planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/saakashvili-misha11-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, მთავრობის სახლის მშენებლობის გახსნაზე იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც რეგიონში უკვე ხორციელდება. პრეზიდენტის თქმით, ქუთაისის გარშემო ძალიან საინტერესო ინფრასტრუქტურა კეთდება. ,,სათაფლიაში, ხონში, მარტვილში მღვიმეების კომპლექსი კეთდება და ხორციელდება აბაშისწყლის ხეობის უნიკალური განვითარება. ვანი ძალიან მალე საინტერესო არქიტექტურული და დიდი ტურისტული ცენტრი გახდება. ხდება მთელი რეგიონის განვითარება ახალი გზით, რომელიც ზესტაფონიდან ქუთაისის გავლით, ახალ პარლამენტს 3 კმ-ში გაუვლის და სამტრედიაში ჩავა. უკვე 2012 წლის გაზაფხულზე, ამ გზით ჩავალთ აჭარაში, ჩოლოქზე, ჩოლოქიდან ბათუმში და იქიდან – შემოვლითი გზით საზღვარზე. შესაბამისად, ამ რეგიონის მნიშვნებლობაც უფრო მოიმატებს “, – აღნიშნა სააკაშვილმა. პრეზიდენტმა დღეს ქუთაისში მთავრობის ახალი სახლის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. იხილეთ epn.ge
-
ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პოლონეთის პრეზიდენტს ბრონისლავ კომოროვსკის შეხვდა. საუბარი საქართველო–პოლონეთის ურთიერთობებს შეეხო.მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს.ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
სათამაშო ინდუსტრიაში ნოემბერი ხმაურით დაიწყო. კომპანია Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ ბალმერმა მსოფლიოს გეიმერებს ინოვაციური მოწყობილობა Kinect-ი წარუდგინა, რომელიც უკვე მოინათლა ვიდეოკონსოლის, Xbox 360-ის ახალ ვერსიად. იხილეთ tabula.geზე
-
ერორი- დავით ბაქრაძე პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53936.jpgდავით ბაქრაძე პოლონეთის პრეზიდენტს ბრონისლავ კომოროვსკის შეხვდა. შეხვედრა ვარშავაში ნატოს ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. დავით ბაქრაძე პირველი ქართველი პოლიტიკოსია, რომელსაც კომოროვსკი პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ შეხვდა. View the full article -
http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/conor,steven_gerrard_&_aodhan.jpg ლივერპულის ფეხბურთელები ძალიან ხშირად სტუმრობენ ბავშთა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებს. დღეს კი მათ მძიმედ დაავადებულ 8 წლის ლივერპულის ფანს, აოდჰან ონილს ოცნება აუსრულეს ლივერპულის პატარა გულშემატკივარი ჰემიფალური მიკროსომიათია დაავადებული, რაც ძალიან იშვიათი შემთხვევაა და ინგლისში ყოველი 100 ადამიანიდან მხოლოდ 1-ს აქვს. 8 წლის აოდჰანი, ისევე როგორც მისი უფროსი ძმა და მთელი ოჯახი, ლივერპულის ქომაგები არიან. მისმა მშობლებმა კლუბში გააგზავნეს თხოვნა, რათა პატარა ონილს საშუალება ჰქონოდა ერთხელ მაინც ენახა მელვუდი და ენფილდი საკუთარი თვალით. კლუბმა მოთხოვნა დააკმაყოფილა და მცირე ექსკურსიც დაგეგმა სპეციალურად მისთვის. როდესაც მშობლებმა აოდჰანი მიიყვანეს მელვუდზე, მათდა მოულოდნელად მისაღებში, სადაც გიდს უნდა შეხვედროდნენ, შემოვიდა რაულ მეირლეში. როგორც მშობლები ყვებიან პატარა ონილის ემოციების აღწერა შეუძლებელი იყო და მწვრთნელის და სხვა ფეხბურთელების დანახვის შემდეგ კი ხომ მის სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა. შემდეგ 8 წლის ლივერპულის ფანმა მშობლებთან ერთად მელვუდზე გუნდის ვარჯიშს სპეციალური ლოჟიდან უყურა და ალბათ მის ცხოვრებაში დაუვიწყარი მომენტიც მაშინ დადგა, როცა ვარჯიშის დასრულებისას ისინი უკვე ტოვებდნენ მელვუდს და პეპე რეინამ ხმამღლა დაუძახა აოდჰანს მოედნიდან – “ნახვამდის ჩემო მეგობარო”… გთავაზობთ ფოტოებს ამ ემოციური შეხვედრიდან… http://photos-f.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs598.ash2/155049_102403346499070_100001882144565_15510_751578_s.jpghttp://photos-d.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs472.ash2/74570_102403366499068_100001882144565_15511_6174651_s.jpghttp://photos-b.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs989.snc4/76231_102403389832399_100001882144565_15512_7133360_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-h.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs990.snc4/76324_102403406499064_100001882144565_15513_5413261_s.jpghttp://photos-e.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs976.snc4/76972_102403439832394_100001882144565_15514_4577068_s.jpghttp://photos-c.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1172.snc4/154483_102403463165725_100001882144565_15515_3290239_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-a.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs597.ash2/154906_102403496499055_100001882144565_15516_5099114_s.jpg<br style="clear: both" /> Generated by Facebook Photo Fetcher View the full article
-
http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?Image=d2a75809-8e6c-40ff-abaf-ab9373e278ae.tif&size=350მწვრთნელ-ფეხბურთელი ერთმანეთს პრესაშიც აკრიტიკებენ. “ლივერპულში” ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის სერიოზული კონფლიქტი მწიფდება – მარჯვენა მცველი გლენ ჯონსონი და გუნდის თავკაცი როი ჰოჯსონი არსებული უთანხმოების დამალვას აღარ ცდილობენ და ერთმანეთს პრესაში საჯაროდ აკრიტიკებენ. რამდენიმე დღის წინათ, ბრიტანულ გაზეთებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ჯონსონი “მერსისაიდელთა” თავკაცის მუშაობით უკმაყოფილოა და მისი ხელმძღვანელობით გუნდი ძალიან უინტერესო ფეხბურთს თამაშობს. უკვე იმასაც ამბობენ, რომ 2009 წელს “პორტსმუთისგან” 18 მილიონ ფუნტად შეძენილი ჯონსონი სერიოზულად ფიქრობს “ენფილდიდან” აბარგებაზე და ზაფხულში აუცილებლად დატოვებს “ლივერპულს”, რა თქმა უნდა, თუკი მანამდე გუნდში რამე არ შეიცვალა. ცვლილებაში “მერსისაიდელთა” მცველი, უწინარესად, ჰოჯსონის გაშვებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში, ბრიტანული პრესა ფეხბურთელის აზრს იზიარებს და უახლოეს მომავალში, “ლივერპულის” სამწვრთნელო შტაბში ცვლილებებს პროგნოზირებს. თავის მხრივ, გუნდის შიდა პრობლემების საიდუმლოდ შენახვას არც ჰოჯსონი ცდილობს და ფეხბურთელის ბრალდებებს ბრალდებებითვე პასუხობს. “მერსისაიდელთა” თავკაცმა The Guardian-თან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა ჯონსონისადმი კრიტიკული განწყობა. “ძალიან ცუდია, როცა ფეხბურთელი საკუთარ შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ იყენებს. ყველამ ვიცით, ჯონსონი უდიდესი პოტენციალის მქონე მცველია, თუმცა ისიც ნათელია, რომ გლენი დღეს იმის ნახევარსაც ვერ თამაშობს, რაც შეუძლია. საქმისადმი ასეთ დამოკიდებულებას კი, ნამდვილად ვერ ავიტან”, – ამბობს ჰოჯსონი. ბოლო ტურში, “სტოკთან” მატჩის (0:2) დროს, “ლივერპულის” ფანები გუნდის ლეგენდას, კენი დაგლიშს უმღეროდნენ, რითაც “მერსისაიდელთა” ხელმძღვანელობას ჰოჯსონის დალგლიშით ჩანაცვლებას მოუწოდებდნენ. “თუკი “ლივერპულის” ხელმძღვანელობა თანამდებობიდან გამათავისუფლებს, ამ გადაწყვეტილებას მშვიდად შევხვდები. ის კი ვიცი, რომ ჩემს საქმეს პატიოსნად ვაკეთებ და გუნდის კრიზისიდან გამოსაყვანად ყველა ღონეს ვხმარობ. მე ძალიან ცოტა ფეხბურთელი მყავს, რაც ტაქტიკური მანევრების საშუალებას არ მაძლვეს. გულშემატკივრები თითოეულ მარცხს ძალიან განიცდიან. სამწუხაროდ, სეზონის ბოლომდე მათ კიდევ არაერთხელ მოუწევთ გაწბილება, რადგან ამ შემადგენლობით ყველა მატჩის მოგება შეუძლებელია”, – დასძენს ჰოჯსონი. წყარო: მსოფლიო სპორტი View the full article
-
რამე გაუგებრობას რომ არ ქონდეს ადგილი, ბარემ თავიდანვე ვიტყვი, რომ შეიძლება მე ვერ ვამჩნევ, თორემ ჩვენთან ყველაფერი კარგადაა. შეიძლება, მე ჩამოვრჩი დროს. შეიძლება, ცხოვრება დღეს სხვა მოთხოვნებს აყენებს, სხვა ნორმებს აწესებს, სხვა რამეს გაძლევს და შენგანაც სხვას ითხოვს, ვიდრე მე მგონია და წარმომიდგენია. იხილეთ tabula.geზე
-
ეს არის ყველასთვის კარგად ცნობილი ფიმის მიხედვით შექმნილი ძალიან კარგი თამაში, ამ ნაწილში თქვენ მოგიწევთ ხანჯლის საძებნელად წასვლა,ასევეე აღჭურვილი იქნებით მრავალფეროვანი იარაღებით. თამაშში არის უძლიერესი გრაფიკა,დატესტილია და 100% მუშაა,ყველას გირჩევთ გადაიწეროოთ, არ ინანებთ. View the full article
-
დღეს თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდა წარმომადგენლებმა ბიზნესის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია სასტვენებით გამართეს. სულხან ღლონტი, აქციის ერთ–ერთი მონაწილე, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ისინი ბიზნესზე ტერორს აპროტესტებენ. „ჩვენ, ახალგაზრდა დემოკრატები, გადავალთ ფართომასშტაბიან აქციებზე, დღეს ეს პრევენციული ფორმაა, მშვიდობიანი აქცია, რომლითაც ჩვენ პროტესტს გამოვტახავთ“. აქციაზე შეკრებილებს სასტვენები, როგორც თვითონ ამბობენ, მეტი ყურადღების მისაქცევად ჰქონდათ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
მყარია თუ არა შენი რწმენა, რომ შეაჩერო დემონების შემოსევა. შავმა მაგმა ამოხსნა ფილოსოფიური ქვის საიდუმლო და ბნელი ძალები მოკვდავების სულებზე სანადიროდ გამოუშვა. სამმა საუკეთესო მებრძოლმა უნდა დაიცვას ადამიანების მოდგმა მშიერი ურჩხულებისგან. View the full article
-
ლეიბორისტულმა პარტიამ უკვე იცის, რა საშობაო საჩუქარი ელით ადგილობრივ მოქალაქეებს თბილისის თვითმმართველობისგან. ლეიბორისტ პაატა ჯიბლაძის თქმით, ახალი წლიდან მეტროთი მგზავრობის საფასური გაორმაგდება. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. დღეს ლეიბორისტები მარჯანიშვილის მეტროს წინ, მათი ოფისიდან ასი მეტრის მოშორებით, შეიკრიბნენ. მიტინგზე ორმოცდაათამდე ადამიანი მივიდა. აქციის მონაწილეები მეტროთი მგზავრობის ტარიფის სამომავლო მომატებას აპროტესტებდნენ. ლეიბორისტული პარტიის აღმასრულებელი მდივნის პაატა ჯიბლაძის თქმით, ხელისუფლება აგრძელებს მოსახლეობის მიზანმიმართულ გაღატაკებას: «ახალი წლიდან თბილისელებს სიურპრიზი ელით. რამდენი თბილისელი სარგებლობს მეტროთი, რომ ოჯახში ლუკმა პური შეიტანონ?! ხელისუფლების ეს ნაბიჯი კიდევ უფრო დააზარალებს მათ და ხელისუფლება მეტროს რევოლუციას მიიღებს.» ლეიბორისტები მოითხოვენ, რომ მოქალაქეების მგზავრობის ფულით არ გაიზარდონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზღვარგარეთული ვოიაჟების ბიუჯეტი. ჯიბლაძის თქმით, მერიიდან მას სანდო პირმა აცნობა თბილისის მერიის გადაწყვეტილება, რომ მეტროთი მგზავრობის საფასური გაორმაგდება. აქციაზე მეტროს წარმოამდგენლები არ გამოჩენილან. თბილსის მეტროს საზოაგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თამაზ რობაქიძემ განაცხადა, რომ ასეთ ინფორმაციას არ ფლობს: «ჩვენ ვართ მომსახურე კომპანია, რომლის მფლობელი არის თბილისის მერია. ფასების დარეგულირება არის მერიის პრეროგატივა. თბილისის მერიის პრესასმახურიდან ნანუკა ზაქარეიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ჯერჯერობით მერია არ აპირებს მეტროთი მგზავრობის საფასურის მომატებას: «დღევანდელ დღემდე ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა.» აქციაზე მისულმა მოქალაქეებმა აღნიშნეს, რომ ინფორმაცია მეტროთი მგზავრობის ფასების მომატებასთან დაკავშირებით ლეიბორისტული პარტიისგან აქვთ. ლეიბორისტები კი წყაროს დასახელებისგან თავს იკავებენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
თამაშის მოქმედება ხდება ინგლისში, სახლში რომელსაც Dread Hill House (სახლი შიშის ბორცვზე) ქვია. ამ სახლში მარტო ცხოვრობს მთავარი გმირი, ცნობილი ნეირობიოლოგი, რომელიც ადამიანის ტვინს იკვლევს. მეუღლის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ექიმი მამულს არ ტოვებს და მხოლოდ მეცნიერებითაა დაკავებული. ექიმის თანამშემწე - თამაშის მეორი მთავარი პერსონაჟი - უსაფრთხო სამედიცინო ექსპერიმენტისთვის მოხალისეებს ეძებს. მაგრამ პირველივე გამოცდა გეგმას აცდება... წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგ ექიმის სახლში მისი მეუღლის აჩრდილი გამოჩნდება. გმირებს მოუწევთ გაერკვნენ პარანორმალურ მოვლენებში, რომლებმაც სახლში დაიწყეს მოხდენა. View the full article
-
რუსეთის მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქვეყნის ახალი ტერიტორიული მოწყობის გეგმაზე მუშაობენ.ამ პროექტის თანახმად, დღესდღეისობით არსებული 83 რეგიონის ნაცვლად 20 მსხვილ ქალაქს გარშემო აგლომერაცია ჩამოყალიბდება.გეგმის თანახმად, რუსეთის მოსახლეობა იქ უნდა კონცენტრირდეს, სადაც მრეწველობა განვითარებულია და წარმოების უკეთესი პირობებია.დოკუმენტში დასახულია 20 მსხვილი აგლომერაციის შექმნის მიზანი, რომელთა მოსახლეობა 1 მილიონ ადამიანს აღემატება. აგლომერაციის შიგნით იგეგმება საზოგადო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Admin/BkFill/Default_image_group/2010/11/5/1288990001187/Liverpool-FC-Training-006.jpg სულ ახლახანს ლივერპულის ადმინისტრაციაში ახალი თანამდებობა შეიქმნა – “საფეხბურთო სტრატეგიების დირექტორი” , რომელიც 37 წლის ფრანგმა, დამიენ კომოლიმ დაიკავა… ეს ადმინისტრაციული პოსტი ახალმა ამერიკელმა მფლობელებმა ჩამოაყალიბეს. კომოლი აქამდე ლონდონის ტოტენჰემსა და ფრანგულ სენტ-ეტიენში მუშაობდა, თუმცა მისი ენფილდური თანამდებობა ინგლისური კლუბების უმრავლესობისთვის უჩვეულოა. ხშირად ამ პოზიციას აღიქვავენ როგორც მთავარი მწვრთნელის როლებში შეჭრას, რადგან კომოლის მთავარი მოვალეობა სატრანსფერო საკითხების მოგვარებაა. დამიენს ლონდონში მუშაობის დროს სერიოზული სატრანსფერო დილერის სახელი ჰქონდა. ტოტენჰემმა მისი ხელმძღვანელობით შეიძინა გარეთ ბეილი, დიდმიტარ ბერბატოვი, ლუკა მოდრიჩი, აურელიო გომესი და რომან პავლიჩენკო… თავად ამერიკელმა მფლობელებმა კი მის დანიშვნას ამ პოზიციაზე უწოდეს პირველი ნაბიჯი წარმატებული ადმინისტრაციის შენებისკენ, რომელიც მუდამ განვითარებასა და პროგრესზე იზრუნებს და კლუბში გრძელვადიან ფილოსოფიას დანერგავს. გთავაზობთ თავად დამიენ კომოლის პირველ ინტერვიუს მერსესაიდულ კარიერაში: “ვფიქრობ ხშირად ჩემი თანამდებობა გაუგებრობის საბაბი ხდება, თუმცა ეს ასე არ უნდა იყოს. ჩემი, ჯონ ჰენრის და როი ჰოჯსონის ხედვა სრულიად ემთხვევა ერთმანეთს. ჩვენ მომავალში ყოველთვის კონსენსუსის საფუძველზე ვიმუშავებთ. ჩემთვის მწვრთნელის შეხედულება ფეხბურთელზე და მისი დამოკიდებულება პირველ რიგში დგას. ნამდვილად არ ვაპირებთ შევიძინოთ ისეთი ფეხბურთელი რომელიც მენეჯერს არ სურს, რადგან ასეთ შემთხვევაში ტრანსფერს ყველანაირი აზრი ეკარგება. უბრალოდ წყალში გადაყრილი ფული გამოვა.“ “როი ჰოჯსონს მე ჯერ კიდევ მისი ფინეთის ნაკრებში მუშაობის დროს ვიცნობდი. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და როგორც საფეხბურთო, ისე არასაფეხბურთო თემებზეც ხშირად ვსაუბრობთ, რადგან ჩვენი შეხედულებები სრულიად ემთხვევა ერთმანეთს. ახლა კი როცა ერთად მოგვიწევს მუშაობა, დარწმუნებული ვარ რომ მიზნის მიღწევა არ გაგვიჭირდება.” “ჩემი მთავარი როლი კლუბში არის მფლობელებსა და მწვრთნელს შორის შუამავლობა. ჯო ჰენრის და მის კომპანიას სჭირდებოდათ ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად აქტიურად ჩაერთვებოდა კლუბის საქმიანობაში, დაეხმარებოდა მთავარ მწვრთნელს და აგრძნობინებდა მას რომ სრული მხარდაჭერა აქვს კლუბის მეპატრონეებისგან…” View the full article
-
საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც დღეს ქუთაისში იმყოფება, საქართველოს მთავრობის სახლის მშენებლობა გახსნა. "თქვენ გეგონათ, რომ მარტო პარლამენტი გადმოდიოდა, მაგრამ ნელ–ნელა ვიპარებით, ნაბიჯ–ნაბიჯ. ჯერ შემოგაპარეთ პარლამენტი, ახლა – მთავრობა და ასე, ვახორციელებთ ქუთაისის მეორე დედაქალაქად ქცევის პროექტს. და ეს არის მნიშვნელოვანი დღეს იმიტომ, რომ ეს მთავრობის სახლი გაიხსნება ერთი წლის თავზე. პარლამენტს დასჭირდება წელიწადნახევარი. მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პარლამენტის შენობა გვექნება, ყოველ შემთხვევაში, რაც მინახავს",–განაცხადა პრეზიდენტმა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის ქუთაისში გადმოტანის ერთ–ერთი ინიციატორი და გადაწყვეტილების მომხმრე თბილისის მერი გიგი უგულავა იყო. "მე მინდა გვესმოდეს, თუ რატომ – ქუთაისი. გეოგრაფიულად სუფთა, საქართველოს ცენტრი გადის ცოტა ხაშურზე და ცოტა დასავლეთისკენ, მაგრამ ყველაზე ახლო მყოფი დიდი ქალაქი არის ქუთაისი". პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხალხის აზრით, დეპუტატების გადაყვანა თბილისიდან ქუთაისში უფრო ძვირი დაჯდებოდა. "და ვინ თქვა, რომ დეპუტატები უნდა იყვნენ თბილისელები? ეს პარლამენტი არის მთელი საქართველოს წარმომადგენლობითი პარლამენტი", – განაცხადა პრეზიდენტმა დღეს ქუთაისში გამოსვლისას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთავრობის სახლში, რომლის მშენებლობაც დღეს მანვე გახსნა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლობა იქნება წარმოდგენილი. დღესვე მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთავრობის 6 პრინციპი დაასახელა: სიმცირე, მობილურობა, ეფექტურობა, არაკორუმპირებულობა, ინოვაციურობა და გლობალურობა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ანოტაცია: Cars Toon: Mater's Tall Tales – მხიარული თამაშია, რომელიც შედგება მინი თამაშებისგან, ეს მინი თამაშები დაფუძნებულია მულტიპლიკაციური ფილმ Mater's Tall Tales от Disney Pixar -ზე. ეს თამაში მშვენიერია ბავშვებისათვის. Cars Toon: Mater's Tall Tales -ში სატვირთო მანქანას სახელად მეტრს მოუწევს თავგადასავლებში მონაწილეობის მიღება მის მეგობრებთან ელვასთან, მაკკვინთან და სხვებთან ერთად, ამ ყველაფერს თან დართული აქ იუმორისტული სიუჟეტი რომელიც გაართობს მოთამაშეს. View the full article
-
მომავალი მთავრობის სხდომიდან მოყოლებული საქართველოს მინისტრთა კაბინეტი 2010 წელს გაწეული სამუშაოების შესახებ პრეზენტაციას წარმოადგენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. საქართველოს მთავრობა მომავალი 5-6 სხდომის განმავლობაში შეაჯამებს 2010 წელს გაწეულ სამუშაოების შედეგებს და 2011 წლის გეგმებზე იმსჯელებს. ,,ეს იქნება ჩვენი მთავარი სამუშაო განწყობა მომავალი 5-6 სხდომის განმავლობაში’’, - ამბობს პრემიერ მინისტრი. ასევე გილაურმა მოუწოდა მინისტრებს, რომ 2010 წელს ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მედიასა და საზოგადოებას გააცნონ. ,,ყველა მინისტრს მინდა მოვუწოდო, დეტალური პრეზენტაცია გაუკეთოს საზოგადოებას და მედიას, თუ რა გააკეთეს 2010 წელს, რა დარჩათ გასაკეთებელი, რა პრობლემები დარჩა მოსაგვარებელი და ა.შ. იმისათვის რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული’’, - განაცხადა გილაურმა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ნიკა გილაურმა ანდრია ურუშაძეს სამედიცინო ცენტრების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესის მკაცრად გაკონტროლება დაავალა. პრემიერ მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრის დავალებასთან დაკავშირებით განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა. ,,მშენებლობების ვადა მომავალი წლის ბოლოს მთავრდება. ამ წლის ბოლოს ჩვენ უნდა გვქონდეს კონკრეტული გრაფიკი, რომელსაც მომავალი წლის განმავლობაში განვახორციელებთ. ამიტომ საჭიროა მაქსიმალურად კარგად ვაწარმოოთ მონიტორინგი’’, - მიმართა გილაურმა ურუშაძეს. გილაურის განმარტებით, მომავალ წელს საქართველოს მთავრობა აქცენტს ჯანდაცვის სფეროზე გააკეთებს. მისი თქმით, სავადმყოფოებისა და კლინიკების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. გილაური განმარტავს, რომ კერძო სექტორი 46 სხვადასხვა კლინიკასა და სამედიცინო ცენტრს რაიონებში ააშენებს. ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული საავადმყოფოებისა და კლინიკების სარებილიტაციო–სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს რაჭაში, აჭარასა და თბილისში. გილაურის თქმით, რებილიტაცია უტარდება ჟვანიას სახელობის თბილისის ბავშვთა კლინიკასა და რკინიგზის საავადმყოფოს. ,,რეაბილიტირებულ საავადმყოფოში თბილისის სხვადასხვა ადგილებიდან რამდენიმე კლინიკას გადავიტანთ’’, - ამბობს გილაური. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
"ჩვენ ისეთივენი ვართ, როგორც სხვები, ჩვენ ჩვენი ხალხის ნაწილი ვართ, ჩვენ არ ვართ ვაჰაბიტები",– ეს აზრი გაჰყვებოდა ლეიტმოტივად აფხაზეთის მუსულმანთა სულიერი სამმართველოს მიერ 25 ოქტომბერს ზურაბ აჩბას სახელობის ცენტრში "მსოფლიო ძალადობის გარეშე" ჩატარებულ მრგვალ მაგიდას, იუწყება "ეხო აბხაზიი". ამ შეკრებაზე მონაწილეობის მისაღებად მიწვეულ იქნენ მართლმადიდებლური და იუდეური კონფესიების წარმომადგენლებიც, თუმცა ისინი იქ არ მისულან და არ მიუღიათ მონაწილეობა აფხაზეთის მუსულმანთა პრობლემების განხილვ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
Warning! ვიდეო შეიცავს უცენზურო სიტყვებს. მათ, ვისაც ნი2-ის კვირის სიუჟეტი ჯერ არ გინახავთ, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი შემოქმედება. თუკი ნი2-ზე ეს იდეურად დავდე, აქ მინდა ნამუშევრის ხარისხი შეაფასოთ. ვიდეო გადაღებულია თითქმის მხოლოდ ჩემს მიერ, საწყის კადრში დათუნა მეხმარებოდა, ბოლოში კი შო მიწევდა მორალურ მხარდაჭერას. ახლა კი თავად ვიდეო: ორიგინალი HD ხარისხით: Ni2 News – ინტერვიუ ანონიმურ [...]http://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=1857&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
-
რუსეთთან თანამშრომლობის მიუხედავად, აშშ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის დაყენებას.როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ეს განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ, ანდრონიუს აჟუბალისთან შეხვედრაზე გააკეთა.კლინტონმა აღნიშნა, რომ რუსეთთან შეერთებული შტატების ურთიერთობების განახლება და ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობა, რომელიც ლისაბონში შეიკრიბება, დადებითი ნაბიჯებია.“მაგრამ, ამა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე