Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. 7 მაისს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება. თემა: „ტოლერანტობა – თანამშრომლობის წინაპირობა“. სასტუმრო “რედისონ ივერია” 7 მაისს, 11.00 საათზე, ბათუმში, ერას მოედანზე ზურაბ პოლოლიკაშვილი და ლევან ვარშალომიძე მესამე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას `ბათუმი ექსპო 2010~ გახსნიან. 7 მაისს, 11.00 საათზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი ბრიფინგს გამართავს, რომელზეც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს დააჯილდოებს. მის: წერეთლის გამზ. #144 7 მაისს, 11.00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და ~ენერგო-პრო ჯორჯიას~ წარმომადგენლები სურამში ინდივიდუალური გამრციხველიანების სამუშაობს დაათვალიერებენ. 7 მაისს, 11:30 საათზე, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე ქუთაისის პროკურატურის შენობაში დაზარალებულთა საკონსულტაციო ცენტრს გახსნის. მის: ქ. ქუთაისი, სადგურის მოედანი #3 (პროკურატურის შენობა) 7 მაისს, 12.00 საათზე, მცხეთის #2-ე საჯარო სკოლის 30-მდე XII კლასელი ”სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხო სკოლის პროგრამის” ფარგლებში ვაზიანის სამხედრო ბაზას ეწვევა. 7 მაისს, 13.00 საათზე, პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი, მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე მეტროს სადგურ “რუსთაველთან” მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით ამომრჩევლებს საკუთარ ხედვას გააცნობს და ბრიფინგს გამართავს. 7 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები თელავის მუნიციპალიტეტში კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს გიორგი სიბაშვილს შეხვდებიან. მის: ქ. თელავი, ერეკლე მეორეს გამზ. #16 7 მაისს, 14.00 საათზე, თბილისის ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის ფოიეში, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” თბილისის საკრებულოს პარტიული სიისა და მაჟორიტარობის კანდიდატების პრეზენტაცია გაიმართება. 7 მაისს, 14:00 საათზე, წარმომადგენლობითი ეროვნული კრების წევრები ეკა ბესელიასთან შეხვედრას გამართავენ. მის: ალექსანდრე ჭავჭავაძის #11 7 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სარედაქციო საბჭოს სხდომა გაიმართება. მის: ათონელის ქ. #25 7 მაისს, 14.00 საათზე, პოლიტიკური მოძრაობა “სოლიდარობა” გლდანის ამომრჩევლებთან შეხვედრას გამართავს და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს. მეტრო “ახმეტელის თეატრის” მიმდებარე ტერიტორია, ყოფილი ავეჯის სახლი 7 მაისს, 15:00 საათზე, ჭადრაკის სასახლეში საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბებიან და დეკლარაციას მიიღებენ. თემა: “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები”. 7 მაისს, 15:00 საათზე, “კინოს სახლში” `ქართული აკადემიის~ ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით შეკრება გაიმართება. თემა: “საარჩევნო პროგრამებისა და მიმდინარე კამპანიის განხილვა და შეფასება”. 7 მაისს, 15:00 საათზე, თსუ-ში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გარემოს დაცვის კოდექსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. თსუ-ის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა იხილეთ epn.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gachechiladzelevan31-150x150.jpgსაზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი სართველოს” ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ საზოგადოებას სააკაშვილის რეჟიმის ნგრევის დასაწყებად თავიანთი შემართების და ჯაფის გაერთიანება სთხოვა. გაჩეჩილაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გულისტკივილი გამოთქვა ხალხის სიმცირის გამო და ქართველ ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდა. “თუ ოპზიცია და ხალხი იქნება მზად და შევიკრიბებით ისევ ისეთი დიდი რაოდენობით როგორც ადრე, მაშინ მე გპირდებით რომ გადავალთ საბოლოო შეტევაზე და დავასრულებთ ამ ხელისუფლებას” განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ. გაჩეჩილაძემ დღეს შსს შენობასთან გამართულ აქციაზე მდგარი პოლიციელები აღლუმში მონაწილეობისათვის გაკიცხა. “მინდა მივმართო პოლიციელებს რომლებიც ხალხის ფულით იკვებება ვალდებულნი არიან ხალხის სამსახურში იდგნენ. ჩვენ პირადად რომელიმე სპეცნაზელთან საქმე არ გვაქვს. ჩვენ მხოლოდ მიშასთან და ვანოსთან გვაქ საქმე. თუმცა თუკი ისინი მათ გვერდით დგომას გადაწყვეტენ და ერთი ადგილიც აქვთ მაშინ მოვიდნენ და პირადად დამარტყან ხელი” განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ. მისი თქმით ყველამ უნდა დაინახოს, რომ შავი არ არის თეთრი და თეთრი არის თეთრი. გაჩეჩილაძე ხალხს დაჰპირდა, რომ არ დაუშვებს 6 მაისს ვანოობა და მიშაობა დაერქვეს. იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/fbi_chief-150x150.jpgამერიკის ფედერალური საგამოძიები ბიუროს ხელმძღვანელი რობერტ მიულერი თბილისს ეწვია. FBI_ის ხელმძღვანელი თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა. მედიისთვის მისი გაწერილი გრაფიკისა და პროტოკოლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ამ დროისთვის ცნობილია ის რომ მას პირველი შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან, რის სემდეგაც ის საქართველოს ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებსაც შეხვდება. FBI_ის შეფი ამ პოსტზე უკვე 9 წელია მუშაობს. იხილეთ epn.ge
  4. საქართველოს ურბანული ცენტრების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის აზიის განვითარების ბანკი 500 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს. პირველი ტრანშის ქალაქებიდან ერთ-ერთი მარნეულია, სადაც ხვალ 13:00 საათზე აზიის განვითარების ბანკის მიერ დაქირავებული სპეციალისტები ჩავლენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან. View the full article
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/bacho-svanidze1-144x150.jpgჟურნალისტ ბაჩო სვანიძეს სასწრაფოდ ესაჭიროება მესამე დადებითი ჯგუფის სისხლი. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ბაჩო ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. სააგენტოები პირWელი” და “ექსპრესნიუსი” მოუწოდებს დახმარების მსურველებს, ხვალ 11:00 საათზე რესპუბლიკური საავადმყოფოს სისხლის გადასხმის ცენტს მიაკითხონ. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_0841-150x150.jpgსააკაძის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქცი ამ დროისთვის დასრულებულია. როგორც “ექსპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უკვე დატოვეს ტერიტორია. აქციის დასრულებამდე, აქციის ორგანიზაორები მსჯელობდნენ გამართულიყო თუ არა მსვლელობა თბილისის სამმართველოს წინ. “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელმა მიიჩნია, რომ ხალხი დღეს საკმარისად გაისარჯა. ”დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე აქციის გამართვის მომხრე არ იყო. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/kukava-150x150.jpgგრანდიოზული მიტინგის გამართვას ოპოზიციის ნაწილი 26 მაის გეგმავს. ამის შესახებ “ექსპრესნიუს” კონსერვატიული პარტიის ერთ ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განუცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიები გავლენ რეგიონებში ხალხის მობილიზებისთვის. “ეს იქნება ისეთი საპროტესტო აქცია, რომელიც ჯერ არ გამართულა საქართველოში. ჩვენ შევკრებთ მოსახლეობას რეგიონებში და დედაქალაქში რათა სააკაშვილს და მის რეჟიმს ვაჩვენოთ ხალხის ძალა”-განაცხადა კახა კუკავამ. “ექსპრესნიუსთან” საუბარში გრანდიოზული მიტინგის გამართვის იდეა დაადასტურა “დაიცავი საქართველოს” ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ. მისი განცხადებით, უახლოეს დღეებში შეიკრიბება ოპოზიცია და შეიმუშავებს გეგმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ხალხის კონსოლიდირება. გაჩეჩილაძემ ასევე უკმაყოფილება გამოთქვა, რომ დღეს ხალხი აქციაზე ცოტა იყო. იხილეთ epn.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_0832-150x150.jpgსააკაძის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას მერობის კანდიდატმა, ზვიად ძიძიგურმა მიმართა. მისი განცხადებით, ქვეყანა არასოდეს შეეგუება 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებას. “ეს დღე არასოდეს იქნება პოლიციის დღე. ჩვენ გიორგობას ვღნიშნავთ და პოლიციის დღე 6 მაისი საქართველოში არასოდეს იქნება”-განაცხადა ძიძიგურმა. პოლიციის დღევანდელი აღლუმი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოლიცია ხელისუფლებისთვის არის და არა სახელმწიფოსთვის, – ამის შესახებ, დემოკრატიული მოძრაობა “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სააკაძის მოედანზე ჟურნალისტებს განუცხადა. სააკაძის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციას “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი შეუერთდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ეს ნაბიჯი მან საკუთარი პროტესტის დასაფიქსირებლად გადადგა. მისი თქმით, გიორგობის დღესასწაულზე პოლიციის დღე არ უნდა აღინიშნებოდეს. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/xanindravagoga1-150x150.jpgოპოზიციის ერთ ერთმა ლიდერმა გოგა ხაინდრავამ იმ ადამიანებს ვინც დღეს პოლიციასთან გამართულ მოვლენებს თბილისში სახლიდან აკვირდებოდა “ჩაჯმულები” უწოდა. გოგა ხაინდრავამ პრეზიდენტ სააკაშვილს შ.ს მინისტრს მერაბიშვილს მშიშარები უწოდა. “ჩვენ არ გვინდოდა არავითარი პროვოკაცია. ჩვენ ხალხთან ერთად პროვოკაციისთვის არ მივსულვართ და რატო შეეშინდა სააკაშვილს და მერაბიშვილს ვერ მივხვდით” განაცხადა გოგა ხაინდრავამ მისივე თქმით, ოპოზიცია ვანო მერაბიშვილს არ მოასვენებს და მუდმივად საპროტესტო აქციების რეჟიმში იქნება იხილეთ epn.ge
  10. „კოალიციის მიზნებია, მოახდინოს იმ დანაშაულების დოკუმენტირება, რომლებიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციაში ხვდება (გენოციდი, ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები)...“ - იუწყება humanrights.ge View the full article
  11. „ირაკლი ალასანიას შეაფასებით, ოპოზიციის მომხრეებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მომხდარი შეტაკება ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია“. - ინტერპრესნიუსზე დაყრდნობით პრესა.გე იუწყება. View the full article
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/NDIlogo_2C2-150x150.jpgეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტმა (NDI) თვითმართველობის არჩევნების წინ პოლიტიკურ გარემოსთან დაკავშირებით საზოგადოებაში ჩატარებული კვლევების შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა ასახავს, რომ მოსახლეობისთვის უმთავრეს პრიორიტეტს საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნაა. გამოკითხულთა 59 პროცენტი აღნიშნავს, რომ სამუშაო ადგილები ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა ამავდროულად გამოკითხულთა 55 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე პოლიტიკოსები საკმარისად არ საუბრობენ. გამოკითხულთა 70 პროცენტი აღნიშნავს, რომ არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიებმა და კანდიდატებმა განსაკუთრებული ყურადღება დასაქმების თემას უნდა დაუთმონ. კვლევა ასევე, აფასებს მოსახლეობის დამოკიდებულებას საარჩევნო პროცესების მიმართ, პოლიტიკოსების მოსახლეობასთან ურთიერთობას, საგარეო პოლიტიკის საკითხებს, კერძოდ რუსეთთან და NAთO-სთან ურთიერთობას და მედია საქმიანობას. კერძოდ, მოსახლეობის 62 პროცენტი მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას უჭერს. გამოკითხულთა 36% აფიქსირებს, რომ ნატოში ქვეყნის გაერთიანებას ~ძირითადად უჭერს მხარს~, ხოლო 26% ~სრულად უჭერს მხარს~. გამოკითხულთა 10%-სთვის საქართველოს ნატოში ინტეგრაციას მნიშვნელობა არა აქვს. პასუხებს – ~ძირითადად არ ვუჭერს მხარს~ და ~საერთოდ არ ვუჭერ მხარს~, გამოკითხულთა 7% და 9% დადებითად პასუხობს. გამოკითხულთა უმრავლესობა – 56%-ით კი აცხადებს, რომ არ იცის, თუ როდის გახდება საქართველოს ნატოს სრულფასოვანი წევრი. ინტერვიუერთა 18% მიიჩნევს, რომ საქართველო ნატოს წევრი 2013 წლის შემდეგ გახდება, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას 2012-2013 წლებს შორის გამოკითხულთა 12% ელოდება, 2% ფიქრობს რომ ეს მომავალი წლისათვის მოხდება, ხოლოდ 11%-ის აზრით, საქართველო ნატოს წევრი არასდროს არ გახდება. რაც შეეხება საზოგადოების დამოკიდებულებას რუსეთისადმი, კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა რუსეთთან კონსტრუქციულ ურთიერთობებს უჭერს მხარს. დასმულ კითხვაზე ~რამდენად მისაღებია თქვენთვის საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში~, მხოლოდ 7%-ი აცხადებს, რომ ~აბსოლუტურად მისაღებია. გამოკითხულთა 25%-თვის ~ნაწილობრივ მისაღებია~, 28%-თვის ~ნაწილობრივ მიუღებელი~. საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში ~აბსოლუტურად მიუღებელია~ 24%-სთვის, ~არ იცის~ რესპოდენტთა 13%-მა, ხოლო დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა 3%-მა. გამოკითხულთა მხოლოდ 11%-მა განაცხადა, რომ მისთვის მისაღები იყო ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვში ვიზიტი და პრემიერ პუტინთან მისი შეხვედრა, 62%-სათვის კი ნოღაიდელის ეს ქმედება მიუღებელი აღმოჩნდა. ნინო ბურჯანაძის ანალოგიურ მოსკოვურ ვოიაჟს მხარი მხოლოდ გამოკითხულთა 12%-მა დაუჭირა და 59%-მა დააფიქირა, რომ ბურჯანაძის ეს ვიზიტი მისთვის მიუღებელი იყო. NDI-მ მოსახლეობის აზრი მიუნჰენში, ირაკლი ალასანიას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრი ფაქტთან დაკავშირებითაც გამოიკვლია. კვლევის შედეგად კი გაირკვა, რომ ალასანია-ლავროვის შეხვედრა მისაღებია 22%-სათვის, მიუღებელია 28%-სათვის, ხოლო არ იცის გამოკითხულთა 34%-მა. როგორც კვლევების წარდგენისას დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე NDI-ს დირექტორმა ლუის ნავარომ განაცხადა, კვლევების მიხედვით, არჩევნების წინ პოლიტიკური გარემო ხელისუფლებისთვის ხელსაყრელია, რადგან გამოკითხულთა 53-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ,,სწორი’’ ან ,,ძირითად სწორი’’ მიმართულებით ვითარდება. ნავაროს ინფორმაციით, კვლევებით, მოსახლეობა ტელეკომპანია ,,იმედის’’ ,,სპეციალური რეპორტაჟთან’’ დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ოკუპაციის ინსცენირებას შეეხებოდა მოელის, რომ ტელეკომპანია პასუხს აგებს საკუთარ ქმედებებზე. კვლევა ჩატარდა მიმდინარე წლის 11-26 აპრილს ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2, 378 პირისპირ ინტერვიუს წამომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. იხილეთ epn.ge
  13. „ირაკლი ალასანიამ დღეს პირველად გადაუსწრო გიგი უგულავას პროგნოზში – „ვის აირჩევენ 2010 წლის 30 მაისს თბილისის მერად?“ ბოლო თვენახევრის განმავლობაში ირაკლი ალასანიას მაჩვენებელი მუდმივად იზრდებოდა; დღეის მდგომარეობა ასეთია: უგულავამ რეალური მხარდაჭერა დაკარგა, ხოლო ალასანიას შედეგები მკვეთრად გაიზარდა“, - წერს inkling markets-ი. ფოტოზე ჩანს ალასანიასა (მწვანე) და უგულავას (ყვითელი) მაჩვენებლების დინამიკა. View the full article
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/premiomroma.bmpკულტურის სამინისტროში დღეს იტალიის მთავრობის მიერ დაწესებული სტიპენდიისათვის კონკურსი Premio Roma გაიმართება. კონკურსის გამარჯვებული იტალიის მთავრობის სტიპენდიას მიიღებს და კვალიფიკაციის ასამაღლებლად სამთვიან კურსებზე იტალიაში გაემგზავრება. აღნიშნული კონკურსი კულტურის სამინისტროსა და იტალიის საელჩოს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ახალგაზრდებისთვისაა გათვლილი. 2010 წელს, იტალიური მხარის გადაწყვეტილებით, რომში ერთი საოპერო მომღერალი გაემგზავრება. წლევანდელ კონკურსში ოთხი ახალგაზრდა მომღერალი იღებს მონაწილეობას, კონსერვატორიის ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდეტები: მეგი ჩიხრაძე, თამარ ნოზაძე, მარიამ ნაჭყებია და არჩილ გოგიტიძე. კონკურსის ჟიურის წევრები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორები: მედეა ამირანაშვილი, თენგიზ მუშკუდიანი, და დირიჟორი – რევაზ ტაკიძე არიან. კონკურსს ასევე დაესწრება საქართველოში იტალიის საელჩოს კულტურის ატაშე, როზალია კორადო და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები. სტიპენდია Pრემიო ღომა ქართველ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს იტალიაში, როგორც დიდი ტრადიციების მქონე საოპერო მუსიკის სამშობლოში, სასწავლო კურსი გაიარონ, დახელოვდნენ უმაღლესი რანგის პროფესორებთან, დახვეწონ თავიანთი საშემსრულებლო ხელოვნება და იტალიური ენის ცოდნა აიმაღლონ. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...