planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://b.pix.ge/e/v9af2.jpg Fifa-მ “ლივერპულის” რეზერვების მეკარეს უფლება მიანიჭა ითამაშოს კამერუნის ეროვნულ ნაკრებში. იტანჯე საფრანგეთში დაიბადა, მაგრამ მისი მშობლები წარმოშობით კამერუნელები არიან. 28 წლის გოლკიპერმა ითამაშა ფრანგთა U21 ნაკრებში, ის პირველ გუნდში არასდორს არ ყოფილა, რაც საშუალებას აძლევს აფრიკელების პირველი მეკარე გახდეს. კამერუნელთა მთავარი მწვრთნელი, ხავიერ კლემენტე მომხდარით ბედნიერია და ამბობს, რომ იტანჯე ნაკრებში N1-ით გამოვა მოედანზე. http://a.pix.ge/b/sevw8.jpg “ლივერპულში” კიდევ არსებობს ასეთი ფეხბურთელი. საუბარი მაქვს დავიდ ნ’გოგზე, რომელიც საფრანგეთის U21 ნაკრებში თამაშობს – მასაც შეუძლია კამერუნის ნაკრებში თამაში, მაგრამ ნ’გოგმა “მამლები” არჩია. გვერდი მომზადებულია Goal.Com-ის მიერ View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53954.jpgმედიამ სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული კადრები გაავრცელა, რომლებშიც აღბეჭდილი არიან მძღოლები, რომლებიც სადაზღვევო პრემიის მითვისების მიზნით საკუთარ ავტომობილებს ამტვრევენ. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53955.jpgთბილისში "ბუდა ბარის" გახსნის ხელშეკრულებას ხელი პარიზში მოეწერა. თბილისური ბუდა ბარი რიყეზე 1400 კვადრატულ მეტრს დაიკავებს. View the full article
-
http://a.pix.ge/z/s57w3.jpg ფაბიო აურელიომ 75 წუთი ითამაშა გუშინ რეზერვებში და მათი კაპიტანიც კი იყო – ის იმედოვნებს, რომ მისი დებიუტი წელს პრემიერ ლიგაში “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ შედგება. მოგახსენებთ, რომ აურელიომ ბოლოს ძირითად შემადგენლობაში, ევროპის ლიგაზე, 26 აგვისტოს “ტრაპზონის” წინააღმდეგ დაიწყო, ხოლო ბოლო მატჩი კი 21 ოქტომბერს “ნაპოლის” წინააღმდეგ ჩაატარა. “თავს კარგად ვგრძნობ და მზად ვარ როი ჰოჯსონს ვემსახურო. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცოტა პრობლემები მქონდა, მაგრამ გუშინდელმა მატჩმა დამარწმუნა, რომ ახლა სრულიად ჯანმრთელი ვარ. რაც უფრო მეტჯერ ვთამაშობ, უფრო თავდაჯერებული ვხდები.” – საუბრობს ფაბიო ოფიციალურ საიტთან. http://a.pix.ge/q/8uzps.jpg View the full article
-
ოთხი საათი გაგრძელდა 16 პოლიტიკური სუბიექტის შეხვედრა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის.ერთადერთი შედეგი,რომელიც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, გადაწყვეტილების მიღების შეთანხმების წესია. ამ თემაზე დახურულ შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ორ საათზე მეტხანს მსჯელოდდნენ. საბოლოო ჯამში გადაწყდა,რომ გადაწყვეტილება,რომელიც შეხვედრების მაგიდაზე კონსესუსით იქნება მიღებული,იქნება ის გადაწყვეტილება,რომელიც რეალურად შევა ძალაში. ხოლო ის საკითხები,რომელსაც ხმათა უმრავლესობით და არა სრული კონსესუსით მიიღებს შეკრებილი სუბიექტები, პარლამენტში მსჯელობის საგანი გახდება. "ჩვენთვის მისაღებია,რომ იყოს ისეთი პროცედურა,რომელიც არ დაბლოკავს გადაწყვეტილებას.კონსესუსთან დაკავშირებით ჩვენი მთავარი შენიშვნა ის არის,რომ კონსესუსი შეიძლება გამოდგეს, შეთანხმების დამბლოკავი მექანიზმი",-ამბობს კახა კუკავა, კონსერვატიული პარტიის წევრი. ამის შესახებ განცხადება,დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა გააკეთეს. შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე, პავლე კუბლაშვილი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და ნაციონალური მოძრაობის წევრი აცხადებდა,რომ მათთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღების წესი იყო კონსესუსი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი აცხადებდნენ,რომ ისინი გადაწყვეტილების მიღების წესად ხმათა უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას ასახელებდნენ. "განისაზღვრა შემდეგი შეხვედრების თანმიმდევრულობა. გვექნება მსჯელობა იმ თემებზე, რომლელიც ზოგადად უნდა იყოს განსახილველი საკითხები ამ ჯგუფის ფორმატში. მნიშვნელოვანია,რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მონაწილეთა საკითხი:ყველა ის პარტია,რომელიც არის კვალიფიციური სუბიექტი,ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ამ საკითხების განხილვაში. ასევე დაზუსტდა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის საკითხი",-განაცხადა პავლე კუბლაშვილმა. მონაწილეებმა გარდა შეხვედრის წესისა, რამდენიმე სხვა გადაწყვეტილებაც მიიღეს::პირველი შეთანხმება ეხება შეხვედრის საუბრების ჩაწერას, იქნება აუდიო სტენოგრამა, შეიქმნება ოქმი, რომელშიც ყველა პოზიცია იქნება დაფიქსირებული. საერთაშორისო ორგანიზაცია აიფიესი განახორციელებს აღნიშნულ პროცესს. მეორე, რაც განისაზღვრა ეს არის მონაწილე პირები. 17 კვალიფიციური და ორი საპარლამენტო პარტია. შეხვედრები ცესკოში ყოველ ოთხშაბათს გაიმართება. მესამე შეთანხმება ეხება თემებს.საარჩევნო კოდექსში არც ერთი თემა არ იქნება დახურული,რომელიც არ გაიხსნება დისკუსიის ფორმატში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/img3-150x132.jpgუმრავლესობის წევრის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ოპოზციისა და ხელისუფლების შეხვედრაზე, განისაზღვრა შემდეგი შეხვედრების თანმიმდევრულობა და დაფიქსირდა ჯგუფის მონაწილეთა ხარისხი. ამის შესახებ კუბლაშვილმა ცესკოში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, იმ საკითხებზე მუშაობა კი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა დაუჭერს მხარს შემდგომში გაგრძელდება. “განისაზღვრა შემდეგი შეხვედრების თანმიმდევრულობა და დაფიქსირდა ჯგუფის მონაწილეთა ხარისხი. რომელიც საპარლამენტო პარტია არის საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს პროცესებში, ასევე შეთანხმდა გადაწყვეტილების მიღების წესი. იმ საკითხებს კი, რომელსაც კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობა დაუჭერს მხარს ამ საკითხებზე მუშაობა შემდგომში გაგრძელდება”,- განაცხადა კუბლაშვილმა. ცესკოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. იხილეთ epn.ge
-
სამალავს, რომელშიც ინახებოდა საბრძოლო მასალებით სავსე ორი ცელოფანის ტომარა, მესაზღვრეები გადააწყდნენ ჩრდილოეთ ოსეთის ალაგირის რაიონის დასახლებულ პუნქტ პურიატში. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს მონაცემებით, ნაპოვნია 4 ცალი Ф-1 და РГД–ს ტიპის ხელყუმბარები, ერთი ცალი საიმიტაციო ნაღმი, 18 საკვამლე შაშხანა, 6 ელექტრო–დეტონატორი, ГП-25 ტიპის ყუმბარმტყორცნის 8 ჭურვი, საიერიშე ბრონირებული ჟილეტი და 3.000–დე სხვადასხვა ყალიბის საბრძოლო ვაზნა. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/08/open-democracy.jpg მერი კალდორი, ჰავიერ სოლანა დიმიტრი მედვედევის წინადადება ცივი ომის შემდგომი პერიოდის უსაფრთხოების ახალი წესრიგის შესახებ, მსოფლიოს ახალ და არსებით შესაძლებლობებს უქმნის, მაგრამ დასავლეთმა და რუსეთმა უარი უნდა სთქვან უსაფრთხოების ტრადიციულ ლოგიკაზე და ადამიანური განზომილებით იაზროვნონ – ამტკიცებენ მერი კალდორი და ჰავიერ სოლანა ბოლო დროს ბევრს საუბრობენ დასავლეთის და რუსეთის ურთიერთობების „გადატვირთვაზე“. ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაიწყო, შემდეგ ეს თემა პრეზიდენტმა სარკოზიმ და კანცლერმა მერკელმა, გასულ კვირას კი ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც აიტაცა, თუმცა ძალიან ცოტა თუ საუბრობს იმაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს „გადატვირთვა“ და როგორ უნდა რეაგირებდნენ დასავლელი ლიდერები პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის წინადადებაზე ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ. ის ამ ინიციატივით 2008 წლის ივნისში გამოვიდა. გარდა ამისა 2009 წლის ნოემბერში მედვედევმა ევროპულ უსაფრთხოებაზე შეთანხმების პროექტი გამოაქვეყნა. ანგარიშში რომელსაც მოსკოვში წარვადგენთ, ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ევროკავშირმა უნდა ისარგებლოს იმ შესაძლებლობებით, რომელსაც მედვედევის ინიციატივა და რუსეთთან ურთიერთობების გადახედვისა და გადაფასების ახალი ინტერესი გვთავაზობს, რათა ევროპისთვის ადამიანური უსაფრთხოების არქიტექტურა ვუზრუნველყოთ. მედვედევის ინიციატივა ფოკუსირებულია იმაზე, რასაც შეიძლება „მატერიალური“ უსაფრთხოება ვუწოდოთ, რაც საზღვრების უსაფრთხოებას და შეიარაღებული ძალების როლს მოიცავს. ინიციატივა იმასთან დაკავშირებით გაჩნდა, რომ რუსების აზრით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი არ იცავს 1975 წლის ჰელსინკის ხელშეკრულების პრინციპებს, რაც განსაზღვრავდა ევროპაში ტერიტორიულ მოწყობას და კრძალავდა შეირაღებული ძალების ცალმხრივ გამოყენებას. ნატო-ს გაფართოვება, 1999 წლის ომი კოსოვოში, ასევე კოსოვოს აღიარება 2009 წელს – ეს ყველაფერი არსებული რეალიების მიუხედავად ინტერპრეტირებულ იქნა როგორც საფრთხის შემცველი ქმედება. დასავლურმა ქვეყნებმა ანალოგიური სარკისებური მიდგომით 2008 წლის ომი საქართველოში რუსეთში ექსპანსიონისტური სამხედრო მიზნების არსებობის დადასტურებად შეაფასეს. ევროკავშირმა მედვედევის წინადადებაზე რეაგირება უნდა მოახდინოს, ამავდროულად ხაზი გაუსვას უსაფრთხოებაზე ტრადიციული წარმოდგენებიდან – ევროპისთვის ადამიანური უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის საკითხზე დებატების დაწყებაზე გადასვლის აუცილებლობას. შეიძლება ითქვას რომ უსაფრთხოების ადამიანური კონცეფცია 1975 წლის ჰელსინკის შეთანხმებებით შეიქმნა, თუმცა თავად ტერმინი მოგვიანებით გაჩნდა. ჰელსინკის შეთანხმებები სამი პაკეტისგან შედგებოდა. პირველი პაკეტი – წესებსა და უფლებებზე დაფუძნებულ უსაფრთხოებაზეა, იმ უსაფრთხოების საპირისპიროდ რომელიც ომებს ეფუძნება. მედვედევი თავის პროექტში სწორედ ამ იდეას გვთავაზობს. მეორე პაკეტი – ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და კულტურულ თანამშრომლობაზეა. ეს იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოება არამხოლოდ ფიზიკურ საფრთხეებს ეხება, არამედ მატერიალურ პრობლემებს და დანაკარგებსაც, ხოლო მესამე პაკეტი – ადამიანის უფლებებზე, ადამიანის და იმ საზოგადოების უსაფრთხოებაზეა, რომელშიც ეს ადამიანი ცხოვრობს და არამხოლოდ სახელმწიფოების და საზღვრების უსაფრთხოებაზე. ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბევრს იმედი ჰქონდა რომ ნატო-ს და ვარშავას ხელშეკრულებას უსაფრთხოების ახალი ორგანიზაცია შეცვლიდა, მაგრამ ამის ნაცვლად, გაჩნდა ახალი ორგანიზაციები და მოხდა უსაფრთხოების ძველი ორგანიზაციების დანაწევრება, როგორებიცაა ნატო, ევროკავშირი, ეუთო (ორგანიზაცია, რომელიც ჰელსინკის შეთანხმებების საფუძველზე წარმოიქმნა), ევროპის საბჭო, დსთ და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია. ევრო-ატლანტიკური სივრცის ყველა ქვეყანას მხოლოდ ეუთო აერთიანებს, მაგრამ ამ ორგანიზაციის ყურადღება ჯერ კიდევ კონცენტრირებულია ჰელსინკის შეთანხმებათა მესამე პაკეტზე და რადგან ის იზოლირებულია წინა ორი პაკეტისგან (ეს ნატო-ს და ევროკავშირის პრეროგატივაა), მას მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზაციისთვის საკმარისი შესაძლებლობები არ გააჩნია. სინამდვილეში ყველა ამ ორგანიზაციის არსებობის მიუხედავად, მთლიანად რეგიონში ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ასევე მთელს მსოფლიოში უსაფრთხოების მხარდაჭერის შესაძლებლობები უკეთეს შემთხვევაში დროებითი ხასიათისაა, უარესში – უბრალოდ არ არსებობს. ევროკავშირს და რუსეთს შეუძლიათ ფუძემდებლური როლი ითამაშონ ადამიანური უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაში მთელი ევროპისთვის. ევროკავშირმა და რუსეთმა უკვე მოაწერეს ხელი „მოდერნიზაციისთვის პარტნიორობის“ შესახებ შეთანხმებას, მაგრამ თუკი მათ ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობა სურთ, მათ უნდა ჩამოაყალიბონ თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებზეც. უსაფრთხოების ევროპული არქიტექტურის საქმეში პირველი ნაბიჯი პრინციპების სისტემის შემუშავებაში მდგომარეობს. ადამიანური უსაფრთხოება განსხვავებული შეხედულებების და ევროპული უსაფრთხოების მთელ რიგ საკვანძო შემადგენელთა გაცნობიერებაში განსხვავებული მიდგომების არსებობას მოითხოვს. მაგალითად ბალკანეთის და კავკასიის კონფლიქტები რუსეთს და დასავლეთს შორის მწვავე უთანხმოების მიზეზად იქცა. არსებობს კოსოვოს და აფხაზეთის კონფლიქტების გეოპოლიტიკურ რაკურსში განხილვისა და კონფლიქტის მონაწილე ამა თუ იმ მხარის პოზიციის დაკავების ტენდენცია. ამის ნაცვლად, რუსეთს და ევროკავშირს შეუძლიათ ახალი მიდგომის გამოყენება ადამიანური უსაფრთხოების თვალსაზრისით და ყურადღების იმ საკითხზე კონცენტრაცია, თუ როგორ უნდა მოვუღოთ ბოლო ამ კონფლიქტებს ისე, რომ ამან განამტკიცოს კონფლიქტის ტერიტორიებზე ყველა მცხოვრების ადამიანური უსაფრთხოება. ენერგეტიკულ უსაფრთხოებასაც ასევე გეოპოლიტიკის ჩარჩოებში ტენიან. ნატო ყველაზე მეტად შეშფოთებულია იმით, თუ როგორ უზრუნველყოს დასავლურ ქვეყნებში ნავთობის მიწოდების სანდოობა და უსაფრთხოება და როგორ შეუშალოს ხელი რუსეთს, რომ ამ უკანასკნელმა მიწოდებებზე კონტროლი პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად არ გამოიყენოს. მიდგომა ადამიანური უსაფრთხოების თვალსაზრისით ითვალისწინებს თანამშრომლობას მიწოდებული ენერგორესურსების საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლას დივერსიფიკაციის და ენერგოეფექტურობის გაზრდის გზით, ასევე იმ მიმწოდებელი ქვეყნების სტაბილურობასა და განვითარებაზე ზრუნვას, რომლებიც მთლიანად ნავთობის შემოსავლებზე არიან დამოკიდებულები. მომავალ საომარ თავდასხმებზე ყურადღების კონცენტრაციის ნაცვლად, მიდგომა ადამიანური უსაფრთხოების თვალსაზრისით ითვალისწინებს ყურადღების გამახვილებას ე.წ. ტრადიციულ საფრთხეებზე, მათ შორის ნარკოტიკების გავრცელებაზე, ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის გაძლიერებაზე, ასევე სტიქიურ და ანტროპოგენულ კატაკლიზმებზე. მსოფლიო ზესახელმწიფოთა გაძლიერებასთან გამკლავების მცდელობის ნაცვლად, რუსეთმა და ევროკავშირმა თანამედროვეობის პრობლემების გლობალური გადაწყვეტის გზების ძიებისა და რეალიზაციის საქმეში უნდა ითანამშრომლონ. ჩვენ სულ უფრო მრავალპოლარულ და მრავალმხრივ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ისეთ გლობალურ გამოწვევებს როგორებიცაა კლიმატური ცვლილებები და ფინანსური კრახის საფრთხე, შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს უსაფრთხოებისთვის, გაზარდოს რა ძველი და შექმნას ახალი რისკები ისეთი მოვლენების როგორებიცაა ქსენოფობია, რელიგიური ფუნდამენტალიზმი, დანაშაულის ზრდა და ტერორიზმის გაძლიერება. კერძოდ, ევროკავშირი და რუსეთი სერიოზულად დაზარალდნენ ფინანსური კრიზისის გამო. არსებობს იმის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ უარი ითქვას ცივი ომის აზროვნებაზე და ევროპული უსაფრთხოებისთვის ახალი მიდგომები შემუშავდეს. ორიგინალი ორიგინალი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/dakaveba14-150x130.jpgბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე დაკავებული საქართველოს მოქალაქეები: ილგარ ალიევი, ვულგარ ალიევი, მუსა მუსტაფაევი და პეტრე არბოლიშვილი დამნაშავედ ცნეს, საქართველოს სსკ–ის 2001– ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 214–ე მუხლის V ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. თითოეულ მათგანს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, რომელიც შეეცვალათ პირობითი მსჯავრით და დამატებით სასჯელად დაეკისრათ ჯარიმის გადახდა. ასევე კონფისირებულ იქნა დაკავებულის კუთვნილი ავტობუსი და ამოღებული სიგარეტები. ჯარიმის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია 100 000 ლარი. შეგახსენებთ, რომ სასაზღვრო პოლიციის 1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, საგამოძიებო–ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოდან (აღმოსავლეთი) შემოსული ინფორმაციის საფუძველზე II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის საგამოძიებო–ოპერატიულ განყოფილებაში, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები 18 სექტემბერს დააკავეს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/gaprindashvili1-150x150.jpg“სახალხო კრების” საინიციატივო ჯგუფი და მედიცინის დარგის პროფესიონალები ჯანდაცვაში დღეს “კინოს სახლში” არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ ჯანდაცვის სფეროში არაერთხელ გაატარა რეფორმად წოდებული ცვლილებები, მაგრამ პაციენტიდან დაწყებული მედიცინის მუშაკით დამთავრებული არავინაა კმაყოფილი ჯანდაცვის სისტემაში არსებული სისტემით. “დღევანდელი კრების მიზანი ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების გაშუქება და საზოგადოებისათვის ამ პრობლემებზე ინფორმაციის მიწოდებაა”, – განაცხადა დემოკრატიული მოძრაობის მთავარი საბჭოს წევრმა თამარ ცინცაბაძემ. კრების წევრის ნონა გაფრინდაშვილის თქმით, ამ პრობლემებთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მომდევნო შეხვედრას 25 ნოემბერს პარლამენტის წინ გამართავს, რასაც შემდეგ აქცია მოჰყვება. ამის მიზეზი ლოკომოტივის სტადიონსა ან სპორტის სასახლეში კრების გამართვაზე ხელისუფლების მხრიდან უარი გახდა. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ ირაკლი ბათიაშვილი და ნონა გაფრინდაშვილი ამერიკის საელჩოში, სადაც შეხვდნენ პოლიტიკური განყოფილების მდივანს, ჯული ფიშერს. “ამერიკის საელჩოში საკმაოდ ბევრი იციან საქართველოში არსებულ პრობლემებზე. ფიშერმა მითხრა, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლებას ხშირად ახსენებენ ამ პრობლემებს. ჩვენი ხელისუფლება კი თავის ხალხზე არ ფიქრობს, მას სძულს თავისი ხალხი ამიტომაც დაანგრია ყველაფერი”, – განაცხადა გაფრინდაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/dakaveba5-150x129.jpgსაქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო–ოპერატიული მთავარი სამმართველოს საგამოძიებო–ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა, მედიკამენტების უკანონოდ გადაზიდვისათვის ეჭვმიტანილები დააკავეს. დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები: ლელა ვასაძე, მალხაზ ლობჟანიძე და ოთარ ჯავახიშვილი. დაკავებულებმა თურქეთის რესპუბლიკიდან ბათუმში, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „სარფი“–ს გამოვლით, ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავით, სამეწარმეო საქმიანობისათვის სასაქონლო ზედნადების გარეშე, მალულად გადმოიტანეს 9918 ლარის საბაჟო და 17100 ლარის საბაზრო ღირებულების მედიკამენტი „აქტიფედი“. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200 (პრიმა სამი) მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებას აწარმოებს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო–ოპერატიული სამმართველო. იხილეთ epn.ge
-
http://a.pix.ge/f/f6eoi.jpg ჭორებმა გლენ ჯონსონის შესაძლო გუნდიდან დატოვებაზე, მაურინიოს ყურამდეც მიაღწია. ის მზადაა ამ არეულობით ისარგებლოს და გლენი “რეალ მადრიდში” გადაიბიროს. “ლივერპული” დიდი ხანია “ასტონ ვილას” გარემარბს, ეშლი იანგს ეწვალება, მაგრამ შეთანხმება ორ კლუბს შორის ჯერჯერობით ვერ თანხმდება. “რეალი” მზადაა “ლივერპულს” ეს სამიზნეც გამოსტაცოს ხელიდან და ეშლი ესპანეთში გააგზავნოს. გვერდი მომზადებულია Mirror Football-ის მიერ View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/auqcioni13-150x130.jpgფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 731 დღის ვადის მქონე სახაზინო ობლიგაციები გაიტანა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 7 კომერციულმა ბანკმა. ბანკების მხრიდან მოთხოვნამ შეადგინა 67 300 000 ლარი. მიღებული განაცხადების რაოდენობამ 45 შეადგინა, აქედან დაკმაყოფილდა 10. აუქციონის შედეგით, დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალურმა 14.25%, მაქსიმალურმა 14.75%, ხოლო საშუალო შეწონილმა 14.394% შეადგინა. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №46 აუქციონი საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე წლის 24 ნოემბერს გაიმართება. ფინანსთა სამინისტრო აუქციონზე 5 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას გეგმავს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/auqcioni2-150x131.jpgდღეს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №45 აუქციონი გაიმართა. ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 731 დღის ვადის მქონე სახაზინო ობლიგაციები გაიტანა. აუქციონში მონაწილეობა 7 კომერციულმა ბანკმა მიიღო. ბანკების მხრიდან მოთხოვნამ შეადგინა 67 300 000 ლარი. მიღებული განაცხადების რაოდენობამ 45 შეადგინა, აქედან 10 დაკმაყოფილდა. აუქციონის შედეგით, შემდეგი საპროცენტო განაკვეთები დაფიქსირდა: მინიმალურმა 14.25%, მაქსიმალურმა 14.75%, ხოლო საშუალო შეწონილმა 14.394% შეადგინა. ცნობისთვის, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №46 აუქციონი საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე წლის 24 ნოემბერს გაიმართება. ფინანსთა სამინისტრო აუქციონზე 5 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას გეგმავს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/7a3661c2b467-150x150.jpgიანვრიდან მუნციპალური ტრანსპორტით სარგებლობა 80 თეთრი ხდება. გადაწყვეტილება ჯერ ოფიციალურად მიღებული არაა თუმცა, ტრანსპორტის გაძვირება სტუდენტებსა და სოციალურად დაუცველ ფენებს არ შეეხებათ. ამის შესახებ საკრებულოში “ქდმ”-სთან შეხვედრის შემდეგ თბილისის მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. მერმა ამ განცხადებით თითქმის დაადასტურა რომ ახალი წლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი გაძვირდება. უგულავას განცხადებას ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი წევრი პაატა ჯიბლაძე გამოეხმაურა და მერიის ეს, ახალი ინიციატივა ჩვეული სარკაზმით შეაფასა. ჯიბლაძის თქმით, უგულავამ და სააკაშვილმა გადაწყვიტეს თბილისისა და არამარტო თბილისის მოქალაქეებს გაუსაძლისი გაუხადონ Qქალაქში გადაადგილება და ცხოვრება. მერიის ახალმა ინიციატივამ ხალხის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. “ექსპრესნიუსი” ქუჩაში მოსახლეობას ესაუბრა. დალი, 65 წლის (პენსიონერი) “არ მაქვს საშუალება 80 თეთრი გადავიხადო მგზავრობის საფასურად. 40 თეთრიც კი ძალიან ბევრია ჩემთვის. ალბათ აღარ უნდათ ვინმემ იარსებოს საქართველოში. Dდაუჯერებელია, რომ ტრანსპორტის ფასი ასე კატასტროფულად მოიმატებს”. ზემფირა, 67 წლის (პენსიონერი) “ძალიან ცუდია ტრანსპორტის ფასის გაორმაგება, მერია ამით ხელს უწყობს არეულობის შექმნას ქალაქში”. მაია ,46 წლის (დიასახლისი) “ტრანსპორტის შემცირებამ ისედაც გამოიწვია ფასების გაორმაგება, რადგან ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლას ორი ტრანსპორტი სჭირდება. თუ ვინმე აქციას გამართავს მეც შევუერთდები”. სალომე, 19 წლის (სტუდენტი) “ფასების გაორმაგება რთული გადასატანი იქნება მოქალაქეებისთვის, რადგან მოსახლეობის უმრავლესობას 40 თეთრის გადახდის საშუალება არ აქვს.”,- მურმანი ,27 წლის (დროებით უმუშევარი) “რადგან სოციალურად დაუცველ ადამიანებსა და სტუდენტებზე არ მოქმედებს ტრანსპორტის ფასების გაორმაგება, ეს დიდ პრობლემას არ წარმადგენს მოსახლეობის სხვა ნაწილისთვის. თუმცა, არ მივესალმები ფასების გაორმაგების ინიციატივას”,- საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მერიის ახალ ინიციატივას მუნიციპალური ტრანსპორტის ფასების გაორმაგებას მოჰყვა. ლანა გიორგიძე “ექსპრესნიუსი” იხილეთ epn.ge