Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/sokhumi-150x150.jpgსოხუმში ბათუმის ქუჩას სახელი შეეცვალა და ძმების ზანთარიების ქუჩა დაერქვა. ეს გადაწყვეტილება სოხუმის დე ფაქტო საკრებულომ სოხუმის ადმინისტრაციის დე ფაქტო ხელმძღვანელის ალიას ლაბახუას წერილის შემდეგ მიიღო. ძმები ზანთარიები სეპარატისტების დაჯგუფებაში ომობდნენ, სეპარატისტულმა რეჟიმმა ისინი ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა. იხილეთ epn.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/saakashvilidsf-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს არჩევანი არის ევროპა და მას სხვა ალტერნატივა არ აქვს. ამის შესახებ განცხადება პრეზიენტმა ბრიუსელში, ევროკომისიის თავმჯდომარესთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დავალებებს შეასრულებს და მოლაპარაკებების წარმატებულად წარმართვის შემთხვევაში პროექტი უახლოესი მომდევნო თვეების განმავლობაში გაიხსნება. “მოუთმენლად ველოდებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამიტს, რომელიც მომდევნო წელს გაიმართება. მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. საქართველოს არჩევანი არის ევროპა, მას სხვა ალტერნატივა არ აქვს. იმედი მაქვს, ევროპა დააფასებს ამას და უფრო და უფრო მეტად შეხედავენ საქართველოს, როგორც არა მხოლოდ პარტნიორს, არამედ როგორც ამ არაჩვეულებრივი გაერთიანების სრულფასოვან წევრს”,- განაცხადა სააკაშვილმა. მისი განცხდაებით, ეს, რა თქმა უნდა, სამომავლო საქმეა და ამ მიმართულებით ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეს. იხილეთ epn.ge
  3. ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით დაღესტანში თითქმის ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები. რესპუბლიკაში ვითარების გამოსწორებისა და სტაბილიზაციის მიზნით ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 12 დეკემბრიდან აამოქმედოს ოპერაცია «ОРУЖИЕ»-ის მეორე ეტაპი, რაც იარაღისა და ასაფეთქებელი საშუალებების ნებაყოფლობით ჩაბარებას ითვალისწინებს. წინა ეტაპისგან განსხვავებით, ამჟამად ჩაბარებული იარაღის ფულადი კომპენსაცია არ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  4. ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო მოუწოდებს საქართველოს, ოფიციალურად გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ბაროზომ საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.”მოვუწოდებ საქართველოს ოფიციალურად გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას გააკეთოს იგი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/saakashvili222-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ ერთ დღესაც საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ექნება. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა ბრიუსელში, ჟოზე მანუელ ბაროზუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. სააკაშვილის განცხადებით, უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში გამგზავრებას გაუმარტივებს. “ევროკავშირი 2 წლის წინ საქართველოს დაჰპირდა, რომ გამარტივებულ სავიზო რეჟიმს დაუწესებდა და ჩვენ მადლიერი ვართ, რომ პირობა შეასრულეთ. ეს ქართველებისთვის ბევრად ამარტივებს ევროპაში მგზავრობას, უფრო იაფიც არის. ევროპა ბევრად ხელმისაწვდომი გახდა სტუდენტებისთვის, მეცნიერებისთვის, ტურისტებისა და რიგითი მოქალაქეებისთვის”,- განაცხადა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/alexander-vershbow-150x150.jpgამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს რუსეთზე ზეწოლას, რათა მან შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ალექსანდრ ვერშბოუმ ვაშინგტონში ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა. ასევე მან გამოსვლისას აღნიშნა, რომ ვაშინგტონი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ნატო–ში ინტეგრაციის კუთხით. ვერშბოუმ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზეც გაამახვილა ყურადღება. იხილეთ epn.ge
  7. დღეს მაგთი კლუბში თანამედროვე მხატვრის, რადიშ თორდიას ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, რადიშ… ლინკი მედიანიუსზე
  8. დღეს ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალების 70 წლისთავთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები თსუ-ს პირველი… ლინკი მედიანიუსზე
  9. დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ დიმიტრი შველიძის და გიორგი გაფრინდაშვილის მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი… ლინკი მედიანიუსზე
  10. გამოცდების ეროვნული ცენტრი თბილისსა და საქართველოს რეგიონებში CAT-ის ტიპის საგამოცდო პროგრამის პრეზენტაციას იწყებს. დღეს გამოცდების ეროვნული… ლინკი მედიანიუსზე
  11. საქართველოს მთავრობა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო საჰაერო სფეროში ითანამშრომლებენ. შეთანხმება დიდი ბრიტანეთისა… ლინკი მედიანიუსზე
  12. დღეს თბილისში, კულტურის სამინისტროს შენობის მოპირდაპირე მხარეს, კორტების ტერიტორიაზე დაგეგმილი ხეების მოჭრის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება. … ლინკი მედიანიუსზე
  13. დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები თელავში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ. საინფორმაციო შეხვედრა-აქციაში იუსტიციის სამინისტროში შემავალი ყველა… ლინკი მედიანიუსზე
  14. გიორგობის დღესასწაულისთვის პატიმართა შეწყალება იგეგმება. შეწყალების კომისია შესაწყალებელ პატიმრთა საქმეების გასაცნობად დღეს შეიკრიბება. ჯერჯერობით ცნობილი არ არის,… ლინკი მედიანიუსზე
  15. 2010 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი მონაცემებით დაღესტნის მოსახლეობამ შეადგინა 2 მილიონ 964 ათასი კაცი, რაც 400 ათასი კაცით მეტია 2002 წლის აღწერის შემდეგ. რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩკალაში ამჟამად ცხოვრობს 700 ათასი ადამიანი. დაღესტნის მოსახლეობის 42,8% ქალაქის, ხოლო 57,2% სოფლის მაცხოვრებელია.ეროვნული მონაცემების მიხედვით ავარელები შეადგენენ 29,4%, დარგინები _ 16,5%, კუმიკები _ 14,2% ლეკები _ 13,1%, ლაკები _ 5,4%, რუსები _ 4,7%, აზერბაიჯანელები _ 4,3%, ტაბასარელები _ 4,3%, ჩეჩნები _ ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/Jose_Manuel_Durao_Ba_92654b-150x150.jpgევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ დურან ბაროზუ საქართველოს მოუწოდებს, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადი ოფიციალურად გააკეთოს. ამის შესახებ ბაროზუმ საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. “მოვუწოდებ საქართველოს ოფიციალურად გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას გააკეთოს იგივე”, – განაცხადა ბაროზომ. მისივე თქმით, ევროკომისიას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მიმართ პრინციპული პოზიცია აქვს. “ჩვენ პრინციპულად ვუჭერთ მხარს საქართველო ევროინტერგრაციას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. არაერთხელ ღიად დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს ტერიტორიის რომელიმე ნაწილის ოკუპაცია ჩვენთვის მიუღებელია. ამ პოზიციას მომავალშიც დავიცავთ. ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში საქართველო ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია”, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენმა. ჟოზე მანუელ ბაროზომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების კუთხით მიიღწეული წარმატებები მიულოცა. “ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობი პროგრესულად ვითარდება, ივნისში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასაც მოიცავს. ამით ევროკავშირის ბაზარი საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდა. ასევე გავაფორმეთ ხელშეკრულება სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხზე. ჩვენ კარგად გვესმის ამ ნაბიჯის მნიშვნელობა საქართველოს მოქალაქეებისთვის”, – განაცხადა ბაროზომ. იხილეთ epn.ge
  17. უმაღლესი განათლების სისტემაში სახელმწიფო პოლიტიკა სულ უფრო და უფრო ემსგავსება ჩემი საქართველოს ისტორიის მასწავლებლის სწავლების მეთოდებს. ძალიან მკაცრი იყო. მაგიდას ხელს რომ დააბრახუნებდა, მთელს სართულს ესმოდა. სწავლების (თუ კლასზე კონტროლის შენარჩუნების) ხერხი - მარტივი: მთელი გაკვეთილი გამოკითხვაზე მიდიოდა. სასწავლო მასალა, არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს ისტორიის ნარკვევები და ივ.ჯავახიშვილის თორმეტტომიანი თხზულებები. ეს მეათე კლასში. მისი ახსნილი გაკვეთილი არ მახსენდება. ეჭვი მაქვს, საქართველოს ისტორია ჩვენი ჩაბარებული გაკვეთილებიდან ისწავლა. მეთოდის რეზიუმე: მინიმალური ინვესტირება და მაქსიმალური კონტროლი. მაგრამ, განსხვავებით ჩვენი აბიტურიენტებისა და უნივერსიტეტებისადმი მთავრობის დამოკიდებულებისგან, ის მაინც ვიცოდით, რომ ამაზე მეტს არ მოგვთხოვდა. მეტი წიგნი საქართველოს ისტროიაზე ან არ იყო, ან მათი არსებობის შესახებ არ იცოდა, ან - დაგვინდო. უფრო - დაგვინდო. როგორ დავახასიათებდი ერთი სიტყვით 1. მინიმალური ინვეტირების, 2.გადაჭარბებული კონტროლისა და 3. მოულდენელობებით სავსე პოლიტიკის პირობებში განვითარებული უმაღლესი განათლების სისტემის მომავალს? უსახური. ინვესტირებით დავიწყოთ. სისტემას, რომელიც განვითარების საწყის ეტაპზეა, სჭირდება ფული. ფული კი ცოტაა. არა, ფული ყოველთვის ცოტაა. ამაზე ისეთი ქვეყნების უნივერსიტეტები წუწუნებენ… მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს ფული მართლა ძალიან ცოტაა. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მთლიანი შემოსავლის 75% შემოდის სტუდენტების გადასახადებიდან და აქედან მხოლოდ მეხუთედს აფინანსებს სახელმწიფო. დაახლოებით 25 % (უმნიშვნელო თვითგენერირებული შემოსავლების გამოკლებით) შედის სახელმწიფო დაფინანსების სხვა წყაროებიდან (ე.წ. საბაზო დაფინანსება, სამეცნიერო გრანტები, ინფრასტრუქტურის განვითარების გრანტები). კერძო სექტორისთვის დაფინანსების თითქმის ერთადერთ (იშვიათი გამონაკლისების გარდა) წყაროს სტუდენტების გადასახადი წარმოადგენს და აქედან სახელმწიფოდან სტუდენტის გავლით შესული თანხის წილი მთლიანის 12%-ია. ეს მონაცემები ორი წლის განმავლობაში ვაგროვე, ვამოწმე, რამდენიმე წყარო ერთმანეთს ვადარე და ვითვალე. მგონი, სანდო უნდა იყოს. ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, ქვეყნის მიერ უმაღლეს განათლებაში ინვესტირება მთლიანი შიდა პროდუქტის 0.3%-ზე ნაკლები იყო. შევადაროთ სხვა რამდენიმე მსგავსი საბჭოთა თუ კომუნისტური წარსულის მქონე წარმატებულ თუ ნაკლებადწარმატებულ ქვეყანას: ესტონეთი: 0.9%, ლიტვა: 1.4%, ყაზახეთი: 0.7%, რუმინეთი: 1.2%, უნგრეთი: 1.1% (იუნესკო, 2008). ახლა გადავიდეთ კონტროლის თემაზე. აქ ორ საკითხზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. პირველი სტუდენტების რაოდენობას, მეორე - უნივერსიტეტების მმართველობას ეხება. ორივე მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან თანამდებობრივი ძალაუფლების გადაჭარბებულ გამოყენებასთან გვაქვს საქმე. აქვე მინდა დავძინო, რომ გამომდინარე იქედან, რომ რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ და არა მოდელირებულში, ზოგჯერ დასაშვებად მიმაჩნია ცალკეული პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის სხვადასხვა ბერკეტების გამოყენება.“ზოგჯერ” ძალიან ბუნდოვანი სიტყვაა და ამიტომ დავაზუსტებ - ზოგჯერ, ანუ ძალიან იშვიათად. მაგრამ ერთხელ გამოყენებას, მოყვება მეორე, მეორეს - მესამე და ასე მივდივართ იმ მდგომარეობამდე, როცა ერთ დღეს ექვსი რექტორი წერს განცხადებას და ტოვებს პოსტს. დავიწყოთ სტუდენტების რაოდენობით. სტუდენტების რაოდენობაზე კონტროლი ორი გზით ხორციელდება - აკრედიტაციის პირობებით და ერთიანი ეროვნული გამოცდდებით. ასე იყო რეფორმის პირველ ეტაპზე. “ხის ძირში გახსნილი უნივერსიტეტები” კარგად აღწერს აკრედიტაციამდე არსებულ მდგომარეობას. ამიტომ სამინისტრომ შემოიღო რაღაც ნორმატივები; შემდეგ ზომეს, თვალეს და გამოვიდა 240 მინუს 220 და მერე კიდევ უფრო ნაკლები, მერე ცოტა მეტი და 2008 წლისთვის სადღაც 4 ათეულ უნივერსიტეტზე და 70,000 სტუდენტზე გავედით. აკრედიტაციის გავლის შემდეგ შემცირებული ადგილების ისევ გასაზრდელად, უნივერსტეტებმა რაღაც პირობები გააუმჯობესეს და გაზარდეს მისაღები ადგილები. ზოგმაც აკრედიტაცია აღიდგინა. შედეგად, გაიზარდა მისაღები ადგილების რაოდენობაც. ამ დროს, მინდორზე შემოიყვანეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, სტუდენტების რაოდენობის კონტროლის მეორე მექანიზმი. თავის დროზე ერთიანი ეროვნული გამოცდები მართლაც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო მანამდე არსებულ ფულით, ნატურით თუ ბარტერით (და იშვიათ შემთხვევაში, ცოდნით) გასავლელ მისაღებ პროცესთან შედარებით. მაგრამ სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ კიდევ უფრო უნდა გაზარდოს უმაღლესში მიღების მოთხოვნები და 2010 წელს აბიტურიენტებისთვის მეოთხე გამოცდის ჩაბარება გახდა სავალდებულო (მანამდე გამოცდას მეოთხე გამოცდას ყველა უნივერსიტეტი არ ითხოვდა). ასე დარჩა წელს გარეთ 5 თუ 6 ათასი სტუდენტი. აქ სიზუსტეს ვერ დავიჩემებ. სხვათაშორის, საქართველოში ყოველწლიურად სულ მცირე 20 ათასი ბავშვი ისედაც რჩება ყველანაირი შემდგომი ფორმალური განათლების გარეშე (როგორც საუნივერსიტეტო, ისე სახელობო). მაგრამ ეს სხვა ამბავია. რა ხდება უნივერსიტეტში ასეთი “ნედაბორის” დროს? იმ წელს ქამარს უჭერენ, რადგან, როგორც ზემოთ ვთქვი, სახელმწიფო უნივერსიტეტების შემოსავლის 75% სტუდენტების გადასახადებიდან შედის. და მომავალი წლებისთვის იციან, რომ წინასწარ არაფერი უნდა დაგეგმონ. როცა შემოსავლების პროგნოზირების დროს, შემოდის დიდი ცვლადი, რომელსაც “სახელმწიფოს გაუთვალისწინებელი ინიციატივები” ჰქვია და რომლის ზომის და ეფექტის გავლენა ძალიან რთული შესაფასებელია, უნივერსიტეტისთვის ბიუჯეტის და, შესაბამისად, მომავალი მოქმედების დაგეგმვა ძალიან რთულდება. ანუ, უმაღლესი განათლების სისტემაში, სადაც უნივერსიტეტისთვის დაფინანსების ყველაზე დიდი წყარო სტუდენტია და სტუდენტების რაოდენობას სახელმწიფო ათამაშებს და თან ეს ხშირად და მოულოდნელად ხდება, უნივერსიტეტი ვერ ახერვებს იმის გათვლას, რამდენი იქნება მისი ბიუჯეტი მომავალ წელს. ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოსთვის შემოვიტოვე. ეს უნივერსიტეტების რექტორების გახშირებულ მოხსნა-დანიშვნას ეხება. თავიდან დავიწყებ. 2005 წელს უმაღლესი განათლების შესახებ ახალი კანონის მიღებით, ერთგულება გამოვუცადეთ ინსტიტუციურ ავტონომიას უმაღლესი განათლების სფეროში. ვთქვით, რომ უნივერსიტეტებს მართავენ არჩეული რექტორები და მათი ამომრჩეველი და თავადაც არჩეული აკადემიური საბჭოები, კიდევ კანცლერები, წარმომადგენლობითი საბჭოები და მისთანები და არა სამინისტროები, გუბერნატორები და მისთანები. მაგრამ საქართველოში უნივერსიტეტების მმართველობები და მათთან ერთად უნივერსიტეტები ისე ირხევიან პოლიტიკური კონიუნქტურისადა მიხედვით, როგორც ლერწამი ქარში. სექტემბერში 6 რექტორი მოხსნეს, უფრო სწორად, ექვსმა რექტორმა დატოვა პოსტი. ახლა სამი მიაყოლეს. ყველაზე საინტერესო მაინც ბათუმის უნივერსიტეტის შემთხვევაა. აქ 2004 წლიდან 2010 წლამდე 5 რექტორი გამოიცვალეს. რექტორთან ერთად იცვლება მართვის და ურთიერთობის კულტურა და მოკლე და გრძელვადიანი გეგმები. თუ უნივერსიტეტში მუშაობთ, მიხვდებით, რომ მეტის ჩამოთვლა საჭირო არ არის. ესეც საკმარისია იმისთვის, რომ სხვა ალტერნატივების მქონე ადამიანმა სხვაგან ეძებო ის ადგილი, რომელსაც გრძელვადიან პროფესიულ გეგმებს დაუკავშირებ. კარგი უნივერსიტეტი კი, უპირველეს ყოვლისა, კარგი კადრებით იწყება. მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ უნივერსიტეტების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა საქართველოში ჯერ კიდევ სასურველ მომავლად რჩება. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დამანახა, რომ ამ მომავალს დიდხანს უნდა ველოდოთ. მეტი რესურსების იმედი დიდი ხანია დავკარგეთ.ასევე გაურკვეველია, რამდენ ხანს გაგრძელდება ექსპერიმენტები სტუდენტების ნაკადის კონტროლზე და მასზე მიბმულ ფინანსურ სტაბილურობაზე. ზუსტად ამდენი ხნით უნდა ველოდოთ იმ სასტარტო წერტილს, რომელსაც საუნივერსიტეტო სისტემის განვითარების დასაწყისი ჰქვია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  18. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/economist.jpg როდესაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 5% დევნილია, მაგრამ საკუთარი ქვეყნის ფარგლებში რჩება, რა უნდა მოიმოქმედოს მთავრობამ? ეს ერთ–ერთი იმ პრობლემათაგანია, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, სადაც დაახლოებით 230 000–მა ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი 1990–იანი წლების დასაწყისის კონფლიქტების დროს იძულებით დატოვა და დაახლოებით 20 000–ზე მეტი ასევე იძულებით გახდა დევნილი 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ. ამ ადამიანთაგან ზოგიერთმა ახალი ცხოვრება მოიწყო: მათ აქვთ სამუშაო, საკუთრება და ნორმალური მოქალაქეებივით ცხოვრობენ. მაგრამ უმრავლესობა გეტოში ცხოვრობს და მთავრობის გამხნევების ამარაა დარჩენილი, რომელიც მას არწმუნებს, რომ დაბრუნების პერსპექტივა გამოყოფილ რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, გარდაუვალია. 2008 წლის ომმა ასეთ ოცნებებს ბოლო მოუღო. მართალია ქართველი ჩინოვნიკები ჯერ კიდევ იცავენ ამ ტერიტორიების დაბრუნების უფლებას, რომელთაგან ორივეში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, თუმცა აღიარებენ, რომ ეს მალე ვერანაირად ვერ მოხდება. სანაცვლოდ, ისინი „ადგილობრივი ინტეგრაციის“ პოლიტიკას ახორციელებენ, რაც ითვალისწინებს საკუთრების უფლების გადაცემას, მომსახურებასთან თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და ავტონომიურობის წახალისებას სახელმწიფოზე დამოკიდებულების ნაცვლად. აქ შედის ახალი დასახლებების მშენებლობა, კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია და პრივატიზება, ასევე ფულადი კომპენსაციის შეთავაზება მათთვის ვისაც ეს არ სურს. უცხოელმა დონორებმა დახმარება არ დააყოვნეს. 2008 წლის ოქტომბერში კონფერენციაზე გადაწყდა, რომ ქვეყნის რებილიტაციისთვის 4,5 მილიარდ დოლარს გამოყოფდნენ და ამ თანხიდან დევნილთა საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის საკმაოდ დიდი ნაწილი განისაზღვრა. თანხის დიდი ნაწილი მთავრობის გავლით დაიხარჯა. ქართველმა ჩინოვნიკებმა პოლიტიკისა და პროცესების კორექტირებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიწვიეს, რომლებიც ხშირად მთავრობის ხმამაღალი კრიტიკოსები არიან. პროგრამების დიდი ნაწილი, რომელიც მოიცავდა მინიმალური საცხოვრებელი სტანდარტების დაკმაყოფილებას და არეგულირებდა ერთი ადგილიდან მეორეგან გადასახლების პროცესის მმართვის პრინციპებს, მოწონებულ იქნა. ეს ყველაფერი ჯერ–ჯერობით წესრიგშია. თუმცა პრაქტიკაში მისი განხორციელება სხვა საქმეა. ოფიციალური პირების თქმით, მათ დევნილებს შესთავაზეს „ინფორმირებული არჩევანი“ განსხვავებულ საცხოვრებელ პირობებს შორის. მაგრამ ოპონენტები ამბობენ, რომ რეალური არჩევანი იმაში მდგომარეობდა, დათანხმებულიყვნენ თუ არა ისინი, ერთადერთ შეთავაზებულ ვარიანტს. სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი უხარისხოდ ჩატარდა და საცხოვრებლები ხელახლა გარემონტებას საჭიროებს. ჩინოვნიკებს აკრიტიკებენ, რომ საცხოვრებლები იმ მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს, რითაც სოფელში მცხოვრები ბევრი ქართველი სარგებლობს, და ყველაფერი მხოლოდ უცხოელი დონორების დასამშვიდებლად გაკეთდა. ყველაზე სადაო, ამ ზაფხულში თბილისში განხორციელებული გამოსახლებების ტალღა გახდა, რომელიც კანონით განსაზღვრული პროცედურების დარღვევით მოხდა. ის რომ დევნილებს სხვადასხვა შენობები ჰქონდათ დაკავებული, ცხადია, უკანონო იყო. მაგრამ უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მათ არ მიუღიათ გონივრული გაფრთხილება, არც შეთავაზება ალტერნატიულ საცხოვრებელზე. თბილისში საცხოვრებელი ფართის დეფიციტის გამო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დევნილებს საცხოვრებელი დასავლეთ საქართველოს მოშორებულ რაიონებში შესთავაზა. თუმცა მან მაინც ძალიან ცოტა რამ გააკეთა გამოსახლებულთა დასამშვიდებლად, რომლებმაც რამდენიმე კვირა სამინისტროს წინ კარვებში გაატარეს. ადამიანები, რომლებიც ომის გამო ერთხელ უკვე იძულებულნი გახდნენ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ, მეორედ ამის გადატანა აღარ სურთ. ცოტა ხნის წინ, ერთ–ერთმა დევნილმა ბენზინი გადაისხა და საკუთარ თავს ცეცხლი წაუკიდა. ის დღემდე რეანიმაციაშია. ორიგინალი ორიგინალი
  19. დილა ჩვეულებისამებრ მაღვიძარის ჭიჭყინით დაიწყო, რომელზეც დერვიშების ერთ-ერთი “სულიკო” მაქვს დაყენებული. სულიკოს ცოტაოდენი facebook-ის დოზა მოჰყვა. ლეპტოპი მუდმივად მზადყოფნაში, ჩართული, საწოლის თავთან მიდევს. facebook-ი საჭიროა გამოსაფხიზლებლად, თორემ განა ბევრი დრო მაქვს დილაობით, სულ 10-15 წუთი იმისათვის, რომ ჩავიცვა და პირველივე ტაქსში ჩავხტე. სამსახურში უამრავი საქმეა. ახალი წელი მოდის. facebook-ზე ათასი კონკურსია ჩასატარებელი. ვებ-გვერდებიც მისახედია. ბოლო დღეებში შუადღისას შესვენებებზეც კი ვეღარ ვახერხებდი გასვლას. თუმცა დღეს მაინც მომიწევს, კოტეს უნდა შევხვდე, სამოქალაქო რეესტრიდან განქორწინების მოწმობა უნდა წამოვიღოთ. უკვე ერთი წელია ვერ მივაღწიეთ რეესტრში. არა უშავს, დღეს უეჭველად არ აგვცდება. დრო შესვენებამდე ისე გავიდა, ვერც შევამჩნიე. უცნაურია, რომ ქორწინების და განქორწინების მოწმობები ზუსტად ერთნაირ ქაღალდზე იბეჭდება. მხოლოდ ფერია ოდნავ სხვა. გვერდითა ფანჯარას სხვა წყვილი მიადგა. “უკაცრავად, ქორწინების გაფორმება გვინდა,” მორიდებულად ეუბნება ოპერატორ ქალს ბიჭი. კოტეს შევხედე, “ესენი ხომ არ გაგვეფრთხილებინა ცხოვრების ამაოებაზე?” იმას ეცინება. მე ვხვდები, რომ აზრი არ აქვს. მე რომ მაშინ ვინმეს გავეფრთხილებინე, დავუჯერებდი? არა. გზაში მოწმობას ფოტო გადავუღე მობილურით და facebook-ზე ავტვირთე. ოჰ, ეს სოციალური მედია… სამსახურში კვლავ უამრავი საქმე დამხვდა. ბანკის ოფიციალურ facebook-ის გვერდზე საქმე არ ილევა. თითქმის ყველა სხვა თემა ავტომატიზაციამდე დავიყვანე. facebook-ის გარდა. ყველაზე მეტი დრო სწორედ მას მიაქვს. გარდა ამისა, დღის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა, ბრეინშტორმინგი, სტრატეგიული დაგეგმვა, კიდევ რაღაც წვრილ-წვრილი რუტინული საქმეები… ახალ სამსახურში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ყოველი დღის გათენება მიხარია. ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა გუნდის თვალსაზრისით. ეს ის ხალხია, ვინც ინიციატივას, კრეატივს და პროფესიონალიზმს აფასებს. და კიდევ… მისვლის პირველი დღიდანვე ამეკვიატა ერთი უცნაური შეგრძნება. ქუჩაში სიარულისას მგონია, რომ გვერდით დიდი, ფაფარაშლილი ლომი დამყვება… უკვე 6-ის ნახევარია. 7-ზე პოლიტიკური პიარის ლექცია მაქვს კავკასიის უნივერსიტეტში. წელს ეს მაგისტრატურაც წამოვიკიდე. რადგან მისაღები გამოცდები ყოველგვარი მომზადების გარეშე წარმატებით ჩავაბარე და (იმედია) დაფინანსებაც მოვიპოვე, ახლა როგორმე უნდა მივიყვანო ბოლომდე. ასავალ-დასავალის წინა კვირის ნომერი მაქვს გადაშლილი. ლექციისთვის დავალებას ვწერ, რაც სახალხო წარმომადგენლობითი კრების საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ინტერვიუს ანალიზს გულისხმობს. სულ შემიცვალა პოლიტიკისადმი დამოკიდებულება ამ საგანმა აქამდე პოლიტიკურად აქტიური არასდროს ვყოფილვარ. ახლა უკვე ისე დავინტერესდი და გავერკვიე, რომ პოლიტიკური სტატიების კითხვა გულსაც კი აღარ მირევს. ტელეფონზე მესიჯი მომდის: “მომენატრე…” გულში სითბო მეღვრება. “ლექციამდე ნახევარი საათი მაქვს. NY ბურგერში გინდა?” – სწრაფად ვკრეფ პასუხს და ისევ სტატიას ვუბრუნდები. სამსახურიდან გამოსულს ყოველთვის მგელივით მშია. 15-20 წუთი მჭირდება მარჯანიშვილის მოედნიდან სააკაძის მოედნამდე მისაღწევად. ლექციამდე დარჩენილი ნახევარი საათი სითბოში, სიცილში და ნიუ იორკული ჰოთდოგის მირთმევაში გადის. ოთხშაბათობით ეს ტკბილი 45 წუთი რომ არ არსებობდეს, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სამ საათიან ლექციას ნამდვილად ვერ გადავიტანდი. დაუჯერებლად განმტვირთველად მოქმედებს ჩემზე… 7-ზე ლექცია დაიწყო. დღეს მოდელირებულ კამათში სახალხო კრების ინტერესებს ვიცავდი. ამ ლექციების განმავლობაში საკუთარი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების სურვილი გამიჩნდა. ლექტორმაც ხელი შემიწყო სურვილის გამძაფრებაში: “შენს შეხედულებებს და იდეებს მალე დაცვა დასჭირდებათო.” სემესტრის ბოლოს დავალებად მექნება წარმოსახვითი პარტიის შექმნა. აი, მაშინ უნდა ვივაჟკაცო. დიაგნოზიც დამისვა, მემარცხენე ლიბერალი ვყოფილვარ. ეს ბოლომდე არც კი მესმის, რას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ ყველაფერში გავერკვევი. სამი საათი მსგავს სჯა-ბაასში, კამათში და პოლიტიკურ ღწვაში გადის. სახლში ამჯერად ტაქსით დავბრუნდი. სულ სინდისი მქენჯნის, რომ ძალიან ბევრს ვხარჯავ ტაქსით სიარულში, მაგრამ თავს იმით ვიმართლებ, რომ ავტობუსები ცუდად დადიან, ცივა და უკვე ძალიან გვიანია. სახლში მისულმა facebook-ზე შევიხედე და ცოტა ხანში დაღლილს და აჟიტირებულს მეძინება. ჩემს საწოლთან ლომი თვლემს… საინტერესოა ლეპტოპის “ქულერის” ხმაურზე რატომ არც ერთს არ გვეღვიძება?! ოთხშაბათი მძიმე დღეა. ოთხშაბათობით დამღლელ და ერთმანეთისგან განსხვავებულ რამდენიმე როლს ვირგებ. ოთხშაბათი ერთი შეხედვით რთული, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ბუნებრივი მეტამორფოზაა. ლეპტოპის გვერდით ტელეფონი ინთება – “მიყვარხარ…“ Tweet Related Posts ვოკალის მეორე გაკვეთილი მკაცრი დიეტა Busy http://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/dG9cOMg6RdU ეწვიეთsweet.ge
  20. http://b.pix.ge/b/dzoj6.jpg მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელის, რაფაელ ბენიტესის მომავალი იტალიურ კლუბში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. აპენინური პრესა ერთხმად ამტკიცებს, რომ რაფას გუნდის დატოვება მალე მოუწევს. კლუბის მფლობელი მასიმო მორატი, უკმაყოფილო ყოფილა ესპანელის მუშაობით – როგორც უშუალოდ საწვრთნელი პროცესის მიმდინარეობით, ასევე გუნდში დისციპლინის ნაკლებობით. შეგახსენებთ, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, “ინტერი” მე-5 ადგილზე იმყოფება. რაფაელ ბენიტესის პოზიციები ყველაზე მეტად მილანური დერბის წაგებამ შეარყია. http://b.pix.ge/o/reh4q.jpg როგორც იცით დღევანდელი “ლივერპული” ბენიტესის დაყენებულია. მისი დარჩენის შემთხვევაში პოულსენისა და კონჩესკის ნაცვლად სავარაუდოდ ტაივო, მიკა რიჩარდსი, ბანეგა და ვან დერ ვაარტი ჩაირიცხებოდნენ. ჰოჯსონმა ჯო კოული გადმოიყვანა, მაგრამ რითი სჯობია ის ვაარტს და რა გააკეთა ხეირიანი “წითლებში” ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა ჰოლანდიელის თამაშს დავაკვირდეთ “ტოტენჰემში” და მერე კოულის “ლივერპულში”. ჩემი აზრით, რაფას დარჩენის შემთხვევაში ახლა გაცილებით მაღლა ვიქნებოდით ცხრილში და ხალხის დასაცნიც არ გავხდებოდით. http://a.pix.ge/z/pndlv.jpg View the full article
  21. საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილი 68 წლის ასაკში გულის… ლინკი მედიანიუსზე
  22. საქართველო - აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე სოფელ ერისიმედის ნახევარი აზერბაიჯანს რჩება. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს საქართველო -… ლინკი მედიანიუსზე
  23. 18 ნოემბერს, 14:00 საათზე, თელავის კულტურის სახლში წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფი კახეთის მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. როგორც… ლინკი მედიანიუსზე
  24. http://epn.ge/wp-content/uploads/2010/11/arsenish-150x150.jpg“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი პროფესორი გია არსენიშვილი დღეს გულის შეტევით გარდაიცვალა. გია არსენიშვილი 1942 წლის 5 იანვარს დაიბადა. ის იყო თსუ მათემატიკის ინსტიტუტის ფაკულტეტის დოცენტი. 1995 – 2000 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულად კახეთში. 2000 – 2001 წლებში დანიშნულ იქნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრადა, ხოლო 2001 – 2004 წწ წარგზავნილ იქნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვენიასა, სლოვაკიაში, ჩეხეთში. 2004 – 2006 წლებში გია არსენიშვილი არჩეულ იქნა საქართველოს გაერთიანებული ტელეკომის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, 2006 – 2007 წწ იყო საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2008 წლის ივნისიდან კი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. იხილეთ epn.ge
  25. http://b.pix.ge/o/bj1km.jpg “ლივერპული” “კოპენჰაგენის” მარცხენა მცველით, ოსკარ ვენდტით დაინტერესდა. ამ ფეხბურთელზე ინფორმაცია “წითლების” სკაუტმა, სკანდინავიელმა ფრის ჰანსენმა მოგვაწოდა. 25 წლის მარცხენა მცველმა “კოპენჰაგენში” 2006 წლის მერე მოიკიდა ფეხი და ამბობს რომ, ამ ზაფხულს კლუბს დატოვებს (კონტრაქტის ვადა ეწურება). “სკაუზერების” გარდა ვენდტით “ტოტენჰემი” და “ლიონიც” იჩენს ყურადღებას. “ფრისი ძალიან კარგი მცველია. მე მის ბევრ თამაშს დავესწარი და გაოცებული დავრჩი. ის ყოველთვის მაღალ დონეზე ასპარეზობს. შვედი ფეხბურთელი საკმაოდ სტაბილური, სწრაფი და ტექნიკურია. სწრაფად ერთვება შეტევებში და სწრაფადვე ბრუნდება უკან, დაცვაში თითქმის შეუდარებელია – სწორედ ასეთი მარცხენა მცველი გვჭირდება” – განაცხადა ჰანსენმა. გვერდი მომზადებულია Sky Sports-ის მიერ View the full article
×
×
  • შექმენი...