Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/ragbi-25-maisi-150x150.jpgსაქართველოს პირველობა რაგბიში გრძელდება. ქუთაისის აიასა და თბილისის აკადემიას შორის გამართული შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა. ირაკლი ჩხიკვაძის ლელომ 66 წუთზე ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 14-18 და ამ გამარჯვების წყალობით აიას გუნდს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/ragb.jpg itvს ლინკი
  2. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/cnn_thumb1.jpg ფარიდ ზაქარია: ჩვენ გვიერთდება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მადლობას გიხდით, რომ ჩვენთან ერთად ხართ. მიხეილ სააკაშვილი: გმადლობთ თქვენ. მოხარული ვარ თქვენს გადაცემაში მონაწილეობით. ფ.ზ.: ნება მომეცით გკითხოთ, თქვენ ხანგრძლივი, გულწრფელად რომ ვთქვათ რთული ურთიერთობები გაკავშირებთ რუსეთთან. ობამას ადმინისტრაცია ცდილობს რუსეთთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებას. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარება ირანის საკითხზე ან რეგიონალური უსაფრთხოების სხვა საკითხებზე? მ.ს.: ცდა ცალსახად ღირს და რა თქმა უნდა, მე ვულოცავ პრეზიდენტ ობამას ბირთვული შეიარაღების შემცირებაზე ხელშეკრულების ხელმოწერას. რა თქმა უნდა, ამით საერთაშორისო სისტემამ კარგი გზავნილი მიიღო, რომ ბირთვული შეიარაღება შემცირდება. ნებისმიერი ვალდებულება, რომელიც პრინციპებს დაეფუძნება სასარგებლო იქნება. ვფიქრობ, ამერიკელებს ეს ესმით. ფ.ზ.: მაგრამ ბევრი ნერვიულობს, მე ეს მომისმენია მსოფლიოს თქვენს ნაწილში: აღმოსავლეთ-ევროპასა და ცენტრალური აზიის ზოგიერთ ნაწილში, რომ ჩვენ ამერიკელები რუსეთს საკმარისად მკაცრად არ ვექცევით. მ.ს.: ვფიქრობ, მე არ მინახავს იმის ნიშნები, რომ კომპრომისი მთავარი პრინციპის ხარჯზე მიიღწევა. მთავარი პრინციპი კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ რეგიონში უნდა იყოს დემოკრატია, რომ საჭიროა დემოკრატიული მმართველობის მხარდაჭერა. ვფიქრობ, ამერიკელები ამ საკითხში ძალიან სწორხაზოვნად მოქმედებენ და პირადად პრეზიდენტ ობამას ამ მხრივ მტკიცე პოზიცია უკავია. მე იმის თქმა მსურს, რომ ის ამაზე ღიად საუბრობს. ყოველთვის, როდესაც ეს საჭირო იყო, ის სწორ ნაბიჯებს დგამდა და ის არამხოლოდ სწორად საუბრობდა, არამედ სწორი იყო მისი სხეულის ენაც (body language) მოსკოვშიც და მსოფლიოს სხვა ადგილებში შეხვედრების დროსაც. იცით, არსებობს ძალიან ბევრი ორაზროვნება, გადმონაშთები, განსაკუთრებით, მმართველობის ავტორიტარულ სისტემებში. როდესაც ამ ტიპის რაღაცეებზეა საუბარი, სხეულის ენა შეიძლება გაცილებით მეტს ნიშნავდეს, ვიდრე ის თუ რას ამბობთ თქვენ და ვფიქრობ, შეერთებული შტატების პრეზიდენტს ყველაფერი ძალიან კარგად ესმის. ფ.ზ.: მოდით, რუსეთთან თქვენი კონფლიქტი განვიხილოთ. მ.ს.: რა თქმა უნდა. ფ.ზ.: არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ რომ კონფლიქტი თქვენი პროვოცირებულია. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა საერთაშორისო ცნობები არსებობს. მ.ს.: ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრნენ. შემოჭრას არავინ უარყოფს. სხვათაშორის იმ ცნობებშიც კი, რომლებიც ძალიან ბოროტი იყო და არ აინტერესებდათ, ბრალი ვის მიუძღოდა, მათშიც კი ნათქვამი იყო, რომ დიახ ამ ქვეყანაში არმია შეიჭრა. როგორი იურიდიული ფორმულირებებიც არ უნდა იდგეს ამის უკან, ფაქტი ფაქტად რჩება. ფ.ზ.: თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთი ცდილობს აღადგინოს, ხელახლა შექმნას საბჭოთა პერიოდის ძველი იმპერია? მ.ს.: პირველი რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა იყო ის, რომ საბჭოთა კავშირის ისტორიისთვის ჩაბარება და მისი დანგრევა უდიდესი ტრაგედიაა. მან აღადგინა საბჭოთა ჰიმნი. მას აშკარად ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვს ზოგიერთი საბჭოთა სიმბოლიკის მიმართ და რა თქმა უნდა ფიქრობს, რომ ეს მისი გავლენის სფეროა, მაგრამ საქმე ის არის რომ და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველო ასეთი პრობლემაა… ფ.ზ.: თქვენ ფიქრობთ, რომ ისინი კონტროლის აღდგენისთვის აქტიურ ნაბიჯებს დგამენ? მ.ს.: ამის ყოველმხრივ დადასტურებას ყოველდღიურად ვხედავთ, მაგრამ ვფიქრობ რომ რაც უფრო ირჯებიან (ყოველ შემთხვევაში ჩვენს შემთხვევაში ასეა), ეფექტი მით უფრო მცირეა, რადგან როდესაც ერთხელ დაიწყებ დემოკრატიულ თამაშს, მერე ეს ტოტალიტარული ფანდები აღარ მოქმედებს და მათ იციან, რომ დრო მათ წინააღმდეგ მუშაობს. აი რატომ ჩქარობენ. მათ სურთ თავისას მიაღწიონ მანამ, სანამ ჩვენ სრულყოფილ წარმატებულ დემოკრატიად ჩამოვყალიბდებით. ჩვენ ამ გზით მივდივართ და იცით როდესაც საქმე მსგავს დახურულ საზოგადოებასთან და ავტორიტარულ მმართველებთან გაქვთ, მათ სძულთ ღია საზოგადოება, გამჭვირვალობა, ეფექტურობა, არაკორუმპირებული სისტემები. აი რის მიღწევას ვცდილობთ ჩვენ სრულად და შეუქცევადად. ფ.ზ.: პუტინმა თქვენზე განაცხადა, რომ თქვენი გადაყენება სურს. მგონი მან ივარაუდა კიდეც, რომ ცუდი არ იქნებოდა თუკი ვინმე მოგკლავდათ. მ.ს.: არა, მას ჩემი კვერცხებით დაკიდება სურდა, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, მე ამას სერიოზულად არ აღვიქვამ. ფ.ზ.: შეხვედრიხათ მას? მ.ს.: ბევრჯერ! ფ.ზ.: რას ფიქრობთ მასზე, როგორც ადამიანზე? მ.ს: ვფიქობ, ის ადამიანთა მოძველებულ ტიპს განეკუთვნება. ის დაუნდობელია. „კაგებეს“ იმ ძველი თაობიდანაა, რომელიც მსოფლიოს უყურებს, როგორც თამაშს ნულოვანი საწყისით. ბევრ ადამიანს მსოფლოში და მეც პირველ რიგში, იმის თქმა გვსურს, რომ ცივი ომის დასრულება გვიხარია, მაგრამ ის ამ მოსაზრებას ნამდვილად არ იზიარებს. მას დღემდე მიაჩნია, რომ დასავლეთმა რუსეთი გააბრიყვა და რუსეთმა საკუთარი გავლენის სფერო უნდა აღიდგინოს, მაგრამ რუსეთი ასი პროცენტით არ ცხოვრობს ნამდვილი მოდერნიზაციის, დემოკრატიის და იმის გარეშე რომ მართლაც გაიხსნას. ეს ადამიანები მოგზაურობენ. მათ შესანიშნავად იციან მსოფლიოში რაც ხდება. რა თქმა უნდა ნორმალურ ადამიანებს ვგულისხმობ. ფ.ზ.: პრეზიდენტი მედვედევი? ის შესძლებს გახდეს რუსეთის მოდერნიზაციის წყარო? მ.ს.: ამას ძალიან ვისურვებდი. მართლა, მე მედვედევსაც შევხვედრივარ. მას ცალსახად განსხვავებული სტილი აქვს და იცით რომ ის სხვა თაობის წარმომადგენელია. მას ჩვენზე ძალიან ბევრი ცუდი რამ აქვს ნათქვამი, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ვიცი იქ რეალურად ვინ მართავს. ფ.ზ.: ანუ მედვედევს არა აქვს ძალაუფლება? მ.ს.: ვიმედოვნებ, ის იმაზე მეტი გახდება ვიდრე კალინინი და პოდგორნი იყვნენ ბრეჟნევის დროს. რუსეთში ბევრი ეშმაკური ფანდია, მაგრამ ვფიქრობ რომ პირველ რიგში საქმე ეხება არა კრემლში და მის ირგვლივ არსებულ ინტრიგებს. ვფიქრობ, რუსეთის საზოგადოებას უკიდურესად ესაჭიროება მოდერნიზაცია და ღიაობა. ვინც არ უნდა გააკეთოს ეს ის მოიგებს, რადგან ჩვენ 21-ე საუკუნის მსოფლიოში ვცხოვრობთ მთელი თავისი გამოწვევებით. რუსეთი ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ საზოგადოება ჩაკეტოს, ცუდად მოექცეს სხვებს, დააშინოს და ზიანი მიაყენოს მათ და ამ ყველაფერს გაუმკლავდეს. ფ.ზ.: ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა. სასიამოვნო იყო თქვენთან გასაუბრება. მ.ს.: დიდი მადლობა! ორიგინალი ორიგინალი
  3. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/cnn_thumb1.jpg ფარიდ ზაქარია: ჩვენ გვიერთდება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მადლობას გიხდით, რომ ჩვენთან ერთად ხართ. მიხეილ სააკაშვილი: გმადლობთ თქვენ. მოხარული ვარ თქვენს გადაცემაში მონაწილეობით. ფ.ზ.: ნება მომეცით გკითხოთ, თქვენ ხანგრძლივი, გულწრფელად რომ ვთქვათ რთული ურთიერთობები გაკავშირებთ რუსეთთან. ობამას ადმინისტრაცია ცდილობს რუსეთთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებას. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარება ირანის საკითხზე ან რეგიონალური უსაფრთხოების სხვა საკითხებზე? მ.ს.: ცდა ცალსახად ღირს და რა თქმა უნდა, მე ვულოცავ პრეზიდენტ ობამას ბირთვული შეიარაღების შემცირებაზე ხელშეკრულების ხელმოწერას. რა თქმა უნდა, ამით საერთაშორისო სისტემამ კარგი გზავნილი მიიღო, რომ ბირთვული შეიარაღება შემცირდება. ნებისმიერი ვალდებულება, რომელიც პრინციპებს დაეფუძნება სასარგებლო იქნება. ვფიქრობ, ამერიკელებს ეს ესმით. ფ.ზ.: მაგრამ ბევრი ნერვიულობს, მე ეს მომისმენია მსოფლიოს თქვენს ნაწილში: აღმოსავლეთ-ევროპასა და ცენტრალური აზიის ზოგიერთ ნაწილში, რომ ჩვენ ამერიკელები რუსეთს საკმარისად მკაცრად არ ვექცევით. მ.ს.: ვფიქრობ, მე არ მინახავს იმის ნიშნები, რომ კომპრომისი მთავარი პრინციპის ხარჯზე მიიღწევა. მთავარი პრინციპი კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ რეგიონში უნდა იყოს დემოკრატია, რომ საჭიროა დემოკრატიული მმართველობის მხარდაჭერა. ვფიქრობ, ამერიკელები ამ საკითხში ძალიან სწორხაზოვნად მოქმედებენ და პირადად პრეზიდენტ ობამას ამ მხრივ მტკიცე პოზიცია უკავია. მე იმის თქმა მსურს, რომ ის ამაზე ღიად საუბრობს. ყოველთვის, როდესაც ეს საჭირო იყო, ის სწორ ნაბიჯებს დგამდა და ის არამხოლოდ სწორად საუბრობდა, არამედ სწორი იყო მისი სხეულის ენაც (body language) მოსკოვშიც და მსოფლიოს სხვა ადგილებში შეხვედრების დროსაც. იცით, არსებობს ძალიან ბევრი ორაზროვნება, გადმონაშთები, განსაკუთრებით, მმართველობის ავტორიტარულ სისტემებში. როდესაც ამ ტიპის რაღაცეებზეა საუბარი, სხეულის ენა შეიძლება გაცილებით მეტს ნიშნავდეს, ვიდრე ის თუ რას ამბობთ თქვენ და ვფიქრობ, შეერთებული შტატების პრეზიდენტს ყველაფერი ძალიან კარგად ესმის. ფ.ზ.: მოდით, რუსეთთან თქვენი კონფლიქტი განვიხილოთ. მ.ს.: რა თქმა უნდა. ფ.ზ.: არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ რომ კონფლიქტი თქვენი პროვოცირებულია. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა საერთაშორისო ცნობები არსებობს. მ.ს.: ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრნენ. შემოჭრას არავინ უარყოფს. სხვათაშორის იმ ცნობებშიც კი, რომლებიც ძალიან ბოროტი იყო და არ აინტერესებდათ, ბრალი ვის მიუძღოდა, მათშიც კი ნათქვამი იყო, რომ დიახ ამ ქვეყანაში არმია შეიჭრა. როგორი იურიდიული ფორმულირებებიც არ უნდა იდგეს ამის უკან, ფაქტი ფაქტად რჩება. ფ.ზ.: თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთი ცდილობს აღადგინოს, ხელახლა შექმნას საბჭოთა პერიოდის ძველი იმპერია? მ.ს.: პირველი რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა იყო ის, რომ საბჭოთა კავშირის ისტორიისთვის ჩაბარება და მისი დანგრევა უდიდესი ტრაგედიაა. მან აღადგინა საბჭოთა ჰიმნი. მას აშკარად ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვს ზოგიერთი საბჭოთა სიმბოლიკის მიმართ და რა თქმა უნდა ფიქრობს, რომ ეს მისი გავლენის სფეროა, მაგრამ საქმე ის არის რომ და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველო ასეთი პრობლემაა… ფ.ზ.: თქვენ ფიქრობთ, რომ ისინი კონტროლის აღდგენისთვის აქტიურ ნაბიჯებს დგამენ? მ.ს.: ამის ყოველმხრივ დადასტურებას ყოველდღიურად ვხედავთ, მაგრამ ვფიქრობ რომ რაც უფრო ირჯებიან (ყოველ შემთხვევაში ჩვენს შემთხვევაში ასეა), ეფექტი მით უფრო მცირეა, რადგან როდესაც ერთხელ დაიწყებ დემოკრატიულ თამაშს, მერე ეს ტოტალიტარული ფანდები აღარ მოქმედებს და მათ იციან, რომ დრო მათ წინააღმდეგ მუშაობს. აი რატომ ჩქარობენ. მათ სურთ თავისას მიაღწიონ მანამ, სანამ ჩვენ სრულყოფილ წარმატებულ დემოკრატიად ჩამოვყალიბდებით. ჩვენ ამ გზით მივდივართ და იცით როდესაც საქმე მსგავს დახურულ საზოგადოებასთან და ავტორიტარულ მმართველებთან გაქვთ, მათ სძულთ ღია საზოგადოება, გამჭვირვალობა, ეფექტურობა, არაკორუმპირებული სისტემები. აი რის მიღწევას ვცდილობთ ჩვენ სრულად და შეუქცევადად. ფ.ზ.: პუტინმა თქვენზე განაცხადა, რომ თქვენი გადაყენება სურს. მგონი მან ივარაუდა კიდეც, რომ ცუდი არ იქნებოდა თუკი ვინმე მოგკლავდათ. მ.ს.: არა, მას ჩემი კვერცხებით დაკიდება სურდა, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, მე ამას სერიოზულად არ აღვიქვამ. ფ.ზ.: შეხვედრიხათ მას? მ.ს.: ბევრჯერ! ფ.ზ.: რას ფიქრობთ მასზე, როგორც ადამიანზე? მ.ს: ვფიქობ, ის ადამიანთა მოძველებულ ტიპს განეკუთვნება. ის დაუნდობელია. „კაგებეს“ იმ ძველი თაობიდანაა, რომელიც მსოფლიოს უყურებს, როგორც თამაშს ნულოვანი საწყისით. ბევრ ადამიანს მსოფლოში და მეც პირველ რიგში, იმის თქმა გვსურს, რომ ცივი ომის დასრულება გვიხარია, მაგრამ ის ამ მოსაზრებას ნამდვილად არ იზიარებს. მას დღემდე მიაჩნია, რომ დასავლეთმა რუსეთი გააბრიყვა და რუსეთმა საკუთარი გავლენის სფერო უნდა აღიდგინოს, მაგრამ რუსეთი ასი პროცენტით არ ცხოვრობს ნამდვილი მოდერნიზაციის, დემოკრატიის და იმის გარეშე რომ მართლაც გაიხსნას. ეს ადამიანები მოგზაურობენ. მათ შესანიშნავად იციან მსოფლიოში რაც ხდება. რა თქმა უნდა ნორმალურ ადამიანებს ვგულისხმობ. ფ.ზ.: პრეზიდენტი მედვედევი? ის შესძლებს გახდეს რუსეთის მოდერნიზაციის წყარო? მ.ს.: ამას ძალიან ვისურვებდი. მართლა, მე მედვედევსაც შევხვედრივარ. მას ცალსახად განსხვავებული სტილი აქვს და იცით რომ ის სხვა თაობის წარმომადგენელია. მას ჩვენზე ძალიან ბევრი ცუდი რამ აქვს ნათქვამი, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ვიცი იქ რეალურად ვინ მართავს. ფ.ზ.: ანუ მედვედევს არა აქვს ძალაუფლება? მ.ს.: ვიმედოვნებ, ის იმაზე მეტი გახდება ვიდრე კალინინი და პოდგორნი იყვნენ ბრეჟნევის დროს. რუსეთში ბევრი ეშმაკური ფანდია, მაგრამ ვფიქრობ რომ პირველ რიგში საქმე ეხება არა კრემლში და მის ირგვლივ არსებულ ინტრიგებს. ვფიქრობ, რუსეთის საზოგადოებას უკიდურესად ესაჭიროება მოდერნიზაცია და ღიაობა. ვინც არ უნდა გააკეთოს ეს ის მოიგებს, რადგან ჩვენ 21-ე საუკუნის მსოფლიოში ვცხოვრობთ მთელი თავისი გამოწვევებით. რუსეთი ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ საზოგადოება ჩაკეტოს, ცუდად მოექცეს სხვებს, დააშინოს და ზიანი მიაყენოს მათ და ამ ყველაფერს გაუმკლავდეს. ფ.ზ.: ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა. სასიამოვნო იყო თქვენთან გასაუბრება. მ.ს.: დიდი მადლობა! ორიგინალი ორიგინალი
  4. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/gadacema1-150x150.jpgემიგრანტი ქართველი ბიზნესმენები საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებად ინიშნებიან. ამ თემის ირგვლივ კითხვებს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი პასუხობს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/gadacem.jpg itvს ლინკი
  5. „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა #3 სასჯელაღსრულების იზოლატორში არსებული გაუსაძლის პირობები გააპროტესტა. სულხან ღლონტის განცხადებით, ციხის ადმინისტრაციის მიერ ყოველდღიურად ადგილი აქვს პატიმართა უფლებების შელახვისა და ცემის ფაქტებს. „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სახალხო დამცველსა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს მოუწოდებს, დაინტერესდეს ბათუმის ციხეში არსებული ვითარებით. სულხან ღლონტის მტკიცებით, მან არსებული დარღვევების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია სარწმუნო წყაროებისგან მიიღო. შტაბს ციხეში არსებულ ვითარებაზე პატიმრების ნათესავებმა და წერილობით თავად პატიმრებმა აცნობეს. იმ შემთხვევაში, თუკი უახლოეს მომავალში ბათუმის საპყრობილეში პატიმართა პირობები არ გაუმჯობესდება, სულხან ღლონტი აქციების მოწყობით იმუქრება. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ბათუმში მყოფმა ხათუნა კალმახელიძემ კომენტარი არ გააკეთა. მისი პრესსამსახურის განმარტებით, მინისტრი ამ პრობლემის მოგვარებით დაინტერესდება. ვიდეო ტვ25 View the full article
  6. 26 ეკშენის ტიპის თამაში 209-2010 წლების 240-320 გაშლით View the full article
  7. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 დღე დარჩა. „ალიანსი საქართველოსთვის“ კი აქტიურ წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს. მურმან დუმბაძემ ამომრჩევლებს ორთაბათუმის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პროფესიით პედაგოგი იამზე ცენტერაძე წარუდგინა. შეხვედრაზე მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს. ადგილობრივებს უპირველეს ყოვლისა დასაქმების, ციტრუსის გასაღებისა და მისი შეწამვლის პრობლემა აწუხებთ. იამზე ცენტერაძე გამარჯვების შემთხვევაში ორთაბათუმის მოსახლეობას მიწის დაკანონების, სასმელი წყლისა და შიდა სასოფლო გზის პრობლემის მოგვარებას ჰპირდება. „ალიანსი საქართველოსთვის“ წევრებმა მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ვიდეო ტვ25 View the full article
  8. დღეს 25 მაისს „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარებმა სააკაძის მოედანზე აქცია გამართეს. „ჩვენ გვიყვარს თბილისი, თბილისი რომელსაც უჭირს, თბილისი, რომელიც სულს ღაფავს, თბილისი, რომელსაც ხელისუფლების დახმარება და შველა სჭირდება“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და თბილისელებს პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. აქციაზე ალიანსის მაჟორიტარებმა ჩამონგრეულ, გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ თბილისური სახლებისა და ქუჩების ფოტოები გამოფინეს და წარწერა „შევცვალოთ“ დააკრეს. View the full article
  9. დღეს 25 მაისს, თინათინ ხიდაშელი და მამუკა კაციტაძე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგნელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დახურული უბნების პრობლემებსა და საარჩევნო სიაში კანონის დარღვევით დამატებული, 2010 წელს რეგისტრირებული ამომრჩევლების პრობლემებს შეეხო. View the full article
  10. დღეს 25 მაისს, თინათინ ხიდაშელი და ირაკლი ჩიქოვანი უცხოური მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ დარღვევებსა და საარჩევნო პროგრამებს შეეხებოდა. View the full article
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ugulava-gigi3-150x150.jpg თბილისის მოქმედი მერის გიგი უგულავას განცხადებით, ვაკე_საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალის ნაწილი ექსპლუატაციაში ხვალ შევა. ამის შესახებ უგულავამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. “მაგისტალის მშენებლობაზე 600_მდე კაცია დასაქმებული. ივნისში დასრულდება თამარაშვილის ქუჩიდან შემოსასვლელი მეორე გზის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც უკვე დასრულებულ გზას შეუერთდება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ ინფრასტრუქტურა განვითარდეს და რაც უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნის საშუალებას მოგვცემს”, _ განაცხადა უგულავამ. ვაკე-საბურთალოს მშენებარე მაგისტრალი დღეს გიგი უგულავამ პრესიდენტ საკაშვილთან ერთად მოინახულა. იხილეთ epn.ge
  12. 24 მაისს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ალიანსი სქართველოსთვის“ პარტიული სიის ლიდერის თინათინ ხიდაშელის საჩივარი განიხილა. საჩივარი შეეხებოდა ვაკის საარჩევნო ოლქში ალიანსის მაჟორიტარების დავით საგანელიძისა და მამუკა კაციტაძის პლაკატების მასიურად დაზიანებისა და ნაციონალების პლაკატების გადაკვრის ფაქტს. ცესკომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების ქმედება კანონსაწინააღმდეგოდ გამოცხადა და სასამართლოში მათი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება გააგზავნა. View the full article
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/img8-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თბილისის მოქმედმა მერმა გიგი უგულავამ, გმირთა მოედანზე ახლადაშენებული ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალი მოინახულეს და “ფორმულა 3”-ის მანქანებით გაიარეს. პრეზიდენტის თქმით, ეს გზა უკეთესი ხარისხისაა, ვიდრე გორში და ეს მაგისტრალი მოსახლეობას ყოველდღიურად გაუადვილებს ცხოვრებას. “ეს არის სტრატეგიული ხედვა რა უნდა იყოს თბილისში ეს არის პირველი ხაზი და რამდენიმე ხაზი იქნება შემდგომში რის შედეგადაც გზის ამ ნაწილზე საცობი აღარ უნდა იყოს”, _ განაცხადა სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი პრეზიდენტობის დროს გაჭირვების მიუხედავად მანქანების რაოდენობამ მოიმატა. საკაშვილმა ყველა თბილისელს მიულოცა და განაცხადა, რომ მშენებლობის დასრულებისას გმირთა მოედანი უკვე სრულად განიტვირთება. პრეზიდენტი ასევე უსაფრთხო მგზავრობის საკითხსაც შეეხო და მოსახლეობას ღვედების გამოყენებისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტი გიგი უგულავასთან ერთად უკან ტაქსით დაბრუნდა. იხილეთ epn.ge
  14. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/the-week.gif დენიელ ლარისონი უკანასკნელმა პროამერიკულმა „ფერადმა რევოლუციამ“ ყირგიზეთში გასულ თვეში სული დალია, და მადლობა ღმერთს. „თავისუფლების პროგრამა“ („freedom agenda“) ოფიციალურად შეწყდა. ჯორჯ ბუშის მცდელობები ორგანიზება მოეხდინა და მხარი დაეჭირა ოპოზიციური მოძრაობებისთვის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და პროდასავლური მთავრობები მოეყვანა ხელისუფლებაში იმ რეგიონებში, რომლებსაც რუსეთი საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს, გლობალური დემოკრატიული რევოლუციების პოლიტიკის რეალიზაციის გამოხატულება იყო, რომელთა შესახებაც მან თავის მეორე საინაუგურაციო მიმართვაში განაცხადა. ეს გეგმები ჩავარდა და მათ ვერ გაუძლეს გეოპოლიტიკური რეალობის ვერცერთ გამოცდას. გასულ თვეში, ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურმანბექ ბაკიევი ფორმალურად გადადგა მას შემდეგ, რაც ის აჯანყების შედეგად დაამხეს, რომლის დროსაც ბაკიევის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციების ასობით მონაწილე მოკლეს. ხუთ წელიწადში მას შემდეგ, რაც „ტიტების რევოლუციამ“ ის ხელისუფლების სათავეში მოიყვანა, ბაკიევის დამხობა „თავისუფლების პროგრამის“ რეალიზაციის პროცესში მხოლოდ მორიგი მარცხი გახლდათ. ახლა ყირგიზეთის გადაყენებულ პრეზიდენტს შეუძლია შეუერთდეს უკრაინის ვიქტორ იუშჩენკოს, რომელმაც საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა და საქართველოს მიხეილ სააკაშვილს. ყველა მათგანი „ფერადი რევოლუციის“ ლიდერები არიან, რომლებმაც ან უნიჭო მმართველობა დაამკვიდრეს ან საკუთარ ქვეყნებში სხვა უბედურებების მიზეზად იქცნენ. როგორც იუშჩენკოს ან სააკაშვილის მმართველობა, ბაკიევის რეჟიმი ადამიანის უფლებების მრავალრიცხოვანი დარღვევებით გამოირჩეოდა, ასევე კორუფციის გავრცელებით, და ის იმ ხელისუფლებაზე უარესი აღმოჩნდა, რომელიც თავად შეცვალა. უფრო მეტად, ვიდრე „ნარინჯისფერი რევოლუცია“ (უკრაინა) ან „ვარდების რევოლუცია“ (საქართველო), ყირგიზული „ნარინჯისფერი რევოლუცია“ თავისი არსით ღია სახელმწიფო გადატრიალება იყო, რომლის მამომძრავებელი ძალაც გახლდათ რეგიონალური ელიტების კონკურენცია, ასევე იმდროინდელი პრეზიდენტის მიმართ ელიტის მტრული დამოკიდებულება. სამი პრეზიდენტიდან, რომლებიც „ფერადი რევოლუციების“ შედეგად დაამხეს, ყირგიზეთის ასკარ აკაევი ყველაზე ოდუოზური გახლდათ, და ის მოსკოვთან და ვაშინგტონთან ურთიერთობებში ბალანსის დაცვას ცდილობდა. ამ ფიზიკოსს, რომელიც პრეზიდენტი გახდა, თავისი ხარვეზები ჰქონდა. თუმცა ის საკმარისად ჰუმანური და უწყინარი მმართველი იყიო, რომელმაც ყირგიზეთი დიქტატურების ზღვაში ერთგვარ დემოკრატიის კუნძულად აქცია. მიუხედავად ამისა, აკაევს არჩევნების გაყალბების ბრალდება წაუყენეს, რასაც ამას ქუჩის საპროტესტო აქციები მოჰყვა, ხოლო ვაშინგტონმა და დასავლელი დამკვირვებლების უმრავლესობამ სრული მზადყოფნით დაუჭირა მხარი კიდევ ერთი რეჟიმის დამხობას და ამას შეერთებული შტატების გავლენის ზრდის გამოვლინებად აღიქვამდნენ. დასავლურმა მედიამ ფერადი რევოლუციები რომანტიზმის საბურველში შემოსა, როგორც „ხალხის ძალაუფლების“ ჭეშმარიტი გამოვლინება, რომელიც კორუმპირებული რეჟიმების წინააღმდეგ ილაშქრებდა. სინამდვილეში, ეს რევოლუციები წარმოადგენდა ჩინოვნიკების ერთი ჯგუფის მეორეთი შეცვლას, ხოლო მათ შორის მთელი სხვაობა იმაში მდგომარეობდა, რომ ახალი ჯგუფი რუსეთის გავლენის მიმართ უფრო მტრულად იყო განწყობილი. ამ კონტრ–ამბოხის ორგანიზებაში მოსკოვის ხელი აშკარად იგრძნობა. თუმცა ძველ პოზიციებზე რუსეთის წარმატებული დაბრუნება შესაძლებელი გახდა ყირგიზეთში მისი გავლენის რეალური ძალის წყალობით, რამაც საბოლოო ჯამში ის უნდა ცხადყოს, თუ რამდენად ფუჭია რუსეთის მეზობელ ეზოში მისი უფლებების შეზღუდვის მცდელობები. ეს ფერადი რევოლუციები სამივე ქვეყნას ძვირი დაუჯდა, მაგრამ შედეგად აშშ–ს ინტერესებიც დაზარალდა. ვაშინგტონის და მოსკოვის ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ ახლა ხდება, ხანგრძლივი დაძაბულობის შემდეგ, რაც ანტრუსული რეჟიმებისადმი ამერიკულ მხარდაჭერას მოჰყვა. მეტიც, ფერადი რევოლუციების მარცხმა სამივე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში მტკიცედ დაუკავშირა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში პოლიტიკური კატასტროფა „პროამერიკულ“ ორიენტაციას. როგორიც არ უნდა იყოს შეერთებული შტატების ლეგიტიმური ინტერესები ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებში, ყველა ამ ინტერესს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. საბედნიეროდ, ყირგიზეთში ყველაფერი ჯერ კიდევ საბოლოოდ დაკარგული არ არის. ეს ქვეყანა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში სტრატეგიული თვალსაზრისით შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. მისი მეზობლების მსგავსად ყირგიზეთმა 11 სექტემბრის (2001 წელი) ტერაქტების შემდეგ აშშ–ს ავღანეთში სამხედრო ოპერაციების მომარაგების შესაძლებლობა მისცა. პრეზიდენტ ობამას ინაუგურაციისთვის ყირგიზეთი შუა აზიაში იმ ერთადერთ სახელმწიფოდ რჩებოდა, რომელსაც შეერთებულ შტატებთან მისი ამოცანების შესრულების პროცესში თანამშრომლობა სურდა. თუმცა ხალხის მასებში უკმაყოფილებამ ამერიკის სამხედრო ყოფნასთან დაკავშირებით ყირგიზეთის ხელმძღვანელობა აიძულა 2009 წლის თებერვალში ამერიკელებისთვის მანასის საჰაერო ბაზის იჯარის შეწყვეტა ეცადა. მომავალში ამ ბაზის გამოყენების შესაძლებლობა ბოლო წუთში იჯარის ფასის გაზრდით გახადა შესაძლებელი. როდესაც გასულ თვეში ბაკიევი თანამდებობიდან გადააყენეს, გაჩნდა რეალური საფრთხე, რომ მისი მემკვიდრე ამერიკის იქ ყოფნის წინააღმდეგ გამოვიდოდა, რის შედეგადაც ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტიგენტის მომარაგება გართულდებოდა. თუმცა, ჯერ–ჯერობით დროებითმა მთავრობამ პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, როზა ოტუნბაევას ხელმძღვანელობით, რომელიც აშშ–ში ყირგიზეთის ყოფილი ელჩია, თანხმობა განაცხადა ავიაბაზის გამოყენების გაგრძელებაზე და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია თუკი გავითვალისწინებთ მის უკმაყოფილებას ვაშინგტონის ინდეფერენტული პოზიციის გამო ბაკიევის ბოროტმოქმედებების მიმართ. დემოკრატიისა და „თავისუფლების პროგრამის“ სადიდებელი მთელი ამ რიტორიკის მიუხედავად, ვაშინგტონმა მაინც ვერ შეძლო ყველაზე ცხადი და მნიშვნელოვანი ელემენტის სწორად შეფასება: ხალხის ჭეშმარიტი ინტერესები და მათი მოთხოვნა. 2008 წლის ივლისში კომპანია Gallup–ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევების თანახმად, სამივე ამ რესპუბლკაში ხალხის დიდ უმრავლესობას სურს ან რუსეთთან კარგი ურთიერთობა ან კარგი ურთიერთობა ერთდროულად შეერთებულ შტატებთანაც და რუსეთთანაც. ამ ქვეყნებში არასდროს დაუჭერიათ მხარი ისეთი ვარიანტისთვის, როგორიცაა აშშ–ს ანტირუსულ სატელიტებად ყოფნის სურვილი. ყირგიზეთში ხელისუფლების შეცვლა ამერიკას იმ შეცდომების კომპენსირების საშუალებას აძლევს, რომლებიც მის სახელს უკავშირდება. ამერიკას აქვს ასევე საშუალება რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვა“ განაგრძოს და იმავდროულად აღიაროს, რომ რუსეთს ყოველთვის ექნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან. ვერავინ მოიგებს იმით, და მით უფრო რუსეთის პატარა მეზობლები, თუკი ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებს საჭადრაკო დაფაზე პაიკებად ჩათვლიან. ორიგინალი ორიგინალი
  15. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/the-week.gif დენიელ ლარისონი უკანასკნელმა პრო-ამერიკულმა „ფერადმა რევოლუციამ“ ყირგიზეთში გასულ თვეში სული დალია და მადლობა ღმერთს „თავისუფლების პროგრამა“ („freedom agenda“) ოფიციალურად შეწყდა. ჯორჯ ბუშის მცდელობები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ორგანიზება მოეხდინა და მხარი დაეჭირა ოპოზიციური მოძრაობებისთვის და ხელისუფლებაში პრო-დასავლური მთავრობები მოეყვანა იმ რეგიონებში რომლებსაც რუსეთი საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს, გლობალური დემოკრატიული რევოლუციების პოლიტიკის რეალიზაციის გამოხატულება იყო, რომელთა შესახებაც მან თავის მეორე საინაუგურაციო მიმართვაში განაცხადა. ეს გეგმები ჩავარდა და მათ ვერ გაუძლეს გეოპოლიტიკური რეალობის ვერც ერთ გამოცდას. გასულ თვეში, ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურმანბექ ბაკიევი ფორმალურად გადადგა მას შემდეგ, რაც ის აჯანყების შედეგად დაამხეს, რომლის დროსაც ბაკიევის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციების ასობით მონაწილე მოკლეს. ხუთ წელიწადში, მას შემდეგ რაც „ტიტების რევოლუციამ“ ის ხელისუფლების სათავეში მოიყვანა, ბაკიევის დამხობა „თავისუფლების პროგრამის“ რეალიზაციის პროცესში მხოლოდ მორიგი მარცხი გახლდათ. ახლა ყირგიზეთის გადაყენებულ პრეზიდენტს შეუძლია შეუერთდეს უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს, რომელმაც საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ყველა მათგანი „ფერადი რევოლუციის“ ლიდერები არიან, რომლებმაც ან უნიჭო მმართველობა დაამკვიდრეს ან საკუთარ ქვეყნებში სხვა უბედურებების მიზეზად იქცნენ. როგორც იუშჩენკოს ან სააკაშვილის მმართველობა, ბაკიევის რეჟიმი ადამიანის უფლებების მრავალრიცხოვანი დარღვევებით გამოირჩეოდა, ასევე კორუფციის გავრცელებით და ის იმ ხელისუფლებაზე უარესი აღმოჩნდა, რომელიც თავად შეცვალა. უფრო მეტად ვიდრე „ნარინჯისფერი რევოლუცია“ (უკრაინა) ან „ვარდების რევოლუცია“ (საქართველო), ყირგიზული „ტიტების რევოლუცია“ თავისი არსით ღია სახელმწიფო გადატრიალება იყო, რომლის მამოძრავებელი ძალაც გახლდათ რეგიონალური ელიტის კონკურენცია, ასევე იმდროინდელი პრეზიდენტის მიმართ ელიტის მტრული დამოკიდებულება. სამი პრეზიდენტიდან, რომლებიც „ფერადი რევოლუციების“ შედეგად დაამხეს, ყირგიზეთის ასკარ აკაევი ყველაზე ოდუოზური გახლდათ და ის მოსკოვთან და ვაშინგტონთან ურთიერთობებში ბალანსის დაცვას ცდილობდა. ამ ფიზიკოსს რომელიც პრეზიდენტი გახდა, თავისი ხარვეზები ჰქონდა, თუმცა ის საკმარისად ჰუმანური და უწყინარი მმართველი იყო, რომელმაც ყირგიზეთი დიქტატურების ზღვაში ერთგვარ დემოკრატიის კუნძულად აქცია. მიუხედავად ამისა, აკაევს არჩევნების გაყალბების ბრალდება წაუყენეს, რასაც ქუჩის საპროტესტო აქციები მოჰყვა, ხოლო ვაშინგტონმა და დასავლელი დამკვირვებლების უმრავლესობამ სრული მზადყოფნით დაუჭირა მხარი კიდევ ერთი რეჟიმის დამხობას და ამას შეერთებული შტატების გავლენის ზრდის გამოვლინებად აღიქვამდნენ. დასავლურმა მედიამ ფერადი რევოლუციები რომანტიზმის საბურველში შემოსა, როგორც „ხალხის ძალაუფლების“ ჭეშმარიტი გამოვლინება, რომელიც კორუმპირებული რეჟიმების წინააღმდეგ ილაშქრებდა. სინამდვილეში, ეს რევოლუციები წარმოადგენდა ჩინოვნიკების ერთი ჯგუფის მეორეთი შეცვლას, ხოლო მათ შორის მთელი სხვაობა იმაში მდგომარეობდა, რომ ახალი ჯგუფი რუსეთის გავლენის მიმართ უფრო მტრულად იყო განწყობილი. ამ კონტრ–ამბოხის ორგანიზებაში მოსკოვის ხელი აშკარად იგრძნობა, თუმცა ძველ პოზიციებზე რუსეთის წარმატებული დაბრუნება შესაძლებელი გახდა ყირგიზეთში მისი გავლენის რეალური ძალის წყალობით, რამაც საბოლოო ჯამში ის უნდა ცხადყოს, თუ რამდენად ფუჭია რუსეთის მეზობელ ეზოში მისი უფლებების შეზღუდვის მცდელობები. ეს ფერადი რევოლუციები სამივე ქვეყანას ძვირი დაუჯდა, მაგრამ შედეგად აშშ-ს ინტერესებიც დაზარალდა. ვაშინგტონის და მოსკოვის ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ ახლა ხდება, ხანგრძლივი დაძაბულობის შემდეგ, რაც ანტი-რუსული რეჟიმებისადმი ამერიკულ მხარდაჭერას მოჰყვა. მეტიც, ფერადი რევოლუციების მარცხმა სამივე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში მტკიცედ დაუკავშირა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში პოლიტიკური კატასტროფა „პრო-ამერიკულ“ ორიენტაციას. როგორიც არ უნდა იყოს შეერთებული შტატების ლეგიტიმური ინტერესები ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებში, ყველა ამ ინტერესს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. საბედნიეროდ ყირგიზეთში ყველაფერი ჯერ კიდევ საბოლოოდ დაკარგული არ არის. ეს ქვეყანა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში სტრატეგიული თვალსაზრისით შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. მისი მეზობლების მსგავსად ყირგიზეთმა 11 სექტემბრის (2001 წელი) ტერაქტების შემდეგ აშშ-ს ავღანეთში სამხედრო ოპერაციების მომარაგების შესაძლებლობა მისცა. პრეზიდენტ ობამას ინაუგურაციისთვის ყირგიზეთი შუა აზიაში იმ ერთადერთ სახელმწიფოდ რჩებოდა, რომელსაც შეერთებულ შტატებთან მისი ამოცანების შესრულების პროცესში თანამშრომლობა სურდა, თუმცა ხალხის მასებში უკმაყოფილებამ ამერიკის სამხედრო ყოფნასთან დაკავშირებით ყირგიზეთის ხელმძღვანელობა აიძულა 2009 წლის თებერვალში ამერიკელებისთვის ”მანასის” საჰაერო ბაზის იჯარის შეწყვეტა ეცადა. მომავალში ამ ბაზის გამოყენების შესაძლებლობა ბოლო წუთში იჯარის ფასის გაზრდით გახადა შესაძლებელი. როდესაც გასულ თვეში ბაკიევი თანამდებობიდან გადააყენეს, გაჩნდა რეალური საფრთხე რომ მისი მემკვიდრე ამერიკის იქ ყოფნის წინააღმდეგ გამოვიდოდა, რის შედეგადაც ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტიგენტის მომარაგება გართულდებოდა. თუმცა ჯერ-ჯერობით დროებითმა მთავრობამ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის როზა ოტუნბაევას ხელმძღვანელობით, რომელიც აშშ-ში ყირგიზეთის ყოფილი ელჩია, თანხმობა განაცხადა ავიაბაზის გამოყენების გაგრძელებაზე და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია თუკი გავითვალისწინებთ მის უკმაყოფილებას ვაშინგტონის ინდეფერენტული პოზიციის გამო ბაკიევის ბოროტმოქმედებების მიმართ. დემოკრატიისა და „თავისუფლების პროგრამის“ სადიდებელი მთელი ამ რიტორიკის მიუხედავად, ვაშინგტონმა მაინც ვერ შესძლო ყველაზე ცხადი და მნიშვნელოვანი ელემენტის სწორად შეფასება: ხალხის ჭეშმარიტი ინტერესები და მათი მოთხოვნა. 2008 წლის ივლისში კომპანია Gallup-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევების თანახმად, ამ სამივე რესპუბლკაში ხალხის დიდ უმრავლესობას სურს ან რუსეთთან კარგი ურთიერთობა ან კარგი ურთიერთობა ერთდროულად შეერთებულ შტატებთანაც და რუსეთთანაც. ამ ქვეყნებში არასდროს დაუჭერიათ მხარი ისეთი ვარიანტისთვის, როგორიცაა აშშ-ს ანტი-რუსულ სატელიტებად ყოფნის სურვილი. ყირგიზეთში ხელისუფლების შეცვლა ამერიკას იმ შეცდომების კომპენსირების საშუალებას აძლევს, რომლებიც მის სახელს უკავშირდება. ამერიკას ასევე აქვს საშუალება რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვა“ განაგრძოს და იმავდროულად აღიაროს, რომ რუსეთს ყოველთვის ექნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან. ვერავინ მოიგებს იმით და მით უფრო რუსეთის პატარა მეზობლები, თუკი ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებს საჭადრაკო დაფაზე პაიკებად ჩათვლიან. ორიგინალი ორიგინალი
  16. ”სახალხო მართლმდიდებლური მოძრაობა” 30 მაისამდე აქტიურ ქმედებეზე უარს აცხადებს. მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ მალხაზ გულაშვილი არჩევნების დასრულებამდე ცხინვალში დარჩება. აქტიურობაზე დროებით უარს მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლელიკო ჯაფარიძე ასე ხსნის: ”რათა არჩევნების წინ მავანმა ძალებმა დესტაბილიზაციის მოწყობაში არ დაგვადანაშაულონ”. ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” განცხადებით, არჩევნების შემდეგ მათი ქმედებები მიმართული იქნება ”მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვლის ჯურღუმებიდან” სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წარმომადგენლების გათავისუფლებისაკენ. ”ტელეკომპანია კავკასიაში ჩატარებული სპეცოპერაციის, კოდური სახელწოდებით ”ბარიერი” , გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ ქართველი პატრიოტი მართლმადიდებელი ახალგაზრდები”, -აღნიშნა ”ქაქუცა ჩოლოყაშვილის საზოგადოების” თავმჯდომარემ დავით მხეიძემ. შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წევრები 7 მაისს დააკავეს. წინასწარი გამოძიებით პროკურატურამ დაადგინდა, რომ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში მიწვეულმა ცალკეულმა პირებმა, გარეთ მყოფ მხარდამჭერებთან წინასწარი შეთანხმებით, გამიზნულად ჩაშალეს გადაცემა ”ბარიერი". როგორც სმმ-ის წარმომადგენლები ამბობენ, არჩევნების შემდეგ დაგეგმილი აქვთ ისეთი სახის აქტიური ქმედებები, რომლებიც მათი თქმით, ეროვნული მართლმადიდებლური ფასეულობების დაცვისკენ იქნება მიმართული: ”ქმედებები იქნება მიმართული ასევე ”თავისუფლების ინსტიტუტის” პარპაშის დამთავრებისკენ”,- აღნიშნეს მოძრაობის წევრებმა. როგორც მოძრაობის წარმომადგენელმა, ლელიკო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნა, მალხაზ გულაშვილი, რომელიც დღეს საქართველოდან ცხინვალშია წასული და იქ აქტიურად მუშაობს ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” საქმიანობის ფარგლებში, არჩევნების შემდეგ ჩამოვა და საქმიანობას გააგრძელებს. ” მანამდე მისი ჩამოსვლა სახიფათოა, მაშინვე დაიჭერენ, რადგან დღევანდელი ხელისუფლება ნებისმიერ საბაბს ეძებს მის დასაჭერად”, -ამბობს ლელიკო ჯაფარიძე. სრული ინფო(netgazeti.ge)
  17. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/tortladze-150x150.jpg”საქართველოს დემოკრატიული პარტიის” ვაკისა და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერს, თბილისის მერობის კანდიდატს, ირაკლი ალასანიას მხარდაჭერას უცხადებენ. გიორგი გურგულიამ და გიორგი ღლონტმა დღეს საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს ”ალიანსის” ცნობით, გია თორთლაძის პარტია დატოვა, ასევე, გიორგი ღლონტის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმაც. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/zizi.jpg itvს ლინკი
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/c0ddb6467b38f28-150x150.jpgსაქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას, 29-31 მაისს საქმიანი ვიზიტით აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) დელეგაცია ეწვევა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან CACCI-ს პრეზიდენტი ჰარვი, ვიცე-პრეზიდენტები: ბენედიქტო იუჯუიკო, მეჰდი ფახერი(ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი), გენერალური დირექტორი ვებსტერ კიანგი და სხვა ოფიციალური პირები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დელეგაციის წევრების შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნიკოლოზ გილაურთან და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრთან ზურაბ პოლოლიკაშვილთან. 31 მაისს სასტუმროში “თბილისი მარიოტი” 10.00 საათზე, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართება დელეგაციის წევრების შეხვედრა ბიზნესმენთა ჯგუფთან, საბანკო, ტელეკომუნიკაციების, ტურიზმის სფეროების და თავისუფალი ეკონომიკური ზონის წარმომადგენლებთან. იხილეთ epn.ge
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Inaishvili-150x150.jpgსახელმწიფო კანცელარიაში მინისტრმა დიასპორის საკითხებში პაპუნა (მირზა) დავითაიამ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ჯემალ ინაიშვილმა დღეს საზოგადოებას წარუდგინეს და რწმუნებათა სიგელები გადასცეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც დაინიშნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მუდმივ წარმომადგენლებად შემდეგ ქვეყნებში: ქეთევან გორგილაძე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მუდმივი წარმომადგენლი ქ. გვადალახარაში (ესპანეთი). ლალი ლომიძე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მუდმივი წარმომადგენლი ქ. მადრიდში (ესპანეთი). დავით ვაგრამოვი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მუდმივი წარმომადგენელი კანადაში. გელა გელაშვილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მუდმივი წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ზაზა რაზიკაშვილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მუდმივი წარმომადგენელი ბრაზილიაში. მიხეილ ჯაფარიძე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მუდმივი წარმომადგენელი ქ. ბერლინში (გერმანია). ოლეგ მახარაშვილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მუდმივი წარმომადგენელი ტაჯიკეთში. “ჩვენი თანამემამულეები მიმღებ ქვეყნებში დაბრუნებისთანავე დაიწყებენ ზრუნვას ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისათვის და ხელს შეუწყობენ ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას”,-აცხდებენ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/medvedevi-www.newalliance.info_1-150x150.jpgრუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ლი მენ ბაკს სატელეფონო საუბარში ჩრდილოეთ კორეასთან დაძაბულობის გამწვავების თავიდან არიდებისა და თავშეკავებულობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კრემლის პრეს-სამსახური იუწყება. რუსეთის პრეზიდენტმა აგრეთვე ტრაგედიის შედეგად მრავალი ადამიანის დაღუპვასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. “ორივე ლიდერმა რამოდენიმე წლის წინ დაგეგმილი სამხრეთკორეასა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის შორის დაგეგმილ სავაჭრო და ეკონომიკის სფეროში დაგეგმილი პროექტების ჩაშლასთან დაკავშირებით,წუხილი გამოთქვა. სიტუაცია სამწუხაროდ კონფრონტაციამდე მივიდა”,- აცხადებს კრემლის პრეს-სამსახური. ლი მენ ბაკმა რუსეთის პრეზიდენტს “სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში სიმშვიდის და უსაფრთხოებისთვის ბრძოლისთვის” მადლობა გამაუხადა”. მხარეებმა რეგიონალურ საკითხებში კონსულტაციების გაგრძელებისთვის მზად ყოფნა გამოთქვეს. კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობა 26 მარტს ყვითელ ზღვაში სამხრეთკორეული კორვეტის “ჩხონანის” კატასტროფის შემდეგ გამწვავდა. გასულ კვირას სეულმა განაცხადა, რომ გემი ჩრდილოეთკორეის წყალქვეშა ნავმა ჩაძირა. იხილეთ epn.ge
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/koCievi-150x150.jpgე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა სტანისლავ კოჩიევმა დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერის იური ძიცოითის გამონათქვამი, რომ ცხინვალში მომუშავე რუსი სპეციალისტები ოსურ ენას უნდა ფლობდნენ, მის პირად აზრად შეაფასა. “პარლამენტის დიდი უმრავლესობა სხვა აზრისაა”, – განაცხადა კოჩიევი. კოჩიევმა აღნიშნა, რომ პარლამენტში არასოდეს იყო საუბარი იმაზე, რომ ყველა ხელმძღვანელს აუცილებლად ოსური ენა უნდა სცოდნოდა. “არ არსებობს არანაირი კანონი, რომელიც რუსი სპეციალისტების სახელმწიფო სამსახურში აყვანას ზღუდავს. როდესაც ჩვენი მოქალაქეები იღუპებოდნენ და რუსი ჯარისკაცები გვიცავდნენ, მათ ოსური ენის ცოდნას არავინ სთხოვდა. მშვიდობა დამყარდა და მსგავსი განცხადებები გაჟღერდა”, – განაცხადა სეპარატისტების ერთ-ერთმა ლიდერმა. კოჩიევმა აღნიშნა, რომ ძიცოითი თავის განცხადებებზე თავად გააკეთებს კომენტარს. იხილეთ epn.ge
  22. 30 მაისის არჩევნებისთვის საარჩევნო სიებში სულ 3,544,770 ამომრჩეველია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სიების საბოლოო შედეგი დღეს გამოაქვეყნა. ”ჩვენ ბევრი გარდაცვლილი და დუბლირებული ამომრჩეველი ამოვიღეთ, ბევრი ხარვეზი გამოსწორდა”, -აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა. ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო სიების მონიტორინგს რამდენიმე თვის განმავლობაში პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ახორციელებდა. ”ცესკოს სამუშაო ჯგუფში ასევე უცხოელი ექპერტები მონაწილეობდნენ, რომელთა რეკომენდაციებსაც ჩვენ ვითვალიწინებდით”, - თქვა ცესკოს თავმჯდომარემ. როგორც ზურაბ ხარატიშვილმა აღნიშნა, სიების მონიტორინგის დროს ყველაზე დიდი პრობლემა მისამართები აღმოჩნდა. ”მისამართები ”აქილევსის ქუსლია”. პოლიტიკურმა პარტიებმა ასევე წარმოგვიდგინეს ხარვეზები, რომლებიც შეეხებოდა ამომრჩევლების ფაქტიურ მისამართებს, რასაც ვერ გავუწევდით მონიტორინგს, ჩვენ მხოლოდ რეგისტრაციის მიხედვით შევძლებდით მუშაობას”,- აღნიშნა ხარატიშვილმა. მისივე თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა ცესკოს სხვადასხვა პრიორიტეტულობის შენიშვნა წარმოუდგინეს. ცესკომ შენიშვნების პრიორიტეტულობა შემდეგნაირად განსაზღვრა: მაღალი პრიორიტეტულობის შენიშვნათა რაოდენობა 13,571 აღმოჩნდა, რომელიც დუბლირებულ, გარდაცვლილ და გამოტოვებულ ამომრჩეველს შეეხებოდა. საშუალო პრიოტიტეტულად ცენტრალურმა სარჩევნო კომისიამ 125,197 ფაქტი განსაზღვრა, რომელშიც ის ამომრჩევლები მოხვდნენ, ვინც მოცემულ მისამართზე არ ცხოვრობენ ანდა საზღვარგარეთაა. დაბოლოს, დაბალი პრიორიტეტულობის შენიშვნათა რაოდენობა 100,984 აღმოჩნდა. დაბალი პრიორიტეტი ცესკომ არაზუსტი მისამართის მქონე და წინასწარ პატიმრობაში მყოფ ამომრჩეველს მიანიჭა. როგორც ზურაბ ხარატიშვილმა აღნიშნა, ცესკომ, სხვადასხვა მიზეზის გამო, 61,436 ფაქტი ვერ დაადასტურა. 56,638 ფაქტი ცენტრალურმა სარჩევნო კომისიამ ხარვეზად არ მიიჩნია. 86, 516 შენიშვნა კი– ხარატიშვილის თქმით– ცესკოსთვის ისედაც ცნობილი იყო სხვა წყაროებიდან . ცესკოს მონაცემებით, საბოლოოდ 117,556 შინაარსობრივი და 185,002 ტექნიკური ხარვეზი გამოსწორდა. ”ძველი გარდაცვლილებიდან 2538 ამომრჩეველი ამოვიღეთ. პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმების შედეგად კი, 8,999 ადამიანიდან 2302 ცოცხალი აღმოჩნდა”. 2010 წლის 1 თებერვლის მონაცემებით, საარჩევნო სიებში სულ 3,587,425 ამომრჩეველი იყო სრული ინფო(netgazeti.ge)
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/lagidzeee2-150x150.jpg პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი და თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი ლაღიძე, თავისუფლების დღესთან დაკავსირებით აღლუმის ჩატარების მომხრეა. ოპოზიციის დამოკიდებულებას, რომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც ქვეყნის დამარცხებულ მთავარსალდალს, აღლუმის ჩატარების უფლება არ აქვს, მერობის კანდიდატი არ იზიარებს და თვლის, რომ დღეს, როდესაც ქვეყნის სუვერენიტეტი შერყეულია, აღლუმის ჩატარება ძალზედ მნიშვნელოვანია. “აღლუმის ჩატარება აუცილებელია, რათა ამით მოსახლეობას დაცულობის განცდა და იმედი ჰქონდეთ”, _ განაცხადა გიორგი ლაღიძემ “ექსპრესნიუსთან” საუბრისას. შეგახსენებთ, რომ თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მთავარსალდალი აღლუმს ხვალ რუსთაველის გამზირზე ჩაიბარებს. იხილეთ epn.ge
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/fitch-150x150.jpgსაერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings საქართველო ნეგატიური პროგნოზის მქონე ქვეყნების სიიდან ამოშალა და მისი ახალი რეიტინგი “B+” დაადასტურა. Fitc-ი საქართველოს ნეგატიურ პროგნოზი 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების გამო დააფიქსირა. “რუსეთთან ომი კრედიტუნარიანობას აზიანებს”,-აცხადებდა 2008 წელს Fitch Ratings ანალიტიკოსი ედვარდ პარკერი. 2008 წლის აგვისტოს სააგენტო შტანდარდ & Pოორ’ს საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად დაწია “B+” -”B”-დე, მაგრამ Fitch Ratings-გან განსხვავებით, მან უკვე 2008 წლის სექტემბერში საქართველო ნეგატიური პროგნოზის მქონე ქვეყნების სიიდან ამოშალა. 2010 წლის აპრილს, S&P საქართველოს სუვერენული რეიტინგი “B”-დან “B +”-დე აწია სტაბილურობის პროგნოზით, და აღნიშნა ეკონომიკის შედარებითი მდგრადობა და მისი განვითარების პერსპექტივები. სააგენტოს ანალიტიკოსების აზრით, უცხოური ინვესტიციების მატება ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობას ხელს უწყობს, რაც საქართველოს შიდა პროდუქტის გაზრდას გამოიწვევს, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში შედარებით მაღალი იქნება. იხილეთ epn.ge
  25. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/iakobizde-150x150.jpgეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტი, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით, გრძელდება. თბილისი მერიოტში დღეს საკუთარი ეკონომიკური პროგრამა მედიის,ექსპერტებისა და არასამთვარობო ორგანიზაციების წინაშე პოლიტიკური გაერთიანება “თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის” მერობის კანდიდატმა დავით იაკობიძემ წარადგინა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/iako.jpg itvს ლინკი
×
×
  • შექმენი...