Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/wall_street_journal.jpg იმონ ბატლერი დემოკრატიის პრობლემა არა ლიდერების არჩევაში, არამედ მათ შეზღუდვაშია ბოლო ორი წლის ფინანსური კატასტროფების შემდეგ, ევროპელმა პოლიტიკოსებმა ხელახლა აღმოაჩინეს, რომ საჭიროა საზოგადოებრივი ხარჯების ეკონომია. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ნებაყოფლობით არ ხდება: საბერძნეთის პრემიერ–მინისტრმა ჯორჯ პაპანდრეუმ მსგავსი რამ €9 მილიარდიანი ვალის გადაუხდელობისა და მისი ქვეყნის გარდაუვალი გაკოტრების პერსპექტივით გააკეთა. ევროკავშირის წევრების €110 მილიარდიანი დახმარების პაკეტიდან პირველი €14.5 მილიარდიანი ტრანშის სანაცვლოდ, მან ბიუჯეტის დაბალანსებისთვის ეკონომიის სასტიკი ზომები გაატარა. შემცირებული პენსიები, გაზრდილი გადასახადები და გადასახადების გადახდისას ურჩობისთის წინააღმდეგობის ჩახშობა, ამ ქვეყნის ცხოვრების ნაციონალურ წესად იქცა. საკუთარი გზის კორექტირება ირლანდიასაც მოუხდა. ძლიერმა რეცესიამ ირლანდიის ფინანსთა მინისტრი ბრაიან ლენიჰანი აიძულა საზოგადოებრივი სექტორის მიმართ მკაცრად ემოქმედა. მისი დეკემბრის ბიუჯეტი მოიცავდა €4 მილიარდიან დანაზოგს, რომელიც საჯარო სექტორში დასაქებულთა დაფინანსების 15%–იანმა შემცირებამ, სოციალური ხარჯების, ბავშვთა დახმარებისა და საინვესტიციო პროექტების შეზღუდვამ შეადგინა. მაგრამ ამ ზომებმა ბაზრები იმაში დაარწმუნა, რომ ირალანდიას გამოჯანმრთელების უნარი გააჩნია. ეს წესი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა გორდონ ბრაუნმაც გაიზიარა და ელექტორატს დაპირდა, რომ ქვეყნის 12,6%–იან დეფიციტს ხუთ წელიწადში გაანახევრებდა. ამაში დარწმუნება არ სჭირდებოდა ამ თვის დასაწყისში არც კონსერვატიული და ლიბერალ დემოკრატიული მთავრობის ახალი კოალიციასაც, რომელმაც ბრაუნი შეცვალა. ის €6 მილიარდი ევროს სასწრაფოდ შეკვეცას გეგმავს და შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში „მაქსიმალურად დაჩქარებულ შეზღუდვებს სტრუქტურულ დეფიციტში“. ხაზინაში ორი საბიუჯეტო ქორის (კონსერვატორი ჯორჯ ოსბორნი და ლიბერალ დემოკრატი დევიდ ლუისი) პირობებში 22 ივნისს ბიუჯეტში ყველა დიდ შეკვეცებს ელის. ასეთი ეკონომია შექების ღირსია; მაგრამ მსგავსი ფინანსური დიეტა არ გახდებოდა საჭირო პირველ რიგში თავად მთავრობები რომ შეზღუდულიყვნენ. ახალი ზელანდიის გუბერნატორის დევიდ ბრაშის სარეზერვო ბანკის წყალობით, ინფლაციის დაგეგმვა ბევრმა ქვეყანამ გაიზიარა და ინფლაციის მონაცემებიც მსოფლიოში მკვეთრად შემცირდა (1990–იანების დასაწყისის დაახლოებით 30%–დან დღევანდელ 3%–მდე). ჩვენ სამთავრობო ხარჯების კონტროლისა და სესხის აღების მსგავსი იდეა გვესაჭიროება. ერთი მოდელის იდეა შავი ზღვის რესპუბლიკიდან მოდის, რომელიც ერთ დროს ისეთი კორუმპირებული იყო, რომ იქ ყველაფერს რუსეთის მაფია განაგებდა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთელი პოლიცია დაითხოვა, რომელიც პრობლემების წყარო იყო და სისტემატიური საბაზრო რეფორმებით ქვეყანა მოაბრუნა. ახლა მას კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, ე.წ. თავისუფლების აქტის მიღება სურს, რომელიც ხარჯვის, დეფიციტისა და ვალების ზღვარს დაუწესებს ყველა მომავალ მთავრობას, მისი მთავრობის ჩათვლით. როგორც მან ადამ სმიტის ინსტიტუტში გამართულ ლექციაზე ახლახანს განაცხადა, „მე არცერთ მთავრობას არ ვენდობი – საკუთარის ჩათვლით“. და ჩვენ რატომ უნდა ვენდოთ? ევროკავშირის წესებით მშპ–ს 3%–ზე მაღალი დეფიციტი დაუშველებელია, მაგრამ როგორც კი პრობლემა შეიქმნა, ამ წესის იგნორირება მოხდა. ბრიტანეთში, გორდონ ბრაუნის მთავრობა შესაძლოა საკუთარ თავს „ოქროს“ წესებით ზღუდავდა კიდეც, რათა ამ ეკონომიკური ციკლის განმავლობაში ბიუჯეტი დაებალანსებინა და სესხი მხოლოდ ინვესტიციებისთვის აეღო. მაგრამ იმ თემით თაღლითობამ, თუ სად დაიწყო ციკლი და სად დასრულდა, ასევე საზოგადოებრივ საჭიროებებზე გაღებული ყველა ხარჯისთვის „ინვესტიციის“ დარქმევამ გამოიწვია ის, რომ წესებმა ვერაფერის შეკავება ვერ შეძლო. არა, ჩვენ სამთავრობო ბიუჯეტებზე საკონსტიტუციო ლიმიტი, სააკაშვილის სტილის ეკონომიკური პასუხისმგებლობის აქტი გვესაჭიროება. პირველ რიგში, ასეთი ზომა საზოგადოებრივ ხარჯებს მშპ–ს ერთ მესამედამდე შეზღუდავდა. ისტორია ცხადყოფს, რომ საზოგადოებას ამაზე მეტ შეზღუდვასთან შეგუება არ შეუძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში ან გადასახადების დამალვას ან ქვების სროლას იწყებს, ამიტომ ჩვენ ლიმიტის ფარგლებს არ უნდა გავცდეთ. ზღვარი მშპ–ს ფაქტობრივ შედეგებს უნდა ეფუძნებოდეს და არა ოპტიმისტურ სამომავლო დაგეგმარებას. როდესაც ეკონომიკურ სისტემებს პრობლემა უჩნდება, სამთავრობო პროგრამები ამას ისევე მტკივნეულად უნდა გრძნობდნენ, როგორც კერძო სექტორი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იგივეა მომაკვდავ პეციენტს ერთი ხელიდან სისხლი მეორეში გადაუსხა. ყოველი შენარჩუნებული სამუშაო ადგილისთვის, სხვა სამუშო ადგილი იკარგება. ხარჯების ლიმიტი კი იმ პოლიტიკოსებს დაიცავდა, რომლებიც პირველ რიგში თავად იწვევენ ბუმებს და დეპრესიის ციკლებს. მეორეც, ჩვენ უნდა შევზღუდოთ დეფიციტები მშპ–ს 3%–მდე. პოლიტიკოსები ხშირად ტრაბახობენ „დეფიციტის შემცირებით“, მაგრამ ეს ყოველწლიურად მხოლოდ ოდნავ ნაკლები ეროვნული ვალის დამატებას ნიშნავს. 3% ის ზღვარია, რომელიც თავისუფლად მოქმედების ერთგვარ სივრცესაც ტოვებს, და იმავდროულად საერთო ვალი კონტროლს ექვემდებარება. მესამეც, ჩვენ უნდა დავაწესოთ ვალების ზედა ზღვარი მშპ–ს 40%–მდე. ბევრ ქვეყანას ამაზე ბევრად ნაკლები ვალი აქვს, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ბარიერის დარღვევის შემთხვევაში ვალებზე კონტროლი იკარგება. 1997 წელს გაერთიანებული სამეფოს ვალები £350 მილიარდს შეადგენდა. დღეს ეს რიცხვი ორჯერ მეტია და £770 მილიარდს აღემატება და წინასწარი პროგნოზებით ხუთი წლის განმავლობაში ის კიდევ გაორმაგდება და £1 400 მილიარდს მიაღწევს. საერთაშორისო რეიტინგები ვალებს 40%–ის ფარგლებში ცნობენ. ეს როგორც ჩანს კიდევ ერთი გონივრული ზღვარია. მეოთხეც, ჩვენ გვჭირდება მთავრობის აღურიცხავი ვალდებულებების განსაზღვრა და გათვალისწინება. მიუნჰენის უნივერსიტეტში IFO–ს მიერ 2004 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ეს ვალდებულებები ხშირად ოფიციალურ ციფრებში გამოიხატება: 13.7 დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა დაუჯდებათ მომავალ თაობებს დღევანდელი პოლიტიკოსების დაპირება. ეს მათ დაიცავდა დაპირებების ხელაღებით გაცემისგან. მეხუთე, ჩვენ სესხი მართლაც მხოლოდ ინვესტიციისთვის უნდა ავიღოთ. მაგრამ თქვენ არ უნდა დართოთ ნება პოლიტიკოსებს მათ გადაწყვიტონ რა ითვლება „ინვესტიციად“. ეს უნდა გადაწყვიტოს ეკონომისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა, როგორიცაა ბრიტანეთის ახალი საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისი. უნდა არსებობდეს შეზღუდვები გადასახადების ზრდაზე, მაგალითად ისეთი ფორმით, როგორიცაა საზოგადოებრივი რეფერენდუმები ნებისმიერი ასეთი ნაბიჯის წინ. შესაძლოა, აშშ–ს ზოგიერთი შტატის მოდელის მსგავსად რეფერენდუმის მოწყობა მანამ, ვიდრე სამთავრობო ბიუჯეტები ძალაში შევა. პირადად მე კი ვისურვებდი კონტრპროდუქტიული გადასახადების ზრდა მარტივად კანონგარეშე გამოცხადდეს. დემოკრატიის პრობლემა არა ლიდერების არჩევაში, არამედ მათი შეზღუდვაშია. ჩვენ მკაცრი წესები გვჭირდება იმისთვის, რომ განვსაზღვროთ მთავრობის მოცულობა და მასშტაბები, სხვა შემთხვევაში მთავრობა დაუსრულებლად გაიზრდება. და როგორც ჩვენ ამ ბუმიდან დეპრესიის ციკლამდე ვნახეთ, ამით წაგებული ჩვენი ეკონომიკები და თავისუფლებები აღმოჩნდა. ორიგინალი ორიგინალი
  2. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/chasaweri-150x150.jpgმერაბ კოსტავას გახსენება და ხმაურიანი ინციდენტი მთაწმინდის პანთეონში. პოლიტიკოსები დღეს ეროვნული მოძრაობის ლიდერს – მერაბ კოსტავას იხსენებდნენ. პამთეონში შეკრებილების ნაწილს და მედიის წარმომადგენლებს დღეს მანანა არჩვაძე–გამსახურდია დაუპირისპირდა. მერაბ კოსტავას იუბილე და პოლიტიკური შეუთანხმებლობა – ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/kostav.jpg itvს ლინკი
  3. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/aglumi2-150x150.jpgქართული არმიის ახალი იმიჯი, ოთხიათასზე მეტი სამხედრო ქვეითი თბილისის ცენტრალურ გამიზრზე, საშვები მხოლოდ რჩეულთათვის და მოქალაქეებისთვის გადაკეტილი რუსთაველი - აგვისტოს ომის შემდეგ პირველად, თბილისში სამხედრო აღლუმი გაიმართა. უმაღლეს მთავარსარდალს პატაკი გაერთიანებული შტაბის უფროსმა ჩააბარა. ტრიბუნეზე პრეზიდენტთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე, კათოლიკოს პატრიარქი და თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდნენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/aglumi3.jpg itvს ლინკი
  4. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/gmirta_monumenti-150x150.jpgსიმაღლე _ 51 მეტრი, 3300-ზე მეტი მინის, ლითონისა და მეტაკრილატის დეტალი. ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში 1921 წელს დაღუპილი იუნკერების, 1924 წლის აჯანყების მეთაურების, აფხაზეთის და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს ოფიციალურად გაიხსნა. კოშკის მეტაკრილატის პრიზმებზე ყველა იმ მებრძოლის სახელი და გვარია ამოტვიფრული, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას შეეწირა. მემორიალის გახსნის ცერემონიალს მიხეილ სააკაშვილი პირადად ხელმძღვანელობდა. პრეზიდენტმა სპეციალურ კაფსულაში მოთავსებული 3500-ზე მეტ გმირთა სახელები და გვარები მემორიალის საძირკველში ჩაუშვა. ნახეთ ხათუნა კაციტაძის სიუჟეტი. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/memoriali1.jpg itvს ლინკი
  5. 27 მაისს, 10:00 საათზე, ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები სენაკსა და ზუგდიდში დევინილთა კომპაქტურად დასახლებული პუნქტებს ეწვევიან. 27 მაისს, 11:00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის”’გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ნუგზარ გაბუნია საარჩევნო კამპანიის დასკვნით შეხვედრას გამართავს და პრესისთვის განცხადებას გააკეთებს. მის: გლდანი, ხიზანიშვილის ქ. №49 (ნუგზარ გაბუნიას საარჩევნო შტაბი) 27 მაისს, 11:00 საათზე, პოლიტიკური მოძრაობა “სოლიდარობა”’ პარტიის ეკონომიკური პროექტების პრეზენტაციას გამართავს. მის: დიდიმ მირცხულავას ქ.#6 (კ. გამსახურდიას ძეგლთან) 27 მაისს, 11:00 საათზე, მოძრაობა ‘გადაარჩინე სიცოცხლის’ ორგანიზებით, ზურა ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ ‘ჯაზუში’ ბრიფინგი გაიმართება. თემა: ‘გერმანიის ფედერალური კანცლერისგან ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის არაობიექტურ გამოძიებასთან დაკავშირებით მიღებული წერილის შინაარსი’. მის: იონა ვაკელის ქ. #18ა, (რესპუბლიკური საავადმყოფოს გვერდით) საკონტაქტო პირი: იური ვაზაგაშვილი 877 41 90 02 27 მაისს, 12:00 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (წწწ.ნაეც.გე) პედაგოგთა განცხადებების ელექტრონული ვერსიები განთავსდება. 27 მაისს, 12:00 საათზე, არჩევნების მედიაცენტრში ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი პრესკონფერენცია ჩატარდება. თემა: ‘სამხედრო მოსამსახურეთა მიერ ხმის მიცემის წესი’. მის: ბროსეს ქ. #6 27 მაისს, 12:00 საათზე, იტალიის საელჩო საქართველოში, იტალიის ეროვნული დღესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მის: გრიბოედოვის ქ. #6, კონსერვატორიის კამერული დარბაზი 27 მაისს, 12:00 საათზე, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“, ზურაბ პოლოლიკაშვილი ახალი ქართული ბრენდის – პირველი ნამდვილი სუპერმარკეტების ქსელის „ჯი.მარტი“–ს პრეზენტაციას დაესწრება. მის: ცოტნე დადიანის # 7 ტელ: 874 501997 27 მაისს, 12:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობის წინ, `ქართული აკადემია’, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ და თბილისელებისადმი საგანგებო წინასაარჩევნო მოწოდებას გაავრცელებენ. 27 მაისს, 12:00 საათზე, ‘”სახალხო სასამართლო”’ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის’ სასამართლო განხილვას განაახლებს. მის: მ. კოსტავას ქ. #47, ოთახი #27 27 მაისს, 12.00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში”’, პოლიტიკური გაერთიანება ‘თოფაძე-მრეწველები’ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციას გამართავენ. 27 მაისს, 12.00 საათზე, მეტრო ‘რუსთაველის’ მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანზიაცია “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის”’გამართავს საზოგადოებრივ აქციას, დევიზით “დამოუკიდებელი პიროვნება – თავისუფალი არჩევანი”’, რომელშიც მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები, მათი მეგობრები და სტუდენტები მიიღებენ. 27 მაისს, 13:00 საათზე, მოქმედი და ვეტერანი ხელბურთელები ერთმანეთს შეეჯიბრებიან. თამაშში მონაწილეობას ‘ნაციონალური მოძრაობის’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაურ დოლიძეც მიიღებს. მის: ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალი. მე-3 და მე-4 კორპუსებს შორის მდებარე სპორტული მოედანი 27 მაისს, 13:00 საათზე, სოფელ ერგნეთში პროექტის, ‘კონფლიქტისპირა არეალში სოფლის მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება’, ფარგლებში ფერმერთა ჯგუფებისთვის სასოფლო – სამეურნეო ტექნიკის გადაცემის ცერემონია გაიმართება. 27 მაისს, 13:00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის”’კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი და ‘ალიანსის’ ლიდერები კრწანისელ ამომრჩევლებთან საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრას გამართავენ. მის: ქვემო ფონიჭალა, უსინათლოთა კლუბი(უსინათლოთა დასახლებაში) 27 მაისს, 13:00 საათზე, ‘ლეიბორისტული პარტიის’ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ‘სპეციალური მიმართვა თბილისს’. 27 მაისი, 13:00 საათზე, სახალხო დამცველის ოფისში, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კომიტეტის წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ‘ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა წარმომადგენლობების საკითხი და პოლიტიკური პარტიების პროგრამები გენდერული თვალსაზრისით’. მის: მაჩაბლის ქ. #11 27 მაისს, 13:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი ქ. ინსბრუკის დელეგაციასს შეხვდება. საკონფერენციო დარბაზი 27 მაისს, 14.00 საათზე, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა. მის: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. #9 (ყოფილი ჯიქია) 27 მაისს, 14:00 საათზე, სოფელ ფლავში პროექტის, “კონფლიქტისპირა არეალში” სოფლის მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება’ ფარგლებში, ფერმერთა ჯგუფებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის ცერემონია გაიმართება. 27 მაისს, 14:00 საათზე, ‘”ნაციონალური მოძრაობის”’ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვახტანგ ნაცვლიშვილი დაბა წყნეთის მოსახლეობას შეხვდება დამათ პრობლემებს ადგილზე გაეცნობა. მის: დაბა წყნეთი, მაია წყნეთელის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია 27 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის სადამკვირვებლო დელეგაციას შეხვდება. საკონფერენციო დარბაზი 27 მაისს, 15:00 საათზე, ბათუმში ‘”გრილ ბარში”’, დევნილების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, დისკუსია გაიმართება. 27 მაისს, 16.00 საათზე, ახალქალაქში საქართველოს სახალხო დამცველის ახალქალაქის ოფისის პრეზენტაცია გაიმართება. მის: ახალქალაქი ი.ჭავჭავაძის ქ. #4 27 მაისს, 15:00 საათზე, ‘”ალიანსი საქართველოსთვის”’სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი გულიკო ზუმბაძე და ‘ალიანსის’ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ‘ალიანსის’ სამგორის რაიონული ორგანიზაციის იმ ახალგაზრდებს შეხვდებიან, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას პირველად იღებენ. მის: ჟანი კალანდაძის ქ. №3 (‘ახალი მემარჯვენეების’ ცენტრალური ოფისი) 27 მაისს, 17:00 საათზე, ‘”ალიანსი საქართველოსთვის”’ვარკეთილის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით კერესელიძე დევნილებს შეხვდება. მის: კალაუბნის ქ. #10 27 მაისს, 17.00 საათზე, პოლიტიკური მოძრაობა “სოლიდარობის”’ თბილისის მერობის კანდიდატი თამაზ ვაშაძე მოსახლეობას შეხვდება. მის: დიდი დიღომი, პეტრიწის ქ. #10 (სუპერმარკეტ `პოპულთან’) 27 მაისს, 18:00 საათზე, აბანოთუბანში ირაკლი ალასანიას მხარდამჭერი აქცია-კონცერტი გაიმართება. 27 მაისს, 18:00 საათზე, სასტურო “რედისონში”’, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის ‘დიალოგისა და შესაძლებლობათა განვითარების ხელშეწყობა ეფექტური ეროვნული საარჩევნო პროცესებისათვის’ ფარგლებში, ‘ეთიკის კოდექსზე’ ხელმოწერა გაიმართება. 27 მაისს, 18.00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოტოგრაფ მინდია მიდელაშვილის ტაილანდური მოგზაურობის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართება. მის: გუდიაშვილის ქ. #7 იხილეთ epn.ge
  6. http://zvigena.files.wordpress.com/2010/05/cam-geo.jpg?w=300&h=208 ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა კამერუნის ნაკრების წინააღმდეგ. ესტონელებთან გამართული მატჩთან შედარებით შემადგენლობაში საკმაოდ იყო ცვლილებები. ლომაიამ ნაკრებიდან წასვლაზე გააკეთა განცხადება და მის ნაცვლად კარში რევიშვილი გამოჩნდა. დაცვის ცენტრი ხიზანიშვილმა და დიდი პაუზის შემდეგ ნაკრებში დაბრუნებულმა ამისულაშვილმა დაიკავა, ფლანგებზე ლობჟანიძე და კანდელაკი ირჯებოდნენ. სიახლე იყო ასათიანის საყრდენად დაყენება ( მეორე ტაიმში ხიზანისვილმა და ასათიანმა პოზიციები გაცვალეს). მის გარდა მოედნის ცენტრში კობიაშვილი და მენთეშაშვილი ირჯებოდნენ, თავადასხმაში კი უკვე ტრადიციულად დვალიშვილს ეკავა მთავარი ფორვარდის ადგილი, ვისაც ფლანგებიდან იაშვილი-ანანიძის დუეტი ეშველებოდა. შეხვედრა საკმაოდ დაბალ ტემპში დაიწყო, კამერუნელები მოედნის ცენტრს და ბურთს აკონტროლებდნენ, მაგრამ ორიოდე მომენტში თუ შეძლეს ჩვენ კარებთან სიტუაციის დაძაბვა, როცა ჩვენი დაცვის ხაზი აშკარად ჩავარდა – ჯერ კარის სიახლოვეს მოწინააღმდეგის თავდამსხმელი უყურადღებოდ მიატოვეს, ვინც ჩაკიდებული ბურთის კარში ერთი შეხებით გადაგზავნა გადაწყვიტა და ბედად ფეხი კარგად ვერ მოარტყა, შემდეგ კი ფლანგზე გაექცათ კაცი, ვინც კარის გასწვრივ სახიფათოდ გაგზავნა ბურთი და ისევ ბედი, რომ კამერუნელი მარტოდ დარჩენილი თავდამსხმელი მას ვერ მიწვდა, თორამ არ მგონია რევიშვილს რამე გაეხერხებინა ხუთიოდე მეტრიდან დარტყმის საწინააღმდეგოდ. ჩვენები, ამ ორი მომენტის გარდა, საკმაოდ კარგად ირჯებოდნენ, იბრძოდნენ, თავგანწირულ ვარდნებს აკეთებდნენ, პრესინგს თამაშობდნენ და ნუ ძლიერი მეტოქის ფონზე, რა საკვირველია, თავდასხმაში ბევრ ვერაფერს ახერხებდნენ – მაღალ გადაკიდებულ ბურთებზე დვალიშვილი ეულად უშედეგოდ იბრძოდა, ფლანგზე მოთამაშე ჯანომდე კი ბურთი ნაკლებად მიდიოდა და ჩაკარგული იყო ბიჭი. ჯობდა ცენტრში შეეწიათ, სადაც მეტი კონტაქტი ექნებოდა ბურთთან. ერთი რაც შევქმენით პირველ ტაიმში, ასათიანის სუსტი შორეული დარტყმა იყო. მეორე ტაიმი დაიწყო, კამერუნმა ლამის მთელი გუნდი გამოცვალა, რაც დაეტყო კიდეც შეხვედრას. ჩვენები ბევრად უკეთ ათამაშდნენ, ბურთზე კონტროლი დააწესეს და ქართველ მაყურებლისთვის თამაშიც უფრო საინტერესოდ საყურებელი გახდა. ერთ მომენტში მეტოქის მეკარე შეცდა, ბურთი ხელიდან გაუვარდა და ამისულაშვილმა დაამატა, სამწუხაროდ ამ მომენტში დვალიშვილი აშკარად არასაჭირო ადგილზე გაეჩხირა და მეტოქის საქმე გააკეთა – ბურთი უკვე კარში უნდა შესულიყო და სწორედ ლადო გადაეღობა შემთხვევით მას. ასე გადარჩა ჩვენი მეტოქე გაშვებულ გოლს. http://zvigena.files.wordpress.com/2010/05/cam-geo-1.jpg?w=300&h=172იყო კიდევ კობიაშვილის შესრულებული ჯარიმა, ბურთი კარს გადაცდა, შეცვლაზე გამოსული მერებაშვილის მოულოდნელი, საკმაოდ კარგი და სახიფათო შორეული დარტყმა. იყო დაცვის მეორე სართულზე ცოტა სუსტი თამაში, კამერუნელებმა რამდენჯერმე დაგვასწრეს მაღალ ბურთზე. ერთ მომენტში რევიშვილი უყურადრებოდ გამოვიდა, კარი ცარიელი დატოვა და მეტოქის თავურის მერე აშკარად გადავრჩით. ჯამში კი იმის თქმა შეიძლება, რომ ნაკრებმა საკმაოდ კარგი, გამართული შეხვედრა ჩაატარა – მებრძოლი გუნდის შთაბჭდილება დატოვა და არც ყრუ დაცვა ითამაშა საკმაოდ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. იმედია გუნდი თემურის ხელში პროგრესირებას განაგრძობს და ევროპის შესარჩევ შეხვედრების დროს ასეთივე შეკრულ და მებრძოლ ნაკრებს ვიხილავთ და რაც მთავარია იქნება შედეგი – მოგებული თამაშები და გამწარებული მეტოქეები. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/313/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/313/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/313/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/313/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/313/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/313/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/313/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=313&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
  7. ხვალ, 27 მაისს „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატი კრწანისის ოლქში სოფიო ხორგუანი ამომრჩევლებს „ალიანსის“ ლიდერებთან ერთად შეხვდება. ქვემო ფონიჭალაში, უსინათლოთა კლუბში 13:00 სთ-ზე სოფიო ხორგუანი საარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ კანონდარღვევებზე, მოსახლეობის პრობლემებზე, მათ გადასაჭრელად უკვე გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრებს და კრწანისელებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. შეხვედრას „ალიანსის“ ლიდერი ირაკლი ალასანია, „ალიანსის“ თანათავმჯდომარეები დავით უსუფაშვილი, სოზარ სუბარი და „ალიანსის“ სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან. დავით ბერძენიშვილი აგრძელებს რეგიონებში შეხვედრებს. ხვალ იგი ოზურგეთელ ამომრჩევლებს შეხვდება. View the full article
  8. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/diaspora-parlamenti-150x150.jpgდიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, 26–27 მაისს დიასპორის დღეს ატარებს. 25 ქვეყნიდან 90-ზე მეტი ემიგრანტი საქართველოს ესტუმრა. უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს დღეს პარლამენტშიც შეხვდნენ. მათ დავით ბაქრაძემ მადლობა რუსეთ-საქართველოს ომის დროს გამოხატული მხარდაჭერისთვის რამდენიმეჯერმე გადაუხადა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/diaspor.jpg itvს ლინკი
  9. გმირთა მოედანზე მოლოდინსა და შფოთვაში გატარებულ ორ საათზე „ლიბერალის“ ჟურნალისტი თაკო ფარადაშვილი წერს. View the full article
  10. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/didube-150x150.jpgმეტროსადგურ „წერეთელთან“ მდებარე ბათუმის ქუჩა ¹11-ში 9 თვის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად 8 მობინდარის სახლი დაიწვა.დაზარალებულთა შორის გიორგი დოლიძეცაა. სხვა დაზარალებულებისგან განსხვავებით, დოლიძის ოჯახი დიდუბის რაიონული გამგეობიდან დახმარებას ვერ იღებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/damcvari-saxli.jpg itvს ლინკი
  11. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/opozicia_vakis_parkshi-150x150.jpgსაქართველოს დამოუკიდებლობის დღე და 26 მაისის აღნიშვნა რუსთაველზე და ვაკის პარკში. ოპოზიცია რომელთა დიდი ნაწილი აღლუმის ჩაშლით იმუქრებოდა დამოუკიდებლობის დღეს ვეტერანებს ულოცავდნენ. ვაკის პარკში იყვნენ ზვიად გამსახურდიას და ედუარდ შევარდნაძის მთავრობის წარმომადგენლებიც. ასევე 2010 წლის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსები. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/vakis-parki1.jpg itvს ლინკი
  12. ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე შესაძლოა უკრაინაში გადასახლებას გეგმავს. როგორც `მედიანიუსს” ნინო ქათამაძემ განუცხადა, ეს ჯერ… ლინკი მედიანიუსზე
  13. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის სასახლეში მიწვეული კულტურისა და მეცნიერების მოღვაწეები დააჯილდოვა. მან შოთა რუსთაველის სახელობის პრემია… ლინკი მედიანიუსზე
  14. 27 მაისს გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.naec.ge) პედაგოგთა განცხადებების ელექტრონული ვერსიები განთავსდება. პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების… ლინკი მედიანიუსზე
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/KaczynskiG1-150x150.jpgპოლონეთის კატინის ავიაკატასრტროფების სახელფწიფო საგამომძიებო კომისიის ხელმძღვანელი, ედმუნდ კლიხი ტუ-154 ავიაკატასტროფაში პილოტები დაადანაშაულა. ამის შესახებ გამომცემლობა “რეჩ პოსპოლიტა” იუწყება. კლიხი თვლის, რომ ტუ-154 პილოოტებმა სმოლენსკის ავიადისპეტჩერების გაფრთხილებები არ გაითვალისწინეს და რისკზე წავიდნენ. “შავი ყუთებისა” და პილოტების საუბრების ანალიზის შემდეგ მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ პილოტები რისკზე წავიდნენ, იმიტომ რომ ესე ასწავლეს. მე ჩემს თავს რისკის ქვეშ ვაყენებ ამგვარი განცხადებებით, მაგრამ ვთვლი, რომ საზოგადიოებამ სიმართლე უნდა იცოდეს”, – განაცხადა კლიხმა. გავრცელებული ინფორმაციით, სმოლენსკის აეროდრომი დაშვების ზუსტი ნავიგაცური სისტემით (Instrument Landing System) აღჭურვილი არ არის. კლიხის განცხადებით, ტუ-154 ეკიპაჟმა გამაფრთხილებელი სიგნალები იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი ძალიან დაბალ სიმაღლეზე მიფრინავს, არ გაითვალისწინეს. “სამხედრო პილოტები ამგვარ შეტყობინებებს ხშირად არ აქცევენ ყურადღებას”,-განაცხადა მან. ამავდროულად პოლონური პოლიტიკოსები ედმუნდ კლიხის აზრს არ ეთანხმებიან. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ეჟი მილერის განცხადებით, ექსპერტი უბრალოდ მედიის ყურადღების მიქცევას ცდილობს. პარტია “სამართალი და სამართლიანობის” წარმომადგენლები კი ხაზს უსვავენ იმ ფაქტს, რომ გამომძიება ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. პოლონური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით,ტუ-154 ავიაკატასტროფის საგამომძიებო ჯგუფის აზრი კატასტროფის მიზეზებტან დაკავშირებით გაიყო. თუმცა, რუსეთი ტრაგედიაში ეკიპაჟის არაპროფესსიონალიზმს ადანაშაულებს, რაც პოლონური გამომძიებლების აზრს არ ემთხვევა, რომლებიც აცხადებენ, რომ სმოლენსკის აეროდრომის დისპეტჩერი პილოტებს ინფორმაციას დაგვიანებით აწვდიდა. იხილეთ epn.ge
  16. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ნამიგ ალიევს შეხვდა. … ლინკი მედიანიუსზე
  17. კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, მათთვის ასეთი დიდი ეროვნული დღესასწაულის ტანკებით აღნიშვნა მიღებელია და სწორედ… ლინკი მედიანიუსზე
  18. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ხვალ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესსორ-მასწავლებლებს… ლინკი მედიანიუსზე
  19. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/photo24-150x150.jpgლოკომოტივის სტადიონზე დღეს რაგბიში ბავშვთა ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/ragbi2.jpg itvს ლინკი
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/cesko-www.newalliance.info_12-150x150.jpgმომავალი არჩევნებისთვის დაგეგმილია საარჩევნო კოდექსის აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა. ამის შესახებ დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ცესკოს თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილისა და აზერბაჯანის ელჩის ნამიგ ალიევის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. შეხვედრაზე აზერბაიჯანის ელჩს ზურაბ ხარატიშვილმა წინასაარჩევნო პროცესის მიმდიანარეობა გააცნო. ალიევმა კმაყოფილება გამოხატა ეთნიკური უმცირესობების უფლებების გათვალისწინებით, კერძოდ, აზერბაიჯანელი ამომრჩევლებისთვის ბიულეტენების მშობლიურ ენაზე დაბეჭდვის გამო. შეგახსეებთ რომ 30 მაისის არჩევნებისთვის დაგეგმილია ეთნიკური უმცირესობებისთვის, ბიულეტენების ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ–სომხურ ენებზე დაბეჭდვა. იხილეთ epn.ge
  21. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლემ მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრებს მერაბ კოსტავას საფლავზე მისვლის საშუალება არ… ლინკი მედიანიუსზე
  22. ეროვნული საბჭო ცოტნე გამსახურდიას და ტელეკომპანია `კავკასიაში~ დაკავებული 7 პირის გათავისუფლების მოთხოვნით ხვალ საპროტესტო აქციას გამართავს. Aამის… ლინკი მედიანიუსზე
  23. თუშეთში რეგისტრირებულ 78 ამომრჩეველს ცესკო-მ სასაზღვრო პოლიციის 75 თანამშრომელი დაამატა. „ალიანსი საქართველოსთვის“ ახმეტის საარჩევნო შტაბი თუშეთის საარჩევნო უბანში ამომრჩევლების გაზრდას აპროტესტებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შტაბის უფროსმა ზაქარია ქინქლაძემ განუცხადა, ხელისუფლებამ თუშეთში ამომრჩევლების რაოდენობა ხელოვნურად გაზარდა, რათა „ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი როგორმე დაამარცხონ. „თუშეთში სულ 78 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. „ალიანსი საქართველოდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს გოჩა სისაური იყრის, რომელიც ზამთარშიც და ზაფხულშიც თუშეთში ცხოვრობს. მას ხალხი ენდობა და მხარს უჭერს. ამის გამო, ხელისუფლებამ თუშეთში დაამატა 75 ამომრჩეველი, რომლებიც არიან სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები. თუშეთში მაქსიმუმ 12 მესაზღვრეა ხოლმე და ამდენი სახელმწიფო მოსამსახურე იმიტომ დაამატეს, რომ სისაურს არჩევნები მოუგონ“, - აღნიშნა „ალიანსი საქართველოსთვის“ ახმეტის საარჩევნო შტაბის უფროსმა ზაქარია ქინქლაძემ. ახმეტის საოლქო - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მინდია იოკურიძის განმარტებით, თუშეთის საარჩევნო უბანში ამომრჩევლების დამატების თხოვნით მათ ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსმა მიმართა. „ჩვენ აღნიშნული წერილი ცესკო-ს გადავუგზავნეთ. ცესკო-მ იმსჯელა და მოთხოვნა დააკმაყოფილა“, - განაცხადა იოკურიძემ. კახეთის საინფორმაციო ცენტრი View the full article
  24. რუსეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას იმ საერთო ღირებულებების ძიებისაკენ მოუწოდეს, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აერთიანებს. საინფორმაციო სააგენტო “რია… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...