Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. მოკლედ აღფრთოვანებული ვარ ამ ნახატებით და ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა. გთხოვთ არც ერთ საიტზე არ დააკოპიროთ, მე არ მეკუთვნის და ამიტომ სპეციალურად ავტორებს ვთხოვე უფლება.ნახატები ეკუთვნის :shimoda7D17rulesmcr-ravenYoukaiYumezeldisCataclysm-x View ucnauri.com
  2. კითხვა: თქვენი აზრით როგორი იქნებოდა 1950 წლიანების “ჩარლსტონი” რომ ეცეკვათ თანამედრო მუსიკის ფონზე?პასუხი” საინტერესო და სასაცილოისიამოვნეთ! View ucnauri.com
  3. სან სირო (ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონი) – სტადიონი მილანში, რომელიც ორი იტალიური გრანდის მილანისა და ინტერის საშინაო არენაა. სან სირო ერთ ერთია იმ სარბიელთაგან, რომელსაც უეფამ მაქსიმალური შეფასება – 5 ვარსკვლავი მიანიჭა და უმნიშვნელოვანი მატჩების ჩატარების ნება დართო. სწორედ ეს სტადიონია ყველაზე პოპულარული დერბის, მადონინას, მასპინძელი. მილანი – ინტერის დაპირისპირება ... View ucnauri.com
  4. http://zvigena.files.wordpress.com/2010/11/slo-geo.jpg?w=197&h=327 საათზე მეტი დრო იყო მილეული – ჩვენი ნაკრები შეხვედრას ერთი ბურთით აგებდა და მატჩის ხასიათიდან გამომდინარე, ფრის მიღწევაც ძნელად სავარაუდო იყო. სლოვენია დომინირებდა და საგოლე მომენტებსაც მრავლად ქმნიდა – დაცვის საკმაოდ არასაიმედო თამაშის საპირისპიროდ ლორია ყოჩაღობდა და რამოდენიმე რთული ბურთიც მოიგერია. ხოლო ტაიმის მიწურულს საერთოდ თერტმეტმეტრიანი ნიშნულიდან არ გაატანინა მეტოქეს, როდესაც კარგ ნახტომში ძნელად ასაღები ბურთი კუთხურზე მოიგერია. ამის შემდეგაც ჩვენებს მინდვრის შუაგულში ბურთზე კონტროლის დაწესება უჭირდათ. მეტოქე სულ უფრო მეტ ზეწოლას ახდენდა და იგრძნობოდა ადრე თუ გვიან გოლს მივიღებდით. დაიწყო მეორე ტაიმი და სლოვენიელთა მორიგ კუთხურს მოყვა კიდეც გოლი – კალაძემ მეტოქეს ხელი ვერ შეუშალა, ვისი დარტყმაც ლორიასთვისაც მიუწვდომელი აღმოჩნდა. ცოტახანში უკვე ძელმა გვიხსნა მეორე ბურთის გაშვებისგან . სიტუაცია უიმედო მოჩანდა. გოლის გაშვებამდე ქეცბაიამ ინერტულად მოთამაშე ხოჯავა და მოდებაძე გურული–ვაწაძის დუეტით ჩაანაცვლა. შემდეგი მოვლენების გმირებიც სწორედ ეს ორი ფეხბურთელი გახდა – ჯერ აბსოლიტურად უწყინარ სიტუაციაში მეტოქის მცველი შეცდა, საკუთარ საჯარიმოში არასწორად უპასა თავისიანს, რითაც გურულმა ისარგებლა და საჯარიმოში საკმაოდ მახვილი კუთხიდან ერთი შეხებით ძელის გავლით გადაგზავნა ბურთი სლოვენიელთა კარში – 1:1, გურულმა დებიუტი ნაკრებში ასე გოლით აღნიშნა. არ გასულა წუთიც და შემდეგ უკვე ვაწაძემ ითამაშა კარგად – მშვენიერი პასით ანანიძე ერთი ერთზე შეატოვა მეტოქის მეკარეს. ჯანომაც, როგორც კარგ ფეხბურთელს შეეფერება, მსუბუქი შეხებით ბურთი გაისწორა და ზუსტი, გამოზომილი დარტყმით მეტოქის მეკარე უშანსოდ დატოვა. ანგარიშში დავწინაურდით, მეტოქეც ანერვიულდა, ბევრი ვეღარაფერი შექმნა წინ და ეს შეხვედრა ასე მოგებამდე მივიყვანეთ. რა შეიძლება ითქვას – ჩვენი ნაკრები ფაქტიურად მეორე შემადგენლობით თამაშობდა, შეცდომები იყო და თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა. მაგრამ ფეხბურთში სწორედ რომ შედეგი ფასობს და მძიმე თამაშით, მაგრამ მაინც გუნდი იგებს, ხასიათს ავლენს. თუნდაც ანგარიშში დაწინაურებულ მეტოქეს ადრიანად არ ნებდება და აგერ შედეგიც – პატარა საქმე არაა, ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდს საკუთარ კედლებში წაგება აგემო, მითუმეტეს მეორე შემადგენლობით. აღსანიშნავია ლორიას კარგი თამაში, ვინც რამოდენიმეკარგი სეივი გააკეთა, აღარაფერს ვამბობ თერტმეტმეტრიანის მოგერიებაზე. მის თამაშში აშკარა პროგრესია. დაცვის ცენტრში ნორმალური დებიუტი ჰქონდა აკაკი ხუბუტიას. შეილება ამ ფეხბურთელის მომავალშიც გამოყენება. გურამ კაშიამ პირველად ითამაშა ჩვენთვის პრობლემურ დაცვის მარჯვენა ფლანგზე – ჩემი აზრით მომავალში ლობჟანიძეს ნაცვლად, ისევ გურამზე ღირს აქცენტის გაკეთება. ასევე დებიუტი ჰქონდა გოჩა ხოჯავასაც, მაგრამ დიდი ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი. ასეთი თამაშით მისი ადგილი ნაკრებში ნამდვილად არაა – პასებს აგვიანებდა, ნელი იყო, დაცვას ინერტულად ეხმარებოდა. კარგად ვერ წარმოაჩინა თავი ნიკა გელაშვილმაც, რომელიც ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე გაისარჯა. მის ნაცვლად შემოსული, ასევე დებიუტანტი, თვრამეტი წლის ოქრიაშვილი ბევრად ცოცხლად და საინტერესოდ გამოიყურებოდა. უნდა ავღნიშნოთ გურულის შემოსვლა – რომელიც ხოჯავაზე ბევრად ეფექტურად გამოიყურებოდა, გამათანაბრებელი გოლიც შეაგდო და სხვა ეპიზოდებში ტექნიკურ, ჭკვიანურ ფეხბურთს აჩვენებდა. ამ კაცის სახით ნაკრებისთვის ერთ–ერთი კარგი და საინტერესო კადრი გამოიცადა – ამის შემდეგ სავარაუდოდ მას მომავალშიც ვიხილავთ ჩვენი ნაკრების ფორმით მოთამაშეს და იმედია სარგებელსაც მოგვიტანს. ჯანო კი ისევ ცალკე აღნიშვნის ღირსია – ბიჭი საკმაოდ კარგად გაისარჯა, გამარჯვების გოლიც შეაგდო და ნაკრების გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. მოკლედ წელი დაუმარცხებლად ჩავამთავრეთ, რაც პირველად ხდება ჩვენი ისტორიის მანძილზე და აწი მომავალ წელსაც ბევრად იმედიანად დაველოდებით. მადლობა ბიჭებს. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/399/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/399/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/399/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/399/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/399/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/399/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/399/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=399&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
  5. მე-11 საუკუნის ქართულ ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს. ოკუპანტებმა ოჩამჩირეში ილორის წმიდა გიორგის ტაძარში, ქართული კვალის წასაშლელად, გარე… ლინკი მედიანიუსზე
  6. “შურობუმუ” - ასე ჰქვია გაზეთს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ განათლების ცენტრმა - “კოლხიდა”გამოსცა. სიმართალე გითხრათ, სამეგრელოში მსგავსი განათლების ცენტრი თუ არსებობდა, ნამდვილად არავინ იცოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ზემოხსენებული გაზეთი მთელ სამეგრელოში გავრცელდა, დავვინტერესდი და გამოცემის შინაარსს გავეცანი. როგორც გაირკვა, გაზეთი მეგრულენოვანია და მისი გამომცემლების ძირითადი მიზანია, მეგრულ და სვანურ ენებს მიანიჭოს რეგიონალური ენის სტატუსი. გაზიარება [ილია ჩაჩიბაია. 22:38 18-11-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TOVyf1dB6yI/AAAAAAAAEOI/n-f7FyNB6Ss/s200/blog%2Bfotos%2Bmaketi%2Bcopy.jpgმოკლედ, განათლების ცენტრ “კოლხიდას” ხელმძღვანელს, იურა ღვინჯილიას დავუკავშირდი. ინტერვიუ სკანდალური გამოდგა, რესპონდენტმა მითხრა: “სკოლებში ამიერიდან მეგრულად თუ არ დაიწყება სწავლება და ზუგდიდში მეგრული ტელე-რადიომაუწყებლობა არ დაფუძნდება, შესაძლოა, სამეგრელო საქართველოს გამოეყოს და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაიწყოს არსებობა-ო.” აქვე, ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქციის სახელით აღვნიშნავ, რომ მეგრული ენის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი გვაქვს, მაგრამ სეპარატისტულ აზრებსა და აზროვნებას მხარს არასოდეს დავუჭერთ. მიგვაჩნია, რომ მეგრული არის ერთ–ერთი უძველესი ქართველური ენა, რომელიც დიდი ყურადღების ღირსია, ხოლო საკითხის მიმართ ღვინჯილიასეული მიდგომა არასწორია. თავად განსაჯეთ, თუ რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ერთიანობას იურა ღვინჯილიასნაირი ხალხის აზროვნება და განათლების ცენტრი „კოლხიდა“. ახლა კი უკომენტაროდ და ზედმეტი შელამაზების გარეშე შემოგთავაზებთ ზესკანდალურ ინტერვიუს. იურა ღვინჯილია: - არამარტო ხელისუფლება, არამედ საზოგადოებაც გაემიჯნა მეგრულ ენას, ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანია, მეგრული და სვანური ენებისთვის შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, ანუ ენებს უნდა მიენიჭოს რეგიონალური ენის სტატუსი და მასზე გავრცელდეს ევროპის ქარტიით გათვალისწინებული ნორმები, მაგალითად, როგორიცაა ტელე-რადიომაუწყებლობის არსებობა მეგრულ ენაზე. ამ ეტაპზე ენის შენარჩუნება გადარჩენისთვის ეს იქნებოდა არაჩვეულებრივი გზა. გაერო-ს დასკვნების მიხედვით არამარტო მეგრული, არამედ ქართული ერიც არის შეტანილი გადაშენების პირას მდგარ ერებს შორის. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, რომ არ გადავშენდეთ. ამასწინათ, ჩავატარეთ აქცია და ქალაქის ქუჩებში გავაკარით პროკლამაციები, სადაც ეწერა - “მოვითხოვთ მეგრულ და სვანურ ენებს მიენიჭოს რეგიონალური ენის სტატუსი“. ამ პროკლამაციების გაკვრის იდეის ავტორად ზოგიერთმა გამოცემამ დაასახელა სამთავრობო წრეები, კონკრეტული გვარებიც იქნა გაჟღერებული: აწ გარდაცვილი პარლამენტარი გრიშა ქობალია და გუბერნატორი ზაზა გოროზია. ვაცხადებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია არანაირ კავშირში არ არის რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან და მედიის მიერ გვრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეეფერება. ხომ არ ფიქრობთ, რომ მსგავსი პროკლამაციებისა და გაზეთების დაბეჭვდა გამოიწვევს იმ სცენარის განვითარებას, რაც აფხაზეთში მოხდა. აფხაზებმაც ხომ ასე დაიწყეს ბრძოლა ენის აღიარებისთვის და შემდეგ, დამოუკიდებლად არსებობის სურვილიც გაუჩნდათ?-ყველაფერი შესაძლებელია. როდესაც არსებობს პრობლემა და მას ყურადღებას არავინ აქცევს, მაშინ შესაძლოა, პრობლემა უმართავი გახდეს, ამიტომ საჭიროა საზოგადოების მეტი აქტიურობა. გინდათ, რომ სამეგრელო დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს?! მართლა ზაზა გოროზია გაფინანსებთ? -თვითდაფინანსებაზე ვართ. თქვენს მიერ დასმული ეს შეკითხვა გულისხმობს, რომ ქართული სახელმწიფო და საზოგადოება ემიჯნება ამ მეტად მნიშვნელოვან პრობლემას. ფონდებთან და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობთ?-ეს თემა მეგრული და სვანური ენების აღიარების შესახებ ჯერ-ჯერობით ტაბუდადებულია, ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციები არ გვეხმარებინ. იქნებ, იმიტომ გარიდებენ თავს, რომ არ უნდათ მოხდეს იგივე, რაც აფხაზეთში...-არ შეიძლება, ასეთი მსჯელობით რაიმე პრობლემა გადავწყვიტოთ. არის პრობლემა - მეგრული ენა და მას ყურადღება სჭირდება. მე მაქვს უფლება, მივიღო ინფორმაცია და განათლება მეგრულ ენაზე. ანუ ამბობთ, რომ სამეგრელოს სკოლებში სწავლება მეგრულად უნდა მიმდინარეობდეს?-რა თქმა უნდა, ამის მომხრე ვარ. ჩვენმა შვილებმა სკოლაში განათლება მეგრულენაზე უნდა მიიღონ, ამას არ ვამბობ მხოლოდ მე, ბევრი თანამოაზრე მყავს და თუ საჭირო იქნება, შესაძლოა, ხელმოწერების შეგროვებაც დავიწყოთ. მოდით, კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამთ: ხომ არ გსურთ სამეგრელო გამოეყოს საქართველოს და არსებობა გააგრძელოს, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ?-არა. ჩვენი მიზანია საქართველოს მეგრელიზაცია. რას აპირებთ იმ შემთხვევაში, თუ სამეგრლომ მხარი არ დაგიჭირათ?-ჩვენ არაერთხელ ჩავატარეთ გამოკითხვები, გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს გვიჭერს. მართალია, ძალიან ცოტა ადამიანმა მიიღო გამოკითხვაში მონაწილეობა, მაგრამ ეს მათი კულტურის საქმეა. ჩვენ ვიბრძოლებთ დასახული მიზნის მისაღწევად. ალბათ, ხალხის დიდი ნაწილი თქვენს ამ წამოწყებას არ დაეთანხმება.-მაშინ მე საზოგადოებას შევეკითხები: ქართულ სახელმწიფოში უნდა შენარჩუნდეს თუ არა მეგრული და სვანური ენები? სახელმწიფო ვალდებულია თუ არა უზრუნველყოს ამ ენების გადარჩენა შენარჩუნება? სახელმწიფოს სჭირდება თუ არა კანონი? როდესც ამ კითხვებზე გექნებათ პასუხი მას შემდეგ დავიწყოთ დისკუსია... გამოქვეყნებულია ჟურნალ "ღია ბოქლომის" აგვისტო სექტემბრის ნომერში – 2008 წელი.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  7. გავიხსენოთ საუკუნის დასაწყისი View the full article
  8. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53971.jpgმე-11 საუკუნის ქართულ ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს. ოკუპანტებმა ოჩამჩირეში ილორის წმიდა გიორგის ტაძარში, გარე ფასადი მთლიანად თეთრად გადაღებეს. View the full article
  9. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53971.jpgმე-11 საუკუნის ქართულ ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს. ოკუპანტებმა ოჩამჩირეში ილორის წმიდა გიორგის ტაძარში გარე ფასადი მთლიანად თეთრად გადაღებეს. View the full article
  10. საყოველთაო ნიჰილიზმისა და სასურველი ცვლილებების მოლოდინში ეს შეკითხვა სულ უფრო ხშირად გაისმის ქართულ საზოგადოებაში. ადრე აქტუალური იყო კითხვა: “ვის გავყვეთ?” ჯაბა იოსელიანის პასუხის შემდეგ ამგვარი ფორმულირება პოპულარული აღარ არის. გაზიარება [ნანა დევდარიანი. 21:19 18-11-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TOVf_-7wQII/AAAAAAAAEOA/UTWYGuQ_cR8/s200/iliaII.gifტრამვაის გაყევითო - ბრძანა ჯაბამ, მაგრამ ტრამვაის ხაზები რევოლუციონერებმა აყარეს და ეს გზაც გადაკეტილი აღმოჩნდა. თუმცა, უგულავამ კვლავ დაიწყო ლაპარაკი ტრამვაის ახალი ხაზების გაყვანაზე და, მოსალოდნელია, რომ სამ წელიწადში მასაც გაყვება ვინმე. ვიღაცას გზა აებნა და ასი ათასი კაცი სააკაშვილის ნაცვლად პატრიარქთან მიიყვანა. ახლა, იმის ნაცვლად, წარუმატებლობის მიზეზს საკუთარ თავში ეძებდნენ, ისევ სხვისკენ იშვერენ ხელს. - რატომ დუმს პატრიარქი? სხვანი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ პატრიარქი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება, ზოგს ხატს აჩუქებს, ზოგს კი წიგნს. აბა, პატრიარქი საპარლამენტო მანდატებს ხომ არ დაარიგებს?! - რატომ დუმს პატრიარქი? რამდენჯერაც ერი დამოძღვრა, იმდენჯერ მოიძებნენ ლიბერალური დემოკრატიის ქომაგები და შეიცხადეს: - ეკლესია საერო საქმეებში არ უნდა ჩაერიოსო! იმის ნაცვლად, ქადაგებიდან და ეპისტოლეებიდან აზრი გამოეტანათ, იმას ცდილობდნენ, რომ ეკლესია და ერის სულიერი მოძღვარი სათავისოდ გამოეყენებინათ (ეს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც თანაბრად ეხება, მცირე გამონაკლისის გარდა). ხმამაღლა არ ამბობენ, თორემ პატრიარქის ავტორიტეტით ხელისუფლების გასტუმრება მართლაც ჯეკ პოტის მოხსნა იქნებოდა მათთვის. თანაც ისე, რომ ხელისუფლებაში მოსვლა მისი ხელდასხმით მოხდეს, ხოლო ძალაუფლების აღებისთანავე კვლავ ადგილი მიუჩინონ ეკლესიას: - საერო საქმეებში ნუ ჩაერევაო! საერო სახელმწიფოს ბომონზე მლოცველ ლიბერალებს უნდა ახსოვდეთ, რომ ყველაზე “საერო’’ სახელმწიფო საბჭოთა კავშირი იყო. დღეს ულტრალიბერალური ფრთის წარმომადგენლები მართლმადიდებელ ეკლესიას “ბოლშევიზმის გადმონაშთს’’ უწოდებენ. ეს იგივეა, ანა ფრანკს რომ ნაციზმის გადმონაშთი უწოდო! ჩვენი დასავლელი მეგობრები შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ საქართველოში გამოკითხულთა 85% მართლმადიდებელ ეკლესიას და პატრიარქს ენდობა. შფოთავენ იმის გამო, ხომ არ არის ეს ფუნდამენტალიზმის ნიშანი. სამაგიეროდ, არ შფოთავენ იმაზე, რომ მმართველ პარტიას საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობის 120% უჭერს მხარს. ფრანგული რევოლუციის მიერ სეკულარიზმის დროშის ატაცებას დასავლური ქრისტიანობის მიერ ევროპის სახელმწიფოთა მართვა-გამგეობაში სისტემატური ჩარევა უძღოდა წინ. მეფეები და მთავრები ვატიკანის ხელდასხმით მართავდნენ ევროპის ქვეყნებს. პროტესტანტობაც სწორედ ვატიკანის უსაზღვრო კონტროლის საპირისპიროდ დაიბადა. არანაირი საჭიროება დასავლური სეკულარიზმის გავრცობისა საქართველოზე არ არსებობდა და არც ახლა არსებობს, რადგან მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს ერეოდა საერო მართვაში, მაგრამ ამავე დროს არც ერთი წამით არ იყო მოწყვეტილი მისი ერის საჭიროებებსა და განსაცდელს. - რატომ დუმს პატრიარქი? ერთხელ, ბავშვობაში ბაბუაჩემი მიყვებოდა, როგორ ედო გამზადებული ფუთა კართან იმ შემთხვევისათვის, თუ დასაპატიმრებლად მოვიდოდნენ. “მანქანის ხმის გაგონებაზე დავკოცნიდი მძინარე ბავშვებს და ფუთას ავიღებდი. რამდენჯერ ყოფილა, რომ წავუყვანივარ თვალახვეული, გზა რომ არ დამემახსოვრებინა. კიბეზე რომ ამიყვანდნენ, მაშინ ვხვდებოდი, რომ ამჯერადაც გადამარჩინა უფალმა. ბინაში რომ შემიყვანდნენ, თვალს მერე-ღა გამიხსნიდნენ; ან ბავშვი იყო მოსანათლი, ან მიცვალებული გასაპატიოსნებელი. ბობოლა ბოლშევიკები რომ იყვნენ, ასეთი უჩუმრობითაც ვხვდებოდი და კედელზე ბელადების სურათებითაცო’’.- მაგათ ან ბავშვს როგორ უნათლავდი, ან წესს როგორ უგებდი-მეთქი! - ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა.- ბაბუ, მღვდელმა როგორ შეიძლება ნათლობაზე და წესის აგებაზე უარი უთხრას ადამიანს?!, - მიპასუხა. ჩემს ბავშვურ აღშფოთებას ჰგავს დღევანდელი დრტვინვაც: - რატომ დუმს პატრიარქი? რატომ ასაჩუქრებს იმას, ვინც ჩვენს თვალში დასასჯელია? იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია; ყველასი - კარგებისაც და ცუდებისაც, ცოდვიანებისაც და მართლებისაც. იგი სხვადასხვა კლასში ვერ ჩაგვრიცხავს და ვერც სამტრედიის სპეცსკოლაში გაგვამწესებს. სიტყვამ მოიტანა და, მაცხოვარი გვასწავლის, რომ ზოგჯერ მონანიე ცოდვილი უფრო ძვირფასია უფლისათვის. აი, სინანულის ხარისხს კი ჩვენ, საერო ადამიანები ვერავის ავუწონით. თუ გაყოფაა, - გაყოფა იყოს: ეკლესია თუ არ უნდა ერეოდეს საერო საქმეებში, მაშინ ჩვენ რა უფლებით უნდა ჩავერიოთ ეკლესიის საქმეებში? პატრიარქზე თავდასხმების პირველი ტალღისას ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ეკლესია დარჩა ერთადერთ სივრცედ, რომელშიც საქართველოს სხეული მთლიანია. რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს ტერიტორიებზე ორი სახელმწიფოს აღიარების მიუხედავად, აფხაზეთისა და შიდა ქართლის ეპარქიები კვლავ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშია. შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისასაც ასეა: პატრიარქის ერთ სიტყვას შეუძლია გამოიწვიოს ქართული სულიერი სივრცის დაშლა და გათითოკაცება, როცა ერი უკვე აღარ არის ერი, არამედ ატომიზებულ საზოგადოებად იქცევა. ყველაზე კარგად ეს სწორედ პატრიარქმა იცის. პატრიარქი არ დუმს. ჩვენ გვაქვს დახშული ყურიც და გულიც, თორემ იმას მივხვდებოდით, რომ მისი ნათქვამი ხელისუფლებასაც ეხება, ოპოზიციასაც და ჩვენც - ხალხს. presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  11. საკრებულოების საქმიანობის გაუმჯობესებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” მოქმედ კანონში ცვლილებები და დამატებები შედის. წარმოდგენილი… ლინკი მედიანიუსზე
  12. 19 ნოემბერს, 10.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სემინარში ,,მასწავლებელთა მუდმივი პროფესიული განვითარება და კავშირი კარიერულ ზრდასთან”" მიიღებს მონაწილეობას. სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი” 19 ნოემბერს, 10:30 საათზე, წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრი ირაკლი ბათიაშვილი და ნინო ბურჯანაძე გერმანიის საელჩოში გერმანიის ელჩს შეხვდებიან. 19 ნოემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა ჩატარდება. კომიტეტის სათათბირო ოთახი (№ 648) 19 ნოემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი 19 ნოემბერს, 11:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება “ჩვენ თვითონ”-ის ოფისში ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი ირაკლი ბარბაქაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: `ხელისუფლებამ კერძო რეპეტიტორების შევიწროება დაიწყო”. მის: კვინიტაძის ქ. #14 19 ნოემბერს, 11.00 საათზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორთა ტრენინგი დაიწყება. მის: ორთაჭალა, გორგასლის ქ. #24, მთავარი პროკურატურა 19 ნოემბერს, 11.00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში “ძალისას არქეოლოგიური ძეგლის რეაბილიტაციის” პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. 19 ნოემბერს, 11.00 საათზე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. მის: კოსტავას ქ. №77, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, საკონფერენციო დარბაზი 19 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება. 19 ნოემბერს, 11.30 საათზე, გაზეთ `პრაიმ-თაიმის” პრესკლუბი `ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერს გიორგი თარგამაძეს უმასპინძლებს. 19 ნოემბერს, 12:00 საათზე, “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე და სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრი ნონა გაფრინდაშვილი საფრანგეთის საელჩოში შეხვედრას გამართავენ. 19 ნოემბერს, 12.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბროშურის “ინკლუზიური განათლება – განსაკუთრებული ბავშვების განსაკუთრებული ავტოპორტრეტები” პრეზენტაციას დაესწრება. მის: გოცირიძის ქ. № 2, #198-ე საჯარო სკოლა 19 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოში ბავშვთა საკითხების გაშუქებისას ეთიკური ნორმებისა და მედიის პროფესიული სტანდარტების დაცვის საკითხებზე, გაეროს ბავშვთა ფონდი და მედია ფრონტლაინ კლუბი შეხვედრას გამართავს. მის: მარი ბროსეს ქ. #2 19 ნოემბერს, 13.00 საათზე, საქართველოს ქალთა პარტია “სამართლიანობისა და თანასწორობისათვის” ბრიფინგს გამართავს. თემა: “ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება”. სასტუმრო “თბილისი მარიოტი”, მეფე მირიანის დარბაზი საკონტაქტო ტელეფონი – 893 15 36 14; 897 178 111 19 ნოემბერს, 13:00 საათზე, “ელიტ-ელექტრონიქსი” და “რომპეტროლ საქართველო” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. მის: ალექსანდრე ყაზბეგის ქ. #24 19 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტებისა და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ერთობლივი სხდომა ჩატარდება. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი 19 ნოემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში ნარკომომხმარებელთა მიმართ არსებული საერთაშორისო პოლიტიკისა და პრაქტიკის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი გაუძღვება. 19 ნოემბერს, 14:30 საათზე, იაპონიის საელჩოში “გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების” ფარგლებში დაფინანსებულ 2 პროექტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. მის: კრწანისის ქ. #7დ 19 ნოემბერს, 15:00 საათზე, “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე და სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრი ნონა გაფრინდაშვილი ევროსაბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრას გამართავენ. 19 ნოემბერს, 15:00 საათზე, მეტროს სადგურ ~თავისუფლების მოედანთან~ წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფი მხარდამჭერებთან შეხვედრას გამართავს. 19 ნოემბერს, 16.00 საათზე, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კომპანია “ჯეოსელის” სანქცირების საკითხს განიხილავს. 19 ნოემბერს, 17.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა მეთხუთმეტე გამოშვების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. მის: ლადო გუდიაშვილის ქ. #7(საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა იხილეთ epn.ge
  13. გენდერული თანასწორობა იყო შეხვედრის ძირითადი თემა, რომლის შესახებაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, რუსუდან კერვალიშვილმა შვედეთის ელჩთან საქართველოში, დიანა… ლინკი მედიანიუსზე
  14. ბრიუსელში ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში რობერტ სიმონსს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა… ლინკი მედიანიუსზე
  15. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53970.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა რობერტ სიმონსი, ნატოს ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და შუა აზიაში, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. View the full article
  16. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53970.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა რობერტ სიმონსი - ნატოს ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და შუა აზიაში ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. View the full article
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/8282DCE4-8F1A-465A-8A80-856A8BD2962B_mw800_mh600_s-150x150.jpg38 მომხრე და 7 წინააღმდეგი, – საკრებულომ თბილისის 2011 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკრებულოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ, მხარი დაუჭირა თბილისის ახალ ბიუჯეტს. Mმცირე ნაწილმა, კი იმის გამო, რომ მათი წინადადებები და ინიციატივები არ იქნა გათვალისწინებული ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის დავით საგანელიძის განცხადებით არ შეიძლება მხარი დაუჭირო იმ 620 მილიონიან ბიუჯეტს რომელის 154 მილიონზე მეტი ე.წ სხვა ხარჯია. “როგორ დამეჭირა მხარი ისეთ ბიუჯეტზე რომელში ციფრები არათანაბრადაა გადანაწილებული. იმის ნაცვლად, რომ ხალხის პირველადი მოთხოვნა, ხალხის დაზღვევა კიდევ უფრო მეტი თანხით მომხდარიყო, საერთოდ ამოიღეს ბიუჯეტის სიიდან. Aარ იქნა გათვალისწინებული ბევრი ჩვენი წინადადება და აქედან გამომდინარე ჩვენ უფლება არ გვქონდა ასეთი ბიუჯეტისთვის მხარი დაგვეჭირა”- განაცხადა საგანელიძემ. ხელისუფლების წარმომადგენლები თბილისის ახალ ბიუჯეტს წინ გადადგმულ ნაბიჯად თვლიან. ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას” წევრის კოკი ინოათამაშვილის განცხადებით თბილისის 2011 წლის ბიუჯეტი, არის ობექტური და დაბალასნებულ. “ეს იყო ობექტურად დაბალანსებული ბიუჯეტი, სწორედ ამიტომ მას ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი. ოპოზიციასთან შეხვედრებმა ბევრი კარგი წინადადებები შემატა ამ ბიუჯეტს, ასეთი კონსულტაციები იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება და უფრო შედეგიანი მუშაობაც გვექნება”-განაცხადა კოკი იონათამიშვილმა. იხილეთ epn.ge
  18. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის შეხვდა. შეხვედრისას ევროსაბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება… ლინკი მედიანიუსზე
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/inga-grigolia1-150x150.jpg623-მილიონიანი ბიუჯეტი ჩვენთვის მორალურად მიუღებელია. ამის შესახებ საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას საკრებულოს “ქრისტიან დემოკრატების” წევრმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა. მისივე თქმით, საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” ამდენი დეპუტატი 2011 წლის ბიუჯეტის დამსახურებაა. გრიგოლიას თქმით, წინასაარჩევნო დაპირებები ხელისუფლების მხრიდან დაპირებებათ დარჩა. გრიგოლიამ მადლობა გადაუხადა უგულავას ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის და აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციას იგნორირებას არ უკეთებს. “ჩვენი პრეზიდენტი გვიმტკიცებს, რომ ნოვატორები ვართ ბინზესსა და ეკონომიკაში. ამ ფონზე კი საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში პენსიების თვალსაზრისით ბოლოდან მეორე ადგილზეა. მაშინ როდესაც საარსებო მინიმუმი 140 ლარს შეადგენს და პენსია 90 ლარია, სად არის დაპირებული 100-დოლარიანი პენსია? ეს დაპირება “ნაციონალური მოძრაობას აწევს მხრებზე და მათ ეს უნდა შესარულონ”, – განაცხადა გრიგოლიამ. მისივე თქმით, 2011 წლის ბიუჯეტი იმდენად მცირეა, რომ იგი არცერთ პრობლემას არ მოაგვარებს. გრიგოლიას განცხადებით, “ქრისტიან დემოკრატები” ბიუჯეტს მხარს არ უჭერენ. იხილეთ epn.ge
  20. http://newsimg.bbc.co.uk/media/images/46448000/jpg/_46448175_torres_kuyt466.jpg კაპიტნის ტრამვას თან სასიხარულო ცნობებიც მოჰყვა მელვუდიდან… ფერნანდო ტორესი, გლენ ჯონსონი, დირკ კიუიტი და მარტინ შკრტელი შაბათს ვესთ ჰემთან ითამაშებენ… ელ ნინიომ მცირე ტრამვა მიიღო სტოუკთან, თუმცა ესპანელმა ექიმებმა ნაკრებში ყოფნის დროს მასზე კარგად იზრუნეს, პორტუგალიასტან მატჩამდე საერთოდ არ დაუტვირთავთ მძიმე ვარჯიშებით და ფერნანდომაც მშვიდად ითამაშა 45 წუთი ამხანაგურ შეხვედრაში. მომავალი მატჩისთვის კი იგი სრულ მზადყოფნაშია. დირკ კიუიტმა სექტემბერში მიღებული ტრამვა, რომელმაც ფაქტიურად მთელი ოქტომბერი გამოატოვებინა ჰოლანდიელს უკვე მოშუშებული ჰქონდა, რაც მის ზედიზედ 3 თამაშზე აისახა წითლებში, თუმცა კლუბის გადაწყვეტილებით უმჯობესი იყო მისი დასვენება და ინგლისში დარჩენა, რადგან ასეთი ტრამვის შემდეგ 3 თამაშის ჩატარება არც ისე ადვილია. მარტინ შკრტელმაც გამოტოვა სანაკრებო მატჩი ასევე სტოუკ სიტისთან მცირე ტრამვის გამო, თუმცა ვესთ-ჰემთან სათამაშოდ მას არანაირი პრობლემა აღარ აწუხებს. გლენ ჯონსონმაც ასევე სრულად მოიშუშა ტრამვა და მთელი კვირის განმავლობაში სრული დატვირთვით ვარჯიშობდა მელვუდში. ასე რომ “შესანიშნავი” ოთხეული ენფილდს შაბათს დაუბრუნდებიან… View the full article
  21. ირლანდიიდან 40-მდე ქართველის დეპორტაცია განხორციელდა. დეპორტირებული ქართველები დუბლინიდან სამშობლოში დღეს ჩამოფრინდნენ. "ნაწილი ბინებიდან აგვიყვანეს, ნაწილი კი - პირდაპირ ქუჩიდან. 10 წუთი მოგვცეს მოსამზადებლად. ნივთები ცელოფნებში ჩაგვიყარეს და აეროპორტში გადაგვიყვანეს", - ყვებოდნენ ტელეკამერების წინ სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები. იხილეთ tabula.geზე
  22. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/ugulava1-150x150.jpg“2011 წლის თბილისის ბიუჯეტი ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი პასუხისმგებლობის ბიუჯეტია”. – ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ბიუჯეტში გათვალისწინებულია თბილისელების დასაქმება, მოდერნიზებული მომსახურების სერვიზი, უმწეოთა სოციალური დაცვა და ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. გიგი უგულავას განცხადებით, ქალაქის განვითარებისათვის და ასევე თბილისელების კომფორტულად ცხოვრებისათვის, აუცილებელია მომსახურების საერვიზი იყოს სწრაფი და ხარისხიანი. საჭიროა სხვადასხვა სფეროში გაგრძელდეს მოდერნიზაცია ასევე გაგრძელდეს უმწეოთა დაცვა. მერს მიაჩნია, რომ გაუმჯობესდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობა და სრულად შენარცუნდეს ის შეღავათები რომლითაც წინა წლებში სოციალურად დაუცველი მოსახლეობა სარგებლობდა. “მომავალ წელს მაქსიმალურად მცირდება თბილისის თვითმართველობის ორგანოების ადმინისტრაციული ხარჯები, ასევე დაგეგმილია ტრანსპორტის სფეროს რეგურილება, სამედიცინო მომსახურებისა და კომუნალური მომსახურების გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია სკოლანდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლის ახალი მეთოდების დანერგვა და ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება”-განაცხადა გიგი უგულავამ. უგულავას განცხადებით ყველა ზემოთ აღნიშნული საკითხი შესაძლებლობას ქმნის, რომ 2011 წელს ქალაქს ჰქონდეს უკეთესი მომსახურება, უკეთესი თბილისისთვის, რაც შექმნის გრძელვადიან სამუშაო ადგილებს და აღმოფხვრის მძიმე სოციალურ ფონს. იხილეთ epn.ge
  23. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53969.jpgსაქართველოს პრემიერ-მინისტრის მორიგი ანგარიში ხალხს. ნიკა გილაური საკონდიტრო საწარმო ”ტკბილი ქვეყნის” თანამშრომლებს შეხვდა. View the full article
  24. თბილისში, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის საქვაბეს ხანძარი გაუჩნდა. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, საქვაბეში ორსულიანი უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს. ხანძარი მეზობლებმა ღამის ცხრა საათისთვის შენიშნეს და ქალაქის სამაშველო სამსახურს, პოლიციასა და სასწარაფოს გამოუძახეს. სამაშველო სამსახურმა საქვაბიდან შუახნის ასაკის მამაკაცი ამოიყვანა. მეზობლების თქმით, საქვაბეში, სავარაუდოდ, ქალიც იმყოფებოდა, თუმცა სამაშველო სამსახურმა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ქალი ვერ იპოვა. დაზარალებულ მამაკაცს სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  25. პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი გუშინ 68 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.გია არსენიშვილი 1942 წლის 5 იანვარს თელავში დაიბადა. დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. იხილეთ tabula.geზე
×
×
  • შექმენი...