Jump to content
Planeta.Ge

Morfius

პლანეტელი
  • პოსტები

    910
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    8

ყველა პოსტი Morfius

  1. დამამძიმებელ გარემოებებში
  2. მაგ ლოგიკით ვირი ნეანდერტალელ ადამიანზე ჭკვიანი და ინტელექტუალი გამოდის. ნეანდერტალელი გადაშენდა უტვინობის გამო, ვირი გადარჩა იმიტომ რომ გენიოსია
  3. ბჟუტური ეძახე შენ და კი წერია წევით პოსტში ვისი ოქმებიცაა. დამოუკიდებელი ლიბერალიზმი მისაღებია, მაგრამ ლიბერალები მასონების ხელში უკვე თუთბერიძეა და გავაგრძელებ თუ გსურს.
  4. აბა შენ ეგა თქვი, პატრული მიტინგებს ნატრულობს, ხელფასზე პრემია დაგვერიცხებაო ვითომ ვიხუმრე, მაგრამ ნაღდად ეგრეა. პაგონებიანათაც.
  5. მეც არა ვთქვი ამას წინათ აფთიაქში ქოლგა რატომ ედოთ გასაყიდათ თქო
  6. აპოკრიფულ წიგნებთან თამაშს არ გირჩევ, თუ კარგად არ ხარ განსწავლული ღვთის სიტყვაში.
  7. 245-ე პოსტში დადო ლაშა კაკაურიძემ, ნახე და შეაფასე, ესეთი არაფერი მინახავს რა, ჯერ იყო და აზრი გაჰყვიროდა თეთრზე შავიაო, ეხლა კიდევ ეს უარჰყოფს ჯიუტად ფაქტებს. მე კიდევ ვაპირებდი ყავაზე დამეპატიჟებინა
  8. მართალი ხარ, შენ რას გულისხმობ მე ვერ ვიგებ, რასიზავ ყველას ხომ არ აქვს მმკ-სთვის მიმადლებული სასწაულმოქმედების უნარი. ჩვენ უბრალო მოკვდავები ვართ. ბიბლია ჯერ უნდა წაიკითხო, რომ შემდეგ დაინახო ვინ როგორ იყენებს. მაგ ვიდეოში მოყვანილ ცემა ტყეპის ფაქტს რომ არაფერს ეძახი, ისე როგორც ზოგადად მმკ-ს ძალადობას ხალხზე ეგ ვიცი, შეხსენება აღარ მჭირდება. ცილს დავწამებ არა ტოროლა, კაცი იძახის მოვარდნენ მმკ-ელები და ტუჩი გამიხეთქესო და შენ ალბათ რაიმე სხვა ვიდეო რგოლს უყურე. ანგელოზივით დავეცემი, თუ ოლიმპოს მთაზე დამიდგავენ ძეგლს, ეგ შენ არ იცი ასე, რომ მომავალს ნუ წინასწარმეტყველებ. გულწრფელად ის ისურვე უფალმა მმკ-ს შეუნდოს რასაც აკეთებს თორემ მე თქვენგან განსხვავებით რელიგიური ნიშნით ხალხს არ ვარჩევ და არ ვუბრახუნებ. მე კი რასაც ვაკეთებ თქვენი ექსტრემისტული სექტისგან განსხვავებით ძალიან კარგად ვიცი. ასე რომ ეგ დამოძღვრები რელიგიაში ნაკლებად გათვიცნობიერებულ ადამიანს შეგიძლია უკითხო, საკვირველი ზღაპრის სახით ტკბილად რომ ჩაეძინოს.
  9. ეს იმ ქართველ ვაჟკაცს გაუმარჯოს, ქართველი ხალხის დასარბევად გაზის ხელყუმბარებს, რეზინის ხელჯოხს და პლასტმასის ტყვიებს რომ გადაამოწმებს, პირჯვარს გადაიწერს და ცაში ვედრებას აღავლენს: წმინდაო გიორგი! შენ მომიმართე ხელი და გამარჯვებული და ძლევამოსილი დამაბრუნე ბრძოლის ველიდან ჩემს საყვარელ ცოლ-შვილთანო! ეს იმ განათლების მინისტრს გაუმარჯოს, სავსე ჭიქას მზის შუქზე რომ გახედავს და დაილოცება ასე მტერი დაგეცალოთო! მერე ბოლომდე რომ გამოსცლის ჭიქას და ნაჯაფი ხელისზურგით მოიწმენდს ტუჩებიდან სკოლების დირექტორთა სისხლის ნაჟურს. ეს იმ ეშხით სავსე პენტიანციარულ დედოფალს გაუმარჯოს, დაუღლელი და თვალცრემლიანი იების თაიგულით ხელში რომ კეცავს სოფლის სასაფლაოს ბილიკებს და მოთქვამს: აკაკის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე, დაკარგულიყო ეს იმ გრიგოლ დაფანჩულს გაუმარჯოს, ომში წაგებული სამშობლოს პასპორტს რომ ემთხვევა, ომში მოგებული სამშობლოს პასპორტზე თვალცრემლიანად გამოთხოვებული და ამასღა აღმოთქვამს ნეტა მას კაცსა, რომელი არღარა ცოცხალ არსო! ეს იმ დიდებულ ერისკაცს გაუმარჯოს, დიდი ხნის თავისმტვრევის შემდეგ რომ დაასკვნის, რომ მშობლიური ენაც ისევე მაგრად უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, როგორც უცხო ენას ვასწავლით აქამდე დაუნდობლად! ეს იმ კულტურის მინისტრს გაუმარჯოს, კულტურული ოჯახიდან რომ არის და კულტურა უფლებას არ მისცემს კაცს შეაგინოს ზრდილობიანად და ჯენტლმენურად რომ ისტუმრებს ყველას იმქვეყნად! ეს ქართველი ერის იმ უძღებ შვილს გაუმარჯოს, დუნიას რომ მიატოვებს და სამშობლოს რომ დაუბრუნდება საბოლოდ გასაძღომად და ყველაფრის გასასყიდად! ეს მის სინდისს და ნამუსს გაუმარჯოს, მზეთუნახავივით რომ არავის უნახავს! ეს იმ სათნო და ღვთისმოშიშ ქართველ ქალბატონს გაუმარჯოს, ასობით გაჭირვებულს რომ დაააპურებს ხმიადით და ჭიქა ღვინით ათასობით შეძლებულის გატყავების და გადაგდების ხარჯზე! ეს იმ ხელ-ოვანს გაუმარჯოს, ხელფასით მინისტრი რომაა და შუაღამისას მაინც რომ დოლსა და ბუკს სცემს, ჯავრიანი! ეს იმ ქვეყნის თავს გაუმარჯოს, თავის შეჭაღავებული თავი რომ ვერასდროს დაუვარცხნია და ქვეყნის ჯიბეს კი ისე კრეჭს და ვარცხნის, რომ ერთი ვალის გასასტუმრებლად ვადაზე ადრე მეორეს იღებს თადარიგიანი! ეს იმ ქვეყანას გაუმარჯოს, სადაც მინისტრები ჯერ მოიმინისტრებენ და მერე კი სწავლას შეუდგებიან აბა, სულ დებილები ხომ არ უნდა ვიყოთო! ეს იმ კაცს გაუმარჯოს, ომს რომ წააგებს და დარდისაგან და ბანგისაგან გათანგული ლატარეის თამაშს რომ მიჰყოფს ხელს, ოტებული! ეს იმ ქვეყანას გაუმარჯოს, სადაც ქურდებს იმიტომ ებრძვიან, რომ თავად არიან ქურდები და სადაც ბოზს მანამდე უძახიან ბოზს, სანამ გამინისტრდება. ეს იმ ქვეყანას გაუმარჯოს, სადაც ჰალსტუხის ჭამა და თვითმფრინავის ხმაზე გაქცევა მაგარ კაცს კიდევ უფრო ამაგრებს და სულაც უნაკლოდ აქცევს! ეს იმ ქვეყანას გაუმარჯოს, სადაც გაჭირვებული და შეურაცხყოფილი ქალი თავს დაიწვავს უიმედობისგან და იმის შეურაცხმყოფელი მინისტრი თაიგულს გაუგზავნის და კუბოს ფულს დადებს ხალხი კიდე იტყვის, რა კაი გულის კაცი ყოფილა, ე ოჯახაშენებულიო! ეს იმ ქვეყანას გაუმარჯოს, სადაც უბადრუკი და ცანცარა მეფე ჯერ კალმოსნებს თავის ხოტბას აწერინებს, მეცნიერებს ცრუ ციფრებს საოცარს მერე ამათ რომ ოქროებს მიუთვლის, ამშეთითხნილი დაკუმენტებით გამოვა საფიხვნოს სალაყბოდ ნახეთ, ე რა მაგრები ვყოფილვართ, ჯოვო! ეს იმ ქვეყანას გაუმარჯოს, სადაც მგოსანს ისეთ დიდ პატივს სცემენ, რომ სიცოცხლეში მიცემული წყლის გამოყვანის პირობას სიკვდილის მერე ტალახიანი წყლის წრუპვით და დედა-დედა, რა კაია!-ს ძახილით ისტუმრებენ. ეს იმ მთავრობას გაუმარჯოს, დენის ტარიფს კოლოსალურამდე რომ აიყვანს და მერე გულუხვად 20ლარიან ვაუჩერებს რომ დაურიგებს მოსახლეობას. და იმ მოსახლეობასაც გაუმარჯოს, რომელიც აღტაცებითა და გულაჩუყებით მადლობას სწირავს ზემდგომთა, რამეთუ გასცეს საჭურჭლეი მეფურად! ეს იმ ქართველ ლამაზქალს გაუმარჯოს, მაგიდაზე საცეკვაოდ რომ ავა და გავის ქნევაში მდგრადად განვითარებას რომ შეისწავლის, ნიჭიერი! ეს იმ წარბშეუხრელ ქვეყანას გაუმარჯოს, ომიდან დაბრუნებულ ხეიბრებს და საცოხვრებლიდან გამოყრილ ლტოლვილებს რომ დახმარებას შეუწყვეტს, რათა ხალხის რჩეულთ სრა-სასახლეების, საზღვარგარეთ წოწიალის, და ვარსკვლაქვეშეთ ზღვისრეთში რჩეული ჰანგების და ცეკვა-თამაშის სიამოვნება არ მოაკლოს, სათუთთ! ეს იმ ხალხს გაუმარჯოს, სულ რომ დებილი მთავრობა ჰყავს, სულ რომ ომს აგებს, სულ რომ ატყავებენ და სულ რომ სერიალები და ცეკვა-თამაში უნდა იხილოს, თურმე. ეს იმ კაცს გაუმარჯოს, 800 წლის წინ გაყრილ არაბებს რომ უკან დააბრუნებს, ეს ქალაქი თქვენი იყო და თქვენი უნდა იყოს, მე მაინც არ მოვწონვართ აქო! დაბოლოს, ეს იმ სასაფლაოს გაუმარჯოს, სულით კუზიანების უებარ წამლად რომ იქცევა ხოლმე.
  10. ნუ შენ თუ გინდა დააყენე საკუთარი თავი ძაღლზე დაბლა მაგრამ სხვას ამას ნუ მოუწოდებ რა, იმიტომ რომ თავმდაბლობის კრიტერიუმს ქრისტიანები მმკ-ს ფანატიკოს წევრებისაგან განსხვავებით ბიბლიით საზღვრავენ ბიბლიაში კი წერია რომ იესო თავის მოწაფეებს ეუბნება "თქვენ აღარ ხართ მონები ვინაიდან შვილად წოდების უფლება მიიღეთო" ასე რომ მონობაში ვინც რჩება ის სატანის მონობაში რჩება. კარგი თუ ასე გჯერა რომ ძაღლზე უარეს მდგომარეობაში თავის წარმოდგენით უფლის წინაშე მაღლდები მაშინ შეგიძლია დააყენო თავი ძაღლზე დაბლა და შენი რწმენისამებრ მოგეგება, ღმერთის მაგივრად საუბარს კი შეეშვი, მითუმეტეს მის მაგივრად გადაწყვეტილებების მიღებას, ღმერთი მმკ-ს საკუთრება არ არის თქვენს ნებაზე რომ აკეთებინებთ იმას რაც გაწყობთ. იმ ვიდეოში კი 17 წლის მოზარდების ცემა ტყეპა ხდება მმკ-ელებისგან და სადმე კი არ გაქცეულა ის ვიდეო აგერ დევს და ნებისმიერი დაინტერესებული ნახავს. ჰო კიდევ შენ რა იგულისხმე ეგ არ ვიცი მაგრამ რაც დაწერე იმის პასუხი მიიღე, ტელეპატიურად თუ ცვლით ხოლმე მმკ-ელები აზრებს ეგ არ ვიცოდი, აწი გავითვალისწინებ, მაგრამ ვინაიდან მაგ უნარს მე მოკლებული ვარ, ჩემთან საუბრისას რასაც გულისხმობ სწორედ ის წერე ხოლმე, თორემ ერთს წერ მეორეს გულისხმობ ეგრე ბანს ვერ მოგცემ. მმკ-ს სასარგებლოდ?
  11. მე ლოცვა არ მჭირდება მეთქი არსად დამიწერია, მე დავწერე რომ კონკრეტულად შენი ლოცვა არ მჭირდება ასე რომ წაკითხულიდან აზრის გამოტანა ისწავლე თორემ სასაცილო შენ უფრო გამოდიხარ, შენ ალბათ თავს ძაღლზე უარესად მიიჩნევ ასე რომ თავმდაბლობ არა? მე კი გეტყვი რომ ძაღლზეც კატაზეც და ზოგიერთ ვითომ თავმდაბალ ადამიანზეც უკეთესი ვარ ვინაიდან ქრისტიანი ვარ და უფლის ძედ ვიწოდები ასე რომ ღვთის შვილი ძაღლზე უარესად ვერ აღიქვავს თავს აი სატანის ძე კი ნამდვილად არის ძაღლზე უარესი იმიტომ რომ ძაღლი მოკვდება და გაქრება სატანის ძე კი სამუდამოდ დაიტანჯება საუკუნო სატანჯველით. მმკ როგორ სცემს ხალხს ფაქტები დაგიდეს წინ და ამაზე იძახდი ამაყად კარგი საქმე ჩაიდინესო ასე რომ ფაქტს ნუ უარჰყოფ, მანამდე ხომ ცდილობდი დაგემალა თავის საქებრად გადაღებული უნიჭო კლიპით მმკ-ს ნამდვილი სახე, ფაქტი რომ დაგიდეს უკვე პლასტინკა სხვანაირად გადაატრიალე და გამართლება დაიწყე მმკ-ს ვანდალიზმისა რაზედაც ძალიან მკაფიოდ დავანახვე ყველას რომ ძალადობას გამართლება არა აქვს, ბრბოს რაც შეეხება ეგ მმკ-ელებს შეგიძლია უწოდო და თან თამამად, ცილისწამება კი არა ვიდეოფირზე აღბეჭდილი ფაქტია, სწორედ ის ფაქტი რომელითაც ამაყობდი.
  12. შენ "აზრის" რამე ხომ არ ხარ? ჯერ იმან ამოიჩემა გინდა თუ არა ინდუისტი ხარო 2 თემა რომ დავწერე ინდუისტებზე ეხლა შენ აიტეხე სექტანტი ხარო, თავიდან ვერ გაერკვიე თან ორმოცდაათიანელი დაგეძახებინა თუ იაღოველი, არა და სექტანტი შენ ხარ იმიტომ რომ სექტა დაჯგუფებას ნიშნავს შენ კი დაჯგუფების წევრი ხარ ანუ სექტანტი.
  13. ამას მმკ-ს ევანგელიიდან თუ აციტირებ ეგ არ ვიცი მაგრამ ბიბლიაში არსად არ წერია საკუთარი ერის შვილების მცემელი მმკ უფლის თვალში ამაღლებულიაო, რა წარმოდგენა მაქვს? ქრისტეს სამარხიდან ღვთიური ცეცხლის გამოტანა რომ შემიძლია ეგ შენ რამე პრივილეგია გგონია? მარტო მე კი არა ყველა მამაკაცს შეუძლია ეგ. მმკ კი სწორედ რომ სექტაა და თან უბრალოდ სექტა კი არა ფანატიკოს ფარისეველთა საშიში სექტა, რომელიც რელიგიური შუღლის გაღვივების გარდა არაფერს არ აკეთებს, ჟარგონულ უზრდელობას შენ ვერც შეამჩნევ, ხალხის ცემა ტყეპა რომ ღვთისთვის საძულველი საქმეა მაგას ვერ ამჩნევ და ჟარგონულ უზრდელობას როგორღა შეამჩნევ? რომ წერ ისინი თავისი საქმეებით ამაღლდებიან უფლის წინაშეო რომელი საქმეებით? 17 წლის მოზარდების ცემით? მე სიმდაბლე და ჭეშმარიტება არ მაკლია, ეს შენ გაკლია იმის უნარი მტერი და მოყვარე ერთმანეთისგან გაარჩიო, ასე რომ მადლობა ლოცვისთვის არ ვსაჭიროებ არანაირად აქეთ ვილოცებ შენთვის სიბრძნე რომ მოგმადლოს ღმერთმა.
  14. შენ არ შეგიძლია ჩემი რელიგიური მრწამსის სახელწოდების დასახელება ამიტომ სტატუსი სექტანტის მოკერება მე უფრო შემიძლია შენთვის ვინაიდან შენი სექტის სახელიც ვიცი მმკ - ასე რომ შენ უფრო გამოდიხარ სექტანტი სექტაში 400 წლის ადამიანი თუ გყავთ ეგ არ ვიცი, მაგრამ სხვამ ყველამ გადმოცემით იცის ეგ შეთხზული ზღაპარი, ნეტა მართლა ვინმე შემიშვებდეს რომ 5 წუთში ცხადვყო 400 წლის განმავლობაში ძველქართული ეპითეტებით გაფორმებული აფერისტობა, არაფერი ეს შენ ხარ ღმერთისა და აწ უკვე კაცის წინაშეც იმიტომ რომ: 1. თავად უფალი თავისივე სახარებაში არაფერს გიწოდებს შენ კი თვითნებურად მაინც ხტუნაობ. 2. იმიტომ რომ თეოლოგიის ბაიბურში არ ხარ 3. იმიტომ რომ ფანატიკოსთა სექტის წევრი ხარ 4. იმიტომ რომ არ იცი და არც გაგებას ცდილობ 5. და ბოლოს იმიტომ რომ ჟარგონულად მეუზრდელები მაგრამ ეს ყველაფერი არ მიკვირს ვინაიდან ეს არის მმკ-ს დამახასიათებელი აუცილებელი ნიშან თვისებები ასანთით მოკიდებას არ ვაპირებ ბერძენი პატრიარქი თუ პერანგისამარა შედის მე სულ შიშველი შევალ და მაინც გამოვიტან იმ ცეცხლს. მმკ-რომ შეურაცხყოფის მიყენებით უფლის თვალში მაღლდებოდეს ეხლა სასუფეველში უნდა იყოთ იმდენს გაგინებენ საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილი. ქრისტეს მხედრებისა რა მოგახსენო მაგრამ აი სატანის ჯაგლაგები ნამდვილად არიან.
  15. ნუ ეხლა მამაო ოხროხინესავით თუ ჩაიციკლები ერთი და იგივეზე ეგ არ ვიცი მაგრამ წესით და რიგით ნებისმიერი მღვდელთმთავარი მიიღებდა ამ გამოწვევას და შემიშვებდნენ მომავალ აღდგომას პირველს სამარხში, მაგრამ ეს არ მოხდება და იცი რატომ? იმიტომ რომ მართლა გამოვიტან იმ ცეცხლს იქიდან და შემდეგ მართლმადიდებელ პატრიარქს იქ აღარავინ აღარ შეუშვებს, ყოველთვის გაიმართება ცემა ტყეპა, სხვა რელიგიურ მიმდინარეობებსა და მართლმადიდებლებს შორის, მათ ანალოგიური ერთხელ უკვე სწვნიეს და ისტორიის გამეორება აღარავის აღარ აწყობს ისედაც ძლივს დაავიწყდა ხალხს სიმართლე. რომელ ბნელ სექტას? დაასახელე აბა რომელ ბნელ სექტას მივხედო? მმკ-ს კი მოშვებული ვარ და არც ჩემთან მოვუშვებ მაგ მართლაც ბნელ სექტას.
  16. ჯერ ეს ერთი მე იმ ისტორიულ ფაქტს არ უარვჰყოფ რომელიც ყოველწლიურად ხდება ანუ ზეციური ცეცხლის გადმოსვლას, ეს შენ გინდოდა დაგემტკიცებინა გახეთქილი სვეტით ის ფაქტი რომ ვითომ მხოლოდ მართლმადიდებელ მღვდელთმთავარზე გადმოდის ის ცეცხლი, ეს კი ისტორიული ფაქტი კი არა ტყუილია, რომელსაც ვერანაირი გახეთქილი სვეტით და ტაძრის კედლებიდან ჩამოცვენილი ბათქაშით ვერ დაამტკიცებ, ხოლო ჩემი განცხადება რომ სამარხში შეშვების შემთხვევაში მეც გამოვიტან იმ ცეცხლს, წლების ზინ მომხდარ ზღაპარზე კი არ მეტყველებს არამედ იმაზე რაც მომავალში შეიძლება დამტკიცდეს ანუ იმაზე რომ ის ცეცხლი ყველა კაცზე გადმოვა და არა მხოლოდ მართლმადიდებელ პატრიარქზე.
  17. თემების კითხვა რომ გეზარება ამას ისედაც ვხვდები მმკ ხომ საკითხის გაურკვევლად პირდაპირ გადადის შეტევაზე, ასე რომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებ გაეცანი ჩემს მიერ გახსნილ თემებს და დაინახავ რომ არც ორმოცდაათიანელი ვარ და არც რასელისტი. ჩემი საქციელის მიზეზი კი მაქვს და ამიტომ არ ვაცხადებ ჩემს რელიგიურ მრწამსს ასე რომ არანაირად არ ვარ ვალდებული ამ კითხვაზე გიპასუხო, ჯერ მარტო იმიტომ რომ შენ ჩემს მიერ დასმული მრავალი კითხვა დატოვე უპასუხოდ და ვითომც არაფერი გაატარე, იმ იმედით რომ ვიღაცა ვერ წაიკითხავს და დავიწყებას მიეცემა.
  18. სახლის კედელი მაქვს გახეთქილი ეხლა გადავუღებ სურათს და დავდებ აქ ქვემოდან კი მივაწერ, ზეციურმა ცეცხლმა გახეთქა თქო დამიჯერებ?
  19. ვაფშე არა, ვობშემ თქო ადრე ხომ მოგწერე, მოკლედ, თეოლოგიიდან დაწყებული რუსულის გრამატიკით დამთავრებული გაგებაში არა ხარ არაფრის რა. უკვე მესამედ იძახი გრცხვენიაო და მეოთხედ გპასუხობ არ მრცხვენია ძვირფასო, უბრალოდ პრინციპის გამო არ გეტყვი. მმკ კი სინამდვილეში მასონების ანკესზე წამოგებული ჭიაყელაა, ახალი თემები გავხსენი გადახედე და მიხვდები რატომ.
  20. ქართულად აპოკრიფული წიგნები არსად შემხვედრია, ისევ მე და ჩემი კოლეგები თუ ვთარგმნით თორემ ამ ხელისუფლების ხელში ადამიანმა კუჭი როგორ ამოივსოს ამის გარდა არაფერზე ფიქრობს და აპოკრიფული წიგნები სულ ერთ ადგილზე არ ახატიათ. რუსულად კი თუ გინდა მოგცემ ლინკებს და შეგიძლია გაეცნო.
  21. აპოკრიფულად სხვადასხვა მიზეზის გამო ცნობენ ხოლმე წიგნს, მაგალითად იუდას სახარება აპოკრიფულია იმიტომ რომ თავად ეს ხელნაწერი მესამე საუკუნით თარიღდება მაშინ როდესაც იუდამ პირველი საუკუნის 33 წელს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, შესაძლებელია ეს სახარება, ასლი იყოს ორიგინალისა, მაგრამ აქ მეორე ასპექტიც არის, იუდას სახარებით ხელმძღვანელობას მიაწერენ პირველი საუკუნის მწვალებლებს გნოსტიკოსებს და ვარაუდობენ რომ თავად ამ სექტის ერთ ერთმა წევრმა დაწერა ეს წიგნი, ასე რომ ფანატიკოს გნოსტიკოსის აბდაუბდა ვერ იქნება სარწმუნო წყარო ხომ?
  22. (33) შესავალი იესოს მიერ იუდა ისკარიოტელისათვის ვნების კვირამდე სამი დღით ადრე გამხელილი საიდუმლო. იესოს საქვეყნო საქმეები ქვეყნად მოვლენილი იესო სჩადიოდა სასწაულებსა და საოცარ საქმეებს, რათა გადაერჩინა კაცობრიობა. რადგანაც ზოგი [გაჰყვა] ჭეშმარიტ გზას, ზოგი კი ძველებურად სცოდავდა, მოწოდებულ იქნა თორმეტი მოწაფე. ის ესაუბრებოდა მათ ამ ქვეყნის საიდუმლოებებსა და იმაზე, თუ რა იქნებოდა ბოლოს. ხშირად ის ეცხადებოდა მოწაფეებს არა თავისი სახით, არამედ გაერეოდა მათში შეუმჩნევლად. სცენა 1. იესოს საუბარი მოწაფეებთან: ღვთის სადიდებელი თუ ევქარისტია. ერთხელ ის მოვიდა იუდეაში თავის მოწაფეებთან, და ნახა რომ ისინი შეგროვილიყვნენ ერთად და ღმერთს ადიდებდნენ. როცა ის [მიუახლოვდა] თავის მოწაფეებს, (34) რომლებიც მადლს აღუვლენდნენ ღმერთს - პურის მომცემელს - [მას] გაეცინა. მოწაფეებმა ჰკითხეს [მას]: "მასწავლებელო, რად დასცინი [ჩვენს] სამადლობელ ლოცვას? ჩვენ ხომ ისე ვიქცევით, როგორც საჭიროა". მან უპასუხა: "მე თქვენ არ დაგცინით. <თქვენ> ასე იმიტომ კი არ იქცევით, რომ ასეთია თქვენი ნება, არამედ იმიტომ, რომ ასე [იქნება] განდიდებული თქვენი ღმერთი". მათ უთხრეს: " მასწავლებელო, შენ ხომ [...] ჩვენი ღმერთის შვილი ხარ". იესომ უთხრა მათ: "რა იცით ვინა ვარ? [მე] ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ - არცერთმა კაცთაგანმა თქვენს შორის არ იცის ეს". მოწაფეთა განრისხება როცა მოწაფეებს ესმათ ეს, აღშფოთდნენ და განრისხდნენ და გულში გმობა დაუწყეს მას. იესომ კი, შენიშნა რა მათი [უგუნურება, უთხრა] მათ: "რატომ გადაიზარდა თქვენი აღტყინება განრისხებაში? თქვენმა ღმერთმა, რომელიც თქვენშია და [...] (35) ჩასახა რისხვა [შიგ] თქვენს სულებში. [მოვიდეს] ნებისმიერი თქვენგანი, რომელიც [საკმარისად ძლიერია] კაცთა შორის, გამოიჩინოს ადამიანის სრულყოფილება და დადგეს ჩემს პირისპირ". მათ უთხრეს ერთხმად: "ჩვენ ვართ ძლიერები". მაგრამ ვერ შესძლო მათმა სულებმა წარმსდგარიყვნენ [მის] პირისპირ, გარდა იუდა ისკარიოტელისა. იუდა წარუდგა მას, მაგრამ ვერ გაუსწორა თვალი მანაც, და მიაბრუნა სახე გვერდზე. იუდამ [უთხრა] მას: "მე ვიცი ვინ ხარ შენ და საიდან მოხვედი. შენ ბარბელოს უკვდავი სამეფოდანა ხარ. და მე არა ვარ ღირსი წარმოვსთქვა მისი სახელი, ვინც შენ გამოგგზავნა". იესოს საუბარი იუდასთან განმარტოებით იესო ხედავდა, რომ იუდას თავი სხვებზე აღმატებულად მიაჩნდა, და უთხრა: "მოსცილდი დანარჩენთ და მე შენ მოგიყვები სამეფოს საიდუმლოებებს. შენ შეიძლება მოხვდე იქ, მაგრამ ეს შენ დიდ მწუხარებას მოგიტანს. (36) რადგან ვიღაცა დაიკავებს შენს ადგილს, რათა თორმეტნი [მოწაფენი] კვლავ სრულად იყონ თავიანთ ღმერთთან". იუდამ უთხრა: "როდის მეტყვი ამას, და [როდის] იქნება მოდგმის გაბრწყინების დიდი დღე?" მაგრამ როცა მან ეს სთქვა, იესომ დასტოვა იგი. სცენა 2: იესო მოწაფეებთან ბრუნდება ამ ამბის შემდეგ დილას იესო კვლავ მოწაფეებთან [დაბრუნდა]. მათ ჰკითხეს: " მასწავლებელო, სად იყავი და რას აკეთებდი, რაც ჩვენგან წასული იყავი?" იესომ უპასუხა: "მე ვიყავი სხვა დიდ და წმინდა მოდგმასთან". მოწაფეებმა ჰკითხეს: "უფალო, რა მოდგმაა ეს, ჩვენზე დიდი რომ არის და ჩვენზე წმინდა, ამ ქვეყნისა არ არის?" იესომ ეს რომ მოისმინა, გაიცინა და სთქვა: "რა გესაქმებათ თქვენ ამ მძლავრ და წმინდა მოდგმასთან? (37) ჭეშმარიტად გეუბნებით [მე] თქვენ, რომ ვერავინ ამ დროში დაბადებული ვერ იხილავს მას [მოდგმას], ვერავინ ვარსკვლავთა ანგელოზების ჯარიდან ვერ იმბრძანებლებს მათზე, ვერცერთი მოკვდავი ვერ მიეახლება მას, რადგან ეს მოდგმა არ მოდის [...] რომლებიც მოდიან [...]. მოდგმა მათი, ვინც [თქვენს] შორისაა, კაცთა მოდგმაა [...] ძალა, რომელიც [...] სხვა ძალები{ს} [...] რომელთაც თქვენ განაგებთ" . ამის გაგონებაზე [მისი] მოწაფეები აღშფოთდნენ. მათ სიტყვა ვერ დაძრეს. შემდეგ დღეს იესო ისევ მივიდა [მათთან]. მათ უთხრეს [მას]: " მასწავლებელო, ჩვენ გნახეთ შენ [ხილვაში], ჩვენ საოცარი რამ [გვესიზმრა...] ღამე [...]". [მან სთქვა]: "[თქვენ] რატომ [... როცა] <თქვენ> ეწევით თვითგვემას?" (38) მოწაფეების ხილვა სასახლისა და ამის განსჯა მათ [სთქვეს: "ჩვენ ვიხილეთ] დიდებული [სასახლე დიდი] სამსხვერპლოთი [, და] თორმეტი კაცი - ჩვენი აზრით ღვთისმსახურები - და სახელი; და სამსხვერპლოსთან ხალხის ბრბო იცდიდა, [სანამ] ღვთისმსახურები [... და ჩაატარეს] ღვთისმსახურება. ჩვენ [კი] ბოლომდე დავრჩით. [იესომ ჰკითხა:] "როგორ გამოიყურებოდნენ ღვთისმსახურები?" მათ [უპასუხეს: "ზოგი...] ორი კვირა; [ზოგი] მსხვერპლად სწირავდა [თავის] შვილებს, სხვები - ცოლებს, ლოცავდნენ [ან] გმობდნენ ერთმანეთს; ზოგი მამათმავლობდა; სხვები ვინმეს [ჰკლავდნენ], სჩადიოდნენ მრავალ ცოდვასა და დანაშაულს. და სამსხვერპლოს [წინ] მდგარნი ახსენებდნენ შენს [სახელს], (39) და მათი მანკიერების ყოველი საქციელით მსხვერპლშეწირვა სულ უფრო სრული ხდებოდა [...]". სთქვეს ეს და გაჩუმდნენ, შეწუხებულნი. იესო უხსნის სასახლის ხილვას იესომ უთხრა მათ: "რად დამწუხრებულხართ? ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ, ის ღვთისმსახურები, რომლებიც იმ სამსხვერპლოსთან იდგნენ, ჩემს სახელს ახსენებდნენ. და კიდევ გეტყვით - ჩემი სახელი სწერია ამ [...ზე] ვარსკვლავთა მოდგმისა ადამიანთა მოდგმის მიერ. [და მათ] დარგეს ჩემს სახელზე ხე უნაყოფო, მათდა სამარცხვინოდ". იესომ უთხრა მათ: "ის, ვინც მონაწილეობდა მსხვერპლშეწირვაში - თქვენ იყავით. ის იყო ღმერთი, რომელსაც თქვენ მსახურებთ, და თქვენა ხართ ის თორმეტი, ვინც თქვენ იხილეთ. პირუტყვი, რომელსაც მსხვერპლად სწირავდნენ - ეს ის ხალხია, ვინც თქვენ შეიყვანეთ შეცდომაში (40) იმ სამსხვერპლოს წინ. [...] დადგება და ამგვარად გამოიყენებს ჩემს სახელს, და ღვთისმორჩილთა თაობანი უერთგულებენ მას. შემდეგ დადგება სხვა, [გარყვნილთაგანი,] შემდგომ [იქნება] ვინმე ბავშვთამკვლელთაგანი, შემდეგ მამათმავალი, და ასკეტი, და სხვა უწმინდურები, ავაზაკები და ცოდვილები, და ისინი იტყვიან: ჩვენ ანგელოზთა სწორნი ვართ. ისინი არიან მნათობნი, რომლებიც მიიღებენ ყველაფერს. რამეთუ კაცთა მოდგმისაგან თქმულა: - აი, ღმერთმა მიიღო თქვენი მსხვერპლი ღვთისმსახურის ხელიდან - შეცდომის მსახურისაგან. მაგრამ არის ღმერთი - სამყაროს უფალი - რომელიც ბრძანებს: ბოლო ჟამს ისინი შერცხვენილნი იქნებიან". (41) იესომ უთხრა: "შეწყვიტეთ [მსხვერპლშეწირვა], სამსხვერპლოზე თქვენი შეწირული [...] თქვენს ვარსკვლავებსა და ანგელოზებზე მაღლა დგანან, და უკვე მიღწეული აქვთ თავიანთი დასასრული. ვითომ [დაგიჭერიათ] ისინი, და ეხლა გაუშვით [- - - დაზიანებულია 15-მდე სტრიქონი - - -] მოდგმა [...]. ვერცერთი მეპურე ვერ დააპურებს ყველა სულდგმულს (42) [ცის]ქვეშეთში. და [...] მათ [...] და [...] ჩვენ და [...]. იესომ უთხრა: "შეწყვიტეთ ჩემთან ბრძოლა. ყველას თქვენ-თქვენი ვარსკვლავი გაქვთ და ყველა [თქვენგანი... - - - დაზიანებულია 15-მდე სტრიქონი - - -] (43) სადაც [...] ვინც მოვიდა [... გაზაფხული] ხეებისათვის [...] ამჟამად [...] დროში [...] მაგრამ ის მოვიდა რათა დაარწყულოს ედემის ბაღი, და [მოდგმა], რომელიც იქნება ბოლოს, რადგან [ის] არ წაბილწავს [გზას] ამ მოდგმისას, არამედ [..] იქნება უკუნითი უკუნისამდე". იუდა ეკითხება იესოს იმ მოდგმისა და კაცთა მოდგმის შესახებ იუდამ ჰკითხა [მას: "რაბი], რა ნაყოფს მოგვცემს ის მოდგმა?" იესომ უპასუხა: "სული ყოვლის კაცთა მოდგმისაგანისა მოკვდება. ხოლო ისინი, როცა განასრულებენ დროს ქვეყანაზე, და სული მათი გაეყრება ხორცს, მათი ხორცი მოკვდება, სულები კი იცოცხლებენ და ამაღლდებიან ზეცად". იუდამ ჰკითხა: "და სხვა კაცთა მოდგმისანი რაღას იზამენ?" იესომ უპასუხა: "შუძლებელია (44) დათესო [ქვაზე] და მოიმკა მოსავალი. [ასევე...] [წაბილწული] მოდგმა [...] და გახრწნილი სოფია [...] ხელი, რომელმაც შექმნა მოკვდავნი, რათა მათი სულები ამაღლდნენ სამუდამო სამეფოში. [ჭეშმარიტად] გეტყვით თქვენ, [...] ანგელოზი [...] ძალა, რომელიც იხილავს [...] მათ, ვინც [...] წმინდა მოდგმის [...]". სთქვა ეს იესომ და წავიდა. სცენა 3: იუდას ხილვა და იესოს ახსნა იუდამ უთხარა: "მასწავლებელო, როგორც მოუსმინე სხვებს, მომისმინე მეც. მე მქონდა საოცარი ხილვა". იესომ მოუსმინა და გაიცინა: "შენ რაღას წვალობ, მეცამეტე სულო? მაგრამ მოყევი, აგიტან შენც!" იუდამ უთხარა: "მე ვიხილე ჩემი თავი, და თორმეტი მოწაფე ქვებით მქოლავდნენ და (45) [სასტიკად] მდევნიდნენ. და მე დავბრუნდი იქ, სადაც [...] მეგულებოდი. მე ვიხილე [სახლი...], იმხელა, რომ ჩემი თვალები ვერ გასწვდა, დიდი ხალხით გარშემორტყმული, მწვანე ტოტებით [იყო] გადახურული, და სახლში იყო [ბევრი ხალხი...- - - დაზიანებულია 2 სტრიქონი - - -], უთხრა: "მასწავლებელო, მიმიღე მეც იმ ხალხში". [იესომ] უპასუხა: "იუდა, შენი ვარსკვლავი გაცდუნებს შენ!" მან განაგრძო: "არცერთ მოკვდავს არ ძალუძს შესვლა იმ სახლში, რომელიც შენ იხილე, იმიტომ, რომ ის სახლი წმინდანებისათვისაა. იქ ვერ განაგებს ვერც მზე და ვერც მთვარე, ვერც დღე, წმინდანები კი მუდამ იქნებიან იქ, უკუნითი უკუნისამდე წმინდა ანგელოზებთან ერთად. აჰა, აგიხსენი მე შენ სამეუფეოს საიდუმლონი (46) და გაგრძნობინე ვარსკვლავთა ცდუნების შესახებ; და [...] გაგზავნა [...] თორმეტ ჟამზე". იუდა ეკითხება თავისი შიშის შესახებ იუდამ ჰკითხა: "მასწავლებელო, რამდენად დასაშვებია, რომ ჩემს თესლს განაგებდნენ მეუფენი?" იესომ უპასუხა: "მოდი, მე [- - - დაზიანებულია 2 სტრიქონი - - -], მაგრამ შენ ძალიან დამწუხრდები, როცა იხილავ სამეფოს და ყველა მის მოდგმას". როცა მოისმინა ეს, იუდამ უთხრა: "რით იქნება ჩემთვის კარგი ეს? შენ ხომ განმაცალკევე მე ამ მოდგმისაგან!" იესომ უპასუხა: "შენ იქნები მეცამეტე, და წყეულ იქნები სხვა მოდგმათაგან, და იქნები მათი მბრძანებელი. ბოლო დღეებში ისინი დასწყევლიან შენს აღზევებას (47) წმინდა [მოდგმამდე]". იესო უხსნის იუდას კოსმოლოგიას: სული და თვითქმნილი იესომ უთხრა: "[მოდი], მე მოგიყვები შენ იმ [საიდუმლოებების] შესახებ, რომელიც არ იცის [არცერთმა] კაცმა. ისმინე: არის ჟამი დიდი და უსასრულო, რომლის სიდიდე ანგელოზთა არცერთ მოდგმას არ უხილავს, [რომელშიც] არის დიდი უხილავი [სული], რომელიც არ უხილავთ ანგელოზთა თვალებს, რომელსაც არ მისწვდომია გულის წადილი, და რომელსაც არ ჰქვია სახელი. "და გაჩნდა იქ შუქმფენი ღრუბელი. მან სთქვა: "მოვიდეს ანგელოზი და წარმომიდგეს მე!" დიდი ანგელოზი - სხივოსანი, ღვთიური, თვითქმნილი - გამოვიდა ღრუბლიდან. მას მოჰყვა ოთხი ანგელოზი სხვა ღრუბლიდან და თაყვანი სცეს თვითქმნილ ანგელოზს. თვითქმნილმა სთქვა: (48) "იქმნას [...], და იქმნა [...]. და [შექმნა] მან პირველი მნათობი მის მბრძანებლად. მან სთქვა: "იქმნან ანგელოზნი და ემსახურონ [მას]", და იქმნენ უამრავნი ურიცხვნი. მან სთქვა: "[იქმნას] შუქმფენი ეონი", და იქმნა იგი. შექმნა მან მეორე მნათობი მის მბრძანებლად ურიცხვ ანგელოზთან ერთად, და მის სამსახურად. ასე შექმნა მან დანარჩენი შუქმფენი ეონები. დაუწესა მათ მბრძანებლობა მათზე, და შეუქმნა მათ დამხმარედ უამრავი ანგელოზი. ადამასი და მნათობები " ადამასი იყო იმ პირველ შუქმფენ ღრუბელში, რომელიც არასოდეს უხილავთ იმ ანგელოზებს, რომელთაც ღმერთებს ეძახიან. ის (49) [...] რომ [...] სახედ [...] და ხატად [ამ] ანელოზისა. მან შექმნა უხრწნელი [მოდგმა] სეთისა, რომელიც [...] თორმეტი [...] ოცდაოთხი [...]. მან შვა უხრწნელი მოდგმის სამოცდათორმეტი მნათობი, სულის ნებით. ამ 72 მნათობმა კი შვეს 360 მნათობი უხრწნელი მოდგმისა, სულის ნებით, რათა ყოფილიყო ხუთი თითოეულ მათგანზე. "თორმეტი მნათობის თორმეტი ეონი შეადგენს მამას მათსას, და ექვსი ზეცაა ყოველ ეონში, ანუ სულ 72 ზეცა 72 მნათობისათვის, და ყოველ (50) [მათგანში ხუთი] სამყაროა, [სულ] 360 [სამყარო...]. მათ მიეცათ ძალაუფლება და [დიდი] ჯარი ანგელოზთა [ურიცხვთა], დიდებისა და თაყვანისცემისათვის, [ხოლო შემდეგში კი] უმანკო სულები ყველა ეონთა და ზეცათა და მათს სამყაროთა დიდებისა და თაყვანისცემისათვის. ზესკნელი (კოსმოსი, ქვეყანა), ქაოსი და ქვესკნელი "ამ უკვდავთა ერთობლიობა წოდებულია ქვეყანად, ანუ ჯოჯოხეთად, მამისა და 72 მნათობის მიერ, რომლებიც არიან თვითქმნილთან და მის 72 ეონთან. აქ იქმნა პირველი ადმიანი თავისი უხრწნელი თვისებებით, ხოლო ეონი, რომელიც იქმნა მის მოდგმასთან ერთად, ეონი, რომელშიც არის ღრუბელი შემეცნებისა და ანგელოზი, არის სახელად (51) ელ. [...] ეონ [...] მას შემდეგ [...] სთქვა: 'იქმნას 12 ანგელოზი [რათა] განაგოს ქაოსი და [ქვესკნელი]'. და აჰა, ღრუბლისგან იშვა [ანგელოზი], რომლის სახე ცეცხლით იყო განათებული დ სისხლით შებილწული. სახელი მისი იყო ნებროთი, რაც ნიშნავს 'მოჯანყეს'. ზოგი მას იალდაბაოთს ეძახდა. მეორე ანგელოზი - საკლასი - გამოვიდა იმავე ღრუბლიდან. მაშინ ნებროთმა შექმნა ექვსი ანგელოზი დამხმარედ, ისევე როგორც საკლასმა, და გახდა 12 ანგელოზი ზეცაში, რომელიც დაინაწილეს მათ. მეუფენი და ანგელოზები "თორმეტმა მეუფემ უთხრა თორმეტ ანგელოზს: 'ყოველი თქვენგანი (52) [...] და მათ [...] მოდგმა [- - - დაზიანებულია 1 ხაზი - - -] ანგელოზები': პირველი არის [ს]ეთი, რომელიც არის სახელად ქრისტე. [მეორე] არის არმათოთი, რომელიც არის [...]. [მესამე] არის გალილა. [მეოთხე] არის იობელი. [მეხუთე] არის ადონაიოსი. ეს ხუთი მეუფებს ქვეყანაზე, უპირველეს ყოვლისა ქაოსზე. ადამიანის შექმნა "შემდეგ საკლასმა უთხრა თავის ანგელოზებს: 'შევქმნათ ადამიანი სახედ და ხატად ჩვენად'. შექმნეს მათ ადამი და ცოლი მისი ევა, რომელსაც ღრუბელში ერქვა ზოე. რამეთუ ყველა მოდგმა ამ სახელით ეძებს კაცს, და ყოველი მათგანი ამ სახელს არქმევს ქალს. ამჯერად საკლასს არ (53) უბრძა[ნებია ...] გარდა [...] მოდგ[მას...] ეს [...]. და უთხრა მეუფემ ადამს: 'შენ იცოცხლებ დიდხანს, შენს შვილებთან ერთად.' " იუდას კითხვები ადამისა და ადამიანთა ბედის შესახებ იუდამ ჰკითხა იესოს: "რას ნიშნავს დიდხანს სიცოცხლე?" იესომ უპასუხა: "რატომ გიკვირს რომ ადამმა, მის მოდგმასთან ერთად, იცხოვრა თავისი წილი ცხოვრება იქ, სადაც მიიღო თავისი სამეფო, და იმდენი, რამდენიც მისმა მეუფემ?" იუდამ ჰკითხა იესოს: "ადამიანის სული კვდება?" იესომ უპასუხა: "იმიტომ უბრძანა ღმერთმა მიქაელს ადამიანთა სულები ეთხოვებინა მათთვის, რათა მათ შესძლებოდათ ღმერთის მსახურება, ხოლო გაბრიელს უბრძანა ეჩუქებინა სულები დიდი მოდგმისათვის, რომელსაც არა ჰყავს მბრძანებელი მათზე - ანუ spirit და soul. ამდენად, [დანარჩენი] სულები (54) [- - - დაზიანებულია ერთი ხაზი - - -]. იესოს მსჯელობა იუდასა და სხვების უზნეობაზე "[...] სხივი [- - - 2 ხაზი თითქმის არ იკითხება - - -] გარშემო [...] დაე [...] სული [რომელიც] შენშია, იყოს [ამ] ხორცში ანგელოზთა მოდგმას შორის. მაგრამ ღმერთმა ინება [მისცემოდა] ცოდნა ადამსა და მას, ვინც მასთან იყო, რათა ქაოსისა და ქვესკნელის მეუფეებს ვერ ემბრძანებლათ მასზე. იუდამ ჰკითხა იესოს: "და რა უნდა ჰქნან ამ მოდგმათ?" იესომ უპასუხა: "ჭეშმარიტად გეტყვი შენ, რომ მათ ნაცვლად ვარსკვლავები განასრულებენ. და როცა საკლასი განასრულებს დროს, მისთვის განკუთვნილს, მათ პირველ ვარსკვლავს იხილავს მოდგმა, და ისინი განასრულებენ იმას, რაც თქმული იყო მათთვის. მაშინ ისინი იმრუშებენ ჩემი სახელით და და დახოცავენ საკუთარ შვილებს (55) და ისინი [...] და [- - - დაახლოებით ექვსნახევარი სტრიქონი დაზიანებულია - - -] ჩემი სახელი, და იქნება [...] შენი ვარსკვლავი [მეცა]მეტე ეონზე". სთქვა ეს იესომ და [გაიცინა]. [იუდამ ჰკითხა:] "მასწავლებელო, [რატომ დაგვცინი]?" [იესომ] უპასუხა: "მე [თქვენზე კი არ] ვიცინი, არამედ იმაზე, თუ როგორ ცდებიან ვარსკვლავები, რამეთუ ეს ექვსი ვარსკვლავი ცდებიან თავიანთ ხუთ მეომართან ერთად, და ყველანი განადგურდებიან ყველა მათს ქმნილებებთან ერთად". იესო მოუთხრობს ნათელცხებულებზე და იუდას ღალატზე იუდამ უთხრა იესოს: "მაშინ რას იზამენ შენი სახელით ნათელცხებულები?" იესომ უპასუხა: "ჭეშმარიტად გეტყვი [შენ], ეს ნათლობა (56) [...] ჩემი სახელით [- - - გამოტოვებულია 9 სტრიქონამდე - - -] მე. ჭეშმარიტად გეუბნები [მე] შენ, იუდა, [ის, ვინც] მსხვერპლს სწირავს საკლასს [...] ღმერთი [- - - გამოტოვებულია 3 სტრიქონი - - -] ყოველივე, რაც ბოროტებაა. "მაგრამ შენ აღემატები მათ ყველას, რადგან მსხვერპლად მიიტან კაცს, რომელშიც ვარ მე". უკვე დაჰკრა შენმა ნაღარამ, აღივსო შენი რისხვა, ჩაესვენა შენი ვარსკვლავი, და შენი გული [...] (57) "ჭეშმარიტად [...] შენი ბოლო [...] იქნება [- - - გამოტოვებულია 2,5 სტრიქონამდე - - -], გლოვა [- - - გამოტოვებულია 2 სტრიქონამდე - - -] მეუფე, რადგან ის განადგურებულ იქნება. და აღზევდება მაშინ ხატი ადამის დიდი მოდგმისა, რამდენადაც ზეცის, მიწისა და ანგელოზთა წინაა დაყენებული ეს მოდგმა ეონთა მიერ. აჰა, მე ყველაფერი გითხარი. ასწიე თვალები და იხილე ღრუბელი და სინათლე მასში და ვარსკვლავები მის ირგვლივ. მათი გზამკვლევი ვარსკვლავი - შენი ვარსკვლავია". იუდამ აიხედა და დაინახა შუქმფენი ღრუბელი, და შევიდა მასში. მიწაზე მდგომებმა გაიგონეს ღრუბლიდან ხმა, რომელიც ამბობდა: დიდი მოდგმა [...] ხატი [- - - გამოტოვებულია 5 სტრიქონამდე დასასრული: იუდას ღალატი მათი მღვდელმთავრები აღშფოთდნენ, როცა {ის} შევიდა სასტუმრო ოთახში სალოცავად. მაგრამ რამდენიმე მწიგნობარი ფხიზლად აევნებდა თვალს, რათა ლოცვისას შეეპყროთ იგი, რადგან ეშინოდათ ხალხისა, რომლისთვისაც ის წინასწარმეტყველი იყო. ისინი მივიდნენ იუდასთან და ჰკითხეს: "შენ რას აკეთებ აქ, იესოს მოწფევ?" იუდამ უპასუხა, როგორც მათ უნდოდათ. მიიღო ფული და გადასცა ის მათ.
  23. არა ღმერთს გაცილებით მეტი სახელებით მოიხსენიებდნენ, ამათგან ყველაზე ცნობილია: ელოჰიმ ელოჰიჰ ელ შადაი ადონაი ეჰიეჰ იაჰვე ცაბაოთ თუმცა ამ სახელების გარდა სხვა უამრავი სახელია დაცული გრიმუარებში. რაც შეეხება იუდას სახარებას ლინკს არ ხსნის, მაგრამ არც მჭირდება წაკითხული მაქვს ისედაც და არა მარტო იუდასი, ქრისტეს თორმეტივე მოციქულმა დაწერა ევანგელია, ანუ სახარება, მათ შორის მარიამ მაგდალინელმაც, მაგრამ ამ სახარებათაგან მხოლოდ 4 სახარება: მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს მიერ დაწერილი წიგნები სცნო ეკლესიამ კანონიკურად ანუ სარწმუნოდ, ხოლო სხვა დანარჩენი აპოკრიფულად ანუ საეჭვო წარმომავლობის, რა უნდა ვთქვა დავით კონკრეტულად რა საკითხი გაინტერესებს იუდას ევანგელიიდან? მთლიანი ევანგელიე არ აღმოუჩენიათ მაგრამ ეპიზოდიდან რაც იპოვეს თუ გინდა ექსკლუზიურად შენთვის გავხსნი თემას "იუდას სახარება" და გაეცანი
  24. ებრაელებიც არიან და ებრაელებიც ყველა მასონ კაბალისტი კი არ არის, არსებობენ ორთოდოქსი ებრაელებიც, ისე ებრაელების ცნობილი ღმერთი მხოლოდ იაჰვე არ იყო ისინი ბაალსაც ღმერთად აღიქვავდნენ, თალმუდში ხომ ზემოთ დავწერე, როგორ შეეცადნენ სულელური ზღაპრებით ჭეშმარიტი ღმერთის დაკნინებას ათასგვარი თვისება მიაწერეს უსაფუძვლოდ, მოკლედ ასეა თუ ისე, როგორც პოლიტიკურად ყველა გზა რომში მიდის, რელიგიური გზების დასასრული იერუსალიმია. ასე რომ ადამიანი რომ არ დაიბნეს თავდაპირველად ახალ აღთქმას უნდა გაეცნოს და თითოეულ წინადადებს ყურადღებით დააკვირდეს და გაიაზროს, ეს უკვე ღმერთის ძიებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.
×
×
  • შექმენი...