Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ilia2.jpgსამების საკათედრო ტაძარში წმინდა გიორგის ხსენების დღესთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია ჩატარდა. ლიტურგიის დამტავრების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა,ილია II მრევლისთვის იქადაგა და დღევანდელი დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. უწმინდესმა უფალს სრულიად საქართველოს გაძლიერება და გამთლიანება შესთხოვა. დღეს მართლმადიდებელი სამყარო წმინდა გიორგის მოწამებრივად აღსრულების დღეს აღნიშნავს.იგი საქართველოს მფარველა წმინდანად ითვლება. გიორგობა საქართველოში წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 6 მაისსა და 23 ნოემბერს. კათოლიკოს-პატრიარქი დღესვე, დიღომში ახლად აშენებულ, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს აკურთხებს. იხილეთ epn.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_0847-150x150.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე, პოლიციის სპეცრაზმთან შეტაკების შედეგად დაზარალებული “ხალხის პარტიის” აქტივისტი კახა ბეროშვილი საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” “ხალხის პარტიის” პოლიტიკურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ განუცხადა. დაზარალებული თავდაპირველად თბილისის 5 საავადმყოფოში იქნა მიყვანილი, თუმცა მოგვიანებით ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. “კახას კისრის მალების დაზიანება ჰქონდა, მას რამდენჯერმე მოხვდა კისერში ხელკეტი. რამდენიმე წუთის წინ გაწერეს საავადმყოფოდან თუმცა ტვინის შერყევის გამო მას წოლითი რეჟიმი დაენიშნა”_ განაცხადა ალექსანდრე შალამბერიძემ. ოპოზიციის აქცია 17:00 საათზე, სააკაძის მოედანზე გაგრძელდება. იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/demokratiuli-mozraoba-150x150.jpgსააკაშვილისა და მერაბიშვილის პირადმა პოლიციამ საკუთარ მშვიდობიან მოქალაქეებს „სისხლიანი გიორგობა“ მოუწყო, ტყვიები ესროლა და თვალები დათხარა მათ, ვინც ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობას აპროტესტებდა. ასე შეაფასა დღევანდელი მოვლენები “დემოკრატიული მოძრაობის” მთავარმა საბჭომ. “დღეს ხელისუფლებამ იზეიმა საკუთარი ხალხის დამცირების, მათზე უკანონო და უმოწყალო ძალისმიერი მეთოდების გამოყენების ერთი წლისთავი და ამით კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას. აღლუმის არსი სწორედ იმაშია, აჩვენოს საზოგადოებას, რომ პოლიცია და არმია ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული. დღეს კი, ხელისუფლებამ პირობითი ბარიკადის სხვადასხვა მხარეს დააყენა საკუთარი ხალხი და აღლუმი მხოლოდ თავისთვის მოიწყო, პოლიცია მხოლოდ სააკაშვილისა და მერაბიშვილის წინაშე ანგარიშვალდებულად აქცია”, – აღნიშნულია “დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭოს განცხადებაში. დემოკრატიული მოძრაობის მთავარი საბჭო მიიჩნევს, რომ დღევანდელი აღლუმით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის პოლიცია, ისევე როგორც ჯარი არა სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანეს ატრიბუტს, არამედ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტს წარმოადგენს. “ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, უნდა დაინახოს და სათანადოდ შეაფასოს, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება საქართველოსთვის დასავლეთის მხრიდან გამოყოფილ დახმარებას არა დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და ფასეულობების დასამკვიდრებლად, არამედ საკუთარი ავტორიტარული რეჟიმის გასაძლიერებლად იყენებს”, – წერია განცხადებაში. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ugulava-gigi1-150x150.jpgთბილისის მერობის კანდიდატმა სახელისუფლებო პარტიიდან გიგი უგულავამ დღევანდელი დაპირისპირება ოპოზიციის მხარდამჭერებსა და სპეცნაზს შორის უარყოფითად შეაფასა როგორც უგულავამ განაცხადა, ის თავად მოერიდა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მისვლას, რათა არ მომხდარიყო ღონისძიების პოლიტიზება. `უპასუხისმგებლო საქციელია, როდესაც აცხადებ, რომ ჩემი მიზანია ნერვების მოშლა, ხელის შეშლა, ჩაშლა და ქვებით მიდიხარ აქციაზე წინასწარ მომზადებული. ნებისმიერ ქვეყანაში სადაც პატივს სცემენ კანონის უზენაესობას, ექსტრემიზმი არის დასჯადი და უპასუხისმგებლო მოქმედება, საბედნიეროდ უკვე სულ უფრო და უფრო მცირე ნაწილი პოლიტიკოსებისა ირჩევს ექსტრემიზმის გზას”, – აღნიშნა უგულავამ. იხილეთ epn.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/GWP-150x122.jpgთბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ წყალმომარაგება შეეზღუდება. როგორც “ექსპრესნიუსს” კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან” აცნობეს, შეზღუდვის მიზეზი დიღმის ველზე და ვაშლიჯვრის დასახლებაში 1400 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის დაზიანებაა. დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით 7 აპრილის 11:00 საათიდან 8 აპრილის 04:00 საათამდე ზემო ვაკის დასახლებას, გოგებაშვილის ქუჩას თავისი შესახვევებით წყლის მიწოდება შეუწყდება. დიდი დიღმის დასახლება, სოლოლაკი, მთაწმინდა და ვაკის ბოლო ნაწილი, გამსახურდიას, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირები, ბახტრიონის, მგალობლიშვილის, იოსებიძის, შარტავას და მიმდებარე ქუჩები წყალს დაბალი წნევით მიიღებენ. წყლის მიწოდების ხანგრძლივობა შეუმცირდება ვაჟა-ფშაველას კვარტლებს და ნუცუბიძის ფერდობს. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მოსალოდნელი დისკომფორტისთვის მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/metalurgia-150x150.jpgრუსთავში “ქართული ფოლადის” მეტალურგიული ქარხნის თბოელექტროცენტრალის საამქროში უბედური შემთხვევა მოხდა. საამქროში ლითონის კონსტრუქცია ჩამოინგრა. დაშავდა ერთი მამაკაცი, რომელიც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით, ლითონის კონსტრუქციებს შორის დარჩენილია ქარხნის ერთ-ერთი მუშა. ქარხნის ტერიტორიაზე შესასვლელი ამ დროისთვის დაკეტილია. ადგილზე საპატრულო და სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. მაშველები ლითონის კონსტრუქციებში მოყოლილი მუშის ამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/cixe-150x150.gifსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილის პაატა სულაბერიძის თავდებით, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებთ, 2 მსჯავრდებული შვებულებით ისარგებლებს. ”მოკლევადიანი შვებულებების მეშვეობით, სამინისტრო ხელს უწყობს ოჯახის წევრებთან მსჯავრდებულების ურთიერთობას ”,-განაცხადა პაატა სულაბერიძემ. სხვადასხვა დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულები შვებულებით სისტემატურად სარგებლობენ. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის თავდებით, სააღდგომოდ 4 მსჯავრდებული სახლში იმყოფებოდა. მოკლევადიანი შვებულება მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას ემსახურება. იხილეთ epn.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-420x01-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმელებთან შეხვედრისას, განათლების რეფორმაზეც ისაუბრა. სააკაშვილის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება კომპიუტერიზაციის პროგრამა და ყველა პირველკასელი კომპიუტერს მიიღებს და პირველივე კლასიდან ინგლისური ენის სწავლება სკოლებში დაიწყება. პრეზიდენტის თქმით, სექტემბერში ბათუმში 570 ამერილკელი მასწავლებლის ჩამოყვანა იგეგმება, რომლებსაც წლის ბოლომდე კიდევ 500 ამერიკელი მასწავლებელი დაემატა. ბათუმელების ინიციატვით ისინი ქართულ ოჯახებში უფასოდ იცხოვრებენ წახალისდებიან დამამთავრებელი კლასის წარჩინებული მოსწავლეებიც. IX- X XI-XIIO კლასის ათოსანი მოსწავლეები უფასო კომპიუტერს მიიღებენ. პროგრამა ამა წლის მაისიდან ამოქმედდება. “რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, გაიზრდება უნივერსიტეტში სწავლების ხარისხი და იგეგმება ახალი უნივერსიტეტების ჩამოყალიბებაც. “-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილი ბათუმს დღეს ეწვია და გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რევოლუციის 6 წლისთავი მიულოცა. 2004 წლის, 6 მაისს აჭარის რევოლუცის შემდეგ ავტნომიური რესპუბლიკის მმართველს, ასლან აბაშიძეს პოსტის დატოვება მოუწია. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Cortyard_Marriott-150x150.jpgსასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და HSBC ბანკმა ქართული ორგანიზაციებისთვის საერთაშორისო ვაჭრობის აკადემიის პირველი სემინარი ჩაატარეს. სემინარზე მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი და HSBC ბანკის საქართველოს გენერალური დირექტორი გაი ლუისი გამოვიდნენ. სემინარს ესწრებოდა 60-ზე მეტი გენერალური და ფინანსური მენეჯერი იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც ჩართულნი არიან საერთაშორისო ვაჭრობაში. საერთაშორისო ვაჭრობის აკადემია გახსნა HSBC ბანკის ევროპის რეგიონის საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების ხელმძღვანელმა სტიუარტ ნივისონმა პრეზენტაციით “საერთაშორისო ვაჭრობა გლობალური ხედვით”. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრ ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, დღევანდელი სემინარი საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსებას ეძღვნება და მეტად მნიშვნელოვანია ქართული კომპანიებისთვის. “HSBC ბანკი მსგავს სემინარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ატარებს. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს ექსპორტის განვითარებას. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული პროდუქციის ექსპორტზე გატანას, ამიტომ ქართულ კომპანიებს სახელმწიფომ და კერძო სექტორმა მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი. მსგავსი შეხვედრებით ქართული კომპანიის წარმომადგენლები დიდ გამოცდილებას და ცოდნას მიიღებენ და მეტი დაფინანსების შესაძლებლობა მიეცემათ. ჩვენ მეწარმეებს რამდენიმე საინტერესო ინსტრუმენტი შევთავაზეთ, რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე წარმოჩენას და პოპულარიზაციას. კერძოდ, უმოკლეს პერიოდში შევქმნით სავაჭრო პორტალს, სადაც ნებისმიერ კომპანიას ექნება დარეგისტრირების საშუალება, რითაც ისინი შეძლებენ უცხოელ კოლეგებთან პირდაპირი კონტაქტის დამყარებას, რაც ავტომატურად გაზრდის იმ ალბათობას, რომ უფრო მეტი კომპანია წარმოჩინდეს უცხოურ ბაზრებზე” -განაცხადა პოლოლიკაშვილმა. მისსივე თქმით, საერთაშორისო ვაჭრობის აკადემიის პროექტი ეკუთვნის HSBC ბანკს. ეს პროექტი უკვე წარმატებულად ხორციელდება რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში და საფრანგეთში. თითოეულ ქვეყანაში აკადემია მორგებულია კონკრეტული ბაზრის საჭიროებებზე. საქართველოში ის ფოკუსირებულია საერთაშორისო ვაჭრობის პროდუქტებზე, სავალუტო ბაზრებზე და მათთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე. HშBჩ ბანკის ევროპის რეგიონის საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების ხელმძღვანელის სტიუარტ ნივისონის თქმით: “HSBC-ში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა თვალი ვადევნოთ მიმდინარე, მნიშვნელოვან ცვლილებებს საერთაშორისო ვაჭრობის სტრუქტურაში. საერთაშორისო ვაჭრობის აკადემიის საშუალებით ჩვენ გვსურს გავაცნოთ ეს ცვლილებები ქართულ კომპანიებს, და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან ერთად შევთავაზოთ მათ პრაქტიკული რჩევები საერთაშორისო ვაჭრობის პროცესისა და მასთან დაკავშირებული რისკების შემცირებასთან დაკავშირებით.” HSBC ბანკი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა, გაი ლუისმა განაცხადა: HSBC-ს აქვს საერთაშორისო ვაჭრობის 140 წლიანი გამოცდილება. “ბანკს აქვს 8000-ზე მეტი ოფისი 88 ქვეყანაში. ჩვენ წარმოდგენილი ვართ თითქმის ყველა იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს აქვს სავაჭრო ურთიერთობები. ეს საშუალებას გვაძლევს, გავუზიაროთ ქართულ ბიზნესებს ჩვენი გამოცდილება და გავაცნოთ მათ საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობები. სწორედ ეს არის საერთაშორისო ვაჭრობის აკადემიის მთავარი მიზანი”, – განაცხადა ლუისმა. HSBC ბანკი და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო პერიოდულად ჩაატარებენ საერთაშორისო ვაჭრობის აკადემიის სემინარებს. იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/planecrash10-150x150.jpgსმოლენსკში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს პოლონეთის პრეზიდენტის ავიალაინერის კაბინაში უცხო ადამიანი იმყოფებოდა. ანონიმის ხმა შავმა ყუთებმა დააფიქსირა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის ერთ-ერთი ტელეარხი ავრცელებს. შესაბამისი წესების თანახმად, პრეზიდენტის თვითმფრინავის კაბინაში მხოლოდ 2 პილოტი, მექანიკოსი და შტურმანი უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა ფრენის დროს, ეკიპაჟის 4 წევრის გარდა, ავიალაინერის კაბინაში გარკვეული დროის განმავლობაში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა. “არ არის გამორიცხული, რომ ეს ადამიანი ან ბორტგამცილებელი ან ეკიპაჟის სხვა რომელიმე წევრი ყოფილიყო”, – იუწყება პოლონური “ტე-ვე-ენ 24″. პოლონეთის გენერალურ პროკურატურას, რომელსაც ავიაკატასტროფის გამოძიება მიჰყავს, ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია. პოლონეთის პრეზიდენტის ავიალაინერმა კატასტროფა რუსეთის ტერიტორიაზე, სმოლენსკთან 10 აპრილს განიცადა. უბედური შემთხვევის შედეგად პოლონეთის პირველი პირი და მისი მეუღლე, ასევე პოლიტიკური და სამხედრო ელიტის მაღალჩინოსნები, სულ 97 ადამიანი დაიღუპა. გამოძიებას ერთდროულად რუსული და პოლონური მხარეები აწარმოებენ. რუსულ საგამოძიებო კომისიას პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის დავალებით პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ხელმძრვანელობს. ოფიციალური ვერსიების გარდა, ტრაგედიიდან დღემდე პერიოდულად ვრცელდება ავიაკატასტოფის შესახებ სხვადასხვა ვარაუდები. დღემდე არსებობს ეჭვები იმის შესახებ, რომ ტრაგედია სპეცსამსახურებმა ხელოვნურად გამოიწვიეს და პოლონეთის პოლიტიკური ელიტის სიკვდილში რუსეთია ჩარეული. ლეხ კაჩინსკი 1949 წლის 18 ივნისს პოლენეთის დედაქალაქ ვარშავაში რაიმუნდ და იადვიგა კაჩინსკების ოჯახში დაიბადა. ჰყავს ტყუპისცალი იაროსლავი. კაჩინსკი ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. 1972 წელს მან მაგისტრის ხარისხი მიიღო, 1979 წელს დანსკის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი დაიცვა ხოლო 1990 წელს ამავე უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. პოლიტიკური კარიერა მუშათა დაცვის კომიტეტში 1977 წელს დაიწყო. ქვეყანაში საგანგებო სიტუაცის გამოცხადების შემდეგ კი, 11 თვე ციხეში გაატარა. კაჩინსკი სეიმის და სენატის წევრიც იყო. იგი უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კონტროლის პალატის ჩაუდგა სათავეში. მუშაობდა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზეც. 2001 წელს თავის ძმა იაროსლავთან ერთად პარტია “სამართალი და სამართლიანობა” შექმნა. 2002 წელს კაჩინსკი ვარშავის მერად იქნა არჩეული, 2005 წლის ოქტომბერში კი პოლონეთის პრეზიდენტი გახდა. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini392-150x150.jpgგანათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 203-ე საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ მასწავლებელს გიორგი ზუბიაშვილს სახლში ეწვია, გიორგობა მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ასევე მინისტრმა გიორგობა ყველა პედაგოგს, განსაკუთრებით კი ამ სახელის მატარებელ მამაკაც პედაგოგებს მიულოცა და წარმატებები უსურვა. შაშკინის განცხადებით, გიორგი ზუბიაშვილის აღსაზრდელები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები არიან, სკოლა, სადაც ღვაწლმოსილი პედაგოგი 30 წელია მუშაობს ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. “გიორგი ზუბიაშვილი მათ ხელოვნებისა და სპორტის გაკვეთილებს უტარებს, ხელმძღვანელობს ქორეოგრაფიულ წრეს. მისი აღსაზრდელები არაერთი ფესტივალის გამარჯვებულები არიან. ბატონი გიორგი ღირსების მედლის კავალერი და ბევრი სიგელისა და ჯილდოს მფლობელია” – განაცხადა შაშკინმა. მისსივე თქმით, გამოცდილი პედაგოგი მისეულ, განსაკუთრებულ უნარ – ჩვევებსა და მეთოდებს ფლობს, რაც აუცილებელია ასეთი სჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისას. მიუხედავად სოლიდური ასაკისა იგი ენერგიულად აგრძელებს მოღვაწეობას, სისტემატიურად ადევნებს თვალყურს პროცესებს და განსაკუთრებით ახარებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმა. სიახლეების მიმდევარი პედაგოგი თავადაც მუდმივ ძიებაშია და ცდილობს სიახლეებით გაამდიდროს სწავლების მისეული მეთოდი. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მადლობა გადაუხადა ღვაწლმოსილ მასწავლებელს ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, დიდხანს სიცოცხლე უსურვა და აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია მუდამ გვახსოვდეს და პატივს ვცემდეთ ღირსეულ პედაგოგებს. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/03-150x150.jpgსაპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ოპოზიცია საარჩევნო კამპანიის წარმართვის ნაცვლად სიტუაციის გამწვავებით არის დაკავებული, რომ საზოგადოებას შორის ძალადობა მოხდეს. როგორც ,,ექსპრესნიუსს’ კანდელაკმა განუცხადა, ხელისუფლების სურვილია, რომ მომავალი სახელმწიფო ოპოზიციასთან ერთად აშენდეს, თუმცა თავად ოპოზიციის ნაწილი საქართველოში მდგომარეობის გამწვავებსთვის იბრძვის. კანდელაკი ,,მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის’’ ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის რუსეთში ხვალ, დაგეგმილ ვიზიტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იგი პოლიტიკაში ძალადობრივი პროცესების გადატანას ცდილობს. ,,ნოღაიდელი არის მოღალატე არა ხელისუფლების, არამედ სახელმწიფოსი. იმ შემთხვევაში კი თუ იგი კანონს დაარღვევს, მას დაპატიმრება არ აცდება’’, – განაცხადა კანდელაკმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ პოლიციის დღესთან დაკავშირებით აღლუმი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა ჩაიბარა. Gგიორგობის დღეს 6 მაისს პოლიციის დღის დაწესებას არასაპარალმენტო ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის ლიდერები აქტივისტებთან ერთად უწყებასთან მისვლას ცდილობდნენ, როცა სპეცდანიშნულების რაზმსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციის აქტივისტებმა სპეცრაზმელებს ქვები დაუშინეს. იხილეთ epn.ge
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-misha125-150x150.jpg2012 წლისთვის ბათუმში დასაქმების პრობლემები მოგვარდება და მარტო სასტუმროებში 40 000 ადამიანი დასაქმდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში მოსახელობასთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, დასაქმების პრობლემების მოგვარება ბათუმში ინვესტიციების ჩადებასთან არის დაკავშირებული. “რაც მეტი ინვესტიცია ჩაიდება ბათუმში და რაც მეტი სასტუმრო აშენდება მით მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდება. მინდა გითხრათ, რომ დღეს ბათუმში მეტი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება, ვიდრე მოსკოვში. უმუშევრობიდან გამოსავალი არის ძალიან კონკრეტული: მეტი განვითარება, მეტი ინვესტიციები, მეტი სტაბილურობა, მეტი ჩადებული ფული. დღეს რამდენიმე ათასი ადამიანია დასაქმებული ბათუმში მშენებლობებზე თუმვცა ჯერ კიდევ ზალიან მარალია უმუშევრობის მაჩვენებელი. ჩვენი ვარაუდით, იმ სასტუმროებში, რომლებიც აქ იხსნება დასაქმდება 10000 კაცი თითოეული დასაქმებული კი თავის მხრივ დაასაქმებს 3 ადამიანს , საბოლოო ჯამში 2012 წლისთვის აქ დასაქმებული იქნება 40 000 ადამიანი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილი. პრეზიდენტმა ტურიზმის განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს აჭარაში 900 000-მდე ტურისტს ელიან. “შარშან ჩვენ გვყავდა თითქმის 600 000 ტურისტი, წელს ჩვენ ველით 800-900 ათასს და გადავაჭარბებთ საბჭოთა მონაცემებს. საბჭოთა მონაცემი იყო 800 ათასი”, – აღნიშნა სააკაშვილმა. მისივე თქმით, დასაქმების პრობლემის მოგვარებას განაპირობებს ის პროექტები რომლებიც უახლოეს მომავალში განხორციელდება აჭარაში. “ჩვენ გვახსენით და შევქმენით სერიოზული ეკონომიკური სიმძლავრეები ხელვაჩაურში, სამკერვალო ფაბრიკები ქობულეთში, ბობოყვათში, მაგრამ ეს არის ჯერ კიდევ დასაწყისი. აჭარას ძალიან დიდი ინტუდსტიული პოტენციალი აქვს, პირველ რიგში ეს არის ძალიან განათლებული და ძალიან კარგი ხალხი”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. მან ასევე ყურადრება გაამახვილა ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე როგორებიცაა: Bბათუმის პორტის, ბათუმი-თბილისის რკინიგზის, ბათუმი- თბილისის ავტობანისა და სარფის საბაჟოს მშენებლობა. იხილეთ epn.ge
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili_narrowweb__300x4170-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდეენტი, მიხეილ სააკაშილი, ამ წუთებში ბათუმის მოსახლეობას ხვდება. პრეზიდენმა ბათუმელებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული და აჭარის განთავისუფლების დღე მიულოცა და ასლან აბაშიძის რეჟიმი გაიხსენა: “მოსკოვის მიერ ხელდასმულმა აბაშიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებიდან გამოიყვანა. დაირქვა მეთაური, რაც კონსტიტუციით არ იყო გათვალისწინებული. ინაუგურაციის შემდეგ ვიზიტისას კი, მოსახლეობას ჩემთან შეხვედრის უფლება საშუალება არ მისცა “ პრეზიდენტმა სააკაშვილიმა, ამ თარიღის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა რომ, მას არასოდეს დაავიწყდება ეს დღე, როცა დასრულდა აბაშიძის რეჟიმი აჭარაში. 6 მაისს საქართველოს და მართლმადიდებლური სამყარო გიორგობასAაღნიშნავს. 2004 წლის, 6 მაისს მოხდა რევოლუციაც აჭარაში, რომლის შედეგად აჭარის ავტპნომიური რესპუბლიკის მმართველ. ასლან აბაშიძეს პოსტის დატოვება მოუწია. დღიდან კი 6 მაისს, საქართველოში , საქართველოს პოლიციის Dდღეც აღინიშნება. იხილეთ epn.ge
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/suvbari2-150x150.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციას მოგვიანებით ალიანსის წევრი, სოზარ სუბარიც შეუერთდა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის იქ არა როგორც ალიანსის წარმომადგენელი, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე გამოცხადდა. “თქვენ კარგად იცით ალიანსის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში, თუმცა მე აქ მოვედი როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და არა როგორც ალიანსის წარმომადგენელი. დღევანდელი დღის პოლიციის დრედ გამოცხადება ხალხის აბუჩად აგდებაა. ეს არის დღე როდესაც ერთი წლის წინ პოლიციამ აკრძალული იარაღი გამოიყენა, რის შედეგად ორმა ადამიანმა მხედველობა დაკარგა, ოპოზიციის ლიდერებს კი პირდაპირ თავში სროდნენ”_ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სოზარ სუბარმა. სოზარ სუბარის შეფასებით, ხელისუფლების მიერ ასეთი დღის პოლიციის დღედ გამოცხადება ცინიზმი და საკუთარი ხალხის აბუჩად აგდებაა. იხილეთ epn.ge
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shetakeba-150x150.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროს შესასვლელთან მანიფესტანტებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკება მოხდა. სპეცნაზმელების გაღიაზიანება მანიფესტების მიახლოებამ გამოიწვია, რის შედეგადაც ისინი აქციის მონაწილეებისკენ დაიძრნენ. ამ წუთებში სპეცრაზმელები ნიფესტანტებს მისდევენ და ხელკეტებით არბევენ. როგორც ჩვენი კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შეტაკების შედეგად რამდენიმე აქციის მონაწილე დაშავდა. ამ წუთებში სპეცნაზმელები მანიფესტანტებს არბევენ. იხილეთ epn.ge
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Beatles_Love_Roberto_Cavalli_2-150x150.jpgცნობილი იტალიელი დიზაინერი რობერტო კავალი თბილისშია. დიზაინერი თბილისში მოდის კვირეულზე დასასწრებად ჩამოვიდა, და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდა. როგორც კავალიმ განაცხადა, პრეზიდენტს დახვეწილი გემოვნება აქვს და გემოვნებით იცვამს. რობერტო კავალი პირველად 1960-იან წლებში გამოჩნდა ხელოვნების სამყაროში და თავისი არაორდინალური ტემპარმენტითა და უდიდესი ტალანტის წყალობით მოდის სამყარო მაშინვე დაიპყრო. კავალიმ მოდაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. მან შექმნა მეტალის სამაგრებით დამშვენებული ჯინსი, თეძოზე მორგებული ფართო ქამრები, თეთრეული ლეოპარდის ტყავის იმიტაციით. კავალისთან იმოსებიან ცნობილი ვარსლკვლავები: ბრიტნი სპირსი, კრისტინა აგილერა, მადონა, დევიდ ბექჰემი, ბონო, ლენი კრავიცი და სხვა. იხილეთ epn.ge
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/aqcia11-150x150.jpgამ წუთებში საპროტესტო აქციის მონაწილეები შსს-თან მივიდნენ, სადაც მათ ყველა მისასვლელი გზა ჩაკეტილი დახვდათ. შსს-ს იცავენ პოლიციელები და შინაგანი ჯარები, რომლებიც ხელკეტებით არიან შეიარაღებულნი და არ აძლევენ ოპოზიციის წარმომადგენლებს შენობასთან მისვლის საშუალებას და პოლიციელებისთვის დღევანდელი დღის პირადად მილოცვას. მისასვლელი გზები ყვითელი ავტობუსებითაა ჩახერგილი. მანიფესტანტები ამ დროისთვის შენობასთან მისვლას სხვა გზით ცდილობენ. იხილეთ epn.ge
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/aqcia31-150x150.jpgამ წუთებში ვარკეთილის მეტროსტან შეკერებილი ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები შსს-კენ დაიძრნენ. საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ ოპზიციის ლიდერები ზვიად ძიძიგური, კახა კუკავა, ეკა ბესელია, ლევან გაჩეჩილაძე, ნინო ბურჯანაძე და მოძრაობა “7 ნოემბერი”. მათი თქმით საპროტესტო აქცია იქნება მშვიდობიანი და არანაირ ინციდენტს ადგილი არ ექნება. ცოტა ხანში მათ “სამართლიანი საქართველოს” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი და მისი თანაპარტიელები შეუერთდებიან. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/night_moscow-150x150.jpgგანსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების მითვისებისთვის ძებნაში გამოცხადებულია საქართველოს მოქალაქე ბიზნესმენი აბესალომ გულორდავა. სახსრები მოსკოვის მერიამ შენობების კაპიტალური რემონტისთვის, კეთილმოწყობისთვის და გამწვანებისთვის გამოჰყო. მოსკოვის მილიციის პრესსამსახურის განცხადებით, საუბარი რამდენიმე მილიონ რუბლზე მიმდინარეობს. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის ორგანიზატორი ქართველი ბიზნესმენი გახდა. იხილეთ epn.ge
  21. „2008 წლის აგვისტოს ტრაგედია ასე მასშტაბურად არსად ყოფილა შეჯამებული. ერთ წიგნში თავმოყრილია კონფლიქტის კვლევა და შედეგები: აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა... ფოტო და ვიდეომასალა...“, - წერს „ახალი 7 დღე“. View the full article
  22. http://www.epn.ge/wp-content/uploads/iaadua-150x150.jpgნიგერიის პრეზიდენტი უმარუ იარადუა გარდაიცვალა. ამის შესახებ AFP იუწყება. გასული წლის ნოემბრიდან 58 წლის პრეზიდენტი საუდის არაბეთში მკურნალობას გადიოდა. მას გულთან პრობლემები ჰქონდა. თებერვალში ის სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა პრობლემები ჯანმრთელობასთან მას ქვეყნის მართვაში უშლიდა ხელს. თებერვალში ნიგერიის სენატმა ვიცე-პრეზიდენტ გუდლაქ ჯონათანს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დააკისრა. იხილეთ epn.ge
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkin621-150x150.jpgგანათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს თბილისის #203-ე საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ მასწავლებელს გიორგი ზუბიაშვილს სახლში ეწვევა. მინისტრი ღვაწლმოსილ პედაგოგს გიორგობას მიულოცავს და საჩუქრებს გადასცემს. გიორგი ზუბიაშვილის აღსაზრდელები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები არიან. სკოლა, სადაც ღვაწლმოსილი პედაგოგი 30 წელია მუშაობს, ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. იხილეთ epn.ge
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/tour_tbilisi-150x150.jpgგიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ძველ თბილისში კულტურული ღონისძიებები გაიმართება. კულტურული ღონისძიებები `მშვიდობის ხიდთან’, მეიდანზე და კალაუბანში 17:00 საათიდან დაიწყება. პირწელ სცენაზე `ბასტი ბუბუ’-ს კონცერტი გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ მაყურებელი მოძრაობის თეატრის სპექტაკლს – `შერეკილები 2”’ იხილავს. შემდეგ სცენა ელექტრონული მუსიკის კომცერტსდაეთმობა, რომელშიც Dჟ ჟორჯიკ, თჰე Fორესტ და გიო ბაქანიძე მიიღებენ მონაწილეობას. მეორე სცენაზე, ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრის კონცერტს ნიკა მემანიშვილი უდირიჟორეობს, რომლის დასრულების შემდეგ ქართული ნაციონალური ბალეტი `სუხიშვილები’ ახალ `ასა’ პროექტს წარმოადგენს. 18:00 საათზე, `მშვიდობის ხიდთან”, სანაპიროზე, შაპიტო ცირკი მოეწყობა. კალაუბანში, მეიდნიდან ამავალი ქუჩის ბოლოს ანსამბლი `ქსოვრელები’ კონცერტს გამართავს. იქვე მოეწყობა მხატვრების გამოფენა და მიმოდრამის თეატრის მსახიობების მინი წარმოდგენები. მეიდნის ქვეშ მიწისქვეშა გასასვლელში კი ფოტოგამოფენა – ‘თბილისის ხედები’ იქნება წარმოდგენილი. იხილეთ epn.ge
  25. http://www.epn.ge/wp-content/uploads/69465470-150x150.jpgქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს საქართველოში წმინდა გიორგის ხსენების დღეს, გიორგობას აღნიშნავს. საქართველოს მართლმადიდებლური ეკელსია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან საქართველოდან გავრცელდა სხვა ადგილობრივ ეკლესიებში. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ჩატარდება. დღესასწაული საქართველოს განმანათლებლის – წმინდა ნინოს მიერ იქნა დაარსებული. ცნობილია, რომ ის წმინდა გიორგის ნათესავი იყო, მას ეთაყვანებოდა და ქვეყანას მისი სიყვარული და თაყვანისცემა უანდერძა. შუა საუკუნეებში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში წმინდა გიორგის სახელზე წელიწადის დღეების შესაბამისად 365 სალოცავი აიგო. წმიდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა. ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში განმწესდა მხედრად. ახოვანმა, მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველად დანიშნა წმიდა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა. კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხდა ქრისტიანობას. სენატის საბჭოზე ნიკომიდიაში მან სრული თავისუფლება მიანიჭა პროვინციის მმართველთ ქრისტეს მიმდევართა დასასჯელად და თავის მხრივ მხარდაჭერაც აღუთქვა. წმინდა გიორგიმ ეს რომ შეიტყო, გაათავისუფლა თავისი მონები, ქონება გლახაკთ დაურიგა, სენატში გამოცხადდა, საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა და ყველა იქ მყოფსაც მოუწოდა, მიეღოთ ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება: “მე მონა ვარ ქრისტესი, ღმრთისა ჩემისა და მსასოებელი მისი. საკუთარი ნებით წარვმდგარვარ თქვენ წინაშე, რათა ვეწამო ჭეშმარიტებისთვის”. – “რა არის ჭეშმარიტება?” – ჰკითხა ერთ-ერთმა წარჩინებულმა. “თავად ქრისტეა ჭეშმარიტება, დევნილი თქვენ მიერ”, – იყო პასუხი. დასჯის წინ წმიდა გიორგიმ მთელი გულით შესთხოვა უფალს, შეენდო მტარვალთათვის, რომელთაც არ უწყოდენ, რას იქმოდნენ და სთხოვა, ჭეშმარიტი რწმენის შეცნობამდე მიეყვანა ისინი, შემდეგ კი მორჩილებით მოუდრიკა ქედი ჯალათის მახვილს. იგი აღესრულა 303 წლის 23 აპრილს. ანდერძისამებრ, წმიდა გიორგის სხეული დაკრძალეს პალესტინის ქალაქ რამლაში, კონსტანტინე დიდი მეფობის დროს კი გადაასვენეს წმიდანის სახელზე აშენებულ დიდი ტაძარში, ქალაქ ლიდიაში. წმიდა გიორგი ეწამა 30 წლის ასაკში და ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...