Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ მიულოცა. “უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობას ღრმა ფესვები… ლინკი მედიანიუსზე
  2. გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიაში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ზურა დანელიშვილი #1 და #46 საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს დავით აბესაძეს და ცისმარი მთავარაშვილს საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაში ადანაშაულებს და მათთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითხოვს. როგორც დანელიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, აბესაძემ და მთავარაშვილმა დააარღვიეს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც მათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღებას უკრძალავს. „საარჩევნო კოდექსის დარღვევა დადასტურებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში წარდგენილი კანდიდატის გიორგი ჩივიაშვილის წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალით, კერძოდ - პლაკატით, სადაც გარკვევით ჩანს, რომ საუბნო კომისიის წევრები მონაწილეობენ მის სასარგებლოდ გაწეულ წინასაარჩევნო აგიტაციაში. ამ პლაკატის ეგზემპლიარები საარჩევნო კოდექსის 75-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, წარდგენილი უნდა იყოს საოლქო-საარჩევნო კომისიაშიც, თუმცა კომისიას აღნიშნულ დარღვევაზე რეაგირება არ მოუხდენია“, - განაცხადა ზურა დანელიშვილმა. რესპუბლიკელების წარმომადგენელი საჩივრით აბესაძის და მთავარაშვილის დაჯარიმებას და მათთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითხოვს. გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივარი ჯერ არ განუხილავს და არც საჩივრის განხილვის დრო არ არის ჩანიშნული. კახეთის საინფორმაციო ცენტრი View the full article
  3. სასამართლომ არ გაუუქმა რეგისტრაცია მოძრაობა ”თავისუფლების” მაჟორიტარ კანდიდატს, რომლის რეგისტრაციიდან მოხსნას საია ითხოვდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ სასამართლოს დეპუტატობის კანდიდატისათვის რეგისტრაცია უნდა გაეუქმებინა, კანდიდატის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული ძალადობრივი მოწოდებების გამო. სოციალურ ქსელ ფეისბუქში ”თავისუფლების” მაჟორიტარი კანდიდატის ლადო სადღობელაშვილის გვერდზე ამჟამად წერია, რომ ”საქართველოში გაიმარჯვა რწმენამ. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას სარჩელი”. ,,დადგა დრო ფაშისტური და ნაცისტური სულისკვეთების გამოვლენისა... ქართველი კაცის მენტალობაში არ ზის გეიპარადებიიიი” ,,ყველა გეი დაისჯება ... პირობას ვიძლევი” ,,გეების სისხლი უნდა დაიღვაროს ...” სადღობელაშვილის გვერდზე კანდიდატის მიერ გაკეთებული ამ განცხადებების გამო საიამ სასამართლოს მიმართა, ძალადაკარგულად ეცნოთ ცესკოს გადაწყვეტილება სადღობელაშვილის მაჟორიტარ კანდიდატად დარეგისტრირების შესახებ. სადღობელაშვილის გვერდზე ამჟამად ვერ იპოვით 8 მაისს გაკეთებულ პირველ განცხადებას, რომ ”ფაშიზმის და ნაცისტური სულისკვეთების გამოვლენის დრო დადგა”, თუმცა გვერდზე ამავე დღის ჩანაწერებში კვლავ არის ძალადობისკენ მოწოდებები. საია ირწმუნება, რომ მათ აქვთ მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს წარუდგინეს, სადაც დეპუტატობის კანდიდატი ნაციზმის და ძალადობის პროპაგანდას ეწევა. ”აღნიშნული ჩანაწერები წარმოადგენს ძალადობის პროპაგანდას, რაც აკრძალულია საარჩევნო კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რომლითაც: ,,საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ეროვნული შუღლისა და მტრობის, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების მოწოდებას” - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელში. ”ფეისბუქში თუ ნებისმიერ საჯარო სივრცეში ფაშიზმსთან და ნაციზმთან, ასევე, ”გეების დასჯასთან” დაკავშირებით დაპირებების მიცემა ძალადობის პროპაგანდაა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მხრიდან” - აცხადებს თამარ კორძაია, საიას იურისტი, რომელიც სასამართლოზე ორგანიზაციის ინტერესებს იცავდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს სასამართლოში სარჩელი სოციალურ ქსელზე გაკეთებული განცხადებების გამო შევიდა. ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცოციაცია მიიჩნევს, რომ მაჟორიტარი კანდიდატის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გაკეთებული განცხადებები საჯარო სივრცეშია გაკეთებული. უფრო მეტიც, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის თანახმად, მედიად მოიაზრება ინტერნეტიც. შესაბამისად, კანდიდატის მიერ ასეთ სივრცეში გაკეთებული განცხადება საჯარო ინტერესის სფეროა. სარჩელში სწორედ ფეისბუქზე გაკეთებული აგრესიული და ძალადობრივი განცხადებების გავრცელების გამო მოთხოვნილ იქნა მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის ლადო სადღობელაშვილის, როგორც კანდიოდატის რეგისტრაციის შესახებ, განკარგულების ძალადაკარგულად ცნობა, რადგან საარჩევნო კოდექსის 75 -ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, იკრძალება საარჩევნო პროგრამაში ნებისმიერი ძალადობრივი მოწოდება” - განმარტავს კორძაია. მისივე თქმით, ეს არის ” საზოგადოებისათვის მომავალი საქმიანობის და მიზნების მოწოდება. შესაბამისად, საარჩევნო კოდექსის 77 პრიმა მუხლის მე-11 პუნქტის გ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებულ პირს შეუძლია იდავოს სასამართლოში საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრირებული სუბიექტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის და კანონდებლობის მოთხოვნებს. შესაბამისად, დარღვეულ იქნა საარჩევნო კოდექსის მე-2 პუნქტის მოთხოვნა”. დეპუტატობის კანდიდატის გვერდი ფეისფუქზე კი ღიაა ყველასათვის (მომხმარებლებთან დამეგობრების გარეშეც შეუძლია ყველას მის კედელზე გაკეთებული განცხადებების წაკითხვა) და დღესაც შეუძლიათ წაიკითხონ უცენზურო გამონათქვამები და ძალადობისკენ მოწოდებები, რომელთა ტირაჟირებას ნეტგაზეთი მხოლოდ ერთი მიზეზით ახდენს– მომხმარებელი დეპუტატობის კანდიდატია: Lado Sadgobelashvili გეი პარადები გაუმართეთ დედათქვენებს– თქვენი სოროსელი დედა ##################... ჩასაქოლი ხართ ყველანი; Lado Sadgobelashvili ცეცხლითა და ხმლით გავუსწორდეთ სოროსელებს... Lado Sadgobelashvili გეების სისხლი უნდა დაიღვაროს... Lado Sadgobelashvili ყველა გეი დაისჯება... პირობას ვიძლევი Lado Sadgobelashvili ცეცხლითა და მახვილით უნდა ამოვწვათ თავისუფლების ინსტიტუტი და სოროსელები წმინდა ქართული მიწიდან... Lado Sadgobelashvili საქართველო ჰომოსექსუალების გარეშე!!!!!! Lado Sadgobelashvili ამათი ულტრა ლიბერალი დედა ##################!!! თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 მაისს არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა და ცესკოს განკარგულება ლადო სადღობელის მაჟორიტარ კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ ძალაში დატოვა. საიას ჯერჯერობით არ მიუღია სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი და გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლოს არგუმენტაციის გაცნობის შემდეგ მიიღებენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. სასამართლომ არ გაუუქმა რეგისტრაცია მოძრაობა ”თავისუფლების” მაჟორიტარ კანდიდატს, რომლის რეგისტრაციიდან მოხსნას საია ითხოვდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ სასამართლოს დეპუტატობის კანდიდატისათვის რეგისტრაცია უნდა გაეუქმებინა, კანდიდატის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული ძალადობრივი მოწოდებების გამო. სოციალურ ქსელ ფეისბუქში ”თავისუფლების” მაჟორიტარი კანდიდატის ლადო სადღობელაშვილის გვერდზე ამჟამად წერია, რომ ”საქართველოში გაიმარჯვა რწმენამ. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას სარჩელი”. ,,დადგა დრო ფაშისტური და ნაცისტური სულისკვეთების გამოვლენისა... ქართველი კაცის მენტალობაში არ ზის გეიპარადებიიიი” ,,ყველა გეი დაისჯება ... პირობას ვიძლევი” ,,გეების სისხლი უნდა დაიღვაროს ...” სადღობელაშვილის გვერდზე კანდიდატის მიერ გაკეთებული ამ განცხადებების გამო საიამ სასამართლოს მიმართა, ძალადაკარგულად ეცნოთ ცესკოს გადაწყვეტილება სადღობელაშვილის მაჟორიტარ კანდიდატად დარეგისტრირების შესახებ. სადღობელაშვილის გვერდზე ამჟამად ვერ იპოვით 8 მაისს გაკეთებულ პირველ განცხადებას, რომ ”ფაშიზმის და ნაცისტური სულისკვეთების გამოვლენის დრო დადგა”, თუმცა გვერდზე ამავე დღის ჩანაწერებში კვლავ არის ძალადობისკენ მოწოდებები. საია ირწმუნება, რომ მათ აქვთ მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს წარუდგინეს, სადაც დეპუტატობის კანდიდატი ნაციზმის და ძალადობის პროპაგანდას ეწევა. ”აღნიშნული ჩანაწერები წარმოადგენს ძალადობის პროპაგანდას, რაც აკრძალულია საარჩევნო კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რომლითაც: ,,საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ეროვნული შუღლისა და მტრობის, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების მოწოდებას” - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელში. ”ფეისბუქში თუ ნებისმიერ საჯარო სივრცეში ფაშიზმსთან და ნაციზმთან, ასევე, ”გეების დასჯასთან” დაკავშირებით დაპირებების მიცემა ძალადობის პროპაგანდაა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მხრიდან” - აცხადებს თამარ კორძაია, საიას იურისტი, რომელიც სასამართლოზე ორგანიზაციის ინტერესებს იცავდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს სასამართლოში სარჩელი სოციალურ ქსელზე გაკეთებული განცხადებების გამო შევიდა. ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცოციაცია მიიჩნევს, რომ მაჟორიტარი კანდიდატის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გაკეთებული განცხადებები საჯარო სივრცეშია გაკეთებული. უფრო მეტიც, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის თანახმად, მედიად მოიაზრება ინტერნეტიც. შესაბამისად, კანდიდატის მიერ ასეთ სივრცეში გაკეთებული განცხადება საჯარო ინტერესის სფეროა. სარჩელში სწორედ ფეისბუქზე გაკეთებული აგრესიული და ძალადობრივი განცხადებების გავრცელების გამო მოთხოვნილ იქნა მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის ლადო სადღობელაშვილის, როგორც კანდიოდატის რეგისტრაციის შესახებ, განკარგულების ძალადაკარგულად ცნობა, რადგან საარჩევნო კოდექსის 75 -ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, იკრძალება საარჩევნო პროგრამაში ნებისმიერი ძალადობრივი მოწოდება” - განმარტავს კორძაია. მისივე თქმით, ეს არის ” საზოგადოებისათვის მომავალი საქმიანობის და მიზნების მოწოდება. შესაბამისად, საარჩევნო კოდექსის 77 პრიმა მუხლის მე-11 პუნქტის გ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებულ პირს შეუძლია იდავოს სასამართლოში საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრირებული სუბიექტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის და კანონდებლობის მოთხოვნებს. შესაბამისად, დარღვეულ იქნა საარჩევნო კოდექსის მე-2 პუნქტის მოთხოვნა”. დეპუტატობის კანდიდატის გვერდი ფეისფუქზე კი ღიაა ყველასათვის (მომხმარებლებთან დამეგობრების გარეშეც შეუძლია ყველას მის კედელზე გაკეთებული განცხადებების წაკითხვა) და დღესაც შეუძლიათ წაიკითხონ უცენზურო გამონათქვამები და ძალადობისკენ მოწოდებები, რომელთა ტირაჟირებას ნეტგაზეთი მხოლოდ ერთი მიზეზით ახდენს– მომხმარებელი დეპუტატობის კანდიდატია: Lado Sadgobelashvili გეი პარადები გაუმართეთ დედათქვენებს– თქვენი სოროსელი დედა ##################... ჩასაქოლი ხართ ყველანი; Lado Sadgobelashvili ცეცხლითა და ხმლით გავუსწორდეთ სოროსელებს... Lado Sadgobelashvili გეების სისხლი უნდა დაიღვაროს... Lado Sadgobelashvili ყველა გეი დაისჯება... პირობას ვიძლევი Lado Sadgobelashvili ცეცხლითა და მახვილით უნდა ამოვწვათ თავისუფლების ინსტიტუტი და სოროსელები წმინდა ქართული მიწიდან... Lado Sadgobelashvili საქართველო ჰომოსექსუალების გარეშე!!!!!! Lado Sadgobelashvili ამათი ულტრა ლიბერალი დედა ##################!!! თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 მაისს არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა და ცესკოს განკარგულება ლადო სადღობელის მაჟორიტარ კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ ძალაში დატოვა. საიას ჯერჯერობით არ მიუღია სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი და გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლოს არგუმენტაციის გაცნობის შემდეგ მიიღებენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლებში არგოხში, ქისტაურსა და მაღრაანში მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს ფულად დახმარებებს ურიგებენ. დახმარების გაცემის დროს სოფლებში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც იმყოფებიან, რომლებიც მოსახლეობას სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, გამგეობა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, რომლებიც სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამაში არ მონაწილეობენ, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას ყოველთვის გასცემდა. „რატომ გაიცემა ბევრ ოჯახზე დახმარება ახლა? ბევრმა განმცხადებელმა მოგვმართა და რადგან ბიუჯეტში ამის საშუალება გვაქვს, ჩვენც ვეხმარებით გაჭირვებულ მოქალქეებს“, - აღნიშნა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი View the full article
  6. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/post-29-1175087773.jpgმანანა არჩვაძე-გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენლებს მერაბ კოსტავას საფლავზე მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს. “ქრისტიან-დემოკრატები” მთაწმინდაზე ეროვნულ ტანსაცმელში, ყვავილებით ხელში ავიდნენ. მათ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ილია ჭავჭავაძის საფლავები ყვავილებით შემაკეს, თუმცა მერაბ კოსტავას საფლავთან მისვლის შესაძლებლობა მანანა არჩვაძე გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა არ მისცეს. როგორც “ქრისტიან-დემოკრატების” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თამთა დემურიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ინციდენტი ერის ღალატია. მისივე თქმით, ეს არის იმ ადამიანების ღალატი და ხსოვნის შელახვა, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. “არ შეიძლება, პირადი მიზნებისთვის პანთეონში ასეთი დაპირისპირება. ეს ერის ღალატია. ყველა ჩვენგანის ვალია, რომ 26 მაისს ქაქუცას, ილიას და კოსტვას საფლავებზე მივიდეთ. საფლავზე მისვლა ყველა ქართველს უნდა შეეძლოს”, – განაცხადა თამთა დემურიშვილმა. ზაზა გაბუნიას განცხადებით კი, ეს დღე არ არის რომელიმე კონკრეტული ჯგუფის დღე, ეს მთელი ერის დღეა და ერს უნდა შეეძლოს სამშობლოსთვის მოღვაწე პირების საფლავებთან თავისუფლად მისვლა. IPN Sharevar button = document.getElementById('facebook_share_link_8937') || document.getElementById('facebook_share_icon_8937') || document.getElementById('facebook_share_both_8937') || document.getElementById('facebook_share_button_8937');if (button) { button.onclick = function(e) { var url = this.href.replace(/share.php/, 'sharer.php'); window.open(url,'sharer','toolbar=0,status=0,width=626,height=436'); return false; } if (button.id === 'facebook_share_button_8937') { button.onmouseover = function(){ this.style.color='#fff'; this.style.borderColor = '#295582'; this.style.backgroundColor = '#3b5998'; } button.onmouseout = function(){ this.style.color = '#3b5998'; this.style.borderColor = '#d8dfea'; this.style.backgroundColor = '#fff'; } }} View the full article
  7. ბრიტანელმა ლიბერალ-დემოკრატებმა კიდევ სამი მანდატი აიღეს ადგილობრივ არჩევნებში. მათ ლეიბორისტები დაამარცხეს და ექვსი პროცენტით გაზარდეს შედეგი. ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტმა როს სკოტმა განაცხადა: „ეს ფანტასტიკური შედეგია და იგი თავდადებულმა შრომამ განაპირობა.[/font] ლეიბორისტები აცხადებდნენ, რომ მხარდამჭერებს გული აუცრუვდათ ჩვენზე, რაც კოალიციური მთავრობა შევქმენით. მილიბენდის (საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი) ტერიტორიაზე მიღებული შედეგი აჩვენებს, რომ ეს განცხადება მხოლოდ ქედმაღლური სისულელეა“. ცნობა: [/font]ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატიული და საქართველოს რესპუბლიკური პარტია ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრები არიან. View the full article
  8. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/arlumi-150x150.jpgწუთიერი დუმილი, მარიამ კახელიშვილის მიერ შესრულებული ჰიმნი და ორდენებით დაჯილდოვება – ეს 26 მაისის ღონისძიების ნაწილია. აღლუმის მონაწილეებს ქვეყნის მთავარსარდალმა მიმართა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/aglumi1.jpg itvს ლინკი
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/zatullin-150x150.jpg აზერბაიჯანი უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ, თავის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავს. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ელხამ პოლუხოვმა განაცხადა. მისი თქმით, შავ სიაში დუმის ხუთი დეპუტატია შესული. მათ შორის, დუმის დსთ-ს საქმეთა კომიეტის თავმჯდომარე კონსტანტინ ზატულინი. შავ სიაში ასევე არგენტინის და სლოვაკეთის პარლამენტის წევრები და მთელი რიგი ქვეყნებიდან დამკვირვებლები აღმოჩნდნენ. “შავი სიის შედგენა გრძელდება,” – განაცხადა პოლუხოვმა. თუ როდის შევა აკრძალვა ძალაში ჯერჯერობით უცნობია. რუსი დეპუტატების რეაქცია ოფიციალური ბაქოს აკრძალვაზე ჯერჯერობით უცნობია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ადრეი ნესტერენკომ დაადასტურა, რომ რუსეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არ აღიარებს დაAაზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას სცნობს. მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს 90-იანი წლების დასაწყისში გამოეყო. აზერბაიჯანულმა ჯარებმა მეამბოხე რეგიონზე კონტორლის აღება სცადეს თუმცა დამრცხდნენ. ე.წ მთლიანი ყარაბაღის რესპუბლიკას აღიარება არ მოუპოვვებია. რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს აზერბაიჯანი უკანონოდ მიიჩნევს. იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-misha128-150x150.jpg გმირთა მოედანზე ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მთლიანობისთვის დაღუპულთა სახელობის მემორიალი “გმირთა მონუმენტი” საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად გახსნა. გახსნის ცერემონიას სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და თბილისის მერიის წარმომადგენელები დაესწრნენ. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, 26 მაისი ოცნებების ასრულების დღეა. “საქართველოში ამ დრომდე არ იყო არცერთი ღირსეული მონუმენტი ჩვენი ჯარისკაცების, მემორიალი 1921 წელს დაღუპული იუნკერების, 1924 წლის აჯანყების მეთაურების, 1992 – 1993 წლებში აფხაზეთში და 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულ მეომართა ხსოვნას ეძღვნება. ამ ბიჭებმა, რომლის სახელებიც ამ მონუმენტზეა ამოტვიფრული, დიდხანს იბრძოლეს საქართველოს ერთიანობისთვის, ისინი მარად დარჩებიან ჩვენს ისტორიაში. 2008 წელს ვლადიმერ პუტინს გეგმა რომ შეესრულებინა, ჩვენ ავღნიშნავდით არა 26 მაისს, არამედ 25 თებერვალს. მე კარგად მახსოვს 2008 წელი და ქართველი ბიჭების სახეები, ცხინვალის მისადგომებთან, გორში, ამიტომ მაცვია დღეს მე ჯარისკაცის ფორმა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვატაროთ ეს ფორმა და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა მტრისგან. ამ მონუმენტზე ქართველების გარდა სომხების, აზერბაიჯანელების, ებრალების გვარებიც არის ამოტვიფრული, ისინი ყველანი ქართველები არიან, სომეხი, რომელმაც სისხლით დაიცვა საქართველო ის ორმაგად ქართველია. საქართველოს ის ქვეყანაა, რომლის გამოც ღირს სიკვდილი. ნურასდროს დაგვავიწყდება ჩვენი გმირები და საქართველო წინ გამარჯვებისკენ”, – განაცხადა საააკაშვილმა. პრეზიდენტმა მემორიალის ძირში დაღუპულთა უკვდავსაყოფად სპეციალური კაფსულა მოათავსა, რომელშიც Gგმირთა აღმნიშვნელი წარწერები იყო მოთავსებული. აღსანიშნავია, რომ 51 მეტრის სიმაღლის “გმირთა მონუმენტი” ლითონის კონსტრუქციისა და მეტაკრილატის პრიზმებისაგნ შემდგარი ესპანელი დიზაინერის ალბერტო დომინგო კაბოს მიერაა დაპროექტებული. რაც შეეხება, იმას თუ რა თანხა დაიხარჯა მემორიალის მშენებლობისთვის თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მემორიალი ვარაზისხევ – თამარაშვილის დამაკავშირებულ ჩქაროსნულ მაგისტრალისთვის გამოყოფილი 800 მლნ ლარის ფარგლებში დაფინანსდა. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili13-150x150.jpg საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რიყეზე “ყვავილების საათი” გახსნა. პრეზიდენტმა რიყის განვითარების გეგმაზეც ისაუბრა. “რიყეზე ცოტა ხნის უამრავი რესტორანი და უამრავი მანქანა იყო, რაც ამახინჯებდა მას. ახლა კი, აქ არამხოლოდ კავკასიაში, არამედ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი გაშენდება”, – განაცხადა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რიყეზე კულტურული ცენტრის შექმნა იგეგმება, სადაც საკონცერტო ან საგამოფენო დარბაზი განთავსდება. ასევე ნარიყალას მიმართულებით საბაგირო მშენებლობა დაიწყება. ყვავილების საათი ჰოლანდიელი დიზაინერის მარტინ ველტკამპის დიზაინით არის შექმნილი. საათი აწყობილია შვეიცარული მექანიზნით. იგი დღეში 4-ჯერ უკავშირდება სატელიტს. საათი, სიმბოლურად, ევროკავშირისა და საქარველოს დროშების ფერის ყვავილებით არის გაწყობილი. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/blog2-150x150.jpg “ეროვნული საბჭოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი მოსიაშვილი თელავში რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდებს შეხვდა. რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, “ეროვნული საბჭოს” წარმომადგენელი მათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო. დეპუტატობის კანდიდატი ახალგაზრდებს დაპირდა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში თელავს ისტორიული სტატუსი დაუბრუნდება. “თელავი ითვლება ერთ-ერთ კულტურულ ცენტრად საქართველოში. ნაციონალური მოძრაობის მიერ გაყიდული კულტურის სახლი და ძველი თეატრი, რომელიც ადეიშვილის კლანმა ჩაიგდო ხელში, აუცილებლად დავუბრუნებ თელაველ ახალგაზრდებს“,- განუცხადა რადიო „ჰერეთს“ გიორგი მოსიაშვილმა. დღესვე, “ეროვნული საბჭოს“ კანდიდატი თელაველ პენსიონერებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. მოსიაშვილმა პენსიონერებს დაპირდა, ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ყველა პენსიონერი თანაბარ პირობებში ჩადგება და მიეცემა ის პრივილეგიები, რომლებითაც თბილისელი პენსიონერები სარგებლობენ. იხილეთ epn.ge
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_4102-copy6-150x150.jpg “სახალხო დემოკრატების” მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი ვაკის პარკში შეკრებილ ვეტერანებს შეხვდა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მან ხელისუფლების და მედიის დამოკიდებულება ვეტერანების მიმართ გააკრიტიკა. “დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა არაადეკვატურია”, – განაცხადა ნიკა ივანიშვილმა. მისი განცხადებით, ეს ადამიანები საზოგადოებისა და ხელისუფლების მიმართ დაფასებულნი უნდა იყვნენ. იხილეთ epn.ge
  14. სამტრედიაში მაშველები მდინარე რიონში 50 წლის ტარიელ გოგუაძეს ეძებენ. როგორც „მედიანიუსს“ სამტრედიის გამგებლის მოადგილემ მამუკა ბიბილეიშვილმა განუცხადა,… ლინკი მედიანიუსზე
  15. ფესტივალის მესამე დღის წარმოდგენებს მიმოიხილავენ თეატრის კრიტიკოსები: ნიკა წულუკიძე,თამარ მუქერია, თაკო კიკნაველიძე და სოფოკილასონია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  16. სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურში მცხოვრებმა 70 წლის სულიკო ხუჭუამ სიცოცხლე ორი კვირის წინ თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც… ლინკი მედიანიუსზე
  17. http://i056.radikal.ru/1005/d6/77b403df0a50.jpg “ასტონ ვილას” ცენტრალური მცველი, კურტის დევისია. მის შესაძენად რაფაელ ბენიტესი მზადაა 5 მილიონი გადაიხადოს. 25 წლის მცველს წელს ტრავმები ხშირად ჰქონდა, რის გამოც იშვიათად უწევდა თამაში. თავად ფეხბურთელს სურს კლუბის გამოცვლა. დევისმა წელს მხოლოდ ორჯერ ითამაშა, ისიც ევროპის ლიგაზე. ფიფას ახალი წესების თანახმად, დევისი შესაძლოა “ლივერპულში” ვერ გადავიდეს. ინფორმაციის წყარო:Thesun.Co.Uk View the full article
  18. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg კურტ ვოლკერი ზაფხული გვიახლოვდება და თითქოს ჯერ ადრეა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის პოლიტიკაზე ფიქრი, მაგრამ მომავალი ზამთრის ოლიმპიური თამაშები სოჭში, რუსეთში, აფხაზეთიდან სულ რამდენიმე მილში უნდა ჩატარდეს. ეს ის ტერიტორიაა, რომელიც რუსეთმა საქართველოს სამხედრო ძალით 2008 წელს წაართვა. მარტივად რომ ვთქვათ, რთული სიტუაცია იქმნება. მზადება რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს ცოტანი ვარაუდობენ, რომ შეერთებული შტატები და ევროპა სოჭის თამაშებს ბოიკოტს გამოუცხადებენ ისე, როგორც მოსკოვს გამოუცხადეს 1980 წელს, მაგრამ 2014 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობა, თუ არსებულ გარემოებებს გავითვალისწინებთ, იმას გულისხმობს, რომ ყველანი თანამონაწილეები ვხდებით და ვამყარებთ რუსეთის მიერ დანერგილ პრაქტიკას – ევროპის საზღვრების შეცვლას ძალის მეშვეობით, მაშინაც კი თუ ამ ცვლილებებს პრინციპულად უარვყოფთ. წარმოვიდგინოთ გარემოების პრაქტიკული ასპექტები. აფხაზეთი მსოფლიოს ყველა ქვეყნის, გარდა რუსეთის, ვენესუელის, ნიკარაგუას და ნაურუს აზრით, სუვერენული საქართველოს ნაწილია. უკვე დღეს ოლიმპიური კომპლექსის მშენებლები აფხაზეთში არიან დაბინავებულები. 2014 წლისთვის იქ ტურისტებს დააბინავებენ, ისინი ისე გადალახავენ საზღვარს რუსეთსა და აფხაზეთს შორის, რომ საქართველოს სუვერენიტეტზე მინიშნებაც აღარ იქნება. თვალში საცემი გახდება აფხაზეთის „სახელმწიფოებრიობის“ სიმბოლოები – დროშები, სამოგზაურო დოკუმენტაცია და აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის „პრეზიდენტები“ ოლიმპიური თამაშების ღონისძიებებს აშშ-სა და ევროპის ლიდერებთან ერთად დაესწრებიან. იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ არასასიამოვნო არჩევანი ბოიკოტსა და თანამონაწილეობას შორის, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ მესამე გზის მოძიება უნდა მოახერხონ: სოჭის ოლიმპიადა იმ გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების კატალიზატორად უნდა იქცეს, რომლითაც კავკასიამ 21-ე საუკუნეში შეაბიჯა. რუსეთი დაინტერესებულია სოჭის ოლიმპიადის წარმატებაში, ამ ინტერესს ჩვენც ვიზიარებთ. სწორედ ეს უნდა იქცეს ძლიერ სტიმულად იმისა, რომ ისტორიას ჩაბარდეს მოსკოვის ნულოვანი თამაშები, რომელიც ასეთ მიდგომაზეა დაფუძნებული – გაყავი და იბატონე კავკასიაში. ეს იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი რეგიონის ქვეყნებისა და ხალხებისთვის, მოსკოვისთვის, სპორტსმენებისა და ოლიმპიური თამაშებისთვისაც. ამის მისაღწევად ოთხი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო: პირველი – ჩვენ ცხადი უნდა გავხადოთ, რომ დღევანდელ ევროპაში საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით აღიარებული არ იქნება. დიპლომატიური ნაბიჯები ახლავე უნდა გადაიდგას, რათა შემოდგომაზე ნატო-სა და აშშ-ევროპის სამიტებზე ჩვენ შევთანხმდეთ და აფხაზეთისა და საქართველოს მეორე სეპარატისტული რესპუბლიკის სამხრეთ-ოსეთის არ ცნობის პოლიტიკა ოფიციალურად დავადასტუროთ. მიუხედავად იმისა, რომ დეტალები დასაზუსტებელი იქნება, ამგვარი პოლიტიკა უნდა გულისხმობდეს: სახელმწიფოებრიობისა და ამ ორი ტერიტორიის მიერ გაცემული სამოგზაურო დოკუმენტების არ ცნობას; ოფიციალური ვიზიტების დაუშვებლობას ამ ტერიტორიებზე, თუ ისინი საქართველოდან არ განხორციელდება; ამ ტერიტორიებზე არსებულ ბიზნეს-წარმონაქმნებთან ვაჭრობისა და ინვესტირების დაუშვებლობას; სეპარატისტული ტერიტორიების ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაუცემლობას გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირობებს აშშ და ევროკავშირი დააწესებენ, მაგრამ ისიც ცხადად უნდა ითქვას, რომ დასავლეთი მზადაა სწრაფად სთქვას უარი ამ პოლიტიკაზე, თუ განხორციელდება შეთანხმება საქართველოსთან, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება გაუწევს ზედამხედველობას. მეორე - არაღიარების პოლიტიკის პარალელურად, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ახალი ბიძგი უნდა მისცენ ჟენევის პროცესს – მოლაპარაკებებს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთს შორის. პირველი მოლაპარაკებები ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ 2008 წელს შედგა, მაგრამ ახლა მოლაპარაკებები შეჩერდა. შეერთებულმა შტატებმა გადატვირთვაზე 2009 წლის დასაწყისშივე მიანიშნა, დროა რუსეთმაც დაიწყოს გადატვირთვა. მესამე – უნდა განახლდეს ძალისხმევა რეგიონის კიდევ ერთი დიდი კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით – ეს მთიანი- ყარაბახია, რომელზეც სომხეთი და აზერბაიჯანი დაობენ. ეს ის საკითხია, რომელზეც უკვე წლებია შეერთებული შტატები და ევროპა ერთად მუშაობენ და პრობლემის მოწესრიგების კონტურები კარგა ხანია გამოიკვეთა. სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მოწესრიგება რეგიონში სტიმულს მისცემდა ტურიზმს, ვაჭრობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას. მოწვეულ უნდა იქნას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის მინსკის ჯგუფის მინისტერიალი, რომელსაც სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარუძღვებიან, რათა კონფლიქტის მოწესრიგების პროცესზე განახლდეს ზეწოლა. მეოთხე – ეუთო-მ, ევროპის კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა მეტი რესურსი უნდა ჩადონ დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისთვის, მხარი უნდა დაუჭირონ არასამთავრობო ორგანიზაციებს, კონფლიქტური ზონების მონიტორინგს, ებრძოლონ კორუფციას, განამტკიცონ ტურიზმი და მოიზიდიონ ინვესტიციები მთელს კავკასიაში. შემდეგ არჩევნებს საქართველოში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო ძლიერი თუმცა მაინც მყიფეა, ძალიან დიდი ყურადღებით უნდა დააკვირდნენ, რათა ის შეძლებისდაგვარად სუფთად ჩატარდეს. სომხეთსა და აზერბაიჯანში ჭეშმარიტი დემოკრატიზაციის მოთხოვნები უნდა გავაძლიეროთ. ვაშინგტონმა უნდა გაზარდოს თავისუფლების მხარდამჭერი აქტის დაფინანსება და ითანამშრომლოს ევროკავშირის ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივასთან. ჯანსაღი პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესი გააძლიერებს კონფლიქტების გადაწყვეტის სტიმულს და სეპარატისტულ ტერიტორიებს უფრო მჭიდრო ინტეგრაციის სურვილს გაუჩენს. თუ შეერთებული შტატები და ევროპა არაფერს გააკეთებენ, 2014 წელს მართლაც არასასიამოვნო სიტუაციას წავაწყდებით, მაგრამ თუ აქტიურობას ახლავე დავიწყებთ, ჩვენ მოვიპოვებთ პოზიციას, რომელსაც საფუძველად დემოკრატიული ფასეულობები უდევს და სოჭის ოლიმპიადამდე კარგა ხნით ადრე გრძელვადიანი გადაწყვეტის პერსპექტივას შევიქმნით. ორიგინალი ორიგინალი
  19. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg კურტ ვოლკერი ზაფხული გვიახლოვდება და თითქოს ჯერ ადრეა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის პოლიტიკაზე ფიქრი, მაგრამ მომავალი ზამთრის ოლიმპიური თამაშები სოჭში, რუსეთში, აფხაზეთიდან სულ რამდენიმე მილში უნდა ჩატარდეს. ეს ის ტერიტორიაა, რომელიც რუსეთმა საქართველოს სამხედრო ძალით 2008 წელს წაართვა. მარტივად რომ ვთქვათ, რთული სიტუაცია იქმნება. მზადება რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს ცოტანი ვარაუდობენ, რომ შეერთებული შტატები და ევროპა სოჭის თამაშებს ბოიკოტს გამოუცხადებენ ისე, როგორც მოსკოვს გამოუცხადეს 1980 წელს, მაგრამ 2014 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობა, თუ არსებულ გარემოებებს გავითვალისწინებთ, იმას გულისხმობს, რომ ყველანი თანამონაწილეები ვხდებით და ვამყარებთ რუსეთის მიერ დანერგილ პრაქტიკას – ევროპის საზღვრების შეცვლას ძალის მეშვეობით, მაშინაც კი თუ ამ ცვლილებებს პრინციპულად უარვყოფთ. წარმოვიდგინოთ გარემოების პრაქტიკული ასპექტები. აფხაზეთი მსოფლიოს ყველა ქვეყნის, გარდა რუსეთის, ვენესუელის, ნიკარაგუას და ნაურუს აზრით, სუვერენული საქართველოს ნაწილია. უკვე დღეს ოლიმპიური კომპლექსის მშენებლები აფხაზეთში არიან დაბინავებულები. 2014 წლისთვის იქ ტურისტებს დააბინავებენ, ისინი ისე გადალახავენ საზღვარს რუსეთსა და აფხაზეთს შორის, რომ საქართველოს სუვერენიტეტზე მინიშნებაც აღარ იქნება. თვალში საცემი გახდება აფხაზეთის „სახელმწიფოებრიობის“ სიმბოლოები – დროშები, სამოგზაურო დოკუმენტაცია და აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის „პრეზიდენტები“ ოლიმპიური თამაშების ღონისძიებებს აშშ-სა და ევროპის ლიდერებთან ერთად დაესწრებიან. იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ არასასიამოვნო არჩევანი ბოიკოტსა და თანამონაწილეობას შორის, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ მესამე გზის მოძიება უნდა მოახერხონ: სოჭის ოლიმპიადა იმ გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების კატალიზატორად უნდა იქცეს, რომლითაც კავკასიამ 21-ე საუკუნეში შეაბიჯა. რუსეთი დაინტერესებულია სოჭის ოლიმპიადის წარმატებაში, ამ ინტერესს ჩვენც ვიზიარებთ. სწორედ ეს უნდა იქცეს ძლიერ სტიმულად იმისა, რომ ისტორიას ჩაბარდეს მოსკოვის ნულოვანი თამაშები, რომელიც ასეთ მიდგომაზეა დაფუძნებული – გაყავი და იბატონე კავკასიაში. ეს იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი რეგიონის ქვეყნებისა და ხალხებისთვის, მოსკოვისთვის, სპორტსმენებისა და ოლიმპიური თამაშებისთვისაც. ამის მისაღწევად ოთხი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო: პირველი – ჩვენ ცხადი უნდა გავხადოთ, რომ დღევანდელ ევროპაში საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით აღიარებული არ იქნება. დიპლომატიური ნაბიჯები ახლავე უნდა გადაიდგას, რათა შემოდგომაზე ნატო-სა და აშშ-ევროპის სამიტებზე ჩვენ შევთანხმდეთ და აფხაზეთისა და საქართველოს მეორე სეპარატისტული რესპუბლიკის სამხრეთ-ოსეთის არ ცნობის პოლიტიკა ოფიციალურად დავადასტუროთ. მიუხედავად იმისა, რომ დეტალები დასაზუსტებელი იქნება, ამგვარი პოლიტიკა უნდა გულისხმობდეს: სახელმწიფოებრიობისა და ამ ორი ტერიტორიის მიერ გაცემული სამოგზაურო დოკუმენტების არ ცნობას; ოფიციალური ვიზიტების დაუშვებლობას ამ ტერიტორიებზე, თუ ისინი საქართველოდან არ განხორციელდება; ამ ტერიტორიებზე არსებულ ბიზნეს-წარმონაქმნებთან ვაჭრობისა და ინვესტირების დაუშვებლობას; სეპარატისტული ტერიტორიების ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაუცემლობას გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირობებს აშშ და ევროკავშირი დააწესებენ, მაგრამ ისიც ცხადად უნდა ითქვას, რომ დასავლეთი მზადაა სწრაფად სთქვას უარი ამ პოლიტიკაზე, თუ განხორციელდება შეთანხმება საქართველოსთან, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება გაუწევს ზედამხედველობას. მეორე - არაღიარების პოლიტიკის პარალელურად, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ახალი ბიძგი უნდა მისცენ ჟენევის პროცესს – მოლაპარაკებებს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთს შორის. პირველი მოლაპარაკებები ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ 2008 წელს შედგა, მაგრამ ახლა მოლაპარაკებები შეჩერდა. შეერთებულმა შტატებმა გადატვირთვაზე 2009 წლის დასაწყისშივე მიანიშნა, დროა რუსეთმაც დაიწყოს გადატვირთვა. მესამე – უნდა განახლდეს ძალისხმევა რეგიონის კიდევ ერთი დიდი კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით – ეს მთიანი- ყარაბახია, რომელზეც სომხეთი და აზერბაიჯანი დაობენ. ეს ის საკითხია, რომელზეც უკვე წლებია შეერთებული შტატები და ევროპა ერთად მუშაობენ და პრობლემის მოწესრიგების კონტურები კარგა ხანია გამოიკვეთა. სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მოწესრიგება რეგიონში სტიმულს მისცემდა ტურიზმს, ვაჭრობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას. მოწვეულ უნდა იქნას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის მინსკის ჯგუფის მინისტერიალი, რომელსაც სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარუძღვებიან, რათა კონფლიქტის მოწესრიგების პროცესზე განახლდეს ზეწოლა. მეოთხე – ეუთო-მ, ევროპის კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა მეტი რესურსი უნდა ჩადონ დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისთვის, მხარი უნდა დაუჭირონ არასამთავრობო ორგანიზაციებს, კონფლიქტური ზონების მონიტორინგს, ებრძოლონ კორუფციას, განამტკიცონ ტურიზმი და მოიზიდიონ ინვესტიციები მთელს კავკასიაში. შემდეგ არჩევნებს საქართველოში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო ძლიერი თუმცა მაინც მყიფეა, ძალიან დიდი ყურადღებით უნდა დააკვირდნენ, რათა ის შეძლებისდაგვარად სუფთად ჩატარდეს. სომხეთსა და აზერბაიჯანში ჭეშმარიტი დემოკრატიზაციის მოთხოვნები უნდა გავაძლიეროთ. ვაშინგტონმა უნდა გაზარდოს თავისუფლების მხარდამჭერი აქტის დაფინანსება და ითანამშრომლოს ევროკავშირის ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივასთან. ჯანსაღი პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესი გააძლიერებს კონფლიქტების გადაწყვეტის სტიმულს და სეპარატისტულ ტერიტორიებს უფრო მჭიდრო ინტეგრაციის სურვილს გაუჩენს. თუ შეერთებული შტატები და ევროპა არაფერს გააკეთებენ, 2014 წელს მართლაც არასასიამოვნო სიტუაციას წავაწყდებით, მაგრამ თუ აქტიურობას ახლავე დავიწყებთ, ჩვენ მოვიპოვებთ პოზიციას, რომელსაც საფუძველად დემოკრატიული ფასეულობები უდევს და სოჭის ოლიმპიადამდე კარგა ხნით ადრე გრძელვადიანი გადაწყვეტის პერსპექტივას შევიქმნით. ორიგინალი ორიგინალი
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/saganelidze-1502-150x150.jpg ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით საგანელიძემ “ექსპრესნიუსთან” საუბრისას დაგმო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის გახსნის დროს როლანდ ახალაიას “ბრწყინვალების საპრეზიდენტო” ორდენით დაჯილდოვება. დავით საგანელიძის თქმით, სირცხვილია ნანი ბრეგვაძისა და ჯემალ ჭკუასელის გვერდით როლანდ ახალაია იდგეს. “საყურადღებოა, რომ დაჯილდოვებაზე მისვლაზე პაატა ბურჭულაძემ უარი განაცხადა”, – აღნიშნა დავით საგანელიძემ. მიხეილ სააკაშვილმა როლანდ ახალაია 70_იანი წლების შემდეგ კორუფციასთან, უკანონობასთან და მაფიასთან ხმალამოღებული თავდადებული ბრძოლისათვის დააჯილდოვა. როლანდ ახალაია თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას მამაა. იხილეთ epn.ge
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/kaxa-150x150.jpg კონსერვატიული პარტიის ვაკის რაიონის მაჟორიტარიბის კანდიდატმა კახა კუკავამ საკუთარი კანდიდატურა გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარე დავით საგანელიძის სასარგებლოდ მოხსნა. “ ალიანსი საქართველოსთვის” და “საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ” შიდაპარტიული გამოკითხვის შედეგები გააცნეს საზოგადოებას. “ვაკის მაჟორიტარებმა ჩავატარეთ წინასაარჩევნო გამოკვლევა. რადგანაც საგანელიძემ მეტი ხმა დააგროვა, მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას მის სასარგებლოდ, რათა გაერთიანებული ძალებით დავუპირისპირდეთ ნაციონალურ მოძრაობას”, – განაცხადა კახა კუკავამ. დავით საგანელიძის განცხადებით, ის მზადაა ნებისმიერი ოპოზიციონერის მხარდასაჭერად მოხსნას თავისი კანდიდატურა, თუ მას გამარჯვების საგანელიძეზე მეტი შანსი ექნება. დავით საგანელიძემ ასევე მზადყოფნა დააფიქსირა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დებატების გამართვაზე. იხილეთ epn.ge
  22. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/kukava-saganelidze-150x150.jpgკახა კუკავამ ვაკის რაიონში „ალიანსის“ სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა. ერთობლივი გადაწყვეტილება პოლიტიკურმა ძალებმა ვაკეში 2500 ოჯახის გამოკითხვის შემდეგ მიიღეს. დავით საგანელიძე სხვა ოპოზიციურ კანდიდატებს ერთობლივი მოქმედებისკენ მოუწოდებს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს სატელევიზო დებატებს სთავაზობს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/kukava-da-saganelidz.jpg itvს ლინკი
  23. გუშინ გორის ტელეკომპანია „თრიალეთის“ პირდაპირ ეთერში გაიმართა დებატები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო „ალიანსი საქართველოსთვის“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა დავით რაზმაძემ. View the full article
  24. ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლებში არგოხში, ქისტაურსა და მაღრაანში მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს ფულად დახმარებებს ურიგებენ. დახმარების… ლინკი მედიანიუსზე
  25. სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი 26 მაისისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმების გამართვაზე აცხადებს, რომ ეს საბჭოთა მენტალიტეტის გადმონაშთია და… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...