Jump to content
Planeta.Ge

Morfius

პლანეტელი
  • პოსტები

    910
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    8

ყველა პოსტი Morfius

  1. მხილება ცოდვად არ ითვლება და უნდა ამხილო თან საქვეყნოდ და საჯაროდ უნდა ამხილო.
  2. ღმერთი ყველას მიხედავს, მაგრამ თავად მისახედი რომ ქადაგებას დაგიწყებს ფსალმუნი მაინც უნდა წააკითხო: ფსალმუნი 50 მუხლი 16 ბოროტს კი უთხრა ღმერთმა: რას ქადაგებ კანონებს და პირთან მიგაქვს ჩემი პირობა? კიდევ გიმეორებ ის ვინც შენთვის მღვდელია ჩემთვის ეშმაკის ძეა, ხოლო ის ვინც ღვთისათვის მღვდელია, ჩემთვისაც მღვდელია, ზემოთ დაგიწერე როგორი ადამიანია ღვთისათვის მღვდელი და გადაათვალიერე.
  3. მაშინ იუდაზე რაღატო ამბობთ გამყიდველიაო? რატომ არ მიიღებთ ისეთს როგორიც არის? მან თუ 30 ვერცხლად გაყიდა უფალი მის გვერდში მყოფი მოციქული მაინც იყო, ესენი კი 30 ვერცხლსაც აღარ სჯერდებიან, სულიწმინდის მადლს, რომელზეც მითითება აქვთ რომ უსასყიდლოდ გასცენ უსასყიდლოდ მიღებული დოლარებზე ყიდიან.
  4. მღვდელი უნდა იყოს უცოდველი, ამას ღვთისმსახურება ავალდებულებს და უშუალოდ ღმერთი ავალდებულებს როდესაც ამბობს ვერავინ შეძლებს ორ ბატონს ემსახუროს, სიტყვით თუ თქვი მღვდელმსახური ვარ და საქმით სატანას ემსახურე ვინ ბატონობს ამ შემთხვევაში? სატანა. ნათლობისას და მღვლადკურთხევის დროს უფლის სულიწმინდა წმენდს და წარხოცავს მის ცოდვებს, მაგრამ ცოდვათაგან განწმენდილს ზოგს ბიბლიური იგავისამებრ ემართება: ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება და ნაბანი ღორი ტალახში საგორაოდ მიდის"
  5. ცოდვილ სასულიერო პირებში, ცოდვილ სასულიერო პირებს ვგულისხმობ განურჩევლად სასულიერო რანგისა.
  6. მე ზემოთ დავწერე რომ მღვდელი და ღმერთი აქ არავის სძულს, მაგრამ როგორც ირკვევა მე და შენ მღვდელს სხვადასხვა რამეს ვეძახით, ჩემთვის მღვდელი უნდა იყოს ასეთი: 1 ეპისტოლეში მათი მოქმედების და ქცევის თავისებურებებია გაწერილი 1 თიმოთეს მიმართ ეპისტოლე თავი 3 მუხლები 1-10 1 სარწმუნოა სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე ნდომებია. 2. ხოლო ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ზომიერი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი. 3. არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, უშარო, და არა ვერცხლის მოყვარული. 4. თავისი სახლის კარგი მმართველი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით. 5. ვინაიდან თუ ვინმემ საკუთარი სახლის მმართველობა არ იცის, როგორღა იზრუნებს ღვთის ეკლესიაზე? 6. არც იყოს ახლადმოქცეული, რათა არ გაკადნიერდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ მოხვდეს. 7. ასევე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეებისაგან, რათა საყვედურსა და ეშმაკის მახეში არ მოხვდეს. 8. დიაკვნებიც პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, არა ძალიან დაწაფებული ღვინოზე, არა ანგარებიანნი. 9. რათა წმინდა სინდისში ინახავდნენ, რწმენის საიდუმლოებას. მე მღვდელს ვეძახი იმ პიროვნებას ვინც ზემოთდაწერილ ღვთის მიერ სავალდებულოდ დადებულ წესებს აკმაყოფილებს, რაც შეეხება ცოდვილებს იქნება ის სასულიერო პირი თუ უცხოპლანეტელი ვეძახი სატანის ძეებს, ეხლა შენ გინდა რომ სატანის ძეები მღვდლებად წარმოაჩინო მხოლოდ იმიტომ რომ მღვდლის მანტია აცვიათ, როგორც შენ ვერ გახდები მოსამართლე, წითელი მანტიის ჩაცმით ისე ვერ გახდება ცოდვილი ანაფორის ჩაცმით მღვდელი. ასე რომ მე და შენ მღვდელს სხვადასხვა თვისებების მქონე პიროვნებას ვეძახით და ღმერთი რასაც ეძახის მღვდელს კი წერია ზემოთ.
  7. ბიძიკო რა ქენი მერე გადაუწყვიტე უმწეო ქალს პრობლემა? თუ ჯერ ვერა?
  8. ჰო და კიდევ გავიმეორებ მძულს ცოდვილი სასულიერე პირები, ვინაიდან ის ვინც ღვთისგანაა არ ძალუძს ბოროტის ქმნა.
  9. ღმერთთან შუამავალი იესო ქრისტეა, როგორც მღვდელთმთავარი მელქისედეკის წესით, მიწიერი მღვდლები კი ვინც არიან ღმერთთან შუამდგომლობის საკითხში, ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში წერია და გაერკვიე.
  10. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ხსნის და პატიების იმედით შევცოდით ხომ? ვიტყვი მაშინ ჩემთვის ღმერთი მომიტევებს ის გულმოწყალეა და შევცოდავ ყოველ წამს, რა გამოდის ის რომ მოსიყვარულეა ჩვენ ცოდვის უფლება გვეძლევა? მისი მიმტევებლობით ბოროტად უნდა ვისარგებლოთ? ნუ მიწყენ უბრალოდ იმას გწერ რასაც უფალი ამბობს მოციქულის პირით 1 ტიმოთეს მიმართ ეპისტოლე თავი 2 მუხლები 12-15 12. ხოლო დედაკაცს არ ვაძლევ სწავლების ნებას, არც ქმარზედ ბატონობას არამედ იყოს წყნარად. ანუ ხომ ხვდები ამას თავად უფალი ამბობს შემდეგ აგრძელებს 13. ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა. 14. და ადამი კი არ შემცდარა, არამედ დედაკაცი შეცდა და დანაშაული ჩაიდინა. 15. მაგრამ გადარჩება შვილების შობით, თუ იდგება რწმენაში, სიყვარულში და სიწმინდეში კდემამოსილებით. შენ კი რა ქენი? მამაკაცს ეუბნები თავი ვინ გგონიაო და ამავდროულად ეკლესიის შვილობაზე დებ თავს, ჰო და თუ ეკლესიური ხარ, ისე უნდა მოიქცე როგორც უფალი გეუბნება და საქმით და სიტყვით საპირისპირო არ უნდა დაამტკიცო, ეხლა რაც შეეხება მღვდლებსა და სასულიერო პირებს ტიმოთეს მიმართ 1 ეპისტოლეში მათი მოქმედების და ქცევის თავისებურებებია გაწერილი 1 თიმოთეს მიმართ ეპისტოლე თავი 3 მუხლები 1-10 1 სარწმუნოა სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე ნდომებია. 2. ხოლო ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ზომიერი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი. 3. არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, უშარო, და არა ვერცხლის მოყვარული. 4. თავისი სახლის კარგი მმართველი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით. 5. ვინაიდან თუ ვინმემ საკუთარი სახლის მმართველობა არ იცის, როგორღა იზრუნებს ღვთის ეკლესიაზე? 6. არც იყოს ახლადმოქცეული, რათა არ გაკადნიერდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ მოხვდეს. 7. ასევე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეებისაგან, რათა საყვედურსა და ეშმაკის მახეში არ მოხვდეს. 8. დიაკვნებიც პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, არა ძალიან დაწაფებული ღვინოზე, არა ანგარებიანნი. 9. რათა წმინდა სინდისში ინახავდნენ, რწმენის საიდუმლოებას. 10. ესენიც წინასწარ უნდა გამოიცადონ და შემდეგ თუ უბიწოები არიან იმსახურონ. აი ასეთი უნდა იყოს სასულიერო პირი და არა ლოთი და ვერცხლისმოყვარე, ანგარებიანი და მოჩხუბარ მაგინებელი და პირველ რიგში ის მსახური უნდა იყოს და არა ბატონი ვინაიდან ნათქვამია, "ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს ის იყოს თქვენი მსახური", ხოლო სინამდვილეში ხდება შემდეგი სასულიერო პირთა უმრავლესობა არის 1. ღვინისმოყვარული 2. განუსწავლელი 3. მრუშობისმოყვარე 4. მოჩხუბარი 6. და რაც მთავარია ვერცხლისმოყვარე ანგარებიანი. ეხლა შეადარე როგორები უნდა იყვნენ უფლის თქმით და როგორები არიან სინამდვილეში, ასე რომ ამ ცოდვების "ნუ განიკითხავ" დევიზით დამალვა უფროა ეშმაკის წისქვილზე წყლის დასხმა ვიდრე მათგან ღვთის ეკლესიის გაწმენდაზე ფიქრი და მსჯელობა, ვინაიდან მათ გამო ბრკოლდება ბევრი და როგორც დაწერილია დახშეს სასუფევლის კარი და არც თავად შედიან შემსვლელთაც აბრკოლებენ.
  11. ანალოგიურად, მაგრამ რთული გასარკვევია ვინ სდევნის ნამდვილად და ვინ შარლატანობს.
  12. ჰო ასე გეუბნები იმიტომ, რომ ცოდვილი სასულიერო პირი მღვდელი აღარ არის ის უკვე სატანის ძეა, მე უცოდველი არ ვარ, ისევე როგორც შენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ ხვდები მე კი არ განვიკითხავ, ვამხელ როგორც ეს იესომ თქვა: თუ ხედავ რომ შენი ძმა სცოდავს ამხილე, თუ არ შეიგონა მეორედ ამხილე მოწმეთა თანდასწრებით და თუ კვლავაც არ შეიგონა იყოს ის შენთვის როგორც წარმართი და მებაჟე, ასე რომ ცოდვილისა და ეშმაკის ძის თავზე ხელის დაფარება იმ დევიზით ნუ განიკითხავო არამართებულია რადგან მთქმელმა ნუ განიკითხავ ისიც თქვა ამხილეო, რაც შეეხება მამაკაცების თავზე გადახტომის საკითხს, ამ ქვეტექსტში იგულისხმება შემდეგი: ქალს ღმერთი უკრძალავს მამაკაცთან კამათს, რაც შეეხება უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენების ეშმაკისთვის მიწერებას ეს არამართებულია, რადგან იესოს არა ერთხელ ჩაუყენებია სასულიერო პირები უხერხულ მდგომარეობაში, ჩვენ ეშმაკს იცი რითი ვეხმარებით? თუ ძალიან გაინტერესებს სწორედ დუმილით ვეხმარებით როდესაც გარყვნილს ვხედავთ მღვდლის მანტიით და ხელს ვაფარებთ დევიზით "ნუ განიკითხავ" ბიბლიაში გარკვევით წერია, როგორი უნდა იყოს მღვდელი და როგორი დიაკვანი და ასე შემდეგ და თუ ასეთი არ იქნება ის უკვე მღვდელი და დიაკვანი კი არა მამონასა და იქედნეს ძეა, როგორც მათ თავად უფალი უწოდებს, ასე რომ ამ ვითომ ადვოკატობითა და თავზე ხელის დაფარებით უფრო ვეხმარებით ეშმაკს ვიდრე მხილებით, ვინაიდან დაწერილია ხე რომელიც დადებით ნაყოფს არ გამოიღებს უნდა მოიჭრას.
  13. ბუდას ქანდაკება არის ზოგადად კერპი ქრისტიანებისტვის და კერპის აღმართვის წინააღმდეგი რა თქმა უნდა იქნება ქრისტიანად ვინც თვლის თავს, მაგრამ რწმენის გარდა კანონიც არსებობს, ჰო და კერძო საკუთრებაში ვინ რას დადგავს კედლების შიგნით ვფიქრობ არავის საქმე არ არის, როდესაც სხვა რელიგიის ტაძარი შენდება საქართველოში იქნება ის მეჩეთი თუ სინაგოგა, ამას აუცილებლად ათანხმებენ ხოლმე საპატრიარქოსთან და მათი ნებართვით ხდება ტაძრების მშენებლობა, ბარი კი ტაძარი არ არის და შესაბამისად კერძო საკუთრებაა, თუ ეს ქანდაკება ქალაქის ინფრასტრუქტურას ხელს არ შეუშლის და ქალაქის იერ სახეს არ დაამახინჯებს დახურული სივრცის შიგნით კერძო საკუთრებაში მისი დადგმა კანონით ნებადართულია, მითუმეტეს ქანდაკება ბუდისტურ ტაძარში კი არა კერძო ბარში უნდა დაედგათ, თუმცა ამაზე დავას აზრი აღარ აქვს, აღარ შენდება ის ბუდა ბარი, იმიტომ რომ ბარის აშენების ინიციატორმა გაითვალისწინა მასების წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება და გადაიფიქრა საერთოდ მშენებლობა, ეხლა პრომეთეს ძეგლი როა წამოჭიმული თამარ მეფის გამზირზე იმაზე შეიძლება წივილის ატეხვა.
  14. და შენ ვინღა გგონია თავი, კაცებზე წინ რომ ხტუნაობ ეკლესიურად ეს რომ იკრძალება პირველად გესმის? მღვდელი და ღმერთი არავის სძულს, აქ ხალხს და ზოგადად მეც მძულს ცოდვილი სასულიერო პირები, რომლებიც სამწუხაროდ მრავლად არიან მართლმადიდებლურ ეკლესიაში და ეს განკითხვა კი არა სამწუხარო ფაქტია, მაგრამ როგორც არის დაწერილი " თვით უფლის სახლში დაიდგავს ტახტს და თავს ღმერთად გამოაცხადებსო სატანაზე" ნაწინასწარმეტყველები ხდება.
  15. ღმერთთან შუამავალი იესოა, რაც შეეხება მის საჭიროებას აქ სადაო არაფერია, ცოდვილი ბუნების ადამიანს, უცოდველი ჭირდება უცოდველთან საკონტაქტოდ, აქ რომ კაცი სცოდავს სასუფეველში სული შუამდგომლობს ღვთის ტახტის წინ და უფალს ავედრებს, რომ მოგვიტეოს ცოდვები აი ამიტომაა საჭირო.
  16. უკაცრავად და თქვენ ყოფილი ცოლების კლუბიდან ხომ არ ბრძანდებით? ჩემის ჭკუითა და დაკვირვებულობითაო მე უბრალოდ ვიხუმრე, რაც შეეხება თავად პრობლემას ასეთი პრობლემები ფორუმზე არ უნდა განიხილებოდეს, იმიტომ რომ ადამიანს 1 გადაწყვეტილება ჭირდება აზრი კი ათასია, ათასის ნათქვამი, ასე რომ არ გინდა ბიძიკო ეგეთი ვითომ საკუთარ ინტელექტის ამწევი კითხვები.
  17. ღვთის სიტყვებს ადამიანის განმარტებები და ინტერპრეტაციები არ ჭირდება, რაც შეეხება წმინდა მამის საკითხს არა მგონია ვინმე უფლის საყვარელ მოციქულ იოანეზე წმინდა იყოს.
  18. ასეთი ცნება არ არსებობს, სად მეტალი და სად ქრისტიანობა, მეტალი პირდაპირ განიხილება სატანის მუსიკალურ მიმდინარეობად ქრისტიანობაში, იმიტომ რომ ამ ყველაფრით ქვეცნობიერად ეშმაკს ადიდებენ, ისე ზოგიერთი პირდაპირაც.
  19. მე კონკრეტული შემთხვევის კონკრეტული გამოსავალი დავწერე ქალს ქმარი არ ან ვერ აკმაყოფილებდა ქალს უნდოდა სექსი ჰო და თან სხვა კაცთანაც არ უნდოდა სახელი გამიტყდებაო ჰო და მაგიტომ დავწერე რა ვიბრატორი უნდა იყიდოს თქო, აბა სხვა გზა მაგ პრობლემის მოგვარებისა მე არ ვიცი და რა ვქნა? ან სხვას უნდა მისცეს ან საკუთარი თავი თვითონ უნდა დაიკმაყოფილოს, ან კიდევ ქმარს ვიაგრა და მაგის ჯანი, რავიცი, რავიცი არ ვიცი.
  20. ხორცით საფლავებში, სულით ღვთის სასუფეველში. ან არ მიიღებს, მერე თვითნებურად დაიწყებს ბოდიალს და ეშმააკი კი დაარწმუნებს რომ სულიწმინდა ამეტყველებს. მერე მოიმოქმედეს კიდეც, პირველი საუკუნის ქრისტიანებს შეეძლოთ სასწაულმოქმედება.
  21. მე შეიძლება კი არა არ მინახავს და საქმე იმაშია რომ არა მარტო მე არავის არ უნახავს ორმოცდაათიანელების მიერ მკვდრეთით აღმდგარი კაცი, ბიბლიაში წერია რომ ქრისტეს მოწაფეები იგივე სასწაულებს მოიმოქმედებდნენ გეთანხმები, მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ რომ ქრისტე მკვდრებს აღადგენდა, აბა მიმითითე კონკრეტული პიროვნებები თანამედროვეებს ვგულისხმობ ვინ აღადგინა მკვდარი? არაფრის დამტკიცებას არ გთხოვ, სასწაულები ხდებოდა და ხდება მაგრამ ეს ყველაფერი ბოროტისაგან მოდის, მარტივი მიზეზის გამო ეშმაკს არ ძალუძს მკვდრის აღდგინება და როდესაც ადამიანი სასწაულმოქმედებას იბრალებს და ამბობს ეს ღვთისაგანაა, მკვდრის აღდგენაც უნდა შეძლოს თუ ეს ღვთისაგანაა და თუ არ შეუძლია ესე იგი ეშმაკისაგანაა, აი ასეთია მართებული დასკვნა.
  22. ჰო რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია, მასე ეშმაკებსაც სწამთ და კანკალებენ.
  23. ეგ ვითომ განკურნება წინასწარ ფსიქოლოგიურად დამუშავებულ ადამიანზე ჰიპნოზის ტექნიკის მფლობი შარლატანის ძალადობაა და სხვა არაფერი, თუ სულიწმინდით კურნავენ მოციქულთა და იესოს მსგავსად, მკვდრებს რაღად ვერ აღადგენენ? არ თქვა ეხლა სულიწმინდას მკვდრის აღდგინება არ შეუძლიაო, ხო და როდესაც სულიწმინდის მადლს ჩემულობს ადამიანი იმ საქმეთა კეთებაც უნდა შეეძლოს რაც თავად სულიწმინდას ძალუძს, ხომ დავწერე აფერისტული სპექტაკლები ბევრი მინახავს მათგან გაცოცხლებული მკვდარი კი არც ერთი.
  24. მონასმენი მაქვს, ქ თბილისში მეტროსადგურ ელ დეპოსთან მდებარე საქსოვი ფაბრიკის კლუბში, 31 ქარხნის ყოფილ კლუბში, გავაგრძელო? ყმუილს კი იმიტომ ვუწოდებ რომ ამ ბგერების გამოთქმასა და სულიწმინდას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს უფრო დემონს შეუძლია მსგავსი ტრანსების გამოწვევა, კიდევ იმიტომ ვუწოდებ ყმუილს, რომ განმმარტებელი არ ჰყავთ და ბოლოს იმიტომ რომ ერთი და იგივე ინვალიდის ეტლიდან ოთხმოცდაათჯერ წამოხტა ერთი და იგივე პიროვნება ვითომ განკურნებული სულიწმინდის ძალით, ინვალიდის როლი რომ მობეზრდა მერე შებყრობილის როლის თამაში დაიწყო, დღეს რომ მისგან ეშმაკებს განდევნიდნენ მომავალ კვირას უკვე ახალი ეშმაკი იბყრობდა თურმე და ახლა იმას სდევნიდნენ, ესეც დაახლოებით ოთხმოცდაათჯერ გაიმეორა და ამ სპექტაკლებით სოფლიდან ახალჩამოსულებს ართობენ და ატყუებენ აი ამიტომ.
×
×
  • შექმენი...