Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://d.yimg.com/i/ng/sp/empics/20101117/22/2054321281-soccer-international-friendly-england-v-france-wembley-stadium.jpg გთავაზობთ ინგლისის, ესპანეთის, პორტუგალიის და იტალიის მატჩების ფოტო-მასალას ლივერპულის ფეხბურთელების მონაწილეობით. http://photos-a.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1122.snc4/148445_103028959769842_100001882144565_20302_4730410_s.jpghttp://photos-g.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs948.snc4/74149_103028989769839_100001882144565_20303_6698681_s.jpghttp://photos-f.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs480.ash2/75356_103029009769837_100001882144565_20304_7182957_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-d.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1161.snc4/150377_103029026436502_100001882144565_20305_1617126_s.jpghttp://photos-b.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1156.snc4/149799_103029049769833_100001882144565_20306_2132625_s.jpghttp://photos-h.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs465.ash2/73878_103029076436497_100001882144565_20307_6963195_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-g.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs963.snc4/75620_103029093103162_100001882144565_20308_3146000_s.jpghttp://photos-a.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs491.ash2/76401_103029116436493_100001882144565_20309_7310972_s.jpghttp://photos-f.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1180.snc4/150258_103029143103157_100001882144565_20310_4983703_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-d.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1144.snc4/148628_103029163103155_100001882144565_20311_430910_s.jpghttp://photos-b.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs991.snc4/76436_103029196436485_100001882144565_20312_3194721_s.jpghttp://photos-h.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1134.snc4/149688_103029229769815_100001882144565_20313_5840209_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-e.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1203.snc4/155522_103029299769808_100001882144565_20314_3505446_s.jpghttp://photos-c.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs478.ash2/75109_103029319769806_100001882144565_20315_7574544_s.jpghttp://photos-a.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs946.snc4/73915_103029336436471_100001882144565_20316_6310434_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-g.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs490.ash2/76337_103029356436469_100001882144565_20317_3103260_s.jpghttp://photos-h.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1190.snc4/154230_103029373103134_100001882144565_20318_71521_s.jpghttp://photos-b.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs998.snc4/77194_103029389769799_100001882144565_20319_5820914_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-g.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs971.snc4/76491_103029423103129_100001882144565_20320_3980583_s.jpghttp://photos-a.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs488.ash2/76185_103029449769793_100001882144565_20321_7163235_s.jpghttp://photos-c.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs562.ash2/148430_103029469769791_100001882144565_20322_2724889_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-e.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs968.snc4/76108_103029489769789_100001882144565_20323_6030640_s.jpghttp://photos-h.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1130.snc4/149273_103029533103118_100001882144565_20324_3866890_s.jpghttp://photos-b.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1150.snc4/149286_103029559769782_100001882144565_20325_4447319_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-d.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs590.ash2/154261_103029586436446_100001882144565_20326_7887594_s.jpghttp://photos-f.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1156.snc4/149834_103029603103111_100001882144565_20327_150382_s.jpghttp://photos-e.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs478.ash2/75130_103029619769776_100001882144565_20328_395147_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-c.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1138.snc4/150069_103029633103108_100001882144565_20329_876854_s.jpghttp://photos-h.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1123.snc4/148559_103029649769773_100001882144565_20330_2565050_s.jpghttp://photos-b.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs577.ash2/149922_103029669769771_100001882144565_20331_6843119_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-d.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs465.ash2/73843_103029686436436_100001882144565_20332_7230368_s.jpghttp://photos-f.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1223.snc4/155589_103029699769768_100001882144565_20333_5394515_s.jpghttp://photos-g.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs992.snc4/76556_103029726436432_100001882144565_20334_1925789_s.jpg<br style="clear: both" /> Generated by Facebook Photo Fetcher View the full article
  2. ხვალ სოფელ პატარძეულში გამწვანების აქცია ჩატარდება. აქციის დროს გამწვანდება გოგლა ლეონიძის მიერ გაშენებული ბაღის ტერიტორია. დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგები. აქცია ,,დავასუფთაოთ საქართველო’’ კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს. გამწვანების აქციაში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის და მდგრადი განვითარების კავშირის ეკოხედვა-ს წევრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მოსახლეობის, სოფლის გამგეობისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობის – დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლები. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფება “ალ-კაიდა“ ტერაქტების მოსამზადებლად მიზნად ისახავს გაერთიანებულ არაბთა ემირატებისა და ინდოეთის გავლით ევროპაში იატაკქვეშელთა ჯგუფის შეგზავნას.როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, ამერიკის სპეცსამსახურებმა თავიანთ კოლეგებს გერმანიაში აცნობეს იმის შესახებ, რომ „ალ-კაიდას“ მეთაურების ბრძანებით არაბთა გაერთიანებული ემირატებისა და ინდოეთის გავლით ორი ან ოთხკაციანი ტერორისტების ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  4. http://s12.radikal.ru/i185/1011/02/b01d66fc1336.jpg გთავაზობთ ლივერპულელთა ეროვნული ნაკრებების საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრების ვიდეო-მიმოხილვებს. ინგლისის 1-2 საფრანგეთი (ჯერარდი – შეფასება 5,5) პორტუგალია 4-0 ესპანეთი (ტორესი – შეფასება 5.5, მეირლეში – შეფასება 6.0 ) არგენტინა 1-0 ბრაზილია (ლუკასი – შეფასება 6,5) სლოვაკეთი 2-3 ბოსნია გერმანია U21 2-0 ინგლისის U21 (მარტინ კელი – ნომერი 5) ინგლისი U18 3-0 პოლონეთი U18 (კონორ კოუდი – კაპიტანი, ჯეკ რობინსონი – შეცვლა 46 წუთზე) View the full article
  5. http://a.pix.ge/z/bjp4c.jpg “ლივერპულის” ყოფილი ლეგენდა, ჯეიმი რედნაპი აქტიურად მოუწოდებს “ენფილდის” გამგეობას, რომ აუცილებლად შეიძინონ კარიმ ბენზემა. 22 წლის ფეხბურთელმა ვერა და ვერ შეძლო “რეალ მადრიდში” ფეხის მოკიდება, ბენზემა აქტიური ფეხბურთელია, რომელსაც მატჩის სათადარიგოდან ყურება არ მოსწონს. “ფრანგული” ლიონიდან 35 მილიონად შეძენილი ფეხბურთელის ფასი დღეს 15-დან 20 მილიონამდე მერყეობს. ყოფილმა “ლიონის” ვარსკვლავმა გუშინ “უემბლიზე” ინგლისელები დაამწუხრა, სწორედ მან გახსნა საკმაოდ ეფექტურად ანგარიში და ფრანგები წინ გაიყვანა. “ლივერპულს სჭირდება კარგი თავდამსხმელი და მე გამოსავალს კარიმ ბენზემაში ვხედავ. ახალ მფლობელებს აქვთ პირველი გამოწვევა – უნდა შეიძინონ ბენზემა” – გამოთქვა თავისი აზრი ყოფილმა “ლივერპულელმა” Daily Mail-თან საუბრისას. როგორც იცით, დამიენ კომოლმა განაცხადა, რომ “მერსისაიდელები” მხოლოდ მსოფლიო კლასის ფეხბურთელებს შეიძენენ, პირველი მათგანი კი სწორად კარიმი იქნება. მაურინიო ფრანგის გაშვებას აპირებს – ახლა ჯონ ჰენრიზეა დამოკიდებული გამოყოფს საკმარის თანხას, თუ ყოფილ მფლობელებს მიბაძავს. გვერდი მომზადებულია GiveMeFootball-ის მეირ View the full article
  6. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53965.jpgანდერს ფოგ რასმუსენი ლისაბონის სამიტს ნატოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს უწოდებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბლოგში ისაუბრა, რომელიც ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. View the full article
  7. დღეს გამთენიისას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე ნატოს ლისაბონის სამიტზე დასასწრებად გაემგზავრა. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ლისაბონში შეკრებილი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ დაუჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.როგორც ბარამიძემ განაცხადა, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ, ლისაბონის სამიტზე კიდევ ერთხელ იქნება დადასტ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  8. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53961.jpgსაქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. სლოვენიის ქალაქ კოპერში ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ საქართველომ ამხანაგური შეხვედრა 2-1 მოიგო. View the full article
  9. საქართველო - აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე სოფელ ერისიმედის ნახევარი აზერბაიჯანს რჩება. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრების სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისიიდან სანდო წყარომ აცნობა.წყაროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა დაახლოებით 30 საცხოვრებელი სახლი, სკოლა და ამბულატორია. მისივე ცნობით, ტერიტორიის გაცვლაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და სავარაუდოდ, სოფელ ერისიმედის ნახევარი აზერბაიჯანს დარჩება.ერისიმედში ძირითადად ა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  10. წარმატებული ადამიანები საჯარო სკოლების დახმარებას აგრძელებენ. ბიზნესმენმა დავით კოდუამ 162-ე საჯარო სკოლის სველი წერტილები მთლიანად შეცვალა და გაარემონტა. ჩატარებული სამუშაოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს მოინახულა. სკოლების საქმიანობაში ჩართვა პროგრამა ,,ალუმნაის’’ ფარგლებში ხორციელდება. ,,მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ,,ალუმნაიმ’’ დიდი გამოხმაურება ჰპოვა საზოგადოებაში, კეთილმოეწყო მრავალი სკოლა, მოწესრიგდა ინფრასტუქტურა. “მე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ პირს, რომელმაც საკუთარ სკოლას მადლიერების გამოხატვის ნიშნით, რაიმე სახის დახმარება აღმოუჩინა’’- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. ”ალუმნაის” პროექტის მთავარი ამოცანა სკოლის საქმიანობაში საზოგადების ჩართვაა. ,,ალუმნაი’’ ”წარმატებულ კურსდამთავრებულთა კლუბს” ნიშნავს. ასეთი პროექტი დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში ძალიან დიდი წარმატებით სარგებლობს და სკოლის საქმიანობაში წარმატებული ადამიანების მონაწილეობას გულისხმობს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  11. განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა სასტუმრო შერატონ მეტეხ პალასში 2010 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა და საზოგადოებას 2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის, ცენტრის პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა, ნათია ჯოხაძემ გააცნო. შერატონ მეტეხ პალასში, ქართველ ექსპერტებთან ერთად, მოხსენებებით გამოვიდნენ საერთაშორისო კონსულტანტები ჰოლანდიიდან– ჰენკ მოელანსი და ფრანც კლეინსი (საგანმანათლებლო გაზომვების ინსტიტუტი, CITO – Institute of Educational Measurment, ჰოლანდია) და ეუხენიო გონსალესი (ETS - Educational Testing Service - საგანმანათლებლო ტესტირების სამსახური- აშშ). ღონისძიების ბოლოს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა სპეციალური პრიზები და მადლობის სიგელები გადასცა პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  12. ევროკომისიის პრეზიდენტი ჯოზე მანუელ ბაროზო საქართველოს მოუწოდებს, გააკეთოს განაცხადი ენერგეტიკის თანამეგობრობის წევრობაზე. და არა ევროკავშირის წევრობაზე, როგორც გავრცელდა დილიდან ინფორმაცია ქართულ საინფორმაციო საშუალებებში. ბაროზომ საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებები გუშინ ბრუსელში პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. განცხადების ტექსტსა და ვიდეოში, რომელიც ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ბაროზო ამბობს, რომ ენერგორესურსების დივესრიფიკაციასთან დაკავშირებით, ევროკავშირის საკვანძო პრიორიტეტია მარშრუტების განვითარება სამხრეთული დერეფნის მიმართულებით. «ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს, რომელიც გადამწყვეტ სატრანზიტო როლს ასრულებს. მე მოვუწოდებ საქართველოს, ოფიციალურად მიმართოს ენერგეტიკულ თანამეგობრობას გაწევრიანების შესახებ. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი სამომავლო ურთიერთობების განვითარებას და გააძლიერებს საქართველოს მიმზიდველობას ენერგო ინვესტიციებისთვის. მე, ასევე, ნათლად ვუთხარი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სტაბილურობას, უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. იმედი გვაქვს, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოებაც ამასვე განაცხადებს. ევროკომისია გააგრძელებს ომის შემდგომი დახმარებისთვის განკუთვნილი პაკეტის განხორციელებას, გამოყოფილი 483.5 მილიონი ევროდან თითქმის 97% უკვე განხორციელებულია». სრული ინფო(netgazeti.ge)
  13. გამოხმაურება ანდრეი ეპიფანცევის სტატიაზე „К вопросу о добровольности вхождения Абхазии в Россию“სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს გამოკვეთილი საერთაშორისო ფუნქცია და არა უბრალოდ რომელიმე ძლიერ სახელმწიფოს სჭირდებოდეს იგი თავისი მიზნების განსახორციელებლად. მხოლოდ მაშინ არის მისი ფასი საერთაშორისო ბაზარზე მყარი და სტაბილური, მხოლოდ მაშინ იქცევა ის ნამდვილ სახელმწიფოდ. ამიტომაც არა აქვთ პოლიტიკური მომავალი ფსევდო სახელმწიფოებს კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას, ყარაბახს, დნესტრისპირეთს, აფხაზეთსა და... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  14. /get_img?NrArticle=3297&NrImage=2 ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე, რომელიც ვარშავაში გაიმართა 16 ნოემბერს, მიღებული იქნა რეზოლუცია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. რეზოლუციის ტექსტში არაღიარებული ტერიტორიების ნაცვლად, ოკუპირებული ტერიტორიებია მოხსენიებული. თქვენი აზრით, რაზე მიუთითებს ეს? ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებაა იმიტომ, რომ ეს აძლევს გარკვეულ სამართლებრივ დატვირთვას შექმნილ ვითარებას. ოკუპირებული ტერიტორია ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან ამ ტერიტორიის დეოკუპაცია უნდა მოხდეს. ოკუპაციის შემთხვევებს გაეროს კონვენციებიც ითვალისწინებს და საერთაშორისო სამართალიც. ოკუპაცია, რაღაც გარკვეული მოსაზრებების გამო, შეიძლება განხორციელდეს თვითონ იმ სახელმწიფოს თხოვნით, რომელსაც ეკუთვნის ეს ტერიტორია, ან ოკუპაცია ხორციელდება ამ სახელმწიფოს ნების საწინააღმდეგოდ, რაც საერთაშორისო სამართლით და გაეროს კონვენციებით აკრძალულია და, შესაბამისად, ექვემდებარება სანქციებს. ასე რომ, ამ ტერმინის დამკვიდრება ჩვენ გვიზრდის იმის შანსს, რომ გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, რომ მან მოახდინოს ამ ტერიტორიების დეოკუპაცია. ამას გარდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი იმიტომ, რომ ეს ოკუპაცია აღიარა ჩვენმა რამდენიმე მეგობარი ქვეყნის პარლამენტმა ჩვენივე თხოვნით, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა საერთაშორისო ორგანიზაცია აფიქსირებს ამ ტერმინს და შესაძლოა, ეს პრეცედენტი გახდეს დასაწყისი იმისა, რომ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა სხვა საპარლამენტო ასამბლეებმა, იგივე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, გაერომ გაიმეორონ და დაამკვიდრონ ეს ტერმინი – ოკუპაცია. ხვალ იხსნება ნატოს ქვეყნების მეთაურებისა და მთავრობების სამიტი ლისაბონში, რას უნდა ელოდოს საქართველო ამ სამიტიდან, ისევ იმის განმეორებას, რაც ითქვა 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე – რომ საქართველოს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი? საერთოდ, ნორმალურ სიტუაციაში, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ სახელმწიფოს 3–დან 5 წლამდე სჭირდება იმისათვის, რომ გახდეს ნატოს წევრი, თუმცა არის შემთხვევები, როცა კიდევ უფრო იწელება ეს დრო, სხვადასხვა მიზეზის გამო. მაგალითად, მაკედონიის გაწევრიანება შეფერხდა ტერმინოლოგიური დავის გამო საბერძნეთთან, რომელიც არის ნატოს წევრი და მან დაბლოკა მაკედონიის გაწევრიანება მაშინ, როდესაც მაკედონიის გაწევრიანების წინააღმდეგი არავინ იყო. საქართველოს, ალბათ, ასეთი ტექნიკური დაბრკოლება არ შეხვდება, ჩვენ უფრო პოლიტიკური ნება გვჭირდება ჩვენი ნატოელი მოკავშირეების მხრიდან. ალბათ, ლისაბონის სამიტზე რაღაცნაირად გამოიკვეთება კონტურები – როდის, რა პირობებში მიანიჭებენ საქართველოს კანდიდატის სტატუსს. ის, რომ ნატოს კარი ღიაა – ეს, რა თქმა უნდა, ისევ განმეორდება და დაფიქსირდება, უბრალოდ, მე მგონია, რომ მეტი კონკრეტიკა იქნება ან საკითხზე. ამას კარგად ეხმიანება თვითონ ვარშავაში მიღებული რეზოლუციაც – დროში კარგად დაემთხვა, ფაქტობრივად, ეს არის პოლიტიკური რეკომენდაცია, რომელსაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აძლევს ნატოს სამიტს და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. სამართლებრივად სავალდებულო ანუ აუცილებად შესრულებადი არ არის ეს რეზოლუცია, მაგრამ როგორც პოლიტიკური რეკომენდაცია, გაკეთებული ნატოს საკანონმდებლო ორგანოებიდან დაკომპლექტებული ფორუმის მხრიდან, ამას ძალიან დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს უშუალოდ სამიტის მონაწილეებზე. ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა ნატოსა და რუსეთის ურთიერთობების დათბობის საკითხი. რამდენად შეუშლის ეს ხელს საქართველოს თანამშრომლობას ალიანსთან? თუ ნატომ ჩათვალა, რომ რუსეთთან დახლოება შესაძლებელია, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და აღარ არღვევს საერთაშორისო სამართალს. სხვა შემთხვევაში, ნატო ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ამიტომ დათბობა უკვე ნიშნავს, რომ რუსეთი მიდის კომპრომისზე და მათ შორის საქართველოს საკითხშიც. სხვა შემთხვევაში, სერიოზულ დათბობასა და თანამშრომლობაზე ლაპარაკი გამორიცხულია. დათბობა უკვე ნიშნავს, რომ რუსეთი მზად არის, მოახდინოს დეოკუპაცია, ანუ შეასრულოს ის მოთხოვნები, რომლებსაც მას ნატო უყენებს. ნატომ რაც უნდა დაახლოების სურვილი გამოამჟღავნოს რუსეთის მიმართ, დღის წესრიგიდან არ მოხსნის ამ საკითხს. სხვათა შორის, ვარშავის რეზოლუციაში ესეც არის აღნიშნული, რომ მოუწოდებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ნატოს, რომ სამიტის მიმდინარეობის პარალელურად, დაგეგმილ ნატო-რუსეთის კომისიის სხდომის დღის წესრიგში შეიტანონ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი. კი, რუსეთს აღიზიანებს ეს საკითხი, მაგრამ ნატო არ აპირებს ამ საკითხის მოხსნას რუსეთთან დიალოგის დროს. ანუ, თქვენი აზრით, პირიქით – შესაძლოა საქართველოს ფაქტორმა შეუშალოს ხელი რუსეთს ნატოსთან ურთიერთობის გაღრამევებაში? რა თქმა უნდა, ერთი ხელით იპყრობდე მეზობელი ქვეყნის ტერიტორიებს და მეორე მხრივ, გინდოდეს დასავლეთთან და ნატოსთან დაახლოება, რა თქმა უნდა, ასეთი რამ შეუძლებელია, შეუთავსებელია. ამას ემატება ის გახმაურებული სკანდალები ჯაშუშებთან დაკავშირებით – ჯერ შეერთებულ შტატებში, შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაში, ახლა საქართველოში... ასე, რომ რუსეთის პრესტიჟი არ არის მაინცდამაინც მაღალი, რომ მას ძალიან მოუფრთხილდეს ვინმე. საკმაოდ შელახული პრესტიჟით მიდის რუსეთი ლისაბონის სამიტზე, ამიტომ, თუ მას რაიმე შედეგის მიღწევა უნდა, ის მზად უნდა იყოს კომპრომისებისთვის. ნატოს გენერალური მდივანი ღიად ამბობს, რომ ნატო– რუსეთის ურთიერთობებში შესაძლოა, ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ამ სიტუაციაში, ასე ვთქვათ, „კომპრომისების თეორია“, რაზეც თქვენ საუბრობთ რუსეთთან დაკავშირებით, ისევ ძალაში დარჩება? ნატომ გადახედა თავის პოზიციას რუსეთთან მიმართებაში და ჩათვალა, რომ რუსეთი არ წარმოადგენს საფრთხეს. ლისაბონის სამიტი, ძირითადად, ეძღვნება ნატოს ახალ სტრატეგიას, ახალ ხედვას. ამ ახალ ხედვაში სწორედ ეს იცვლება, რომ ნატო აღარ ხედავს არც რუსეთში და არც პოსტსაბჭოთა სივრცეში საფრთხეს, ანუ პირიქით – ის თვლის, რომ რუსეთი მისთვის პოტენციური პარტნიორია და არა – საფრთხე. რუსეთი კი დღესაც ჯიუტად ამტკიცებს, რომ მისთვის მთავარ საფრთხეს ნატო წარმოადგენს და ყველა სტრატეგიულ დოკუმენტში ასახულია ეს, რომ ნატო არის რუსეთისთვის საფრთხე და მისი აღმოსავლეთით გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს. ანუ, რა ხდება: ნატომ გადახედა თავის ძველ ხედვებს – ცივი ომის დროინდელ პოზიციას და ახალ სტრატეგიაში აფიქსირებს, რომ ის საფრთხეს ხედავს არა რუსეთში, არამედ მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებაში, საერთაშორისო ტერორიზმში, ორგანიზებულ დანაშაულში, საერთაშორისო ნარკოტრეფიკინგში, ასეთ გლობალურ პრობლემებში და არა – რუსეთში. მაგრამ რუსეთი რჩება ისევ ცივი ომის დროინდელ პოზიციებზე ინერციით. რა თქმა უნდა, იქაც გარკვეული ძვრები არის უკვე, ოპოზიციაშიც და მედვედევის ფრთაშიც, რომ ახლებურად შეხედონ ნატოს, მაგრამ სამხედრო ისტებლიშმენტი გაჯიუტებულია და ისინი კვლავ კონსერვატიულ და ცივი ომის დროინდელი მენტალიტეტით განსაზღვრულ პოზიციებზე დგანან. ამიტომ ახლა უკვე რუსეთის ჯერია. დათბობა, ახალი ფურცლიდან დაწყება, რაც გინდათ, ის უწოდეთ, ეს სინონიმებია, ახალი ფურცლიდან დაწყება – ის იქნება, რომ რუსეთიც გადახედავს თავის ძველ მიდგომებს ნატოსთანს და იტყვის, რომ ნატო არ არის საფრთხე. აი, ეს იქნება ახალი ფურცლიდან დაწყება. თუ ეს არ გააკეთა რუსეთმა და რაგოზინისნაირი გონებაშეზღუდული პოლიტიკოსები გააგზავნა ნატოში, რა თქმა უნდა, არანაირი ახალი ფურცელი იქ არ დაიწყება. დიმიტრი რაგოზინი – რუსეთის წარმომადგენელი ნატოში, პირიქით, ყველაზე ძველი ფურცელია რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. თქვენ უკვე ახსენეთ, რომ ლისაბონის სამიტი ეძღვნება ნატოს ახალ ხედვას. პრესაში უკვე დაიწერა, რომ ამ სამიტზე უნდა ველოდოთ ნატოს 21–ე საუკუნის სტრატეგიული კონცეფციას. რას გულისხმობს ეს კონცეფცია, თუ არის თქვენთვის ცნობილი? ნატო დღესდღეობით ორ ძირითად საფრთხეს ხედავს, რომლებიც ერთმანეთთანაა კავშირში, ესენია – მასობრივი იარაღის უკონტროლო გავრცელება და საერთაშორისო ტერორიზმი იმიტომ, რომ თუ ტერორისტულ დაჯგუფებას ჩაუვარდა ხელში მასობრივი იარაღი, ამას მოყვება კატასტროფული შედეგები. ამდენად, აი, ამ მიმართულებაში ხედავს ნატო ახალ, ოცდამეერთე საუკუნისათვის დამახასიათებელ საფრთხეს და არა – იდეოლოგიურ დაპირისპირებაში, რაც იყო ადრე, როდესაც დასავლური და კომუნისტური იდეოლოგიის დაპირისპირება და მტრობა იყო ამოსავალი წერტილი. მაგალითად, მთავარ მტრად საბჭოთა კავშირი მოიხსენიებდა აშშ-სა და ნატოს, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს იდეოლოგია მოძველდა, ანუ 21-ე საუკუნეში მარქსისტული და ლენინური იდეები უკვე აღარ არსებობს; და, ასევე, საფრთხე, რომელიც მომდინარეობდა ასეთი იდეოლოგიიდან აღარ არსებობს: საბჭოთა კავშირი დაიშალა და დღეს აქ წარმოშობილი სახელმწიფოების უდიდესი ნაწილი ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი ნატოსთან თანამშრომლობისთვის. მათ შორის რუსეთსაც გაუჩნდა თავისი პრაქტიკული მიზნები ნატოსთან ურთიერთობაში: ის აცნობიერებს, რომ დასავლეთთან დაპირისპირება აღარ შეუძლია იმიტომ, რომ რაიმე იდეოლოგია, რომელიც მოახდენდა რუსეთის კონსოლიდაციას და დაუპირისპირებდა დასავლეთს, ასეთი აღარ არსებობს. ამიტომაც გადახედა ნატომ ახალ რეალობას. თქვენ ახსენეთ გლობალური საკითხები, რაც იქნება გათვალისწინებული ნატოს ახალ სტრატეგიაში. აქედან გამომდინარე, რამდენად საინტერესო იქნება ნატოსთვის საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება? საქართველო, რა თქმა უნდა, საინტერესოა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ კარი სამხრეთ კავკასიისა. გარდა ამისა, ჩვენი და აზერბაიჯანის კორიდორი იძლევა საშუალებას, რომ გავიდნენ ცენტრალურ აზიაზე, ირანზე, შესაბამისად, ეს არის ძალიან სერიოზული სატრანსპორტო და ენერგორესურსების ტრანზიტის დერეფანი, რომელიც, რა თქმა უნდა, დასავლეთის ინტერესებშია. იმიტომ, რომ იგივე ნაბუქოს პროექტი არის პროექტი, რომელიც ალტერნატული ენერგორესურსების მიწოდების განვითარებას ითვალისწინებას. ეს ყველაფერი არის დასავლეთისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი იმიტომ, რომ ენერგოდამოკიდებულება დღეს ყველაზე მეტად აშფოთებს დასავლეთს, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებს – რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება და, საერთოდ, არასტაბილურ ქვეყნებზე და იქიდან მოპოვებულ ნავთობზე და გაზზე დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის დასავლური სახელმწიფოების უსაფრთხოებას. ამიტომ ისინი ცდილობენ განავითარონ ალტერნატული მარშრუტები და სწორედ ამ ალტერნატული მარშრუტების თითქმის 90% გადის აზერბაიჯანსა და საქართველოზე. რა კავშირში იქნება ალტერნატული ენერგომარშრუტები ნატოს ისეთ გლობალურ პრობლემებთან, როგორებიცაა საერთაშორისო ტერორიზმი და იარაღის უკონტროლო ტრანზიტი? მე ენერგეტიკაზე გესაუბრეთ, მაგრამ გითხარით, ასევე, რომ ეს არის სატრანსპორტო კორიდორი. თუ ამ კორიდორს აკონტროლებს დასავლური სტანდარტებით აღჭურვილი საბაჟო პუნქტები, სასაზღვრო გამშვები პუნქტები და შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც, ვთქვათ, აძლიერებენ და ატრეინინგებენ ნატოს სტანდარტების მიხედვით და ასე შემდეგ, მაშინ ამ დერეფანს ვერ გამოიყენებენ ვერც ტერორისტები და ვერც ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლები საკუთარი მიზნებისთვის. ბუნებრივია, ეს გაკონტროლდება. ამიტომ, თუ საქართველო და აზერბაიჯანი ნატოს დაუახლოვდება, მათ მოუწევთ ამ სტანდარტების შემოტანა, რა თქმა უნდა, დასავლეთისავე დახმარებით და, შესაბამისად, კონტროლი ამ ძალიან მნიშვნელოვან სატრანსპორტო დერეფანზე, ყველა იმ საფრთხეზე, რომელიც წარმოადგენს ნატოს დღევანდელ მთავარ გამოწვევას, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამ დერეფანში უზრუნველყოფილი იქნება. ახალი სტრატეგიაში შესაძლებელია, ალიანსის გაფართოებაც იგულისმებოდეს? ნატოს არც ერთი სამიტი ამ თემას, რა თქმა უნდა, არ ხსნის დღის წესრიგიდან – ნატოს კარი ღიაა ევროპული და ჩრდილო ამერიკული სახელმწიფოებისთვის, უბრალოდ, აუცილებელია იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რაც დააწესა ნატომ. რადმენად აკმაყოფილებს საქართველო ამ კრიტერიუმებსა და დაკისრებულ ვადებულებებს? იყო რაღაც ეტაპი ჩვენსა და ნატოს ურთიერთობებში, როდესაც ჩვენ ნატომ მოგვცა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა და ამ გეგმის ფარგლებში ჩვენ ვასრულებდით სხვადასხვა ვალდებულებებს, არა მარტო სამხედრო ტიპის, არამედ ისეთებს, როგორებიცაა: დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრება და ა.შ. როდესაც ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები საქართველომ შეასრულა, ეს იყო დაახლობით 2006 წლამდე და ნატომ ეს აღიარა. შემდეგ ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი შემოგვთავაზეს, ეს იყო ინტენსიური დიალოგი. 2008 წლის ომის შემდეგ კი ჩვენ მოგვანიჭეს უკვე ახალი ინსტრუმენტი – ეს იყო ყოველწლიური ეროვნული სამოქმედო გეგმები, რომლებიც უკვე მაღალ დონეზე ითვალისწინებენ ამ ვალდებულებების შესრულებას. ჩვენ ეროვნული სამოქმედო გეგმების ერთი წლის სამოქმედო გეგმები გავიარეთ და ახლა უკვე მუშაობა მიდის მეორე ნაწილზე. ეს დახურული დოკუმენტია, მაგრამ ის შეფასებები, რაც მოდის ნატოს ხელმძღვანელობიდან, არის პოზიტიური. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც ამ ყოველწლიური ეროვნული გეგმის მიხედვით არის გათვალისწინებული. ამის შემდგომი ეტაპი შეიძლება იყოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP), ან პირდაპირ დაგვიდონ კანდიდატისთვის გათვალისწინებული ვალდებულებები, ანუ ნატოსგან ჩვენ რაიმე ისეთი შენიშვნა, რომ რაიმეს ვერ ვასრულებთ, არ მიგვიღია. რა თქმა უნდა, მუშაობის პროცესში არის საკითხები, რომლების დახვეწასაც ითხოვენ ისინი, მაგრამ ყოველი ახალი ეტაპის გავლის შემდეგ შეფასება არის პოზიტიური მათი მხრიდან. გაზაფხულზე ამ ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესრულების შემდეგი ბაზის შეფასება შეიძლება მოვისმინოთ. არ გამოვრიცხავ, რომ ლისაბონის სამიტზეც გაჟღერდეს ეს, როგორ ასრულებს საქართველო თავის ვალდებულებებს. რა ინფორმაციასაც ვფლობ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვასრულებთ ამ ვალდებულებებს. საქართველოს პროგრესირების პროცესი ისე სწარაფად მიდის, რომ, ალბათ, ჩვენი გაწევრიანების პროცესი დიდხანს არ გაიწელებოდა, ერთადერთი, რამაც შეიძლება ჩვენ შეგვაყოვნოს, ეს არის რუსეთის მხრიდან სხვადასხვა პროვოკაციები, აპელირება ამ მოუგვარებელ კონფლიქტებზე. სხვა მიზეზს ჩვენი შეფერხებისა მე ვერ ვხედავ. ეს მიზეზები, შესაძლოა, ნატო-რუსეთის ურთიერთობის დათბობის ხარჯზე მოიხსნას. ამიტომაც ვართ ჩვენ დაინტერესებული მათი ურთიერთობის დათბობით. რუსეთის რა ინეტერესებს შეიძლება ემსახურებოდეს, ურთიერთობის დათბობა ნატოსთან? ნატოსთან ურთიერთობის დათბობა ნიშნავს, ნატოს ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, ინოვაციებს, ეს არის მთავარი რუსეთისთვის იმიტომ, რომ რუსეთს უჭირს ზუსტად ამ სფეროში. თუ რუსეთმა არ მიიღო სამხედრო ტექნოლოგიები არა მარტო სამხედრო სფეროში, არამედ ეკონომიკაშიც, სხვანაირად მისი ეკონომიკა დაინგრევა და დაინგრევა, ასევე, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი. სულ რამდენიმე წელიწადში რუსეთი ჩამოქვეითდა პირველი ადგილიდან მეექვსეზე: შეიარაღების ექსპორტის მოცულობის მხრივ რუსეთი იყო ნომერ პირველი, მაგრამ ვითარდება ტექნოლოგიები, გამოდის ახლი ტიპის შეიარაღება და ამიტომ ძირითადი მყიდველები, ვინც იყვნენ რუსეთის შეიარაღების, ახლა უკვე უპირატესობას ანიჭებენ ნატოს შეიარაღებას ან ჩინურ და იაპონურ ტექნოლოგიებს. ამ შემთხვევაში, რუსეთი გადადის ნელ-ნელა უკანა ადგილზე, ანუ მარტო რუსეთის ეკონომიკა კი არ ზარალდება იმიტომ, რომ დგას დღეს მისი ეკონომიკა მოძველებულ ტექნოლოგიებზე, არამედ რუსეთის სამხედრო მრეწველობა და უსაფრთხოების დონეც ქვემოთ იწევს. რუსეთისათვის, ჩემი აზრით, დღეისათვის ეს არის პრიორიტეტი – ამ ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება, სხვანაირად რუსეთს არანაირი ეკონომიკური მომავალი არ აქვს. დასავლეთი მას სთავაზობს მოდერნიზაციას, იმის საფასურად, რომ მან უარი თქვას იმ აგრესიულ გეგმებზე, რაც მას გაცხადებული აქვს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  15. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53959.jpgირლანდიიდან დეპორტირებული 40-მდე ქართველი თბილისში დაბრუნდა. ისინი ქალაქ დუბლინიდან სპეცრეისით ჩამოფრინდნენ. View the full article
  16. http://www.polity.ge/images/catalog/world/organizations/nato_02.jpgამა წლის 19-სა და 20 ნოემბერს ლისაბონში ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრა ტარდება. ნატოს ლიდერები ყურადღებას გაამახვილებენ ე.წ. ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე. ბოლო სტრატეგიული კონცეფცია 11 წლის წინ დამტკიცდა, მაგრამ როგორც ექსპერტები ამტკიცებენ მსოფლიო მკვეთრად შეიცვალა გასული 10 წლის განმავლობაში, რამაც თან მოიტანა ახალი სტრატეგიული კონცეფციის შემუშავების აუცილებლობა. ჩვენთან საუბარში ნატოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა რობერტ ჰანტერმა აღნიშნა, რომ ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ჩამოყალიბებული იქნება ნატოს როლი უახლოეს მომავალში. polity.ge
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/ciskarishvili-150x150.jpgსაქართველო დღეს როგორც ქვეყანა რუსეთთან წარმოქმნილი პრობლემების გარეშე აღარ განიხილება და ევროკავშირის ლიდერების შეკრებაზე, ბაროზუს მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება რუსეთისთვის კიდევ ერთი მინიშნებაა. ამის შესახებ განცხადება ”ექსპრესნიუთან” საუბრისას ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა გააკეთა. ცისკარიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანი ფაქტია, საქართველოს პრეზიდენტის და ევროკომისიის პრეზიდენტის შეხვედრა, თუმცა ბაროზუს მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება რუსეთისთვის კიდევ ერთი მინიშნებაა. “საერთაშორისო თანამეგობრობა არ შეეგუება ძალადობის გზით ტერიტორიების დაბრუნებას, საქართველო დღეს, როგორც ქვეყანა აღარ განიხილება რუსეთთან წარმოქმნილი პრობლემების გარეშე”, – აღნიშნა ცისკარიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ცისკარიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ მოუწოდებს საქართველოს ოფიციალურად გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ბაროზუმ, ბრიუსელში პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. იხილეთ epn.ge
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/The-Economist-150x150.jpg“ადგილნაცვალი და გაბრაზებული ქართველები”, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გამოცემა “The Economist” . სტატიაში საუბარია ქართველი დევნილების რაოდენობაზე და დასმულია კითხვა, რა უნდა მოიმოქმედოს მთავრობამ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 5% დევნილია. “დაახლოებით 230 000–მა ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი 1990–იანი წლების დასაწყისის კონფლიქტების დროს იძულებით დატოვა. 20 000–ზე მეტი ასევე იძულებით დევნილი 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ გახდა. ამ ადამიანთაგან ზოგიერთმა ახალი ცხოვრება მოიწყო – მათ აქვთ სამუშაო, საკუთრება და ნორმალური მოქალაქეებივით ცხოვრობენ. მაგრამ უმრავლესობა გეტოში ცხოვრობს და მთავრობის გამხნევების ამარაა დარჩენილი, რომელიც მას არწმუნებს, რომ დაბრუნების პერსპექტივა გამოყოფილ რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, გარდაუვალია. 2008 წლის ომმა ასეთ ოცნებებს ბოლო მოუღო. მართალია ქართველი ჩინოვნიკები ჯერ კიდევ იცავენ ამ ტერიტორიების დაბრუნების უფლებას, რომელთაგან ორივეში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, თუმცა აღიარებენ, რომ ეს მალე ვერანაირად ვერ მოხდება”, – ნათქვამია სტატიაში. თუმცა, პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა “ადგილობრივი ინტეგრაციის” პოლიტიკას ახორციელებს, რაც საკუთრების უფლების გადაცემას, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და სახელმწიფოზე დამოკიდებულების ნაცვლად ავტონომიურობის წახალისებას გულისხმობს. “აქ შედის ახალი დასახლებების მშენებლობა, კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია და პრივატიზება. ასევე, ფულადი კომპენსაციის შეთავაზება მათთვის, ვისაც ეს არ სურს. უცხოელმა დონორებმა დახმარება არ დააყოვნეს. 2008 წლის ოქტომბერში კონფერენციაზე გადაწყდა, რომ ქვეყნის რეაბილიტაციისთვის 4,5 მილიარდ დოლარს გამოყოფდნენ და ამ თანხიდან დევნილთა საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის საკმაოდ დიდი ნაწილი განისაზღვრა. თანხის დიდი ნაწილი მთავრობის გავლით დაიხარჯა. ქართველმა ჩინოვნიკებმა პოლიტიკისა და პროცესების კორექტირებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიწვიეს, რომლებიც ხშირად მთავრობის ხმამაღალი კრიტიკოსები არიან. პროგრამების დიდი ნაწილი, რომელიც მინიმალური საცხოვრებელი სტანდარტების დაკმაყოფილებას მოიცავდა და ერთი ადგილიდან მეორეგან გადასახლების პროცესის მართვის პრინციპებს არეგულირებდა, მოწონებულ იქნა”, – აღნიშნულია პუბლიკაციაში. სტატიის ავტორი წერს, რომ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია, პრაქტიკაში მისი განხორციელება სხვა საქმეა. “ოფიციალური პირების თქმით, მათ დევნილებს შესთავაზეს “ინფორმირებული არჩევანი” განსხვავებულ საცხოვრებელ პირობებს შორის. ოპონენტების განცხადებით, რეალური არჩევანი იმაში მდგომარეობდა, დათანხმებულიყვნენ თუ არა დევნილები, ერთადერთ შეთავაზებულ ვარიანტს. სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი უხარისხოდ ჩატარდა და საცხოვრებლები ხელახლა გარემონტებას საჭიროებს. ჩინოვნიკებს აკრიტიკებენ, რომ საცხოვრებლები იმ მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს, რითაც სოფელში მცხოვრები ბევრი ქართველი სარგებლობს და ყველაფერი მხოლოდ უცხოელი დონორების დასამშვიდებლად გაკეთდა”, – ნათქვამია სტატიაში. პუბლიკაციის მიხედვით, ყველაზე სადავო “ზაფხულში თბილისში განხორციელებული გამოსახლებების ტალღა გახდა, რომელიც კანონით განსაზღვრული პროცედურების დარღვევით მოხდა”. “ის, რომ დევნილებს სხვადასხვა შენობები ჰქონდათ დაკავებული, ცხადია, უკანონო იყო. მაგრამ უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მათ არც გონივრული გაფრთხილება, არც შეთავაზება ალტერნატიულ საცხოვრებელზე არ მიუღიათ. თბილისში საცხოვრებელი ფართის დეფიციტის გამო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დევნილებს საცხოვრებელი დასავლეთ საქართველოს მოშორებულ რაიონებში შესთავაზა. თუმცა, მან მაინც ძალიან ცოტა რამ გააკეთა გამოსახლებულთა დასამშვიდებლად, რომლებმაც რამდენიმე კვირა სამინისტროს წინ კარვებში გაატარეს. ადამიანებს, რომლებიც ომის გამო ერთხელ უკვე იძულებულნი გახდნენ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ, მეორედ ამის გადატანა აღარ სურთ. ცოტა ხნის წინ, ერთ–ერთმა დევნილმა ბენზინი გადაისხა და საკუთარ თავს ცეცხლი წაუკიდა. ის დღემდე რეანიმაციაშია”, – აღნიშნულია სტატიაში. იხილეთ epn.ge
  19. მოსკოვმა უნდა შეასრულოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ვაშინგტონი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს ამის მისაღწევად. ასეთი განცხადებით გამოვიდა ჯორჯ ხობკინსის ინსტიტუტში პენტაგონის თავკაცის მოადგილე. ამავე დროს ალექსანდრ ვერშბოუმ ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ნატოს ოპერაციაში ავღანეთში სტაბილურობის შენარჩუნებისათვის მხარდაჭერაში. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/sagareo6-150x150.jpgსაგარეო უწყების საკონსულო დეპარტამენტი სომალელი მეკობრეების საკითხზე მუშაობს. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. სომალელმა მეკობრეებმა დატყვევებულ ქართველ მეზღვაურებს გამოსასყიდის გადახდისათვის ორდღიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მეკობრეები მათი სიცოცხლის მოსპობით იმუქრებიან. ამის შესახებ მეზღვაურებმა ოჯახის წევრებს თავად აცნობეს. როგორც ცნობილი გახდა, იმ შემთხვევაში თუ გადასახადს არ გადაიხდიან მეკობრეები ტყვეებს დახოცავენ, ხოლო გემს კი ჩაძირავენ. ამასთან, ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკავებულებს სასტიკად ექცევიან, ისინი ერთ ოთახში ჰყავთ გამოკეტილი და შეურაცხყოფას აყენებენ. სომალელმა მეკობრეებმა აგვისტოში, გემი გაიტაცეს და ტყვედ 15 მოქალაქე აიყვანეს. მათ გასათავისუფლებლად ისინი 15 მილიონ დოლლარს ითხოვენ. ქართველებთან ერთად თურქეთის 3 მოქალაქეა დატვევებული. იხილეთ epn.ge
  21. ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში მალე შესვლას,- განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპასა და ევრაზიაში. „გაფართოებამ ნატოს სარგებელი მოუტანა, თქვა ფილიპ გორდონმა, ლისაბონის მომავალი სამიტისათვის კომენტარის გაკეთებისას,- ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს წევრებს. თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს. აშშ მხარს უჭერს მომავალ სამიტს და საქართველოს ალიანსში ჩქარ გაწევრიანებას“.ამავე დროს ამერიკელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ „ნატომ ღიად განაცხადა თავისი უკმაყოფილება რუსეთის... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  22. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53957.jpgნატო განაგრძობს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას და კვლავ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა. View the full article
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/saakashvili2-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პარლამენტარ გია არსენიშვილის გარდაცვალების გამო ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი პროფესორი გია არსენიშვილი დღეს გულის შეტევით გარდაიცვალა. გია არსენიშვილი 1942 წლის 5 იანვარს დაიბადა. ის იყო თსუ მათემატიკის ინსტიტუტის ფაკულტეტის დოცენტი. 1995 – 2000 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულად კახეთში. 2000 – 2001 წლებში დანიშნულ იქნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად, ხოლო 2001 – 2004 წწ წარგზავნილ იქნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვენიასა, სლოვაკიაში, ჩეხეთში. 2004 – 2006 წლებში გია არსენიშვილი არჩეულ იქნა საქართველოს გაერთიანებული ტელეკომის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, 2006 – 2007 წწ იყო საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2008 წლის ივნისიდან კი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. იხილეთ epn.ge
  24. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53962.jpg`ევროკავშირი არასოდეს შეურიგდება საქართველოს ოკუპაციას,`- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ ბრიუსელში განაცხადა. View the full article
  25. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/saak-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ჟოზე მანუელ ბაროზუსთან შეხვედრით მოხარულია, ვინაიდან ის ძალიან პროდუქტიული იყო. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროკომისიის თავმჯდომარის ჟოზე მანუელ ბაროზუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას არასოდეს დაავიწყდება ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ევროკავშირმა ძალიან პრინციპული დამოკიდებულებით ითამაშა პრეზიდენტ სარკოზის შუამდგომლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმებაში. “მსგავსი შეხვედრები ყოველთვის მახარებს, რადგან თითოეული შეხვედრის შემდგ აუცილებლად ხდება რაიმე პოზიტიური. ჩვენ გვაქვს სტატისტიკა, რომლის მიხედვით, ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებიდან, საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში ორჯერ უფრო ხშირად ჩამოდის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან. არა მგონია ამის მიზეზი ამინდი იყოს, ვფიქრობ, ისინი უფრო მოხიბლულნი არიან თანამშრომლობის კონკრეტული შედეგებით”,- განაცხადა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...