Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/baindurashvili11-150x150.jpgფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა დღეს ხელვაჩაურში შემოსავლების სამსახურის ახალი სერვის-ცენტრის გახსნა. „ასეთი ტიპის სერვის-ცენტრების ამოქმედება მნიშვნელოვანია თითოეული გადამხდელისთვის, რადგან მათ საშუალება აქვთ ყველანაირი მომსახურება მიიღონ ადგილზე. იმედი გვაქვს, ხელვაჩაურის რაიონში სამრეწველო აქტივობა კიდევ უფრო გაიზრდება და გადამხდელებს აღნიშნული მომსახურების ცენტრი დიდ დახმარებას გაუწევს,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, რაიონში თანამედროვე სტანდარტების სერვის-ცენტრის მშენებლობა 6 თვეში დასრულდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 295 ათასი ლარით დაფინანსდა. მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობა. დღეიდან სერვის-ცენტრის 15 კვალიფიციური კადრი მომსახურებას გაუწევს ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონების 4 ათასამდე რეგისტრირებულ გადამხდელს. აქამდე, საგადასახადო მომსახურებისთვის მათ ხშირ შემთხვევაში უწევდათ ბათუმში გამგზავრება და დამატებითი ხარჯების გაწევა. მომსახურების ცენტრი აღჭურვულია თანამედროვე ტექნიკით და გადამხდელებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისებით და მომსახურებით. იხილეთ epn.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/parliament-of-georgia4-150x150.jpgსაქართველოს პარლამენტის აპარატის სატენდერო კომისია 84 ერთეული ავტომობილის დაზღვევაზე ტენდერს აცხადებს და ორგანო ავტომობილების დაზღვევისთვის 151 000 ლარს გადაიხდის. ტენდერის პირობების შესახებ ინფორმაცია პარლამენტის ვეგ-გვერდზე არის განთავსებული. ავტომობილების დაზღვევა უნდა განხორციელდეს 2010 წლის 02 ივნისიდან 2011 წლის 02 ივნისამდე. იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba5112-150x150.jpgფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამართველოს თანამშრომლებმა ფალსიფიცირებული საკვები პროდუქტების დამზადებისა და რეალიზაციის ფაქტზე ფალსიფიკატორი დააკავა ფინესტ სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია შპს „ჩემპიონი I“-ის დირექტორი ნუგზარ კანდელაკი, რომელიც თავისსავე კუთვნილ საამქროში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის გარეშე აწარმოებდა მოთუშული ხორცის კონსერვს და მის რეალიზაციას სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებზე ახდენდა. ექსპერტიზის მონაცემებით, შპს „ჩემპიონი I“-ის მიერ წარმოებულ მოთუშეული ხორცის კონსერვებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა, ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს და საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba51103-150x150.jpgგურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობაში ეჭვმიტანილები დააკავეს. დაკავებულები ფოთში მცხოვრები 1963 წელს დაბადებული ქეთევან გუგუშვილი და ლანჩხუთში მცხოვრები 1959 წელს დაბადებული ცავლინა კვაჭაძე არიან. დაკავებულებმა 2008 წ ივნისში, ფოთში მცხოვრებ 1958 წელს დაბადებულ ლიანა გოგოხიასთან ერთად წინასწარი შეთანხმებით განიზრახეს, მოქალაქეებისაგან მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებოდნენ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ქეთევან გუგუშვილი მოქალაქეებს ეცნობოდა როგორც ბანკის თანამშრომელი და ნანი გოგოხიასთან და ცავლინა კვაჭაძესთან ერთად ჰპირდებოდა დახმარებას სხვადსხვა ბანკებიდან, თითქოსდა სესხის მიღებაში, ხოლო სანაცვლოდ, სამივე მათგანი მოქალაქეებისგან წინსაწარ გასამრჯელოდ იღებდნენ ფულად თანხას, 400-500 ლარის ოდენობით და იყოფდნენ ერთმანეთში. დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს. მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები ლიანა გოგოხიას დასაკავებლად. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლით. გამოძიებას აწარმოებს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო იხილეთ epn.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_0956-150x150.jpgმოძრაობამ ,,7 ნოემბერი” და მოძრაობამ ,,გადაარჩინე სიცოცხლე” დღეს, დარბაზ ,,ჯაზუში” საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. მათი განცხადებით, ისინი გიორგი გამცემლიძის მკვლელის, პოლიციის თანამშრომელის, ვახტანგ აბუაშვილის ციხიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ. როგორც მოძრაობა ,,7 ნოემბრის” წევრმა, ჯაბა ჯიშკარიანმა ,,ექსპრესნიუსს” განუცხადა, ვახტანგ აბუაშვილმა 28 წლის ახალგაზრდა სრულიად უმიზეზოდ მოკლა და მას მხოლოდ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ,,ჩვენ ვაპროტესტებთ ამ უსამართლობას, რათა ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეები არ გადაიქცნენ გამცემლიძეებად, ვაზაგაშვილებად, გირგვლიანებად, შავაძეებად, რობაქიძეებად და ათასობით უდანაშაულო მსხვერპლად”,- აღნიშნა ჯიშკარიანმა. მისივე თქმით, მოძრაობა ,,7ნოემბერის” წევრები, ხვალ 1 საათზე, ზანდუკელის ქუჩაზე კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და გააპროტესტებენ ამ უსამართლობას. გიორგი გამცემლიძე პოლიციის თანამშრომელმა, ვახტანგ აბუაშვილმა 2 წლის წინ მოკლა. მან ცეცხლსასროლი იარაღით 28 წლის ახალგაზრდას კეფაში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს იყო გამაფრთხილებელი გასროლა და პოლიციის თანამშრომელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Wissol-Car-150x150.jpg“ვისოლი” მიკროავტობუსებისა და ტაქსების მძღოლებს საწვავზე ფასდაკლებას სთავაზობს. ახალი სისტემა ორგანიზაცია “დაცული მოძრაობისა” და კომპანია ‘ვისოლის” ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა. იმისთვის, რომ მძღოლებმა ფასდაკლების ახალი სისტემით ისარგებლონ, 25 მაისამდე ასოციაცია “დაცული მოძრაობაში” რეგისტრაცია უნდა გაიარონ. “კომპანია ვისოლმა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო, გაითვალისწინა რა მძღოლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. სპეციალურად მძღოლებისათვის შეიქმნა საწვავზე ფასდაკლების ახალი სისტემა. თითოეულ მათგანს საშუალება ექნება ყოველთვიურად 150-200 ლარი დაზოგოს და ეს თანხა ოჯახის კეთილდღეობას მოახმაროს”, – განაცხადა ასოციაცია “დაცული მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით მესხიშვილმა. ვისოლის გენერალური დირექტორის ვასილ ხორავას განცხადებით თუ მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების მკვეთრ მატების გათვალიწინებით, რაც ადგილობრივ ბაზარზეც აისახა, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანი შეღავათია მძღოლებისთვის. ახალი სისტემით სარგებლობა მძღოლებს თბილისში 25 მაისიდან, რეგიონებში კი 15 ივნისიდან შეეძლებათ. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/muler-150x150.jpgამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს შეფმა რობერტ მიულერმა თბილისი უკვე დატოვა. გამგზავრებამდე ის შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ესაუბრა, სადაც მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეგახსენებთ რომ რობერტ მიულერი თბილისს გუშინ საღამოს ეწვია. მიულერი უკვე 9 თვეა FBI_ის ხელმძღვანელობს. იხილეთ epn.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/subeliani2-150x150.jpgლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ბელიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. დევნილთა ერთადერთი მოთხოვნა ფართების საკუთრებაში გადაცემა იყო. მათ თავად მინისტრისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ 4 საცხოვრებელი კორპუსი მაქსიმუმ 2 თვეში მათი საკუთრება გახდება. “პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, ეს ფართები აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს დაუკანონდებათ. დაკანონების პროცესი მთელ საქართველოში გრძელდება. დღემდე საკუთრება 16 000-მდე ოჯახს გადავეცით. პროცესი მუდმივია. შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ ამას ქაღალდზე 1 ბეჭედის დარტყმა სჭირდება, მაგრამ ეს ასე არ არის”, – განაცხადა კობა სუბელიანმა. ბელიაშვილის #40-ში, ყოფილი პედაგოგიური უნივერსიტეტის სამ კორპუსში და მიონის ყოფილ საბავშვო ბაღში აფხაზეთიდან დევნილი 109 ოჯახი ცხოვრობს. აღნიშნულ ობიექტებში შეიცვალა შიდა კომუნიკაცია, დამონტაჟდა ელექტროენეტგიის ინდივიდუალური მრიცხველები და იწყება ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცედურა. დევნილები აცხადებენ, რომ შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილები არიან, თუნცა, სანამ ფართები მათი საკუთრება არ იქნება, ვერ დაწყნარდებიან. “მინისტრი ჩვენს უბანში არაერთხელ ყოფილა. ხშირად გვკითხულობს. არადა, 17 წელი არავის გავხსენებივართ. გაგვიკეთეს სახურავი, გამრიცხველიანება და რაც შეუძლიათ, ყველაფრით გვეხმარებიან. ერთადერთი, რასაც ამჯერად ველოდებით, არის ამ ბინების დაკანონება. მინისტრს ვთხოვთ, სადაც ვცხოვრობთ ის ფართები საკუთრებაში გადმოგვცეს. დანარჩენზე კმაყოფიოები ვართ. სამინისტროში ვაპირებდით წასვლას, მაგრამ მინისტრი თავად მობრძანდა. ჩვენ მისი სიტყვის გვჯერა”, – განაცხადა აფხაზეტიდან დევნილმა ნანა სურამელმა. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/devnilebi1-150x150.jpgლტოლვლთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ბელიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. დევნილთა ერთადერთი მოთხოვნა ფართების საკუთრებაში გადაცემა იყო. მათ თავად მინისტრისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ 4 საცხოვრებელი კორპუსი მაქსიმუმ 2 თვეში მათი საკუთრება გახდება. “პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, ეს ფართები აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს დაუკანონდებათ. დაკანონების პროცესი მთელ საქართველოში გრძელდება. დღემდე საკუთრება 16 000-მდე ოჯახს გადავეცით. პროცესი მუდმივია. შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ ამას ქაღალდზე 1 ბეჭედის დარტყმა სჭირდება, მაგრამ ეს ასე არ არის”, – განაცხადა კობა სუბელიანმა. ბელიაშვილის #40-ში, ყოფილი პედაგოგიური უნივერსიტეტის სამ კორპუსში და მიონის ყოფილ საბავშვო ბაღში აფხაზეთიდან დევნილი 109 ოჯახი ცხოვრობს. აღნიშნულ ობიექტებში შეიცვალა შიდა კომუნიკაცია, დამონტაჟდა ელექტროენეტგიის ინდივიდუალური მრიცხველები და იწყება ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცედურა. დევნილები აცხადებენ, რომ შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილები არიან, თუნცა, სანამ ფართები მათი საკუთრება არ იქნება, ვერ დაწყნარდებიან. “მინისტრი ჩვენს უბანში არაერთხელ ყოფილა. ხშირად გვკითხულობს. არადა, 17 წელი არავის გავხსენებივართ. გაგვიკეთეს სახურავი, გამრიცხველიანება და რაც შეუძლიათ, ყველაფრით გვეხმარებიან. ერთადერთი, რასაც ამჯერად ველოდებით, არის ამ ბინების დაკანონება. მინისტრს ვთხოვთ, სადაც ვცხოვრობთ ის ფართები საკუთრებაში გადმოგვცეს. დანარჩენზე კმაყოფიოები ვართ. სამინისტროში ვაპირებდით წასვლას, მაგრამ მინისტრი თავად მობრძანდა. ჩვენ მისი სიტყვის გვჯერა”, – განაცხადა აფხაზეტიდან დევნილმა ნან სურამელმა. იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/zviad_ziziguri-150x150.jpgთბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა და “კონსერვატიული პარტიის” ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა გუშინ მის მიერ ნაციონალური მოძრაობის წევრებთან შელაპარაკებისას გასროლის ფაქტი აღიარა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თავდასხმაში დაადანაშაულა. როგორც დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მერობის კანდიდატმა განაცხადა, გუშინ გამართული აქციების გამო შს სამინისტროს და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მასზე თავდასხმა განახორციელეს. ძიძიგურის განცხადებით, ის სახლიდან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებსა და მისი მეზობლებს შორის ატეხილი ხმაურის შედეგად გამოვიდა სახლიდან, რა დროსაც მისი თქმით მას შეიარაღებული ბიჭები დასხნენ თავს. “50 “ნაცმოძრაობის” შეიარაღებული, აქტივისტი, ძველი ბიჭები დამესხნენ თავს. მათ ჩემზე ფიზიკური ზეწოლა განახორციელეს. დავიხიე უკან, რის შემდეგაც ამოვიღე იარაღი და რამდენჯერმე ჰაერში გავისროლე”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. მისი თქმით ეს იყო დაგაგმილი პროვოკაცია, რის გამოც მან ხელისუფლებას მისი ოჯახისთვის თავის დანებება მოთხოვა. “დაანებეთ თავი ასეთ პროვოკაციებს. უფლება არავის აქვს, ოჯახში შემომივარდეს. მსგავსი პროვოკაციების შემთხვევაში, გავიმეორებ იგივეს, უკან არ დავიხევ, დავიცავ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. ეს პირველი შემთხვევა არ იყო. რამდენჯერმე იყო სახლში შემოჭრის მცდელობა მთვრალი “ნაციონალების” მხრიდან, ასევე გარედან მიგინებდნენ ოჯახს”, – განაცხადამერობის კანდიდატმა. ძიძიგურის განცხადებით, მას იარაღის ტარების უფლება აქვს და თავდაცვის შემთხვევაში მას გამოიყენებს კიდეც. “ვიცი, რა მდგომარეობაშიც ვარ და იარაღი თან დამაქვს. გუშინ, ინციდენტის დროსაც იარაღი თან მქონდა. არ ვყოფილვარ ნასვამ მდგომარეობაში. გუშინ მთელი დღე პოლიტიკურ საქმიანობაში ვიყავი ჩართული და გიორგობის აღნიშვნაც ვერ მოვასწარი”, – განაცხადა ზვიად ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს მასთან შუაღამით გაუფრთხილებლად მისვლისგან თავის შეკავება თხოვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს. ძიძიგურის თქმით ის ჯერ დაკითხვაზე არ დაუბარებიათ. იხილეთ epn.ge
  11. დღეს ქუთაისის პროკურატურის შენობაში საქართველოს მასშტაბით პირველი დაზარალებულთა საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ცენტრი მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ გახსნა. დაზარალებულთა დახმარების ცენტრში კონკურსის წესით შერჩეული ორი თანამშრომელი დასაქმდება, View the full article
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/mmm-150x150.jpgსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილის გიორგი მაკასარაშვილის განცხადებით, პრობაციის ახალი ბიუროებისა და ოფისების ამოქმედების შედეგად, პრობაციონერებს გაუმარტივდათ მომსახურების პირობები და პრობაციის ოფიცრებს მათთან ინდივიდუალურად მუშაობის საშუალება მიეცათ. ამის შესახებ, მაკასარაშვილმა დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მაკასარაშვილმა ყურადღება საქართველოს მასშტაბით პრობაციის ბიუროების და ოფისების გახსნაზე გაამახვილა. “პრობაციის ახალი ბიუროებისა და ოფისების ამოქმედების შედეგად, გარდა იმისა, რომ პრობაციონერებს გაუმარტივდათ მომსახურების პირობები, პრობაციის ოფიცრებს მათთან ინდივიდუალურად მუშაობის საშუალება მიეცათ, რაც თითოეული პრობაციონერის პირობითი მსჯავრის პერიოდს უფრო მიზანმიმართულად და ეფექტურად წარმართავს”,- განაცხადა მაკასარაშვილმა. მისი თქმით, პრობაციის კუთხით, სამინისტრო უმნიშვნელოვანეს საკითხებად მიიჩნევს პრობაციონერთა სარეაბილიტაციო პროგრამების გაფართოებას და პრობაციონერთა დასაქმების ხელშეწყობას, რაც კანონის დარღვევის პრევენციას ემსახურება. იხილეთ epn.ge
  13. ამ სათაურით „ფაქტნიუსი“ აქვეყნებს ინტერვიუს პროფესორ გიორგი ანჩაბაძესთან, რომელიც სოხუმის უნივერსიტეტში აფხაზ სტუდენტებს „აფხაზეთის ისტორიული გეოგრაფიის“ კურსს უკითხავს. View the full article
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/nika2-150x150.jpgპოლიტიკურმა გაერთიანება “სახალხო დემოკრატებმა” და “მწვანეთა პარტიამ” ქარტიას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც მათ თბილისელებს კეთილსინდისიერი და პატიოსანი სამსახური შეჰფიცეს. ივანიშვლის განცხადებით სიმბოლურის რომ მათ თბილისელებისათვის ფიცი, მეტეხის ტაძრის ეზოში, თბილისის დამაარსებლის ვახტანგ გორგასლის ძეგლთან დადეს. “სახალხო დემოკრატების” ლიდერმა და თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნიკა ივანიშვილმა ხალხის გაუსაძლის ყოფაზე ისაუბრა, თუმცა მისი თქმით, ქვეყნისათვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ივანიშვილმა მეწარმეთა ხელშეწყობასა და უმუშევართა დასაქმებაზეც ისაუბრა. “ჩვენ შევქმნით მეწარმეობის მხარდამჭერ მუნიციპალურ ფონდს და ვიბრძოლებთ ბიზნესის გადასახადის შემცირებისათვის”_ განაცხადა ივანიშვილმა. მერობის კანდიდატი მოსახლეობას ასევე ნავთობპროდუქტებზე, მედიკამენტებსა და მობილური საუბრების წუთობრივ საუბრებზე ფასების შემცირებას დაჰპირდა. ივანიშვილის თქმით საკრებულოს შემდეგ, როცა უკვე მისი გუნდი პარლამენტში მოვა დაიწყებს ბრძოლას პენსიონერთა უფლებებისათვის, რათა პენსია საარსებო მინიმუმის ზღვარს არასოდეს ჩამოცდეს. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...