planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/elisashvili.jpgჟურნალისტთა ეთიკის საბჭომ, 6 მაისს გამართულ სხდომაზე, 7 ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ტელეკომპანია “კავკასიის” ჟურნალისტმა ალექსანდრე ელისაშვილმა პროფესიული სტანდარტი დაარღვია 9 მარტს, ტელეკომპანია „კავკასიის” გადაცემა „ბარიერის” წაყვანის დროს. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, ალექსანდრე ელისაშვილმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის მეშვიდე პრინციპი. რომელშიც ნათქვამია, რომ- “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით “. საბჭოს სხდომას, როგორც ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი ასევე საჩივრის ავტორი ესწრებოდნენ. ორივე მათგანმა საბჭოს წევრების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. გადაწყვეტილებას საბჭო 2 კვირაში, სამოტივაციო წერილში ახსნის. შეგახსენებთ, ელისაშვილის საკითხის განხილვის საფუძველი გახდა ფონდ “ინკლუზივის” პრეზიდენტის პაატა საბელაშვილის საჩივარი, რომლის თანახმად, 9 მარტს გასულ გადაცემაში სტუდიაში მიწვეულმა ერთ-ერთმა სტუმარმა, მედია ჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელმა, მალხაზ გულაშვილმა ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა, ელისაშვილმა კი, უმცირესობების უფლებების დასაცავად, არფერი მოიმოქმედა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/polpl3-150x150.jpgეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი ბათუმში ტურისტულ გამოფენა ” Batumi Expo2010″-ს გახსნის. სამინისტროს ინფორმაციით, გახსნაში პოლოლიკაშვილი მონაწილეობას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ლევან ვარშალომიძესთან ერთად მიიღებს. წლევანდელი გამოფენის მთავარი თემები საერთაშორისო, საკრუიზო, რეგიონალური და გამყვანი ტურიზმია. გამოფენის მსვლელობისას დაგეგმილია კონფერენცია შავი ზღვის ირგვლივ საკრუიზო მარშრუტების აღდგენისა და რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საინვესტიციო გარემოს შექმნის შესახებ. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ორგანიზაციების დაჯილდოვება და ახალი ტურისტული პროდუქტების პრეზენტაციები. მე-3 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ბათუმში 9 მაისამდე გაგრძელდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/baqraze22-150x150.jpgსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე შვედეთის მეფეს, კარლ გუსტავ XVI-ს და შვედეთის პარლამენტის თავჯდომარეს პერ ვესტერბერგს შეხვდა. დავით ბაქრაძის ნახევარსაათიანი აუდიენციის დროს შვედეთის მონარქი საქართველოში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციით დაინტერესდა და ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ესაუბრა. მხარეებმა საქართველოში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა განიხილეს. დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი ეკონომიკური კრიზისი ნაწილობრივ დაძლეულია და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელმა მოიმატა. დავით ბაქრაძემ და პერ ვესტერბერგმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო უსაფრთხოების საკითხებს და აღინიშნა, რომ შვედეთი კვლავ აგრძელებს საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. დავით ბაქრაძემ და რიკსდაგის სპიკერმა ვრცლად მიმოიხილეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და ამ მიზნით ღონისძიებები დაგეგმეს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/miulerrrr-150x150.jpgშეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი რობერტ მიულერი ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრ ვანო მერაბიშვილს ხვდება. შეხვედრა დახურულია და წინასწარ კომენტარები არ გაკეთებულა. ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი რობერტ მიულერი პოსტზე 2001 წელს დაინიშნა, ის ამ თანამდებობაზე სენატმა დაამტკიცა. მანამდე პროკურორად მუშაობდა ჩრდილო კაროლინასა და მასაჩუსეტსის შტატში. წლების განამვლობაში იყო გენპორკურორის თანაშემწეც. არის ოფიცერი, სამი წელი მსახურობდა საზღვაო ქვეითთა ჯარში. ქართველ ექსპერტთა შეფასებით, თბილისში მიულერის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ურთიერთობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/zizigurizviadi6-150x130.jpgზვიად ძიძიგურის წინააღმდეგ ხულიგნობის ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გენერალური პროკურატორის წარმომადგენლის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება და იკითხებიან თვითმხილველები. ზვიად ძიძიგურმა დღეს გამთენიისას ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა. დაზარალებულთა განცხადებით, ძიძიგურმა მათი მისამართით ოთხჯერ გაისროლა. ინციდენტი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ზვიად ძიძიგურის სახლთან მოხდა, მისი გაღიზიანება ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მიერ ქუჩაში საარჩევნო პლაკატების გაკვრამ გამოიწვია. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/OPEC-oil.jpg-150x150.gifოპეკის “კალათის” ფასი შემცირდა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დაფიქსირდა. საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, მომხმარებელთა და იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ოპეკის “კალათის” ფასი ბარელზე 3,04 აშშ დოლარით შემცირდა და 82,12 აშშ დოლარი შეადგინა. ეს კი, 2010 წლის 19 აპრილის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ოპეკის “კალათის” ფასის რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს ბარელზე 140.73 აშშ დოლარი შეადგენს, რომელიც 2008 წლის 3 ივლისს დაფიქსირდა იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/gvino1-150x150.jpgღვინის ისტორიის ფონდის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით ჩატარებულ ქართული ღვინის III ეროვნული კონკურს “საქართველო ღვინის სამშობლო” გამარჯვებულებს დღეს დააჯილდოვებენ. როგორც “ექსპრესნიუსს” სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს კონკურსში მონაწილეობას 34 ღვინის კომპანია იღებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. მათივე ინფორმაციით, მათ მიერ წარმოდგენილი ღვინოების დეგუსტაცია და შეფასება მოხდება “ბრმა მეთოდით” ჟიურის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია ცნობილი ღვინის ექსპერტებით დიდი ბრიტანეთიდან (ტომ კანავანი-ჟიურის თავმჯდომარე, დოქტორი ქეროლაინ გილბი, მარგარეტ რანდი), ჰოლანდიიდან, (პოლ ოფ ტენბერგი), ფინეთიდან (ტიმო იოკინენი), შვედეთიდან (კატარინა ალვინი), ამერიკის შეერთებული შტატებიდან (ლორან ჟინარი) და საქართველოდან (ანა გოდაბრელიძე). გამარჯვებული ღვინოები დაჯილდოვდებიან ოქროს და ვერცხლის მედლებით. ოქროს მედლის მფლობელებს გადაეცემათ სპეციალურად შექმნილი პრიზი. კონკურსის ”საქართველო ღვინის სამშობლო” სპონსორები არიან: ოქროს სპონსორი – პსპ; ვერცხლის სპონსორი – ჯეოსელი; სპონსორები: შპს ლუკოილი; გუდვილი; სს ბანკი რესპუბლიკა-ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი; ავერსი; სს ბორჯომი; სს თიბისი ბანკი; ჭილჰელმსენ შჰიპ შერვიცე იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/demetrashvilil3-150x150.jpgსაქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში დღეს კომისიის სარედაქციო საბჭოს სხდომა გაიმართება. სარედაქციო საბჭო საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში შემოსულ პროექტებს განიხილავს. დღის წესრიგში ასევე აღნიშნულია, რომ 11 მაისს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პლენარული სხდომა ჩატარდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/teatri2-150x150.jpgთეატრში ათონელზე დღეს სპექტაკლ “აგვისტოს სიგიჟე” პრემიერა გაიმართება. პიესა “აგვისტოს სიგიჟე” წარმოადგენს ტრაგი-კომედიას, რომელშიც მოთხრობილია სამი ამბავი ომსა და სიყვარულზე და ეხმაურება როგორც ქართულ-რუსულ ურთიერთობებსა და აგვისტოს ომს, ასევე _ ქართველი ემიგრანტების ყოფას რუსეთის ტერიტორიაზე. პიესა დაიდგა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. პირველ ნოველაში გადმოცემულია ქართველი, ახალგაზრდა ემიგრანტი მამაკაცის ტრაგი-კომიკური ყოფა რუსეთში, რომელიც უსაბუთოდ ცხოვრობს მოსკოვში და ექსცენტრიკულ, სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობას ლამის სიგიჟემდე მიჰყავს. ამგვარმა შეჭირვებულმა ყოფამ იგი თითქმის მაწანწალად აქცია. ბაზარზე ყაბაყებით მოვაჭრე, აფხაზეთიდან ლტოლვილი ქალის საშუალებით ყალბი დოკუმენტის ყიდვასაც კი ცდილობს, მაგრამ, ბედის ირონიით, ვერც საბუთის აღებას ახერხებს და ვერც საქართველოში დაბრუნებას. მეორე ნოველაში აგვისტოს ომგამოვლილი ქართველი ბიჭის ისტორიაა მოთხრობილი. იგი ევროპის საერთაშორისო აეროპორტში ცივსისხლიან უცხოელ მებაჟე ქალს (რომელიც მას საზღვარზე სასაჩუქრე ხანჯალს აღმოუჩენს და მის ჩამორთმევას დააპირებს), დამტვრეული ინგლისურით უხსნის, თუ რომელი ქვეყნიდანაა და რა საშინელი ომი გამოიარა. ბიჭი აგვისტოს ქართულ-რუსულ ომზე ისე ემოციურად დაიწყებს თხრობას, რომ მებაჟე ქალს წარმოსახვით ბრძოლაში `ჩაითრევს~, სადაც მტრის თვითმფრინავები დაფრინავენ და ადამიანები იხოცებიან. უემოციო მებაჟე ქალი როლში მალევე `შეიჭრება~ და, ბიჭთან ერთად, რომელიც ომის ფრაგმენტებს იხსენებს, აეროპორტში დარბის და რუსულ ბომბებს ემალება. ამ გათამაშებული საომარი ეპიზოდის შემდეგ, ქართველი ჯარისკაცი გონს მოეგება, დასევდიანდება და უკან, საქართველოში დაბრუნებას მაშინვე, საზღვარზევე გადაწყვეტს. ბიჭი ხვდება, რომ არაფერი ესაქმება უცხო ქვეყანაში და ისევ თავის ქვეყანაში, ისევ სახლში დაბრუნება უნდა. მესამე ნოველაში საოცარი ოჯახური სცენები მაღალსართულიანი სახლის სახურავზე თამაშდება, სადაც, საქართველო-რუსეთის ომის შედეგად, ხელ-ფეხდაკარგული, დეპრესირებული მამაკაცი თავის მოკვლას ცდილობს. მალე მას მაშველად მეხანძრე და ოჯახის სხვა წევრებიც გამოეცხადებიან. მამაკაცის გადასარჩენად მოსული `მაშველები~ სახურავზე დახოხავენ, თავიანთ აბსურდულ ისტორიებს ყვებიან და მამაკაცს არწმუნებენ, რომ სასიკვდილო თავად არიან. მამაკაცი ხვდება, რომ ღირს ცხოვრების გაგრძელება, თუნდაც იმიტომ, რომ იგი ამდენ ადამიანს უყვარს და სჭირდება. იხილეთ epn.ge
-
ქუთაისის პროკურატურის შენობაში დღეს დაზარალებულთა პირველი საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება. ცენტრის მთავარი ამოცანა დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირების დახმარება იქნება. დაზარალებულებს საკუთარ უფლება-მოვალეობებს განუმარტავენ, საჭიროების შემთხვევაში კი იურიდიული დახმარების სამსახურთან გადაამისამართებენ, View the full article
-
დღეს თეატრში ათონელზე სპექტაკლის აგვისტოს სიგიჟე პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ჯარისკაცებს ეძღვნება. პიესის ავტორი და რეჟისორი ნინო ბასილიაა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე ქართულ-რუსული ურთიერთობები და ქართველი ემიგრანტების ყოფა რუსეთში დოკუმენტურ ფილმში გრუზინები.რუ ასახა. View the full article
-
ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატი კრწანისის ოლქში სოფიო ხორგუანი ამომრჩევლებს კარდაკარის პრინციპით შეხვდა. ძველი თბილისის ისტორიული უბნები ინგრევა. მოსახლეობა საცხოვრებელი პირობების გარდა, სოციალურ გაჭირვებასაც განიცდის. ასათიანის 6 ნომერში მდებარე სახლს სახურავი დიდი ხანია გამოსაცვლელი აქვს. დახმარებისთვის რამდენჯერმე მიმართეს მერიას, თუმცა უშედეგოდ. ასკანის პირველ ჩიხში მდებარე ორსართულიან სახლში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი, ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია. სახლს საძირკვლი გამოცლილი აქვს და მთლიანად გადახრილია. დახეთქილი კედლებიდან ქუჩა ფანჯრის გარეშეც მოჩანს. მოუწესრიგებელია გზები და მანქანების მოძრაობა სახლის ჩამონგრევის საფრთხეს რეალურს ხდის. აღნიშნული სახლი ე. წ. „ატსტუპნიკებმა“ 1972 წელს იყიდეს, თუმცა მის დაკანონებას დღემდე ვერ ახერხებენ. ერთ-ერთი მცხოვრების ეთერ გეორგიევის განცხადებით, მათი პრობლემების შესახებ არა თუ მერის, არამედ პრეზიდენტისთვისაც ცნობილია. საქმის კურსშია რაიონის ყველა გამგებელი, ვინც კი ამ დრომდე ამ თანამდებობას იკავებდა. მე-2 ჯგუფის ინვალიდს ეთერ გეორგიევს უკვე აღარავის და არაფრის იმედი აღარ აქვს. ბეთლემის აღმართის #4-ში მდებარე ოთხსართულიანი ე. წ. „იტალიური ეზოს“ ტიპის სახლი დაზიანების მე-2 კატეგორიას მიეკუთვნება. სპეციალისტების დასკვნით, შენობა გამაგრებას ნაწილობრივ ექვემდებარება, თუმცა ამ სახლის მცხოვრებლებს ეჭვი ეპარებათ და ინვესტორის იმედი აქვთ. შეთავაზებაც ჰქონდათ, მაგრამ გადასვლის წინააღმდეგი ორი მეზობელი აღმოჩნდა. ამ სახლის მე-2 სართულზე მცხოვრებ ალექსანდრე ოვოიანს და მის მეუღლეს კედლებდახეთქილ ოთახებში, სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ ყოფნა. View the full article
-
ლეიბორისტები დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას ხვალ გააჟღერებენ. როგორც პირWელს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ განუცხადა, პოლიციის აღლუმთან და შს სამინისტროს შენობასთან არასაპარლამენტო ოპოზიციის მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ შეტაკებასთან დაკავშირებით ხვალ View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/8ZviadDzidziguri-150x150.jpg ზვიად ძიძიგურმა ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა. დაზარალებულთა განცხადებით, ძიძიგურმა მათი მისამართით ოთხჯერ გაისროლა. ინციდენტი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ზვიად ძიძიგურის სახლთან მოხდა, მისი გაღიზიანება ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მიერ ქუჩაში საარჩევნო პლაკატების გაკვრამ გამოიწვია. სავარაუდოდ ძიძIგურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ. იხილეთ epn.ge
-
პროექტი"ნიჭიერი" მეცამეტე სერიის დასასრული
planetanews posted a topic in გასართობი საიტების rss ზონა
ბექა, a.k.a მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge “რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფრის ბოლო მაინც კეთილია”- თქვა დედაბერმა, როცა მისი მოხუცი წავიდა და თავი ჩამოიხრჩო(ასტრიდ ლინდგრენი – “მაწანწალა რასმუსი”) “ნიჭიერზე” ტოტალიზატორში ფსონები რომ ყოფილიყო, მოთამაშეები ტოტალურ წაგებას ნამდვილად ვერ გადაურჩებოდნენ. პროექტის ფინალის FIN-ალური ნაწილის ალი არც იმდენად მხურვალე აღმოჩნდა, რომ მაყურებელთა უმეტესობის გული დადებითად აეგიზგიზებინა. პირიქით – შედეგი ისეთივე მოულოდნელი იყო ყველასათვის, როგორც რობინზონ კრუზოსთვის – 28 წლის შემდეგ დანახული გემი, კატისათვის – პარასკევ დღეს ძირს ჩამოვარდნილი ძეხვი, უცხოელისათვის – თხილის გულის ცხრა ნაწილად გაყოფის ალბათობის დაშვება, ბებიაჩემისთვის – ამ აბზაცში მისი მოხსენიება და ა.შ. http://s44.radikal.ru/i106/1005/64/e200169b3575.jpg თუმცა, როგორც ერთდროულად შაკიკითა და სურდოთი შეპყრობილი პაციენტი ექიმს ეტყოდა: “სჯობს თავიდან დავიწყოთ…” “Next level”-ის გამოსვლები “ნიჭიერის” სცენაზე, მისივე სახელწოდების მეორე სიტყვას მაგონებს, ანუ, დებიუტიდან ფინალამდე და ფინალიდან დებიუტამდე, ორივე მიმართულებით, მათი ნომრები ერთნაირად კარგი აღმოჩნდა. ყველაზე მოსაწონი კი ის არის, რომ ჯგუფი ტერფსიქორესთან (ცეკვის მუზაა) ერთად ფანტაზიასთანაც აშკარად მეგობრობს და ამ მეგობრობის სინთეზი სცენაზე კარგად ჩანს. ფანტაზიის ფანტვას ვერც მოცეკვავეთა მეორე წყვილს დავაბრალებთ. მართალია, ერთი-ორ შემთხვევაში მომეჩვენა, რომ მათი ზოგიერთი ილეთი – “ეს ის არ იყო, რაც მეგონა… კი არადა, წესით უნდა ყოფილიყო”, მაგრამ ცეკვის საერთო ფონი ისე იყო დამშეული, რომ მცირე შეცდომები მთლიანად “შეჭამა”. http://s03.radikal.ru/i176/1005/fd/ea8d000d8279.jpg გადავინაცვლოთ ქართული ნიჭის ნოტურ სახესხვაობაზე. როგორც მახსოვს, ვიღაცამ მუსიკას “მსოფლიოში ყველაზე საშინელი ხმაური” უწოდა. თუმცა, ფინალის შემდეგ, ხსენებულმა “ვიღაცამ” ამ სიტყვების გამო ნამდვილად დაიმსახურა ის, რომ მისი სახელი კაცობრიობისათვის ბოლომდე უცნობად დარჩეს. (სულ მინიმუმ იმიტომ მაინც, სცენაზე მარიამ კახელიშვილმა და ანი ხანჩალიანმა კიდევ ერთხელ რომ იმღერეს). როგორც მოსალოდნელი იყო კარგად იმღერა გულნაზი გოლეთიანმა (მაგრამ მისი პირველი “დაუვარცხნელი” გამოსვლა მაინც უფრო მომეწონა), კარგად იმღერა ბაბისა და მარის დუეტმა, კარგად იმღერა ლევან შავაძემ და… ისევ საყვარელი იყო მარიამ ფაჩულია. (ეს აბზაცი ეძღვნება მკითხველთა იმ ნაწილს, რომელსაც მარტივი წერა უყვარს, რადგან ამდენი სახელი და გვარი ერთ პატარა მონაკვეთში არასოდეს გამომიყენებია). http://s46.radikal.ru/i112/1005/55/b2cc8fa77044.jpg მე და გიტარა ისე შორს ვართ ერთმანეთისგან, როგორც ანი და ჰოე, ალფა და ომეგა, “რაც უფრო” და “მით უფრო ვტკბები”, “პოზიცია” და “ოპოზიცია”… მოკლედ, გიტარაზე დაკრული აქამდე მხოლოდ სუფრებსა და ანტონიო ბანდერასის ფილმში მქონდა მოსმენილი (ნანახი). (აქვე უნდა აღვნიშნო იმის ცოდნაც, რომ ჯიმი ჰენდრიქსი “აი, ძაან მაგარია”). ჰოდა, აქედან გამომდინარე, მე რომ ავთო ნაცარაშვილის დაკრული შევაფასო, მოგვიანებით მინიმუმ სინდისმა უნდა მქენჯნოს, რომ ასეთმა არაკომპეტენტურმა მსმენელმა ეს საქმე საკუთარ თავზე ავიღე. სინდისი კი, როგორც გერცენმა აღნიშნა, ყველაზე დიდი ინკვიზიტორია. http://i045.radikal.ru/1005/ab/8fd7d7c723aa.jpg ინკვიზიტორზე რატომღაც ერთი მონაწილე გამახსენდა, რომელიც საკუთარ ფილტვებს “უკანასკნელ ამოსუნთქვამდე” ტანჯავს. ერთ-ერთ ფილოსოფოსს აქვს ნათქვამი… არა, ასე რთულად გამოვა. მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთი და ორი სუბიექტის ტანჯვა იმით არის გამართლებული, რომ ამის შედეგად სიამოვნებას გაცილებით მეტი ინდივიდი იღებს. (მაინც ჩახლა-რთული გამოვიდა). აქედან გამომდინარე, დიდი იმედი მაქვს, რომ გუგა ჭყონია ქართული სივრციდან ისევე არ გაქრება, როგორც რეალური თუ სხვა შოუების მონაწილეები გაუჩინარდნენ. http://s53.radikal.ru/i140/1005/b4/dba33ecdfb2e.jpg “გაქრობის” თემიდან თემიდას შეურაცხყოფაზე მინდა გადავიდე, თორემ სამართალი რომ იყოს, “ნიჭიერის” მთავარი მქრობელი მას სამეულში მაინც უნდა მოეხვედრებინა. მართალია, საოცარი ნახევარფინალური ნომრის შემდეგ ფინალის ყურებისას საზოგადოების ნაწილს უკმარისობის შეგრძნება დარჩა, მაგრამ რობაქიძის თითოეული გამოსვლა მაინც ისეთი “შთა”-მბეჭდავი იყო, რომ ფინალის მიმდინარეობისას საკმაოდ ბევრი “შთა”-ს დაბეჭდვა მოასწრო. სამწუხაროა, რომ ამ ნომერმა სათანადო ნომრული ასახვა მობილურ ტელეფონებზე ვერ ჰპოვა. http://s50.radikal.ru/i127/1005/e0/ceb41a6b8dcc.jpg რაზე უნდა გადავიდე შთამბეჭდავიდან, თუ არა პარკურზე და რა უნდა ვთქვა მათ ნომერზე, თუ არა კარგი. ასპროცენტიანი ასები არიან (აქვე მცირე განმარტება: “ასი” – პროფესიონალი მფრინავი). ფინალურ ნომერში დამატებული მანქანა კი მრავალფეროვნების… თუ მრავალსაგნოვნების კუთხით, ნამდვილად კარგი მიგნება აღმოჩნდა. http://i032.radikal.ru/1005/0f/fff49a66104e.jpg გადავიდეთ გამარჯვებულზე… (სანამ თვითონ ის “დრიმ თაუნის” ბინაში გადავა). უკვე ბევრი ითქვა, დაიწერა, გაითათხა, გაიკიცხა და ბევრი სხვა არცთუ თავაზიანი ზმნა დაფიქსირდა ყველაზე ნიჭიერის მიმართ. თუმცა, დამნაშავე იმაში, რომ ლევან შავაძემ გაიმარჯვა, არც “ნიჭიერის” შემოქმედებითი ჯგუფია და მით უმეტეს, არც ლევან შავაძე. უბრალოდ, საკითხი “ხალხის ბრძნობის” შესახებ, ეჭვქვეშ კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. თუმცა, გამარჯვება მხოლოდ პირველი ადგილით არ გამოიხატება. როგორც პათეტიკური ადამიანები იტყოდნენ: ხალხის სიყვარულიც უდიდესი გამარჯვებაა და ბოლოს, მინდა ეს ბოლო პოსტი ისევე მოჭრილად დავასრულო, როგორც თავად პროექტი დასრულდა. ყოველგვარი პ.ს-ების გარეშე: მომავალ შეხვედრამდე! :018: nichieri.ge