Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/statistics-150x150.jpgსტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში მშნებელობაზე 1 175 ნებართვა გაიცა. მათი ინფორმაციით, აქედან, საცხოვრებელი დანიშნულების შენობის მშენებლობაზე 462 ნებართვაა გაცემული, ხოლო არასაცხოვრებელი შენობის აშენებაზე – 713. “მშნებელობის ნებართვების უმეტესობა თბილისშია გაცემული. დედაქალაში საანგარიშო პერიოდში 711 სამშენებლო ნებართვა გაიცა, საიდანაც 441 არასაცხოვრებელი შენობისაა. რეგიონებში კი, ყველაზე მეტი მშნებლობის ნებართვა 2010 წლის პირველ კვარტალში ქვემო ქართლში გაიცა – 110 ნებართვა, მომდევნო ადგილზეა იმერეთი 107 ნებართვით”,-აცხადებენ სტატიატიკის ეროვნული სამსახურში. გასულ წელს საქართველოში სულ 3 705 სამშენებლო ნებართვა იქნა გაცემული, ხოლო 2008 წელს – 3 815 ნებართვა. იხილეთ epn.ge
  2. „ალიანსი საქართველოსთვის“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თინათინ ხიდაშელმა დღეს პრესკონფერენცია გამართა. მან ლიფტებში გამთავსებულ ე. წ. სარეკლამო პლაკატებზე ისაუბრა და ამ ფაქტს უმსგავსობა და მერიის კორუფციული გარიგების ნიმუში უწოდა. პრესკონფერენციზე გავრცელდა თინათინ ხიდაშელის „მიმართვა თბილისელებს“. View the full article
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gold-bullion-image-150x150.jpgფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოქროულის კონტრაბანდისტი დააკავა ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან გვერდის ავლით, დიდი ოდენობით ძვირფასი ნაკეთობების შემოტანის ფაქტზე, დააკავებულია სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე გრეტა სუკიასიანი. დაკავებულმა თურქეთიდან საქართველოში სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, მალულად გადმოიტანა დაახლოებით 1 კილოგრამი მასის მქონე ძვირფასი ლითონის – ოქროს და ძვირფასი თვლებისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები. ექსპერტიზის დასკვნით, კონტრაბანდული ტვირთის საერთო ღირებულება 40 000 ლარს აჭარბებს, შესაბამისად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gagrrrrrr-150x150.jpg,,მარიოტში” დღეს, კიდევ ერთი აფხაზურ თემაზე შექმნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის, სახელად ,,რომ არ დამავიწყდეს”, ავტორი ბიზნესმენი, სერგი აბაშიძეა. მისი თქმით, ეს არის ნოველებისაგან შემდგარი იუმორითა და სიცოცხლით სავსე წიგნი, სადაც გაგრაზე, გაგრის კოლორიტებზე და ქართველ და აფხაზთა მეგობრობის ფაქტებზე საუბრობს. ,,წიგნში ყველა ის დეტალია გადმოცემული რაც 10 წლიდან მოყოლებული გადამხდა თავს. ეს არის გაგრის ყველაზე ლამაზი სოფლის, კოლხიდას ისტორია. თუ რა გაჭირვება გადაიტანა ამ სოფელმა და მისმა მოსახლეობამ”,- აღნიშნა ,,ექსპრესნიუსთან” საუბარში აბაშიძემ.. წიგნი ,,რომ არ დამავიწყდეს” რუსულენოვანია და იგი მხოლოდ ავტორის მეგობრებისათვის დაიბეჭდა. იხილეთ epn.ge
  5. საიტის მომხმარებელი შეამჩნევდა, რომ republicans.ge გაქრა top.ge-ის რეიტინგებიდან. ამის მიზეზი კი სხვა მთვლელ-კოდების გაუმართავი მუშაობა იყო, რაც საიტს პრობლემებს უქმნიდა. ერთდღიანი იძულებითი შესვენების შემდეგ republicans.ge კვლავ ბრუნდება top.ge-ის რეიტინგში. View the full article
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010021111239-150x150.jpgფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე, დღეს 20 000 000 ნომინალური ღირებულების 350-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა 4 კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 42 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.200%–ით, მაქსიმალური 8.250%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.937%–ით განისაზღვრა იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/forumi-150x150.jpgკახა შარტავა და ირაკლი მელაშვილი საქართველოს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ელჩს დენის კიფს ესაუბრნენ. საუბრის ძირითადი თემა საარჩევნო გარემო და მის შესაცვლელად აუცილებელი მექანიზმები გახლდათ. ამ საკითხებთან დაკავშირებით, “ეროვნული ფორუმი” 10-15 მაისის ფარგლებში კონფერენციას გამართავს, რომელშიც მონაწილეობას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკურ პარტიები და მეგობარი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები მიიღებენ. ორგანიზატორები სტუმრებს საქართველოს დღევანდელ საარჩევნო გარემოს გააცნობენ. ჟურნალისტებისათვის დახურული შეხვედრა 45 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ “ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ საარჩევნო გარემოს გარდა, საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრეს. - ”ფორუმის” მიერ ორგანიზებულ გაფართოებულ კონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმოამდგენელიც მიიღებს მონაწილეობას, რაც შეეხება გეოპოლიტიკურ საკითხებს, ამ მხრივ მომავალშიც გავაგრძელებთ შეხვედრებს არამხოლოდ დიდი ბრიტანეთის, არამედ, სხვა ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებთანაც”, – განაცხადა კახა შარტავამ. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო გარემოს მდგომარეობასა და მის შეცვლასთან დაკავშირებით, “ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ამერიკის ელჩსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს. იხილეთ epn.ge
  8. საიტის მთავარ, ჰორიზონტალურ მენიუში გაჩნდა ახალი ბლოკი „არჩევნები 2010“, სადაც განთავსდება ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, რომელიც სხვადასხვა ადგილას იყო გაბნეული: პარტიული სიები, საარჩევნო კოდექსი, ამომრჩეველთა სიების მონიტორინგი, სამუშაო დოკუმენტაცია (ფორმები), ლინკი „ცესკოს დადგენილება“ და მრავალი სხვა. View the full article!
  9. 4 მაისს, საღამოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა დავით ბერძენიშვილმა „რადიო თავისუფლების“ ვებგვერდზე ბლოგების კომენტატორთა შეკითხვებს „ცოცხალ რეჟიმში“ <a target="_blank" href="http://www.tavisupleba.org/content/article/2031382.html">უპასუხა. View the full article
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Marche-du-film_W-150x150.jpgეროვნული კინოცენტრი კანის კინოფესტივალის ბაზრობაზე _ Marché du Film მესამედ წარსდგება. 10 მაისს, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი და სხვა წარმომადგენლები გაემგზავრებიან საფრანგეთში, კანის 63-ე საერთაშორისო ფესტივალის კინობაზრობაზე “Marché du Film მონაწილეობის მისაღებად. პროექტის ფარგლებში, ეროვნული კინოცენტრი კანში წარმოადგენს საქართველოს პავილიონს, პოტენციულ პარტნიორებს გააცნობს ინფორმაციას საქართველოს და ქართული კინოს არსებული მდგომარეიობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. კანში ქართული პავილიონის გახსნა მიზნად ისახავს ქართული კინოხელოვნების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე. ისევე როგორც წინა წლებში, საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იქნება ახალი ქართული პროდუქცია: 2009 წლის ახალი ქართული ფილმების კატალოგი, ეროვნული კინოცენტრის საინფორმაციო ბროშურები, ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული ქართული ფილმების DVD ვერსიები (რუსუდან პირველის „სუსა“, ლევან კოღუაშვილის “ქუჩის დღეები” და სხვები), ინფორმაცია საქართველოს შესახებ – ლოცატიონ გუიდე, ნაჩვენები იქნება რუსუდან პირველის ფილმი “სუსა”, ბაიერებისთვის წარსადგენად გამოტანილი იქნება ალეკო ცაბაძის ბოლო ფილმი “რენე მიდის ჰოლივუდში”, რომლის პრემიერა ჯერ არ ყოფილა. Marché du Film წარმოადგენს საერთაშორისო კინოინდუსტრიის ერთ-ერთ ცენტრს, სადაც თავს იყრიან წამყვანი პროდიუსერები, “ბაიერები”, გაყიდვების აგენტები, დისტრიბუტორები, სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული კინოცენტრები და სხვა კინო ორგანიზაციები. ეს არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს კინოპროფესიონალებს განავითარონ თანამშრომლობა, გააფართოვონ პროფესიული ქსელი, გააცნონ ერთმანეთს ბოლო პერიოდის მიღწევები და დასახონ სამომავლო გეგმები. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/praimer451-150x150.jpgმოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პოლიტიკურ ძალადობასა და რეპრესიებს აპროტესტებს. ამის შესახებ დღეს “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის წევრმა და ეროვნული საბჭოს კოორდინატორმა სარჩევნო საკითხებში ლადო ბოჟაძემ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმი მიმართავს უკანონო ქმედებებს ~ეროვნული საბჭოს~ წევრების საარჩევნო კამპანიის ჩასაშლელად. სამეგრელოში, თიანეთსა და ყვარელში ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი ფაქტები ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ხელისუფლება 30 მაისს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ აპირებს. ბოჟაძის განცხადებით, 2 მაისს, 12 საათზე, როდესაც ~ეროვნული საბჭოს~ წარმომადგენელი აბაშის მეოთხე საარჩევნო უბანზე ელგუჯა გაბისკირია საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასასწრებად მიდიოდა, ავტობუსის გაჩერებასთან იგი უმიზეზოდ დააკავა პოლიციის თანამშრომელმა ოტია გაბელაიამ და პოლიციის აბაშის რაიონულ განყოფილებაში წაიყვანა. იქ სამართალდამცავებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით, ელგუჯა გაბისკირია ზუგდიდში გადაეყვანათ. ~ეროვნული საბჭოს~ წარმომადგენლები ზუგდიდის პოლიციის განყოფილებასთან შეიკრიბნენ და საარჩევნო კომისიის წევრის უკანონოდ დაკავების ფაქტი გააპროტესტეს. მოძრაობის ინფორმაციით, 2 მაისს პოლიციამ თიანეთში ასევე უმიზეზოდ დააკავა ~ეროვნული საბჭოს~ მიერ თიანეთის საკრებულოს წევრობის კანდიდატებად დასახელებული გივი ჩილაური (ზარიძეების საარჩევნო ოლქი) და გია ბერბერაშვილი (ტუშურების საარჩევნო ოლქი). ისინი მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავების წინა დღეებში ორივე მათგანზე ხორციელდებოდა მუქარა და ზეწოლა. მათგან ითხოვდნენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურები მოეხსნათ. ზეწოლა ხორციელდება აგრეთვე გია ბერბერაშვილის დასა და სიძეზე. პირველი მათგანი, ნინო ბერბერაშვილი სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლის დირექტორია და მას სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. იგივე მუქარა შეუთვალეს გია ბერბერაშვილის სიძესაც, რომელიც მცხეთის საპატრულო პოლიციაში მუშაობს. ამასტან ერთად, 3 მაისს მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თაინეთის პოლიციის დეტექტივმა კახა დოჯორიშვილმა.P მოძრაობის წარმომადგენლებმა პოლიტიკური ძალადობის ფაქტები ყვარლის რაიონშიც გამოავლინეს. რაიონის გამგებლის ლევან გამსახურდიას (იგი, ამავე დროს, ~ნაცმოძრაობის~ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია) და პოლიციის უფროსის თემურ გურაშვილის მხრიდან ზეწოლის შედეგად, საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს ~ეროვნული საბჭოს~ მიერ ახალსოფლის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა მზია ხუტუაშვილმა და მთისძირის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ანეტა მღებრიშვილმა. აღსანიშნავია, რომ მთისძირის საკრებულოში კენჭს იყრის იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მამა, შალვა ადეიშვილი, ხოლო ახალშოფელში _ საჯარო რეესტრის უფროსი და პარლამენტარ მარიკა ვერულაშვილის ახლო ნათესავი თამაზ გუგოშვილი. მზია ხუტუაშვილმა და ანეტა მღებრიშვილმა, ზეწოლის გამო, ასევე უარი თქვეს ~ეროვნული საბჭოს~ პარტიულ სიაში ყოფნაზე. ამის გამო, ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიამ ~ეროვნული საბჭოს~ პარტიული სიის რეგისტრაცია გააუქმა. ~ეროვნული საბჭო~ მოითხოვს საარჩევნო კომისიის წევრებზე და საკრებულოს წევრობის კანდიდატებზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლის შეწყვეტას და ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნას. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/saia8-150x150.jpgახალაგაზრდა იურისტთა ასოციაცია კიდევ ერთხელ მოითხოვს ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჩვმიტანილების დასჯას. დღეს საიას ოფისში 4 წლისთავთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ხიდაშელის განცხდებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება თავიდანვე არაეფექტურად წარიმართა და მიუხედავად იმისა, რომ კორტების ტრაგედიიდან ოთხი წელი გავიდა, დღემდე არ დასჯილან შსს-ს ის მაღალჩინოსნები რომელთაც ამ მკვლელობებში მიუძღვით ბრალი. “დამნაშავე პირთა დაუსჯელობამ სამართადამცავ სტრუქტურებში დაამკვიდრა დაუსჯელობის სინდრომი და იმის პრეზუმცია, რომ მიუხედავად ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა, პოლიციელი ყოველთვის მართალია.”_ განაცხადა ახალგაზრდა იურისტთდა ასოციაციის თავჯდომარემ თამარ ხიდაშელმა. “ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე ევროპის სასამართლოშია გადაცემული, მას უკვე მიენიჭა პრიოტიტეტი და 2 წლის განმავლობაში იქნება განხილული. ჩვენ კი ხელისუფლებას ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ გამოასწოროს ჩადენილი დანაშაული და მკვლელები სამაგალითოდ დაისაჯონ” განაცხადა ზურაბ ვაზაგაშვილის მამამ იური ვაზაგაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ოთხი წლის წინ, 2006 წლის 2 მაისს, ჩოგბურთის კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ადგილზე იქნა მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი. იხილეთ epn.ge
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/rezonansi_large-150x150.jpgთბილისის სააპელაციო სასამართლოში გაზეთ “რეზოონანსისა” და საიას სარჩელის განხილვა, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო 19 მაისისთვის გადაიდო. მოსამართლე ქეთევან დუგლაძემ დღევანდელ პროცესზე მხარეებს მორიგება შესთავაზა. გაზეთი “რეზონანსი” და საია ასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც მათ უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სარჩელი ეხებოდა “ენგურშესის” შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის სააჯაროობას. ისინი სააპელაციო სასამართლოში ინფორმაციის მიღებაზე უარის თქმის დოკუმენტების ბათილად ცნობას და მემორანდუმის ნაწილობრივ მაინც გასაჯაროებას ითხოვენ. მემორანდუმი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და “ინტერ რაოს” შორის 2008 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა. მემორანდუმი “ენგურჰესის” ერთობლივ მართვას ეხება. იხილეთ epn.ge
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/saia7-150x150.jpgთბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელს დღეს განიხილავს. საია სასამართლოში ცესკოს 2010 წლის 2 მაისის დადგენილებას ასაჩივრებს, რომლითაც განისაზღვრა საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრის შუამდგომლობის საფუძველზე რეგისტრაციიდან მოხსნილ მოქალაქეთა მიერ ხმის მიცემის წესი. ცესკოს სადავო განკარგულების საფუძველზე, მესაკუთრის განცხადების საფუძველზე რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩეველი ხმას აძლევს იმ საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე, სადაც იგი რეგისტრირებული იყო მესაკუთრის მოთხოვნით რეგისტრაციის გაუქმებამდე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე, რეგისტრაციიდან მოხსნილ მოქალაქეთა რიცხვი 12 000-ია. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული პირებისთვის აქტიური ხმის უფლების შენარჩუნება, საიას აზრით, ეს არ უნდა განხორციელდეს კანონის დარღვევის ხარჯზე. სწორედ ამიტომ, საიამ შეიმუშავა საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პროექტი, რომელიც ცესკოს მისცემდა საშუალებას ხელახლა განეხორციელებინა მსგავსი კატეგორიის ამომრჩეველთა რეგისტრაცია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, ცესკოს დადგენილება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი კანონთან წინააღმდეგობის გამო. იხილეთ epn.ge
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/afetqeba_big-150x150.jpgბათუმში პიკაპის ტიპის სამაშველო სამსახურის მანქანა მოულოდენლად აფეთქდა, რის შედეგადაც მძღოლი დიმიტრი კორძაია ადგილზე გარდაიცვალა. ავტომობილში მეორე მგაზავრიც იმყოფებოდა, რომელიც საავამდმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაზე მოხდა, სადაც ამჟამად კრიმინალისტები მუშაობენ. იხილეთ epn.ge
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/epnepn-777-150x100.jpgპოლიტიკურმა მოძრაობა “სოლიდარობამ” საზოგადოებას თბილისის კავკასიის ცენტრად გადაქცევის გეგმა წარუდგინა. როგორც დღეს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო სიგუამ განაცხადა, თბილისის კავკასიის ცენტრად გადაქცევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია პარტიის მიერ წარდგენილ 18 პუნქტიან შემოთავაზებაში. სიგუას განცხადებით, პარტიის მიზანია აღადგინოს დაკარგული ტრადიციები, კულტურული კონტაქტები ჩრდილო კავკასიელებთან და ხელი შეუწყონ ნამდვილ და არა ფსევდო განათლებას. მისი თქმით, ეს დაეხმარება საქართველოს რათა რეალურად გახდეს ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო და კულტურული პროგრესის ორიენტირი კავკასიაში. მიზნის მისაღწევად “სოლიდარობა” მოითხოვს, შესაბამისი კულტურული ცენტრების აღსადგენად გამოიყოს დაფინანსება, ასევე მთავრობამ მთლიანი შიდა პროდუქტის 5% გაზარდოს მეცნიერებისა და განათლების სფეროს დაფინანსება. სიგუას განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ყურადღება მიაქციოს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებასა და ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებთან სამეცნიერო კონტაქტების აღდგენას. იხილეთ epn.ge
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/alexander-lukashenko1-150x150.jpgბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის ახალი მთავრობისათვის გადაცემა არ აქვს განზრახული. “ყირგიზეთის დროებითი მთავრობის მოთხოვნა ბაკიევის ექსტრადიციის შესახებ მათთვის დამამცირებელი იქნება, რადგან ექს-პრეზიდენტი ბელორუსიის მთავრობისა და პირადად ჩემი მფარველობის ქვეშ იმყოფება” _ განაცხადა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის სასამართლომ ცოტა ხნის წინ ბაკიევს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა და მისი ექსტრადაცია მოითხოვა პროკურატურამ კი მისი საქმის გამოძიება დაიწყო. ბაკიევზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მთავარ მიზეზად ყირგიზეთის დროებითი მტავრობა 7 აპრილს მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტას ასახელებს. გამოძიების დაწყებამდე ბაკიევსა და მისი ახლობლების დაჭერაზე ჯილდოდ ოციდან ასი ათასამდე აშშ დოლარი იყო დაწესებული. იხილეთ epn.ge
  18. თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა სტრასბურგის სასამართლოში წარმატებით დასრულდება. „ასეთი რამე არასოდეს არ უნდა განმეორდეს. ხელისუფლება დროზე უნდა შეიცვალოს მშვიდობიანად, სასამართლოს დაუბრუნდეს დამოუკიდებლობა და საზოგადოებამ თავი დაცულად იგრძნოს“, – განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ სამწუხაროა, როდესაც სიმართლის ძიება ქვეყნის გარეთ ხდება საჭირო. მისი თქმით, ქართული მართლმსაჯულების მიმართ უნდობლობა არსებობს, რაც შესაცვლელია. „სანდრო გირგვლიანს მის ოჯახს ვეღარ დავუბრუნებთ. ვინც სამართალდამცავების მსხვერპლი გახდა, მათ მიმართ საზოგადოებას ერთადერთი შეუძლია გააკეთოს – გამოააშკარაოს სიმართლე“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მანვე აღნიშნა, რომ მალე ქართული სასამართლოები სანდრო გირგვლიანისა და სხვა საქმეების მიმართ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ. სანდრო გირგვლიანის საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით ანგარიში შარდენის ქუჩაზე ადვოკატმა შალვა შავგულიძემ წარადგინა. http://iraklialasania.com/?p=592# View the full article
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/mtavrobis-sxdoma-150x150.jpgმთავრობის გასვლითი სხდომა დღეს რუსთავში გაიმართება. სხდომა 13:00 საათზეა დანიშნული. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგში სულ 51 საკითხია შეტანილი. სხდომაზე დავით კირკიტაძე წარმოადგენს ქვემო ქართლის მხარეში 2010 წლის განმავლობაში განხორცილებული და განსახორციელებელი პროექტების შესახებ პრეზენტაციას. ასევე, დავით ტყეშელაშვილი წარმოადგენს თბილისი-რუსთავის საავტომბილო გზის მშენებლობის პირველი სტადიის დასრულებასთან დაკავშირებით პრეზენტაციას. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/avaria7777-150x150.jpgრუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილის 10 საათისთვის ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. ”ფოლკსვაგენის” ტიპის მსუბუქი ავტომობილი ხანშიშესულ მამაკაცს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მამაკაცი მძიმედ დაშავდა. მამაკაცი რუსთაველის გამზირზე გადადიოდა. ავტოავარიის ადგილას ამ წუთებამდე მობილიზებულია პატრულისა და სასწრაფოს ეკიპაჟები. როგორც “ექსპრესნიუსთან” საუბარში სასწრაფოს ექმიმებმა განაცხადეს მამაკაცის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. იხილეთ epn.ge
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ganatlebis-samin-150x150.jpgგანათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭო დღეს პირველ სხდომას გამართავს. მრჩეველთა საბჭოს აკადემიკოსი ლევან ალექსიძე ხელმძღვანელობს. საბჭოში გაწევრიანებული არიან აკადემიკოსები, ღვაწლმოსილი პედაგოგები, ექსპერტები და ბიზნესის წარმომადგენლები. მათი ვინაობა საბჭოს პირველ სხდომაზე გახდება ცნობილი. საბჭო განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს შეიმუშავებს და სამინისტროს წარუდგენს. იხილეთ epn.ge
  22. http://www.epn.ge/wp-content/uploads/saia5-150x150.jpgსაიას საკონფერენციო დარბაზში დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი, ადვოკატი გაგი მოსიაშვილი და 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი ტრაგედიიდან 4 წლის თავზე სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ. სპეციალური ბრიფინფი საიას საკონფერენციო დარბაზში 11:00 საათზე გაიმართება. იხილეთ epn.ge
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/saqalaqo-sasa-150x150.jpgთბილისის საქალაქო სასამართლო დღეს დაარსებიდან 5 წლის თავს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით სასამართლოში მიღება გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, სასამართლოს შენობის მისაღებში ქართული სასულიერო და საერო სამართლის ძეგლების მუდმივმოქმედი ექსპოზიცია გაიხსნება. გამოფენა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), თანამედროვე ხელოვნების კლუბის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ორგანიზებით მომზადდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარე, გიორგი შავლიაშვილი განვლილი პერიოდის შემაჯამებელ ანგარიშს წარუდგენს მოწვეულ სტუმრებს. ამასთან, გაიმართება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დარბაზის პრეზენტაცია. მოწვეულ სტუმართა შორის იქნებიან, როგორც საქართველოს სასამართლო სისტემის, მედიის, საქართველოში აკრედიტებული საერთაშირისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვები. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...