planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif ბარაკ ობამა ამ კვირაში ლისაბონში ნატო-ს და აშშ-ევროკავშირის სამიტები გაიმართება და მე ვამაყობ იმით, რომ პრეზიდენტის რანგში ევროპას უკვე ბევრჯერ ვესტუმრე. ეს ამერიკის საგარეო პოლიტიკის მუდმივ ჭეშმარიტებას ასახავს: ურთიერთობები ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან – მსოფლიოს საქმეებში ჩვენი მონაწილეობის ქვაკუთხედი და მსოფლიო თანამშრომლობის კატალიზატორია მსოფლიოს არც ერთ სხვა რეგიონთან არა აქვს აშშ-ს ღირებულებების, ინტერესების, რესურსებისა და ამოცანების ასეთი მჭიდრო ერთობა. ტრანს-ატლანტიკური ვაჭრობა - ყველაზე მასშტაბური ეკონომიკური თანამშრომლობაა მსოფლიოში. მისი წყალობით მილიონობით ადამიანი აშშ-სა და ევროპაში დასაქმებულია, მისი წყალობით ყალიბდება ჩვენი ძალისხმევის ფუნდამენტი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის აღდგენისკენაა მიმართული. ნატო, როგორც დემოკრატიული ქვეყნების ალიანსი ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ხელს უწყობს ახალგაზრდა დემოკრატიების განმტკიცებას. ევროპა და აშშ ერთად მუშაობენ იმაზე, რომ არ დაუშვან ბირთვული იარაღის გავრცელება, დაამყარონ მშვიდობა ახლო-აღმოსავლეთში და იბრძოლონ გლობალური დათბობის წინააღმდეგ და როგორც უკვე ცნობილი გახდა ევროპაში ბოლოდროინდელი წუხილით და ატლანტიკის თავზე სატვირთო თვითმფრინავებში ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებასთან დაკავშირებული გეგმების ჩაშლით, ჩვენ ყოველდღიურად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან, ვახდენთ ტერორისტული აქტების პრევენციას და ვუზრუნველვყოფთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ერთმანეთისთვის ყველაზე ახლო პარტნიორები ვართ. ვერც ევროპა და ვერც შეერთებული შტატები ვერ შესძლებს ჩვენი დროის საფრთხეებთან უერთმანეთოდ გამკლავებას. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სამიტები არის შანსი გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა, ხოლო ნატო-ს ალიანსი – ყველაზე წარმატებული სამხედრო კავშირი კაცობრიობის ისტორიაში – გავხადოთ ისეთივე მნიშვნელოვანი ოცდამეერთე საუკუნეში, როგორიც ის მეოცე საუკუნეში იყო. აი რატომ იქნება ყოვლისმომცველი ჩვენი დღის წესრიგი ლისაბონში. პირველ რიგში რაც შეეხება ავღანეთს, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება და მართვის ფუნქციის თავად ავღანელებისთვის გადაცემა, თუმცა უარს არ ვამბობთ ავღანელი ხალხის ერთგულების ვალდებულებაზე. კოალიცია ავღანეთში, რომელსაც ნატო ხელმძღვანელობს, 48 სახელმწიფოს მოიცავს, მათ შორის როგორც ნატო-ს 28-ვე ქვეყნის მონაწილეობას, ასევე მოკავშირე ქვეყნების და ჩვენი პარტნიორების ორმოცი ათას ჯარისკაცს, რომელთა სამსახურს და მსხვერპლს ჩვენ ვაფასებთ. ჩვენი საერთო ძალისხმევა აუცილებელია იმისთვის, რომ ტერორისტებს სანდო თავშესაფარი მოვუსპოთ, ისევე როგორც იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ავღანელი ხალხის ცხოვრების პირობები. ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც ქვეყანაში კოალიციის ჯარებს დამატებითი ძალებიც შეუერთდა, ჩვენ როგორც იქნა შევიმუშავეთ სტრატეგია და მივიღეთ რესურსები, რამაც თალიბების შეჩერების, აჯანყებულთა ბასტიონების განადგურების, ავღანეთის უსაფრთხოების უფრო მრავალრიცხოვანი ძალების და ავღანელი ხალხის დახმარების შესაძლებლობა მოგვცა. ლისაბონში ჩვენ ჩვენი მიდგომის კორექტირებას მოვახდენთ იმგვარად, რომ ავღანელთა ხელში პასუხისმგებლობის გადაცემა მომავალი წლის დასაწყისში დაიწყოს და გავითვალისწინებთ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ამოცანას, რომ 2014 წლის დასასრულისთვის მთელს ავღანეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით წამყვან როლს ავღანეთის არმია ასრულებდეს. ამერიკისთვის გარდამავალი პერიოდი და კონტიგენტის რიცხოვნების შემცირება ივლისში დაიწყება და ნატო ისევე როგორც აშშ, ავღანეთთან ხანგრძლივ და მუდმივ პარტნიორულ ურთიერთობებს ჩამოაყალიბებს, იმისთვის რათა ცხადი იყოს, რომ როდესაც ავღანელები ფეხზე დადგებიან და პირველები წავლენ წინ, ისინი მარტონი არ იქნებიან. და ვიდრე ავღანეთში ჩვენ წინ მივიწევთ, ლისაბონში ნატო გარდაიქმნება, რადგან გაჩნდება ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს იმას, თუ რა რესურსები და პარტნიორთა რა დახმარება გვჭირდება ჩვენ, რათა ოცდამეერთე საუკუნეში ახალ საფრთხეებს გავუმკლავდეთ და საჭიროა იმით დაწყება, რომ ჩვენ ხელახლა უნდა დავამტკიცოთ ჩვენი ალიანსის არსებითი პრინციპი – წესდების მეხუთე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ ერთზე თავდასხმა – ყველაზე თავდასხმას ნიშნავს. ამ ვალდებულებისთვის რეალური შინაარსის მინიჭების მიზნით, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ყველა რესურსი, რომელიც დღეს საჭიროა ჩვენი ხალხების დასაცავად და მოვემზადოთ ხვალინდელი ამოცანებისთვის. ჩვენ ვახდენთ ჩვენი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას, მაგრამ ასევე უნდა გარდავქმნათ ალიანსის მართვის სტრუქტურები, რათა მათ უფრო ეფექტურად იმოქმედონ, განვახორციელოთ ტექნიკური ინვესტიციები, რათა ალიანსის ჯარები ეფექტურად განთავსდნენ და ერთობლივად იმოქმედონ და ახალი საფრთხეებისგან შეიმუშაონ თავდაცვის მეთოდები, კერძოდ კომპიუტერულ შეტევებთან გამკლავებისთვის. ალიანსისთვის აუცილებელი კიდევ ერთი რესურსი – ნატო-ს ტერიტორიაზე ანტი-სარაკეტო თავდაცვაა, რომელიც ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებულ რეალურად არსებულ და სულ უფრო მზარდ საფრთხესთან გამკლავებისთვისაა აუცილებელი. ევროპაში ანტი-სარაკეტო თავდაცვისადმი ეტაპობრივი და მოქნილი მიდგომა, რის შესახებაც მე პირველად შარშან ვისაუბრე, ევროპის ტერიტორიის და მოსახლეობის, ასევე იქ განთავსებული ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის თავდაცვის მძლავრი და ეფექტური მეთოდი იქნება. მეტიც, ეს ფუნდამენტს შექმნის უფრო სერიოზული თანამშრომლობისთვის, რომლის დროსაც ყველა მოკავშირე საკუთარ როლს შეასრულებს, ის უზრუნველყოფს დაცვას ყველა მოკავშირისთვის, ასევე შეიქმნება რუსეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობა, რომელსაც ასევე ემუქრება ბალისტიკური რაკეტები. ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენ შევძლებთ პირობების შექმნას ბირთვული არსენალის შემცირებისთვის და მიახლოვებას შარშან პრაღაში, ჩემს მიერ დასახულ იდეალებთან – მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ ვიდრე ეს იარაღი არსებობს, ნატო მას უნდა ფლობდეს და მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ აშშ-ს ექნება სანდო, უსაფრთხო და ეფექტური ბირთვული არსენალი ნებისმიერი მოწინააღმდეგის ქმედებათა შესაკავებლად და ჩვენი მოკავშირეების თავდაცვითუნარიანობის გარანტირებისთვის. და ბოლოს, ლისაბონში ჩვენ შევძლებთ პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას ნატო-ს ფარგლებს მიღმაც, რაც ჩვენს ალიანსს მსოფლიო უსაფრთხოების სისტემის საყრდენად აქცევს. ჩვენ ღია უნდა დავტოვოთ კარი ევროპის დემოკრატიული ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატო-ში გაწევრიანების მოთხოვნებს შეესაბამებიან. ჩვენ უნდა გავაღრმავოთ თანამშრომლობა ორგანიზაციებთან, რომლებიც ნატო-ს შესაძლებლობებს აძლიერებენ, ანუ ევროპის კავშირთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან, ხოლო ნატო-რუსეთის საბჭოს სამიტზე პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის დასწრების წყალობით, ჩვენ შევძლებთ ნატო-ს და რუსეთს შორის პრაქტიკული, ორივე მხარისთვის სასარგებლო თანამშრომლობის აღდგენას. რადგან, ისევე როგორც აშშ-მ და რუსეთმა „გადატვირთეს“ თავიანთი ურთიერთობები, ამას რუსეთი და ნატოც გააკეთებენ. ლისაბონში ყველასათვის მკაფიო გახდება, რომ ნატო რუსეთს პარტნიორად მიიჩნევს და არა მოწინააღმდეგედ. ჩვენ შეგვიძლია გავაღრმავოთ თანამშრომლობა ავღანეთში ნარკოტიკებთან ბრძოლაში, ოცდამეერთე საუკუნის საფრთხეებთან – ბირთვული იარაღის გავრცელებიდან ექსტრემიზმის ძალადობრივი მეთოდების გავრცელებამდე – ბრძოლაში, ხოლო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის თვალსაზრისით თანამშრომლობაში პროგრესით, ჩვენ საერთო საფრთხის წინაშე წარსული უთანხმოებების წყაროს თანამშრომლობის წყაროდ ვაქცევთ. სამოც წელზე მეტია ევროპელები და ამერიკელები ერთმანეთს მხარში უდგანან, რადგან ჩვენი თანამშრომლობა ჩვენს ინტერესებშია და იცავს თავისუფლებებს, რომლებსაც ჩვენ ვუფრთხილდებით, რადგან ჩვენ დემოკრატიული საზოგადოებები ვართ. მსოფლიო შეიცვალა და მასთან ერთად შეიცვალა ჩვენი ალიანსიც: და ამის გამო, ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები, დაცულები და უზრუნველყოფილები გავხდით. ჩვენი ამოცანა ლისაბონში ასეთია – ახალი სიცოცხლე ჩავბეროთ ჩვენს ალიანსს და ვუზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა ბევრი ათწლეულით წინ. ბარაკ ობამა – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ორიგინალი ორიგინალი
-
http://b.pix.ge/d/bljo0.jpg ლივერპულელებმა დღეს როგორც ღია, ისე დახურულ მოედანზე აქტიურად ივარჯიშეს… <ფოტოები> http://photos-c.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1154.snc4/149683_103402983065773_100001882144565_23247_3153157_s.jpghttp://photos-d.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs995.snc4/76801_103403006399104_100001882144565_23248_7668077_s.jpghttp://photos-f.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1121.snc4/148344_103403026399102_100001882144565_23249_8057299_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-a.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs470.ash2/74372_103403049732433_100001882144565_23250_51085_s.jpghttp://photos-g.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs498.ash2/77190_103403066399098_100001882144565_23251_895051_s.jpghttp://photos-e.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1191.snc4/154371_103403093065762_100001882144565_23252_1613728_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-c.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs606.ash2/155859_103403113065760_100001882144565_23253_6429797_s.jpghttp://photos-b.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs948.snc4/74107_103403143065757_100001882144565_23254_2084677_s.jpghttp://photos-h.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs983.snc4/75683_103403163065755_100001882144565_23255_4577119_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-f.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1160.snc4/150248_103403183065753_100001882144565_23256_974190_s.jpghttp://photos-d.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs974.snc4/76734_103403199732418_100001882144565_23257_6685443_s.jpghttp://photos-c.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1123.snc4/148508_103403219732416_100001882144565_23258_2040277_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-e.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1181.snc4/150346_103403239732414_100001882144565_23259_30884_s.jpghttp://photos-d.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1192.snc4/154420_103403279732410_100001882144565_23260_3909978_s.jpghttp://photos-f.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs995.snc4/76875_103403296399075_100001882144565_23261_4630424_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-h.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs925.snc4/73839_103403309732407_100001882144565_23262_7889495_s.jpghttp://photos-b.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs930.snc4/74352_103403333065738_100001882144565_23263_36755_s.jpghttp://photos-c.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs994.snc4/76738_103403353065736_100001882144565_23264_7399318_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-e.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs976.snc4/76948_103403376399067_100001882144565_23265_2608754_s.jpghttp://photos-g.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs594.ash2/154629_103403403065731_100001882144565_23266_473640_s.jpghttp://photos-a.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1168.snc4/151029_103403433065728_100001882144565_23267_1444670_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-b.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1205.snc4/155795_103403466399058_100001882144565_23268_2337949_s.jpghttp://photos-h.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1134.snc4/149694_103403513065720_100001882144565_23269_995861_s.jpghttp://photos-c.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs496.ash2/76985_103403543065717_100001882144565_23270_3096593_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-e.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1193.snc4/154579_103403586399046_100001882144565_23271_1418363_s.jpghttp://photos-g.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1188.snc4/151009_103403613065710_100001882144565_23272_3897561_s.jpghttp://photos-a.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs931.snc4/74406_103403636399041_100001882144565_23273_3533494_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-d.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1189.snc4/154144_103403646399040_100001882144565_23274_2506712_s.jpghttp://photos-f.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1172.snc4/154410_103403659732372_100001882144565_23275_5190295_s.jpghttp://photos-h.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs952.snc4/74518_103403679732370_100001882144565_23276_7063438_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-b.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs606.ash2/155798_103403699732368_100001882144565_23277_5641023_s.jpghttp://photos-g.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1124.snc4/148695_103403736399031_100001882144565_23279_5269806_s.jpghttp://photos-f.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs568.ash2/149006_103403769732361_100001882144565_23280_6962851_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-d.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1204.snc4/155627_103403783065693_100001882144565_23281_7015830_s.jpghttp://photos-b.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1181.snc4/150391_103403819732356_100001882144565_23282_2290992_s.jpghttp://photos-h.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1172.snc4/154427_103403846399020_100001882144565_23283_7753362_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-e.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1188.snc4/151037_103403876399017_100001882144565_23284_5246365_s.jpghttp://photos-c.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs970.snc4/76357_103403886399016_100001882144565_23285_7532392_s.jpghttp://photos-a.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs983.snc4/75685_103403909732347_100001882144565_23286_7185723_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-g.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1169.snc4/154183_103403929732345_100001882144565_23287_1676440_s.jpg<br style="clear: both" /> Generated by Facebook Photo Fetcher View the full article
-
დღეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს 2010 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მოხსენება პარლამენტში წარმოადგინა. დღესვე საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა, ნიკო მჭედლიშვილმა ამ თემაზე ბრიფინგი გამართა. საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს მჭედლიშვილის სიტყვას. ნათქვამია, რომ პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური ბიუჯეტში ცვლილებებს მიესალმება. „ 2010 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაიზარდა ადრე ნავარაუდები 4.5 პროცენტიდან 5.5 პროცენტამდე“,–ამბობს პრესსამსახურის უფროსი. ამავე დღეს მჭედლიშვილმა 2011 წლის ბიუჯეტზეც ისაუბრა და აღნიშნა მომავალი წლის ბიუჯეტის ზოგიერთი პარამეტრი. მისი თქმით, ბიუჯეტის დეფიციტი მომავალ წელს შემცირდება ახლანდელი 6.3 პროცენტიდან დაახლოებით 4.3 პროცენტამდე. „ რის ხარჯზე უნდა მივაღწიოთ ბიუჯეტის დეფიციტის ასეთ შემცირებას? უპირველეს ყოვლისა, ეს არის „ბიუროკრატიული მადის ალაგმვა". რას ნიშნავს ეს? მთავრობამ გადაწყვიტა, ყველა სამინისტროს ხარჯი შეამციროს 10 პროცენტით, გამოაცხადოს სრული მორატორიუმი ავტომობილების შესყიდვაზე, არ გაზარდოს თანამდებობის პირთა ხელფასები." სრული ინფო(netgazeti.ge)
-
საქართველოს კანონში რეკლამის შესახებ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, ეს საკითხები გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა განიხილოს. საქართველოში UNICEF-ის (გაეროს ბაშვთა ფონდის) კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის, მაია ქურციკიძის თქმით, ამ საკითხის წამოწევა სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ. საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, მომზადდა კანონპროექტი ,,რეკლამის შესახებ კანონში’’ ცვლილებების შეტანის თაობაზე. ცვლილების თანახმად, მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამისთვის დასაშვები საეთერო დრო საღამოს 8 საათიდან განისაზღვრა, მოქმედი კანონმდებლობით კი ეს საღამოს 11 საათიდან იყო დასაშვები. იურისტები და პოლიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ სპირტიანი სასმელების რეკლამისთვის გამოყოფილი დროის გადმოწევამ, შესაძლოა, მავნე ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვნებზე. რა სტანდარტებს აწესებს ბავშვთა უფლებების საერთაშორისო კონვენცია მავნე ზეგავლენისაგან არასრუსწლოვანთა დასაცავად? - ამ შეკითხვით ნეტგაზეთმა საერთაშორიო ორგანიზაცია UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს საქართველოში, მაია ქურციკიძეს მიმართა. მაია ქურციკიძე: მე, როგორც UNICEF-ის წარმომადგენელმა, ხაზი მინდა გავუსვა ბავშვთა უფლებების კონვენციას. კონვენცია არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელთანაც საქართველო არის შეერთებული და რომელსაც აქვს უპირატესი მნიშვნელობა ადგილობრივ კანონმდებლობასთან მიმართებაში. ბავშვთა კონვენციის მე–17 მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ სახელმწიფოებმა ყველანაირად ხელი უნდა შეუწყონ ბავშვის დაცვას ისეთი ინფორმაციისგან, რომელიც მისთვის, შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს. ის, თუ რა არის ბავშვისთვის საზიანო, ამაზე არსებობს კანონი და ამ კანონში პირდაპირ არის მითითებული, იგივე რეკლამირება, ფილმების ჩვენება, სადაც ფიგურირებს ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო და ა.შ. ასე რომ, პრინციპში, მთავარი აქ სწორედ ის არის, რომ დავიცვათ ბავშვები მათთვის საზიანო ინფორმაციისგან. არ არსებობს საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც განმარტავენ, თუ რომელი საათიდან არის დასაშვები ასეთი რეკლამების გაშვება. ყველა ქვეყანა აწესებს თავის ნორმას და თავის სტანდარტს, მაგრამ, რასაკვირველია, უპირატესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ მოხდეს ბავშვისათვის საზიანო ინფორმაციის გაცემა, ანუ ასეთი ინფორმაციის ისეთ დროს გაშვება, როდესაც ბავშვი, შესაძლოა, უყურებდეს მას. ჩვენთვის მთავარი არის კონვენცია და მისი მეჩვიდმეტე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ ბავშვი დაცული უნდა იყოს მავნე ზეგავლენისაგან. შეიძლება ვთქვათ, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებმა კანონპროექტის შემუშავებისას არ გაითვალისწინეს ბავშვთა უფლებების კონვენცია? კონვენცია არის ზოგადი პრინციპების კრებული და იქ არ არის მითითებული, რომ არ უნდა გავიდეს რეკლამა ამა და ამ საათზე. კონვენცია მოუწოდებს სახელმწიფოებს, რომ მაქსიმალურად გვიან მოხდეს ისეთი ინფორმაციის გაშვება, რომელიც, შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს ბავშვისათვის. ამ შემთხვევაში, საღამოს 8 საათი უფრო მეტ საშუალებას იძლევა იმისათვის, რომ ბავშვმა ნახოს ეს რეკლამები. სხვა რაიმე კომენტარის გაკეთება, ალბათ, გამიჭირდება. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ბავშვთა უფლებების კონვენცია. როცა ხდება ახალი კანონმდებლობის შემუშავება, ალბათ, უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ კანონპროექტი არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში არსებულ კანონებთან, რომელთაც აქვთ უპირატესი მნიშვნელობა. კონვენციასთან შეერთებით საქართველომ აიღო გარკვეული სამართლებრივი ვალდებულება ამ კონვენციის შესრულებისა. რა ხდება მაშინ, როცა ქვეყანა დაკისრებულ მოვალეობას დაარღვევს? არსებობს სპეციალური ორგანო, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი, რომელიც აწარმოებს მონიტორინგს, რომელი ქვეყანა როგორ ახორციელებს კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს. ასევე, სახელმწიფო ვალდებულია, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ წარუდგინოს ანგარიში გაეროს ამ კომიტეტს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები ალტერნატიულ ანგარიშებს წარუდგენენ და შემდეგ იმართება სხდომა, რომლის დროსაც ხდება განხილვა, თუ როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები. შემდეგ გაეროს კომიტეტი გამოსცემს რეკომენდაციებს, მის მოსაზრებებს ამასთან დაკავშირებით. კომიტეტი სანქციებს არ აკისრებს, ეს უბრალოდ არის რეკომენდაციები, სადაც გამოთქმულია გარკვეული წახალესება იმ საკითხებისადმი, სადაც ქვეყანამ პროგრესი განიცადა კონვენციის განხორციელების თვალსაზრისით, ხოლო ხაზგასმულია ის სფეროები, რომელშიც სამუშაო კიდევ არის შესასრულებელი. როცა საქართველო წარადგენს ანგარიშს კომიტეტში, გათვალისწინებული იქნება იმ ანგარიშში საკითხი, თუ როგორ შეესაბამება ადგილობრივი კანონმდებლობა საერთაშორისო კონვენციას? დიახ, არსებობს სპეციალური მონახაზი, რის მიხედვითაც, კომიტეტი აფასებს სახელმწიფოების პროგრესს. ერთ-ერთი მათგანი არის კანონმდებლობა, თუმცა, როგორ შეესაბამება ადგილობრივი კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს, ამის განსაზღვრა ქვეყნის ვალდებულებაა, რადგან საერთაშორისო კონვენციები ქვეყნის კანონმდებლობით უპირატესი ნორმატიული აქტებია. ქვეყანამ მუდმივად უნდა მოახდინოს ანალიზი და შედარება ადგილობრივი კანონმდებლობისა საერთაშორისო კონვენციებთან. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი და პარლამენტის ერთობლივი ძალისხმევით, შეიქმნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში ბავშვის უფლებათა საბჭო. სწორედ ეს საბჭო განიხილავს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხს. 2011 წელს საქართველომ უნდა წარადგინოს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში ხუთწლიანი ანგარიში, შესაბამისად, იქნება კომიტეტზე მსჯელობა, თუ როგორ ასრულებს საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს. შესაძლოა ეს (ცვლილება რეკლამის შესახებ კანონში) საკითხი გახდეს კომიტეტის განხილვის საგანი? შესაძლებელია, თუ, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ საკითხს დააფიქსირებენ თავიანთ ანგარიშში და წამოწევენ. კომიტეტზე პირველად ანგარიშს წარადგენს სახელმწიფო, შემდეგ, გარკვეული დორის მერე, არასამთავრობო ორგანიზაციები – ალტერნატიულ ანგარიშს, შემდეგ იმართება შეხვედრა ჟენევაში, სადაც ყველას – საერთაშორისო და ასევე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ საშუალება, გამოხატონ თავინთი მოსაზრება, ამის შემდეგ იმართება უკვე პლენარული სხდომა, სადაც კომიტეტის წევრები უსვამენ შეკითხვებს სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლებს. პროცესი ასეთი იმიტომ არის, რომ თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ გარკვეულ საკითხებზე შეკითხვები, წამოწიონ ეს საკითხები შეხვედრაზე. ასე რომ, ყველა საკითხის წამოწევის შესაძლებლობა არის, თუ ამას მიეცემა შესაბამისი მსვლელობა რომელიღაც ორგანიზაციის მხრიდან. ამიტომ, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები წამოწევენ ამ საკითხს, რა თქმა უნდა, კომიტეტი ამას ყურადღებას მიაქცევს. ორგანიზაცია UNICEF -ი გაეროს ბავშვთა საერთაშორისო ფონდია. ბავშვთა უფლებების კონვენცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1989 წელს მიიღო. კონვენცია 54 მუხლისაგან შედგება. პირველი 42 მუხლი ბავშვთა დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს შეეხება - ბავშვის უფლებებს, სახელმწიფო ვალდებულებებს და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ ადამიანის მოვალეობებს. დანარჩენ მუხლებში კი საუბარია იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს სახალმწიფომ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. საქართველოს კონვენციას 1994 წელს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ აიღო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამართლებრივი პასუხისმგებლობა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას ორმხრივი შეხვედრა დღეს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება,–წერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი. შეხვედრა თბილისის დროით 23:20 წუთზეა დაგეგმილი და პრესისთვის დახურული იქნება. ორი ქვეყნის ლიდერი ერთამენთს ლისაბონის სასტუმრო „ფერია ინტერნეიშენალში“ შეხვდება – წერს საიტი. მიხეილ სააკაშვილისა და ბარაქ ობამას შეხვედრის თაობაზე განცხადება დღეს აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა გააკეთა. პრეზიდენტის გვერდი იმ თემებზე წერს, რომლებზეც დღეს პრეზიდენტები ისაუბრებენ: ავღანეთში მიმდინარე ოპერაცია, რეგიონში უსაფრთხოების სტაბილურობა, სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება და ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
liverpoolfc(ფანკლუბი) ჰოჯსონი სტივსა და ჯონსონზე
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
http://s009.radikal.ru/i308/1011/89/8d4a010e342a.jpg ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა მომავალი მატჩის წინ მერსესაიდელთა ორ ინგლის ფეხბურთელზე ისაუბრა… წინა-სამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვაზე თუ რას ფიქრობდა ჯერარდის ტრამვის შესახებ, როიმ აღნიშნა რომ ძალიან იმედგაცრუებული და გაბრაზებულიც კია ნაკრების მწვრთნელზე. “რათქმაუნდა სამწუხაროა რომ ჩვენი გუნდისთვის ასე მნიშვნელომა ფეხბურთელმა ასეთ მნიშვნელოვან დროს ამხანაგურ მატჩში მიიღო გრძელვადიანი ტრამვა და რა საკვირველია იმედგაცრუებულნი და გაბრაზებულნი ვართ. ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ უბრალოდ პატივი არ სცა ლივერპულის თხოვნას. არ მინდა ისედაც უკვე გამძაფრებული დებატები ამ თემაზე უფრო გავაღრმაო, რადგან მესმის რომ სტივი ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენთვის როგორც ნაკრებისთვის და ახლა მისთვის ტრამვის მიზეზები კი არა, დროულად მოშუშებაა მთავარი.” “ახლა ამ თემაზე საერთოდ არ ვფიქრობ, ერთადერთი რაც მადარდებს მომავალი შეხვედრაა ვესთ ჰემთან, მიუხედავად იმისა რომ სტივის არ ყოფნამ განწყობა ყველას გაგვიფუჭა.” რეპორტიორებმა ჰოჯსონს გლენ ჯონსონის შესახებაც დაუსვეს კითხვა, მას შემდეგ რაც ბრიტანულმა პრესამ ეს ორი ადამიანი “მტრებად” აქცია… “ხშირად ხალხი ჩაის ფინჯანში შტორმს იწვევს და უმნიშვნელო განცხადებებს უზარმაზარ ინტერპრეტაციებს უკეთებს. გლენს დიდი მომავალი აკავშირებს ლივერპულთან. მე პირველივე დღიდან კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან და როცა კი ჯანმრთელი იყო, ყოველთვის თამაშობდა ძირითად შემადგენლობაში. ახლაც რათქმაუნდა ძალიან მოხარულები ვართ მისი გუნდში დაბრუნებით…” – განაცხადა როი ჰოჯსონმა View the full article -
როგორი საარჩევნო კოდექსი სურს ოპოზიციას – ნაწილობრივ ცნობილია. რა არ სურს ხელისუფლებას, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესშია ჩართული, ნელ–ნელა იკვეთება. საკითხები, რომლებზეც ხელისუფლების და ოპოზიციის ხედვა ერთამენთს მეტ–ნაკლებად ემთხვევა, არსებობს, თუმცა ეს იშვიათი გამონაკლისია. შესაბამისად, რთული ხდება პროგნოზირება იმ პროცესისა, რომლის ფარგლებშიც 16 პოლიტიკური სუბიექტი ერთამანეთს მრგვალი მაგიდის ირგვლივ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ხვდება. ცნობილია, რა სურს ე.წ. რვიანს, ანუ რვა პოლიტიკურ პარტიას, რადგან მათ საკუთარი კანონპროექტი რამდენიმე თვის წინ გაასაჯაროვეს და ღიად წარუდგინეს საზოგადოებას. ცნობილია, რა სურს ქართული დასის ხელმძღვანელს, ჯონდი ბაღათურიას, ეროვნულ–დემოკრატიულ პარტიას და სხვებს. ისინი ღიად საუბრობენ პრობლემებზე, რომლებიც, მათი აზრით, არსებულ საარჩევნო კოდექსშია. თუ რა სურს ხელისუფლებას, რთულია პირდაპირ თქვა, თუმცა ის, რაც არ სურს, უფრო – ნათელი. პავლე კუბლაშილი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ნეტგაზეთთან საუბრისას, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ რამდენიმე საკითხზე ღიად აფიქსირებს პოზიციას. დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე კი, ამბობს, რომ წინასწარი განწყობებით „საქმე გაფუჭდება“. რვიანის საარჩევნო კანონპროექტში ხუთი ძირითადი თავია წარმოდგენილი, მათ შორის ერთ–ერთი – პარლამენტში დეპუტატების მაჟორიტარული სისტემით არჩევის წესს შეეხება. ეს ის საკითხია, რომელზეც პოზიცია საქართველოს პრეზიდენტმა ღიად დააფიქსირა. მან თქვა, რომ მისთვის მიუღებელია მაჟორიტარების ისეთი წესით არჩევა, რომელიც გარკვეულ რაიონებს მაჟორიტარების გარეშე დატოვებს. არსებული კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტში თითოეულ მუნიციპალიტეტს (მთლიანობაში 75 მუნიციპალიტეტი) საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს. კუბლაშვილმა ჩვენთან საუბარში პრეზიდენტის მოსაზრება გაიზიარა და თქვა: „ეს არის ჩემი და ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ მხარი დაუჭიროს ისეთ მოდელს , რომლითაც ყაზბეგის რაიონს, ონის რაიონს და სხვა რაიონებს არ ეყოლება მაჟორიტარი. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე პარტია შეძლებს და, შესაბამისად, ღიად დაასაბუთებს ამას. ვფიქრობ, რომ ეს ის საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც მსჯელობა, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე ცოტა უფრო მკვეთრია, ვიდრე – სხვა დანარჩენ საკითხებზე“. რვიანის მიერ შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 75 მაჟორიტარი დეპუტატი რეგიონალურ–პროპორციული სისტემით აირჩევა, რის შედეგადაც ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, დამსხვილდება საარჩევნო ოლქები და პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ცალკეულ მუნიციპალიტეტებს აღარ ეყოლებათ. თუკი საარჩევნო ოლქში 100 ათასამდე ამომრჩეველია, ის ოლქი პარლამენტში 2 მანდატს მიიღებს. თუ ოლქში 100 -200 ათასამდე ამომრჩეველია, ის 3 მანდატს მიიღებს, ხოლო 200 ათასიდან ზემოთ – 4 მანდატს. წარმოდგენილ ცვლილებას პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობა არ ეთახნმება. „დღეს რა თქვა სააკაშილმა ამა თუ იმ თემაზე, ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია, როდესაც დადგება კონკრეტული საკითხი, ვინ რას იტყვის, ვთანხმდებით, თუ არ ვთანხმდებით“,–ამბობს დავით უსუფაშვილი. საარჩევნო სიების თემა ბოლო წლების მანძილზე პოლემიკის ერთ–ერთი ყველაზე მწვავე საგანია. პრობლემის გადაჭრის ერთ–ერთ ყველაზე ეფექტურ გამოსავლად რვიანის წარმომადგენლებს ბიომეტრული პასპორტები მიაჩნიათ. ხელისუფლება არ არის წინააღმდეგი ბიომეტრული პასპორტების, თუმცა ამბობს, რომ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით პრობლემა ისედაც არ არსებობს. „მთავარია, კარგად გავიაზროთ, რას ნიშნავს ბიომეტრული პირადობის მოწმობების და პასპორტების გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის. ამ საკითხებზე, ბუნებრივია, მსჯელობა უნდა გვქონდეს. რამდენად იქნება ეს დაცვის ახალი და უფრო ეფექტური მექანიზმი სიებთან, ან ნებისმიერ სხვა საკითხთან მიმართებაში,–ამბობს კუბლაშვილი – “არ ვფიქრობ, რომ ეს არის რაიმე დამატებითი გამოსავალი, თუმცა არც გამოვრიცხავ, რომ ამ შემოთავაზებაზე ჩვენი პოზიციები მაქსიმალურად დაახლოვდეს და საბოლოო ჯამში, ერთი და იგივე პოზიციები ჩამოვაყალიბოთ“. უსუფაშვილი ამბობს, რომ არ სურს წინასწარი საუბრებით საქმე გააფუჭოს: „ზოგად პრინციპს გეტყვით: როდესაც ვსვამთ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ახალი სისტემის საკითხს, ეს ჩვენი ახირება კი არ არის, ამას ვამბობთ ძალიან მარტივი საკითხის გამო. საქართველო 20 წელია დამოუკიდებელია, მათ შორის 7 წელი ამ ხელისუფლების ხელში ვცხოვრობთ და რა გახდა ამ შვიდი წლის მანძილზე, რომ ჩვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა იყოს ისეთივე დაცული, როგორც – ჩვენი საკრედიტო ბარათი?!“ თანაბარი პირობები საარჩევნო სუბიექტებისთვის და საარჩევნო პროცესში სხვადასხვა ტიპის რესურსების გამოყენების საკითხი ერთდროულად რამდენიმე პარტიას აქვს წარმოდგენილი, მათ შორის ქართულ დასს, ასევე – რვიანს, თუმცა რა პოზიცია აქვსრვიანს , საჯაროდ არ არის ცნობილი. დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტთა და ექსპერტთა ნაწილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი მედიის გარემოს გაუმჯობესებისთვის, 70-80%–ით ფარავს თანაბარი საარჩევნო გარემოს პრობლემას, მიზეზს კი იმ მოტივით ხსნის, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ წინასწარი მომზადების ორთვიანი პროცესი, არამედ ეს არის მუდმივი პროცესი, სადაც მნიშვნელოვანი როლი აქვს მედიის მუშაობას. ამ მიზეზით, უსუფაშილი ფიქრობს, რომ ამ კანონპროექტს, საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესების მიზნით, შეკრებილ პოლიტიკურ სუბიექტებს წარუდგენს. უსუფაშილი ამბობს, რომ ის ნაწილობრივ იცნობს ბაღათურიას და ქართული დასის ინიციატივასთან შეთანხმება შესაძლებელია – ამბობს ის. ბაღათურიას პროექტის მიხედვით, რესურსები, ფინანსური თუ ადამიანური, ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ არათანაბარი პირობები არ შეიქმნას პოლიტიკური პარტიებისთვის. ერთ–ერთი ინიციატივა, რომელიც ბაღათურიას აქვს, ითვალისწინებს ფინანსური ხარჯების ზედა ზღვარის დაწესებას. ხელისუფლებას ამ საკითხზე სხვა მოსაზრება აქვს და არც ქართულ დასს და არც რვიანს არ ეთანხმება. კუბლაშვილი ფიქრობს, რომ თანაბარ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში პრობლემური საკითხი არ არსებობს: „არ ვფიქრობ, რომ აქ რაიმე პრობლემასთან გვაქვს საქმე და პოლიტიკური პარტიები არათანაბარ პირობებში არიან ჩაყენებული. ერთადერთი სხვაობა, რაც აქ შეიძლება არსებობდეს, ეხება კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ სუბიექტებს. აქ განსხვავება, ბუნებრივია, იქნება და ეს ასეა ნებისმიერი საარჩევნო მოდელის პირობებში“. მიუხედავად წინასწარ გამოთქმული განსხვავებული აზრებისა და დამოკიდებულებისა საკითხების მიმართ, არსებობს მოლოდინი, რომელიც ოთხშაბათს, პოლიტიკური პარტიების რიგით მეორე შეხვედრისას, მიღებული გადაწყვეტილებით არის გამყარებული. ყველა საკითხი, არ აქვს მნიშნელობა, თუ რა თემას ეხება და ვის მიერ არის წარმოდგენილი, ოთხშაბათობით ცესკოს შენობაში პოლიტიკური სუბიექტების მიერ იქნება განხილული . ოპოზიცია ამბობს, რომ მისი ბერკეტი ამ პროცესში საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მონაწილეობაა. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც მათთვის პრიორიტეტულია ოპოზიციის პროცესებში ჩართვა და მათთან საუბარი. პროცესებში ჩართვის შედეგი მაშინ გახდება ცნობილი, როცა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის შეკრებილი პარტიები კონკრეტული საკითხების განხილვას დაიწყებენ. ე.წ. რვიანი რესპუბლიკელებს, ახალ მემარჯვენეებს, ქრისტიან–დემოკრატებს ,ეროვნულ ფორუმს, ხალხის პარტიას, კონსერვატიულ პარტიას, საქართველოს გზას, თავისუფალ დემოკრატებს აერთიანებს. მათ ერთად მოამზადეს საარჩევნო კოდექსის ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებას ოქტომბერში გააცნეს. მას შემდეგ ეს რვა პარტია მიმდინარე პროცესებში შეჯერებული შეხედულებებით ერთვება. პროცესში, რომლის მიზანიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა, ჩართულია 17 პოლიტიკური სუბიექტი და 2 საპარლამენტო პარტია. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://cms.442.haymarketnetwork.com/contentimages/blog/JoeCole.jpg ლივერპულის მთავარი ექიმის, პიტერ ბრუკნერის განცხადებით კოული კიდევ მინიმუმ 1 კვირა ვერ ითამაშებს… “ჯო თითქმის გამოჯანმრთელდა და მსუბუქადაც ვარჯიშობს, თუმცა მოედანზე მისი გასვლა ჯერ კიდევ ადრეა” – განაცხადა ბრუკნერმა – “სავარაუდოდ კოული სრული დატვირთვით მომავალი კვირიდან ივარჯიშებს და სამედიცინო შტაბს იმედი გვაქვს რომ კვირას ტოტენჰემთან უკვე სრულ მზადყოფნაში იქნება…” ჯერჯერობით ლივერპულს ვესთ ჰემთან აგერი, კოული, ჯერარდი, ლუკასი და სპირინგი არ ეყოლება. ვინ იცის ვინ შეემატება ამ სიას ხვალ საღამომდე?! View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53981.jpgრადიოაქტიური ნივთიერების კონტეინერს მიაგენეს თბილისის ცენტრში. ლერმონტოვის #15-ში სამართალდამცველებმა ცეზიუმ 137 ამოიღეს. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53979.jpgუკვე ლისაბონში იმყოფება ქართული დელეგაცია. მიხეილ სააკაშვილმა პირველ შეხვედრა სამიტის დაწყებამდე კანადის პრემიერ-მინისტრთან გამართა. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53980.jpg"ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს ევროპული დემოკრატიებისთვის," - ნათქვამია ბარაკ ობამას წერილში, რომელიც, ლისაბონის სამიტთან დაკავშირებით, "ნიუ-იორკ ტაიმსში" გამოქვეყნდა. View the full article
-
დღეს «РИА Новости» -მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვში შედგა ძალოვანი უწყებების გაფართოებული სხდომა, რომელზეც განიხილებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვითარება და კომპლექსური ღონისძიებები რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად. თათბირის მუშაობაში მონაწილეობდა სახელმწიფოს მეთაური დიმიტრი მედვედევი, რომელმაც განაცხადა, რომ სტატისტიკა, მათ შორის ის, რომელიც მოჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ნდობას არ იმსახურებს.,,არ გააჩნია ნდობა ამ სტატისტიკას, ეს სუფთა წყლისრო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://images.icnetwork.co.uk/upl/liverpoolecho/nov2010/9/8/liverpool-lose-at-stoke-654277297.jpg პრემიერლიგის 14-ე ტურის მატჩი ენფილდზე, თბილისის დროით 21:30-ზე დაიწყება… 6 მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ ლივერპული წინა ტურში სტოუკ სიტისთან დამარცხებამ კვლავ უკან დახია. წითლებსსულ რაღაც 3 ქულა აშორებთ გასავარდნ ზონას და პარალელურად გულშემატკივართა დიდი არმია ჰოჯსონის წასვლას და კენი დაგლიშის დაბრუნებას ითხოვს… როი ჰოჯსონის უიღბლობას კაპიტნის ტრამვაც დაერთო. საფრანგეთთან ამხანაგურ შეხვედრაში დაშავებული სტივენ ჯერარდი ვესთ ჰემთან მატჩს გამოტოვებს, ისევე როგორც ლუკას ლეივა – წითელი ბარათის გამო. მეორეს მხრივ კი გუნდს გლენ ჯონსონი, ჯო კოული და ფაბიო აურელიო დაუბრუნდნენ. მერსესაიდელთა მხრიდან ტრამვირებულები ჯეი სპირინგი და დანიელ აგერი არიან. “ჩაქუჩები”-ს ლაზარეთში კი ბენ ჰაიმი, კოლისონი, ჰაინესი და კურუცი არიან. ვესთ ჰემი პრემიერლიგის ბოლო ადგილზეა და 5 ქულა აშორებს სამშვიდობო ზონას. ამავდროულად სტატისტიკაც მათ წინააღმდეგაა, ლონდონელებს 47 წელია არ მოუგიათ ენფილდზე… პრემიერლიგის 14-ე ტურის სხვა მატჩები: არსენალი – ტოტენჰემი, 16:45 ბირმინგემი – ჩელსი, 19:00 ბლექპული – ვულვზი, 19:00 ბოლტონი – ნიუკასლი, 19:00 უნაიტედი – უიგანი, 19:00 ვესთ ბრომი – სტოკი, 19:00 ბლექბერნი – ასტონ ვილა, 17:30 (კვირა) ფულჰემი – სიტი, 20:00 (კვირა) სანდერლენდი – ევერტონი, 23:00 (ორშაბათი) <p style="text-align: center;">პრემიერლიგის ცხრილი: http://i051.radikal.ru/1011/30/3b82551a84c0.png გთავაზობთ ლივერპული – ვესთ ჰემის წინა დაპირისპირების ფოტოებს. გასულ სეზონში ენფილდზე წითლებმა 3-0 მოიგეს. http://photos-e.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1196.snc4/154841_103385279734210_100001882144565_23011_6021525_s.jpghttp://photos-a.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs599.ash2/155108_103385326400872_100001882144565_23013_1748340_s.jpghttp://photos-d.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1133.snc4/149561_103385353067536_100001882144565_23014_6147560_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-f.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs598.ash2/155070_103385369734201_100001882144565_23015_6799639_s.jpghttp://photos-h.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs490.ash2/76330_103385383067533_100001882144565_23016_8211399_s.jpghttp://photos-a.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1166.snc4/150870_103385416400863_100001882144565_23018_2179242_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-g.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1198.snc4/155007_103385436400861_100001882144565_23019_4772206_s.jpghttp://photos-b.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs593.ash2/154511_103385463067525_100001882144565_23020_8329187_s.jpghttp://photos-h.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1183.snc4/150559_103385483067523_100001882144565_23021_1194881_s.jpg<br style="clear: both" /> Generated by Facebook Photo Fetcher View the full article
-
სოლოლაკში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ–137 აღმოაჩინეს.ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან, რომლებმაც რადიოაქტიური ნივთიერება უკე ამოიღეს.ამ დროისათვის მიმდინარეობს გამოძიება. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://propagandaphoto.files.wordpress.com/2009/03/090310-194-liverpool_real_madrid.jpg?w=450&h=297 ოფიციალური საიტის ცნობით ჯეი სპირინგმა ტრავმა მიიღო და 6 კვირას გამოტოვებს. სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს “ლივერპულის” ოფიციალური ვებ გვერდი. დღევანდელი ვარჯიშის ბოლოს ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა მიიღო. 21 წლის სპირინგი იმედოვნებდა, რომ ტრავმირებული სტივენ ჯერარდის და დისკვალიფიცირებული ლუკას ლეივასადგილს დაიკავებდა ხვალ გასამართ შეხვედრაში “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ, მაგრამ… “უკვე ვარჯიშს ვასრულებდით, როდესაც ჯეიმ ტრავმა მიიღო” – განაცხადა წინა სამატჩო პრეს-კონფერენციაზე როი ჰოჯსონმა – “უკვე სამი ცენტრალური მცველი გვყავს თამაშგარეთ ვესთ ჰემთან…” “ვარჯიშის დასასრულს 5-5ზე თამაშობდნენ ფეხბურთელები, როცა ჯეიმ არც ისე რთულ სიტუაციაში დაიშავა მუხლი და ექიმების ცნობით 6 კვირა ვერ შეძლებს თამაშს. სამწუხაროა მისი არყოფნა, რადგან ბოლო პერიოდში კარგ შტაბეჭდილებას ტოვებდა და ვესთ ჰემთანაც სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში დავაყენებდი…” – განახცადა როიმ View the full article