Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/11/17/article-1330708-0C1E8830000005DC-205_634x441.jpgუახლესი ინფორმაცია სტივენ ჯერარდის ტრავმის შესახებ. “წითლების” კაპიტანი შესაძლოა ერთი თვე ვერ დაეხმაროს “ლივერპულს”. ამ ინფორმაციას მერსისაიდული კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს. ჯერარდს სკანირებას დღეს, მოგვიანებით ჩაუტარებენ, მაგრამ მანამდე იგი მელვუდში შეამოწმეს და დიაგნოზიც დასვეს – მუხლის ქვედა მყესის ტრავმის მოშუშებას სტივი სამიდან ოთხ კვირამდე მოუნდება. შეგახსენებთ, რომ ჯერარდმა ტრავმა გუშინ საფრანგეთთან გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო და მოედნის დატოვება 85-ე წუთზე მოუწია. როგორც დოქტორი პეტერ ბრუკნერი აცხადებს, მედპერსონალი ყველა ღონეს იხმარს გუნდის კაპიტნის რაც შეიძლება მოედანზე სწრაფად დასაბრუნებლად. View the full article
  2. საქართველოს პრეზიდენტის დავალების შესაბამისად, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობა ფქვილის და შეშის დახმარებასთან ერთად ჯანდაცვის უფასო აქციითაც… ლინკი მედიანიუსზე
  3. დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის „გიორგი დეკანოზიშვილი _ მამულიშვილის დაბრუნება“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის… ლინკი მედიანიუსზე
  4. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53968.jpgსაქართველოს მხარდამჭერი განცხადება ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმაც გააკეთა. View the full article
  5. ხვალ საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ძალისას არქეოლოგიური ძეგლის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც `მედიანიუსს~ საქართველოს ეროვნულმა… ლინკი მედიანიუსზე
  6. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/fp.jpeg დიმიტრი ტრენინი თუკი სენატორები ბოლოს მოუღებენ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ახალ ხელშეკრულებას, ხომ არ დაიმარხება მასთან ერთად ობამას რუსული პოლიტიკა? ჯონ კილმა თავის სათქმელი სთქვა. სამშაბათს სენატის უმცირესობის ფრაქციის მდივანმა, რომელიც შთაგონებული გახლდათ მისი პარტიის გამარჯვებით შუალედურ არჩევნებზე, განაცხადა რომ წელს სენატმა კენჭისყრაზე არ უნდა დააყენოს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ახალი ხელშეკრულება (START), რითაც, როგორც სჩანს ბოლო მოუღო პროექტს, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას თეთრ სახლში ყოფნის ორი წლის თავზე, მისი უდიდესი საგარეო პოლიტიკური მიღწევა შეიძლება გამხდარიყო. თუკი წლის ბოლომდე სენატი არ შეეცდება ხელშეკრულების კენჭისყრაზე გამოტანას, იანვარში კიდევ უფრო შემცირდება წარმატების შანსი, რადგან შემცირდება დემოკრატიული უმრავლესობა, ხოლო რესპუბლიკელთა უმცირესობა რომელიც დიდწილად კილის პოზიციას იზიარებს გაიზრდება. ახლა აბსოლუტურად რეალურია ის პერსპექტივა, რომ ახალ ხელშეკრულებას დიპლომატიის ისტორიის ნაგავსაყრელის გზას გაუყენებენ. ვაშინგტონის თვალსაზრისით ეს ცუდია, მოსკოვის თვალსაზრისით – უარესი. მან საფრთხე შეუქმნა არამხოლოდ ობამას ამბიციებს, არამედ უცხოეთში შეარყია აშშ-ს პრეზიდენტის რეპუტაცია, ხოლო რუსი ლიდერების თვალში ეჭვქვეშ დგება აშშ-ს მზადყოფნა რუსეთთან კარგი ურთიერთობები ააწყოს. კრემლისთვის სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების შესახებ ახალი ხელშეკრულების მარცხი შეიძლება ზოგადად განიარაღების პროგრამის დასრულებას ნიშნავდეს. ეს პროგრამა კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში ჩავარდა უმცროსი ჯორჯ-ბუშის დროს და ის ის იყო ობამამ რეანიმაცია ჩაუტარა. ცივი ომის შემდგომ ეპოქაში განიარაღების შესახებ შეთანხმებები რუსეთს უსაფრთხოების განცდას სძენს, რადგან ყოფილ ზესახელმწიფოს ისედაც უჭირს საკუთარი ადგილის პოვნა სამხედრო თვალსაზრისით მასზე ძლიერი აშშ-ს ჩრდილში. ხელშეკრულებები რუსეთის ლიდერებს აშშ-სთან სტრატეგიულ პარიტეტზე პრეტენზიის და გარკვეული თვალსაზრისით ზესახელმწიფოს სტატუსის შენარჩუნების საშუალებას აძლევს. ეს 2002 წელს დასრულდა, როდესაც ბუშმა უარი განაცხადა მანამდე 30 წლით ადრე გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემების შეზღუდვის შესახებ. ის რომ მოულოდნელად კვლავ ბუშის პერიოდი მოდის, როდესაც განიარაღებაზე საუბარიც კი არ იყო, ეს ძალიან ცუდია და არამხოლოდ განიარაღების, არამედ ზოგადად რუსეთ-ამერიკული ურთიერთობების თვალსაზრისით. როგორც პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა (ღიად), ასევე პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა (ფარულად) ბევრი რამ გაიღეს აშშ-სთან ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის, ხოლო ნატო-ს ლისაბონის სამიტის წინ, რომელიც ამ კვირის ბოლოს გაიმართება, არსებობდა იმედი რომ ურთიერთობების ანალოგიური „გადატვირთვა“ მოხდებოდა რუსეთს და ალიანსს შორის. დღესაც კი მკაცრი კურსის მიმდევრები მოსკოვში, ამბობენ რომ ობამამ მისი შარმის წყალობით მხოლოდ მცირე დროით გაანელა აშშ-ს საგარეო პოლიტიკური კურსი, თუმცა ისინი მიხვდებიან რომ სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე ხელშეკრულების კრახი მათ მოსაზრებას ადასტურებს. ისინი, ვისაც ეჭვი ეპარება აშშ-სთან და ნატო-სთან ანტი-სარაკეტო ფარზე თანამშრომლობის გონივრულობაში, ახლა მეტი დარწმუნებით ისაუბრებენ. რუსი სტრატეგები უფრო კონფლიქტურად შეხედავენ იმას, თუ როგორ ათავსებს აშშ ანტი-სარაკეტო ფარს. აშშ-სთან ერთად თავდაცვის კოორდინაციის დაგეგმვის ნაცვლად, ისინი კვლავ დაიწყებენ იმაზე ფიქრს, თუ თავად როგორ დაიცვან მათგან თავი. „“გადატვირვის“ პროცესის მომავალი, რომელიც უსაფრთხოების სფეროში პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას გულისხმობს, ამა თუ იმ ფორმით შეთანხმების რატიფიკაციაზეა დამოკიდებული“ – განაცხადა სააგენტო „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ მარგელოვმა. თუმცა კრემლში აშშ-ს პოლიტიკას საკმარისად იცნობენ იმისთვის, რათა მიხვდნენ რომ პრობლემა ობამაში არ არის. ვიდრე ის თეთრ სახლშია, რუსეთის ლიდერები ჩათვლიან, რომ „გადატვირთვა“ შეჩერდა, მაგრამ პროცესს უკუსვლა არ დაუწყია. ბოლოს და ბოლოს სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე ხელშეკრულება „გადატვირთვის“ სიმბოლო იყო და არა მისი არსი. მოსკოვისთვის ობამას ყველაზე მთავარი და სასურველი გადაწყვეტილება იყო ის, რომ მან ბოლო მოუღო მისი წინამორბედის ძალისხმევას, რაც მიმართული იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რუსული გავლენის შეკავებისკენ. უკრაინის და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. საქართველოს ფაქტობრივად არ აიარაღებენ. ობამამ უარი სთქვა ბუშის დროს შემუშავებულ გეგმებზე, როდესაც ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემის პროექტში ირანის პოტენციურ საფრთხესთან შედარებით უპირატესობა რუსეთზე ორიენტირს მიენიჭა – რადარები და ანტი-სარაკეტო სისტემა ჩეხეთსა და პოლონეთში უნდა განთავსებულიყო. სწორედ ამ უსიტყვო და ცალმხრივმა უარმა ამ სამ გამაღიზიანებელ ფაქტორზე მოხიბლა მოსკოვი. ჯერ-ჯერობით ამ საკითხებზე პოზიციის ცვლა არ შეიმჩნევა, შესაბამისად რუსეთ-ამერიკის ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს შემდგომი განვითარების ყველა შანსი აქვს, თუნდაც ახალი უფრო მკაცრი ჩარჩოების ფარგლებში. თუკი ვაშინგტონი რეალურად შეცვლის მიდგომას ზემოთხსენებული საკითხებიდან რომელიმეს მიმართ მაინც, ეს ბოლოს მოუღებს აშშ-რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, არადა ის გაცილებით არსებითი და მნიშვნელოვანია, ვიდრე ამერიკელ „ქორებს“ წარმოუდგენიათ. რუსეთი აშშ-ს და ნატო-ს საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთის გადატანის საშუალებას აძლევს, რითაც მხარს უჭერს ავღანეთში არმიის მომარაგების ჩრდილოეთ არხს. სექტემბერში მოსკოვმა ასიამოვნა აშშ-ს, როდესაც არა მხოლოდ მხარი დაუჭირა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე, არამედ უარი სთქვა ამ ქვეყნისთვის რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარების გადაცემაზეც, თანაც ამ გადაწყვეტილებამ თავად რუსეთშიც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მოსკოვი როგორც სჩანს, შურს იძიებს სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე ხელშეკრულების ჩაგდების გამო, უარს იტყვის რა საკუთარი კეთილი ნების ჟესტებზე, მაგრამ ახლა უფრო ძვირი დაჯდება თანამშრომლობის შემდგომი აქტები. ჯერ-ჯერობით რუსი ლიდერები სიმშვიდეს ინარჩუნებენ. მათ არ სურთ ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს პანიკაში ჩავარდნენ და ისე იქცევიან, რომ ვაშინგტონს ეს შეთანხმება მოსკოვზე ნაკლებად არ სჭირდება, მაგრამ აშშ-ს პოლიტიკა არასტაბილურია და საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ უკვე გამოსთქვა იმედი, რომ ბოლოს მაინც რატიფიცირებული იქნება ახალი შეთანხმება. არ არსებობს იმის გარანტია, რომ ობამას მეორე ვადით არ აირჩევენ და ვიდრე ის თეთრ სახლშია, ის პარტნიორად დარჩება, თუნდაც მისი პოლიტიკური აქციები ეცემოდეს. რა თქმა უნდა, აზრი არა აქვს იმის უარყოფას, რომ უახლოესი რამდენიმე წელი რუსულ-ამერიკული ურთიერთობების თვალსაზრისით რთული იქნება, თუმცა ბუშის ეპოქის ბოლო წლებთან დაბრუნებაც არ მოხდება. წარმომაგდენლობით პალატაში საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დემოკრატ ჰოვარდ ბერმანს რესპუბლიკელი „ქორი“ ილეანა როს-ლიჰტინენი შეცვლის და ეს ძალიან საგრძნობი გახდება. რა თქმა უნდა, კაპიტოლიუმის ბორცვიდან რუსეთის საშინაო პოლიტიკის მისამართით მეტ კრიტიკას მოვისმენთ; შესაძლოა კონგრესმა ნაკლებად იკონტაქტოს რუსეთის დუმასთან. ჯერ-ჯერობით რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა, რომლებიც ბირთვულ შეიარაღებაზე მოლაპარაკებებს გარედან ადევნებენ თვალს, აშშ-ს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი რამ გაითავისეს. ვაშინგტონში პარტიათაშორისი დაპირისპირება ახალ საფეხურზე ავიდა და გავლენას ახდენს არამხოლოდ მოძველებულ შიდაპოლიტიკურ დავებზე, არამედ საგარეო პოლიტიკის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზეც. კილის საქციელში არაფერი ანტი-რუსული არ არის, ის არა რუსეთის, არამედ ობამას წინააღმდეგაა მიმართული და აქ მან წარმატებას მიაღწია: აშშ-ს მტრები და მოკავშირეები, როგორც სჩანს ახლა მეტ ყურადღებას დაუთმობენ საგარეო პოლიტიკისადმი კონგრესის დამოკიდებულებას, ობამას მიმართ კი ნაკლები პატივისცემა ექნებათ. ორიგინალი ორიგინალი
  7. ხვალ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნის საღამო გაიმართება. ,,მეფის” დაბადების დღეს მისი მეგობრები, მეუღლე… ლინკი მედიანიუსზე
  8. შეწყალების სახელმწიფო კომისიამ 45-მდე მსჯავრდებულის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო . 23 ნოემბერს, გიორგობას, 45-მდე მსჯავრდებულს შეიწყალებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება… ლინკი მედიანიუსზე
  9. ხვალ პარლამენტში სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. ამისათვის საგარეო ურთიერთობათა, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა… ლინკი მედიანიუსზე
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/beselia-150x150.jpgშეწყალების კომისიის მიერ არ ხდება პატიმართა საქმეების გულდასმით გადახედვა, რადგან უამრავი პატიმარი ექვემდებარება შეწყალებას, გათავისუფლებულ პატიმართა პატიმართა რიცხვი კი სულ უფრო და უფრო მცირდება. ამის შესახებ განცხადებას საზოგადოებრი მოძრაობა “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ავრცელებს. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობაში აცხადებენ, შეწყალებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ისიც, რომ მსჯავრდებულთა უმრავლესობას გაუარესებული აქვს ჯანმრეთელობის მდგომარება, ასევე არაერთი არასრულწლოვანი და ქალი მსჯავრდებულების საქმეები უნდა იქნას განხილული კომისიის მიერ. მოძრაობა “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” შეწყალების კომისიას მოუწოდებს მაქსიმალურად გამოიყენონ შეწყალების სამართლებრივი აქტის საშუალება. მათი აზრით, რაც შეიძლება ბევრი მსჯავრდებული უნდა იქნას შეწყალებული გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/images.jpeg2011 წლის თბილისის ბიუჯეტს მხარს არც “საქართველოს გზა” დაუჭერს. “საქართველოს გზის” და ფრაქცია “დედაქალაქის” წევრმა, ნათელა მაჭავარიანმა საკრებულოში განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის ბიუჯეტში ასახული იქნება “ეროვნული საბჭოსა” და “საქართველოს გზის” წინადადებები, საშუალო სკოლების მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების დაფინანსებას და ნარკომანიის პრევენციის პროგრამების შესახებ 2011 წლის ბიუჯეტს მხარს მაინც არ დაუჭერენ. მისივე თქმით, ნარკომანიის პრევენციის პროგრამა მათი პარტიისათვის მეტად პრიორიტეტულია და მიესალმება იმ ფაქტს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტიდან მეტადონის პროგრამაში მონაწილე პირების მკურნალობის ხარჯებს ქალაქის ბიუჯეტი დაფარავს, მოხდება ერთ-ერთი სარეაბილიტაციო ცენტრის რეორგანიზაცია, სადაც ნარკოდამოკიდებული ქალებისათვის განყოფილება შეიქმნება. “მიუხედავად ამ ყველაფრის ცვენი დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი არ შეცვლილა და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ უდანაშაულო ადამიანებს არ დააპატიმრებენ, ბიზნესმენებს არ დაატერორებენ, სიტყვის თავისუფლება არ შეიზღუდება. ჩვენ არ გვჯერა ხელისუფლების კეთილი ნების. ეს დათმობები პიარზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე შედეგებზე”, – განაცხადა მაჭავარიანმა. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/115-150x150.jpgშეწყალების სახელმწიფო კომისიამ დღეს, 45-მდე მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანი და ერთი ქალბატონია. კომისიის წევრის მარიკა ვერულაშვილის განაცხადებით, რეკომენდაცია არ გაიცა მკვლელობაში, ნარკორეალიზაციაში, ტრეფიკინგში, ყაჩაღობასა და სხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულებში მსჯავრდებული პირების მიმართ. ვერულაშვილის თქმით, დანარჩენი ქალები მძიმე დანაშაულისთვის არიან მსჯავრდებულები, რის გამოც მათ შეწყალება ვერ მოხერხდა. დღევანდელ კომისიაზე სულ 236 საქმე განიხილეს, მათ შორის 10 არასრულწლოვანის და 41 ქალის. იხილეთ epn.ge
  13. საზოგადოებრივი აზრის კვლევის სრულიად რუსეთის ცენტრის მონაცემებით, რუსები თავიანთი ქვეყნის ყველაზე მთავარ პრობლემად ინფლაციასა და ალკოჰოლიზმს მიიჩნევენ. მათ გაცილებით ნაკლებად აღელვებთ დემოკრატიის, ადამიანის უფლებისა და უსაფრთხოების პრობლემებიც კი.ამის შესახებ ბი-ბი-სი-ს რუსული სამსახური იუწყება.ქვეყანაში ფასების ზრდა და ალკოჰოლისადმი რუსების დამოკიდებულების საკითხი მნიშვნელოვნად აშფოთებს გამოკითხულთა 56 და 53 პროცენტს. შემდეგ ადგილს იკავებს უმუშევრობის პრობლემა(46%), კორუფცია(44%) და ბიურო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/tbilisi-150x150.jpgდღეს, 19:00 საათზე საკრებულოს სხდომაზე 2011 წლის ქალაქ თბილისის ბიუჯეტს დაამტკიცებენ. ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტებია: სატრანსპორტო იმფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც გულისხმობს გზების, ეზოებისა და გზაჯვარედინების კაპიტალურ შეკეთებას. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებას კომუნალურ გადასახადებზე, მრავალშვილიან ოჯახებზე, მუნიციპალური ტერანსპორტით შერავათიან მგზავრობასა და შეზრუდული შესაძლებლობების მქონე ბავსვთა რეაბილიტაციაზე. ასევე მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია, მოსახლეობისთვის მომსახურების გაუმჯობესება, რაც მიცავს სადარბაზოებისა და ლიფტების რეაბილიტაციას, მოსახლეობისათვის უფასო იურიდიულ და საადვოკატო მომსახურებასა და ბინათმესაკუტრეთა ამხანაგობების ინსტიტუტის განვითარებას, თბილისის ეკონომიკის განვითარების ხეშეწყობას, ქალაქის გამწვანებას, განათლებასა და გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია – რეაბილიტაციას. პროექტსი გაწერილია, პროექტ “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ფარგლებში მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სამშენებლო ბიზნესის ხელსეწყობა, ძველი თბილისის იმფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ქალაქის დასუფთავება და სანიტარული წესრიგი, ახალი ნაგავსაყრელი პოლიგონის მოვლა-პატრონობა და ძველი პოლიგონის დახურვა-კონვერსაცია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა ბიუჯეტთან დაკავშირებით თბილისის მერი გიგი უგულავა სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. აქვე უნდა აღინისნოს, რომ 2011 წლის ბიუჯეტი, წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით, 123 მილიონი ლარითაა შემცირებული და 620 მილიონ 788 ათასი ლარით განისაზღვრება. იხილეთ epn.ge
  15. ვიქტორ დოლიძე 2011 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ დოლიძემ “ექსპრესნიუსს” განუცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე შეთანხმება დღის ბოლომდე უნდა მოხერხდეს. შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომა, რომელზეც დედაქალაქის 2011 წლის ბიუჯეტს ეყრება კენჭი, 19 ნოემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა პროექტის მხარდამჭერი ერთადერთი ოპოზიციური ფრაქციის – “დედაქალქის” წევრთა მიერ ხვალისათვის თურქეთში დაგეგმილი ვიზიტის გამო კენჭისყრა დღეს საღამოსთვის გადმოიტანეს და ის 19:00 საათვისთვის არის ჩანიშნული. თბილისი 2011 წლის ბიუჯეტი წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით, 123 მილიონი ლარითაა შემცირებული და 620 მილიონ 788 ათას ლარს შეადგენს. იხილეთ epn.ge
  16. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png ჯოშუა კუცერა სამხრეთ ოსეთი აცხადებს, რომ უპილოტო ქართულმა თვითმფრინავმა დაარღვია მისი საჰაერო სივრცე კვირას ღამით, რომ მან ესროლა აპარატს და ასე იმოქმედებს მომავალშიც. ცხინვალმა ინციდენტს, ცოტა არ იყოს, არადამაჯერებლად თბილისის მხრიდან ყურადღების მიქცევის მცდელობა უწოდა. ინტერფაქსის ცნობის თანახმად: სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს სადამკვირვებლო პოსტიდან 14 ნოემბერს საღამოს 6 საათზე შენიშნეს ქართული უპილოტო თვითმფრინავი, მას ესროლეს. იახნოვეცის თქმით, ქართული უპილოტო საფრენი აპარატები რეგულარულად არღვევენ სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეს, თვეში ოთხჯერ-რვაჯერ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საფრენი აპარატის 14 ნოემბრის ინციდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში, ამ ფაქტს საქართველოსთვის ჩვეული პროვოკაცია უწოდა, რაც აშკარად დაიგეგმა ისე, რომ დამთხვეოდა ვარშავაში ნატოს საპარლამენტო ასამბელის 56-ე სესიის დასაწყისს. ”დიდი საერთაშორისო ღონისძიებების მიჯნაზე ან მათი მსვლელობისას საქართველოს საკუთარი თავისადმი ყურადღების მიქცევა ჩვევად ექცა, რაც დასავლეთის ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერის შენარჩუნებას ისახავს მიზნად” – ნათქვამია განცხადებაში. სხვა სიტყვებით, საქართველო ამას თვეში რვაჯერ სჩადის, მაგრამ სამხრეთ ოსეთი არასდროს აკეთებს განცხადებას, გარდა იმ კონკრეტული შემთხვევისა, როდესაც ის ნატოსთან დაკავშირებული პროვოკაცია იყო? მაშ, დიდი საერთაშორისო ღონისძიების მიჯნაზე ვინ სცადა ამ პრობლემაზე ყურადღების გამახვილება? „კავკას პრესის“ ინფორმაციის თანახმად, რომელიც BBC Monitoring-ის მეშვეობით გავრცელდა, საქართველომ განაცხადა, რომ მას აქვს სრული უფლება უპილოტო აპარატების გაშვებისა. ”თუ ქართულმა უპილოტო თვითმფრინავმა გადაუფრინა ცხინვალს, ეს მისი სუვერენული უფლებაა” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათის ბრიფინგზე. ”არ ვიცი, მართლაც დაფრინავდა თუ არა ქართული უპილოტო საფრენი აპარატი საქართველოს ტერიტორიაზე (როგორც ითქვა), მაგრამ თუ ასეც მოხდა, ქვეყანას ამის სუვერენული უფლება აქვს, რადგტან ეს ჩვენი ტერიტორიაა” – განაცხადა კალანდაძემ. რუსულ პრესაში ”გაჟონა” დაუჯერებელმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ საქართველო ყიდულობს უმაღლესი ხარისხის ისრაელურ ტანკებს, Merkava-4 -ს და ოსმა ანალიტიკოსებმა ამ ამბავს ”ქართული მედიის პროვოკაცია უწოდეს”. ეს ამბავი ზემოთქმულთან თითქოს დაკავშირებულია. მაგრამ თუ იმას მივიღებთ მხედველობაში, რომ ის თავდაპირველად რუსულ ვებ-საიტზე გამოჩნდა, განცხადება მაინცდამაინც სარწმუნო არ ჩანს. ორიგინალი ორიგინალი
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/300px-Tbscityhall-150x150.jpgდღეს, 19:00 საათზე საკრებულოს სხდომაზე 2011 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებენ. როგორც ცნობილი გახდა 2011 წლის ბიუჯეტს, ფრაქცია ,,დედაქალაქის” წევრები კახა კუკავა და კობა დავითაშვილი დაუჭერენ მხარს, ხოლო ,,ქდმ” და ,,ჩვენი თბილისი” მხარს არ დაუჭერს, რადგან მიაჩნიათ, რომ მათი შენიშვნები და წინადადებები გათვალისწინებული არ არის. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ბიუჯეტი, წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით, 123 მილიონი ლარითაა შემცირებული და 620 მილიონ 788 ათასი ლარით განისაზღვრება. იხილეთ epn.ge
  18. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53966.jpgგანათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის #162 საჯარო სკოლა მოინახულა. სკოლაში სარემონტო სამუშაოები ბიზნესმენ დავით კოდუას სპონსორობით სამთავრობო პროგრამა `ალუმნაის` ფარგლებში ჩატარდა. View the full article
  19. 2013 წლიდან ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებებით - ჰიდროქლორფტორნახშირბადით– ვაჭრობის კონტროლი მკაცრდება. აღნიშნული ნივთიერებით ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ მონრეალის ოქმის მხარე იმ ქვეყნებთან, რომლებმაც პეკინის ცვლილებების რატიფიცირება მოახდინეს. "ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ" მონრეალის 1987 წლის ოქმის პეკინის 1999 წლის ცვლილებების" ხელშეკრულება გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელმა წარმოადგინა. გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე "სპორტის სფეროში გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმების (EPAS) სტატუტი" ხელშეკრულებაც განიხილეს. ევროპასთან, აღნიშნულ სტატუტთან საქართველოს მიერთება ხელს შეუწყობს სპორტის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტრატეგიების შემუშავებას, სპორტული ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფას და სპორტულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაფართოებას. საქართველოს პარლამენტის ოფიციალური გვერდი წერს, რომ კომიტეტების სხდომაზე განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  20. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/hurriyet.jpg ზაურ შირიევი ნატოს სამიტზე, რომელიც 19-21 ნოემბერსაა დაგეგმილი, ხუთ თემაზე შეაჩერებენ ყურადღებას: ახალი სტრატეგიული კონცეფციის მიღება, ავღანეთში მიმდინარე ოპერაციები, სარაკეტო თავდაცვა, ირანის ბირთვული პროგრამა და ნატო-რუსეთის ურთიერთობანი. ბოლო ორი საკითხი ყურადღებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისაკენ მიმართავს. ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, მთიანი ყარაბახის გარშემო არსებული მყიფე სიტუაცია, ნატო-რუსეთის ურთიერთობათა გარკვეული რეგრესი და ამ მოვლენათა გავლენა სამხრეთ კავკასიის კონტექსტში, ყველაფერი ეს სამხრეთ კავკასიის სტრატეგიული პოზიციისთვის სამიტს განსაკუთრებულობას მიანიჭებს და სამომავლოდ ის კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნატოს ლისაბონური დღის წესრიგი და მისი იმპლიმენტაცია, როგორც ჩანს, შავი ზღვისა და კავკასიის ბასეინის უფრო ფართო სივრცეზე იქონიებს გავლენას. თუ ლისაბონის სამიტი ნატო-რუსეთის დიალოგს ახალი პერსპექტივებს კარს ”გაუღებს”, ამან შეიძლება პოზიტიურად იმოქმედოს ნატო-საქართველოსა და ნატო-რუსეთის ურთიერთობებზე. ოპტიმიზმი რეალობის წინააღმდეგ სამივე ქვეყანა ნატოსთან თანამშრომლობას ავითარებდა, თუმცა სხვადასხვა ხარისხის ვალდებულებებით. სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანსა და საქართველოს უფრო მეტი მოლოდინი ჰქონდათ, რადგან ისინი 9/11-ის მოვლენების შემდეგ ანტიტერორისტული კოალიციის აქტიური წევრები არიან და სამხედრო წვლილი შეაქვთ ნატოს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში ბალკანეთში, ავღანეთსა და ერაყში. ისინი აშშ-ს ავიაციას სამოკავშირეო ოპერაციებისთვის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერით უზრუნველყოფდნენ, ისინი არიან პასუხისმგებელნი დასავლეთისკენ მიმავალი ენერგეტიკული სატრანზიტო მარშრუტების უსაფრთხოებაზე და მათ წარმატებით აღკვეთეს საკუთარ ტერიტორიებზე ფუნდამენტალისტებისა და ტერორისტების შეღწევა. აზერბაიჯანი ჯერ არ ჩართულა არც ერთ ინსტიტუციონალიზებულ სამხედრო ალიანსში. ქვეყანა მხოლოდ გუამის აღორძინებაში მონაწილეობდა, ორგანიზაციისა, რომელიც დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებას ემსახურება. ეს პოზიცია ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკურ-თავდაცვითი დამოუკიდებლობის ჩვენებას ისახავს მიზნად. აზერბაიჯანმა ასევე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისკენ, მაგრამ არც ნატოში და არც ევროკავშირში გაწევრიანება არ მოუთხოვია. ევროკავშირმა ამაზე იმით ირეაგირა, რომ აზერბაიჯანი უშუალოდ ჩართო ნაბუქოს პროექტში, რათა ბაქოსთვის მისი ენერგეტიკული მარშრუტების გაფართოების საშუალება მიეცა. ამ პერსპექტივიდან ნატოს დამოკიდებულება აზერბაიჯანზე იზრდება და აზერბაიჯანთან თანამშრომლობა ახლა უფრო სიცოცხლისუნარიანია, ვიდრე ოდესმე: ნატო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა რუსეთის ინტერესებს აზერბაიჯანში ზიანს არ აყენებს ისე, როგორც ეს შეიძლება საქართველოს შემთხვევაში მოხდეს. არის რა ნატოს პარტნიორის, თურქეთის მოკავშირე, აზერბაიჯანის თანამშრომლობა ნატოსთან უფრო იოლი და მოქნილია. საქართველოს პრო-დასავლური ორიენტაცია ძირითადად ნატოსთან მტკიცე ურთიერთობების კულტივირებით ძლიერდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ღრმა ერთგულებას ევრო-ატლანტიკური სწრაფვისადმი, შესაბამისი რეაქცია მოჰყვა, 2008 წლის ზაფხულის რუსულ-ქართულმა შეიარაღებულმა კონფრონტაციამ საქართველო- ნატოს სამხედრო თანამშრომლობის სიმტკიცის დაბალი და გათიშულობის მაღალი ხარისხი ასახა. ამავე დროს, საქართველოს კონტექსტში ნატოს ვალდებულებებისა და მოტივაციის ხარისხი საქართველოს თანაბარი არ იყო. ნატოს და უფრო ფართოდ დასავლეთს, მათ შორის აშშ-საც არ სურდათ რუსეთთან კონფლიქტში შესვლა, რადგან ისინი რუსეთთან უფრო მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას ცდილობენ, ვიდრე ცივი ომის მსგავსი კონტაქტებისა. პარადოქსულია, მაგრამ სომხეთის საზოგადოებაში ზოგადად, როგორც სჩანს, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დიდი ენთუზიაზმი არ არსებობს. ადამიანთა უმეტესობამ არც კი იცის ამ პროგრამის შესახებ და ზოგიერთს ისი კი ჰგონია, რომ რადგან CSTO-ს წევრები არიან, ამიტომ ნატო მათთვის აგრესიული სამხედრო ბლოკია. მაგრამ მიუხედავად რუსეთთან მტკიცე სამხედრო კავშირისა, რომელშიც გაერთაინებულია ყველა კომპონენტი: სომხეთის უსაფრთხოება ეკონომიკური და პოლიტიკური ზრდა, სომხეთის თანამშრომლობა ნატოსთან სიცოცხლისუნარიანი და ქმედითია მანამდე, სანამ ის ზიანს არ მიაყენებს სომხურ-რუსულ ურთიერთობებს. რუსეთი საშინლად ეჭვიანი პარტნიორია და მას არ მოწონს, როდესაც სომხეთი სხვა ალიანსებს უკავშირდება, ან რუსეთის vis-à-vis ფარულ ქმედებებს ახორციელებს. ანტაგონიზმი პერსპექტივის წინააღმდეგ გასაგებია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი თავის რეგიონალურ კონფლიქტებში ნატოს მხრიდან მეტ ჩართულობას მოელიან, მაგრამ ნატოს ასეთი ქმედებები ოფიციალურად გეგმაში არ შეუტანია. კავკასიის რეგიონში ”ახალი სტრატეგიული კონცეფციის” მიღებამდე ნატოს მომავალი ამ ანტაგონისტურ რეგიონში და საერთაშორისო დინამიკის კონტექსტში დაძაბულია. გარდა რეგიონალური ანტაგონიზმისა, რომელიც გადაუწყვეტელი კონფლიქტებისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ძირეულად ნეგატიური ურთიერთობებიდან იღებს სათავეს, ნატოს შესაძლო აქტივობამ რეგიონში შეიძლება ასევე შექმნას ”ანტაგონიზმი”. თუ ლისაბონის სამიტი ნატო-რუსეთის დიალოგს ახალი პერსპექტივების კარს ”გაუღებს”, ამან შეიძლება პოზიტიურად იმოქმედოს ნატო-საქართველოსა და ნატო-რუსეთის ურთიერთობებზე. როგორც 5 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Le Monde-ს განუცხადა ”ქართველები არც სულელები არიან და არც თვითმკვლელები: რუსეთან მტრობა ფატალური შეიძლება გახდეს”. შესაბამისად, რუსეთსა და ნატოს შორის დაპირისპირების შესაძლებლობის დაბალი ხარისხის პირობებში სამხრეთ კავკასიას უფრო მეტი სარგებლის ნახვა შეეძლება ნატოს ორივე პროგრამიდან, ესენია: პარტნიორობა მშვიდობისათვის და ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა. ორივე პროგრამა წარმოადგენს ბრწყინვალე ინსტიტუციურ ინსტრუმენტს, რომელიც კოოპერაციის მაღალ ხარისხს ყველასთვის სახიფათო მოდელების გარეშე უზრუნველყოფს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, რუსეთს ნატო არც მტრად უნდა და არც მოკავშირედ. ეს პარადოქსული პოზიცია ართულებს ისეთი საკითხების გარშემო კოოპერაციას და მათ მოგვარებას, როგორიცაა მთიანი ყარაბახი, და პრობლემებს უქმნის ენერეგეტიკულ სექტორსაც. აზერბაიჯანმა ყურადღება იმაზე უნდა გადაიტანოს, თუ როგორ განსაზღვრავს ნატო ”ტერორიზმზე” და სხვა რეგიონალურ საფრთხეებზე კოლექტიური პასუხის არსს. სეპარატისტების მიერ მართული მთიანი ყარაბახი საფრთხეს უქმნის აზერბაიჯანისა და მთელს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. მთიანი ყარაბახის რეგიონის, რომელიც შეიარაღებისა და ნარკოტიკების ტრანსფერის თავშესაფარია, ”უსაფრთხო ზონის” სტატუსი მთელ კავკასიას უქმნის საფრთხეს. ეს პრობლემა არა მხოლოდ აზერბაიჯანისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ რუსეთისათვისაც, ჩრდილო კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში. შეუძლებელია, ერთის მხრივ ნატო და ევროკავშირი ქება-დიდებას ასხამდნენ აზერბაიჯანს, როგორც უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მოკავშირეს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის და ამავე დროს, ვერ ახერხებდნენ აზერბაიჯანის მხარდაჭერას საკუთარ ტერიტორიაზე კონტროლისა დაბრუნებისა და მისთვის ”უსაფრთხოების გარანტიის” მიცემის პროცესში. როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აზარ აზიმოვი, 2 ნოემბერს ამტკიცებდა”ამ დაუცველ გარემოში”, ნატოს შეეძლო აზერბაიჯანისთვის ”უსაფრთხოების გარანტიები” შეეთავაზებნა. ის მოუწოდებდა ისეთი ფორმულისკენ, რომელიც ნატოს, იმ შემთხვევაში, თუ მისი ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება, მზადყოფნაში მოსვლას შეაძლებინებდა. და ბოლოს, გადაუწყვეტელი რეგიონალური კონფლიქტები და მათი შემაფერხებელი ზემოქმედება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებაზე, ნატოსაც და ევროკავშირსაც უქმნის პრობლემას. სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისთვის ევროკავშირმა პოლიტიკური, ხოლო ნატომ რბილი სამხედრო ქმედებების საჭიროება უნდა დაინახოს. ეს ხისტი-რბილი ძალების ერთობლიობა ახალ გამოწვევებს შექმნიდა და შესძლებდა რუსეთის ”წარმოუდგენელი” ნაბიჯების შეკავებას, თუმცა ნატო-რუსეთის კარგი ურთიერთობების გარეშე. ამავე დროს რუსეთის ეგიდით მოქმედი CSTO და ნატო შემდგომშიც შეძლებდნენ მხოლოდ ”სეპარატულ, მაგრამ მეგობრულად განწყობილ მტრებად” დარჩენას. ორიგინალი ორიგინალი
  21. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53963.jpgსაქართველოს საზღვაო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საზღვაო დეპარტამენტის თავმჯდომარე ბადრი პარტენაძე თავის გუნდთან ერთად დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. View the full article
  22. http://s015.radikal.ru/i330/1011/c3/1f537ac8440c.jpg დიახ, ეს რეალობაა. საუკეთესო წელი ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორიაში, საოცარი გამარჯვებით დასრულდა… იხილეთ მატჩის მიმოხილვა და ფოტოები. 2009 წელს საქართველოს ნაკრებმა 10 მატჩი ჩაატარა და აქედან 8 წააგო. თემურ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ კი 2010 წელს ჯვაროსნებმა 8 შეხვედრა ჩაატარეს, 3 მოიგეს და 5 ფრედ დაასრულეს. წაგება – 0! ვინმეს რომ ასეთი პროგნოზი გაკეთებინა იანვარში, ალბათ ყველა სასაცილოდ აიგდებდა, მაგრამ დღეს ეს ქართული რეალობაა. მივულოცოთ ჩვენს გმირებს ასეთი წარმატება, სხვა რომ არაფერი მათ პირველად დაამარცხეს გასვლაზე ფიფას რეიტინგის პირველ 15-ეულში მყოფი ნაკრები, რომელიც ორჯერ არის მსოფლიო ჩემპიონატზე ნამყოფი. აღსანიშნავია რომ სლოვენიელთა შემადგენლობა ოპტიმალური იყო, ქართველები კი ქეცბაიამ ექსპერიმენტალური შემადგენლობით ათამაშა, უამრავ ფეხბურთელს დებიუტი ჰქონდა გუნდში. ქეცბაიას ექსპერიმენტი ჩვენდა საბედნიეროდ გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს შემადგენლობა: ლორია, კაშია, ხუბუტია, კალაძე (კაპ), ხიზანიშვილი, კვირკველია, ხოჯავა (გურული, 46), კანკავა (კაკუბავა, 73), ანანიძე (კოშკაძე, 89), გელაშვილი (ოქრიაშვილი, 61), მოდებაძე (ვაწაძე, 46). ლორიას მოგერიებული თერთმეტმეტრიანი პირველ ტაიმში ორ წუთში შემობრუნებული მატჩი ! აღსანიშნავია, რომ ორივე გოლის ავტორისთვის ეს სადებიუტო ბურთები იყო ნაკრებში, გურულისთვის კი საერთოდაც სადებიუტო შეხვედრა. ამავდროულად საქართველო და ხორვატია წელს ერთადერთი ნაკრებები არიან რომლებიც არ დამარცხებულან არც ერთ შეხვედრაში. ბრავო ქეცბაია, ბრავო ჯვაროსნებო… კიდევ ერთხელ მივულოცოთ ეროვნულ ნაკრებს ბრწყინვალე გამარჯვება და წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს გუნდს მომავალში! http://photos-d.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs483.ash2/75689_103035039769234_100001882144565_20358_3658204_s.jpghttp://photos-f.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1170.snc4/154208_103035076435897_100001882144565_20359_6416378_s.jpghttp://photos-e.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1220.snc4/155241_103035113102560_100001882144565_20361_5889295_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-g.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs926.snc4/73982_103035159769222_100001882144565_20362_3294636_s.jpghttp://photos-d.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs594.ash2/154671_103035203102551_100001882144565_20364_5845399_s.jpghttp://photos-f.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs490.ash2/76381_103035219769216_100001882144565_20365_1946955_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-h.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs490.ash2/76330_103035229769215_100001882144565_20366_107390_s.jpghttp://photos-b.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs578.ash2/150028_103035246435880_100001882144565_20367_2489039_s.jpghttp://photos-g.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs599.ash2/155150_103035303102541_100001882144565_20369_917567_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-d.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1133.snc4/149566_103035343102537_100001882144565_20370_5677075_s.jpghttp://photos-f.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1141.snc4/148310_103035353102536_100001882144565_20371_8196550_s.jpghttp://photos-b.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs929.snc4/74259_103035376435867_100001882144565_20373_4539504_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-c.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs948.snc4/74160_103035423102529_100001882144565_20374_2844852_s.jpghttp://photos-g.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs928.snc4/74177_103035473102524_100001882144565_20376_2192184_s.jpghttp://photos-a.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs932.snc4/74516_103035526435852_100001882144565_20377_2181524_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-a.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1192.snc4/154409_103035913102480_100001882144565_20382_8038812_s.jpghttp://photos-g.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs467.ash2/74052_103035943102477_100001882144565_20383_2611703_s.jpg<br style="clear: both" /> Generated by Facebook Photo Fetcher View the full article
  23. ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საერთაშორისო ხელშეკრულებები განიხილეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ კომიტეტის წევრებს "საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო ხელშეკრულება’’ და "საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის დაფინანსების ხელშეკრულება" გააცნო. მისი ინფორმაციით, რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი საქართველოს სესხის სახით 33.5 მლნ. დოლარს, საერთაშორისო განვითარების ასოციაცია კი 11.5 მლნ. დოლარს გამოყოფს. კრედიტით გათვალისწინებულია მუნიციპალური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, ასევე, ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. პროექტებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  24. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53964.jpgიმერეთში ხანძარს ისევ ებრძვიან. უკვე ორი კვირაა ბაღდათის სოფელ ზეკარის ახლოს ტყე იწვის. ცეცხლი 17 ჰექტარ ტყის ფართობს მოედო. ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე კერა დარჩა. View the full article
  25. http://b.pix.ge/k/kmzn9.jpg ჯერარდის ტრავმის გამო “ლივერპულის” ხელმძღვანელობისგან კაპელოს კრიტიკა ისმის, თავად ფაბიო კი მწუხარებას გამოთქვავს წითლების კაპიტანის გამო... კლუბმა ნაკრების სამწვრთნელო შტაბს წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელს ერთ საათზე მეტ ხანს თამაში არ შეეძლო, თუმცა საფრანგეთთან ამხანაგურ მატჩში კაპელომ ჯერარდი მოედანზე 85-ე წუთამდე დატოვა, სანამ ტრავმა არ მიიღო. ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ საფრანგეთთან მატჩის შემდეგ სტივენ ჯერარდის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა. “სტივენს მატჩის წინ ვესაუბრე და მითხრა, რომ ერთი საათის განმავლობაში სათამაშოდ მზად იყო, მაგრამ ბერის ტრავმის შემდეგ პრობლემები შეგვექმნა. ამიტომ დარჩა ჯერარდი მინდორზე. რა თქმა უნდა, თუ შესაძლებელია, ფეხბურთელები იმდენ დროს ატარებენ მოედანზე, რამდენის ნებასაც რთავენ კლუბებში, მაგრამ ბერიმ მართლაც მძიმე ტრავმა მიიღო, ამიტომ გამოცდილი მოთამაშე გვჭირდებოდა, საფრანგეთს ხომ ძალიან ახალგაზრდული გუნდით ვეთამაშებოდით. სტივენმა თქვა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. მესმის “ლივერპულის ” იმედგაცრუება, მაგრამ მეც არანაკლებ გულგატეხილი ვარ”, – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა. სპორტული გაზეთი “ლელო” View the full article
×
×
  • შექმენი...