Jump to content
Planeta.Ge

Morfius

პლანეტელი
  • პოსტები

    910
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    8

ყველა პოსტი Morfius

  1. გილოცავთ დაბადების დღეს უფალმა მრავალს დაგასწროთ ჯანმრთელად და ბედნიერად გამყოფოთ.
  2. ნუ გამოიყვანეთ ეხლა სომხეთი რაღაც ურჩხული და დაუძლეველი ბაყბაყ დევი, საპოჟნიკების კლოაკაა და მეტი არაფერი, მოძველებული საბჭოთა შიეარაღებით, საქართველოს ბევრად უფრო მაღალი სამხედრო პოტენციალი აქვს და შიშის მიზეზი სომხებს უფრო აქვთ, ამიტომაც ეკვეხებიან რუსეთს და რუსულ სამხედრო ბაზას ამიტომაც გაუხანგრძლივეს იქ ყოფნის ვადა, სომხეთს რეალურად აქვს შიში საქართველოსი და აზერბაიჯანის, და სხვათაშორის თურქეთისაც და იზოლაციაში მოქცეულს რუსეთზე ჩამოკონწიალებაღა დარჩენია. 30 წლის შემდეგ თუ სომხეთი მზად იქნება საქართველოში რა ბუმბულს კი არ არჩევენ.
  3. იმის, რომ საქართველო არ არის ის თაგვი, რომელსაც სასომხეთი ადვილად მოინადირებს.
  4. მაშინ თაგვების მოსაძებნად საქართველოს საზღვრებს უნდა გასცდე
  5. ყველაზე კარგი პოლიტიკა, მეზობლებთან მშვიდობის შენარჩუნებაა, აი ეს არის ყველაზე კარგი პოლიტიკა. სხვა დანარჩენი თუნდაც აგრესიულად განწყობილ მეზობელთან ცუდი პოლიტიკაა, რომელსაც როგორც წესი მიმართავენ ხოლმე უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევებში და თუ სასომხეთიდან რეალურად დაემუქრება საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სომხეთთან ომი დამიჯერე არავის მოერიდება და არც შეეხათრება, მაგრამ რუსი დეზინფორმატორის უნიჭოდ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით ვერ აწარმოებს სახელმწიფო საგარეო პოლიტიკას.
  6. აბააა, ეგ როგორ ვერ მოიფიქრა ვერავინ
  7. საზრვარზე კატანკა მავთულის გაბმით
  8. მასეთ მტრებად შეიძლება აღვიქვათ თურქებიც, და აზერბაიჯანელებიც და ეხლა რა ვქნათ ოთხივე კუთხით ბრძოლები ვაწარმოვოთ?
  9. მტაცებელიც არის და მტაცებელიც, ჩემი კატა ჩიტებზე და თაგვებზე ნადირობს ის მტაცებელია მაგრამ ვეფხვის ბოკვერს ვერანაირად ვერ ვუწოდებ, ასე რომ როგორც ჩემს კატას არ ძალუძს ანტილოპას მონადირება, ისე სომხეთს საქართველოსთვის ტერიტორიის წართმევა თუმცა მტაცებელი არის. ასე რომ ყველა მეზობლის ფარული ინტერესია, მეორე მეზობლის ტერიტორიების მიტაცება, კი შეიძლება ასეთ მტაცებელზე სწორად გათვლილი პოლიტიკური ნაბიჯებით ზემოქმედება.
  10. საქმე იმაშია რომ, თუ რომაელები ჯერ კიდევ ჩვ წ აღ მდე პირველ ათასწლეულში მიხვდნენ, დაბყრობითი ომების საწარმოებლად, თუ რა ძალას წარმოადგენს დეზინფორმაცია, ქართველები ამ პრიმიტიულ ჭეშმარიტებას 21-ე საუკუნეშიც ვერ ხვდებიან, ეს დეზინფორმაცია კი რუსეთის მხრიდან გათვლილია იმაზედ, რომ საქართველოს სახელმწიფომ პრევენციის მიზნით სამხედრო მუსკულები აათამაშოს ჯავახეთში, რაც ჩემის აზრით უფრო იქნება ამ რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევი საბაბი ვიდრე სომეხთა ურდოების მოსალოდნელი თავდასხმები.
  11. სომხეთისაგან მტრის ხატის ძერწვა არ ივარგებს, სომხეთი მეზობელია და მტრად მოგეკიდება თუ მოყვარედ ეს თავად ქართველ მოსახლეობაზე არის დამოკიდებული და მათ მიმართ ნაწარმოები ქართული პოლიტიკის შედეგად იქნება განპირობებული, ერთი კი უცილობლად აღსანიშნავია ისინი მტაცებლები არიან ისევე როგორც სხვა დანარჩენი ჩვენი მეზობლები.
  12. დავით დილამშვიდობისა ეს დაჯგუფება რელიგიურ ექსტრემისტულია თორემ სამშობლოს პატრიოტები სამშობლოს დასაცავად არმიაში სამსახურებლად მიდიან მე ვიცი ოღონდ ფორუმზე დაწერა მეუხერხულება იქცა უკვე.
  13. ეგოისტთან ერთად აფერისტიცაა, ზოგიერთები ისე ემსახურებიან რომ ჰგონიათ ღმერთს ემსახურებიან და სინამდვილეში ვის ემსახურებიან ამას ვერ ხვდებიან. გასაგებია.
  14. კუებით გაჭირდება, ლაზიერი კი გაგვიპრასტიტუტკდა და პაიკების იმედით ჩემი მტერი იყოს, ელოდე ეხლა ვინ როდის გაჩოჩდება დამკაში
  15. საქართველოში მნიშვნელობა დაჯილდოვების დროს აქვს, ანუ ვირი და დაფნის გვირგვინი ურთიერთსაწინააღმდეგოდ დამუხტული ნაწილაკები არიან, ამიტომაც მოხდა ის რაც მოხდა ჩვენმა ვირმა დაფნის გვირგვინის მაგივრად სოროსის ტაკოში დურთა თავი.
  16. ხა ხაააა მაგარი ხარ სიკნადმო სად იპოვე?
  17. რიძისკა - ნიხაროში ჩელოვეკ მეც, ოღონდ სამხედრო ლიოჩიკი, მხოლოდ რუსებზე და მიშარასტებზე ვიწევ
  18. ეს სასწაული და ზოგადად სასწაულები არ ამტკიცებენ ჭეშმარიტ მრწამსს, ვინაიდან დაწერილია: ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ არ მიეცემათ მათ ღვთისგან ნიშანი გარდა იონას ნიშნისა. ხოლო ზოგადად სასწაულებზე აი რას ამბობს უფალი. იოანეს გამოცხადება თავი 13 მუხლები 11-13 11.და ვიხილე სხვა მხეცი მიწიდან ამომავალი, მას ჰქონდა კრავის მსგავსი ორი რქა და ლაპარაკობდა როგორც დრაკონი, 12 იგი მოქმედებს პირველი მხეცის მთელი ძლიერებით მის წინაშე და აიძულებს დედამიწას და მის მცხოვრებთ თაყვანი სცენ პირველ მხეცს, რომელსაც განეკურნა სასიკვდილო ჭრილობა. 13 და ახდენს დიდ სასწაულებს, ცეცხლიც კი ჩამოაქვს ციდან დედამიწაზე ადამიანთა წინაშე. 14. და აცდუნებს დედამიწის მცხოვრებთ სასწაულებით, რომლებიც მიეცა მას მხეცის წინაშე მოსახდენად, და ეუბნება დედამიწის მცხოვრებთ გააკეთონ მხეცის ხატება, რომელსაც აქვს ჭრილობა მახვილისაგან და რომელიც გაცოცხლდა. ამ წინასწარმეტყველური სიტყვებიდან, რომელიც უფალს ეკუთვნის ვიტყვი მხოლოდ ერთს 1. სიტყვა კრავი - იგივდება იესო ქრისტესთან 2. სიტყვა დრაკონი იგივდება სატანსათან 3. სიტყვა რქა იგივდება მიწიერ ძალაუფლებასთან ხოლო ამ ყველაფრით ეს " ვიხილე სხვა მხეცი მიწიდან ამომავალი, მას ჰქონდა კრავის მსგავსი ორი რქა და ლაპარაკობდა როგორც დრაკონი" ნიშნავს შემდეგს: მხეცს ექნება კრავის მსგავსი 2 რქა ანუ ქრისტესმიერი ძალაუფლება მიწაზე 2 განშტოებით საერო და სასულიერო, თუმცა ის იქნება კრავის მსგავსი ამავდროულად ილაპარაკებს როგორც დრაკონი ანუ როგორც სატანა. ეხლა ჯერ მიხვდი იმას ვინ არის შესახედაობით და მიწიერი ძალაუფლებით კრავის ანუ ქრისტეს მსგავსი, რომელიც ლაპარაკობს და მოქმედებს როგორც დრაკონი ანუ სატანა და მერე მის მიერ ჩადენილი სასწაულებიც ნათელი გახდება თუ ვისგან მოდის. მხოლოდ მართლმადიდებელ პატრიარქზე არ გადმოდის და განწმენდილი მეც, რომ შევიდე უფლის საფლავში მეც გამოვიტან მაგ ცეცხლს. ყველას გასაგებად ღიად ვწერ: მომავალ აღდგომას შემიშვან უფლის სამარხში და გამოვიტან ზეციურ ცეცხლს. ეს ძალუძს ყველა მამაკაცს, ისევე როგორც კურთხევის უფლება აქვს ყველა კაცს.
  19. ცხონებით ვინ ცხონდება ზემოთ დაგიწერე და პოსტები ყურადღებით იკითხე ხოლმე, არ გაწყენს. ეხლა კი რადგან გამეორება მაიძულე გიმეორებ: უფლის სიტყვა ცხონებაზე ასეთია, ცხონდება - "ის ვინც შეასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება სურვილს" და არა ის ვინც სიტყვიერად მეუბნება "უფალო, უფალო" აქედან გამომდინარე სულიწმინდის არ გმობა ერთ ერთი აუცილებელი პირობაა უფლის ნების შესასრულებლად და თავად ამ მომაკვდინებელი ცოდვისგან თავის შეკავება სწორედ რომ ზეციური მამის ნების აღსრულებაა, თუმცა მისი ნება მხოლოდ ამაში კი არა სხვა მრავალ მცნებაში გამოიხატება. რაც შეეხება სულიწმინდის გმობა არ გმობის საკითხს, მწვალებლები თუ მკრეხელური სიტყვით გმობენ სულიწმინდას მმკ-ელები მკრეხელური საქმით ანუ მუშტით და სჯულის მცოდნეთაგან საქმით დაგმობა უფრო დიდი გმობაა ვიდრე უმეცართაგან გაუთვიცნობიერლად ნათქვამი სიტყვა, იმიტომ რომ ჰელოუნის წარმართული დღესასწაულის მონაწილეთაგან ის გალახული პირები ხვალ შეიძლება მღვდლები გახდნენ უფლისა შესაბამისად მათი სხეული კი ტაძარი სულიწმინდისა, 1 საუკუნეში ისრაელიანებს იერუსალიმში და მის შემოგარენში ყველაზე მეტად სდევნიდა და ავიწროვებდა კაცი, რომელსაც მოქცევის შემდეგ პავლე მოციქული ეწოდა და შენ ან მთელი მმკ რა დარწმუნებულია იმაში რომ ჰელოუნის მონაწილეთაგან ერთ ერთი არ გახდეს უფლის საყვარელი მღვდელი? რა ნამუსით უნდა შეხედოთ მერე თვალებში? განა მოციქული სოსთენი კორინთოს სინაგოგის უფროსი არ იყო? რომ გაიძახი სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები სულიწმინდას გმობენო, თუ ასეა რაღად აღიარა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ სოსთენი მოციქულად? ის ხომ კორინთოს სინაგოგის წინამძღვარი და რაბინი იყო? ან და აბო რაღატომ აღიარეს წმინდანად ის ხომ მოქცევამდე მუსლიმანი იყო და შენივე თქმით შესაბამისად სულიწმინდის მგმობელიც? "მოწამე აბო ტფილელი დაიბადა არაბეთში 750 წლის ახლო ხანებში. აბოს მშობლები დახელოვნებულნი იყვნენ ნელსაცხებელთა დამზადებაში და აბოც ამ ხელობას დაეუფლა – “იყო ხელოვან კეთილად შემზავებელი სუნელთა მათ საცხებელთა და სწავლულ იყო მწიგნობრობათა სარკინოზთათა". ვინაიდან შენ დაწერე სიტყვები "სხვა სარწმუნოების ადამიანები მწვალებლები და იგივე სულიწმინდის მგმობელები არიანო" შენი ლოგიკით გამოდის რომ სულიწმინდის მგმობელები შერაცხა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანებად? ეხლა ალბათ მეტყვი ისინი ქრისტიანად მოქცევის შემდეგ აღიარეს წმინდანებადო, კეთილი და პატიოსანი, მაგრამ რა ვუყოთ შენს სიტყვებს როცა ამტკიცებ რომ სხვა სარწმუნოების წარმომადგენლები სულიწმინდას გმობენ, ისიც ხომ კარგად იცი რომ იესოს სიტყვის მიხედვით "სულიწმინდის გმობა არ მიეტევება ადამიანს არც ამ ქვეყნად არც მომავალში"? გამოდის რომ აბო-ს რომელიც მუსლიმანი იყო, მაშასადამე სულიწმინდის მგმობელი, ღვთის მიერ მიუტევებლად აღიარებული ცოდვა, მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიუტევა და ქრისტიანად მონათლა? ეხლა მაინც თუ ხვდები რომ ბოროტის მიერ შთაგონებული აზრებით თითქოს ადამიანები რელიგიური მრწამსის გამო უნდა მოვიძულოთ და სული წმინდის გმობა დავაბრალოთ, როდესაც ჭეშმარიტ ქრისტიანულ სწავლებას დაეჯახები იდეა დაგემსხვრევა, უბრალოდ განადგურდება ჭეშმარიტების წინაშე? მმკ-ელებს უმეცრობამ დაუბრმავა თვალები, ბოროტებამ კი გული და სწორედ ასეთ მომავალ ცოცხალ ტაძარებს ურტყავენ მუშტს. ისევე როგორც ფარისევლები ქრისტეს სხეულს, ვინაიდან დაწერილია: მბჟუტავ პატრუქს არ ჩავაქრობ და გატეხილ ლერწამს არ დავამტვრევ, თქვენ კი რას შვებით ადამიანების სულში მბჟუტავ პატრუქად წარმოდგენილ რწმენას აქრობთ მუშტი კრივით და ცოდვით გადატეხილ მათ გულებს წიხლს აზელთ კიდევ უფრო დასამტვრევად. უფალი ბრძანებს "ვინც დააზიანებს სულიწმინდის ტაძარს მე დავაზიანებ მას" იტყვიან როგორღაა სატანურ დღესასწაულზე შეკრებილი ხალხის სხეული სულიწმინდის ტაძარიო? ვუპასუხებ დღეს თუ არ არის ხვალ შეიძლება იყოს, ისევე როგორც აბოს სხეული მოქცევამდე უვარგის ჭურჭელს წარმოადგენდა ხოლო მოქცევის შენდეგ გახდა ტაძარი სულიწმინდისა. არავინ იცის რომელ ჭურჭელში ჩაღვრის უფალი თავის სათნოებას და რომელ ცოცხალ ტაძარში დაივანებს მისი სული, ასე რომ მმკ-ს მოქმედება იმ ჭურჭლის მტვრევას ჰგავს სადაც შესაძლოა მომავალში უფლის სულმა დაივანოს. ეკლესია შენობა ნაგებობები ნუ გგონია, ეკლესია არის სხეული ქრისტესი მისი ნაწილები კი მისი მრევლია, თავი ქრისტეა ჰო და როდესაც თავი წყვეტს ვინ დაიბრუნოს თავის წიაღში და ვინ განდევნოს იქიდან, აქ კაცის მცდელობა უკვე ღვთის ნების აღსრულება კი არა მის წინააღმდეგ სიარულია.
  20. ამ პოსტზე მხოლოდ ერთგვაროვან პასუხს გაგცემ, ჩემი სტუდენტებიდან "ოროსანსაც" უფრო მეტი თეოლოგიური ცოდნა გააჩნია ვიდრე შენ. ვინაიდან იოანე მოციქულის მართლმადიდებლად შერაცხვა მხოლოდ რელიგიურ საკითხებში გაუთვიცნობიერებელ ადამიანს შეუძლია, რომელსაც ბიბლიაც კი არა აქვს არა თუ გააზრებული არამედ უბრალოდ არა აქვს წაკითხული. მოციქულები კი მართლმადიდებლობას კი არა აი ამას ქადაგებდნენ "მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია სასუფეველი ცათა" გვერდით თემაში სატანის ბიბლია გამოვაქვეყნე, აბა "ლოგიკური" დასკვნების მოყვარული ყოფილხარ და იქნებ ამ მრავალრიცხვოვან ტიტულებს სატანისტიც მიამატო.
  21. იესოს სიტყვები ცუდად და არასწორედ ვისაც ესმის მე და შენს შორის ამას ხალხი განსჯის, რაც შეეხება იმას რომ ახლობელი თუ არასწორ გზას ადგას სწორედაც რომ ვცდილობ მის მოქცევას, მაგრამ კბილებში მუშტის ჩარტყმით კი არა, არამედ ქრისტესმიერი შეგონებითა და სწავლებით, მართალი ხარ მარტო სიტყვით არაფერი კეთდება მაგრამ ჯერ სიტყვა იყო შემდეგ საქმე, ასე რომ შეგონებით ნათქვამ სიტყვას უფრო დიდი ძალა აქვს ვიდრე სიტყვის გარეშე პირდაპირ კბილებში ნალეწ მუშტს. ხელს კი სანამ გაანძრევს ქრისტიანი ჯერ თავი უნდა გაანძრიოს, შემდეგ ენა და ბოლოს ხელი, ოღონდ ეს განძრეული ხელი უნდა იყოს მოყვასის საშველად გაწვდილი მტევანი და არა მოყვასის დასალურჯებლად შეკრული მუშტი.
  22. შემოლაწუნება გამოსაფხიზლებლად ეს შენი კი არა სატანის აზრია, რომელიც შენი აზრი გგონია, რაც შეეხება ტერმინს "მმკ-ს მამაოები" ეს რაღაც ახალია, ხოლო ჩხუბს რაც შეეხება მომხდარს ხალხს შორის, ამ ხალხიდან ერთი ნაწილი სწორედ მმკ-ს და იმ ე.წ მამაოების მიყვანილი იყო მეორე ნაწილის დასარბევად. იმათმა რომ დალეწეს აპარატურა, სიტყვა "იმათ"-ში მმკ-ს აქტივისტები იგულისხმებიან და ნაცვალსახელებით ნუ ცდილობ ამ ორგანიზაციის მიერ ჩადენილი ვანდალიზმის ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის გადაბრალებას. ე.წ მამაოები კი შუაში კი არა თავში არიან ვინაიდან მათ გაუწიეს ორგანიზება ამ დარბევას. ამბობ თავად არ გაურტყამთ არავისთვისო და ეს იცი რას ჰგავს? ჰიტლერის თავის მართლებას ღვთის სამსჯავროზე " მე ხომ არავინ მომიკლავს, გერმანელი ჯარისკაცები ხოცავდნენო"
  23. მე სატანიზმის პოპულარიზაციას კი არ ვეწევი, ეს წიგნები იმიტომ გამოვაქვეყნე, რომ ეს ინფორმაცია ბევრ სადაო საკითხს სცემს პასუხს.
×
×
  • შექმენი...