Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/cesko-www.newalliance.info_2-150x150.jpg ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს ახალი, ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ვებ-გვერდის პრეზენტაციას გამართავს. ვებ-გვერდი შეიცავს რამდენიმე განყოფილებას, რომლებიც განკუთვნილია საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, ამომრჩევლისთვის, მედიისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, ცალკე გვერდი დაეთმობა არჩევნების შედეგებს საქართველოს მასშტაბით. ვებ-გვერდზე ასევე განთავსებული იქნება ცესკო-ს ინტერაქტიული შეკითხვები, ცხელი ხაზი და ონლაინ ოპერატორი. ონლაინ ოპერატორთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება ჩეთის რეჟიმში, კერძოდ, მომხმარებელი წერს მას კითხვას, რაზეც პასუხს ავტომატურ რეჟიმში იღებს, ოპერატორის დაკავების შემთხვევაში კი, მომხმარებელი ტოვებს ელ-ფოსტის მისამართს, სადაც მას პასუხი გაეგზავნება. ვებ-გვერდის შეუფერხებელი მუშაობისთვის ცესკომ შეიძინა სპეციალური სერვერი, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ბევრი მომხმარებელი შევიდეს გვერდზე ისე, რომ ამან გადატვირთვა არ გამოიწვიოს. ვებ-გვერდის მისამართი www.cec.gov.ge იქნება. იხილეთ epn.ge
  2. „ალიანსი საქართველოსთვის“ ავრცელებს განცხადებას 6 მაისს გიორგობის დღესასწაულზე პოლიციის აღლუმის გამართვის თაობაზე და გმობს ვანო მერაბიშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას. განცხადებაში აღნიშნულია: „გასული წლის 6 მაისს, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი ინციდენტიდან ერთი წლის თავზე პოლიციის დღის გამოცხადება შსს-ს მხრიდან უპასუხისმგებლო და გამომწვევი ნაბიჯია. ხელისუფლების მოვალეობაა საარჩევნო პერიოდში სიმშვიდის უზრუნველყოფა. 6 მაისის პოლიციური აღლუმით აღნიშვნა კი, აშკარად ამომრჩევლის დაშინების მცდელობაა. „ალიანსი საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიცია საზოგადოების უსაფრთხოების და სიმშვიდის გარანტია. წინასაარჩევნო პერიოდში ამ ფორმით პოლიციის გამოყენება კი ემსახურება ამ ინსტიტუტის პოლიტიზებას და დისკრედიტაციას. ჩვენი მიზანია, არ წამოვეგოთ დაგეგმილ პროვოკაციას და მტკიცედ დავიცვათ მშვიდობიანი გზა, რომელიც ხალხის მიერ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლამდე მიგვიყვანს“. View the full article
  3. „ჩვენ უარს ვამბობთ ისეთ დაფინანსებაზე, რომელსაც შედეგად მოჰყვება ვალდებულებები. სწორედ ამიტომ არ ვფლობთ ისეთ კოლოსალურ თანხებს, რომელიც საჭიროა მთელ ქალაქში ძვირადღირებული ბილბორდების განთავსებისთვის. ამიტომ ამ დღეების განმავლობაში, ძალიან ხშირად ვისარგებლებ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ვაპირებ ხშირად ვიარო ქუჩაში ფეხით, რათა ამომრჩეველს, ჩემს თანამოქალაქეებს პირადად შევხვდე და ჩემი პროგრამები გავაცნო, მე მახარებს ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი თბილისელი საკმაოდ კარგად იცნობს ჩვენს დასაქმებისა და ჯანდაცვის პროგრამებს “, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ჩასვლისას. View the full article
  4. რესპუბლიკური პარტიის მდივანი ლევან ბერძენიშვილი რამდენიმე თვიანი პაუზის შედეგ „პრაიმტაიმის“ ოფისში მედიას შეხვდა. View the full article
  5. 5 მაისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის შესახებ უფლებადაცვითი ორგანიზაციების ანგარიში „აგვიატოს ნანგრევებში“ თინათინ ხიდაშელი საერთო რედაქციით გამოვიდა. ანგარიშში მოცემულია 4000–მდე სხვადასხვა ხასიათის მტკიცებულება რომელიც ადასტურებს 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ეთნოწმენდის ფაქტს. „აგვისტოს ნანგრევებში“ თებერვლის დასაწყისში უკვე წარედგინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჰააგაში. თინათინ ხიდაშელმა კოლეგებთან ერთად ანგარიშის ძირითადი მტკიცებულებები და ფაქტები მთავარ პროკურორის ლუის მორენო–იკამპოს გააცნო. View the full article
  6. http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S-HXocGWQII/AAAAAAAADoo/NpsGEd9KJJw/s200/h264oc5of3dsgod.jpgქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო! დღეს მთელ ქრისტიანულ სამყაროსთან ერთად ვდღესასწაულობთ ქრისტეს მოწამეთა შორის მანათობელი ვარსკვლავის, ზეციურ ანგელოზთა შორის გაბრწყინვებულისა და კაცთა შორის ქებულის - ქრისტეს დიდი მოწამის წმიდა გიორგის ხსენებას. კურთხეულია ეს დღე ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის, მაგრამ იგი განსაკუთრებით სასიხარულო და მნიშვნელოვანი მაინც ჩვენთვისაა - იმ ქვეყნის მკვიდრთათვის, რომელსაც წმ. გიორგის დიდი სიყვარულის გამო „გეორგიას“ უწოდებენ უცხოელნი. დიახ ძმანო, წმიდა გიორგობა ჩვენი ეროვნული დღესასწაულია, ჩვენი ერისა და ეკლესიის ზეიმიცაა. დაილოცოს განგება ღვთისა, ვინ ჴასწვდება მის სიღრმესა და სიდიადეს. წმიდა გიორგი ჩვენმა ხალხმა რომ ასე დიდად შეიყვარა, არ მოხდა მარტო ჩვენი ნებით და შემთხვევით. ეს მოხდა ღვთის განგებითა და ლოცვა-კურთხევით. ჩვენს არს არც სხვა დიდი წმიდანისათვის დაუკლია სიყვარული და პატივისცემა, მაგრამ წმიდა გიორგისადმი მაინც გამორჩეული სიყვარული და ერთგულება გამოიჩინა. საქართველოში არც ერთი წმიდანის სახელზე არ აუგიათ იმდენი ეკლესია-მონასტერი, რამდენიც წმიდა გიორგისათვის. არც ერთ ქვეყანაში არ აღნიშნავენ წმიდა გიორგობას ისე მრავლად, როგორც საქართველოში. რით უნდა აიხსნას ეს გარემოება, ძმანო? რატომ შეიყვარა და შეითვისა უცხო ტომის წმიდანი ასე ძლიერ ჩვენმა ხალხმა? იმიტომ, რომ ჩვენს ერს, ჩვენს კურთხეულ ქვეყანას, ღვთისგან გამორჩეულს მძიმე და წინააღმდეგობებით სავსე გზით უნდა ევლო. ქრისტეს გზით მიმავალ ჩვენს ქვეყანას უამრავი ბრძოლა და განსაცდელი უნდა გადაეტანა და მხოლოდ მათი ღირსებით დათმენის შემდეგ ელოდა გამართლება და ღმერთთან ამაღლება. ქართველ ხალხს ამ უმძიმესი ჯვარის ზიდვა მარტოს გაუძნელდებოდა. მხოლოდ საკუთარი ძალებით ქართველობა ვერ გაუმკლავდებოდა იმ ურიცხვ მტერს, დღენიადაგ რომ ეხვია გარს. ეს იცოდა ყოვლისმცოდნე უფალმა ღმერთმა და ამიტომ დაბადა ჩვენს ხალხში უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ისეთი ძლევამოსილი და საკვირველთმოქმედი მოწამისა, როგორიც იყო წმიდა დიდმოწამე გიორგი - წმიდანი მებრძოლი და გმირი. სწორედ ასეთი წმიდანი და მეოხი ესაჭიროებოდა ჩვენს ხალხს, თავად მებრძოლსა და მეომარს. წმიდა გიორგის სიყვარულმა განაძლიერა ჩვენი ერი უსჯულო მტრების წინააღმდეგ საბრძოლველად; წმიდა გიორგის სიყვარულმა გააკეთებინა ჩვენს ხალხს შეუძლებელი - გადაირჩინა თავისი თავი და დამოუკიდებლობა. წმიდა დიდმოწამე გიორგის მიმართავდა განსაცდელის ჟამს დიდი და პატარა, ერი და ბერი და წმიდანიც არ აკლებდა მეოხებას თავის რჩეულ შვილებს. წმიდა გიორგით მოხდა ქართველთა ყველა დიდი გამარჯვება ბოროტ ძალებზე. წმიდა გიორგის მეოხებით უნდა მოხდეს მომავალში ჩვენი ხსნაც. ამიტომ, საყვარელო ძმანო, მოვედით და შევთხოვოთ დიდებულ წმიდანს: ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე შენგან შეყვარებულ ქრისტე მაცხოვარს, რომ დაიფაროს და დაიცვას ერი და ეკლესია ჩვენი ბოროტისა და განსაცდელისაგან; განაძლიეროს და განამტკიცოს მართალი სარწმუნოება ჩვენში, რომ სარწმუნოებით განმტკიცებულნი და გაძლიერებულნი ღირსნი გავხდეთ მართალთა თანა დამკვიდრების, ქებისა და გალობისა ყოვლად პატიოსნისა სახელისა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ! [1982 წ. სამთავრო, მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდი "ღია ბოქლომი"-ს ჯგუფის წევრი Facebook-ზე View the full article
  7. ნიჭიერის ფინალურ კონცერტზე სულ შემოვიდა 115 872 ხმა, რომელიც პროცენტულად ასე გადანაწილდა: 1. ლევან შავაძე – 28,2% 2. გულნაზი გოლეთიანი – 16,9% 3. მარიამ კახელიშვილი – 15,7% 4. ანა ხანჩალიანი – 10,8% 5. მარიამ ფაჩულია – 5,8% 6. ბაბი და მარიამი – 5,4% 7. გუგა ჭყონია – 4,1% 8. დათო რობაქიძე – 4% 9. Next level – 3,2% 10. პარკური – 2,1% 11. ავთო ნაცარაშვილი – 2% 12. გიორგი და ვერკა – 1,7% nichieri.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ambazador01-150x150.jpgრუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ სამართლის ნორმათა დარღვევების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა დღეს სასტუმრო “ამბასადორში”. ნაშრომი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შეეხება. დამუკიდებელ ექპერტთა კლუბის ნაშრომში “საქართველო 2009 წლის ომისშემდგომი გამოწვევები და პერსპექტივები” 15 სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლის მოსაზრებები შედის. “სტატიებში მოყვანილი მოსაზრებები წარმოადგენს მხოლოდ ავტორთა მოსაზრებებს და არა რომელიმე ორგანიზაციის აზრს” განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა. როგორც კლუბის პრეზიდენტი აცხადებს, მკითხველს საშუალება მიეცემა გაეცნოს ფილოსოფიის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, იურისტის, ჟურნალისტის, პოლიტოლოგიის მიერ დანახული და შეფასებული დღევანდელი საქართველო. მისივე განცხადებით, ეს არის წიგნის მეორე პრეზენტაცია, რადგან პირველ ნამუშევარს, ხელისუფლებამ სრული იგნორირება გაუკეთა და არ გამორიცხავს, რომ ეს წიგნი მისი წინამორბედის ბედს გაიზიარებს. წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები: ნინო ბურჯანაძე, დავით უსუფაშვილი, სალომე ზურაბიშვილი და ეკა ბესელია. კლუბი აერთიანებს პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის, სოციალური სფეროს, უსაფრთხოების და სხვა აქტუალური საკითხების ანალიზში ჩართულ დამოუკიდებელ ექპერტებს. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/jishkariani-150x150.jpg6 მაისის “პოლიცის დღედ” გამოცხადებას “მოძრაობა 7 ნოემბერი” გააპროტესტებს. ხვალ მოძრაობა წევრები დილის 10 საათზე, პოლიციის შენობასთან შეიკრიბებიან და პოლიციის აღლუმის გიორგობა დღეს ჩატარებას გააპროტესტებენ. “დღეს შეიძლება იყოს ადრე, ხვალ შეიძლება იყოს გვიან, ამიტომ მოგიწოდებთ შემოუერთდეთ აქციას და ერთად გავაპროტესტოთ ხვალინდელი “წარმატებული პოლიციის” დღე -აცხადებს მოძრაობა”7 ნოემრის” თავმჯომარე ჯაბა ჯიშკარიანი. ჯიშკარიანის განცხადებით, მერაბიშვილს არა აქვს უფლება ჩაატაროს წარმატებული პოლიციის აღლუმი. საპროტესტო აქციები ხვალ მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/tetrebi-150x150.jpgპოლიტიკური გაერთიანება “თეთრების” საზღვარგარეთ მცხოვრებმა რამდენიმე ადამიანმა მიმართა. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები პოლიტიკური გაერთიანების დოკუმენტს იწონებენ. ამის შესახებ “ექსპრესნიუს” “თეთრებიდან” აცნობეს დოკუმენტს სახელწოდებით, “განახლებული ეროვნული მოძრაობა ქართული ერთობისა და მომავლის საქართველოსათვის” ბელგიაში და თურქეთში მცხოვრები ქართველები ეხმაურებიან. ბელგიაში კრძოდ სტრასბურგში მცხოვრებ ქართველს თეიმურაზ გუმბერიძეს მიაჩნია, რომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის და ფინანსისტის ჯორჯ სოროსის ე.წ “დემოკრატიამ” საქართველოში არ გაამართლა. “უკვე ეჭვს გარეშეა, რომ ბუშმა და სოროსმა ჯერ ჯერობით შეასრულეს თავიანთი ამოცანა საქართველოში ერთის ძალაუფლების მქონემ და მეორემ დიდი ფულით,საქართველოში მოყვანილმა სააკაშვილმა და საქართველოში სოროსის ფონდის მამებმა დააქციეს და გაყიდეს და ნაწილებად დაშალეს ჩვენი ულამაზესი ქვეყანა.”-ნათქვამია “თეთრებთან” გაგზავნილ წერილში. თეიმურაზ გუმბერიძეს მიაჩნია, რომ სახეზე გვაქვს მხოლოდ მომღერალი შადრევნები წყლის გარშე და უფასო სასადილოები, რომელშიც მოხვედრა ისევე ძნელია როგორც პარლამენტში. “ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა სამშობლო და უცხო ქვეყნებში ნახევრადმონურ პირობებში შრომობენ, რათა შევარდნაძის 30 წლიანი რეჟიმის მიერ განახევრებული და მშიერი ოჯახები არჩინონ ქართველთა სამშობლოში კი ვარდისფერი სამოთხე დადგა, რამაც სოროსის შეფერადებული დემოკრატიის ნიღბით, ნგრევის და სიცარიელის ფორმა მიიღო.”-აღნიშნავს წერილში გუმბერიძე. საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ჩამოყალიბებული აქვთ 12 მოთხოვნა მათ შორისაა: “პრეზიდენტის და მის ჯიბის პარლამენტის დაუყოვნებლივ გადადგომა” სასამართლოსა და მედიის თავისუფლება, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. მოთხოვნებში ხაზგასმითაა აღნიშნული, რუსეთთან კავშირის აღდგენაზე, ღირსეული თანამშრომლობის პირობებში. წერილს ხელს აწერს, ევროპაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები იხილეთ epn.ge
  11. „ალიანსი საქართველოსთვის“ ახმეტის რაიონული ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ სოფელ ზემო ალვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ბესო ყიზილაშვილს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მე-12 კლასელებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ალიანსის წარმომადგენელმა ზაზა ლაგაზიძემ განუცხადა, ბესო ყიზილაშვილი ახმეტის სამხედრო გაწვევისა და აღრიცხვის სამსახურის სპეციალისტია. „მართალია ის ამ დროისთვის შვებულებაში იმყოფება, თუმცა თავის თანამდებობრივ მდგომარეობას იყენებს და ბავშვებზე ზეწოლას ახდენს. მათ ემუქრება, რომ თუ არჩევნებში ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემენ, ჯარში გაიწვევს და უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას ვეღარ შეძლებენ“, - განაცხადა ლაგაზიძემ. ყიზილაშვილის მხრიდან მე-12 კლასელებზე ზეწოლის ფაქტი კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზემო ალვანის საჯარო სკოლის მე-12 კლასის რამდენიმე მოსწავლემაც დაუდასტურა. თავად ყიზილაშვილი საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსწავლეებზე ზეწოლას არ ადასტურებს. „ჩემთან ერთად გადაამოწმეთ ეგ ამბავი და არცერთი მოსწავლე მაგას არ იტყვის. ჩემს გარეშე რას გეუბნებიან, არ მაინტერესებს“, - აღნიშნა ყიზილაშვილმა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი View the full article
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/swine-flu-150x150.jpgსაქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ H1N1 ვირუსის საწინააღმღდეგო ვაქცინა რამოდენიმე თვის წინ დაამტკიცა, რის შემდეგაც სხვადა-სხვბა ქვეყნებმა თანმივდევრულად მიიღეს ვაქცინები. “ჩვენ 100 ათასი დოზა მივიღეთ, მაგრამEეს არ ნიშნავს იმას, რომ ველოდებით ახალ ტალღას, ვაქცინები საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებიან”, – განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა. მისივე თქმით, ვაქცინები მთელი საქართველოს მაშტაბით გადანაწილდებიან და პირველ რიგში მედ-პერსონალი და ორსულები და სხვა რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები აიცრებიან. შეგახსენებთ, რომ საქართველოში H1N1 ვირუსის ვაქცინაცია დაიწყება. იხილეთ epn.ge
  13. ღვინის ისტორიის ფონდის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით ხვალ და ზეგ ქართული ღვინის III ეროვნული კონკურსი “საქართველო ღვინის სამშობლო” ჩატარდება როგორც “ექსპრესნიუსს” სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს კონკურსში მონაწილეობას 34 ღვინის კომპანია იღებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. მათივე ინფორმაციით, მათ მიერ წარმოდგენილი ღვინოების დეგუსტაცია და შეფასება მოხდება “ბრმა მეთოდით” ჟიურის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია ცნობილი ღვინის ექსპერტებით დიდი ბრიტანეთიდან (ტომ კანავანი-ჟიურის თავმჯდომარე, დოქტორი ქეროლაინ გილბი, მარგარეტ რანდი), ჰოლანდიიდან, (პოლ ოფ ტენბერგი), ფინეთიდან (ტიმო იოკინენი), შვედეთიდან (კატარინა ალვინი), ამერიკის შეერთებული შტატებიდან (ლორან ჟინარი) და საქართველოდან (ანა გოდაბრელიძე). გამარჯვებული ღვინოები დაჯილდოვდებიან ოქროს და ვერცხლის მედლებით. ოქროს მედლის მფლობელებს გადაეცემათ სპეციალურად შექმნილი პრიზი. კონკურსის ”საქართველო ღვინის სამშობლო” სპონსორები არიან: ოქროს სპონსორი – პსპ; ვერცხლის სპონსორი – ჯეოსელი; სპონსორები: შპს ლუკოილი; გუდვილი; სს ბანკი რესპუბლიკა-ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი; ავერსი; სს ბორჯომი; სს თიბისი ბანკი; Wilhelmsen Ship Servicehttp://www.epn.ge/wp-content/uploads/rvino-150x150.jpg; MSC – ჯორჯია; სს მადნეული; შპს ტრანსკო; ჯი-პი-აი ჰოლდინგი; შპს ჩენელ ენერჯი; შპს ყაზტრანსოილი; ბათუმი ოილ ტერმინალი; საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი; შპს პეის ჯორჯია; სს ენერჯიინვესტი. კონკურსის მხრდამჭერი: საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საინფორმაციო მხარდამჭერი: რადიო ქალაქი; ჟურნალები: ფოკუსი; ჯორჯია თუდეი; ექსპერტი. იხილეთ epn.ge
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/DSC_0133-150x150.jpgკულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში ხვალ გაიმართება კონკურსი იტალიის მიერ დაწესებული სტიპენდიისათვის Premio Roma. Premio Roma-ს გამარჯვებული მიიღებს იტალიის მთავრობის სტიპენდიას და კვალიფიკაციის ასამაღლებლად სამთვიან კურსებზე იტალიაში გაემგზავრება. აღნიშნული კონკურსი კულტურის სამინისტროსა და იტალიის საელჩოს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ახალგაზრდებისთვისაა გათვლილი. 2010 წელს, იტალიური მხარის გადაწყვეტილებით, რომში ერთი საოპერო მომღერალი გაემგზავრება. წლევანდელი კონკურსში ოთხი ახალგაზრდა მომღერალი იღებს მონაწილეობას, კონსერვატორიის ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდეტები: მეგი ჩიხრაძე, თამარ ნოზაძე, მარიამ ნაჭყებია და არჩილ გოგიტიძე. კონკურსის ჟიური შედგება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორებისგან. ესენი არიან მომღერლები: მედეა ამირანაშვილი, თენგიზ მუშკუდიანი, და დირიჟორი – რევაზ ტაკიძე. კონკურს ასევე დაესწრება საქართველოში იტალიის საელჩოს კულტურის ატაშე, ქალბატონი როზალია კორადო და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები. სტიპენდია Premio Roma ქართველ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს იტალიაში სასწავლო კურსი გაიარონ, დახელოვდნენ უმაღლესი რანგის პროფესორებთან, დახვეწონ თავიანთი საშემსრულებლო ხელოვნება და რაც ოპერის მომღერლებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, კვალიფიკაცია იტალიური ენის ცოდნაშიც აიმაღლონ. იხილეთ epn.ge
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/231-150x150.jpgოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობს საქართველოში პროვოკაციის მოწყობა ნებისმიერ დროს შეუძლია, შესაამისად პოლიციის დღის აღნიშვნა არ უნდა გადაიდოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხვალ დაგეგმილი აქციის შეფასებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, უკვე ნათელია ვის ინტერესებში შედის ქვეყანაში არეულობა და პროვოკაციები, რადგან ოპოზიციის ნაწილი ქვეყნის მტერთან რუსეთთან ღიად თანამშრომლობს. ,,ხელისუფლება პუტინის მიერ ნოღაიდელისთვის ყურში ჩურჩულის გამო ქვეყანაში დღესასწაულების შეწყვეტასა და გაუქმებას არ პირებს. იმის შიშით, რომ პუტინის დავალებით ვიღაცა რაღაცას გააკეთებს, ჩვენ ვერც გიორგობის აღნიშვნას შევწყვეტთ და ვერც სხვა დღესასწაულებს ვერ გადავიფიქრებთ. 6 მაისი მნიშვნელოვანი თარიღია ქვეყნისთვის არის გიორგობა, პოლიციის დღე, რომელსაც უდიდესი ნდობა აქვს საზოგადოებაში და არის აჭარის ასლან აბაშიძის რეჟიმსიგან გათავისუფლების დღე და შეუძლებელია, ვინმე პასუხსიმგებლიან და საღ გონზე მყოფ ადამიანს, ამ დღეს დაპირსპირება სურდეს’’, – განაცხადა გაბაშვილმა. დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ ხვალინდელი დღე მშვიდად ჩაივლის და არანაირ განსაკუთრებულ დაძაბულებებს არ ექნება ადგილი. იხილეთ epn.ge
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/alasaniairakli92-150x150.jpg“ალიანსი საქართველოსთვის” მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანთან” მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. მერობის კანდიდატმა მეტროთიც იმგზავრა და მოსახლეობას გაესაუბრა. ალასანიას განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები არჩევნების დღემდე გაგრძელდება. “დღეიდან დავიწყეთ ახალი ტიპის წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც კიდევ უფრო გვაახლოვებს ხალხთან. ეს ჩვენი მოძრავი ბანერები სწორედ იმის დასტურია, რომ ჩვენ ვაპირებთ ისეთ ადგილებში მივიდეთ, სადაც ხალხმრავლობაა, მოქალაქეებს ვხვდებით, ჩვენს სათქმელს ვეუბნებით, რა უნდა შევცვალოთ ქალაქში და რატომ უნდა დაგვიჭირონ მხარი”, – განაცხადა ალასანიამ. მისი თქმით, საამაყოა რომ ძალიან ბევრმა იცის ალიანსის შემოთავაზებები და იცნობს მათ პროგრამას. ირაკლი ალასანიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უარი თქვა სარეკლამო ბანერების გამოყენებაზე და აღნიშნა რომ ალიანსს არა აქვს იმის ფუფუნება ათასობით ლარი დახარჯოს რეკლამისთვის. “ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გადავიხადოთ ათასობით დოლარი იმისთვის, რომ გვქონდეს ბანერები თბილისის სხვადასხვა უბანში, მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი მხარდაჭერების”, – აღნიშნა ალასანიამ. იხილეთ epn.ge
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/fuli1.jpgაშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1.7699 ნიშნულზე დაფიქსირდა, ხვალ შესაბამისადა ძალში შევა 1 აშშ დოლარი 1.7699 ლარი. რაც შეეხება ევროს, ხვალ 1 ევრო კი 2.2913 ლარით განისაზღვრება. იხილეთ epn.ge
  18. კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალიანსის ბლოკიდან სოფიო ხორგუანმა 5 მაისს ბრიფინგი გამართა. მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ერთი წლის წინ განვითარებული მოვლენები. სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რომ „სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან და ხელისუფლება საკუთარ ხალხზე ძალადობას არ შეწყვეტს, მათ 6 მაისს და 7 ნოემბერს მუდმივად შევახსენებ“. ხორგუანმა კონკრეტული ფაქტები გაიხსენა. 2007 წლის 7 ნოემბერის შემდეგ, ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ კანონით აკრძალული იარაღები: რეზინის ტყვიები და პლასტიკური კაფსულები 2009 წლის 6 მაისსაც გამოიყენა, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვა. პოლიციის სამმართველოსთან აქციის დაშლის დროს ორმა ადამიანმა – ირაკლი ხომასურიძემ და დავით ჩანტლაძემ – თვალი დაჰკარგა; უამრავმა ადამიანმა კი სხვადასხვა სახის ტრამვა მიიღო. ამ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ მომხდარზე პასუხი არავის უგია, უფრო მეტიც, უკვე კანონმდებლობითაა ნებადართული მსგავსი იარაღების გამოყენება. დაზარალებული ირაკლი ხომასურიძე ხელისუფლებისგან ყოველგვარ დახმარებაზე უარს ამბობს და ახლა უკვე სხვების დაცვის მიზნით იბრძვის კანონმდებლობის შესაცვლელად. საქართველო კვლავ იმ მცირე ქვეყნების რიცხვში მოხვდა, რომლებიც წამების იარაღს ყიდულობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებისგან მოსახლეობა დაუცველია და მსგავსი მძიმე შედეგების განმეორება გამორიცხული არ არის. View the full article
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/rustttt-150x150.jpgგანათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე ზაქარია დარჩიაშვილი რუსთავის მუნიციპალურ თეატრში ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ და მათი ინიციატივები მოისმინეს. დიმიტრი შაშკინი მათ ყველა საკითხში დეტალურად გარკვევას დაპირდა. თავის მხრის მინისტრმა პედაგოგებს მიმდინარე რეფორმა და სამომავლო გეგმები გააცნო. რუსთავის მე-11 მიკრორაიონში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი შეხვდა. დევნილებმა მინისტრის წინაშე საკუთარი პრობლემების შესახებ ისაუბრეს. კობა სუბელიანი მათ პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრას დაპირდა. კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა დღეს კულტურის სფეროს წამომადგენლებსა და რუსთავის სამუსიკო სკოლების პედაგოგებს შეხვდა. მინისტრმა ხელოვნების სასწავლებელიც დაათვალიერა და მოსწავლეებს მოუსმინა. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/rustavi-city-150x150.jpgქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით კირკიტაძემ და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა, რუსთავში დღეს მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალირეს. მინისტრმა და მხარის პირველმა პირმა ფალიაშვილისა და თბილისის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე შეამოწმეს. რის შემდეგაც მეთერტმეტე მიკრორაიონში ასფალტის საფარის დაგების პროცესს დაესწრნენ. დღესვე რუსთავში კინოთეატრ ,,რუსთაველში” ქვემო ქართლის ყველა რაიონში მოღვაწე ექიმებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კობა კობიაშვილი შეხვდა. მინისტრმა ექიმებს ჯანდაცვის რეფორმის შესახებ დეტალური ინფორმაცია პირადად მიაწოდა და მათი პოზოციაც მოისმინა. ეკონიმიკის მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწუნებული დავით კირკიტაძე რუსთავის მერიის სხდომათა დარბაზში რუსთაველ მეწარმეებს შეხვდნენ. მეწარმეებმა შექმნილ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრეს. მინისტრებმა შეხვედრას დადებითი შეფასება მისცეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები საკმაოდ მნიშვნელოვანია. იხილეთ epn.ge
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-misha123-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სოფელ მისაქციელში ინდივიდუუალური გამრიცხველიანების სამუშაოები დაათვალიერა და სოფლის მოსახლობას შეხვდა. პრეზიდენტი მოსახლეობას არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდა. ძირითადი პრობლემები, რომელიც სოფელში მოსახლეობას აწუხებს სასმელ წყალს, მუნიციპალური ტრანსპორტს და გარეგანათებას ეხებოდა. სააკაშვილი მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტის გრაფიკის ზუსტ დადგენას დაპირდა, რაც მოსახლეობის თქმით მათთვს დიდი პრობლემას წარმოადგენს. პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი მასშტაბის სამუშაოები სოფლებში ჯერ არ ჩატარებულა. იხილეთ epn.ge
  22. http://www.epn.ge/wp-content/uploads/erisioni-150x150.jpgხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი “ერისიონი” 125 წლის საიუბილეო კონცერტს 6,7,8 და 9 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს. ამასთან დაკავშირებით, “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელმა, ჯემალ ჭკუასელმა პრესკონფერენცია გამართა. ჯემალ ჭკუასელის თქმით, საიუბილეო კონცერტებზე ორი ახალი სიმღერა და ცეკვებში შეცვლილი ვარიანტულობა იქნება. “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე ფრანგი ფოტოგრაფი ფრანცის პრიმერსკი წარადგინა. “საფრანგეთში “ერისიონის” ანსამბლის სტუმრობისას ფრანცის პრიმერსკი გავიცანით. იმ დღიდან მოყოლებული იგი ჩვენ ტურნეებში დაგვყვება და ამ ყველაფერის ფოტო და ვიდეო მასალა სწორედ მას ეკუთვნის. ასევე ჩვენს რეკლამებში და პრომოებში გამოყენებული მასალაც მისია,” – განაცხადა ჭკუასელმა. ფრანცის პრიმერკსი “ერისიონზე” დოკუმენტური ფილმის გადაღებასაც გეგმავს. ანსამბლი “ერისიონის” პირველი ჩატარებული კონცერტიდან 125 წელი ნოემბერში გადის. ჯემალ ჭკუასელის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით, ნოემბრის შუა რიცხვებში კონცერტი იგეგმება. იხილეთ epn.ge
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/azarov1-150x150.jpgრუსეთის პრემიერის ვლადიმირ პუტინის “ნეფტოგაზისა” და “გაზპრომის” გაერთიანების შემოთავაზება უკრაინის მთავრობის ყურადღებას იმსახურებს. ამის შესახებ უკრაინის მთავრობის თავჯდომარემ მიკოლა აზაროვმა განაცხადა. “ეს წინადადება ყურადრებას იმსახურებს და ჩვენ მას აუცილებლად განვიხილავთ”, – განაცხადა აზაროვმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერმა 30 აპრილს გამართულ რუსულ-უკრაინული ეკონომიკური თანამშრომლობის სხდომაზე “გაზპრომისა” და “ნაფტოგაზის” გაერთიანების ინიციატივით გამოვიდა. ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციის და უკრაინის ენერგეტიკის მინისტრები მაისში ერთმანეთს ამ შესაძლო გაერთიანების განსახილვად შეხვდებიან. ამასთან ერთად აზაროვმა ატომური ენერგეტიკის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობისთვის მზადყოფნაზე განაცხადა. იხილეთ epn.ge
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/cagareishvili12-150x150.jpgოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა თბილისის მერისადმი გაგზავნილ ათ კითხვაზე ,,სანახევრო და დაგვიანებული’’ პასუხი მიიღო. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცაგარეიშვილმა განაცხადა, მერიის მიერ გამოგზავნილ პასუხს, მერის მოადგილე დავით ალავიძე აწერს ხელს, პასუხში კი აღნიშნულია, რომ 2004 წლიდან დღემდე, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თბილისის მერიისათვის გამოყოფილია 34 972 400 ლარი, ხოლო თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ტროტუარებისა და ბორდიურების კაპიტალური შეკეთებისათვის გაწეული ხარჯები შეადგენს 287 839 ლარს; ცაგარეიშვილისთვის მოსული პასუხის მიხევით, ვარაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოების საპროექტო ხარჯებისათვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია 1 400 000 ლარი, ხოლო თბილისის მერის პირველი მოადგილის, ადმინისტრაციის უფროსის და მერის სამი მოადგილის მობილური კავშირგაბმულობის ხარჯებმა 2010 წელს ჯამში შეადგინა 3 920 ლარი. დედაქალაქის მერის პასუხის თანახმად, თბილისის გარე განათებისათვის 2007-2009 წლების დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის თვეებში ასევე სატელევიზიო ანძის განათებისა და ილუმინაციებისათვის გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 5 210 199 ლარი, ხოლო გმირთა მოედანზე შადრევანის მონტაჟისა და დემონტაჟისათვის თბილისის ბიუჯეტიდან თანხები არ გახარჯულა. ამასთან დაკავშირებით კი ცაგარეიშვილი იმ ბიზნესმენის დასახელაბს ითხოვს, რომელიც აღნიშნული სამუშაოებისათვის ,,გაიძარცვა’’. მერიის ინფორმაციის შესაბამისად, თბილისში თამარ მეფის სახელობის ხიდთან ,,პრომეთეს’’ ქანდაკების მონტაჟის ღირებულება შეადგენს 90 506 ლარს, თუმცა პასუხში არ არის მოცემული ის მიზეზები და ხარჯები, რაც მისი დემონტაჟისათვის დაიხარჯა. ცაგარეიშვილს მერია რიყის ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთათვის ხიდის მშენებლობისათვის გაწეული ხარჯებისა და რიყის ტერიტორიის შემდგომი განვითარების ტენდერის შეასხებ ინფორმაციის მისაღებად, ააიპ ,,ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდთან’’ ამისამართებს, იმ მიზეზით, რომ აღნიშნული სამუშაოების მათი დაკვეთით ტარდება. რაც შეეხება რიყის ტერიტორიაზე დამონტაჟებულ ე.წ. სათვალთვალო კოშკურასთან დაკავშირებით, მერია დეპუტატს კითხვის დაკონკრეტებას სთხოვს. ცაგარეიშვილი კოშკურის მონტაჟის ღირებულებით და დემონტაჟის მიზეზებით იყო დაინტერესებული. ცაგარეიშვილის მტკიცებით, იგი კვლავ გააგრძელებს ბრძოლას საჯარო ინფორმაციის მიღებისათვის თბილისის მერიიდან. ,,მერისგან მირებულ პასუხები უმსგავსობაა და მეტი არაფერი’’, – დასძინა ცაგარეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ცაგარეიშვილმა დედაქალაქის მერს გიგი უგულავას 10 კითხვა მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 6 აპრილს გაუგზავნა, დამატებითი ორი კითხვა კი გასულ კვირას. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...