პროზელიტნი, კრიტელნი და არაბნი ვისმენთ, როგორ ღაღადებენ ისინი ჩვენი ენით ღვთის სიდიადეს. 12. უკვირდა ყველას და გაოგნებულნი ეუბნებოდნენ ერთმანეთს: რას მოასწავებს ეს? 13. სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, მაჭრით გამტყვრალანო. 14. ხოლო პეტრე, დადგა თერთმეტთან ერთად, ხმა აიმაღლა და უთხრა მათ: კაცნო იუდეველნო და იერუსალიმის ყოველო მკვიდრო! ცნობილი იყო ეს თქვენთვის და ყური უგდეთ ჩემს სიტყვებს: 15. ესენი მთვრალები როდი არიან, როგორც თქვენ ფიქრობთ, ვინაიდან დღის მესამე საათია. 16. არამედ ეს ითქვა იოველ წინასწარმეტყველის მიერ: 17. „და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, მივაფენ ჩემი სულისაგან ყველა ხორცს, და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, თქვენი ჭაბუკები იხილავენ ხილვას და თქვენი მხცოვანნი ნახავენ სიზმრებს, 18. ჩემს მონებსა და ჩემს მხევლებს იმ დღეებში მივაფენ ჩემი სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ. 19. მოვავლენ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშებს - დაბლა მიწაზე, ცეცხლსა და სისხლს, და კვამლის ალმურს. 20. მზე სიბნელედ იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს დღე უფლისა, დიადი და გაცხადებული. 21. და იქნება ასე: ყველა, ვინც უხმობს სახელს უფლისას, ცხონდება“. 22. კაცნო ისრაელტნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზaრეველი, კაცი თქვენდამი მოვლინებული ღვთისაგან ძალით, ნიშებით და სასწაულებით, მის მიერ რომ მოახდინა ღმერთმა თქვენს შორის, როგორც თვითონვე უწყით, - 23. ღვთის წინასწარ განსაზღვრული ზრახვითა და წინასწარცოდნით გაცემული, შეიპყარით, უსჯულოთა ხელით მიალურსმეთ ჯვარს და მოკალით. 24. მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი და დახსნა სიკვდილის სალმობანი, ვინაიდან შეუძლებელი იყო სიკვდილს ეძლია იგი. 25. და მართლაც, დავითი ამბობს მასზე: „ყოველთვის ჩემს წინაშე ვხედავდი უფალს, რადგანაც ჩემს მარჯვნივაა, რათა არ შევდრკე. 36. ამიტომაც გაიხარა ჩემმა გულმა და იგალობა ჩემმა ენამ; და თვით ჩემი ხორციც დაივანებს სასოებით. 27. რადგანაც ჩემს სულს არ დაუტევებ ჯოჯოხეთში და არ გასწირავ შენს წმიდას ხრწნილების ხილვად. 28. შენ მაუწყე სიცოცხლის გზანი; სიხარულით აღმავსებ შენი სახის წინაშე“. 29. კაცნო, ძმანო, შეიძლება დაბეჯითებით გითხრათ მამამთავარ დავითზე, რომ აღესრულა და დაიკრძალა, და მისი სამარხი ჩვენს შორისაა დღევანდელ დღემდე. 30. მაგრამ ის წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ღმერთმა ფიცით შეჰფიცა, მისი წელის ნაყოფი დაესვა მისსავ ტახტზე, 31. ამიტომაც იწინასწარმეტყველა ქრისტეს აღდგომა და თქვა, რომ არ დარჩა მისი სული ჯოჯოხეთში და არ იხილა მისმა ხორცმა ხრწნილება. 32. ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმეცაა ყველა ჩვენგანი. 33. ღვთის მარჯვენით ამაღლდა იგი, მამისაგან მიიღო სული წმიდის აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც ხედავთ და ისმენთ. 34. დავითი ხომ არ ასულა ზეცად, არამედ თვითონვე ამბობს: „უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, 35. ვიდრე ფეხქვეშ დაგიმხობ შენს მტრებს“. 36. მაშ, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა უფლად და ქრისტედ შექმნა ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით. 37. ამის გაგონებისას გულის სიღრმემდე შეიძრნენ და პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს უთხრეს: რა ვქნათ, კაცნო, ძმანო? 38. ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ და ყოველმა თქვენგანმა ნათელ იღოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მისატევებლად, და მიიღებთ სული წმიდის ნიჭს. 39. ვინაიდან თქვენია აღთქმა, თქვენი შვილებისა და ყველა შორეულისა, ვისაც კი უხმობს უფალი ღმერთი ჩვენი. 40. მრავალი სხვა სიტყვითაც მოწმობდა, შეაგონებდა მათ და ამბობდა: იხსენით თავი ამ უკეთური მოდგმისგან. 41. ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა, და შეემატათ იმ დღეს სამი ათასამდე სული. 42. ერთავად მოციქულთა სწავლასა და ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვაში იყვნენ. 43. შიშს შეეპყრო ყოველი სული და მრავალი ნიში და სასწაული ხდებოდა მოციქულთა მიერ. 44. ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ. 45. მონაგებსა და მამულებს ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ თვითეულს, იმის მიხედვით, თუ ვის რა უჭირდა. 46. დღენიადაგ ერთად იყვნენ ტაძარში, სახლებში ტეხდნენ პურს და სიხარულითა და გულის უბრალოებით იღებდნენ საზრდოს, 47. ღვთის მაქებარნი და მთელი ხალხის მიერ მადლით მოსილნი, ხოლო უფალი დღითიდღე ჰმატებდა ეკლესიას დახსნილთ. პავლეს ეპისტოლენი პირველი კორინთელთა მიმართ მისდიეთ სიყვარულს, ილტვოდეთ სულიერ ნიჭთა მიმართ, უპირატესად კი იმისადმი, რასაც წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქვია. 2. რადგან ვინც უცხო ენაზე მეტყველებს, კაცთა მიმართ კი არა, ღვთის მიმართ მეტყველებს, და არავის ესმის მისი, ვინაიდან სულით აცხადებს საიდუმლოს. 3. ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, კაცთა შესაგონებლად, ასაშენებლად და სანუგეშებლად მეტყველებს. 4. ვინც ენით მეტყველებს, თავის თავს აშენებს, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ეკლესიას აშენებს. 5. მე მინდა ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით, უფრო მეტად კი - წინასწარმეტყველებდეთ, რადგანაც წინასწარმეტყველი ენებით მეტყველზე უმეტესია, თუკი ეს უკანასკნელი კიდევაც არ განმარტავს თავის სიტყვებს ეკლესიის ასაშენებლად. 6. ახლა კი, ძმანო, რომ მოვიდე თქვენთან და უცხო ენაზე დაგიწყოთ ლაპარაკი, რას გარგებთ, თუკი გამოცხადებით, ცოდნით, წინასწარმეტყველებით ან მოძღვრებით არაფერს გეტყვით? 7. თვით უსულო საგნებიც კი, რომლებიც ხმას გამოსცემენ, ვთქვათ, სალამური ანდა ებანი, თუკი ბგერათა განსხვავებას ვერ გვაძლევენ, როგორ გავიგებთ, რას უკრავს სალამური ანდა ებანი? 8. თუკი საყვირი გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საომრად? 9. ასევე თუ თქვენც გაურკვეველ სიტყვებს წარმოსთქვამთ ენით, როგორ გაიგებენ თქვენს ნათქვამს? ქარს ატანთ სიტყვებს. 10. ასე მაგალითად, რამდენი სხვადასხვა სიტყვაა ამ ქვეყანაზე და არცერთი მათგანი არ არის უმნიშვნელო. 11. მაგრამ თუ სიტყვის მნიშვნელობა არ მესმის, მოლაპარაკისათვის მე უცხო ვარ და მოლაპარაკე უცხოა ჩემთვის. 12. ასევე თქვენც, სულიერ ნიჭთა მიმართ ლტოლვისას, ეცადეთ ეკლესიის ასაშენებლად გამდიდრდეთ მათი წყალობით. 13. ამიტომ ენით მოლაპარაკემ ილოცოს, რომ განმარტებაც შეეძლოს. 14. ვინაიდან როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, გონება კი უნაყოფოა. 15. რა ვქნა? თუ სულით ვლოცულობ, გონებითაც ვილოცებ, ხოლო თუ სულით ვგალობ, გონებითაც ვიგალობებ. 16. რადგანაც თუ სულით აკურთხებ, როგორ თქვას უმეცარმა მსმენელმა შენი კურთხევისას „ამინ“, თუკი არ ესმის, რას ამბობ? 17. კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვას კი ვერ აშენებ. 18. ვმადლობ ღმერთს ჩემსას, რომ ყველა თქვენგანზე მეტს ვლაპარაკობ ენებით. 19. მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში მხოლოდ ხუთი სიტყვა ვთქვა გონებით, რათა სხვებსაც გავაგებინო, ვიდრე ურიცხვი სიტყვა წარმოვთქვა ენით. 20. ძმანო, ნუ იქნებით ყრმანი გონებით; ბოროტისათვის ყრმანი იყავით, მაგრამ - სრულწლოვანნი გონებით. 21. რჯულში სწერია: „უცხო ენებითა და უცხო ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს, მაგრამ მაშინაც არ მომისმენენ, ამბობს უფალი“. 22. ამრიგად, ენები მორწმუნეთათვის კი არაა ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის, წინასწარმეტყველება კი - მორწმუნეთათვის და არა ურწმუნოთათვის. 23. მთელი ეკლესია რომ ერთად შეიყაროს და ყველა სხვადასხვა ენაზე მოჰყვეს ლაპარაკს, ამ დროს კი შემოვიდნენ უმეცარნი და ურწმუნონი, განა არ იტყვიან, შეშლილანო? 24. მაგრამ როდესაც ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვიდეს ვინმე ურწმუნო, ანდა უვიცი, ყველა მას ამხელს და განიკითხავს. 25. ასე გამჟღავნდება მისი გულის საიდუმლო, პირქვე დაემხობა, თაყვანს სცემს ღმერთს და იტყვის, რომ ჭეშმარიტად თქვენს შორისაა ღმერთი. 26. მაშ, რა ვქნათ, ძმანო? როდესაც იკრიბებით, თვითეულ თქვენგანს თანა აქვს ფსალმუნი, აქვს მოძღვრება, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება, - ყოველივე ეს ასაშენებლად იყოს. 27. თუ ვინმე ლაპარაკობს ენით, ილაპარაკოს ორმა, ან, დიდი-დიდი, სამმა, რიგრიგობით, ერთმა კი განმარტოს. 28. ხოლო თუ არავინაა განმმარტებელი, სიჩუმე იყოს ეკლესიაში და ყველა თავის თავს ან ღმერთს ელაპარაკოს. 29. წინასწარმეტყველთაგან ილაპარაკოს ორმა ან სამმა, დანარჩენებმა კი განსაჯონ. 30. ხოლო თუ მჯდომარეთაგან ვინმეს მიეცემა გამოცხადება, პირველი დადუმდეს. 31. რადგანაც ყველას შეგიძლიათ ერთიმეორის მიყოლებით იწინასწარმეტყველოთ, რათა ყველამ ისწავლოს და ნუგეშცემულ იქნეს. 32. წინასწარმეტყველთა სულები წინასწარმეტყველებს ჰმორჩილებენ. 33. რადგანაც ღმერთი აშლილობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა; ასეა წმიდათა ყველა ეკლესიაში. 34. ქალები ეკლესიაში დუმდნენ, რადგანაც ლაპარკის ნება კი არა აქვთ, არამედ მორჩილება მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც. 35. ხოლო თუ რისიმე სწავლა სურთ, ქმრებს ჰკითხონ სახლში, რადგანაც ქალისთვის საძრახისია ეკლესიაში ლაპარაკი. 36. განა თქვენგან გამოვიდა ღვთის სიტყვა? ან მარტო თქვენამდე მოაღწია? 37. ვისაც წინასწარმეტყველად ან სულიერად მიაჩნია თავი, მიხვდეს, რომ რასაც გწერთ, უფლის მცნებაა. 38. ხოლო ვისაც არ ესმის, ნუ ესმის. 39. მაშ, წინასწარმეტყველებას ესწრაფეთ, ძმანო, მაგრამ ნურც ენებით ლაპარაკს აიკრძალავთ. 40. მხოლოდ ყველაფერი ისე იყოს, როგორც წესი და რიგია.
  7. gendolf ეგ ფოტო მართლაც რომ ჯანდაბაა,მაგრამ მე თუ კარგად დააკვირდები ქრისტიან მეტალზე მქონდა საუბარი.
  8. lasha kakauridze ეს არის ამონარიდი პროტესტანტული მიმდინარეობის მრწამსიდან ჩვენ შეუცვლელად ვაღიარებთ ქრისტიანი მოძღვრების მიერ ნიკეის (325 წ.) და კონსტანტინოპოლის (381 წ.) კრებებზე მიღებულ ქრისტიანული რწმენის შემდეგ სიმბოლოს: მწამს ერთი ღმერთის, ყოვლისშემძლე მამა, ზეცის და მიწის, ხილული და უხილავი სამყაროს შემოქმედი. და ერთი უფალი იესო ქრისტე, ღმერთის ძე მხოლოდშობილი რომელიც ყველა საუკუნეზე ადრე იშვა ღმერთისაგან, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ჭეშმარიტი ღმერთისაგან, შობილი და არა შექმნილი, მამის თანაარსი, რომლისაგანაც შეიქმნა ყოველივე. რომელიც ჩვენი, ადამიანების ხსნისათვის ჩამოვიდა, ხორცი შეისხა სულიწმინდისა და ქალწულ მარიამისაგან და განკაცდა. ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელი პილატეს დროს, ეწამა და დაეფლა. აღსდგა მესამე დღეს, დაწერილის მიხედვით. ამაღლდა ზეცად და მჯდომარეა მამის ხელმარჯვნივ. კვლავ მოვა მოვა დიდებით, რათა განსაჯოს ცოცხლები და მკვდრები, მის სუფევას არ ექნება დასასრული. და სულიწმინდა, სიცოცხლის მომნიჭებელი, მამისაგან გამომავალი უფალი, რომელსაც მამისა და ძის დარად ვადიდებთ და ვცემთ თაყვანს , მეტყველებდა წინასწარმეტყველთა მეშვეობით. ერთი წმინდა, მსოფლიო და სამოციქულო ეკლესია. ვაღიარებ ცოდვების მისატევებელ ერთ ნათლისღებას. მოველი მკვდრეთით აღდგომას და მომავალ საუკუნო ცხოვრებას. ამინ.
  9. lasha kakauridze ეგ რომელი პროტესტანტისგან მოისმინე?სხვათაშორის პროტესტანტების მრავალი მიმდინარეობა არსებობს და მაინტერესებს მაგას რომელი მიმდინარეობა ამბობსრაც შეეხება კათოლიკებს ვინ დაამტკიცა რომ სულიწმინდა მამისა და ძისგან არ გამოდის,სადმე წერია ბიბლიაში ეგ? რაც შეეხება იეჰოვას მოწმეებს ნამდვილად არვიცი რასამბობენ
  10. ქრისტიანული მეტალი მძიმე მეტალია ქრისტიანული შეტყობინებით. ჩვეულებრივ იგი სრულდება აშკარა ქრისტიანების მიერ და პროდიუსირდება და ვრელდება სხვადასხვა ქრისტიანულ ქსელებში, ზოგჯერ პრინციპულად ქრისტიანებისთვის, რომლებიც მძიმე მეტალს უსმენენ. ქრისტიანული მეტალი კონცეფციას უფრო გავს, ვიდრე ჟანრს, რადგან მას არ აქვს საკუთარი დამახასიათებელი შტრიხები. მე პირადათ მიმაჩნია რომ მეტალი სრულიადაც არ მოდის წინაამგდეგობაში ქრისტიანობასთან.
  11. ხო შეიძლება გავდეს კოშმარული სიზმრიდან გაღვიძებული ადამიანის მონაყოლს,მაგრამ ერთი განსხვავებით ეს სიზმარი რეალობად იქცევა როდესღაც და ვერცერთი ადამიანი ვერ გაექცევა ღვთის სამსჯავროს.
  12. Siknadmo არსებობს მართალი რწმენა და არსებობს ცრუ რწენაც, ან დამახინჯებული რწმენა, შესაბამისად აქვს აზრი ედავო იაღოვას მოწმეებს, პროტესტანტებს კათოლიკებს და ას. შ. ნუ, გააჩნია ოპონენტი ადეკვატურია თუ არა ანუ გამოდის რომ პროტესტანტები კათოლიკები და ა.შ ცრუ რწმენას ან დამახინჯებულ რწმენას მიზდევენ? მაგაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმები.და ისეთი აზრი დამრჩა შენი საუბრიდან რომ მხოლოდ მართლმადიდებლები გადარჩებიან,რაც ბიბლიაში არსად არ წერია,იქ დაწერილი რომ გადარჩებიან ისინი ვინც ბაგით აღიარებენ რომ იესო უფალია და ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით.(რომაელთა 10-9)
  13. ყველას გირჩევთ წაიკითხოთ იოანეს გამოცხადება, რადგან ამ წერილის კითხვისას ადამიანი მიხვდება რომ აზრი არააქვს რჯულზე კამათს და ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ რწმენით გადარჩებიან საქმეებისდა განურჩევლად. მხოლოდ ერთი შანსი გვეძლევა გადასარჩენად.ნუ დაიზარებთ და წაიკითხეთ ბიბლია მხოლოდ ეს მიგიყვანთ სიმართლემდე და არა ცრუმასწავლებელთა მოსმენა და რჯულზე კამათი
  14. «”ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომარე, რომლისგანაც გარბოდა ცა და მიწა, და არ იპოვებოდა მათთვის ადგილი. ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გადაშლილი იყო წიგნები. გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია, და განსჯილ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ. მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები და თითოეული განსჯილ იქნა თავის საქმეებისამებრ... ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, ვინაიდან პირველი ცა და პირველი მიწა გარდახდა, და ზღვა აღარ იყო. ვიხილე წმინდა ქალაქი - ახალი ერუსალიმი, რომელიც ღვთისგან ეშვებოდა ციდან გამზადებული, როგორც თავისი ქმრისათვის მორთული სასძლო. გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: ”აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის. და ის დამკვიდრდება მათ შორის. ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმენდს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ”. თქვა ტახტზე მჯდომარემ: ”აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს”. და მითხრა მე: ”დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტია”. მითხრა: ”აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს უსასყიდლოდ სიცოცხლის წყლის წყაროდან. გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას, მე მისთვის ღმერთი ვიქნები და ის ჩემთვის - ძე. ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შებილწულთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ყველა ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით, რომელიც მეორე სიკვდილია...” ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე გასანათებლად, რადგან ღვთის დიდებამ გაანათა იგი და კრავია მისი სასანთლე... ვერ შევა მასში ვერაფერი უწმინდური და ვერც ერთი სიბილწისა და სიცრუის ჩამდენი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც კრავის სიცოცხლის წიგნში არიან ჩაწერილი”.[3]»
×
×
  • შექმენი...