planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/burjanadze-150x150.jpg“დემოკრატიული მოძრაობა“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვაკის პარკში ვეტერანებთან ერთად აღნიშნავს.ამის შესახებ განცხადება დღეს პარტიის გენერალურმა მდივანმა ვახტანგ ყოლბაიამ გააკეთა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/demokratiuli-mozd.jpg itvს ლინკი
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/hillary-clinton-food-security-300x200.jpgაშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. კლინტონის განცხადება დღეს ქართულმა ტელევიზიებმა გაავრცელეს. “ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა, თქვენი მდიდარი კულტურისა და ისტორიის ზეიმი. ქართველებმა შთამბეჭდავ პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას მიაღწიეს და მე მჯერა საქართველოს ნათელი მომავლის”, – ნათქვამია განცხადებაში. ჰილარი კლინტონმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აშშ-ისთვის ძვირფასი მეგობარია და კვლავ გამოხატა ვაშინგტონის ერთგულება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მან ასევე დაადასტურა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაფართოებისკენ აშშ-ს მისწრაფება. “გიგზავნით საუკეთესო სურვილებს დამოუკიდებლობის დღეს, მომავალი წელი მშვიდობიანი და წარმატებული იყოს”, – ნათქვამია კლინტონის განცხადებაში. View the full article
-
გფბ იგებს ვალტერ კიდის მოსაკლავ გეგმებს. არამორმალური დაქირავებული მკვლელების ბანდა მიმართება იდუმალი მისტერ ლეკოსკენ დიდძალი საფასურის ასაღებად. დაქირავებულთა შორის გონაბაგახსნილი ლამაზმანია, რომელიც თავის მსხვერპლებს ორიგინალური მეთოდებით კლავს, გარდასახვის სასიკვდილო ოსტატი და ბევრი სხვა კოლორიტული პერსონაჟი View the full article
-
ლონდონის "არსენალის" ცენტრალურმა მცველმა სოლ კემბელმა განაცხადა, რომ მან უკვე გამართა წინასწარი მოლაპარაკებები "სელტიკთან" და შოტლანდიაში კარიერის გაგრძელებაზე სერიოზულად დაფიქრდება. იხილეთ fanebi.com
-
ამ პროგრამეს საშუალებით შეძლებთ ააწყოთ სხვა და სხვა ელექტრო სქემები და შეამოწმოთ მუშაობაში View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/a-150x150.jpgრამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე აღლუმი დასრულდა. აღლუმზე სადემონსტრაციოდ გამოყვანილი იყო სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ტექნიკა და ჯავშანტრანსპორტიორები. აღსანიშნავია, რომ ქართული ტექნიკა ახალი შეფერილობისაა. თანდათან ხდება რუსული სამხედრო ტექნიკის სხვა ქვეყნის წარმოების ტექნიკით ჩანაცვლება. აღლლუმზე მისულ საზოგადოებას თურქული წარმოების საბრძოლო ქვეითთა საბრძოლო მანქანების ხილვის საშუალება ჰქონდათ. ასევე წარმოდგენილი იყო ქართული ავიაცია, რომელმაც თბილისის ცაზე საშუალებით საქართველოს დღოშის ფერები. აღლუმის სტუმრები და პრეზიდენტი რიყეზე ყვავილების ფესტივალზე გადაინაცვლებენ. იხილეთ epn.ge
-
თუ თქვენ კომს უყენია ტვ ტუნერი ამ პატარე პროგრამით თქვენ შეძლებთ ტუნერის პულტის დახმარებით მართოთ კომპიუტერი View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/sakashvili222-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს აჭარის სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები უმაღლესი საბრძოლო ორდენით, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. სააკაშვილის განცხადებით, რაზმი ასლან აბაშიძემ, რუსი ინსტრუქტორების მეშვეობით მოამზადა და სწორედ ისინი იყვნენ, რომლებმაც 2004 წელს აჭარაში ცენტრალური ხელისუფლება არ შეუშვა, თუმცა შემდეგ ის საქართველოს სამსახურში ჩადგა. “ის, რომ სოფელი ველისციხე არსებობს, ამ ოთხი გმირის დამსახურებაა. ამ ბიჭები საკუთარი სიცოცხლის ფასად გაწმინდეს გვირაბი და გადაარჩინეს ველისციხე განადგურებისაგან. ეს არის ნამდვილი ქართული გმირობა და ჩემთვის დიდი პატივია მათთვის საბრძოლო ორდენების გადაცემა”,- განაცხადა სააკაშვილმა. ვახტანგ გორგასლის ორდენები გადაეცათ ნუგზარ შარაშიძეს, მირზა კონცელიძეს, ასლან ინაიშვილს და ალბერტ ყინტილაძეს. იხილეთ epn.ge
-
მადრიდის "ატლეტიკომ" ოფიციალურად განაცხადა "არსენალის" ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელთან ფრან მერიდასთან 4 წლიანი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე. იხილეთ fanebi.com
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvilimisha01-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ ბევრი წინააღმდეგობებია, მაგრამ დამოუკიდებლობისა და გამარჯვებისკენ სვლა გაგრძელდება და მას ვერაფერი შეაჩერებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, მტერმა რაც არ უნდა ეცადოს საქართველოს გულის ფეთქვა შეაჩეროს, ამას ვეღარასოდეს შეძლებს, ვინაიდან საქართველო ნიჭიერებას დაეფუძნება. “დღეს ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად დამოკიდებიულია იმაზე, რამდენად წარმატებული ვიქნებით ქართველი სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში, რამდენად შევძლებთ რეფორმების გატარებას, რამდენად მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაციას, რამდენად გავაგრძელებთ ქვყენის ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. დღეს ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ეფუძნება იმასაც, თუ რამდენად გავთავისფლდებით კორუფციისგან, რამდენად შევძლებთ ეკონომიკის განვითარებას და შევქმნით სამუშაო ადგილებს”,- განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, რაც მთავარია საზოგადოება დაცული უნდა იყოს კრიმინალისგან. “კრიტიკოსები, რომელთაც აღიზიანებთ დღეს ამ აღლუმზე ქართველი სამხედროების დანახვა და რომელთაც, სამწუხაროდ, შარშან ხელი შეუშალეს აღლუმის ჩატარებას, აცხადებენ რომ ეს არის ჩვენი უბრალო ახირება. კარგად დაუგდეთ ყური ტექნიკის ხმას – ეს იარაღის ჟღარუნის ხმა კი არ არის, არამედ, ეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხმაა”,- განაცხადა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/president-12-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართველი ერი უარს ამბობს მართული იყოს გარეშე ძალის მიერ. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს აღლუმზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, არსებობენ ძალები, რომლებიც მცდელობას არ აკლებენ, რომ საქართველო დაამარცხონ. “დამოუკიდებლობა ნიშნავს თავად ვირჩევდეთ ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდელს და რაც მთავარია ეს ნიშნავს გზას დამოუკიდებლობისაკენ. არ არსებობს ხალხის დამოუკიდებლობა წართმეულ ქვეყანაში. ჩვენ მტკიცე უარს ვამბობთ მართული ვიყოთ გარეშე ძალის მიერ, მოლოდ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა შეესატყვისება კავკასიურ ოცნებას მომავალზე. ჩვენ დამოუკიდებლობას უპირისპირედბა იმპერია, არსებობენ ძალები, რომლებიც მცდელობას არ აკლებენ, რომ დაგვამარცხონ თავისუფლებისთვის ბრძოლაი. მათი მუციქულები ახლა ჩვენს რიგებშიც გამოჩნდნენ, ისინი გვეუბნებიან რომ მორჩილება ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზაა”,- განაცხადა სააკაშვილმა პრეზიდენტის თქმით, საქართველოს აქვს შანსი გავხდეთ პირველი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ვინც გასტეხს ნავს და შექმნის გარანტიებს საქართველოს სამუდამო დამოუკიდებლობისათვის. სააკაშვილის განცხადებით კი ეს ერთის მხრივ დიდი პატივია, ხოლო მეორეს მხრივ უდიდესი პასუხისმგებლოაბა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/9a8657586386-150x150.jpgდღეს საქართველოში ლომისობა აღინიშნება. ქართული სამოციქულო ეკლესია ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დღესასწაულს, იგივე ლომისობას სულთმოფენობიდან მომდევნო ოთხშაბათს აღნიშნავს. ლომისის სალოცავი განსაკუთრებული მადლის მატარებლად ითვლება და ამ დღეს იქ უამრავი მლოცველი იკრიბება. ლომისის მთავარმოწამეს ადამიანისა და საქონლის გამრავლებას, უშვილონი – შვილიერებას შესთხოვდნენ. ტაძარში რკინის დიდი საყელურიანი ჯაჭვი ინახება. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან აღთქმის დადება უნდა, ანდა რაიმეს ევედრება წმინდანს, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით. ჯაჭვის კისერზე დადებით წმინდა გიორგისთვის ყმობის გამოცხადების ტრადიცია საქართველოში სხვაგანაც ყოფილა გავრცელებული. ლომისობას წინაქრისტიანულ ეპოქაში უდგას ფესვები. ლომისა წარმართული ღვთაება იყო მთიულეთში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები მთელი აღმოსავლეთ საქართველოდან იკრიბებიან. ტრადიციის თანახმად, დეკანოზები გამოასვენებდნენ დროშას და “ფერხისას” სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც დღეობა შესაწირავით იმართებოდა. ლეგენდების თანახმად, ლომისა გზოვანის წმინდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. იხილეთ epn.ge
-
თბილისში, .რუსთაველის გამზირზე სამხედრო აღლუმზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წელს სოფელ ველისციხის დატბორვას გადარჩენისთვის ვახტანგ გორგასლის პირველი… ლინკი მედიანიუსზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/fb7086160fdd-150x150.jpg დღეს მცხეთის ჯვრის დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთის ჯვრის ეკლესიაში საზეიმო წირვა აღესრულება. მცხეთის ჯვრის ეკლესია ქართლის ერისთავმა გუარამ დიდმა მცხეთის ახლოს მდებარე მთაზე ააგო. ტაძრის ადგილზე იდგა ხის ჯვარი, რომელიც წმინდა ნინომ ორი საუკუნის წინ აღმართა. გუარამის მიერ აგებული მცირე ეკლესია უფროდაუფრო მეტ მლოცველს იზიდავდა, ამიტომ გუარამის ძემ, სტეფანოზ ერისთავმა გადაწყვიტა, მის გვერდით დიდი, ახალი არქიტექტურული სტილის ტაძარი აეგო, რომელიც ფეოდალური ხანის მოთხოვნილებებს უფრო შეეფერებოდა. ასე ჩაეყარა საფუძველი მცხეთის ჯვრის დიდ ეკლესიას. ტაძრის ხუროთმოძღვრის სახელი უცნობია და არც მისი აგების თარიღია მითითებული სადმე, მაგრამ რელიეფის წარწერაში მოხსენიებულ პირთა მიხედვით, აგრეთვე სხვა წერილობითი საბუთების შეჯერებით დგინდება, რომ ერისმთავარ სტეფანოზს ტაძარი 585-604 წლებში აუგია. ჯვარი ტეტრაქონის ოთხაფსიდიანი გუმბათოვანი ნაგებობაა. იგი პირველი ქართული ეკლესიაა, რომლის ფასადთა გაფორმებაშიც რელიეფურ ქანდაკებებს არსებითი ადგილი უკავია. 1989 წლის იანვრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით ჯვრის მონასტერში ღვთისმსახურება აღდგა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/lagidze8-150x150.jpg პარტია ,,მომავალი საქართველოს” ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ლაღიძემ და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გელა ჩივაძემ დღეს, გმირთა მოედანზე, ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მათ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და საქართველოს გამთლიანება უსურვეს. ლაღიძის თქმით, დღეს, ისე როგორც არასდროს ყველა ერთად უნდა დავდგეთ საქართველოს ერთიანობისათვის. ,, მინდა, ყველას დამოუკიდებლობის დღე მივულოცო და მოვუწოდო ყველა ქართველს, ყველა ღირსეულ პატრიოტს, დავდგეთ ერთად და გავერთიანდეთ საქართველოსათვის. ჩვენ გვერდზე უნდა გადავდოთ ყველა ამბიცია და ჩვენი ქართული სახელმწიფოს ირგვლივ გავერთიანდეთ”,- აღნიშნა ლაღიძემ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/494EBC42-E780-42F1-B1CF-60FDF278B849_mw800_mh600_s-150x150.jpgთბილისში ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის წევრები ჩამოვიდნენ. 25-კაციანი დელეგაციის ვიზიტის მიზანია წინასაარჩევნო პროცესის, არჩევნებისა და მის შემდგომ პერიოდზე დაკვირვება. ევროსაბჭოს კონგრესის რამდენიმე წევრი, მათ შორის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში დღეს დილით ჩამოფრინდა. დელეგაციის წევრებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრები მთავრობის, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებთან. ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებული მდგომარეობის შეფასების მიზნით ევროსაბჭოს წარმომადგენლები თბილისსა და რუსთავში ჩავლენ. ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია ადგილობრივი არჩევნების დაკვირვების შედეგებს 31 მაისს წარმოადგენს. იხილეთ epn.ge
-
დღეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლის, მანანა არჩვაძე-გამსახურდიასა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება.… ლინკი მედიანიუსზე
-
დღეს ლომისობის დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაული წინაქრისტიანული ეპოქიდან იღებს სათავეს. მთიულეთში ქრისტიანობამდე ლომისი უმნიშვნელოვანესი წარმართული ღვთაება იყო. მისი… ლინკი მედიანიუსზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-420x07-150x150.jpgაღლუმი პოლონეთის ტრაკიკულად გარდაცვლილი პრეზიდენტის და მისი მეუღლის ლეხ და მარია კაჩინსკებისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგებით დაიწყო. საქართველოს პრეზიედენტმა მიხეილ სააკაშვილმა დამოუკიდებლობის დღე ყველას მიულოცა და განაცხადა, რომ ყველაფრის მიუხედავად დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ერი ისევ არსებობს. “დღეს ჩვენი უძველესი ერის ახალგაზრდა სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის დღეს ავღნიშნავთ. ეს დღე ყველასთვის სათაყვანებელია, იმიტომ, რომ თავისუფლების მოყვარული ერისთვის არაფერი არ არსებობს იმაზე უფრო ძვირფასი, ვიდრე სახელმწიფოებრივობაა. მითუმეტეს ერისთვის, რომელიც ათასწეულების მანძილზე იბრძვის დამოუკიდებლობისთვის”,- განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ არ დაყარა ფარ-ხმალი რისი შედეგიც არის ის, რომ ქართველი ერი ისევ არსებობს. “ჩვენმა ერმა ყველაფრის მიუხედავად არ დაყარა ფარ-ხმალი, არ დათმო დამოუკიდებლობაზე ოცნება. ყველა ჯერზე დაამარცხა მტერი. ბევრჯერ წაგვაქციეს, მაგრამ ვერცერთხელ ისე, რომ დაგვკარგვოდა ადგომის ჟინი. ქართველი ერი ისევ არსებობს, გაუტეხელი შეუდრეკელი, როგორც დღიდან მისი დაბადებისა, ისევ ფრიალებს ხუთჯვრიანი დროშა”,- განაცხადა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/post-49-1176801902-150x150.jpg26 მაისს საქართველო ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/damoukideblobis-dge.jpg itvს ლინკი