Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ნატომ, შესაძლოა, რუსეთის ავიაცია ტვირთების გადასაზიდად გამოიყენოს. აღნიშნულ ინფორმაციას, ფედერაციის სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურის განცხადებაზე დაყრდნობით, “გაზეტა.რუ” ავრცელებს.ინტერნეტ გამოცემის ცნობით, სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ატაშეებთან შეხვედრისას ალექსანდრ ზელინმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება რუსულმა მხარემ მას შემდეგ მიიღო, რაც ნატო-სთან საჰაერო სივრცის გაკონტროლებისას მონაცემთა გაცვლის შეთანხმებას მიაღწია.“ჩვენ ნატო-სთან ერთად გადავწყვიტეთ საკითხი, რომელიც საჰაერო სივრცი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  2. http://www.facebook.com/pages/aloge/177177332295803 შედით და გაწევრიანდით ://http://www.facebook.com/pages/aloge...ნდით View the full article
  3. ჯონ ტრავოლტა და ოლივია ნიუტონ ჯონ მუსიკალური ვიდეო ფილმიდან ბრიოლინი View the full article
  4. http://a.pix.ge/k/klthl.jpg ადამ ჯონსონი მზადაა განიხილოს ყველანაირი შემოთავაზება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს… 23 წლის გარემარბი “ისტლენდელებში” გასული წლის იანვარში გადავიდა “მიდლსბროდან”. ადამი სასწაულ ფორმაშია, დაიმსახურა რა კაპელოს ყურადღება, რამოდენიმე მატჩი ინგლისის ნაკრებში ძირითადშიც კი დაიწყო. ჯონსონმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც ასეთი ფეხბურთელისათვის ნამდვილად ცუდი შედეგია. “მე აუცილებლად განვიხილავ ყველანაირ შემოთავაზებას. ნაკრებში თამაშის დროს სტივენ ჯერარდისაგან ბევრი რამ ვისწავლე და დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი მასთან ერთად “ლივერპულშიც”. ის შესანიშნავი ადამიანი, ფეხბურთელი და დამრიგებელია. “მანჩესტერ სიტიში” სათამაშო დრო არ მეძლევა, რითაც ძალიან იმედგაცრუებული ვარ” – განუხადა ინგლისელმა ნახევარმცველმა The Sun-ს. გვერდი მომზადებული The Sun-ისა და Mirror Football-ის მიერ View the full article
  5. Call of Duty-ს დიდი ხნის ნანატრი მეშვიდე ნაწილი. მოთამაშეებს ელოდებათ დინამიური სიუჯეტური კამპანია, რომელიც ცივი ომის დროინდელი მოვლენების შესახებ გვიყვება, ასევე მრავალფეროვანი კოოპერატივი.ცხელი წერტილები. ბრძოლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით - შთამბეჭდავი არსენალი - ნამდვილი ომი მეორე ლინკში კრეკია View the full article
  6. http://b.pix.ge/c/qm0g9.jpg “რა სისულელეა? დატოვოს კლუბი და გლენ ჯონსონმა? ასეთი აფსურდი სიზმარშიც არ დამესიზმრება” – განაცხადა “წითლების” მფლობელმა ჯონ ჰენრიმ. ინგლისურ მედიაში ჰოჯსონისა და ჯონსონის დაპირისპირების შესახებ ელვის სისწრაფით ვრცელდება ინფორმაციები. ეს არც ჯონ ჰენრის გამოჰპარვია, მან კოპს მიმართა: “ლივერპულს არც ერთ შემთხვევაში არ დატოვებს ფერნანდო ტორესი, გლენ ჯონსონი, პეპე რეინა და სტივენ ჯერარდი. კლუბმა ძალიან დიდ სტრესს გაუძლო – გაუძლო ვიძახი, მაგრამ ეს ჯერაც არ დასრულებულა. მივმართავ “კოპს” – ნუ ჩავარდებით პანიკაში, ჩვენ ზემოჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან არცერთს არ დავთმობთ ნებისმიერი თანხის შემოთავაზების შემთხვევაში. ჩვენი ფეხბურთელები სწრაფად პროგრესირებენ – შედეგიც სულ მალე დაეტყობა კლუბს. მე შევხვდი ფერნანდო ტორესს, სტივენ ჯერარდს, პეპე რეინასა და ჯეიმი კარაგერს – მათთან საკმაოდ გულახდილი საუბარი მქონდა”. დამიენ კომოლმა კი საჯაროდ გამოაცხადა: “ლივერპული მხოლოდ და მხოლოდ შედარებით დაბალი დონის ფეხბურთელებს შეელევა – გავუშვებთ ჯონსონს, ტორესს, რეინასა და ჯერარდს? ამაზე ფიქრით სიცილასაგან შეიძლება ჭკუიდანაც გადავიდე. იანვარში მარტო მსოფლიო კლასის ფეხბურთელებს დავიმატებთ.” მომზადებულია Mirror Football-ისა და Daily Mail-ის მიერ View the full article
  7. ოსკარი (20) და მისი და ლინდა (18) — ჩამოსულები არიან ტოკიოში. სანამ ოსკარი ნარკოტიკებს ყიდის, ლინდა სტრიპტიზს ცეკვავს ღამის კლუბში. ერთხელ, პოლიციის რეიდის დროს ოსკარს ტყვია ხვდება და სანამ კვდება, მისი სული, რომელიც შებოჭილია დისთვის მიცემული სიტყვით, რომ არასდროს მიატოვებს, იძულებულია ცოცხლების სამყაროს არ გამოეთხოვოს. იგი დახეტიალობს ქალაქში და თან აუტანელი კოშმარები დაყვება. წარსული, აწმყო და მომავალი ჰალიცინოგენურ ორომტრიალში არიან გადახლართული ... View the full article
  8. მაგატვინი - ყველაზე გენიალური და ყველაზე უიღბლო ბოროტმოქმედია მსოფლიოში. იგი უკვე მრავალი წელია ცდილობს დაიპყროს მეტრო-სიტი ყველანაირი ხერხის ცდით. მაგრამ ყველა ასეთი ცდა იშლება სუპერგმირ მეტრო-მენის გამო. მაგრამ ბოროტმოქმედი კლავს სუპერგმირს და უეცრად ცხოვრების მიზანი ეკარგება. სუპერბოროტმოქმედი სუპერგმირის გარეშე. ერთადერთი გამოსავალია - ახალი სუპერგმირის შექმნა, რომელსაც იგი ტიტანს ეძახის. მაგრამ ტიტანი გადაწყვეტს, რომ ბოროტმოქმედად ყოფნა უფრო საინტერესოა. ოღონს საქმე ისაა, მას სულაც არ სურს სამყაროს მართვა, იგი მის განადგურებას უფრო ცდილობს. მეგატვინს რთული არჩევანი მოუწევს. შეძლებს კი ბოროტი გენიოსი გახდეს და გადაარჩინოს კაცობრიობა. View the full article
  9. ხელმოცარულ სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც დალაპარაკებულებიც არ არიან თავიანთი ასაკის ტოლ გოგონებთან, აღმოაჩენენ, რომ მათ შეუძლიათ ურთიერთობა დამა ქალებთან.. View the full article
  10. http://b.pix.ge/b/hzig6.jpg “ლივერპულიდან” შესაძლოა სულ ცოტა ხანში როი ჰოჯსონი “ააბარგონ”. ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება როგორც მისთვის, ასევე ჩვენთვის და კარგი იქნება თუ უკან პოულსენს და კონჩესკის გაიყოლებს. ინგლისელმა მწვრთნელმა აღიარა, რომ “ლივერპულში” მისი ყოფნა მასზე აღარაა დამოკიდებული. “სტოკთან” წაგების შემდეგ, ყველაზე გავლენიანმა “კოპმა” კვლავ აღმართა კენი დაგიშის პლაკატები და შოტლანდიელს საშველად სთხოვდნენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დაგლიშს 2000 წლის მერე მწვრთნელად არ უმუშავია და ძნელი დასაჯერებელია, რომ ის მხსნელად მოგვევლინოს, მაგრამ ამას თუ “კოპი” მოითხოვს, ესე იგი ასეა საჭირო. “ახლა ის სიტუაციაა, სადაც მე აღარაფერი შემიძლია. ყველაფერი კლუბის ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს – სწორედ მათი საქმეა, დავრჩები თუ სხვა გააგრძელებს ჩემ პოსტზე მუშაობას. რაც შეეხება “სტოკთან” თამაშს – ფანებს სრული უფლება აქვთ ვინც უნდათ, ის მოითხოვონ. მათ კიდევ დასწყდებათ გული, რადგან არ მჯერა, რომ “ლივერპული” დარჩენილ ყველა შეხვედრას მოიგებს” – ციტირებს ჰოჯსონის სიტყვებს ინგლისური პრესა. “წითლების” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ მისი სტატისტიკა ასეთია: როის შეეძლო სტუმრად მოეპოვებინა 21 ქულა, მაგრამ მხოლოდ 5-ის აღება შეძლო, გასვლაზე მხოლოდ და მხოლოდ 4 გოლი გაიტანეს მისმა ქვეშევრდომებმა. საგარეო მატჩებში როის თამაში არ ეხერხება – კარიერაში 105 გასვლითი მატჩიდან 13 მოიგო, 35-ჯერ ფრეს მიაღწია, დანარჩენი კი წააგო. http://a.pix.ge/f/f6eoi.jpg კრიტიკას არ გაუძლო გლენ ჯონსომაც და პარალელი გაავლო ბენიტესსა და როის შორის. “რაფა ულამაზეს ფეხბურთს გვათამაშებდა – მართალია შარშანდელი სეზონი ჩავაგდეთ, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მოედანზე ამაყად გამოვდიოდით, როი ჰოჯსონის ხელში კი საშინელ ფეხბურთს ვთამაშობთ, რამაც გული საშინლად გამიტეხა”. View the full article
  11. ეროტიკოლი ნახატები View the full article
  12. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01461/dirk-barry_1461412c.jpg თურქეთთან მატჩის წინ ჰოლანდიის ნაკრები ლივერპულელი შემტევის გარეშე დარჩა… ჰოლანდიური პრესის ცნობით კიუტის ინგლისში დაბრუნების მიზეზი ჯერ კიდევ ოქტომბერში, შვედეთთან მატჩში მიღებული ტრამვაა. აღსანიშნავია რომ დირკმა ლივერპულის შემადგენლობაში უკვე ორჯერ ითამაშა მას შემდეგ, თუმცა როგორც ჩანს ჯერ 100%-ით არ გამოჯანმრთელებულა და სლოვაკი მარტინ შკრტელის მსგავსად ამხანაგურ შეხვედრაში ტრამვის გამიზეზებას, ლივერპულის მომავალ თამაშზე კონცეტრაციას ამჯობინებს… View the full article
  13. წალკა-ახალქალაქის გზა, რომელიც სამცხე-ჯავახეთს ქვემო ქართლთან აკავშირებს, ექსპლუატაციაში გუშინ შევიდა. მთავრობის ინფორმაციით, განახლებული გზით დედაქალაქიდან ჯავახეთში ჩასვლა 8 საათის ნაცვლად 2.5 საათში ხდება შესაძლებელი. იხილეთ tabula.geზე
  14. http://b.pix.ge/m/xkrg6.jpg როი ჰოჯსონმა უკვე მოძებნა გლენ ჯონსონის შემცვლელი (!!!). “წითლების” სკაუტები “რენის” მცველს, როდ ფანს აკვირდებიან… ყოფილი “პორტსმუთის” ვარსკვლავი როის მძიმე კრიტიკის ქვეშ იმყოფება და მზადაა დატოვოს ინგლისური კლუბი უახლოეს ხანში. ჰოჯსონი ვარაუდობს, რომ მას 28 წლის ფრანგი ფეხბურთელი, როდ ფანი ჩაანაცვლებს. ფანით დაინტერესებულნი “ევერტონი”, “სანდერლენდი” და “ნიუკასლიც” არის. ინფორმაციის წყარო: Goal.Com / The Mirror View the full article
  15. http://b.pix.ge/w/onsf2.jpg “ლივერპულის” დანიელმა ცენტრალურმა მცველმა, შესაძლოა სულ ცოტა ხანში “ინტერის” მაისური მოირგოს – იუწყება ცნობილი ვებ-გვერდი Goal.Com-ი. პერ სტეფენსენი (დანიელ აგერის აგენტი) აცხადებს, რომ მისი კლიენტი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მილანის “ინტერში” აღმოჩნდეს. რაფაელ ბენიტესის კლუბს ცენტრალური მცველი ძალიან სჭირდება – ესპანელი კი ყოფილ შეგირდს ვერ ელევა. იტალიური გაზეთები ბევრს აქტიურობენ ამ ტრანსფერთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი Tuttosport-ი და La Gazzetta dello Sport-ი. ისინი იტყობინებიან, რომ დანიელის კლუბიდან აბარგების შანსი 90%-ს უტოლდება. “აგერს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს. შესაძლოა ეს ყველაფერი ხალხმა ჭორად მიიჩნიოს, მაგრამ ჩემი კლიენტი კლუბში არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა და კარგი იქნება თუ ახალ გუნდში მოსინჯავს ძალებს. დაველოდოთ იანვარს და ყველანი გავიგებთ რაც მოხდება” – ციტირებს სტეფენსენის სიტყვებს Goal.Com-ი. როგორც ხედავთ კლუბში არსებული სიტუაციით უკმაყოფილოები დანიელ პაჩეკო, გლენ ჯონსონი, ფერნანდო ტორესი და უკვე დანიელ აგერიც არიან. დათმობს NESV-ი ამ ოთხ ფეხბურთელს თუ მარტივად გაუშვებენ როი ჰოჯსონს? საინტერესოა რა მოხდება მომავალში… View the full article
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/NATO-150x150.jpgნატომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ოფიციალურად აღიარა. დღეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ რეგიონებად პირველად არის მოხსენიებული. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. კალანდაძის განცხადებით, რეზოლუციაში არის რუსეთისადმი მოწოდება, რომ მან ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები დაიცვას და შეასრულოს. მისი თქმით, რეზოლუციის ტექსტი თავისი შინაარსითა და სიმწვავით გამოირჩევა ყველა წინამორბედი რეზოლუციებისაგან, რომელიც ასამბლეას აქამდე მიუღია. “რუსეთმა უნდა შეასრულოს ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, უზრუნველყოს როგორც რუსეთის ჯარების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან, ასევე ეთნიკური წმენდის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება თავიანთ სახლებში და დაუშვას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ზედამხედველობისა და ჰუმანიტარული ღონისძიებების გატარების მიზნით”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ. მისივე თქმით, რეზოლუცია ასევე აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს და მიესალმება საქართველოს დემოკრატიულ პროცესებს. კერძოდ, 2010 წლის 30 მაისს თვითმმართველობის არჩევნების კონკურენტუნარიან და დემოკრატიულ პირობებში ჩატარებას. იხილეთ epn.ge
  17. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/guardian1.jpg საიმონ თისდალი რუსეთის მონაწილეობა და ავღანეთთან დაკავშირებული გეგმების ირგვლივ უთანხმოება, „განახლებული ნატო-ს“ სამიტს ლისაბონში მეტ სიმწვავეს სძენს „დრამატული“ ის სიტყვა არ არის, რომელიც ჩვეულებრივ ნატო-ს სამიტებთან ასოცირდება, თუმცა შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ დასავლელი ჩინოვნიკები უსაზღვროდ ღელავენ ლისაბონში ამ კვირაში დაგეგმილი შეხვედრის წინ, რომელსაც ისინი ათწლეულის განმავლობაში (და შესაძლოა ცივი ომის შემდეგაც) ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას უწოდებენ. ბარაკ ობამას სიხარულის საფუძველი აქვს: ეს არის იშვიათი საგარეო პოლიტიკური წარმატება, კერძოდ კი რუსეთის სერიოზული დაახლოვება დასავლეთთან, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების „გადატვირთვაზე“ მის გადაწყვეტილებას მოჰყვა. ლისაბონში პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ყოფნა, როგორც სჩანს ძირითადად სიმბოლური იქნება, თუმცა „დიდ ოცეულთან“ და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი იმედგაცრუებების შემდეგ, რომ აღარაფერი ვთქვათ შუალედურ არჩევნებში მარცხზე, ობამასთვის ის დიდი პოლიტიკური პლუსი გახდება. როგორც მოსალოდნელია, რუსეთი პრინციპულ თანხმობას განაცხადებს ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის პროექტზე მუშაობის შესახებ, რომელიც პოტენციურად შესძლებს ევროპის, მათ შორის თურქეთის დაცვას (თუკი თურქეთი საბოლოოდ გაარკვევს ვისთანაა – აღმოსავლეთთან თუ დასავლეთთან). ეს იმას ნიშნავს რომ მოსკოვი, რომელიც გაცხარებით ეწინააღმდეგებოდა ანტი-სარაკეტო ფარის უფრო აგრესიულ პროექტებს ბუშის ადმინისტრაციის დროს, კარდინალურად ცვლის პოზიციას. „თუკი ეს იქნება თანაბარუფლებიანი თანამშრომლობა, დაწყებული ერთობლივი ანალიზიდან და ყველა იმ რისკის ერთობლივი შეფასებიდან, რომლებიც არსებობს სარაკეტო გავრცელების სფეროში, მაშინ ასეთი თანამშრომლობა აბსოლუტურად შესაძლებელია“ – განაცხადა ამ დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. “იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ცივი ომის შემდგომი პერიოდის დასასრულის დაფიქსირებას და არამხოლოდ დავასრულებთ მას, არამედ ჩამოვაყალიბებთ ამოცანებს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისთვის“. როგორც ადრე Guardian-ი იუწყებოდა, მოსალოდნელია რომ რუსეთი მნიშვნელოვნად გაზრდის ნატო-ს დახმარებას ავღანეთში, მათ შორის ავღანურ ძალებს ვერტმფრენებს გადასცემს, გააფართოვებს ტრანზიტს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე და მონაწილობას მიიღებს ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლაში. „ეს რეალური შანსია ყველაფერი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ და სამუდამოდ დავემშვიდობოთ წარსულის აჩრდილებს“ – მიაჩნია ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენს. მას მხარი დაუჭირა ქაბულში რუსეთის ელჩმა ანდრეი ავეტისიანმაც, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ ომი სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. „ავღანეთის ჩრდილოეთში სიტუაციის გაუარესება უკიდურესად შემაშფოთებელია. ეს ლამის უშუალოდ ტაჯიკეთის და უზბეკეთის საზღვართან ხდება, ამიტომ ჩვენ ვშიშობთ რომ ექსტრემიზმი, ტერორიზმი და ნარკოტიკები ჩვენსკენ მოემართება“ – განაცხადა მან. აშშ-ს და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ნაყოფია ასევე მოსკოვის მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერა და თეირანისთვის თანამედროვე საზენიტო სარაკეტო კომპლექსების გადაცემაზე უარის თქმა, თუმცა ნდობა კვლავ ძალიან მყიფეა. თუკი ობამა ვერ შესძლებს სენატის დარწმუნებას იმაში, რომ მან სტრატეგიულ შეტევით შეიარაღებაზე ახალი შეთანხმება უნდა დაამტკიცოს, რომელიც რუსეთთან შარშან გაფორმდა, ან თუკი ნატო-ს პარტნიორი საქართველო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ვეტო-ს დაადებს, შეიძლება ყველა გათვლა ჩაიშალოს. ლავროვისთვის გაცილებით ნაკლებ ოპტიმიზმს იწვევს რუსეთის შეშფოთების კიდევ ერთი საგანი (რასაც ზოგიერთი ევროპელიც იზიარებს) – კერძოდ კი ის, რასაც თავად უწოდებს „ნატო-ს მისწრაფებას ძალის გამოყენებისკენ ალიანსის ტერიტორიის მიღმა“. ნატო-ს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ალიანსი არ აპირებს „მსოფლიო პოლიციელად“ გადაქცევას. თუმცა მისი 21-ე საუკუნის სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ლისაბონში უნდა გამოქვეყნდეს, ითვალისწინებს ბლოკის გლობალური როლის გაფართოვებას „ერთობლივი უსაფრთხოების სფეროში“, რაც მოიცავს ბრძოლას ბუნებრივ კატაკლიზმებთან, მოულოდნელ გეოპოლიტიკურ კრიზისებთან, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებას. „განახლებული ნატო-ს“ ახალი მისია ახალი საფრთხეებისა და პრობლემების მქონე შეცვლილ სამყაროში, თანამშრომლობის განვითარებას და ალიანსის წევრ-სახელმწიფოებს შორის ურთიერთქმედებას უნდა დაეფუძნოს, თუმცა სურვილები და რეალობა ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგება. კერძოდ შენარჩუნებულია უთანხმოება ცივი ომის პერიოდიდან ევროპაში ამერიკული ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების არსებობაზე, ასევე მსოფლიო ბირთვული შეიარაღების ტემპებზე. სამხედრო ბიუჯეტები იწურება. ალიანსს და ევროკავშირს შორის თავდაცვითი თანამშრომლობა ფაქტობრივად არ არსებობს. უთანხმოება ასევე შენარჩუნებულია ავღანეთის ირგვლივ – ნატო-ს უმსხვილეს ერთობლივ ოპერაციაზე. კანადამ და ნიდერლანდებმა, აშშ-ს წინააღმდეგობის მიუხედავად, ქვეყნიდან საკუთარი სამხედრო ნაწილები გაიყვანეს, თუმცა ისევ ამერიკელთა ზეწოლის გამო, ისინი დასთანხმდნენ ამ ძალების ნაწილის დატოვებაზე ინსტრუქტორების სახით. უკმაყოფილონი არიან სხვა ევროპელი მოკავშირეებიც. ამერიკული სტრატეგიის მუდმივ მხარდაჭერაზე მხოლოდ ბრიტანეთი საუბრობს. ალიანსის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამიტზე ისეთ საკითხს განიხილავენ, როგორიცაა ავღანელი სამხედროების და პოლიციელების რაოდენობის გაზრდა, ასევე 2014 წელს ავღანელებისთვის ქვეყნის უსაფრთხოების სრული „პარამეტრების“ გადაცემა. შეხვედრის შედეგი ასევე უნდა გახდეს ერთობლივი დეკლარაცია „ავღანეთთან [ნატო-ს] ხანგრძლივ და მტკიცე ურთიერთობებზე“, რომელმაც უნდა დაამშვიდოს ავღანეთის მთავრობა, გააქარწყლოს პაკისტანის შიში რომ დასავლეთი რეგიონს ბედის ანაბარა დატოვებს და გამაფრთხილებელ სიგნალად იქცეს ირანისთვის. როგორც სჩანს, მომავალ თვეში თეთრი სახლი მხარს დაუჭერს „ძალების გაზრდისა და შედეგების განმტკიცების“ სტრატეგიას ერაყულ სტილში. ამ ინიციატივით გენერალი დევიდ პეტრიუსი გამოვიდა და როგორც სჩანს აშშ მას ამ სტრატეგიის ცხოვრებაში რეალიზაციას დაავალებს. მომავალი წლის ივლისამდე თვალსაჩინოებისთვის ობამამ შეიძლება ჯარისკაცების გარკვეული ნაწილი ქვეყნიდან გამოიყვანოს, თუმცა თუკი ვითარებას და იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ თალიბებთან მოლაპარაკებები უიღბლო იმედია და არა რეალური პერსპექტივა, საეჭვოა რომ 2011 წელს კონტიგენტის სერიოზულ შემცირებაზე იყოს საუბარი. მებრძოლთა ძლიერი წინააღმდეგობის, ასევე მზარდი საზოგადოებრივი უკმაყოფილების როგორც ამერიკაში, ასევე მის გარეთ, ადამიანური მსხვერპლის და ფინანსური დაბრკოლებების ზრდის, პაკისტანში არასტაბილურობის გაძლიერების და ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის სულ უფრო ხმამაღალი პროტესტის მიუხედავად, ომი როგორც სჩანს კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ეს ობამასთვის ძალიან დიდი რისკია და კიდევ უფრო დიდი რისკია „განახლებული ნატო-სთვის“. მოკლედ, მოვლენების განვითარება შესაძლოა ზედმეტად დრამატულიც კი აღმოჩნდეს. ორიგინალი ორიგინალი
  18. დღეს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა სასტუმრო “ქორთიარდ-მარიოტში” ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. სახალხო დამცველმა… ლინკი მედიანიუსზე
  19. ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.7642 ლარის ნიშნულზე დაეცა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი კურსი – 1 აშშ დოლარი/1.7642 ლარი. დღევანდელი კურსით 1 აშშ დოლარი 1.7633 ლარი ღირდა. 2.3981 ლარის ნიშნულზე გამყარდა ლარი ევროსთან მიმართებაში. დღევანდელი ოფიციალური კურსით 1 ევროს ყიდვა 2.4000 ლარად იყო შესაძლებელი. რაც შეეხება რუსულ რუბლს, 1 რუბლი ხვალ დაახლოებით 6 თეთრი, ზუსტად კი – 0.056807 ლარი ეღირება. იხილეთ epn.ge
  20. დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატებისა” და ქალაქის მერის შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა. “ვერცერთ საკითხზე ვერ შევთანხმდით.… ლინკი მედიანიუსზე
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/ugulava-150x150.jpgთბილსის მერი, გიგი უგულავა ბიუჯეტის აქტიურად განხილვას სხვადასხვა ოპოზიციურ ძალებთან მნიშვნელოვანად მიიჩნევს. როგორ უგულავამ საკრებულოში ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატებთან” შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა 2011 წლის ქალაქის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი იმ სერვისების გაუმჯობესება იქნება, რომელსაც მერია ახორციელებს. ” 2011 წლის ბიუჯეტი სამი ძირითადი სერვისის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული. პირველი ეს იქნება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. 2010 წელს ეს ხარჯები 50 % – ით შემცირდა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ნებისმიერი ცვლილება, სოციალურად დაუცველ პირებზე არ აისახოს. ყველა მუნიციპალური სერვისი, რომელსაც მერია ახორციელებს, უნდა გაუმჯობესდეს და მუდმივი პროგრესის რეჟიმში უნდა იყოს. რადგან, თუ ეს სერვისები ერთ ადგილზე გაჩერდა და ვერ განვითარდა, ხარჯების შემცირებასა და ხარისხის კლებას გამოიწვევს “, – განაცხადა უგულავამ. შეგახსენებთ, რომ საკრებულოში შეხვედრაზე თბილისი მერმა და ,,ქრისტიან-დემოკრატებმა” 2011 წლის ქალაქის ბიუჯეტი განიხილეს. იხილეთ epn.ge
  22. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა იხილავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხს, სადაც ტერმინები `ოკუპაცია~ და `ეთნიკური წმენდაა~… ლინკი მედიანიუსზე
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/wisoli-logo3-150x130.jpgდღეს პარიზში გამართულ ევროპის ბიზნეს დაჯილდოებაზე ვისოლ ჯგუფი 15000 წარმატებულ ევროპულ კომპანიას შორის შერჩეულ 10 საუკეთესო ბრენდს შორის დასახელდა. ვისოლი ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელსაც ევროპის ბიზნეს დაჯილდოების უმაღლესი ჯილდო ერგო წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის. როგორც პარიზიდან თორნიკე გურულმა ,,ვისოლის’’ მარკეტინგის დირექტორმა გვაცნობა: ,,მოხარული ვარ, რომ ევროპის ბიზნეს დაჯილდოებაზე ევროკავშირის 27 ქვეყნის 15000-მდე კომპანიას შორის გამარჯვებულ 10 წარმატებულ ევროპულ კომპანიას შორისაა ვისოლ ჯგუფი. ეს ვისოლის წარმატებული ბიზნეს საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა. წელს საქართველო პირველად მონაწილეობდა კონკურსში და მოხარულები ვართ, რომ არამხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ ჩვენს ქვეყანაში წარმატებული ბიზნეს საქმიანობის მაგალითის წარდგენის საშუალბა მოგვეცა ევროპის მასშტაბით’’. ევროპული ბიზნეს დაჯილდოება ოთხი წელია რაც არსებობს და მხოლოდ ევროკავშირის მასშტაბით მოღვაწე კომპანიებს აქვთ მონაწილეობის უფლება. eiC es bi si ბანკის რეკომენდაციით წელს ქართულ კომპანიებსაც მიეცათ საშუალება წარმატებულ ევროპულ კომპანიებს შორის წარმოჩენილიყვნენ. eiC es bi si ბანკი ღონისძიების სპონსორია. იხილეთ epn.ge
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/1513980494_704aa3d87c-150x150.jpgშეყვარებულს ეგ როგორ უნდა აკადრო, მაშინ ის შეყვარებული კი არა “ნაშა” გამოდის, თანაც თუ ჩემთან ასე მოიქცა, რა გარანტია მაქვს, რომ სხვასთანაც იგივეს არ გააკეთებს”, – მითხრა ჩემმა მეგობარმა და შემრცხვა, რომ ასეთი “მურთაზების” მეგობარი აღმოვჩნდი – წერს ახალგაზრდა ბიჭი ერთ-ერთ ინტერნეტ ფორუმზე. ეს თითქოს უმნიშვნელო ფრაზა, ძალიან კარგად ასახავს საქართველოში შექმნილ გაურკვევლობას, განსაკუთრებით როცა საქმე სექსს, ქალიშვილობის ინსტიტუტსა და ტრადიციებს ეხება. მაშ ასე, განხილვის თემა: მენტალიტეტი და ნაადრევი ქორწინება, როგორც ურთიერთგანმაპირობებელი ფაქტორები. მენტალიტეტი- [ლათ.მენს (მენტის) ჭკუა,გონება,აზროვნება] – 1.ფილოსოფიურად ეს არის თეორია, რომლის მიხედვითაც რეალურად არსებობს გონებრივი და არა მატერიალური სამყარო. 2-ფსიქოლოგიურად თეორია, რომლის მიხედვითაც გონება შესწავლილ უნდა იქნას თვითდაკვირვებით. 3-ენათმეცნიერების მიმართულება, რომელიც ენას განიხილავს, როგორც აზრის გამოხატვის საშუალებას. ოჯახი – თათრული სიტყვაა. 1-კერა, საცეცხლური, მიმსგავსებით სახლი ან სახლობა, ვითარ კომლი. 2-ფსიქოლოგიურად ორი ადამიანის ერთობა, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ ერთმანეთის მიმართ, ახლობლებისა და საზოგადოების მიმართ. ეს აღნიშნული ტერმინების ტრადიციული განმარტებებია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დღეს ისინი ასეთ ასოციაციას იწვევენ საზოგადოებაში. გლობალიზაციის პირობებში მენტალიტეტი ბევრისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად იქცა. აი, ოჯახს განმარტება არ შეცვლია, უბრალოდ დამოკიდებულება და პასუხისმგებლობის გრძნობა შეიცვალა. ზოგადი სურათის შესაქმნელად გეტყვით, რომ საქართველოში ქორწინებათა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და დემოგრაფიული მაჩვენებელიც ფეხ და ფეხ მიყვება. რაც შეეხება ასაკს, 2000 წლის მონაცემებით, 16-19 წლის ასაკში დაოჯახდა 750 მამაკაცი და 2815 ქალი. იგივე მონაცემები 2009 წლისთვის ასე გამოიყურება: მამაკაცი-1271, ქალი-5596. პრობლემა, რომელზეც ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ფორმით გვხვდება.ჩვენთან ეს ნაადრევი ქორწინებაა, სხვაგან ნაადრევად დაწყებული სქესობრივი ცხოვრება. მაგრამ შეიძლება ითქვას რომ ეს უკანასკნელი ნაადრევი ქორწინების პირდაპირი მაჩვენებელია და მისი შედეგები ზუსტად ასახავს ნაადრევი ქორწინების შედეგებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ნაადრევად დაწყებული სქესობრივი ურთიერთობები არც თუ ისე უსაფრთხოა და უარყოფითად აისახება მოზარდის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. უარყოფით შედეგებს მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რიცხვის მატება, კონტრაცეპტივების არასწორი და არარეგულარული გამოყენება, აბორტების რაოდენობის ზრდა, ორსული მოზარდებისა და მშობიარობების ზრდა, სიღარიბის დონის ზრდა არასრულწლოვან დედებში. ასევე მაღალია მოზარდების მიერ გაჩენილ ახალშობილებში პათოლოგიების რისკი. ნაადრევი სქესობრივი კონტაქტები აქვეითებს თვითშეფასებას და იწვევს დეპრესიული ფონის მატებას მოზარდებში. .დაახლოვებით 16 მილიონი თინეიჯერი 15-19 წლის ასაკში აჩენს ბავშვს, რაც მთელი მსოფლიოს შობადობის 11 %-ს წარმოადგენს. .95% ზემოთაღნიშნული მშობიარობების ხდება დაბალი განვითარების ქვეყნებში. .ორსულ მოზარდთა 23%-ში სერიოზული გართულებები ყალიბდება ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ, როგორიცაა ანემია, შიდსი და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ჰემორაგიები, მალარია, მენტალური პრობლემები და სხვა. .ზუსტად 50%-ით იზრდება ახალშობილთა სიკვდილიანობა და ნაადრევი მშობიარობების ოდენობა მოზარდების ორსულობის დროს. გადახედავთ რა მონაცემებს, ბუნებრივად გაგიჩნდებათ კითხვა: აქ მხოლოდ ნაადრევ სქესობრივ კონტაქტებზეა საუბარი, რატომ ვსაუბრობთ საქართველოში ნაადრევ ქორწინებაზე? Iმიტომ, რომ საქართველოში ნაადრევი ქორწინება ნაადრევი სქესობრივი ცხოვრების დაკანონების ყველაზე “პოპულარული” გზაა. 2010 წელს ჩატარდა კვლევა და გამოიკითხა 30 სასწავლებლის 3000 სტუდენტი.გამოკითხულთა 87% ფიქრობს, რომ გოგონებმა ქორწინებამდე სექსისგან თავი უნდა შეიკავოს, ხოლო ბიჭებისთვის თავის შეკავება 72.4%-ს არარეალურად მიაჩნია. გამოდის რომ გოგონებს ქორწინებამდე სქესობრივი ცხოვრების დაწყება “ეკრძალებათ” , მამაკაცებს კი “მოეთხოვებათ”. გამოკითხულთა 78.8%-ს პირველი კონტაქტი 15-20წლის ასაკში ჰქონდა. გოგონათა 72.9%-მა პირველი სქესობრივი ურთიერთობა მეუღლესთან დაამყარა, რასაც ვერ ვიტყვით მამაკაცებზე, მათთან ეს რიცხვი მხოლოდ 3.3%-ს შეადგენს. კვლევის შედეგად დაიდო დასკვნა, რომ გოგონები მსგავს საკითხებში ბევრად უფრო კონსერვატორები არიან ვიდრე მამაკაცები. “მოზარდი მოდას აყოლილი, ძალიან რთული ფენომენია, მენტალიტეტი კი მოდა არ არის, ის ბევრად უფრო მეტია, სწორედ ეს ხდება კონფლიქტის მიზეზი. პუბერტეტის რევოლუციური ხანა 12-დან 19 წლამდე გრძელდება და მთლიანად ამსხვრევს პიროვნებას. ეს ფერწერულ ტილოზე წყლის გადასხმას გავს. ის ხომ ბევრ ლაქას დატოვებს, ზუსტად იგივე ხდება მოზარდის შემთხვევაში. თუმცა ჩვენი ვალი დამსხვრეული პიროვნებისგან ახალი პიროვნების შექმნაა და არა მისი თავიდან მოშორება. საქართველოში ჰორმონალური ჯანყი დგას, რაც მენტალურ მომენტებს დიდ დარტყმებს აყენებს. მიუხედავად იმისა რომ ქართული მენტალიტეტი არის სიახლისადმი მიდრეკილი, საზოგადოებას სიახლესთან ადაპტირება მაინც უჭირს. ყველაფრისგან გამოსავალი მხოლოდ სწორი აღზრდაა, ინფორმაციის ურთიერთგაცვლაზე დამყარებული. სექსი არ არის უხერხული თემა და ჩვენ, მშობლებმა, შვილებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. გარდა ამისა, მოზარდებს უნდა მივცეთ არჩევანის თავისუფლება და უფლება სურვილის შემთხვევაში იცხოვრონ თავის პარტნიორთან. თუ ამ თემას ტაბუს დავადებთ აღვირახსნილ გარყვნილებამდე მივალთ. ახლა ცდების და შეცდომების დროა და ეს ტრაგედია არ არის. მარგალიტს ჭაობში რომ ჩააგდებ, ისევ ისეთის ამოღება შესაძლებელია”, – ლია ასანიშვილი, ფსიქოლოგი. “სქესობრივი ენერგია რომ არსებობს, ფაქტია, მაგრამ როგორმე ამ ენერგიას უნდა მოვუაროთ და ყურადღება სხვა რაღაცებზე უნდა გადავიტანოთ, მაგალითად განათლებაზე, სპორტზე და ა.შ. ნაადრევი ქორწინება ანგრევს მოზარდს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. მოზარდი რომელიც 13-15 წლის ასაკში იწყებს სქესობრივ ცხოვრებას საშუალოდ წელიწადში 1.3-1.7 პარტნიორს იცვლის, ხოლო ის ვინც 18-19 წლისა იწყებს 0.3 პარტნიორს. ანუ ნაადრევი ურთიერთობები არასტაბილურია და ამას უნდა მივეშველოთ არა აკრძალვის გზით, არამედ ინფორმირების გზით”,- მარიამ კუკუნაშვილი სუროგაციის ცენტრის დირექტორი. “დავამატებ ერთს, მოწესრიგებული სქესობრივი ცხოვრება ადამიანს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ზრდის. ეს სფერო რომ მოწესრიგებული იყოს საქართველოში ამდენი მკერდისა და საშვილოსნოს კიბო არ იქნებოდა, თუმცა რასაკვირველია არ ვგულისხმობ მოზარდებს. დაბალი ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებს რაც შეეხებათ, ვფიქრობ ყველაფერი თავისით მოგვარდება. უბრალოდ საჭიროა რომ უფრო ლოიალურები ვიყოთ და ვაღიაროთ რომ მენტალური ღირებულებები ადამიანის ძალიან პირადი სფეროა და მას ნებისმიერ შემთხვევაში პატივი უნდა ვცეთ”,- განაცხადა ფსიქოლოგმა ეკა ფირცხალავამ. თემა რომ ძალიან მშრალი და მონოტონური არ გამოსულიყო ნაადრევი ქორწინების მსხვერპლთაც ვესტუმრე. მათგან უკეთ გაიგებთ რამდენად დიდი გავლენა იქონია მათ ცხოვრებაში მენტალიტეტმა. ლიკა ანთაძე, 21 წლის- “ოჯახი 18 წლისამ შევქმენი, ეს სიგიჟე იყო, რომელიც ვერ გავაკონტროლე. იცით როცა სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ხარ, როცა ინტერესი და მოლოდინი განუზომელია ძნელია თავი აკონტროლო. ურთიერთობა რომ დავიწყეთ მაშინ სექსზე საუბარი უბრალოდ ცუდი ტონი იყო. ჩემი მეუღლე, თუმცა სულაც არ იყო ისეთი როგორიც მინდოდა, მაიც ახერხებდა ჩემს “აჯანყებას”. გონება ქორწინებაზე ფიქრმა და “დიადმა” ოცნებებმა დაიპყრეს. არ მინდა იფიქროთ რომ მარტო სქესობრივი ურთიერთობის დაკანონებისთვის გავთხოვდი. მაშინ მეგონა რომ მიყვარდა, ვნებაც იყო მაგრამ დრო გავიდა და ყველაფერი განელდა. დღეს მე ოჯახი აღარ მაქვს, სამაგიეროდ მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს. საუბედუროდ ამ გაუგებრობაში ჩვენი შვილიც მოყვა. როგორც კი ჩვენი ურთიერთობის შესახებ გაიგეს, ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს რომ ჩემი პატრონს “ჩაბარება” იყო საჭირო. არავის არაფერში ვადანაშაულებ მაგრამ ცოტა მეტი თავისუფლება რომ მქონოდა ალბათ ასე არ მოხდებოდა”. ზურა ჭელიძე, 21 წლის- ჰქონდა თუ არა მენტალიტეტს გავლენა ჩვენს გადაწყვეტილებაზე? ჰქონდა რა თქმა უნდა. არა პირდაპირი, მაგრამ მაინც. ჩვენ ვფიქრობდით რომ ერთმანეთი გვიყვარდა, თუმცა უმჯობესი იქნებოდა გვეფიქრა, რომ ეს იყო მხოლოდ სურვილი, ვნება.Dდღეს ვნება სიახლეს აღარ წარმოადგენს მაგრამ 3 წლის წინ ეს თემა ჯერ კიდევ ტაბუდადებული იყო. ბავშობიდან გვასწავლიდნენ რომ ურთიერთობა მხოლოდ ქორწინების შემდეგ შეიძლებოდა და ჩვენს ვიპოვეთ “გამოსავალი”. ეს არ იყო გამიზნული ქმედება, ეს იყო მხოლოდ ინსტინქტი. როცა ვქორწინდებოდით ჯერ კიდევ არ მქონდა გაცნობიერებული რა “შარში” გავყავი თავი. საერთოდ ვერ ვხვდებოდი რა პასუხისმგებლობას შევეჭიდე.დღეს ჩვენ ჩვენი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ცხოვრება გვაქვს, ერთი გადაკვეთის წერტილით. ის ჩვენი შვილია, რომელსაც ალბათ ჩვენი შეცდომების გამო ყოველთვის ექნება ოჯახური სითბოს დანაკლისი. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ გლობალიზაციაზე ფაქტები სხვა რამეს ღაღადებენ. 2009 წელს 16-19 წლის ასაკში დაქორწინებულთა რაოდენობამ 6867-ს მიაღწია. მიუხედავად იმისა რომ დღეს ყველა ცდილობს “აკრძალულ თემებზე” მეტად ისაუბროს, გავლენა მაინც არ ჩანს. ფაქტია რომ სიახლეებს მაინც ვერ ვიღებთ და 21 საუკუნეში კვლავ ნაადრევი ქორწინებების სიჭარბეს განვიცდით. “სექსი კვლავ რჩება უხერხულ თემად, სწორედ ამიტომ საზოგადოებას ეს თემა შია”,- განაცხადა სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა. შიმშილის დასაკმაყოფილებლად ორი გზა არსებობს: ან უნდა დანაყრდე ან არა. მედიცინის ენით გამუდმებული შიმშილი მამაკაცებთან იმპოტენციას, ქალებთან მკერდისა და საშვილოსნოს კიბოს და უამრავ სხვა დაავადებას იწვევს. გარდა ამისა ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ადამიანი ვერ ფუნქციონირებს როცა მისი რომელიმე საბაზისო მოთხოვნილება დაუკმაყოფილებელია და გამუდმებით ეძებს საკვებს. ამიტომ საჭიროა სწორად განვსაზღვროთ ასაკი. თუმცა აქაც ქართველებისთვის დამახასიათებელი რადიკალიზმი არ უნდა გამოვიყენოთ და “ჭამა” ცხოვრების წესად და პრიორიტეტად არ უნდა ვაქციოთ. თეონა შათირიშვილი “ექსპრესნიუსი” იხილეთ epn.ge
  25. დღეს წარმომადგენლობითი სახალხო კრების ოფისში სკოლის მოსწავლეებმა ბრიფინგი გამართეს. თბილისის 157-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მიშა… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...