planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saxli-150x150.jpg“თავისუფალი აზრის სახლი”, დღეს სასტუმრო “ვერე პალასში” ექსპერტთა მიერ მომზადებულ დოკუმენტს “საქართველო 2009”_ს წარმოადგენს. “თავისუფალი აზრის სახლის” განცხადებით, საზოგადოებრივი კონფერენცია, იმის მცდელობაა, რომ დიაგნოზი დაესვას ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას. კონფერენციაზე ასევე განიხილება სახალხო სასამართლოს ამოქმედება და ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლების წინადადებები პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით. საორგანიზაციო ჯგუფმა კონფერენციაში მუშაობის მისაღებად, პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები და მედიის წარმომადგენლები მიიწვია. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/erekle2-150x150.jpgერეკლე II საზოგადოება, დღეს პოეტური ალმანახის “გმირების მუდმივი ხსოვნა” პრეზენტაციას გამართავს. ქართულ_რუსული პოეტური ალმანახის მესამე ნომრის პრეზენტაცია, ერეკლე II საზოგადოების ორგანიზებით, საერთაშორისო პრესცენტრის “რია ნოვოსწის” ოფისში დღეს 13:00 საათზე შედგება. კრებულში შესულია რუსი და ქართველი გამოჩენილი ავტორების სამამულო ომზე შექმნილი ლექსები. პრეზენტაციას სამამულო ომის ვეტერანები დაესწრებიან. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/polpl2-150x150.jpgეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი და მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი დღეს საქართველოში საფრანგეთის ელჩს ერიკ ფურნიეს და კომპანია ADPI-ის (პარიზის აეროპორტების მშენებლობა) წარმომადგენლებს შეხვდებიან. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად საფრანგეთის მთავრობამ 705 073 ევროს ოდენობის დახმარება (შემოწირულობა) გამოყო. შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში გაიმართება. განიხილება საფრანგეთის მთავრობის დახმარებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციისა და გაფართოების პროექტის წინა კვლევითი სამუშაოების ჩატარების საკითხი. იხილეთ epn.ge
-
ნიჭიერის შესახებ ბევრი რამის მოყოლა მინდოდა ხოლმე ბლოგზე და ვერ ვყვებოდი. კარგი რომ დამეწერა, იფიქრებდით, რომ გულწრფელი არ ვარ, რადგან იქ ვმუშაობდი, ცუდი რომ დამეწერა… ნუ, სამსახურზე, რომლიდანაც საკუთარი ნებით წამოსვლას არ აპირებ, ცუდი არ უნდა დაწერო. გუშინ “ნიჭიერის” ფინალი იყო, კონტრაქტი ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ შეწყდა, ასე რომ ახლა თამამად შემიძლია დავწერო პოსტი პროექტის შესახებ, რომელმაც უზარმაზარი გამოცდილება მომცა და რომელსაც, მე მგონი, მეც მივეცი რაღაც ჩემი, არც ისე პატარა ნაწილი. დასაწყისი სულ პირველად რუსთავი2-ში რომ დაგვიბარეს, ისე მივედი, საკმაოდ უემოციოდ, მორიგი რაღაც-გვინდა-ვქნათ-და-არ-ვიცით მეგონა, რომლითაც უკვე საკმაოდ მქონდა გამოჭედილი ყურები. იმ პერიოდში პარალელურად სულ მიდიოდა მსგავსი სახის შეხვედრები, მათ შორის, ორი სხვა ტელევიზიის წარმომადგენლებთანაც. არ ვიცი, როგორ დაემთხვა ასე, რომ ყველა ერთი და იგივე პერიოდში დამიკავშირდა. თუმცა ამ შეხვედრებიდან ერთადერთი, ვინც იცოდა, რა უნდოდა და რაში შეიძლებოდა ჩვენი გამოყენება, იყო ის ტიპი, ვინც რუსთავი2-ში დაგვხვდა, რომლის სახელი და გვარი ვერც კი დავიმახსოვრე მაშინ. დაახლოებით 2 თვის შემდეგ “ის ტიპი” (რომელსაც გიორგი ხაბურზანია ჰქვია და “ნიჭიერის” აღმასრულებელი პროდიუსერია) ჩემი უფროსი გახდა, მე – “ნიჭიერის” ინტერნეტ-მარკეტინგი ჩამბარდა და მივიღე კასტინგებზე დასწრებისა და ყველგან ცხვირის შეყოფის უფლება. ჰო, აპრილში წამომეწია პროდიუსერთა საერთაშორისო გილდიის მიერ მიღებული ‘ტიტული’ – ტრანსმედია პროდიუსერი, რომელიც მაშინვე ამაყად ჩავწერე სივისმაგვარ გვერდზე. შენ მანდ რას აკეთებ? http://dodka.files.wordpress.com/2010/05/12415_333429753368_688128368_3483141_5447250_n.jpg?w=300&h=225 ყველგან online ჩემს მოვალეობებში შედიოდა ყველაფერი, რაც ინტერნეტს ეხება – პროექტის დაწყებამდე ცნობადობის გაზრდა (რასაც pre-buzz დავარქვი), ბლოგის მართვა, ბლოგისთვის კონტენტის შექმნა, სხვების (ამ შემთხვევაში – 3 ბლოგერის) პოსტების რედაქტირება, ვიდეოების დადება, ფეისბუქის ფეიჯი, მეილები და ა.შ. გარდა ამ ყველაფრისა, თავიდანვე მაქსიმალურად ვეცადე, გავრკვეულიყავი – თუ როგორ კეთდება შოუ, გადაღებები, მონტაჟი, თითოეული გადაცემის სცენარი. ყველაფერს ვაკვირდებოდი, მართლა ყველგან შევყავი ცხვირი, სადაც შემეტია – ეს რაღაც წიკი მაქვს ასეთი, მინდა, ყველაფერი ვიცოდე იმის შესახებ, რასაც ვაკეთებ, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებიც კი, რომლებიც მე შეიძლება არანაირად მეხება. გუნდი http://dodka.files.wordpress.com/2010/05/24043_388999803368_688128368_3644494_6506856_n.jpg?w=234&h=180ნახევარფინალის რეპეტიციაზე ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა… არა, გამართლების არ მჯერა, მაგრამ მაინც, იყოს ასე – ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან “ნიჭიერის” სულისჩამდგმელ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. ყაზარმიდან დაწყებული (გახსოვთ ეგ შოუ ისე? , ბარით, ჯეოსტარით და ვარსკვლავების აკადემიით გაგრძელებული, ყველაფერი ამ გუნდის შექმნილია, უდიდესი გამოცდილება აქვთ და მათგან უამრავი რამის სწავლა შეიძლება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთოდ არ აპირებ ტელევიზიასთან რაიმე შეხება გქონდეს. “ნიჭიერი” საქართველოში პირველი სატელევიზიო პროექტია, რომელმაც არ დაიკიდა ინტერნეტი და სოციალურ მედიაშიც გაუკეთდა მხარდაჭერა, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახა პროექტის რეიტინგზეც (რა ცუდია, რომ მართლა ვერავინ გაზომავს, იმ რეკორდული რეიტინგებიდან, რაც ნიჭიერმა მიიღო, რამხელა წვლილი აქვს სოციალურ მედიაში ჩართულობას). და მე სიამაყისგან ლამის ვსკდები, რომ საქართველოში ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც შეუძლია ამაყად თქვას – დიახ, პირველად ეს მე გავაკეთე… მე და ნიჭიერი http://dodka.files.wordpress.com/2010/05/25213_398826673368_688128368_3882383_1822543_n.jpg?w=300&h=225ორი ილუზიონისტი, ერთი ვილი, ერთი მე ერთხელ ფეისბუქზე დავწერე, ნიჭიერის ფანი ვარ, მართლა მაგრად მომწონს და ნეტა აქ რომ არ ვმუშაობდე, მაინც თუ მომეწონებოდა და აქტიურად თუ ჩავერთვებოდი-მეთქი. ეს შეკითხვა ისევ ძალაშია. მე ის ტიპი ვარ, აი გამაღიზიანებლად რომ იბზუებენ ცხვირს და ამბობენ, ჰა? შუა ქალაქი? არ ვიცი, მაგას არ ვუყურებ. საერთოდ სახლში ტელევიზორი არ მაქვს. არადა მართლა არ მქონდა და მართლა არ ვუყურებ. ამიტომ საინტერესოა და ვერასდროს გავიგებ – ნიჭიერში რომ არ ვყოფილიყავი თავით ფეხამდე შერჭობილი, რას ვიტყოდი მის შესახებ, როგორც რიგითი, არა, რიგითი კი არა – ცხვირაბზუებული მაყურებელი. რა მივიღე უდიდესი გამოცდილება, რომელიც პრინციპში მთლად უმტკივნეულოდ არ მოსულა – ბევრი შეცდომები იყო, ჩავარდნებიც, სრულიად შემთხვევით წარმატებულად გარტყმული იდეებიც.ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი.კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გუნდური მუშაობა და საქმის გადანაწილება ძალიან მიჭირს, როგორც წესი, ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებ, თუმცა მანამ, სანამ საქმე კარგად კეთდება, ეს მხოლოდ ჩემი პრობლემაა.დიდი, მსუქანი, ძალიან ნოყიერი პუნქტი სივიში.ცოტაოდენი ფული.აღარავისთან მიწევს მტკიცება, თუ რა მნიშვნელოვანია სოციალური მედია. ფინალის შესახებ http://dodka.files.wordpress.com/2010/05/28910_401202923368_688128368_3936157_7736916_n.jpg?w=300&h=268ბლოგის პოსტების მზადებისას რადგან ბევრი მეკითხება, ბარემ აქაც დავწერ. ფინალი… და პროექტის გამარჯვებული – ლევან შავაძე. ბოლო დღის მანძილზე ათობით ადამიანმა მკითხა: - გაგიტყდა? პასუხი: -კი, მერე შევეგუე და მხოლოდ ინფორმაციად შევუშვი თავში. შემდეგ ბევრს ვფიქრობდი ამ თემაზე, სინამდვილეში მისი გამარჯვება არ გამიტყდა, სხვა რამ იყო გულდასაწყვეტი: 1. ის, რომ ნაცარაშვილი, ხანჩალიანი და რობაქიძე, ეს სამი ფენომენალური ადამიანი სამეულშიც კი ვერ მოხვდა. 2. ის, რომ ამდენი ვიწვალეთ, ასე დავიხარჯეთ, ასეთი შოუ დაიდო ქართულ ტელესივრცეში, ამდენი განსხვავებული ნომერი… და ხალხმა ისევ ის აირჩია, რასაც წლებია ირჩევს. არ ვიცი, როგორ გადმოვცე – იმედგაცრუებაც არაა შესაფერისი სიტყვა. აი, კვერცხს რომ შეწვავ და სტუმრებს გაუმასპინძლდები, მეორე დღეს კი რომ იწვალებ, ხინკალს, ნიგვზიან ბადრიჯანს, სოკოს კეცზე, პიცას, სპაგეტის, ჩინურ ბრინჯს და სუშის რომ დადებ სუფრაზე და სტუმრებს იგივე რეაქცია რომ აქვთ, რაც შემწვარი კვერცხის დროს ჰქონდათ… http://dodka.files.wordpress.com/2010/05/28398_1266720915122_1442761566_30627492_6101482_n.jpg?w=237&h=237 და მე ♥ ნიჭიერი. მომენატრება… Filed under: Just, რა http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1743/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1743/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1743/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1743/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1743/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1743&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/qcia2-150x150.jpg4 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ გამართულ მშვიდობიან აქციაზე, რომლის მონაწილეები აპროტესტებდნენ საქართველოში ფაშიზმს და მხარს უჭერდნენ გამოხატვის თავისუფლებას, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თუმცა, ყველაფერი ასე დაიწყო. აქციის დაწყებიდან 20 წუთში უნივერსიტეტის წინ გამოჩნდნენ სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წევრები, რომლებიც აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მათგან ითხოვდნენ პლაკატების ძირს დაშვებას და აქციის დაშლას. „თქვენ ქვეყნის მოღალატეები ხართ!” „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ეწევით!” „წაეთრიერთ ამ ქვეყნიდან!” „თქვენ ქართველები არ ხართ!” „ყველაფერს ძმრად ამოგადენთ ცხვირში, ქართველი ერის გარყვნას არ გაპატიებთ!” „თქვენ ჰყიდით საქართველოს, ადამიანობას, ღირსებას!” ინციდენტი ილიას უნივერსიტეტთან-3 „თქვენ ხართ არაადამიანები, ცრუები, ნაძირლები, ღვთის მგმობელები და ქართველების მტრები. თქვენ გეზიზღებათ ქრისტე, ქართველი კაცი და ქალი. თქვენ გაანადგურეთ ეს ქვეყანა”, -მიმართა აქციის მონაწილეებს სახალხო მართლმადიდებული მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა შოთა აფხაიძემ. საგულისხმოა, რომ მომხვდურებს შორის იყვნენ სასულიერო პირებიც. აგრესიული ახალგაზრდები სიტყვიერი შეურაცხყოფით არ დაკმაყოფილდნენ და აქციის ინციდენტი ილიას უნივერსიტეტტთან-4 ზოგიერთ მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მაგალითად, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს ბექა მინდიაშვილს, ასევე აქციაზე მისული მოქალაქე ვასო გაბუნიას, რომელსაც „ფეისბუქზე” გამოქვეყნებული „არამართლმადიდებლური” პოსტებისთვის პასუხს თხოვდნენ. „შენი მკვლელი გავხდები ვასო!”- ყვიროდა ერთი ახალგაზრდა, რომელიც ჟურნალისტებს ილიას უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტად გაეცნო. სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვის სამსახურმა. დაპირისპირების ადგილზე მალევე გამოჩნდა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. მიუხედავად ამისა, ვითარების განმუხტვა 2 საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა. პოლიციელებმა უნივერსიტეტის შესასვლელთან კორდონი მოაწყვეს და აქციაზე მოსულ აგრესიულ ახალგაზრდებს უნივერსიტეტში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ინციდენტი ილიას უნივერსიტეტთან-8 მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრმა, ზაზა ტურიაშვილმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამოქალაქო ჟურნალისტსა და ბლოგერს შოთა ხინჩაგაშვილს. ტურიაშვილმა მას ვარცხნილობა დაუწუნა და გარეგნობის მოწესრიგებისგენ მოუწოდა. მისმა თანამოაზრეებმა ასევე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალ „ლიბერალის” ჟურნალისტს ანიტა თვაურს. სხვებისთის მოქნეული მუშტი თავში მოხვდა გაზეთ „რეზონანსის” ჟურნალისტ სალომე ცეცხლაძეს. სიტყვიერად ამ სტატიის ავტორიც გალანძღეს, როცა აგრესიულ ორ ნასვამ ახალგაზრდას ფოტოს უღებდა. - ბებიაშენს გადაუღე სურათები! – მომაძახა ერთ-ერთმა და ზედ დედის გინებაც მოაყოლა. იქვე მყოფმა პოლიციელებმა ნასვამი ახალგაზრდები სიტუაციას გაარიდეს. პოლიციის თანამშრომლები ერიდებოდნენ სიტუაციის დაძაბვას. მათ, აშკარად გამოხატული ინციდენტი ილიას უნივერსიტეტთან-1 აგრესიის მიუხედავად, არავინ დაუკავებიათ. პოლიციელებს არც ის ახალგაზრდა დაუკავებიათ, რომელმაც მათ კოლეგას სახეში შეაფურთხა და გალანძღა. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სამართალდამცველები დროდადრო საქმეში ერეოდნენ და მოჩხუბრებს აშველებდნენ. პოლიციამ სიტუაციის დარეგულირება მხოლოდ რამდენიმე სააათის შემდეგ მოახერხა. აქციის მონაწილეები და მათი მომხრეები ილიას უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან 19:00 საათისთვის დაიშალნენ. აქციის ორგანიზება ფეისბუქის ქართველმა მომხმარებლემა სპონტანურად გადაწყვიტეს იმ ინციდენტი ილიას უნივერსიტეტთან-7 თავშეყრის საპირისპიროდ, რომელიც ამავე ადგილზე 3 მაისს ჩატარდა. სახალხო მართლმადიდებლურმა მოძრაობამ და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა გააპროტესტეს ილიას უნივერსიტეტში გამართული ერთ-ერთი წიგნის პრეზენტაცია. წიგნს ჰქვია „საიდუმლო სირობა”, რომლის ავტორია ახალგაზრდა მწერალი ერეკლე დეისაძე. წიგნი, დაახლოებით, ერთი თვის წინ გამოიცა. რადიკალური ჯგუფებს წიგნი მკრეხელურ ნაწარმოებად მიაჩნიათ. მათი, მტკიცებით, ასეთი წიგნები რყვნის ახალგაზრდობას და მიმართულია მართლმადიდებლური ფასეულობების წინააღმდეგ, რასაც ხელს უწყობს ილიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა. რადიკალური ჯგუფები უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის გადადგომას ითხოვენ. მათ რექტორს ულტიმატუმიც კი წაუყენეს, გუშინდელი აქციის დროს. რადიკალი მართლმადიდებლები, რომელთა შორის თავად ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან, უნივერსიტეტის შენობაში სამლოცველოს გახსნასაც ითხოვენ, რისი წინააღმდეგიც რექტორატია. ინციდენტი ილიას უნივერსიტეტტთან სიტუაციის არევამდე media.ge-მ აქციის ორგანიზატორებისა და მოწინააღმდეგეებისგან კომენტარების აღება მოასწრო. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს: ნინია კაკაბაძე, ჟურნალისტი: „აქ ვაპროტესტებ იმ ადამიანთა მოთხოვნას, რომელბმაც შეიძლება 21-ე საუკუნეში მოითხოვონ რომელიმე წიგნის აკრძალვა. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ დღევანდელ საქართველოში ამგვარი მოთხოვნების წამოყენება არ შეიძლება. ასევე მათ შევახსენებთ, რომ საქართველოში არის ბევრი ეკლესია, და თუ უნდათ, იქ ილოცონ. უნივერსიტეტი არ არის სამლოცველო ადგილი”. გიორგი კეკელიძე, პოეტი: „აქ მოვედი არა იმდენად წიგნის დასაცავად, რომელიც დამწყებ ინციდენტი ილიას უნივერსიტეტთან-3 მწერალს ეკუთვნის და მაინცდამაინც სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ, არამედ იმის გამო, რომ ნებისმიერი ტიპის აქცია, რომელიც გუშინ ჩატარდა, აფერხებს ზოგადად საზოგადოების განვითარებას.” თამარ ტურაშვილი, სტუდენტი: „ეს წიგნი და აქცია მთელი ქართველი ერისათვის შეურაცხმყოფელია. ესენი აპროტესტებენ ვითომ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას. ეს არ არის პროტესტი, ეს შეურაცხყოფაა. თვითონ ილიას უნივერსიტეტი ატარებს წმინდანის სახელს და რაც აქ ხდება, ეს არის საშინელება”. თამაზ კუპრეიშვილი მედია.გე http://www.media.ge/ka/node/37201 იხილეთ epn.ge
-
5 მაისს, 09:45 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლო გაზეთ ~რეზონანსის~ სააპელაციო საჩივარს განიხილავს. 5 მაისს, 10:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიხსნება. მის: თავისუფლების მოედანი #4 5 მაისს, 10:30 საათზე, ეკონომიკური განვითარების სამინისტროში , ზურაბ პოლოლიკაშვილი და ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს ერიკ ფურნიეს და კომპანია ADPI-ის (პარიზის აეროპორტების მშენებლობა) წარმომადგენლებს შეხვდებიან. 5 მაისს, 11:00 საათზე, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. თემა: “საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა სისტემების კვლევები”. მის: რუსთაველის გამზ. #3 5 მაისს, 11:00 საათზე, საიას საკონფერენციო დარბაზში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი, ადვოკატი გაგი მოსიაშვილი და 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი, ტრაგედიიდან 4 წლის თავზე, სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ. 5 მაისს, 11.00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებულ მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება. მის: უზნაძის ქ. #52 5 მაისს, 11.00 საათზე, პოლიტიკური მოძრაობა `სოლიდარობა” პრესკონფერენციას გამართავს. მის: დიდიმ მირცხულავას ქ. #6 (კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლთან) 5 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო ~თბილისი მარიოტში~, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი” ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაციას გამართავს. 5 მაისს, 12:00 საათზე, „ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე კახაბერ შარტავა და პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი მელაშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში დენის კიფს შეხვდებიან. თემა: „ეროვნული ფორუმის“ მიერ ინიცირებული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ინიციატივები და ამ მხრივ საქართველოში არსებული ვითარება”. მის: თავისუფლების მოედანი #4, დიდი ბრიტანეთის საელჩო 5 მაისს, 12.00 საათზე, პროფკავშირების ცენტრალურ ოფისში, მსოფლიოს სამთო, ქიმიური მრეწველობისა და ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის ფედერაციის თავმჯდომარე მანფრედ ვარდა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “სამთო, ქიმიური მრწეველობისა და ენერგეტიკის სფეროებში არსებული ვითარება”. მის: ვაჟა-ფშაველას 1/43 5 მაისს, 13:00 საათზე, რუსთავში საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. 5 მაისს, 13:00 საათზე, ~მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის~ ოფისში, საარჩევნო საკითხებში “ეროვნული საბჭოს” კოორდინატორი ლადო ბოჟაძე პრესკონფერენციას გამართავს. მის: ლვოვის ქ. #56 5 მაისს, 13:00 საათზე, “ეროვნული საბჭო” ქუთაისში ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. მის: თამარ მეფის #25 5 მაისს, 13:00 საათზე, სასტუმრო ~ვერე პალასში~ გაიმართება საზოგადოებრივი კონფერენცია, რომელშიც “თავისუფალი აზრის სახლი” წარმოადგნს ექსპერტთა მიერ მომზადებულ დოკუმენტს “საქართველო 2009”. 5 მაისს 13:00 საათზე, “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში ლევან ბერძენიშვილთან შეხვედრა გაიმართება. 5 მაისს, 14.00 საათზე მოძრაობა „არა!“ დიღომში, პოლიციის სამმართველოსთან აქციას გამართავს. 5 მაისს, 14.00 საათზე, წარმომადგენლობითი სახალხო კრების ოფისში, საინიციატივო ჯგუფის წევრები 6 მაისთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ. მის: ალ. ჭავჭავაძის ქ. #11 5 მაისს, 14.00 საათზე, სასტუმრო `თბილისი მარიოტში~ გაიმართება გაგრელი ბიზნესმენის სერგო აბაშიძის მოთხრობების კრებულის `რომ არ დამავიწყდე~ პრეზენტაცია, რომელშიც ავტორი გაგრის ისტორიებზე, ომსა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთოებზე მოგვითხრობს. მის: შოთა რუსთაველის გამზ. #13 5 მაისს, 15.00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების 500-მდე პედაგოგს შეხვდებიან. მის: ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. #7(რუსთაველის თეატრი) 5 მაისს, 16:00 საათზე, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” და უფლებადამცველი ორგანიზაციები რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას გამართავენ. მის: გუდიაშვილის ქ.#7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, III კორპუსი 5 მაისს, 16:00 საათზე, ~ერისიონის~ სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი პრესკონფერენციას გამართავს. მის: რუსთაველის გამზ. #16 5 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული სპორტის განვითარების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახიN#224 5 მაისს, 17.00 საათზე, სასტუმრო “ამბასადორში” დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის კრებულის “საქართველო 2009: ომისშემდგომი გამოწვევები და პერსპექტივები”, პრეზენტაცია გაიმართება. მის: შავთელის ქ. #13 5 მაისს, 17.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში `ინფორმაციის მენეჯმენტის~ სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. მის: ჭავჭავაძის გამზ. #32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, #101 აუდიტორია 5 მაისს, 18.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დებატების სტუმარი იქნება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი. თემა: “ჯანდაცვის პოლიტიკა”. მის: ი.ჭავჭავაძის გამზ. #32, უნივერსიტეტის A კორპუსის #101-ე აუდიტორია იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_0702-150x150.jpgილიას უნივერსიტეტის წინ გამართულ საპროტესტო აქციას რომელიც ერეკლე დეისაძის წიგნის “საიდუმლო სირობის” მხარს უჭერდა მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა. საზოგადოების ერთი ნაწილის მოთხოვნას არ შეზღუდულიყო აზრის თავისუფლად გამოთქმა “სახალხო მართმადიდებლური მოძრაობის” წევრები აგრესიულად დაუპირისპირდნენ. აქცია ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის კიბეებთან იმართებოდა. მოგვიანებით დღევანდელ აქციაზე მივიდნენ გუშინდელი აქციის მონაწილეები – ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები და “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრები, რომლებიც აცხადებენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ ისეთი მოვლენების განვითარებას, რაც შეურაცხყოფას აყენებს ქრისტიანობას და ახალგაზრდების გარყვნისკენ არის მიმართული. ფიზიკური დაპირისპირება ერთ საათზე მეტხანს გრძელდებოდა. M”მმკ”-ს წევრებმა ფიზიკური ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენეს ილიას უნივერსიტეტის პროფესორ სიმონ ჯანაშიას და ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს ბექა მინდიაშვილს. ლიბერალური საზოგადოება მოითხოვდა, აზრისა და სიტყვის თავისუფლების გამოხატვა არ ყოფილიყო შეზღუდული თავის მხრივ კი სახალხო მართმადიდებლური მოძრაობის” წევრები, მიიჩნევდნენ რომ აღნიშნული აქცია ხელს უწყობს გარყვნილებას. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/uniInc3-150x150.jpgილიას უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია, ახლად დაბეჭდილ ვინმე ერეკლე დეისაძეს წიგნის, “საიდუმლო სირობის” წინააღმდეგ გუშინ გამართულ აქციას მიეძღვნა. აქციის მონაწილეები ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებისა და სამღვდელოების მხრიდან გამოთქმულ პროტესტს დაუპირისპირდნენ. აქციას ლიბერალური საზოგადოების წევრები შეუერთდნენ, რომლებიც წიგნის გამოცემას უჭერდნენ მხარს. ლიბერალური საზოგადოების წევრების განცხადებით, საქართველოში უნდა იყოს “გამოცემის თავისუფლება”. “არ უნდა იყოს საზოგადოებისგან მოკვეთილი სექსუალური თუ რელიგიური უმცირესობები”, – აცხადებენ ლიბერალური წარმომადგენლები. აღნიშნულ განცხადებას სტუდენტების გაღიზიანება მოჰყვა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქცია მას შემდეგ დაიშალა რაც ილიას უნივერსიტეტთან პატრულისა და სასულიერო პირების წარმომადგენლები მივიდნენ. შეგახსენებთ რომ ილიას უნივერსიტეტთან წიგნის დაბეჭდვას დამ ის უნივერსიტეტში პრეზენტაციას აპროტესტებდნენ. იხილეთ epn.ge
-
http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S-BCqVWrstI/AAAAAAAADog/YJl5SRDSweo/s200/crime_002.jpgსახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომისიის მონაცემებით, პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავს ფრენისას ტექნიკური პრობლემები არ ჰქონია. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. ამასთან, კომისიის განმარტებით, გრძელდება შავი ყუთების ჩანაწერებში დაფიქსირებული ფრენის პარამეტრების ანალიზი. საინჟინრო-ტექნიკური ქვეკომისიის მუშაობის შედეგები კი, პოლონელ სპეციალისტებთან ერთად განიხილეს. "ფრენის დროს ტექნიკის მუშაობასთან დაკავშირებით არანაირი შენიშვნები არ არის", - ნათქვამია საავიაციო კომისიის განცხადებაში. ამჟამად რუსი და პოლონელი სპეციალისტები იმ თვითმფრინავის ეკიპაჟის მეთაურის გამოკითხვას აწარმოებენ, რომელიც სმოლენსკში ლეხ კაჩინსკის თვითნფრინავის კატასტროფამდე დაჯდა. ასევე, მიმდინარეობს აეროდრომის რადიოტექნიკური და სასიგნალო აღჭურვილობის მუშაობის შეფასება. პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 96 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავმა კატასტროფა დაფრენის მეოთხე მცდელობისას განიცადა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ყველა მგზავრი დაიღუპა.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდი "ღია ბოქლომი"-ს ჯგუფის წევრი Facebook-ზე View the full article
-
თბილისის საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატის სოფიო ხორგუანის დაინტერესებამ და აქტიურობამ შედეგი გამოიღო. ასათიანის ქ. #17-ში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის წინ კედლის ჩამონგრევის შედეგად დაგროვილი ნაგავი მობინადრეებს ხელს უშლიდა სახლში შესვლაში. ისინი დახმარებას დიდი ხანია ითხოვენ, თუმცა ძველი თბილისის გამგეობამ მხოლოდ მაჟორიტარობის კანდიდატის ჩარევის შემდეგ დღეს, 4 მაისს სახლის ეზო გაასუფთავა და ნაგავი გაიტანა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti29-150x150.jpgპროექტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ეყარა კენჭი. ცვლილების საფუძველზე, შესაძლებელი იქნება შეიქმნას ისეთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც მოზარდები ზოგად განათლებასთან ერთად ასაკის შესაბამის სამხედრო განათლებასაც მიიღებენ. სამხედრო სასწავლებლის დაფუძნების უფლება ეძლევა თავდაცვის სამინისტროს და სასწავლებელსაც ის დააფინანსებს. თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში შევა სასწავლებლის დირექტორის დანიშვნის საკითხი და ასევე, სამხედრო სფეროსთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. ამასთან, სამხედრო სასწავლებელში სწავლა ახალგაზრდებს არ დაავალდებულებს საკუთარი მომავალი მხოლოდ სამხედრო კარიერას დაუკავშირონ. კერძოდ, სასწავლებლის დამთვარების შემდეგ შეეძლებათ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარონ და სწავლა სხვა პროფილით გააგრძელონ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili71-150x150.jpg საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ქუთაისში ჩოგბურთის კორტები და ტანვარჯიშის დარბაზი გახსნა, სდაც სპორტსმენებთან ერთად ჩოგბურთიც ითამაშა. ასევე პრეზიდენტმა ქუთაისის ახალი სადგური და მატარებელიც დაათვალიერა და მოსახლეობას გაესაუბრა. პრეზიდენტის თქმით, ქუთაისში ასევე ახალი საცურაო აუზი და “ტორპედოს” ცენტრალური სტადიონი გაიხსნება. “აუზი უკვე არის თუ კარგად ვიმუშავებთ წყალსაც ჩავასხამთ. შეიძლება ამ ბავშვებიდან ახალი მსოფლიო ჩემპიონი გაიზარდოს. მთავარია კი ჯანსაღი თაობა გაიზარდოს”,- განაცხადა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/SHENOBEBI21-150x150.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოს დაარსებიდან 5 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება ხვალ გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, სასამართლოს შენობის მისაღებში ქართული სასულიერო და საერო სამართლის ძეგლების მუდმივმოქმედი ექსპოზიცია გაიხსნება. გამოფენა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), თანამედროვე ხელოვნების კლუბის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ორგანიზებით მომზადდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარე, გიორგი შავლიაშვილი განვლილი პერიოდის შემაჯამებელ ანგარიშს წარუდგენს მოწვეულ სტუმრებს. ამასთან, გაიმართება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დარბაზის პრეზენტაცია. მოწვეულ სტუმართა შორის იქნებიან, როგორც საქართველოს სასამართლო სისტემის, მედიის, საქართველოში აკრედიტებული საერთაშირისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვები. იხილეთ epn.ge
-
ალიანსი საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010011152291-150x150.jpgს განცხადებით, ევროპის სასამართლოში გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი არა მხოლოდ სანდრო გირგვლიანის, არამედ მთელი ქართული ხალხის ღირსებას იცავს. ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება, და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების არგუმენტები ამ საქმის განხილვის დროს სრულიად უსუსური იყო. “ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამ პროცესის გაწელვისთვის, მაგრამ ყველაფრის მიუხედავათ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ქართული ხალხი, გირგვლიანის ოჯახის ღირსებას დავიცავთ და გავიმარჯვებთ”-განაცხადა ხიდაშელმა. შეგახსენებთ, რომ დღეს ადვოკატმა შალვა შავგულიძემ სანდრო გირგვლიანის საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით შარდენის ქუჩაზე საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა. შავგულიძის გამოსვლას ესწრებოდნენ “ალიანსი საქართველოსთვის”, “კონსერვატიული პარტიასა” და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/alasaniairakli51-150x150.jpg“ალიანსი საქართველოსთვის” მერობის კანდიდატის “კინოს სახლში” საქართველოს ტექნიკური უნვიერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გადაიდო. როგორც ირაკლი ალასანიას თანაპარტიელებმა განაცხადეს, მერობის კანდიდატმა სტუდენტებთან დაგეგმილ შეხვედრაზე მოსვლა ლიდერებთან შეხვედრის გამო ვერ შეძლო. “ალიანსი საქართველოსთვის” პარტიის წევრების განცხადებით, ირაკლი ალასანია ახლო მომავალში სტუდენტებს აუცილებლად შეხვდება. იხილეთ epn.ge
-
ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი კანდიდატი სოფიო ხორგუანი ასათიანის და აბო თბილელის ქუჩების მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და აღნიშნული საკითხების გასარკვევად დღეს, 4 მაისს ძველი თბილისის რაიონის გამგეობასთან ბრიფინგი გამართა. სოფიო ხორგუანმა რაიონის გამგებლის სახელზე დაწერილი წერილი კანცელარიაში დატოვა, მოგვიანებით კი დაზარალებულ მოსახლეობასთან ერთად ახლადდანიშნულ გამგებელს ივა ჭყონიას შეხვდა. გამგებელი, ძველი თბილისის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად დაპირდა მათ, რომ საკითხს უახლოეს მომავალში შეისწავლიან და პასუხს ხალხსაც და მაჟორიტარობის კანდიდატსაც აცნობებენ. გამგებლის მოადგილე ბესიკ ჯიმშელაძემ ასათიანის და აბო თბილელის ქუჩების დაზიანებული სახლები სოფიო ხორგუანის შტაბის წევრებთან ერთად დაათვალიერა. კონკრეტულ შედეგს დაზარალებული მოსახლეობა და კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატიც ელოდება. გახშირებულმა წვიმებმა ძველი თბილისის მოსახლეობის მდგომარეობა გაართულა. შესაძლებელია მალე აღსადგენი და გასაცოცხლებელი აღარაფერი დარჩეს – ძველი თბილისი ჩვენს თვალწინ ინგრევა. ასათიანის ქ. #22-ში ორსართულიან, ე. წ. „იტალიურ ეზოში“ ათი ოჯახი ცხოვრობს. მესამე კატეგორიის ავარიული სახლი მთლიანად ამორტიზებულია, მწყობრიდან არის გამოსული კომუნიკაციები, სანტექნიკა. ეზოში ასფალტი აყრილია. ასეთივე მდგომარეობაა ასათიანის 17 ნომერში მდებარე 170 წლის ისტორიულ შენობაში. სახლს ფაქტიურად საძირკველი გამოცლილი აქვს. აღნიშნული სახლების მცხოვრებლები ძველი თბილისის გამგეობაში თითქმის ყოველდღე დადიან და დახმარებას ითხოვენ. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს აბო თბილელის ქ.#9-ში მდებარე სახლს. ე. წ. „იტალიურ ეზოში“, ხუთი ოჯახი სიცოცხლის რისკის ფასად ცხოვრობს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ნინო ოზაშვილის სამზარეულო და სააბაზანო, სადაც იატაკი ჩავარდა. გადაიხარა მეზობლად მდებარე ბინაც, რომელიც ეზოში შესასვლელი თაღის თავზეა და სერიოზულ საფრთხეს ქმნის. ძველი თბილისის გამგეობაში 12 აპრილს შესულ წერილზე ქალბატონმა ნინომ ტრაფარეტული პასუხი მიიღო, რომ სამშენებლო სამუშაოები, გეგმის მიხედვით, ოდესღაც განხორციელდება. View the full article.
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/gilauri611-150x150.jpgსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს ორთაჭალაში ახლად აშენებული მრავალპროფილიანი საავადმყოფო მოინახულა. გილაურის თქმით, ახლა მთავარია, რომ მომავალი თვიდან რეგიონებში მშენებლობები დაწყოს, რაც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია იმისა, თუ რამდენად წარმატებული იქნება ჯანდაცვის ახალი რეფორმა. „100 საავადმყოფოს პროგრამა, რომელიც ჩაფიქრებული გვქონდა, შეფერხებებით მიმდინარეობდა. მოვახდინეთ მისი მოდელიზება და ახალი ვარიანტი საზოგადოებას შევთავაზეთ, მაგრამ იმას ვერ ვიტყვით, რომ ეს დრო ტყუილად დაიკარგა. კონკრეტულად ეს საავადმყოფო არის „100 საავადმყოფოს” პროგრამის ნაწილი და ერთერთი ნიმუში იმისა, თუ როგორი უნდა იყოს მომავალში საქართველოში საავადმყოფო. თქვენ ნახეთ უმაღლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი შენობა, რომელიც მომავალი წლის შუაში ამუშავდება. დაახლოებით 3-4 თვე დასჭირდება იმისათვის, რომ ყველაფერი დასრულდეს. ამ ეტაპზე აქ 150 ადამიანი მუშაობს. როდესაც საავადმყოფო გაიშვება, ჯამში მედპერსონალი 700 ადამიანამდე იქნება”,- განაცხადა გილაურმა. გილაურის განცხადებით, ინვესტიციის სახით 23 მლნ ევრო იდება და მომავალი წლიდან თბილისს ერთერთი ყველაზე მაღალი ტექნოლოგიების საავადმყოფო ექნება. პროგრამის მიხედვით, თბილისი ჰოსპიტალურ კლასტერებად დაიყო. ერთ-ერთი კი ორთაჭალის კლასტერია. ამ კლასტერებში სახელმწიფო და კერძო სექტორი ახალი ტექნოლოგიური საავადმყოფოების მშენებლობას დაიწყებენ და გააგრძელებენ. იხილეთ epn.ge
-
“ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერებმა დღეს შარდენზე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დეტალები გაიხსენეს. ოჯახის ადცვოკატმა, http://www.epn.ge/wp-content/uploads/4590-150x150.jpg ევროპის სასამართლოში მიმდინარე პროცესები განიხილა. Mმისი განცხადებით, მათ ევროპის სასამართლოსგან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 4 მუხლის დარრვევის ცნობას მოითხოვენ, სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება და ეფექტური ზომების უფლება. “თუ სასამართლომ დააყმაყოფილა ჩვენი საჩივარი, მისი გადაწყვეტილება საქმეში ახალ არსებითი გარემოებად გამოიყენება, და ჩვენ საქართველოში სანდრო გვირგვლიანის მკვლელობის ხელახლა განხილვას მოვითხოვთ”-განაცხადა შავგულიძემ. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ევროპის სასამართლოს გაყალბებული მტკიცებულებები წარუდგინეს და სასამართლოს შეკითხვებზე კონკრეტული და დასაბუთებული პასუხები არ მოუციათ. ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება 1-3 თვის განმავლობაში იქნება ცნობილი, “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერები იმედოვნებენ, რომ გვირგვლიანი-ენუქიძის საჩივარი დაყმაყოფილდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/parliament-of-georgia3-150x150.jpgზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიის საქმიანობისთვის უფლებამოსილების ვადა კიდევ ორი თვით გაუხანგძლივდა. კომისიას ვადის გახანგძლივებისთვის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე უყარეს კენჭი. კონსტანტინე გამსახურდიას კომისიამ საქმიანობისთვის ვადების გაზრდის თხოვნით გუშინ, პარლამენტის ბიუროს წერილობითი ფორმით მიმართა. კომისია ვადის გაზრდის მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ კომისიას ჯერ არ მიუღია უშიშროების საბჭოს თანხმობა უშიშროების საბჭოს სხდომის ოქმების გასაცნობად, რომელიც მოიცავს პირველი პრეზიდენტის დაბრუნებას და გადაადგილებას დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. ასევე, კომისიის მიერ დასაკითხია მაშინდელი ოფიციალური უწყების ხელმძღვანელი პირები. შეგახსენებთ, რომ კომისია პარლამენტში გასულ წელს შეიქმნა. პარლამენტმა კომისიას საქმიანობისთვის სამთვიანი ვადა დღეს მესამედ გაუხანგძლივა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kalmaxelidze72-150x150.jpgსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, ხათუნა კალმახელიძე ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა და მათ უფასო იურიდიული დახმარების მომსახურების პირობები გააცნო. ინტერაქტიულ რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე კალმახელიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ირაკლი კობიძემ აღნიშნეს, რომ საზოგადოებრივი ადვოკატები და კონსულტანტები, მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, ყველა სახის სამართლებრივ კონსულტაციას უფასოდ გაუწევენ, იურიდიული დოკუმენტების შედგენაში დაეხმარებიან და სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო მომსახურებას უზრუნველყოფენ. იურიდიული დახმარების სამსახურის 11 ბიურო და 2 საკონსულტაციო ცენტრი თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და აჭარაში ფუნქციონირებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/OPEC-oil-150x150.jpgოპეკის “კალათის” ფასმა 2008 წლის დასაწყისის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. საქართველოს ნავთობპროდქტების მწარმოებელთა, მომხმარებელთა და იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 3 მაისის მდგომარეობით ოპეკის ~კალათის~ ფასი ბარელზე 0,23 აშშ დოლარით გაიზარდა და 84,36 აშშ დოლარი შეადგინა. ოპეკის ~კალათის~ ფასის რეკორდულ მაჩვენებელს შეადგენს ბარელზე 140 აშშ დოლარი, რომელიც 2008 წლის 3 ივლისს დაფიქსირდა. 2009 წლის შედეგებით ოპეკის ~კალათის~ ფასი კი ბარელზე 61,06 აშშ დოლარის შეადგენდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/vashadze6-150x150.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს მინისტრის გრიგოლ ვაშაძისა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის ერიკ ფურნიეს შორის შეხვედრა გაიმართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაგეგმილ ვიზიტს საფრანგეთის რესპუბლიკაში. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/batumi5-150x150.jpgბათუმში, ევროპის მოედანზე 7-9 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით, მე-3 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა “BATUMI EXPO – 2010” გაიმართება. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, გამოფენის მიზანი: რეგიონის კურორტების პოპულარიზაცია, ადგილობრივი ახალი ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია, ადგილობრივი მომხმარებლებისთვის უცხოური მიმართულებების შეთავაზება და შავიზღვისპირა ქვეყნების საკრუიზო მარშრუტების პოპულარიზაცია. გამოფენების ფარგლებში გაიმართება კონფერენციები და მონაწილე კომპანიების პრეზენტაციები. დაგეგმილია სპეციალური კულტურული პროგრამაც. გამოფენის მხარდამჭერია ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/qartuli_akademia_pk_3_463503205-150x150.jpgქართული აკადემია ნანა ლეჟავას გადაცემაში მოყვანილი ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიებას და კონკრეტულ დამნაშავეთა გამოვლენას ითხოვს. საქმე ეხება ტელეკომპანია `კავკასიაზე~, `კვირის რეპორტაჟში~ გასულ სიუჯეტს სადაც, ქართული აკადემიის განმარტებით, დამაჯერებლადაა დასაბუთებული, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მასობრივი ხასიათი ჰქონდა პრობაციონერთა და პატიმართა ახლობლებისათვის თავისუფალი არჩევანის უფლების წართმევას. სადაც აშკარად იკვეთება შესაბამისი სახელისუფლებო უწყებების მიერ დაგეგმილი წინასწარგანზრახული და კოორდინირებული დანაშაულებრივი საქმიანობა. “ეჭვს არ იწვევს, რომ 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებში ხელისუფლება ამა თუ იმ ფორმით კვლავ გამოიყენებს უკვე ნაცად და აპრობირებულ მეთოდს არჩევნების გასაყალბებლად, ხოლო ამ წინასწარ დაგეგმილი დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მიგვაჩნია, პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს ნანა ლეჟავას გადაცემაში მოყვანილი ფაქტების გამოძიება. პროკურატურის მიერ გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებაზე უარის თქმა, ფაქტობრივად, იქნება იმის დადასტურება, რომ ხელისუფლება აღიარებს ადრე ჩადენილ დანაშაულს და მზადაა, ადგილობრივ არჩევნებში გაიმეოროს იგივე”,- ნათქვამია განცხადებაში. მათი განცხადებით, საქმის კურსშია დიპლომატიური კორპუსი, ხოლო ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ოდრი გლოვერმა გამოთქვა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს ფაქტების გადამოწმებაში. “დაუშვებელია, საზოგადოება გულგრილად უყურებდეს მიმდინარე პროცესებს და ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ, დანაშაულებრივ ქმედებებს, მიმართულს იქითკენ, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება. დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ არჩევნების მორიგი გაყალბება, შესაძლებელია, იქცეს იმ კატალიზატორად, რომელიც ქვეყანას ძალადობისა და ანარქიის უფსკრულში გადაჩეხავს”,- ნათქვამია განცხადებაში. ამ განცხადებაზე ხელის მომწერი ორგანიზაციები ხვალ, 13:00 საათზე, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის შენობასთან გამოძიების დაუყოვნებლივი დაწყების მოთხოვნით აქციას გამართავენ. “ამასთანავე, მოვუწოდებთ საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, გაითვალისწინონ შექმნილი ვითარება, შემოგვიერთდნენ და აქტიურად დაუჭირონ მხარი ჩვენს სამართლიან მოთხოვნას”,- ნათქვამია განცხადებაში. იხილეთ epn.ge
-
http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S-AU4rrJKaI/AAAAAAAADoY/iij0PInBepA/s200/DSC00080.JPGწუხელ, ღამის 12 საათისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია, მისი მოადგილე ერეკლე ჯაფარიძე, სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა, მესტიის გამგებელი კახა კვიციანი, შინაგან საქმეთა მაღალჩინოსანი ანზორ მარგიანი და სამხარეო საფინანსო პოლიციის უფროსი გიორგი შედანია თანმშრომლებთან ერთად და მესტიის გამგეობას სტუმრობდნენ. გამგეობაში ძალის გამოყენებით მოიყვანეს პარტია "თავისუფლების" მაჟორიტარი კანდიდატები: ვახტანგ და ლერი ნაკანები. ლერი ნაკანს ზეწოლის ქვეშ ხელი სპეციალურად გამზადებულ განცხადებაზე მოაწერინეს, რომლის თანახმადაც, ნაკანი უარს ამბობს კანდიდატობაზე, ხოლო ვახტანგ ნაკანისგან ხელმოწერის მიღება ვერ მოასწრეს, რადგან ამ დროს, კაბინეტში შესულმა ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებმა მისი გამოყვანა შეძლეს. ნაკანებს კანდიდატურის მოხსნას, სიის წარდგენის დღიდან სთხოვდნენ. ლერი ნაკანი ცნობილი მოკრივეა და მესტიის ამომრჩეველში ავტორიტეტით სარგებლობს. _ "მუქარები მანამდეც იყო, მაგრამ წუხელ სახლში მომივარდნენ, წამიყვანეს გამგეობაში და განცხადება დამაწერინეს. ჩემს შვილს შარშან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა პოლიციასთან და დამემუქრნენ, ხელს თუ არ მოაწერ შენს შვილს დავიჭერთო. შემეშინდა და ხელი მოვაწერე. ეს ხელმოწერა ძალით განხორციელდა და მის ბათილად ცნობას მოვითხოვ," _ განაცხადა ლერი ნაკანმა. პარტია "თავისუფლების" სიის მეორე ნომერი, ვახტანგ ნაკანი ამ დროს საფინანსო პოლიციის უფროსს, გიორგი შედანიას ჰყავდა კაბინეტში შეყვანილი და ბიზნესის ჩაძირვით ემუქრებოდა, მაგრამ ამ დროს კაბინეტში ადგილობრივმა ოპოზიციამ შეძლო შეღწევა და მისი კაბინეტიდან გამოყვანა მოახერხა. როგორც "ალიანსი საქართველოსთვის" მესტიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და სიის პირველი ნომერი, ნელი ნავერიანი ჩვენთან საუბარში ამბობს, მესტიაში პოლიტიკური ტერორი კანდიდატების წარდგენის დღიდან დაიწყო: _ "წუხელ, სახლში იარაღით მიუვარდა, ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი, ანზორ მარგიანი პარტია "თავისუფლების" მაჟორიტარს, ლაშა პირველს და მუქარით განცხადებაზე ხელს აწერინებდნენ, ატყუებდნენ – თქვენი პირველი ნომერი გადადგა და შენც ხელი უნდა მოაწერო, თუ არ მოაწერ, აქ ვერ იცხოვრებ, სულს ამოგაძრობთო. ერთმანეთში, რომ არ დაგვერეკა, მესტიაში რამდენიმე დღეა შუქი გამორთულია, ტელეფონები დამჯდარი გვაქვს. წუხანდელი ღამე მეორედ მოსვლა გვეგონა: პიკაპებით და ჯიპებით ამოგვივარდნენ, უკან იარაღასხმული პოლიციელები მოყვებოდნენ, დახლოებით 40-მდე ავტომანქანა. არ ვიცით, რა მდგომარეობაა სოფლებში წარდგენილ კანდიდატებთან, ვიცით, რომ მათთანაც იყვნენ გასული, მაგრამ ტელეფონები დამჯდარია და ვერ ვურეკავთ.Gგოროზიამ და მარგიანმა აქ წუხელ სპეცოპერაცია ჩაატარა." წუხანდელი მოვლენების ვიდეოფირზე დაფიქსირება სცადა მე-10 კლასელმა მარი ნაკანმა, რომელიც პოლიციამ შეამჩნია და ძალის გამოყენებით მას ვიდეოკამერა წაართვა. კამერის წართმევის დროს, მარი ნაკანს, მეგობარი არასრულწლოვანი ჯემალ ჯაფარიძე გამოესარჩლა, რის შემდეგაც ჯაფარიძე პოლიციელებმა დააკავეს და მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს: _ "ბიჭი დაიჭირეს და მანქანაში ჩატენეს. წუხელ მთელი ღამე არ გამოჩენილა, ამ დილით მშობლებისთვის ფარული ნომრიდან დაურეკავს, კარგად ვარო. ახლა მშობლები დაწყნარდნენ. ვფიქრობ, უკვე გამოშვებული იქნება. ჯემალის მშობლები კონტაქტზე არ გამოდიან, ალბათ, დააშინეს," _ ამბობს “ალიანსის” მესტიის ლიდერი, ნელი ნავერიანი. წუხანდელი "სპეცოპერაციის" დროს, ლერი ნაკანის გარდა, პარტია “თავისუფლების” კანდიდატებს: მირზა დადვანსა და ივანე გულბანს, სოფელ ცხუმარის ოპოზიციონერ კანდიდატებს: ნუგზარ არღვლიანსა და ვლადიმერ სარღვლიანს მოაწერინეს განცხადებებზე ხელი კანდიდატურის მოხსნაზე. მესტიაში დღეს დილიდან არ გამოჩენილა საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, ნათია გიგანი, რომელსაც ადგილობრივთა განცხადებით, გუშინ მესტიის გამგებელმა გოჩა ჭელიძემ ტელეფონით დაურეკა და მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის გაუპატიურებით დაემუქრა: _ “თუ მე გამგებელად არჩეული კვლავ არ ვიქნები და გონს თუ არ მოეგები, მესტიას ისე არ დავტოვებ, რომ არ გაგამწაროო”. მესტიის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრის, ლეიბორისტ ალექსანდრე ხერგიანის განცხადებით, ნათია გიგანს გამგებელი დღესაც ემუქრება და წუხელ ხელმოწერილი განცხადებების გატარებას თხოვს: _“გიგანი ამ დრომდე საოლქოში არ გამოჩენილა. ამაღამ რა გველის არ ვიცით. შუქს ისევ არ გვაძლევენ, გვეშინია წუხანდელი ღამე არ განმეორდეს. სრულიად დაუცველები ვართ." ამ დროისათვის ისევ მესტიაში იმყოფება გუბერნატორი გოროზია, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით. მას წუხელ მესტიაში ყოფნის ფაქტი არ უარყვია, მაგრამ მომხდარი უარყო: _ "მესტიაში ხშირად ჩამოვდივარ და ეს გასაკვირი არ არის, ახლაც განაშენიანების პროექტისთვის ვარ ჩამოსული, წუხელ ამ პროექტის დეტალებს ვადგენდით. ოპოზიცია რაღაცას გაიძახის, მაგრამ ეს სიმართლეს მოკლებულია," _ განაცხადა მან სატელეფონო საუბრისას.[პაატა ლაგვილავა, "სამეგრელოს ქრონიკა"]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდი "ღია ბოქლომი"-ს ჯგუფის წევრი Facebook-ზე View the full article