planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/rogozin-150x150.jpgრუსეთი ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების წინააღმდეგია, რადგან საკუთრ საზღვრებთან უცხო ქვეყნის სამხედრო ინფრასტრუქტურის არსებობა არ სურს. ამის შესახებ “ევრონიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ალიანსში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვი დარწმუნებულია, რომ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხი დიდი ხნით დაიხურა. “მიმაჩნია, რომ ნატო-ში საქართველოს შესვლის საკითხი ძალიან დიდი ხნით დაიხურა”, – განაცხადა როგოზინმა. მისივე აზრით, მართალია, ნატო აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ალიანსის კარი ღიაა, მაგრამ მათი გაწევრიანება ამჟამად უფრო შორსაა, ვიდრე სამი წლის წინ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/vano3-150x150.jpgსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ლიტველ კოლეგას, რაიმუნდას პალაიტისის ხვდება. წინასწარი ინფორმაციით, მხარეები თანამშრომლობის პრიორიტეტებზე იმსჯელებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციის რამოდენიმე შენობას და შსს–ს პოლიციის აკადემიას მოინახულებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/BBC-150x150.jpgრუსულის დავიწყება საქართველოში ახალგაზრდა ქართველებს და ხელისუფლებას ერთნაირად უნდა. სტატიას საქართველოში ინგლისურენოვანი პედაგოგების ჩამოსვლაზე “ბი-ბი-სი”-ის კორესპონდეტი ტომ ესლემონტი აქვეყნებს. “ნაცრისფერი, ნაცრისფერი სასკოლო კედლები _ საბჭოთა ეპოქის პროდუქტი, ეპოქისა, როდესაც ყველა ბავშვი სწავლობდა რუსულ და ქართულ ენებს და რომლის დავიწყებაც ახალგაზრდა ქართველებს და ხელისუფლებას ერთნაირად უნდა. ისინი ქვეყნის რუსეთის ორბიტიდან გამოყვანას რევოლუციის შემდეგ, უკვე მეშვიდე წელია, ცდილობენ”, _ წერს ესლემონტი. ჟურნალისტის ხაზს უსვამს, რომ 2011 წლიდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, ინგლისური ენა ყველა კლასში სავალდებულო საგანი გახდება. “არ გვაქვს ბუნებრივი გაზი და ნავთობი, ჩვენთვის მთავარია ადამიანური რესურსი”, _ ამბობს დიმიტრი შაშკინი. ესლემონტს სტატიაში ოფიციალური სტატისტიკაც მოჰყავს და წერს, რომ 2008 წელს საქართველო ყველაზე ცოტა ფულს ხარჯავდა განათლების სფეროზე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, წელს კი მხოლოდ 4.5 მილიონი დოლარი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების შვილებისთვის სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების პროგრამაზე დაიხარჯა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/the-guardian-newspaper-001-150x150.jpgბრიტანული გამოცემა “The Guardian” ლისაბონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად გაზრდის ნატო-ს დახმარებას ავღანეთში, მათ შორის ავღანურ ძალებს ვერტმფრენებს გადასცემს, გააფართოებს ტრანზიტს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე და მონაწილობას მიიღებს ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლაში. “ბარაქ ობამას სიხარულის საფუძველი აქვს. ეს არის იშვიათი საგარეო პოლიტიკური წარმატება, კერძოდ კი, რუსეთის სერიოზული დაახლოება დასავლეთთან, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების “გადატვირთვაზე” მის გადაწყვეტილებას მოჰყვა. ლისაბონში პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ყოფნა, როგორც ჩანს, ძირითადად, სიმბოლური იქნება, თუმცა “დიდ ოცეულთან” და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებული ბოლო დროინდელი იმედგაცრუებების შემდეგ, რომ აღარაფერი ვთქვათ შუალედურ არჩევნებში მარცხზე, ობამასთვის ის დიდი პოლიტიკური პლუსი გახდება”, _ წერს ანალიტიკოსი. იხილეთ epn.ge
-
საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ამბობს, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ადამიანისთვის ისეთი კლიშეს მინიჭება, როგორიც არის ორასონი. ის ამბობს, რომ ეს გამონათქვამი დასაგმობია. საქართველოს პრეზიდენტმა მოსწავლეების პროტესტს ოროსნების რევოლუცია უწოდა. ომბუდსმენს ამ დრომდე განცხადება მოსწავლეების პროტესტთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ არც ერთ მოსწავლეს და არც ერთ დირექტორს, რომელიც მედიასთან მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს, სახალხო დამცველისთვის არ მიუმართავს. ტუღუში აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისთვის არავის მიუმართავს, ომბუდსმენის ოფისი საკითხის შესწავლაზე მუშაობს. სახალხო დამცველის თქმით, მათ არაერთი მცდელობა ჰქონდათ, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან კონტაქტი დაემყარებინათ, თუმცა ამ დრომდე–უშედეგო. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
სომალიში დატვევებულ 15 ქართველ მეზღვაურის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მეკობრეები ორი დღის ვადაში გამოსასყიდი თანხის გადაცემას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკიპაჟის ყველა წევრს დახვრეტენ, გემს კი ჩაძირავენ.როგორც მეზღვაურების ოჯახის წევრები ამბობენ, გემის ეკიპაჟის წევრები ოჯახებს უკვე დაუკავშირდნენ და მეკობრეების შეტყობინებები გადასცეს.ერთ-ერთი ერთი მეზღვაურის ოჯახის ინფორმაციით, დატყვევებულებს მეკობრეები სასტიკად ექცევიან, სათითაოდ გაჰყავთ ოთახიდან და სცემენ.შეგახსენებთ, სომა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53944.jpg15 წლის მოზარდი დაჭრეს ვარკეთილის მესამე მასივში. შემთხვევა 108-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაზარალებულს ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53943.jpgეთნიკური წმენდა და ოკუპაცია - ეს ტერმინები ყოველგვარი დამატებითი განმარტების გარეშე ჩაიწერა რეზოლუციაში საქართველოს შესახებ, რომელიც ლისაბონის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო. View the full article
-
,,საზოგადოებაში, სადაც არის ტოტალური შიში იმისა, რომ თუ რამეს იტყვი, ეს შეიძლება აისახოს შენი ან შენი ნათესავის პირად ცხოვრებაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება სოლიდარობაზე საუბარი და, საერთოდ, ჭირს ხოლმე ტოტალიტარულ და ავტორიტარულ სისტემებში ვილაპარაკოთ რაიმე სოლიდარობაზე, ისევე როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო გამორიცხული’’,–ამბობს ფილოსოფოსი, ლელა გაფრინდაშვილი. პროცესში, რომელიც მოსწავლეების პროტესტით დაიწყო საატესტაციო გამოცდებთან დაკავშირებით და გაგრძელდა დირექტორების გათავისუფლებით, გამოიხატა თუ არა საზოგადოების მხრიდან სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც მათზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობდა? სოლიდარობა არის ნორმალური და ჯანმრთელი პროცესი ისეთ საზოგადოებაში, სადაც არ არსებობს შიში, სადაც არსებობს კანონის უზენაესობა და გარანტია ყველა მოქალაქისთვის თანაბრად, რომ ეს კანონი ხელმისაწვდომი იქნება მისთვის. ისეთ საზოგადოებაში, სადაც არის ტოტალური შიში იმისა, რომ თუ რამეს იტყვი, ეს შეიძლება აისახოს შენი ან შენი ნათესავის პირად ცხოვრებაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება სოლიდარობაზე საუბარი და, საერთოდ, ჭირს ხოლმე ტოტალიტარულ და ავტორიტარულ სისტემებში ვილაპარაკოთ რაიმე სოლიდარობაზე, ისევე როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო გამორიცხული. ამიტომ არა მარტო მოსწავლეების და მასწავლებლების, რომლებსაც ჰყავთ შვილები, მშობლები და ნათესავები, არამედ ისეთ ორგანიზაციების მხრიდანაც კი, რომელთაც კარკვეული პასუხისმგებლობა აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ (ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ამ ტიპის პრობლემებზე), ჩვენ არ გვსმენია მათი ხმამაღალი პროტესტი ან გამოხაურება ამ საკითხზე. მაშინ როდესაც მათ ფინანსური შესაძლებლობებიც შეიძლება ჰქონდეთ, ასევე ჰქონდეთ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის გარანტია. ისინიც კი ვერ აპროტესტებენ, არ არის ხმამაღალი, ეფექტური პროტესტი ამ ყველაფრის წინააღმდეგ. თქვენი აზრით, როგორ, რა ფორმით უნდა გამოვლინდეს სოლიდარობა? პირველ რიგში, ეს უნდა იყოს საჯაროობის მოთხოვნა: რა ხდება კონკრეტულ დირექტორთან დაკავშირებით? თუ დაარღვია რამე? რა დაარღვია? რაშია საქმე? კონკრეტულად რომელ მოსწავლეს ეხება ეს სადამსჯელო ღონისძიებები? – იმათ, მართლა ვინც მონაწილეობდა ამ აქციაში, თუ ვიღაც სხვებიც მოყვნენ? ჩვენ ხომ არ ვიცით ეს? წარმოდგენა არ გვაქვს პროცესის შესახებ. ყველას გვაქვს რაღაც ჩვენი ინფორმაცია ან სოციალური ქსელებიდან, ან ვიღაცასთან სტუმრობისას გაგონილი. ჩვენ ხომ არ ვიცით, რეალურად რა ხდება. ამიტომ ასეთი არცოდნის პირობები არის საუკეთესო საშუალება ხელისუფლებისთვის, რომ აკეთოს ის, რაც უნდა. ამიტომ საზოგადოებამ პირველი, რაც უნდა მოითხოვოს ხელისუფლებისგან და იმ ინსტიტუციებისგან, ვისაც ეს შემთხვევა ეხება, მოითხოვოს პასუხი შეკითხვაზე - რა ხდება? თავისთავად ის, რომ სკოლის მოწაფეებს რაღაც შეკითხვები აქვთ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც უნდა განახლება და განვითარება, ეს არის ნორმალური. ეს კითხვები მოსწავლემ სკოლაში უნდა დასვას. სკოლების შიდაორგანიზების პროცესი უნდა მიდიოდეს. მოსწავლე არ უნდა იყოს იძულებული, რომ გავიდეს პარლამენტის წინ და პროტესტი გამოხატოს. იმიტომ რომ, თუ მას რაიმე კითხვები აქვს, წინააღმდეგობა, დაპირისპირება აქვს რეფორმებთან, რადიკალურად არ ეთანხმება მათ, ან ისურვებდა, სხვანაირად მომხდარიყო, ეს უნდა წყდებოდეს სკოლაში, სკოლა უნდა იყოს ორგანიზმი, სადაც ეს დუღილი მიდის და არა – ქუჩა. მაგრამ ეს როცა არ ხდება ბუნებრივად, გამოსავალი პროტესტის უკიდურესი ფორმაა, რომელიც ითვლება, რომ აიძულებს ხელისუფლებას, ყურადღება მიაქციოს ამ პრობლემებს. პრეზიდენტმა მოსწავლეების პროტესტს "ოროსნების რევოლუცია" უწოდა, როგორ შეაფასებდით მის ამ სიტყვებს? აბსოლუტური უპასუხისმგებლობაა, მას შეიძლება ელაპარაკა მიზეზებზე, შეიძლება ელაპარაკა სიზარმაცეზე, რაღაც კულტურულ თავისებურებეზე, რომ ჩვენ ვართ ჩამორჩენილი ერი, რომ გვეზარება სწავლა და ა.შ. მაგრამ შენი ქვეყნის ახალგაზდობის მიმართ გამოიყენო ასეთი ეპითეტები, ეს არის, ყველაზე რბილი სიტყვით რომ ვთქვა, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება შევაფასოთ საერთო ვითარება საქართველოში? ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება და მიმდინარეობს, დემოკრატიულ პროცესებს ვუწოდებთ მას თუ სხვას, მოქალაქეს ამ პროცესში თანამონაწილეობის განცდა არ აქვს და არ აქვს განცდა, რომ ეს, რაც კეთდება, კეთდება მისთვის. ის ხედავს, რომ მისი ინტერესები, მისი პრობლემები, მისი შეხედულებები არ არის გათვალისწინებული. ასეთ რეფორმაციას კი საზოგადოება და მოქალაქე ვერ დაეთანხმება. თანამონაწილეობის განცდა თუ არ აქვს მოქალაქეს, ეს ნიშნავს, რომ იმ ქვეყანაში დემოკრატია არ არის. ამ პროცესში უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი კონსენსუსი და შეთანხმება, რომ ის, რაც ხდება, ამაზე ეს მოქალაქეები არიან თანახმა, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს არის სახელმწიფო მშენებლობისთვის, დემოკრატიისთვის, განათლებისთვის სასარგებლო. როცა ეს ყველაფერი ხდება მოქალაქეთა მიღმა, ბუნებრივია, რომ ეს პროტესტი არის აბსოლუტურად ლოგიკური, როგორც საგანმანათლებლო სისტემაში, ასევე – ნებისმიერ სხვაში. დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ მას არ გაუთავისუფლებია დირექტორები, კანონით მას ამის უფლება არ აქვს. და რომ ისინი თავად წავიდნენ დაკავეული თანამდებობიდან, დირექტორების ნაწილი ამბობს, რომ ისინი დაიბარეს სამინისტროში. ამ მაგალითიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, არიან თუ არა ადამიანები ან რიგი ინსტიტუტები მეტად გავლენიანი, ვიდრე – თავად კანონი? ჩვენთან კანონს ადამიანები ძალიან იშვიათად იყენებენ და, ბუნებრივია, ამ ეს კონკრეტულ შემთხვევაზეც ვრცელდება. რატომ არ მიმართავენ ადამიანები კანონს? იმიტომ რომ ის აკვირდება მის გარშემო პროცესებს, კანონის უზენაესობის მაგალითი მისთვის უნდა იყოს ხელისუფლება. ხელისუფლება უნდა აძლევდეს მაგალითს, როგორ მუშაობს კანონი და რა ხდება მაშინ, როცა კანონი ირღვევა. კანონის უზენაესობა მკვიდრდება ასე: ჯერ იყენებს ერთი ადამიანი, ამ კანონის გამოყენების პრეცედენტი იქმნება და ამას შედეგი აქვს, შემდეგ – მეორე, მესამე და ა.შ. ასევე, მუშაობს სასამართლო და იგი არის გარანტია, რომ ადამიანი სამართალს იპოვის. ადამიანებს ეს განცდა არ აქვთ და ამიტომ კანონს არ იყენებენ. მასწავლებლები ხომ ხედავენ, როგორ ხდება დასხჯა ურჩი დირექტორების?! – ისეთების, რომლებიც სახელმწიფო პოზიციას არ ეთანხმებიან, ამიტომ ამ წყალში არიან და ამ მდინარეს მისდევენ. გამოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც არ მოაწერა ხელი განცხადებას. ეს ნორმალურია, ჩნდებიან ადამინები, რომელთათვისაც ღირსება არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე – სამსახური. იმიტომ რომ ეს იძლევა შედეგს, გრძელვადიან შედეგს. რაც უფრო დათანხმდები უღირს ცხოვრებაზე, მით უფრო დიდხანს იქნები უღირსი. ლელა გაფრინდაშვილი - ფილოსოფოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
,,რუსეთისათვის კიდევ ერთი მძიმე დარტყმა” უწოდა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელშიც ოფიციალურად არის აღიარებული რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა. როგორც ბაქრაძემ ვარშავიდან პირდაპირ ტელეეთერში გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, ეს რეზოლუცია გამოხატავს დემოკრატიული საზოგადოებრიობის, ნატოს 28 წევრ-ქვეყნის საერთო აზრს, იმის შესახებ, რომ არავითარი დამოუკიდებელი აფხაზეთი და ,,სამხრეთ ოსეთი” არ არსებობს - ის ტერიტორიები საქართვ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
სომალიში დატყვევებული 16 ბათუმელი მეზღვაურის გათავისუფლებაზე მოლაპარაკება მეკობრეებსა და გემთმფლობელებს შორის ჩიხში შევიდა. როგორც "ბათუმელებისთვის" წუხელ გახდა ცნობილი, მეკობრეებმა მეზღვაურებს განუცხადეს, რომ ცოტას დაიცდიან და თუ სასურველ თანხას ვერ მიიღებენ, მეზღვაურებს დახვრეტენ, გემს კი ჩაძირავენ. მეზღვაურებზე ბოლო ინფორმაცია კრუინგული კომპანია "გრინვიჩის" ხელმძღვანელმა, სერგო დევაძემ "ბათუმელებს" წუხელ, გვიან ღამით, მოაწოდა: "მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. კომპანიის ადვოკატმა მეკობრეებს საბოლოო თანხა დაუსახელა _ რაოდენობა არ უთქვამთ _ ამის მეტის გადამხდელები არ ვართო. მეკობრეები მეზღვაურების დახოცვით და გემის ჩაძირვით იმუქრებიან". სერგო დევაძის თქმით, დატყვევებული მეზღვაურების ოჯახის წევრები დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოსთან შეკრებას გეგმავენ, რათა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ სთხოვონ დახმარება. ბათუმელი მეზღვაურები: მემედ ზაქარაძე (კაპიტანი), შალვა ვერძაძე, დავით დევაძე, თემურ ბედინაძე, ზურაბ შერვაშიძე, გიორგი სირაძე, ჯაბა ქარჩავა, ნუკრი ჯიჯავაძე, ირაკლი ჯიქიძე, თემურ ვარშანიძე, ანზორ ფარტენაძე, ასლან დემურაძე, ჯიმშერ ასანიძე, თემურ მახარაძე და გენადი ტიმოფეევი ორ თვეზე მეტია ტყვეობაში იმყოფებიან. კიდევ ერთი მეზღვაური, ოლეგ ნოდია კი ერთი კვირის წინ დაატყვევეს. სერგო დევაძის ინფორმაციით, მეზღვაურთა მდგომარეობა ამჟამად მძიმეა: "რამდენიმე დღის წინ მეკობრეებმა დაკავებულებს უფლება მისცეს, სახლებში დაერეკათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით, ნორმალურია, თუმცა პირობებია გაუსაძლისი. საკვები დიდი ხანია შემოელიათ. მეკობრეები მეზღვაურებს იმდენ საკვებს აწვდიან, რომ შიმშილით არ დაიხოცონ. დაელიათ საწვავი, გემზე ანტისანიტარია უკიდურეს ზღვარს აღწევს". ცოტა ბრინჯი, თხის ხორცი და ერთი ჭიქა წყალი _ არის სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ბათუმელი მეზღვაურების დღიური ულუფა. ბერძნული გემი _ "ოლიბ ჯი" მეკობრეებმა 8 სექტემბერს გაიტაცეს და მას შემდეგ გემთმფლობელებთან მოლაპარაკება გრძელდება. თავდაპირველად მეკობრეები გემის გამოსასყიდად 15 მილიონ დოლარს ითხოვდნენ, გემთმფლობელებმა კი 150 ათასი დოლარი შესთავაზეს. "როგორც ხდება ხოლმე, თანდათანობით ორივე მხარე რაღაც თანხაზე შეჯერდება. გემთმფლობელებს გემი ჯართში ჩასაბარებლად მიჰქონდათ. მეზღვაურების სანაცვლოდ გემის დატოვება შესთავაზეს, მაგრამ მეკობრეებს გემის დატოვება არ აწყობთ. იმედი გვაქვს, რამდენიმე დღეში ეს პრობლემა გადაწყდება და ჩვენს ბიჭებს გამოუშვებენ", _ განაცხადა "გრინვიჩის" ხელმძღვანელმა, სერგო დევაძემ, რომელმაც ამ გემზე დაასაქმა მეზღვაურები, მათ შორის თავისი შვილიც, რომელიც სხვა ქართველ მეზღვაურებთან ერთად მეკობრეების ტყვეობაში იმყოფება. 11 ნოემბერს მეკობრეებმა კიდევ ერთი, ამჯერად ფილიპინების დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს, რომელზეც კიდევ ერთი ქართველი, ბათუმელი ოლეგ ნოდია მუშაობდა. გემი ინდოეთის ოკეანეში, ნაპირიდან 800 მილის მოშორებით, დააკავეს. მეზღვაურთა პროფკავშირში აცხადებენ, რომ ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა. თუ აქამდე მეკობრეები გემებს სომალის სანაპირო წ####ბთან იტაცებდნენ, ამჯერად ისინი ღია ზღვაში გავიდნენ. პრაქტიკის მიხედვით, სომალელ მეკობრეებთან კავშირზე გასვლა ვერც ერთმა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციამ ვერ მოახერხა. ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის გამო რამდენიმე სეპარატისტული ანკლავი სარგებლობს და არსებობს უკონტროლო ტერიტორიები, სადაც თავს იყრიან სხვადასხვა ტიპის შეიარაღებული ფორმირებები. ისინი სწრაფი კატარღებით შეიარაღებულები თავს ესხმიან სავაჭრო გემებს, ადიან გემბანზე და ეკიპაჟს იარაღით დამორჩილებას აიძულებენ. გემები სომალის სანაპირო წ####ბში მიჰყავთ და გემთმფლობელებს აიძულებენ, გამოსასყიდის გადახდას. არსებული მდგომარეობის გამო, ორი წლის წინათ სომალელი მეკობრეების საკითხი ნატოს ერთ-ერთ სამიტზე დაისვა. განიხილეს სომალის სამხედრო ინტერვენციის საკითხიც, რომელიც მოგვიანებით უარყვეს. სიტუაციის გასაკონტროლებლად ამჟამად წითელი ზღვისა და ინდოეთის ოკეანის მიმდებარე ტერიტორიაზე ამერიკის მე-6 სამხედრო ფლოტი იმყოფება. მეკობრეებისგან თავის დასაცავად იქმნება ქარავნები, რომლებსაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ სამხედროები გაჰყავთ სამშვიდობოს. "ზოგიერთი კომპანია რისკავს და ქარავნის გარეშე მიდის. "ოლიბ ჯი" ქარავანში იყო. ქარავანში გემს ათი კვანძი სიჩქარე მაინც უნდა ჰქონდეს, რომ არ ჩამორჩეს. ამ გემს მხოლოდ რვა კვანძი ჰქონდა. მასთან ერთად კიდევ ორი გემი ჩამორჩა ქარავანს და სამივე მეკობრეებმა დაატყვევეს", _ აცხადებს დევაძე. მეზღვაურთა პროფკავშირის ხელმძღვანელი, ანატოლი ჩიჯავაძე ამბობს, რომ მეკობრეების პრობლემის თავიდან აცილება შეიძლება: "არ ვიცი, შეიძლება ვიღაცას აწყობს მათი იქ თარეში. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. მეზღვაურთა საერთაშორისო პროფკავშირმა ამასთან დაკავშირებით შეიმუშავა პეტიცია და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფოებს გადაუგზავნა. პეტიცია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქვეყნებს მოუწოდებს, რომ ამ პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია". ჩიჯავაძის თქმით, საზღვაო კომპანიები მეკობრეების პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალურად უნდა მოემზადონ: "ერთმა რუსულმა ეკიპაჟმა მეკობრეების გემბანზე ასვლისას მოახერხა შიგნიდან ჩაკეტვა, ისე, რომ მეკობრეებმა მეზღვაურთა დატყვევება ვერ შეძლეს. ამასობაში სამხედროებმა მოუსწრეს. როცა შეიარაღებულ ხალხს მეზღვაურები ტყვედ აჰყავთ, სამხედროები მერე აღარ ამწვავებენ მდგომარეობას, რადგან მეკობრეებმა ტყვეები შეიძლება დახოცონ". ყველაზე დიდი თანხა, რაც კომპანიას მეკობრეებისთვის ოდესმე გადაუხდია, შვიდი მილიონი დოლარია _ ეს თანხა ბერძნულმა "მარან ცანტაურუსმა" გადაიხადა. ტანკერზე მაშინ 150 მილიონი დოლარის ღირებულების ნედლი ნავთობი იყო. გემი ტყვეობაში 225 დღეზე მეტ ხანს იმყოფებოდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის ოფიციალური განცხადებით, მთავრობა ამ საკითხზე საბერძნეთში საქართველოს საკონსულოს მეშვეობით მუშაობს. სერგო დევაძის განცხადებით კი, ამ პრობლემის გადასაწყვეტად საქართველოს მთავრობა უძლურია: "რაც არ უნდა მოინდომოს, ვერაფერს გააკეთებს, გარდა გამოსასყიდის გადახდისა. როგორც წესი, ამაში სახელმწიფოები არ ერევიან". არაოფიციალური მონაცემებით, სომალიში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე მეზღვაური იმყოფება ტყვეობაში. /get_img?NrArticle=3266&NrImage=1 Image 2593 სრული ინფო(netgazeti.ge)
-
რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებას მოსკოვიდან ასლან აბაშიძის თანაგუნდელები ეხმაურებიან. ბადრი მელაძე და აჭარის ყოფილი შსს-ს მინისტრის მოადგილე, დავით ბაკურიძე პეტრე დევრიშაძეს ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის განცხადებით კი, საქართველოში რუსეთის ჯაშუში ჯერ კიდევ ბევრია. ოპერაცია "ენვერი", როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარებიდან ირკვევა, 2006 წელს დაიგეგმა და წელს განხორციელდა. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული 13-ვე მოქალაქე აჭარის მკვიდრია. ამ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა შემდეგი განმარტება გააკეთა: "ყველა ეჭვმიტანილი ცხოვრობდა აჭარაში. 2004 წლამდე აჭარა ამტკიცებდა თავის დამოუკიდებლობას საქართველოსგან და მას რუსეთი უჭერდა მხარს, რაც იმას ნიშნავს, რომ გრუ-ს (რუსეთის სადაზვერვო სამსახური) იქ თავისუფლად მიუწვდებოდა ხელი თანამშრომლების გადასაბირებლად". დაკავებულთაგან აღიარებითი ჩვენება მხოლოდ ორმა– ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მფრინავმა გაბრიელ უსტალიშვილმა მისცა. სწორედ დევრიშაძე აღმოჩნდა მოსკოვში გადახვეწილი ასლან აბაშიძის თანაგუნდელების სამიზნე. ბადრი მელაძემ და დავით ბაკურიძემ მას ქართული სპეცსამსახურების აგენტობაში დასდეს ბრალი. საყურადღებოა ბაკურიძის განცხადება, რომელიც მან რუსულ გაზეთ MK-სთან გააკეთა: "სანამ აჭარის შსს-ში დავიწყებდი მუშაობას, მანამდე ვმუშაობდი საქართველოს უშიშროების სამინისტროში. სწორედ 1999 წელს მე გადავიბირე იგი საქართველოს სპეცსამსახურებისთვის. ის შეგზავნილი გვყავდა "ნაციონალურ მოძრაობაში" და გვაწვდიდა ინფორმაციას, რაშიც კარგ ფულს ვუხდიდით". ბაკურიძის თქმით, დევრიშაძე 2004 წლის მაისამდე მასთან თანამშრომლობდა, შემდეგ იგი ახალი ხელისუფლების სპეცსამსახურებში გადაბარგდა: "ხშირად მირეკავდა და მეუბნებოდა, მითხარი, სად დამალეთ აჭარაში იარაღი, სანამ დაჟანგულა, გავყიდოთო. მივხვდი, რომ ის უკვე იმათ ("ნაციონალების'") სასარგებლოდ მუშაობდა". სხვა ვერსიას ყვება ბადრი მელაძე. მისი თქმით, დევრიშაძეს ახლო ურთიერთობა აქვს აჭარის კუდ-ის ამჟამინდელ ხელმძღვანელთან, თემურ პატარიძესთან, რომელიც იყო ჯაშუშების ოპერაციის ხელმძღვანელი: "თემურის ძმა რუსეთში იყო დაკავებული. დევრიშაძე აქ იყო მის გასათავისუფლებლად ჩამოსული. დადიოდა სხვადასხვა ინსტანციაში, წერდა ოფიციალურ საჩივრებს და ა.შ. ამის შემდეგ დევრიშაძემ და პატარიძემ ერთობლივი ბიზნესი წამოიწყეს აჭარაში, იყიდეს თევზმჭერი სეინერი. დევრიშაძე ბათუმში გენერალ ბორისოვის საცხოვრებელ სახლში შეასახლეს. აი, ნახავთ, მას მალე გაათავისუფლებენ". მელაძის თქმით, კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, რუსლან გალოგრე იმისთვის დააპატიმრეს, რომ ვიღაცას ძველ ბათუმში არსებული მისი ძმის ოჯახის კუთვნილი სასტუმროს მითვისება უნდა. მელაძის ვერსიით, იმავე მიზეზით ანუ ბიზნესის წართმევის მიზნით, დააკავეს გევორქიანი და შიკოიანი. ტენდერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბიზნესმენ დევრიშაძეს საქართველოს მთავრობასთან რაღაც კავშირები მართლაც უნდა ჰქონოდა. 2007 წელს მან ბათუმის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში ნორმატიულ ფასად შეიძინა მიწის ნაკვეთი. 2008 წელს კი საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო სწრაფმავალი კატარღის შესყიდვაზე. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ექვსი სამხედრო მფრინავის საქმეც ასლან აბაშიძის სახელს უკავშირდება. 2003 წელს ბათუმის აეროპორტში მფრინავების მოსამზადებელი სკოლა გაიხსნა, რომელშიც 12 კურსანტი ჩაირიცხა. აბაშიძის მმართველობის შემდეგ 11-მა სწავლა თბილისში გააგრძელა და ვერტმფრენის მართვის სპეციალობა აითვისა. მათ შორის 6 მათგანი დღეს პატიმრობაში იმყოფება. ტარიელ აბაშიძე, გოჩა დიასამიძე, დავით მესხიძე და ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი ბათუმელები არიან, გაბრიელ უსტალიშვილი სოფელ ბუკნარის მკვიდრია, ხოლო გელა კაკაბაძე სოფელ სტურუაში ცხოვრობს. მფრინავ გაბრიელ უსტალიშვილის ჩვენებით, მისი გადაბირება ყოფილმა თანაკურსელმა და მეგობარმა - მიხეილ კვაჭანტირაძემ უმარტივესად შეძლო. ქართულიდან რუსულად ათარგმნინა ქართული ტელეკომპანიების საინფორმაციო გამოშვებები, რითაც შემდეგ იგი დააშონტაჟა. გოჩა დიასამიძის მეუღლე, ალესია დიასამიძე ამბობს, რომ კვაჭანტირაძე ადრე მისი მეზობელი იყო: "ინასარიძის ქუჩაზე, 12-სართულიან სახლში, მეზობლად ცხოვრობდა. დედა რუსი ჰყავდა და რუსულენოვანი იყო. იგი ჩემს ქმართან ერთად ასლან აბაშიძის სამხედრო რაზმში. ე.წ. "ობეერში" მუშაობდა, მერე მფრინავების კურსებზე ერთად გააგრძელეს სწავლა, შემდეგ მიშა ცოლს გაშორდა და რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. იქ სხვა ცოლი შეირთო. ამ გაზაფხულზე თუ ზაფხულში იყო ჩამოსული. მეგობრები რესტორანში წვეულებაზე დაპატიჟა. ცოტა ხნით გოჩაც იყო მისული. ჩვენც ვნახეთ. ამბობდა, რომ რაღაც სერიოზული ბიზნესი ჰქონდა წამოწყებული". ალესია ფიქრობს, რომ მფრინავების ძირითადი ბრალდება კვაჭანტირაძესთან მეგობრობაა: "დედაჩემის ოროთახიან ბინაში ვცხოვრობთ. გოჩა სიგარეტს არ ეწევა და ღვინოს არ სვამს. გადაამოწმეთ, ყველა ახლომდებარე მაღაზიაში ვალი გვაქვს. სამშობლოს ღალატი თუ უნდოდა, რაღაც გასამრჯელო ხომ უნდა მიეღო? ცხინვალის ომში მონაწილეობდა და საკუთარი თავის წინააღმდეგ გასცემდა ინფორმაციას?!" ალესია მეუღლის ადვოკატს არ იცნობს, იგი მისმა მაზლმა დაიქირავა. ადვოკატი მიხეილ ქამადაძე აცხადებს, რომ ჯერ საქმეს არ გასცნობია. ადვოკატი არ ჰყავს ვიაჩესლავ პლუჟნიკოვს. მისი მამა, იური პლუჟნიკოვი ამბობს, რომ თბილისში ჩასვლა ვერ მოახერხა: "ძირითადად, ჩემი შვილის ხელფასით ვცხოვრობთ. ადვოკატს ვეძებთ. მომხდარით გაოგნებული ვართ". "რუსთავი-2"-ის მიერ გადაღებული ფილმის მიხედვით, პლუჟნიკოვი ბათუმში მობილური ტელეფონით გადაღებული კონცერტის კადრების რუსეთში გადაგზავნას ინტერნეტკაფედან ცდილობდა. თურმე ფაილი უჩვეულოდ დიდი იყო, რამაც სპეცსამსახურები დააეჭვა. ტარიელ აბაშიძე ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ახალ ბულვართან, ცხოვრობს. მისი ზუსტი მისამართი მაღაზიის გამყიდველებმა მიგვასწავლეს: "მაგ საცოდავს შპიონობის რა ეტყობოდა. მაგის ოჯახს თვიდან-თვემდე სული ნისიად გააქვს". ტარიელის დედამ ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ ისურვა: "არაფერი ვიცი, რა ვთქვა? ძალიან მინდა, ვნახო ჩემი შვილი და თვალებში ჩავხედო. ომის დროს ცხინვალსა და კოდორში დაფრინავდა. კოდორში სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს". კიდევ ერთი მფრინავი, დავით მესხიძე ბარცხანის დასახლებაში ცხოვრობს. ოჯახში არავინ დაგვხდა. მეზობელი ფერიდე სამნიძე ამბობს, რომ მესხიძეებს მატერიალურად ძალიან უჭირთ: "ჩემი შვილის კლასშია მაგის ბავშვი. ბავშვისთვის წიგნები ვერ უყიდიათ". კიდევ ერთი დაკავებული, ბათუმელი იკური სკრილნიკოვი, საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორ რუს მოქალაქესთან, ვიალოვსა და მალჩუკთან ერთად, ჯერ კიდევ მაისში დააკავეს. ადვოკატ ნანა ანდღულაძის განცხადებით, ვიალოვსა და მალჩუკს, რომლებსაც სახლის ჩხრეკის დროს ორ-ორი ათასი დოლარი აღმოუჩინეს, 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სკრილნიკოვს კი, რომელსაც 38 ათასი დოლარის რუსეთიდან შემოტანა ედება ბრალად, 18 წელი მიუსაჯეს. ორი თვის წინათ გაზეთ "ბათუმელებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ნანა ანდღულაძემ განაცხადა, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფებზე სპეცსამსახურები ახორციელებდნენ ზეწოლას, სთხოვდნენ ჯაშუშობის აღიარებას და საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას: "ამჟამად მხოლოდ სკრილნიკოვს წაუყენეს ჯაშუშობის ბრალდება. იგი რუსეთის მოქალაქეა და რუსეთის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი. სკრილნიკოვი მის მიმართ წაყენებულ არც ერთ ბრალდებას არ აღიარებს", _ განაცხადა ანდღულაძემ. მისი თქმით, სკრილნიკოვს გამოძიება ამჯერად საქართველოს საზღვრის ყალბი პასპორტით გადმოკვეთას ედავება: "სკრილნიკოვი აქ ჯაშუშური ქსელის შესაქმნელად შემოუშვეს და თან ყალბი დოლარებიც გამოატანეს? ეს ლოგიკა გაუგებარია". საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის ჯაშუშთა ქსელი საქართველოში ჯერ კიდევ 2006 წელს გაიშიფრა. მაშინ ქართულმა სპეცსამსახურებმა 11 ადამიანი დააკავა, რომელთა უმეტესობა ბათუმელი ან ბათუმში დისლოცირებული სამხედრო ბაზის თანამშრომელი იყო. /get_img?NrArticle=3265&NrImage=1 Image 2592 სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ინგუშეთის რესპუბლიკის მეთაურის ი.ევკუროვის განკარგულებით სამხედრო კოლონებს და სხვა სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტს მათი გადაადგილების დროს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფები დაიცავენ.ასეთი გადაწყვეტილების მიღება განპირობებულია რესპუბლიკაში სამხედრო კოლონებზე მუდმივი თავდასხმებით. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ინგუშეთის რესპუბლიკის მეთაურის ი.ევკუროვის განკარგულებით სამხედრო კოლონებს და სხვა სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტს მათი გადაადგილების დროს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფები დაიცავენ.ასეთი გადაწყვეტილების მიღება განპირობებულია რესპუბლიკაში სამხედრო კოლონებზე მუდმივი თავდასხმებით. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ოსი მოზარდებისა და მათი მშობლების მორალური პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით" კოკოითის კრიმინალურ რეჟიმს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძაურის რაიონში მოზარდებისათვის კომენდანტის საათი შემოაქვს.აღნიშნული აკრძალვა 21:00 საათიდან მოქმედებს. მოზარდებს ამ დროის შემდეგ მშობლების გარეშე მარტო ქუჩაში გამოსვლა ეკრძალებათ."შემოღებული კომენდანტის საათის დამრღვევებს მილიციის განყოფილებაში მიიყვანენ, ვიდეოფირზე გადაიღებენ და შემდეგ ამ მასალას ტელევიზიით აჩვენებენ", – იუწყება ე.წ სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
სამხედრო ბილეთებს მიიღებენ ის რეზერვისტები, რომლებმაც ორჯერ გაიარეს შეკრებები და მონაწილეობას ღებულობდნენ რუსეთთან ომში. მობილიზაცია 2008 წლის აგვისტოში მათ ჩაეთვლებათ მესამეჯერ შეკრების გავლაში. ასეთი კანონპროექტი მზადდება ამჟამად საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში. აღნიშნულის შესახებ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ, აღნიშნა რა, რომ მისი უწყება იწყებს რეზერვისტების მომზადებას ახალი სისტემის შესაბამისად.კერძოდ, უკვე დაიწყო იმ პირების შეკრებები, რომლებსაც... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე