Jump to content
Planeta.Ge

Morfius

პლანეტელი
  • პოსტები

    910
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    8

ყველა პოსტი Morfius

  1. რელიგიაში, თუ მხოლოდ ქრისტიანობას გულისხმობთ არავითარი, მაგრამ ზოგადად იოგას და მის ყველა სახეობას მჭიდრო კავშირი აქვს ბუდიზმთან და ინდუიზმთან, ვინაიდან იოგის სისტემაში გადმოცემული ვარჯიშებისა და მედიტაციის მეშვეობით, მიიღწევა ბუდიზმისა და ინდუიზმისათვის დამახასიათებელი უმთავრესი პოსტულატი- "გასხივოსნება".
  2. არც მე მგონია და სიტყვები ეგრეთწოდებული და მშიერი სწორედ მაგიტომ მივუწერე წინ.
  3. მერე? მასხარად ასაგდები თემები აქ უამრავი დევს და შეგიძლიათ იქ იცინიკოსოთ, თორემ ჰათჰა ან აშტანგა იოგას რა სჭირს საქილიკო ამას ვერ ვხვდები.
  4. ანუ იმ დროს როდესაც საქართველომ სოციალური თანასწორობა დაკარგა და სამაგიეროდ მოიპოვა ე.წ მშიერი თავისუფლება. მსგავსი ფაქტები ყოველთვის მოხდება სანამ მოსახლეობა ნაწილ, ნაწილ გაფიცვებს არ შეეშვება და ერთსულოვნად არ ისწავლის უსამართლობაზე პასუხის გაცემას. სანამ სხვისი ჭირი ღობის ჩხირი იქნება მანამდე მოხდება ეს.
  5. თქვენი პოსტი კითხვას არ შეიცავს, დააკონკრეტეთ კითხვა.
  6. სოციალისტური, ვინაიდან ფეოდალურმა და კაპიტალისტურმა მმართველობის რეჟიმმა საქართველოში არ გაამართლა, მონათმფლობელური სახელმწიფო საქართველო არასოდეს ყოფილა, მაგრამ ნაცვლად კაპიტალიზმიდან, სოციალისტურ ქვეყნად გარდაქმნისა უფრო სწორედ აწ უკვე სანატრელ ახლო წარსულში დაბრუნებისა, დღევანდელი ხელისუფლების ყოველდღიურ მოქმედებაში მონათმფლობელურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების იდეისკენ მისწრაფება უფრო სჩანს, ვიდრე სოციალური თანასწორობისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, ფასები იზრდება რატომ? სახელმწიფო არ აკონტროლებს ფასებს. საბაზრო ეკონომიკამ კვლავ შექმნა მდიდართა და ღარიბთა ფენა და სურათიც სახეზეა, ღარიბთ ვარამი მდიდართ ღადავი.
  7. ესე იგი გარდა იმისა, რომ უტიფრად ცინიკოსობთ იყენებთ იმ სიტუაციას, რომ ადმინისტრაციის კეთილი ნების წყალობით განყოფილების მოდერატორი გახდით და მემუქრებით კიდეც? როდესაც თემის ირგვლივ არაფერი ვიცი, დუმილს ვამჯობინებ, უტიფრი კითხვების დასმას და თქვენს კითხვას სხვანაირ სტატუსს ვერავინ მიანიჭებს, ვისაც არ უნდა გინდა აჩვენოთ. ეხლა კი მოიქეცით ისე როგორც დამპირდით, სხვაგვარად თქვენგან მოქცევას აღარც კი ველოდები იმიტომ, რომ სამ სიტყვაში გაგიცანით.
  8. არავინ იცოდა ვინ იყო ზარატუსტრა,საიდან მოვიდა, ან რატომ და სად წავიდა. მისი ცხოვრება ღამის ცის ვარსკვლავითაა გაქრა და დაიბარა რომ კვლავ გამოჩნდებოდა. იგი მოვა როდესაც ქვეყნიერების გასამართლების დრო დადგება ასე ამბობს ავესტა ზენდების წმინდა წიგნი, მაგრამ რატომ უნდა გასამართლდეს ქვეყნიერება? რამეთუ ვინც ცხოვრობს ადამიანთა შორის უკვე გასამართლებულია და სიკვდილს ექვემდებარება. ერთნი ტანჯვა წამებაში, მეორენი კი სულელური ნეტარებით უფსკრულისაკენ მიემართებიან. ისევე, როგორც გარეთ გაგდებული ძაღლი ეძებს თავისნაირებს, სიავის მქმნელიც ყოველთვის თავისნაირებთან ცხოვრობს, სულელი სულელებთან, ბრძენი ბრძენთა შორის, ამაშია უმაღლესი სამართლიანობა და უმაღლესი სასამართლო, რომელიც ყოველდღიურად აღსრულდება. არ არის არც ცაში და არც დედამიწაზე არანაირი ჯოჯოხეთი და ქვესკნელი გარდა იმისა, რასაც ადამიანი თვითონ ქმნის, ასე ასწავლიდა ზარატუსტრა და ასე გაუგეს მათ ვინც მას მასწავლებელს ეძახდა. როდესაც ის მოვიდა მისი მოსვლა ვერავინ გაიგო და შეამჩნია, ვერავინ დაინახა მასში ნათელი ვარსკვლავი, მის ირგვლივ არ იყო არც ნათება, არც დიდება, არც მეგობრები. ის იყო მშიერი და დადიოდა ფეხშიშველი და მხოლოდ მისი თვალები იწვევდნენ შიშს სულის უსასრულო უფსკრულის ანარეკლით. უნდოდათ დაეცინათ, მაგრამ ქილიკი მას არ ეხებოდა, არ ეხებოდა მის აუღელვებლობას, ასე რომ დამცინავები მალევე დუმდებოდნენ. ამბობენ რომ პირველად ზარატუსტრა ღარიბმა გლეხმა შეამჩნია როდესაც იგი მიდიოდა მკითხავთან დაკარგული ძროხის ადგილსამყოფელის დასადგენად და გზადაგზა ყველას თავის მძიმე გასაჭირს უყვებოდა. კარგი დღე იყო თბილი, მაგრამ გლეხი თავისი ცრემლების გამო ვერც ნათელს ამჩნევდა და ვერც ბნელს. მოიცა მშრომელო ადამიანო ეს გზა იქ არ მიგიყვანს საითაც მიდიხარ, ასე შეხვდა ზარატუსტრა მას რომელიც ქვაზე ჩამომჯდარიყო დასასვენებლად. --- რატომ დამცინი მე უბედურს? ვერ ატყობ რომ გუნებაზე არ ვარ? ვერ ხედავ, რომ ვდარდობ და მარილს მაყრი ჭრილობაზე შენი დაცინვით? ზარატუსტრამ უპასუხა: --- რატომ სტირი უბედურო ადამიანო? თუ შენს ძროხაზე სტირი შენს თავს რად მოთქვამ? რატომ ამბობ "მე" და "ჩემი" შენ შენს თავს დარდობ იმ დროს როდესაც შენი ძროხა ბალახს ძოვს და კმაყოფილია. ის ისეთივე პირობებში ცხოვრობს, როგორშიც შენთან იყო. რატომ არ გიხარია მის მაგივრათ? რატომ მიდიხარ მკითხავთან? ვინაიდან თუ ძროხას გაპოვნინებს მაშინ მისი დაკვლა მოგიწევს, რათა ნახევარი მას მისცე. შენ ფიქრობ, რომ ნახევარი ძროხა ისევე ბედნიერად მოძოვს ბალახს როგორც მთლიანი? --- საიდან მიცნობ მე? გაუკვირდა გლეხს. --- მე გიცნობ შენ და ვიცნობ შენს უბედურებასაც ვინაიდან ის თან დაგყვება და მოთქვამს: " აი მოდის უბედური ადამიანი, რომელსაც ძროხა მოპარეს, ნახეთ ხალხნო, შეიბრალეთ, უთანაგრძნეთ და გიხაროდეთ, რომ თქვენი ძროხები საღსალამათია". მერწმუნე გულუბრყვილო ადამიანო, ქურდს არ მოუპარავს შენი ძროხა არამედ შენმა ჭირმა წაიღო. ღმერთი ხედავს ყველაფერს და რომ არ ყოფილიყავი ასეთი გულუბრყვილო, შენი ძროხა უკვე სახლში გეყოლებოდა. შენს ჭირს არ სჭირდება ძროხის ხორცი, მას ჭირდები შენ და შენი ცრემლი. --- უცნაურად საუბრობ უცნობო ადამიანო, ვხვდები რომ არ ხარ ცუდი ადამიანი, მაგრამ შენი სიტყვის გაგება არ შემიძლია. იქნებ მართლაც სულელი ვარ, მაგრამ მითხარი, თუ ასეთი ჭკვიანი ხარ, რა ვქნა ზამთარში? როდესაც ჩემი შვილები საჭმელს ან შეშას მომთხოვენ? შენ მოხვალ და გაათბობ მათ? შეიძლება მოვიდე კიდეც, მოუჭრა სიტყვა ზარატუსტრამ, თუმცა მე თვითონ ღარიბ ღატაკი ვარ ვიცი რაშია შენი ხსნა, შეხედე ცრემლი უკვე დაგიშრა და აღარ მოტქვამ შენს თავზე, ვინაიდან შვილები გაგახსენდა, შენ უკვე ამბობ აღარ ვჯავრობ ჩემს თავსა და ძროხას, მაგრამ შვილები მადარდებს. ეს კი უკვე არც თუ ისე სულელურია ,როგორც წინა, ღმერთია მოწმე შენ უკვე რაღაც კარგი ისწავლე ამ ცხოვრებაში. მერწმუნე როდესაც ცხოვრებაში სიბრძნეს დააგროვებ, მაშინ უკევ აღარ შეგაშინებს ასეთი უბრალო საკითხები. --- ნუთუ ბრძენს არც საკვები და არც თავშესაფარი არ სჭირდებათ? თქვა გლეხმა და ზარატუსტრას გაეღიმა. --- ბრძენისთვის ტყეები სავსეა ტყის სანადირო ცხოველითა და ველური თაფლით, მთებში მისთვის მოიპოვება შინდი და მოცხარი, მდინარეში კი თევზი. რატომ უნდა ათრიოს ბრძენმა ეს ტვირთი მუდამ? განა უფრო იოლი არ არის ყველაფერი თავის ადგილზე იყოს და მან მიაკითხოს და აიღოს იმდენი, რამდენიც სჭირდება? ცეცხლი ყოველთვის გაათბობს ბრძენს, ხოლო გამოქვაბული მუდამ იქნება მისი თავშესაფარი. განა ეს ცოტაა? განა ეს არ მეტყველებს იმაზედ, რომ ღმერთი გულუხვია თავისი შვილების მიმართ? ან ვინ გითხრა, რომ ის ძროხა შენია? მას თავისი რქები აქვს, კუდი და თვალები, შენ არ გიშვია და არც თიხისა და ჰაერისაგან გამოგიძერწავს ის, რომ თქვა ჩემიაო, განა ეს ესე არ არის? შენ ვერ შეძლებ პატარა ჭიაყელის შექმნასაც არათუ ძროხის, ახლა კი რაც ღმერთმა შექმნა და მაშასადამე მისია თავისი გზით წავიდა და ამაზე ჯავრობ? გლეხი აღშფოთდა: --- უბრალოდ თავის გზაზე, რომ წასულიყო ასე არ ვიდარდებდი, მაგრამ მოიპარეს, განა არ იცი, რომ მთელს ქვეყანაზე ქურდობა საძრახისი საქციელია? ღმერთს კი არ წაუყვანია ჩემი ძროხა არამედ პიროვნებამ, რომელსაც არც ერთი ჩემი ტომის წარმომადგენელი ადამიანს არ უწოდებდა. ის ქურდია და სასჯელს იმსახურებს. --- შეიძლება შენ მართალი ხარ, თქვა ზარატუსტრამ, რათქმაუნდა თუ შენი სიტყვები გულწრფელია, ვინაიდან უკვე მესამედ ცვლი შენი უბედურების მიზეზს, ჯერ მხოლოდ შენს თავს დარდობდი, შემდეგ შვილები გაგახსენდა, ეხლა კი შენს ტომზე საუბრობ და დარდობ, რომ საზოგადოებაში ქურდი გაჩნდა. თუ შენ გულწრფელად ასე ფიქრობ, გამოდის რომ აქ მოხვედი უბრალო დაზარალებული ადამიანი და აქედან მიდიხარ, როგორც შენი ტომის ღირსეული შვილი ზარატუსტრას ისევ გაეღიმა. --- ოღონდ კვლავ ცდები და შენი წყენა ხელს გიშლის ფიქრში. ნუთუ ფიქრობ, რომ ქურდმა ძროხა თავისი ნებით მოიპარა? მისი დედ მამა ცდილობდნენ ჩვენი ადათისა და ტრადიციების მიხედვით გაეზარდათ, მაშ რატომ დააღღვია მან ეს წესები? ვინ ჩაუნერგა მას გულში ასეთი აზრები და გახადა შურიანი? ნუთუ მან თვითონ? --- მე მითუმეტეს არა, აიჩეჩა მხრები გლეხმა, ალბათ ცუდად აღზარდეს რადგან ასეთი გამოვიდა, ყოველ შემთხვევაში პასუხს აგებს თავის საქციელისთვის. --- აგებს, რათქმაუნდა აგებს, ადამიანთა წინაშე თუ არა ღვთის წინაშე მაინც. საუკეთესო მშობლებსაც გამოსდით არამზადა შვილები და ვინ იცის როგორი იქნება შენი? რას იზამდი არასწორ გზაზედ რომ დამდგარიყო? ვინ იცის იქნებ მანაც ვერ გაუძლოს ცდუნებას და სულმა წასძლიოს? ვინაიდან ძნელია, როდესაც შენს მეზობელს უყურებ, რომელსაც დიდძალი ქონება, ბევრი მსახურები და ლამაზი ცოლი ჰყავს, რატომ არ გაქვს შენ ეს ყველაფერი? საიდან მოდის ეს შური? თვითონ შობს მას თუ მშობლები? არც ერთი მათგანი არაფერ შუაშია, რადგან არც თავის და არც მშობლების ბრალია, გამოდის რომ თვითნებურად მოდის ეს შური ადამიანის გულში, ან სხვა მასზედ ძლიერი თესავს, ნუთუ გგონია რომ ღმერთი იმდენად სულელია რომ დათესოს ადამიანის გულში ის რასაც მხოლოდ უბედურება მოაქვს? არა ადამიანო ღმერთი არ არის სულელი და გულისთქმის დათესვა ქურდის გულში მხოლოდ მის და შენს გამოსაცდელად დაუშვა. მან ვერ გაუძლო ცდუნებას და იქურდა შენ კი მკითხავთან მიდიხარ სამჩხიბაოდ და გულისთქმამ ორივე გამოგცადათ ორივე ცდუნდით. მაშ რიღათი ხარ იმ ქურდზე უკეთესი? გულუბრყვილოა ადამიანი რომელიც თვლის რომ უზენაესზე უკეთ იცის ცხოვრება, დღეს შენ გაჩვენეს გაჭირვება და ეხლა უკვე შენ იცი როგორი მწარეა ეს, დღეს შენ ტიროდი და როდესაც ხვალ შენს მეზობელს იგივე შეემთხვევა შენ გაიხსენებ შენს ჭირს და დახმარების სურვილი გაგიჩნდება, როდესაც სხვისი სიმდიდრისკენ გაგექცევა თვალი შენი თავი გაიხსენე, ასე იოლად დაძლევ გულისთქმას. იოლია იყო მართალი, კეთილი და ძლიერი როდესაც არ არის გაჭირვება და არც ცდუნება. არც ერთ იოლ გზას არ მიჰყავს ადამიანი სიცოცხლისაკენ, როდესაც მაძღარი ხარ გაუყობ ლუკმას სხვას, მაგრამ როდესაც შიმშილით კვდები მაშინაც გაუყობ სხვას? ასე რომ დალოცე ქურდი და ყველა ვინც ხელს გიშლის იყო მაძღარი და კმაყოფილი. ვინაიდან მხოლოდ ასე მიაღწევ სიბრძნეს და ჭეშმარიტ სიკეთეს, სანამ არ ისწავლი იარო შენს გზაზე დამოუკიდებლად. ასე ყვებოდა ის გლეხი ზარატუსტრას შესახებ: ის იყო მოხეტიალე ბრძენი, რომელიც ისევე უჩუმრად გაქრა როგორც გამოჩნდა თითქოს არც ყოფილიყოს. ძვირფასო თანაფორუმელებო ეს იყო მონაკვეთი წიგნიდან "ზარატუსტრას გამოცხადება" მას ასევე ეკუთვნის ეპიზოდები "დახატული ღმერთების ქალაქი", "ურემზე მცოცავი ჭიანჭველა", "ბატონი და მონა", "სიცოცხლის ხე", "ბაბილონის გოდოლი" .......... დაწერეთ თქვენც ვინ რა იცით ზარატუსტრას შესახებ.
  9. სამწუხაროდ ბატონო ჩემო, ჩვენი ხელისუფლება ჯერ კოსტა ხეთაგუროვის სტატუეტისა და ე.წ ჩელუსკინელების ხიდთან მეძავთმფარველი გაურკვეველი წარმომავლობის კერპის დამონტაჟებით არის დაკავებული, რომელსაც პრომეთეს მხოლოდ იმიტომ უწოდებენ რომ კლდესთან ახლოს დგას, ფანტაზია როდესაც არ ყოფნით უბრალოდ ფოლადისტარიან ალმებს ანლაგებენ წრეზე, პირადად მე გიორგი ბრწყინვალეს ყველა ქართველ ვაჟკაცში ვხედავ ძეგლები? ძეგლები ამათ ჭირდებათ იმიტომ, რომ ჩვენ უკვე დავდუმდით და ქვებს მივანდეთ ღაღადი რანი ვიყავით და რანი ვართ.
  10. შანკარა, იგივე შანკარაჩარია გახლდათ ინდოელი ფილოსოფოსი (788-820წწ) ვედანტის წამყვანი წარმომადგენელი, რელიგიური რეფორმატორი და პოლემისტი, მისტიკოსი და პოეტი, უპანიშად-ვედანტისა და ბუდიზმის სინთეზის საფუძველზე შექმნა თანმიმდევრული მონისტილური სისტემა, -ადვაიტა ვედანტა. შანკარას ცხოვრების ტრადიციული ისტორიები იმდენად სასწაულებრივი და ლეგენდარულია, ძნელია გაიმიჯნოს რომელი მათგანია რეალური. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით მისი მშობლები ბრაჰმანები იყვნენ, უშვილონი მრავალი წლის განმავლობაში. ისინი ღმერთს შესთხოვდნენ ვრიშადრინათჰას შივას ტაძარში, რომელიც ტრიჩურას მთებში მდებარეობდა, შვილის შეძენას. მათ შივა სიზმარში გამოეცხადა და შესთავაზა: შივა აჩუქებდა მათ ან მრავალ ვაჟს, რომლებიც დიდხანს იცოცხლებდნენ, გარეგან სიმდიდრესა და წარმატებაში, ან და აჩუქებდა ერთ ვაჟს, რომელიც არ იცოცხლებდა დიდ ხანს, მაგრამ გახდებოდა დიადი ბრძენი. მშობლებმა ეს უკანასკნელი შემოთავაზება აირჩიეს, რომელსაც უფალი შივას საპატივსაცემოდ მისი ერთ ერთი ეპითეტი შანკარა დაარქვეს. როდესაც შანკარა ხუთი წლისა შეიქმნა შეუდგა ოთხი ვედის შესწავლას, გამოავლინა რა არაჩვეულებრივი უნარები მისი ინტელექტის დონე მასწავლებლების ინტელექტის დონეს აღემატებოდა. რვა წლის ასაკში დაიწყო განდეგილის ცხოვრების წესი. შანკარა ჩრდილოეთ ინდოეთში გაემგზავრა თავისი გურუს საძებნელად, სადაც მდინარე ნარმადის სანაპიროზე შეხვდა გოვინდას, გაუდაპადის მოსწავლეს, აქ შანკარამ ადვაიტას ფილოსოფიის საწყისები შეისწავლა, დაწერა შივაიტური და ვიშნუიტური ჰიმნები, შექმნა მთელი რიგი ფილოსოფიური ტრაქტატები და კომენტარები "ბრიჰადარაიაკა-უპანიშადის". არსებობდა ბადარაიანას წინასწარმეტყველება, რომლის თანახმადაც მისი ტექსტების საუკეთესო განმმარტებელი წყლის მბრძანებელი გახდებოდა, გოვინდამ გაიხსენა ამის შესახებ, როდესაც შანკარამ სპეციალური წყლის მართვის მანტრების წაკითხვით ნაპირებიდან გადმოსული მდინარე ნარმადა დააშოშმინა. შანკარამ მიიღო რა მოძღვრის კურთხევა, ოთხ წელიწადში დაწერა კომენტარები ყველა "სამმაგი კანონის" ნაწარმოებისა. ბადარაიანას "ბრაჰმასუტრას", "ბჰაგავად-გიტისა" და ძირითადი უპანიშადების.შანკარამ მოილოცა წმინდა მთა კაილასი, სადაც მას შივა გამოეცხადა უზენაესი ცოდნის გადმომცემლის იპოსტასში. გოვინდა გარდაცვალების შემდეგ ნარმადის ნაპირტან დაკრძალეს სადაც შემდგომ ტაძარი აღმართეს. ამის შემდგომ შანკარა მოწაფეებთან ერთად გაემართა ორი ათასი ტაძრის ქალაქში და დასახლდა გჰატში. იგი 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. რაც შეეხება მის მიერ ჩამოყალიბებულ რელიგიურ მიმდინარეობას ანუ ვედანტას უპანაშიდების, იგივე ვედების ( ვედა ღვთის შთაგონებით დაწერილი ლექსის სტროფია) ფილოსოფიურ, მეტაფიზიკურ შეხედულობებს ანვითარებდა. მისი ძირითადი ტექსტი "ვედანტა-სუტრა" დათარიღებულია ჩვ.წ.აღ მეორე ათასწლეულით მისი ყველაზე ცნობილი კომენტარი მიეკუთვნება შანკარას, ანუ მან ყველაზე უკეთ ახსნა ვედებში გადმოცემული სიბრძნე. მისი გავლენა და მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ დღესაც კი, როდესაც ვედანტაზე ჩამოვარდება საუბარიჩვეულებრივ შანკარასეულ ვედანტას გულისხმობენ. შანკარას თანახმად უპიროვნო ბრაჰმანი აბსოლიტური რეალობაა და მის გარდა სხვა რეალობა არ არსებობს, ქვეყანა ამ ბრაჰმანის მაგიური ძალების შედეგია რომელსაც მაია (სიტყვა) ჰქვია, მხოლოდ პროფანს შეუძლია ეს ქვეყანა რეალობად მიიჩნიოს და მარტო ბრძენკაცს ძალუძს ჩაწვდეს მას. ამ აზრით ის იშვარაა ( ღმერთი ამაოება ) და თAყვანისცემის საგანია მათთვის ვისაც სამყარო რეალობა სწამს, თუმცა ბრძენკაცებმა იციან, რომ ნამდვილად არ არსებობს ეს ქვეყანა, არც შემოქმედი, ისევე როგორც ილუზიონისტის ფოკუზების შემყურე თვალგამჭრიახმა კაცმა იცის: არ არსებობს არც ფოკუზი და არც ილუზიონისტი. შანკარა უარჰყოფს ყოველგვარ განსხვავებას სუბიექტსა და ობიექტს შორის. ადამიანი სხეული, აზრი და სულია, მაგრამ სხეულიცა და აზრიც ისეთივე მოჩვენებითია როგორც სხვა დანარჩენი მატერია, სიფხიზლეში ადამიანი აიგივებს თავის თავს აზრსა და სხეულთად, ხოლო როდესაც სძინავს საგნები ფიქრით შექმნილ სურათებად ეჩვენება, ღრმა ძილში კი წარმოდგენა არა აქვს და მისი სული გაიგივებულია ბრაჰმანთან. ხორცთან დაკავშირებულ სულს ავიწყდება თავისი ღვთაებრივი არსებობა ამბობს შანკარა და ხდება პროფანი არსება ადამიანი. უნდა განვასხვავოთ მარადიული არსის მქონე წარმავალი ანუ მოჩვენებითი საგნებისაგან, სხეული არ არსებობს ამბობს ის წყალია არც წყალი არსებობს მაგრამ ამას დაინახავ თუ ბრაჰმანს აღმოაჩენ მზის წნულში წერს ის. და ბოლოს ცნობისათვის ინდოეთში ფილოსოფოსის ქება პროგრესული აზროვნებისთვის შეურაცხყოფად აღიქმება რადგან ბრაჰმანის შესახებ არ შეიძლება იხოდეს ჩანდალამ (მდაბიო წარმოშობის პირმა) და რადგან საქართველოში ვართ და ჩანდალაზე ცოტა მეტის მესმის ვიტყვი რომ შანკარა გენიალურია თქვენ რას იტყვით გსმენიათ მის შესახებ?
  11. ეს კითხვა, რომ თქვენი ინტელექტის დონეს უსვავს მუქ ხაზს ხვდებით?
  12. ჰათჰა იოგა - ჩამოყალიბდა ინდოეთში ჩვ.წ.აღ-მდე მე-15 საუკუნეში და ითვლება ერთ-ერთ უძველეს სახეობად ზოგადად იოგისა, შემდგომში კი ეს სახეობა ვითარდებოდა და ვრცელდებოდა საუკუნეების განმავლობაში. ეს სახეობა ითვალისწინებს ფიზიკური სხეულის განწმენდასა და მომზადებას შემდგომი მაღალი საფეხურებისათვის. დღეს დღეობით ეს იოგა ძალზედ პოპულარული და გავრცელებულია. წლების განმავლობაში ჰათჰა იოგამ და აშტანგა იოგამ საფუძველი ჩაუყარა სხვა სახეობებს. სიტყვასიტყვით ჰათჰა იოგა ნიშნავს მზისა და მთვარის ენერგიებს და უმეტესწილად ასანებზე (სხეულის სტატიკურ პოზებზე) და პრანაიამებზე (სუნთქვით ვარჯიშებზე) არის დაფუძნებული. ჰათჰა იოგაში ითვლებოდა რომ იმისთვის რომ ადამიანი დაეუფლოს იოგის უფრო მაღალ საფეხურებს ჯერ სხეული უნდა განწმინდოს დაავადებებისაგან, ხოლო გონება დაძაბულობებისაგან, ჰათჰა იოგას ვარჯიშები სხეულს ელასტიურსა და ძლიერს ხდის, ბევრი ადამიანი იყენებს იოგის ამ სახეობას გონების კონცენტრაციისა და ნებისყოფის გამოსამუშავებლად. პრანაიამები სუნთქვის კონტროლის საშუალებას იძლევა. ძველ დროში იოგებს სწამდათ, რომ სუნთქვის კონტროლით შესაძლებელი იყო გონების კონტროლიც, ხოლო გონების კონტროლით დაფარული შინაგანი ძალების გამოღვიძება. ჰათჰა იოგა ასევე შეიცავს რელაქსაციას და გამოიყენება სხვადასხვა იშვიათი დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის ასთმის, ბრონქიტის, იშიაზის, ართრიტის, მეტყველებისა და მცირე ფსიქიკური პრობლემების, ნერვული აშლილობების სამკურნალოდ. აშტანგა იოგა წარმოიშვა ძვ.წ.აღ მე-2 საუკუნეში მისი ფუძემდებელი და დამაარსებელი არის პატანჯალი, რომელმაც ჰათჰა იოგა რვა საფეხურად დაჰყო, სოციალურიდან მედიტაციურ პრაქტიკებამდე. ეს დისციპლინა პატანჯალმა დააარსა იმ მიზნით, რომ ადამიანს დახმარებოდა თვითრეალიზაციაში. აშტანგა იოგას საფეხურებია: იამა-რომელშიც მოსწავლე სწავლობს სოციალურ კონტროლს, ნიამა-ამ დროს ადამიანი სწავლობს საკუთარი სურვილებისა და გრძნობების, ემოციების კონტროლს, ასანა-სხეულის სტატიკური პოზებია, პრანაიამა-სუნთქვითი ვარჯიშებია რითაც მიიღწევა ფიქრების ანუ აზროვნების კონტროლი, ბრატიაჰატა-შეგრძნებათა კონტროლი: სმენა, ხედვა, ყნოსვა.......დჰარანა-კონცენტრაცია, დჰიანა-მედიტაცია, სამადჰი-ზეცნობიერის სომნაბულური მდგომარეობა.
  13. ლაო ძი კონფუცის თანამედროვე იყო. სინოლოგიაში არსებობს ვარაუდი მათი შეხვედრის შესახებ. შეიძლება ეს ისტორიული სინამდვილეც იყოს, შეიძლება ლეგენდაც, მაგრამ მთავარი აქ ეს როდია, მთავარი ის არის, რომ ცხადად ავლენს ამ ორი პიროვნებისა და მათი მოძღვრობის ურთიერთგანსხვავებას. ამ შეხვედრამ გამოავლინა ორი ძალა ჩინური მსოფლშემეცნებისა; ძალა რამაც ჩინეთი ჩინეთად აქცია, ( ტავტოლოგიაში ნუ ჩამომართმევთ ) რამაც ბრძნული წიგნი მისცა "დაო დე ძინი-ს" სახით ჩინეთს. ჯოუს ეპოქაში, პოლიტიკურ, თუ სხვა რამ მიზეზთა გამო, ბევრმა მიატოვა ოჯახი, საზოგადოება და განდეგილებად ცხოვრობდნენ ტყეებსა და გამოქვაბულებში. ერთ-ერთი ასეთი განდეგილი იყო ღრმა და ორიგინალურად მოაზროვნე, ვინც დაოსიზმის ფუძემდებლად იქცა ეს იყო მიხრწნილებაში გადასული ფილოსოფოსი ლაო-ძი, დაბადებული კონფუციზე ორმოცდაათი წლით ადრე. ლაო-ძი უკვე ღრმად მოხუცი იყო, როდესაც მისმა დიდმა თანამედროვემ აღიარება მოიპოვა. უკვე ღრმად დარწმუნებული დაცემულ საუკუნესთან ბრძოლის უაზრობაში. იგი ამაყი ზიზღით უყურებდა კონფუცის უმწეო ცდებს. კონფუცის ერთ-ერთი თანამოქალაქე უჯუ შეხვედრია ლაო-ძის. ერთ-ერთი საუბრის დროს ლაო-ძის მწუხარებით უთქვამს: "კონფუცი არ არის იდეალური კაცი, მაგრამ გაუგებარია რად უჭირავს თავი ასე მედიდურად, ისე, თითქოს ღრმად მოაზროვნე კაცი იყოს." ლაო-ძის ერთ-ერთი მიმდევარი გენ-სან ჩუ იუწყება, რომ მას კარგად ესმოდა ლაო-ძის მოძღვრება "დაო-ს" შესახებ და ცხოვრობდა ჩრდილოეთში, მიუვალ მთებში, რომ მას უყვარდა ბუნება და მასთან სტუმრობდნენ ცოდნის დაუფლების წყურვილით გულანთებული ადამიანები, მაგრამ ის ახლოს არ იკარებდა ყალბი სიკეთის მქადაგებელთ, ასეთებს ის კონფუციანელებს უწოდებდა. ჯუან-ძის წიგნიდან "ლაო-ძი" ჩანს, რომ ლაო-ძის ჰყოლია მოწაფეები. ერთ-ერთ მათგანს იან ძი-ძიუ იუს ასე მოძღვრავს: " ბრძენი იშვიათად ამჯღავნებს თავის ნიჭიერებას და მხოლოდ თავისი არსების სრულქმნისათვის იღწვის". იგი ურჩევდა მოწაფეებს არ ემოგზაურათ სახელმწიფოებში და არ გაევრცელებინათ მისი მოძღვრება, როგორც ქვემოთ დავინახავთ ეს თვალსაზრისი ეწინააღმდეგება კონფუცისეულ თვალსაზრისს. კონფუცი თავის მოწაფის ძი-ლიუს რჩევით სწვევია პირველად ლაო-ძის, მან უხალისოდ მიიღო იგი. ამ შეხვედრას ვარაუდობენ ძველი წელთაღრიცხვით 517 წელს. მაქს მიულერის ცნობით მაშინ კონფუცი ოთხმოცდათხუთმეტი წლისა ყოფილა. ისტორიკოსი სიმა ციანი ასე აღგვიწერს მათ შეხვედრას: კონფუცი კუნ ძი ჯოუს, რომ ჩავიდა ლაო-ძის ეწვია და მას ადამიანურ ქცევათა წესებზე ჩამოუგდო საუბარი. ლაო-ძიმ მიუგო: კაცი, რომელზეც შენ ეხლა ლაპარაკობ, უკვე დიდი ხანია გაიხრწნა თავის ძვლებთან ერთად და მისგან მხოლოდ სიტყვებიღა შემოგვრჩა. კეთილშობილი რაინდი მშვიდობიანობისას ეტლზეა აღმჯდარი და სახელმწიფო საქმეებით არის დატვირთული, შფოთის დროს კი ფეხით დაიარება ქვეყნის ერთი კუთხიდან, მეორე კუთხეში. მე მსმენია, რომ ჭკვიანი ვაჭარი მალავს თავის სიმდიდრეს და ისე უჭირავს თავი თითქოს არაფერი ებადოს. ასევე მაღალი ზნეობის მქონე ბრძენი, მრავალ ღირსებას ფლობს, მაგრამ ცდილობს გარეგნობაში არ გაამჟღავნოს თავისი ზნეობა და სიბრძნე. უკუაგდე შენ შენი სიამაყე, შენი ვნებები და მედიდურება. ყოველივე ეს არ მოგიტანს შენ სარგებლობას... სამართლიანობა და კაცთმოყვარეობა მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, ისინი მხოლოდ მალავენ სისასტიკეს და ამწუხრებენ ადამიანთა გულებს, არასოდეს ყოფილა სამყარო ასეთი არეული როგორც ახლაა...... ცა და მიწა ბუნებრივად ინარჩუნებენ უცვლელობას, მზე და მთვარე ბუნებრივად ანათებენ, ვარსკვლავებს თავიანთი ბუნებრივი განლაგება აქვთ, გარეული ფრინველები და მხეცები ბუნებრივად არსებობენ, ხეები ბუნებრივად იზრდებიან. მტრედი თეთრია არა იმიტომ, რომ ყოველ დღე ბანაობს, ყვავი შავია არა იმიტომ, რომ იღებება, თევზი წყალში ცოცხლობს, ხმელეთზე კი იღუპება, მას არ შეუძლია მიატოვოს მდინარე ან ტბა. კარგი იქნებოდა შენც დაგეცვა ბუნებითობა, დამორჩილებოდი დაოს და დეს. აუცილებელი არ არის ისეთი გულითადობით ვავრცელებდეთ მოძღვრებას მოყვასობასა და სამართლიანობაზე. შენი მოქმედება კაცს დაფდაფებს, რომ სცემს და თავად იუბედურებს თავს. მოძღვარო! ამით მხოლოდ აწუხებ ადამიანებს!!! ამ შეხვედრის შემდეგ სამი დღე დუმდა თურმე კონფუცი, მოწაფეთა შეკითხვაზე რით დაუპირისპირდა ლაო-ძის უპასუხია: არათუ დავუპირისპირდი პირის გაღებაც ვერ შევძელი, მას ძალუძს ღრუბლებში სრბოლა და ინისა და იანის ციური სხივებით სუნთქვა, მისი შეჩერება შეუძლებელია. დაოს ვერ ჩაკეტავ, ვინც შეიცნო დაო არღვევს ბუნებითობის კანონს. ხრისანფი წერდა: "ყველა საღმრთო და ავტორიტეტული წიგნი ჩინეთისა უპირატესად ზნეობრივ-პრაქტიკული შინაარსისაა, მაგრამ მათში დამოწმებული არც ერთი ზნეობრივი წესი არ მაღლდება, ჩვეულებრივი ბუნებრივი მოთხოვნილებების ეგრეთწოდებულ ყოფით სიბრძნეზე მაღლა". სწორედ ასეთი სიბრძნის მფლობელად წარსდგა კონფუცი ლაო-ძის წინაშე, ხოლო მისი სახით მთელი ჩინეთი. კონფუციმ მოწიწებით მოუსმინა ლაო-ძის, დრაკონსაც კი შეადარა, მაგრამ ვერაფერი შეისმინა მისგან. ასეთი იყო ლაო-ძის აღქმა მთელს ჩინეთში მას უსმენდნენ და ვერ იგებდნენ, მან ზურგი შეაქცია ჩინეთს და ახალი რელიგიის მოსახილველად საკუთარ უსასრულობაში გადაიხვეწა. მხოლოდ მოგვიანებით აღიარეს მისი მოძღვრება. აკი თვითონაც ამბობს: "ო, რა გვიანია სიტყვა, ბრძნული და დაუნჯებული".
×
×
  • შექმენი...