Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Edinaya_Rossiya-150x150.jpgრუსეთის მმართველი პარტიის “ედინაია როსიას” პეტერბურგის განყოფილების წევრები ოტხშაბათს საქარტველოში ჩამოვიდნენ ქართველი, სამამულო ომის ვეტერანებისთვის 9 მაისის მისალოცად და საჩუქრების გადასაცემად. გამომდინარე იქიდან, რომ ვიზიტი არაოფიციალურია პარტიის წევრებმა საზღვარზე ტურისტული ვიზებიი მიიღეს. დელეგაციის ხელმძღვანელის სანქტ-პეტერბურგის “დუმის” დეპუტატის ვიტალი მილონოვის განცხადებით, მათ ვიზები ყოველგვარი გართულების გარეშე გადასცეს. დელეგაციის შემადგენლობაში მილონოვის თანაშემწე და პირველადი პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელები იმყოფებიან. ამ დროისთვის დელეგაცია ალაზნის ველში იმყოფება, მილონოვის განცხადებით “ედინაია როსიას” წევრები 500 ”გემრიელი და სასაიამოვნო“ საჩუქარი და 40 მედალი “გამარჯვების 65 წლისთავი” ჩამოუტანეს. ბოლო 2 დღის განმავლობაში, “ედინაია როსიას” წევრებმა რიგი ღონისძიებები ჩაატარეს, კერძოდ მათ თბილისის ვეტერანთა საბჭოს მიულოცეს და თავისუფლების მოედანზე “გიორგის ლენტი” ჩაატარეს. მილონოვის განცხადებით, ისინი საქართველოში საკუთარი ხარჯით ჩამოვიდნენ და მათ ვიზიტს არცერთი ქართული პარტია არ აფინანსებს. დელეგაციეს ხელმძღვანელის განცხადებით, რიგითი მოქალაქეები მათ დიდი სიხარულით ხვდებოდნენ. მილონოვისვე თქმით, მათ საქართველოდან დეპორტირების არ ეშინიათ, რადგან “დროებითი მმართველების” აზრი მათ არ აინტერესებთ. იხილეთ epn.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/1arxi21-150x120.jpg“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში ხვალ მერობის კანდიდატთა პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართება. ტელედებატებში მონაწილეობას გიგი უგულავა, გოგი თოფაძე, ირაკლი ალასანია, გიორგი ჭანტურია და ზვიად ძიძიგური მიიღებენ. “საზოგადოებრვი მაუწყებელის” ეთერში ტელედებატები ხვალ 21.00 საათზე დაიწყება. დებატები ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) “სამოქალაქო საზოგადოებისა და არჩევნების ხელშეწყობის” პროექტის ფარგლებში ტარდება. დებატებში მონაწილეობის მისაღებად ყველა დარეგისტრირებული კანდიდატია მიწვეული. დარჩენილი 5 კანდიდატს, ნიკა ივანიშვილს, დავით იაკობიძეს, გიორგი ლაღიძეს და თამაზ ვაშაძეს შორის კი დებატები 9 მაისს გაიმართება. დებატები პირდაპირ ეთერში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლით და რადიოთი გადაიცემა. დებატებს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტი ეკა მიშველაძე წარუძღვება. თითოეულ კანდიდატს დებატების დროს თანაბარი დრო დაეთმობა. შესავალი და დასკვნითი გამოსვლისთვის (2-2 წუთი) და წამყვანის შეკითხვების საპასუხოდ (2-2 წუთი). კანდიდატებისთვის წინასწარ ცნობილი იქნება დებატების ზოგადი თემები, თუმცა დებატების დაწყებამდე ყველა კანდიდატს კონკრეტული შეკითხვები მხოლოდ ერთი საათით ადრე გადაეცემა. შეკითხვების მომზადებაში “საზოგადეობრივ მაუწყებელს” მონაწილეობა არ მიუღია. კანდიდატთა მისამართით დასასმელი შეკითხვები ორგანიზატორი მხარის მიერ არის მომზადებული. USAID-მა დაახლოებით დებატების ორგანიზებისთვის, შემდგომი გამოკითხვისა და ფოკუს ჯგუფების ჩატარებისთვის, კანდიდატთა წინასწარი მომზადებისა და სხვა სახის დახმარებისთვის 40,000 აშშ დოლარი გამოყო. აშშ-ს მთავრობამ კი ზოგადად 50 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოყო, 1 მილიარდიდან რომელიც საქართველოსთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების პროგრამების ხელშეწყობისთვის არის განკუთვნილი. იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gulashvili2-150x150.jpgროგორც “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” ლიდერმა მალხაზ გულაშვილმა, ჭადრაკის სასახლეში გამართულ კრებაზე განაცხადა, ისინი იწყებენ ბრძოლას “თავისუფლების ინსტიტუტის” დიქტატურისგან და ანტიეროვნული, ანტიქრისტიანული მოძრაობებისგან სააქართველოს დასაცავად. მისივე განცხადებით, “თვისუფლების ინსტიტუტი” საფრთხეს უქმნის ერის მომავალს, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას და ერის ერთიანობას. ჭადრაკის სასახლეში, დეკლრაციას ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმა, სამღვდელოებასთან, მრევლთან და სტუდენტებთან ერთად მოაწერეს ხელი. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/papi-44-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ვატიკანში რომის პაპს ბენედიქტ XVI-ს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი საქართველოსა და ვატიკანს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და ოკუპირებულ ტერირორიებზე არსებულ ვითარებას შეეხო. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბენედიქტ XVI-მ კათოლიკურ სამყაროში საქართველოს დამსახურება აღნიშნა, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ისტორიაში კათოლიკური მოსახლეობის როლი გამოყო. “დღეს დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ვატიკანში და დღესვე პირადი აუდიენცია შედგა სააკაშვილსა და რომის პაპ ბენედიქტ XVI-ს შორის. შეხვედრისას რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა განიხილეს. საუბარი საქართველოსა და ვატიკანს შორის ორმხრივი ურთიერთობებს შეეხეო, ასევე მათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ იმსჯელეს”,- განაცხადა მანჯგალაძემ. შეხვედრის ბოლოს პრეზიდენტმა ბენედიქტ XVI-ს უწმინდეისა და უნეტარესის მოკითხვა გადასცა და საქარტველოსთვის რტულ პერიოდში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ასევე, ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. სააკაშვილი ვიზიტის დასრულების შემდეგ კოსტარიკაში გაემგზავრება და პრეზიდენტ ლაურა ჩინჩოლა მირანდას ინაუგურაციას დაესწრება. იხილეთ epn.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/fuli11.jpgაშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1.7862 ნიშნულზე დაფიქსირდა, ხვალ შესაბამისადა ძალში შევა 1 აშშ დოლარი 1.7862 ლარი. რაც შეეხება ევროს, ხვალ 1 ევრო კი 2.2838 ლარით განისაზღვრება. იხილეთ epn.ge
  6. http://epn.ge/wp-content/uploads/pope-benedict-xvi-150x150.jpgრომის პაპმა ბენედიქტმა XVI ვატიკანში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილი სააკაშვილი მიიღო. შეხზვედრისას დროს მათ საჩუქრები გაცვალეს. სააკაშვილმა პონტიფიქს ორი მართლმადიდებელი ხატი აჩუქა, ბენედიქტმა XVI კი საქართველოს პრეზიდენტს სასუვენირო კალმისტარი, რომელიც არქიტექტორ ჯოვანი ლორენცო ბერნინის ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძრის სვეტს ასახავს. სააკაშვილის და რომის პაპის შეხვედრა სააპოსტოლე სასახლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა და 35 წუთი გაგრძელდა, შეხვედრაზე განხილული საკითხები უცნობია. აღსანიშნავია, რომ საქართველო ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან პირველი სახელმფწიფოა, რომელსაც 1999 წელს რომის პაპმა იოანე პავლემ II ეწვია. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/studdddd-150x150.jpgლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის, კახა ძაგანიას პოლიტიკურ განცხადებას სტუდენტების პროტესტი, მოყვა. ძაგანიას თქმით, საჭიროა პროტესტის წერტილები ბევრი იყოს, რომ ამ ფრონტმა წალეკოს დამნაშავეთა ორგანიზაცია, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით. ამ განცხადებებს, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილის პროტესტი მოჰყვა რის ნიშნად დარბაზი დატოვეს. დარბაზს დატოვებას “მართლმადიდებლური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის სიტყვიერი შელაპრაკება მოყვა. როგორც “მართლმადიდებლური მოძრაობის წარმომადგენლებმა გნაცხადეს, ეს მიზნმიმართული პროვიკაცია იყო და ისინი ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებენ,მათ შორის სახელისუფლებო პარტიასთანაც, თუ მათი მიზანი მართლმადიდებლობის დაცვა იქნება. ილიას უნივერსიტეტისა და “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წევრებმა და საზოგადოების წარმომადგენლები, ირაკლი დეისაძის წიგნის ”საიდუმლო სირობის” უნივერსიტეტში პრეზენტაციას გააპროტესტესბდნენდა.სასწავლებლის რექტორს გიგი თევზაძეს კი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლი უწოდეს. იხილეთ epn.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gulashvili1-150x150.jpgილიას უნივერსიტეტის სტუდენტთა და “სახალხო მართმადიდებლური მოძრაობის” პროტესტს “ჭადრაკის სასახლეში” ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. შეკრებილ საზოგადოებას შორის იყვნენ, “ლეიბორისტული პარტიის წევრი, კახა ძაგანია, მოძრაობა “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი და ‘კონსერვატიული პარტიის” ლიდერი, თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ზვიად ძიძიგური. პოლიტიკოსების თქმით ეს ხელისუფლების პროვოკაციაა, რომელიც ქართული ფასეულობების მოსპობას და ახალგაზრდების ცხოვრებაში სარწმუნოების როლის შესუსტებას ისახავს მიზნად. ჭადრაკის სასახლეში ასევე საზოგადოებრივი დარბაზის წევრები და სამღვდელოების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის რექტორს, გიგი თევზაძეს მართმადიდებლური სარწმუნოების მტრობაში დასდეს ბრალი და ღირსებისა და პატივის შელახვის ბრალდებით მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა მოითხოვეს. იხილეთ epn.ge
  9. „ალიანსის საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სოციალური პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ალასანიამ დღეს სოციალურ საკითხებზე ალიანსის პრიორიტეტები დღეს „ახლების“ ოფისში შეკრებილ მოსახლეობას პირადად გააცნო. ირაკლი ალასანია ყველა თბილისელ პენსიონერს გაზისა და ელექტროენერგიის ხარჯების დასაფარად ზამთარში 100-ლარიან დანამატსა და ოჯახის ექიმის მიერ დანიშნულ საბაზისო მედიკამენტებს უფასოდ ჰპირდება. გარდა ამისა, ალასანია პირობას დებს, რომ 2011 წლიდან ყველა პენსიონერს უფასო სამედიცინო დაზღვევა ექნება. რაც შეეხება დევნილებს, 30 მაისის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ალასანია თბილისში მცხოვრებ ყველა დევნილს საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის 50%-იან შეღავათს ჰპირდება. „გარდა ამისა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ რეგისტრირებული ყველა დევნილს დამატებითი შემწეობის სახით 100 ლარი და უფასო სამედიცინო დაზღვევა ექნება. ამასთან, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაში მცხოვრებ დევნილებს დაკავებული ფართები კერძო საკუთრებაში დაუკანონდებათ, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საქალაქო ინფრასტრუქტურაში სტანდარტული პირობები შეექმნებათ. რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რეგისტრირებულ პირებს, მათ თვეში ათლარიან დანამატსა და უფასო სადაზღვევო პოლისებს ვთავაზობ", - განაცხადა ალასანიამ. ამასთან, მერობის კანდიდატი ომის ვეტერანებს, ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებს, სამხედრო ძალების ვეტერანებს, მარჩენალდაკარგულებს, ომის მონაწილეებთან გათანაბრებულებს გაზისა და ელექტროენერგიის ხარჯების დასაფარად ზამთრის პერიოდში 100-ლარიან ვაუჩერს სთავაზობს. „3 და მეტ შვილიანი ოჯახებისთვის კი, ჩვენი პროგრამის მიხედვით, გაიზრდება ერთჯერადი მატერიალური დახმარება მესამე და მეტი შვილის დაბადებისთვის. მესამე შვილზე 800 ლარი იქნება, მეოთხე შვილზე - 1000, მეხუთე შვილზე - 1500 და ყოველ შემდგომ შვილზე კიდევ 500 ლარით მეტი. ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში, მრავალშვილიან ოჯახს ყოველთვიურად 50-ლარიანი დახმარება დაერიცხება“, - აღნიშნა ალასანიამ სოციალური პროგრამის პრეზენტაციაზე. „პიWრელი: View the full article
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/aqcia-universiteti-150x150.jpgილიას უნივერსიტეტის წინ სტუდენტებს შორის დაპირისპირება, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღკვეთეს. სტუდენტებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ირაკლი დეისაძის წიგნის “საიდუმლო სირობის “ ილიას უნივერსიტეტში პრეზენტაციას მოყვა. ილიას ინივერსიტეტის სტუდენტების ერთმა ნაწილმა, დღეს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვისა და აზრის გამოხატვის აკრძალვა გააპროტესტა. სტუდენტების მცირე ნაწილი, მოთხოვნით “არა ძალადობას და თავისუფლების შეზღუდვას” გამოვიდა. სტუდენტების მერორე ნაწილი კი, სტუდენტების მსგავსი განცხადებების გაკეეთებას, “საიდუმლო სირობის” ავტორის ერეკლე დეისაძისადმი სიმპათიით ახსნა და ავტორის დამცველებად და მართლმადიდებლობის მტრებად გამოაცხადა და მსგავსი წიგნების უნივერსიტეტში პრეზენტაცია გააპროტესტა. როგორც “ექსპრესნიუსთან” საუბრისას, სტუდენტებმა განაცხადს, მათი პროტესტის მიზეზი თავისუფალი სიტყვისა და განხვავებული აზრის არსებობის აკრძალვაა. რაც შეეხება წიგნს, სტუდენტების თქმით წიგნი არც წაუკითხვათ და არც სურვილი გასჩენიათ. იხილეთ epn.ge
  11. თინათინ ხიდაშელი საბურთალოზე მე-10 საარჩევნო უბნის მოსანახულებლად მივიდა. თბილისში არსებულ მრავალ საარჩევნო უბანში არჩევნებამდე 23 დღით ადრე სავალალო მდგომარეობაა. უბნებში არ არის დაცული გათვალისწინებული მოთხოვნები, არ არის გამოყოფილი სპეციალური ფართი კომისიის წევრების მუშაობისათვის, არ არის ქსეროქსის აპარატები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად; რიგ შემთხვევებში არ არის ტელეფონიც კი. თინათინ ხიდაშელმა მიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, უფრო მეტი გულისხმიერება გამოიჩინოს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს წინასაარჩევნო პროცესს და უზრუნველყოს საარჩევნო ღონისძიებების განხორციელებისათვის სათანადო პირობების შექმნა. View the full article
  12. ამ სათაურით ამბები.გე აქვეყნებს ინტერვიუს ლევან ბერძენიშვილთან. View the full article
  13. სოციალური მომსახურების სააგენტოსთან კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატის ბრიფინგს ხმაური მოჰყვა. სოფიო ხორგუანი სააგენტოს დირექტორის სახელზე, მისი ამომრჩევლების პრობლემებთან დაკავშირებით, კანცელარიაში განცხადებების შეტანას გეგმავდა. აქედან დაიწყო „ქარიშხალი ჭიქაში“: სააგენტოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა ალავიძემ მაჟორიტარობის კანდიდატის შენობაში შეშვება საშიშროებად მიიჩნია და დაცვა გააფრთხილა. სამართალდამცველი კარებში ზურგით ჩადგა და სოფიო ხორგუანი და მისი თანმხლები ჟურნალისტები არ გაატარა. გაურკვევლობა რამდენიმე წუთს გაგრძელდა; `ზემოდან” მიღებული დირექტივის შემდეგ მაჟორიტარობის კანდიდატმა სააგენტოში შეაღწია. სოფიო ხორგუანი სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სარეიტინგო ქულების ხელოვნურად გაზრდას აპროტესტებს და განცხადებების წარდგენის გარდა, სააგენტოს ხელმძღვანელს ერთი დღით მის უწყებაში სოციალურ აგენტად მუშაობის უფლებას სთხოვს. ხმაურიანი დახვედრის შემდეგ კი გამორიცხული არ არის, მაჟორიტარობის კანდიდატმა იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს, ვინც მოქალაქეთა გადაადგილების და სახელმწიფო დაწესებულებაში შესვლის უფლებას ზღუდავს. View the full article
  14. http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S-QJ0xnWK4I/AAAAAAAADow/F3yBuDXnjS8/s200/axali%20164.jpg როგორც საზოგადოებას მოეხსენება 30 მაისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დაინიშნა. „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ დღეისთვის ყველაზე მეტი აქტიურობით იბრძვის არჩევნებში გასამარჯვებლად. ალბათ ამომრჩევლისთის საინტერესოა თუ რა მიზნები ამოძრავებს პარტიას და რა პროგრამით ცდილობს ნდობის მოპოვებას. გვესაუბრებიან, „სამართლიანი საქართველოსთვის“ წარმომადგენლები: ლოთი ქობალია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი: „ჩვენი მიზანია უზრუ სახელმწიფოს სწორი, ოპტიმალური მოწყობა და მართვა; უზრუნველვყოთ კანონის უზენაესობა; უზრუნველვყოთ ჭეშმარიტად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ყველა დონეზე, ბოლო მოვუღოთ უსამართლობას. ხელი შევუწყოთ ჩვენი ერის შემდგომ აღმავლობას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და ხმა მისცენ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მათ სურთ. მთავარია დაიცვან ხმის უფლება და სააკაშვილის მხდალ რეჟიმს არ მისცენ გაყალბების საშუალება“. ლუიზა თევზაძე, ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: „გამარჯვების შემთხვევაში, ვიზრუნებთ ხალხზე, იმ გაჭირვებულ მოსახლეობაზე, რომლებიც უკვე არაერთხელ მოატყუა ხელისუფლებამ. დავასაქმებთ და ხელს შევუწყობტ გლეხებს. მე როგორც პედაგოგს გული მტკივა განათლების სისტემის გაუმართაობაზე, ბევრი სასიკეთო გეგმა გვაქვს... ვიცი, ხალხი გვერდით დაგვიდგება“.(ბანერის გადიდება)http://2.bp.blogspot.com/_7B_q5sZg81k/S-QJI59sN-I/AAAAAAAAAlY/5on8VGpiTkI/s400/aaaa.jpgკლარა ჭანტურია, ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატი: „ჩემი სისხლხორცეული საქმე პედაგოგობაა, რომელსაც 32 წელია ვემსახურები. ბოლო 12 წელი მე-15 საშუალო სკოლის დირექტორი ვიყავი, სანამ ლოტოტრონი ურჩ დირექტორს არ დამსჯიდა. ჩემი უპირველესი მიზანი სკოლისა და საზოგადოების ერთმანეთთან მყარად დაკავშირებაა, რაც ხელს შეუწყობს დაუსაქმებელი ახალგაზრდობის საზოგადოებისკენ მობრუნებას. საშინელი ქაოსი და უპასუხისმგებლობაა სკოლებში. უმაღლეს სასწავლებელში სწავლას მხოლოდ ისინი ახერხებენ ვისაც მდიდარი მშობლები ჰყავთ. ქალაქებში სოკოებივით მომრავლდა სათამაშო კლუბები, სადაც ახალგაზრდები დიდ თანხებს აგებენ. გამარჯვების შემთხვევაში გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ სკოლამ, ოჯახმა და საზოგადოებამ ერთმანეთს მყარად ჩავჭიდოთ ხელი, შემოვაბრუნოთ ახალგაზრდობა და ვიხსნათ ჩვენი გენოფონდი დაღუპვისაგან...“ ვაჟა გურიელი, წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: "ზურაბ ნოღაიდელისა და ნინო ბურჯანაძის ვიზიტმა რუსეთში ბევრი მითქმა-მოთქმა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მაგრამ მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. სამაჩაბლო და ოსეთი უკვე დაკარგულია და ამ ქვეყანასთან კარგმა ურთიერთობამ შესაძლოა სიტუაცია კარგისკენ შემოაბრუნოს. მიუხედავად დაძაბული ურთიერთობებისა საქართელოს მოსახლეობის 80% რუსეთთან ურთიერთობის მომხრეა, მაგრამ ამას შიშის გამო ვერ ამბობენ. საჭირო და აუცილებელია, რომ გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც შეძლებენ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამოსწორებას“. ნუგზარ ძერია, არჩევნებში პროპორციული სიით მონაწილე: „არჩევნებში თუ უმრავლესობით მოვედით, რაიონში ყველაფერი შეიცვლება. ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ის პრობლემები, რაც ხელისუფლებამ ვერ მოახერხა. რაც მთავარია ხალხის მხარდაჭერა გვაქვს და ვმუშაობთ გაორმაგებულ რეჟიმში“. დავით ქუხილავა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაბა ჯვარში: "ჯვარში ამ დროისათვის იმდენი პრობლემაა დაგროვილი, რომ ვერ ჩამოგითვლით. ჩვენ შევეცდებით ხალხს ისედაც მძიმე ყოფა შევუმსუბუქოთ და პრობლემების მოგვარებაში დავეხმაროთ“.ჯემალ ზარქუა, მოძრაობის სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: "ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისათვის. გვჯერა, რომ არჩევნებში სამართლიანი გზით მოვალთ. ჩვენთან ერთად არიან ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომში. დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენს გვერდით დგას ის ხალხი, რომელიც ამ ხელისუფლების მხრიდან დავიწყებული და მოტყუებული იქნა“. ზურაბ ჯანაშია, მარტვილის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი: "გამარჯვების შემთხვევაში ხალხს ვპირდები: სამართლიანობის აღდგენას; უმუშევრობის პრობლემების მოგვარებას; სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ხელშეწყობას. დიდი ხანია საზოგადოება ცრუ იმედებით არსებობს, ამიტომ საჭიროა მოვიდეს ის ხელისუფალი, რომელიც ნამდვილად საქმეს გააკეთებს. ჩვენი მოძაობა იმისათვის შეიქმნა, რომ არსბული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა შეცვალოს სასიკეთოდ“. ბონდო წოწორია, მარტვილის რაიონული ორგანიზაცია: „მარტვილის რაიონში წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს დაბრკოლებებით. ხშირია მოსახლეობის დაშინების ფაქტები, მაგრამ მიუხედავად ბევრი პროვოკაციისა, ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ. რაც შეეხება აქ არსებულ პრობლემას, როგორც ყველგან, აქაც უმუშევრობა და სიღარიბეა“. ელდერ ქაქუჩარია, აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: „ხალხს უკვე პოლიტიკოსების იმედი არააქვთ. იმდენჯერ დარჩნენ იმედგაცრუებულნი, რომ მათი კვლავ დაიმედება ძნელია. საარჩევნოდ ვმუშაობთ აქტიურად და ჩვენი წინასწარი ვარაუდით გავიმარჟვებთ“. ირინა ფილიპია, ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: „ვემზადებით არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და გასამარჯვებლად. გვაქვს ხალხის მხარდაჭერის იმედი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უპირველესად მოვაგვარებთ ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის პრობლემას. რაც მთავარია – რაიონში და საერთოდ ქვეყანაში უნდა არსებობდეს სიტყვის თავისუფლება _ ჩვენ ვიბრძოლებთ ამ უფლების დასაცავად“. გია კორშია, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის“ ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: „ჩვენი უმთავრესი მიზანია დავასაქმოთ ხალხი. ძალიან ბევრია გაჭირვებული ადამიანი, რომელთაც სჭირდებათ ელემენტარული დახმარება. მოსახლეობის უმეტესობას დღეს ეკონომიურად უჭირს. როდესაც იქნება მათი დასაქმების პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა, ქალაქი ქალაქს დაემსგავსება _ არა გაფერადებულ-შელამაზებულს და ცარიელს, არამედ სავსეს და მხიარულს“. [მოამზადა დაჩი კვიკვინიამ] ფასიანი პოლიტიკური რეკლამა http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდი "ღია ბოქლომი"-ს ჯგუფის წევრი Facebook-ზე View the full article
  15. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს საბურთალოს მრავალ უბანში მაღალ სართულიან კორპუსებში მაცხოვრებელი თბილისელები თინათინ ხიდაშელს წყლის 24-საათიანი მოწოდების უზრუნველყოფას სთხოვენ. დღეს თბილისის წყალთან თინათინ ხიდაშელმა აქცია გამართა სიმბოლური გზავნილით „12-დან 18 საათaმდე წყალი დაღლილია და მაღალ სართულებზე ვერ ადის“ და „თბილისის წყლის“ მიერ წყლის შეზღუდულად მიწოდება გააპროტესტა. საზოგადოებისათვის ცნობილია რომ 2007 წელს თბილისის წყლის გაყიდვას დიდ პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლების დაპირება, რომ ინვესტორის შემოსვლა ყველა პრობლემას მოაგვარებდა, ისეთივე ფუჭი აღმოჩნდა როგორც მრავალი სხვა დაპირება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბოლო ექვსი წლის მანძილზე ისმის. მიუხედავად არსებული გრაფიკისა, არავითარი დიფერენციაცია წყლის გადასახადის თვალსაზრსით არ არსებობს. თინათინ ხიდაშელი მოსახლეობას ჰპირდება რომ „ალიანსი საქართველოსთვის“ გამარჯვების შემდეგ გადაიხედება ყველა კონტრაქტი, რომელიც თბილისის წყლით მომარაგების თაობაზედ არსებობს და უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი მიწოდება. ამასთანავე, ტექნიკური პრობლემების მოგვარებამდე ყველა გადასახადი დაეფუძნება რეალურ პირობებს და მოხდება ადეკვატური დიფერენცირება წყლის მიწოდების შესაბამისად. View the full article
×
×
  • შექმენი...