Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://epn.ge/wp-content/uploads/aquu-150x150.jpgტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში გასული გადაცემის “ბარიერის” შემდეგ ტელეკომპანიის ეზოში მიწვეულ სტუმრებსა და “მართმადიდებელ მშობელთა კავშირს” შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მას შემდეგ, რაც გადაცემა პროტესტის ნიშნად ბექა მინდიაშვილმა დატოვა, დებატები ჩხუბში გადაიზარდა. გარეთ გასულ გადაცემის მონაწილეებს, რომლებიც ერეკლე დეისაძის მხადასაჭერად იყვნენ მისულები გარეთ “მართმადიდებელ მშობელთა კავშირისა” და ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წარმომადგენლები დახვდნენ. დაპირისპირებლ მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაწყოფაში გადაიზარდა. ინციდენტის ადგილას პოლიციაც მივიდა. დაპირისპირების შედეგად ნაცემები არიან ტელეკომპანიის ოპერატორები, და ხელმძღვანელი დავით აქუბარდია. ტელეკომპანიაში ატეხილი ჩხუბის შემდეგ, “კავკასიაზე” თინა ხიდაშელი, კახა კუკავა, ლაშა ჩხარტიშვილი, სოფო ხორგუანი და გია ჭანტურია მივიდნენ და ტელეკომპანიას სოლიდარობა გამოუცხადეს. იხილეთ epn.ge
  2. რამდენიმე წლის წინ საქართველოდან წასვლაზე ვოცნებობდი. მეგონა, რომ “სადღაც იქ” უფრო კარგია, მეტად დამაფასებენ, მომეფერებიან, “იქ” არ არიან ძველი ბიჭები, “იქ” არ ყრიან ქუჩაში ნაგავს, “იქ” მეტი ფულია და მეტი შესაძლებლობა, “იქ” არავინ შენს ცხოვრებაში არ ერევა. მოკლედ, აწყობილ ქვეყანაში აწყობილ ცხოვრებას რა სჯობს. მერე ცოტა გავიზარდე და მივხვდი, თუ რამე არ მოგწონს – უნდა შეცვალო, სახელმწიფო ზემოდან არ შენდება, როგორც ხე არ მწვანდება ზემოდან – თითოეულ მოქალაქეს შეაქვს წვლილი უკეთესი ქვეყნის ჩამოყალიბებაში. ვიფიქრე, რომ თუ მე ჩემს საქმეს კარგად გავაკეთებ, თუ სტუდენტი კარგად ისწავლის, თუ მეეზოვე კარგად დაგვის, თუ რესტორანში მზარეული გემრიელ საჭმელს გააკეთებს, თუ ყველა გადავიხდით ავტობუსში მგზავრობის ფულს და ურნაში ჩავაგდებთ ნაგავს – ეს ქვეყანაზე მალე აისახება და სულ რამდენიმე წელში ჩვენი “აქ” ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე “იქ’. Lead by example – ჩემი ცხოვრება ამ იდეაზე აეწყო. მე მიყვარს, ვაფრენ იმ საქმეზე, რასაც ვაკეთებ და ვთვლი, რომ ჩემი წვლილი შემაქვს ქვეყნის განვითარებაში: სოციალურ მედიაზე ვმუშაობ, ტრენინგებს ვატარებ, მჯერა, რომ სოციალური მედია ერთ-ერთი გზაა თავისუფალი სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო აქტივობის ამაღლებისათვის. ნაგავს ურნაში ვაგდებ, ავტობუსში ბილეთს ვიღებ, გადასახადებს პატიოსნად ვიხდი. ყველაზე ჭკვიან და საყვარელ ბავშვს კარგ ადამიანად ვზრდი, მაღაზიაში ვცდილობ ქართული პროდუქცია ვიყიდო. მე მჯერა, ამ პატარა ნაბიჯებითაც კი რაღაც დიდის ნაწილი ვხდები, მე მჯერა, რომ თუ ამ გზით ვივლი, სხვებიც მომყვებიან და ბევრს მივაღწევთ ერთად. ჩემი მეგობარი, რომელიც სომხეთიდან ჩამოვიდა, გაოცებული მიყურებს, როდესაც ქუჩაში სიგარეტს ვუკიდებ, მეორე, აზერბაიჯანელი მეგობარი კი კულტურულ შოკს იღებს, როცა კაფეში სექსზე ვსაუბრობთ და მეპატრონე არ გვაგდებს კაფედან. ჩემს ამ ორივე მეგობარს საქართველოში ცხოვრება უნდა, მე მეღიმება და მხრებში ვიმართები – ალბათ მივაღწიე რაღაცას, რადგან მათთვის საქართველო გახდა ის “იქ”, სადაც მე მინდოდა გაქცევა წლების წინ. მერე ჩნდება “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი”, “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა” და მსგავსი კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც მართლმადიდებლობას ამოფარებულნი ჩემს მეგობრებს არბევენ, სცემენ, ქუჩაში უხვდებიან, რომლებიც ტელევიზიის ეთერში შევარდებიან, ქრისტეს სახელით იგინებიან და იქნევენ მუშტებს, თვლიან, რომ ლიბერალიზმი – საგინებელია, “ქართველობა უნდა დავიცვათ”, “ამათ ქვეყანა არ უნდა გავათელინოთ”, “ღმერთი თუ არ გწამს – უნდა მოკვდე, თან წამებით!” “გეები – დასახოცია!”, “სხვა ეროვნების ხალხი ამ ქვეყანაში არ უნდა ჭაჭანებდნენ!” “დაგსჯით!” ისინი იმუქრებიან, არბევენ, სცემენ, აგინებენ, ატერორებენ. პოლიცია – ისევ გულხელდაკრეფილი დგას. საზოგადოების ნაწილი ფაშისტებს, რომლებსაც ატრიბუტიკაც კი შესაფერისი აქვთ – მხარსაც კი უჭერს და აქეზებს. და დგება გადამწყვეტი მომენტი. ახლა წყდება, საით წავა სახელმწიფო, რომელსაც მე ვაშენებდი. ახლა წყდება, მომკლავენ იმის გამო, რომ ათეისტი ვარ თუ არა, ახლა წყდება, მართლა აქვს თუ არა ჩემს ქვეყანას შანსი გახდეს ის “იქ”, სადაც უხარიათ ცხოვრება და საიდანაც გაქცევას არ ფიქრობენ. იმედის თვალით ვუყურებ ხელისუფლებას, მთავრობას, სამართალდამცავებს, ვისაც ეხება ყველას – ვეხვეწები, დამიცავი, დამიცავი და ერთად ავაშენოთ ის ქვეყანა, რომლითაც ვიამაყებთ, აი, ხომ ხედავ, მე ჩემს წილს ვაკეთებ – გააკეთე შენც შენი წილი და ერთად ავაშენოთ. გთხოვ. ნახეთ დოდკა ჯიზე
  3. რამდენიმე წლის წინ საქართველოდან წასვლაზე ვოცნებობდი. მეგონა, რომ “სადღაც იქ” უფრო კარგია, მეტად დამაფასებენ, მომეფერებიან, “იქ” არ არიან ძველი ბიჭები, “იქ” არ ყრიან ქუჩაში ნაგავს, “იქ” მეტი ფულია და მეტი შესაძლებლობა, “იქ” არავინ შენს ცხოვრებაში არ ერევა. მოკლედ, აწყობილ ქვეყანაში აწყობილ ცხოვრებას რა სჯობს. მერე ცოტა გავიზარდე და მივხვდი, თუ რამე არ მოგწონს – უნდა შეცვალო, სახელმწიფო ზემოდან არ შენდება, როგორც ხე არ მწვანდება ზემოდან – თითოეულ მოქალაქეს შეაქვს წვლილი უკეთესი ქვეყნის ჩამოყალიბებაში. ვიფიქრე, რომ თუ მე ჩემს საქმეს კარგად გავაკეთებ, თუ სტუდენტი კარგად ისწავლის, თუ მეეზოვე კარგად დაგვის, თუ რესტორანში მზარეული გემრიელ საჭმელს გააკეთებს, თუ ყველა გადავიხდით ავტობუსში მგზავრობის ფულს და ურნაში ჩავაგდებთ ნაგავს – ეს ქვეყანაზე მალე აისახება და სულ რამდენიმე წელში ჩვენი “აქ” ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე “იქ’. Lead by example – ჩემი ცხოვრება ამ იდეაზე აეწყო. მე მიყვარს, ვაფრენ იმ საქმეზე, რასაც ვაკეთებ და ვთვლი, რომ ჩემი წვლილი შემაქვს ქვეყნის განვითარებაში: სოციალურ მედიაზე ვმუშაობ, ტრენინგებს ვატარებ, მჯერა, რომ სოციალური მედია ერთ-ერთი გზაა თავისუფალი სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო აქტივობის ამაღლებისათვის. ნაგავს ურნაში ვაგდებ, ავტობუსში ბილეთს ვიღებ, გადასახადებს პატიოსნად ვიხდი. ყველაზე ჭკვიან და საყვარელ ბავშვს კარგ ადამიანად ვზრდი, მაღაზიაში ვცდილობ ქართული პროდუქცია ვიყიდო. მე მჯერა, ამ პატარა ნაბიჯებითაც კი რაღაც დიდის ნაწილი ვხდები, მე მჯერა, რომ თუ ამ გზით ვივლი, სხვებიც მომყვებიან და ბევრს მივაღწევთ ერთად. ჩემი მეგობარი, რომელიც სომხეთიდან ჩამოვიდა, გაოცებული მიყურებს, როდესაც ქუჩაში სიგარეტს ვუკიდებ, მეორე, აზერბაიჯანელი მეგობარი კი კულტურულ შოკს იღებს, როცა კაფეში სექსზე ვსაუბრობთ და მეპატრონე არ გვაგდებს კაფედან. ჩემს ამ ორივე მეგობარს საქართველოში ცხოვრება უნდა, მე მეღიმება და მხრებში ვიმართები – ალბათ მივაღწიე რაღაცას, რადგან მათთვის საქართველო გახდა ის “იქ”, სადაც მე მინდოდა გაქცევა წლების წინ. მერე ჩნდება “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი”, “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა” და მსგავსი კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც მართლმადიდებლობას ამოფარებულნი ჩემს მეგობრებს არბევენ, სცემენ, ქუჩაში უხვდებიან, რომლებიც ტელევიზიის ეთერში შევარდებიან, ქრისტეს სახელით იგინებიან და იქნევენ მუშტებს, თვლიან, რომ ლიბერალიზმი – საგინებელია, “ქართველობა უნდა დავიცვათ”, “ამათ ქვეყანა არ უნდა გავათელინოთ”, “ღმერთი თუ არ გწამს – უნდა მოკვდე, თან წამებით!” “გეები – დასახოცია!”, “სხვა ეროვნების ხალხი ამ ქვეყანაში არ უნდა ჭაჭანებდნენ!” “დაგსჯით!” ისინი იმუქრებიან, არბევენ, სცემენ, აგინებენ, ატერორებენ. პოლიცია – ისევ გულხელდაკრეფილი დგას. საზოგადოების ნაწილი ფაშისტებს, რომლებსაც ატრიბუტიკაც კი შესაფერისი აქვთ – მხარსაც კი უჭერს და აქეზებს. და დგება გადამწყვეტი მომენტი. ახლა წყდება, საით წავა სახელმწიფო, რომელსაც მე ვაშენებდი. ახლა წყდება, მომკლავენ იმის გამო, რომ ათეისტი ვარ თუ არა, ახლა წყდება, მართლა აქვს თუ არა ჩემს ქვეყანას შანსი გახდეს ის “იქ”, სადაც უხარიათ ცხოვრება და საიდანაც გაქცევას არ ფიქრობენ. იმედის თვალით ვუყურებ ხელისუფლებას, მთავრობას, სამართალდამცავებს, ვისაც ეხება ყველას – ვეხვეწები, დამიცავი, დამიცავი და ერთად ავაშენოთ ის ქვეყანა, რომლითაც ვიამაყებთ, აი, ხომ ხედავ, მე ჩემს წილს ვაკეთებ – გააკეთე შენც შენი წილი და ერთად ავაშენოთ. გთხოვ. Filed under: Just, რა http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1759/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1759/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1759/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1759/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1759/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1759&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე
  4. ჩვენს ბლოგზე პროექტის მსვლელობისასაც და მის შემდეგაც უამრავი კომენტარი, მოსაზრება, კითხვა თუ სურვილი დაიწერა. ჩვენ აქტიურად ვადევნებდით თვალს ყოველ თქვენს პოსტს, რადგან თითოეული მაყურებლის აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. ამ პოსტში გთავაზობთ “ნიჭიერის” გუნდის, იმ ადამიანების, ვინც “ნიჭიერს” აკეთებდნენ, იღებდნენ და თქვენამდე მოჰქონდათ კომენტარს და პასუხს ბლოგზე წამოჭრილ რამდენიმე კითხვაზე. ისინი ასევე საუბრობენ სამომავლო გეგმებზეც.2010 წლის 1 თებერვლიდან ორშაბათი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე გახდა სატელევიზიო სივრცეში. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამხელა გამოხმაურება, ასეთი სახალხოობა არც ერთ პროექტს არ ჰქონია. ძირითადი დისკუსიები სხვა ვებგვერდების პარალელურად, ჩვენს ბლოგზე მიდიოდა.ჩვენ გვყავს ბლოგერები, რომელთა კომპეტენციაში დაწყების დღიდან პროექტის გუნდის არც ერთი წევრი არ ჩარეულა, ისინი ყოველთვის გამოხატავდნენ მხოლოდ მათ სუბიექტურ აზრს კონკრეტული კასტინგის ეპიზოდის თუ ნახევარფინალის შესახებ. ისინი არ ერიდებოდნენ ჩვენს კრიტიკასაც. რა თქმა უნდა, ჩვენც ვაკვირდებოდით, გვიჩნდებოდა კითხვები, ვიღებდით პასუხებს თქვენი კომენტარების მეშვეობით და ახლა, როდესაც პროექტის პირველი სეზონი დამთავრდა და ჩვენ უკვე გვყავს გამარჯვებული – გაგვიჩნდა სურვილი ჩვენ თავადვე გაგვეცა პასუხი თქვენს კითხვებზე.ეს კითხვები კი, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი ბლოგის მკითხველების კომენტარებიდან გამომდინარეობს. პირველ რიგში, ჯერ კიდევ ნახევარფინალების დროს, როდესაც პირველ-ორ ლაივზე 4 ფინალისტიდან 3 მომღერალი აღმოჩნდა, ბლოგზე ყოველი 3 კომენტარიდან 2 ასე ჟღერდა : ნიჭიერია თუ ჯეოსტარი? თუმცა, საბოლოო ჯამში, ქართულ ნიჭიერს ფინალი ყველაზე არსებულ ანალოგზე მრავალფეროვანი გამოუვიდა და აი სტატისტიკაც:12 ფინალისტიდან: 6 მომღერალი (აქედან 5 – მაყურებლის არჩევანი, 1 – ჟიურის არჩევანი) 1 ცეკვა 1 ბიტბოქსი 1 პარკური 1 ილუზიონისტი 1 სამეჯლისო ცეკვა 1 გიტარისტი</p>სულ 7 განსხვავებული ჟანრი და შედეგად – რეკორდული რეიტინგი. რაც მთავარია, პროექტმა მოახერხა 12 ისეთი ფინალისტის შეკრება, რომელთა გამოსვლის დროს მაყურებლის უმრავლესობა სწორედ მას გულშემატკივრობდა, ვინც კონკრეტულად იმ მომენტისთვის იდგა სცენაზე. თორმეტივე იყო ძალიან ნიჭიერი. და ამ 12 კონკურსატისგან მაყურებელთა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ლევან შავაძე იმსახურებდა გამარჯვებას და ეს ხმების იმ 28,2 %-ში გამოიხატა, რაც მან მიიღო. რა თქმა უნდა, მაშინ როდესაც დანარჩენი 71,8 % სხვა ნიჭიერს გულშემატკივრობდა, არ გაგვკვირვებია ბლოგის მკითხველების პროტესტი. თუმცა მაინც უცნაურად გევჩვენა აზრი, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ჟიურისთვის უნდა მიგვენდო გადაწყვეტილების მიღება. მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს სურვილი გვერქვას დემოკრატიული პროექტი, რომლის კარი ღიაა ყველა ადამიანისთვის, ყველანაირი ნიჭით და შესაძლებლობით, რასაც სცენის მასშტაბი დაიტევს, მაშინ რატომ უნდა ჩამოგვერთმია ხალხისთვის არჩევანის უფლება? ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, რომ ხალხმა უნდა არჩიოს და არა ხალხს აურჩიონ. რეალურად, არ არსებობს ნიჭის ზუსტი მათემატიკური საზომი, ანუ ვთქვათ, მარიამ კახელიშვილი რატომ არის დავით რობაქიძეზე ნიჭიერი, ან ნექსთ ლეველი – ანი ხანჩალიანზე უნიჭო? რა ვერ გააკეთა ნებისმიერმა კონკურსანტმა ისე, რომ მასზე ვინმეს ეთქვა, რომ ის არ იმსახურებს ერქვას ნიჭიერი? ან არ იმსახურებს გამარჯვებას? სწორედ ამიტომ, ხმის მიცემის ფორმა არის სწორედ ის ოპტიმალური ვარიანტი, რაც პროექტს უნარჩუნებს დემოკრატიულობას და რაც მთავარია, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანს - სახალხოობას. ხოლო გამარჯვებულის ვინაობას არკვევს არა მისი სხვაზე ნაკლები ნიჭი, არამედ ის სუბიექტური სიმპატია, რასაც მაყურებელი ხმის მიცემით გამოხატავს.დავუბრუნდებით ისევ სტატისტიკას: მაშინ, როდესაც ლევან შავაძეს არ გულშემატკივრობდა მაყურებლის 71,8 %, სხვა დანარჩენი 11 კონკურსატის შემთხვევაში ეს შედეგი ასეთი იქნებოდა: მაყურებლის საერთო რაოდენობიდან გულნაზი გოლეთიანს ხმა არ მისცა 83,1 %-მა, ანუ უხეშად რომ ვთქვათ, 100-დან 83,1 % მას არ გულშემატკივრობდა. მარიამ კახელიშვილს: 84,3% ანა ხანჩალიანს 89,2% მარიამ ფაჩულიას 94,2 % ბაბის და მარიამს 94,6 % გუგა ჭყონიას 95,9 %-მა დავით რობაქიძეს, 96 % ნექსთ ლეველს 96,8 % პარკურს 97,9 % ავთო ნაცარაშვილს 98% ვერკას და გიორგის 98,3 %. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ასეთი სტატისტიკა უფრო “შთამბეჭდავია”. და შესაბამისად, უფრო დიდი იქნებოდა პროტესტი ამ ნებისმიერი კონკურსანტის გამარჯვების შემთხვევაში. ან შესაძლოა ჩვენი ბლოგის მკითხველს და სხვა დანარჩენ მაყურებელს შორის აზრთა დიდი სხვადასხვაობაა, ან ჩვენს მკითხველს მხოლოდ პასიური მაყურებლის როლში უყვარს ყოფნა და მისი გულშემატკივრობა მხოლოდ ბლოგის კომენტარებში გამოიხატა და არა ფავორიტის მხარდაჭერაში. თუმცა თითოეული თქვენგანი ქმნით იმ რეკორდულ რეიტინგს, რაც “ნიჭიერმა” მიიღო, გამოკითხვებზე დაყრდნობოთ, იყო შემთხვევები, როდესაც 100 ტელევიზორიდან 96 “ნიჭიერზე” იყო ჩართული. ჩვენ ვაფასებთ და მადლობას ვუცდით ნებისმიერ ადამიანს, ვინც ყოველ ორშაბათს ტელევიზორში რუსთავი2-ს რთავდა და “ნიჭიერს” უყურებდა.თუმცა მაყურებელთა ორი კატეგორია გამოიკვეთა – ისინი, ვინც უბრალოდ უყურებდნენ შოუს და ისინი, ვინც გულშემატკივრობდნენ ამა თუ იმ კონკურსანტს. ბლოგზე არსებული სტატისტიკების ანალიზის შედეგად ჩანს, რომ აქაური მკითხველების დიდი უმეტესობა “მხოლოდ მაყურებელთა” კატეგორიაში ხვდებოდა, იმ მაყურებლების აზრი კი, ვინც არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც მხარს უჭერდა ამა თუ იმ კონკურსანტს, ყოველთვის არ ემთხვეოდა ჩვენი მკითხველების აზრს. ისევ ბლოგის კომენტარებს დავუბრუნდები. რატომღაც ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რომ პროექტის გამარჯვებული რეგიონიდანაა, მღერის რესტორანში, ასრულებს გოგი დოლიძის სიმღერებს და ასაკით 40-ს ზემოთაა. (თუმცა ძნელი მისახვედრია, დემოკრატიული შოუს პირობებში ეს ნაკლად რატომ უნდა ჩაითვალოს? ) ისევ ბლოგის ერთ-ერთი მკითხველის, ზემფირას კომენტარს მოვიშველიებ: - რა სურათი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ სხვა კონკურსანტი გაიმარჯვებდა? გასაკრიტიკებელს მაინც ნახავდით რამეს.ჟიურის რომ აერჩია: მაგათ ვინ ეკითხება, ხალხს არჩევანის საშუალება არ მიეცით! ხანჩალიანი თუ გაიმარჯვებდა: მაგან როგორ გაიმარჯვა, კახელიშვილი ჯობდა! კახელიშვილი გაიმარჯვებდა: ხანჩალიანს არ გაამარჯვებინეთ, არადა ის ჯობდა! გულნაზი გაიმარჯვებდა: პროდიუსერებმა გააკეთეს სუზან ბოილი და გაამარჯვებინეს.პარკური: ეგრე ყველა იხტუნავებდა, როგორ შეიძლებოდა, როცა მოზაიკა გარეთ დარჩა! ვერკა და გიორგი – აქ გამოხტებოდნენ აკა და გვანცას და ლევანი და სოფოს თაყვანისმცემლები. ავთო ნაცარაშვილი – აქ თავს წამოყოფდა მასის ის ნაწილი, რომელიც სელინ დიონს უსმენს და ასეთი ბევრია. ეს რა იყო, რაღაცას უბარტყუნებდა გიტარაზე! ნექსთ ლეველი: ნიუ სტაილი ჯობდა, ძალით გაიყვანეს. ან გამოხტებოდნენ ვესტ საიდ დენსერები- ჩვენ 16000 (11000 12000, 20000 მოკლედ რაც პირზე მოადგებათ) სმს გავაგზავნეთ, მუსიკა შეგვინელეს ბლა ბლა ბლა მაგათი გაყვანა უნდოდათ და გაიყვანეს! ფაჩულია- დედა არ ჰყავს და შეეცოდათ. გუგა ჭყონია- ისევ ხანჩალიანი და კახელიშვილი სჯობდა მაგას რააა… დავით რობაქიძე- კი მაგარია, მაგრამ მაინც ნიჭიერი სხვა არი რააა… ავთო გოგეშვილიც მაგარი იყო და რატო არ გაიყვანეეეეს. ბაბი და მარი – ამათზე ატყდებოდა ცოდვის ტრიალი -მამამ მოაგებინა! მოკლედ ძალიან კარგი, რომ გაიმარჯვა შავაძემ. ვულოცავთ. ))))) მასზე რაც ატყდა – სახეზეა, მაგრამ დიდი რესპექტები მის გულშემატკივარს, რომ ასე უხმაუროდ გაამარჯვებინეს, მართლა უგულშემატკივრეს და სიტყვები ჰაერზე არ უფქრვევიათ :018:მართლაც ასეა, ყველა ვერ იქნებოდა შედეგით კმაყოფილი და თავისთავად კომენტარებში გარდასახული პროტესტი და რიგ შემთხვევაში აგრესია ისევ გარდაუვალი იქნებოდა. რაც მთავარია, არსებობს ხალხი (ანუ აქტიური მაყურებლის უმრავლესობა), რომელთათვისაც ეს შედეგი საუკეთესოა – მათი ფავორიტია გამარჯვებული და ასეთი ადამიანების რიცხვი საკმაოდ დიდია. http://nichieri.ge/files/2010/05/BILD17521-300x154.jpg არ გვინდა ვინმემ იფიქროს, რომ ამ პოსტით ჩვენ საპირისპიროდ რაიმეს დამტკიცებას ვცდილობთ, ან შედეგის რამენაირად გამართლებას, ან ჩვენი მკითხველისთვის რამეზე მითითებას და შენიშვნას. ჩვენი გუნდისთვის ეს ბლოგი და ნებისმიერი თქვენი კომენტარი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენც გვეხმარება შემდეგ და შემდეგ პროექტების უფრო მეტად დახვეწაში. ჯანსაღი კრიტიკა ჩვენთვის ყოველთვის მისაღებია. ბლოგზე დაიწერა ისიც, რომ მაყურებელს არ მოეწონა პროექტის ფინალი, როდესაც მონაწილეების ნაწილი პრიზების გარეშე დარჩნენ. ფინალურ სამეულს შეხვდა მობილურები და სასაუბრო დრო, ჯგუფი ნექსთ ლეველი კლუბ “ზუმის” სახე გახდა, გამარჯვებულმა კი მიიღო ბინა კომპლექს “დრიმ თაუნში” , რომლის საბაზრო ღირებულება ბევრად აღემატება ყველა იმ თანხას, რაც აქამდე მსგავს შოუებში ყოფილა. და მაინც, ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, რომ მაყურებელს ნამდვილი happy end უნდა და არა მხოლოდ 1 გამარჯვებული, სწორედ ამიტომ, შემდეგ სეზონზე დაწესდება სპეციალური პრიზები, რომელსაც ჟიურის თითოეული წევრი კონკრეტულად მის ფავორიტს გადასცემს. ანუ 3 ჟიური – სამი დამატებითი პრიზი. + პრიზები სპონსორებისგან. ნიჭიერის მეორე სეზონის კასტინგები კი სულ მალე დაიწყება. ყურადღებით ადევნეთ თვალი ჩვენს ბლოგს, აქ პერიოდულად დაიდება ინფორმაციები როგორც თბილისის, ისე რეგიონალური კასტინგების შესახებ. გვექნება ონლაინ აპლიკაციის ფორმა და მივიღებთ იმეილებსაც. და ერთი რამ ალბათ ჭეშმარიტებაა – “ნიჭიერის’ დეფიციტის დრო არ არის. ნიჭიერის გუნდი არ გემშვიდობებათ, ძალიან მალე ჩვენ ისევ დავბრუნდებით უკვე მეორე სეზონით. nichieri.ge
  5. 8 მაისს, 11.00 საათზე, სასტუმრო ‘ამბასადორში’, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის ტრენინგს ჩასატარებს. 8 მაისს, 11.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და უცხოეთში საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს უფროსი მაია სიფრაშვილი ბრიფინგს გამართავენ. თემა: ‘მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის გამოცხადებული კონკურსი’. მის: უზნაძის ქ. №52 8 მაისს, 11:00 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ნაშრომების გამსწორებელთა კონკურსის დასკვნით ეტაპს ჩაატარებს. ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსი, II სართული (26 მაისის მოედანთან) 8 მაისს, 11:00 საათზე, მესამე სტუდენტური კონფერენცია გაიმართება. თემა: ‘აღმოსავლეთის პარტნიორობის სოციალური და ეკონომიკური ასპექტები’. თსუ-ის II კორპუსი, V სართული, ოთახი #505 8 მაისს, 11.00 საათზე, აეროპორტის დასახლებაში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე , პოლიტიკური მოძრაობა ‘სოლიდარობა’ ამომრჩევლებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენს . 8 მაისს, 13:00 საათზე, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართება ‘ეროვნული ფორუმის’ ახალგაზრდული ორგანიზაციის – ‘ახალგაზრდული ფორუმისა’ და ‘საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის’ თემა:’რუსულ-ქართული ურთიერთობები’. მის: ჭავჭავაძის გამზ. 37ა 8 მაისს, 13:00 საათზე, პარტია `მომავალი საქართველოს’ ლიდერი, მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე, ვარკეთილის ე.წ. `თათრების ბაზრობაზე’ მოვაჭრეებს შეხვდება. მის: შუამთის ქ. #8 8 მაისს, 13:00 საათზე, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, მინისტრის მოადგილეები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივს მიაგებენ. 8 მაისს, 13:00 საათზე, პროექტ ‘სახალხო სასამართლოს’ ფონდის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი და საზოგადოებრივი საბჭოს ხელმძღვანელი შიო არსენიშვილი, სახალხო სასამართლოს დაწყებასთან დაკავშირებით, საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ. მის: თაყაიშვილის ქ. #46 8 მაისს, 14:00 საათზე, ‘ალიანსის’ საბურთალოს მაჟორიტრი დეპუტატობის კანდიდატი ნათელა მაჭავარიანი საბურთალოს ამომრჩეველთან შეხვედრას გამართავს. მის: თამარაშვილის ქ. #19, პავლოვის კუთხეში, ‘პოპულის’ ეზოში 8 მაისს, 18:00 საათზე, ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავის აღსანიშნავად და ომის ვეტერანთა პატივსაცემად პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართება რუსთაველის სახელობის დარბაზი იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...