Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. თბილისის მერობის კანდიდატები ირაკლი ალასანია, გოგი თოფაძე, გიგი უგულავა და გია ჭანტურია დღეს, 24 მაისს სტუდენტებს შეხვდებიან. შეხვედრის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენრტი“. შეხვედრა პროექტის – „სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით“ – ფარგლებში ტარდება. შეხვედრაზე კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამები იქნება განხილული. მერობის კანდიდატები სტუდენტების შეკითხვებს უპასუხებენ. შეხვედრა 13:00 საათზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ დარბაზ „ბალავარში“ დაიწყება. View the full article
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/kani-oqros-palma1-150x150.jpgკანის 63-ე კინოფესტივალზე გამარჯვებულები დასახელდა. “ოქროს პალმის რტო” ტაილანდელი რეჟისორის აპიჩატპონგა ვირასეტაკუნის ფილმმა “ბიძიკო ბუნმე, რომელსაც ყველა თავისი წარსული ცხოვრება ახსოვს” მოიპოვა. 63-ე კანის ფესტივალის გრან-პრი ფრანგი ქსავიე ბოუვუას სურათმა “ღმერთები და ადამიანები” მიიღო. საუკეთესო რეჟისორი მატიე ამალრიკის ფილმით “ტურნე” გახდა. ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად ჟულიეტ ბინოში დასახელდა. მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ტიტული კი ესპანელმა ხავიერ ბარდემმა და იტალიელმა ელიო ჯერმანომ გაიყეს. ჟიურის თავმჯდომარე ამერიკელი რეჟისორი და კინოში გოთიკური სტილის ერთ-ერთი დამამკვიდრებელი ტიმ ბერტონია. ბარტონთან ერთად ჟიურიში კეით ბეკინსეილი, ბენისიო დელ ტორო და ინდოელი რეჟისორი და მსახიობი შახარ კაპური შედიან. კანის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის თემაზე რეჟისორ რენე ჰარლინის მიერ გადაღებული ფილმის “GEOღGIA” დახურული, არასაკონკურსო ჩვენებაც გაიამრთა. კინოფესტივალზე, ასევე, ქართველი რეჟისორის – ოთარ იოსელიანის ნამუშევარის “შანტრაპას” პრემიერა გაიმართა. სურათი კონკურსში არ მონაწილეობდა. კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალია მსოფლიოში. პირველად 1946 წლის 20 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე ჩატარდა საკურორტო ქალაქ კანში, საფრანგეთის სანაპიროზე. მას შემდეგ ფესტივალი ყოველწლიურად მაისის თვეში ტარდება. იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/nioraze-150x150.jpgმარიის თეატრის პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძე 25 მაისს რუსთაველის თეატრში “შეჰერეზადას” პრემიერაში მთავარ პარტიას შეასრულებს. წარმოდგენაში ირმა ნიორაძეს პარტნიორობას ცნობილი ბალერონი ფარუხ რუზიმატოვი გაუწევს. ირმა ნიორაძე ასევე საბალეტო ხელოვნების ვარსკვლავთა მონაწილეობით გამართულ გალაკონცერტშიც იცეკვებს. “შეჰერეზადას” პრემიერა ფესტივალ “ქართული სულის” ფარგლებში იმართება. ფესტივალი 27 აპრილს დაიწყო და 28 მაისის დასრულდება. ფესტივალის ფარგლებში ქართული ცეკვისა და სიმღერის კონცერტები, ზეპირსიტყვიერების საღამოები და ფერწერის გამოფენები გაიმართა. ფესტივალი “ქართული სული” 2004 წლის გაზაფხულიდან იმართება და იგი ყოველწლიურად, ტრადიციისამებრ ტარდება. იხილეთ epn.ge
  4. 12:00 სთ. – „ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისის პარტიული სიის პირველი ნომერი თინა ხიდაშელი გაზეთ „პრაიმ-ტაიმის“ პრეს-კლუბის სტუმარი იქნება. 12:00 სთ. – „ალიანსის საქართველოსთვის“ ვარკეთილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით კერესელიძე გარემოვაჭრეების პრობლემებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: კალაუბნის #10 12:00 სთ. – სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „ალიანსი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ონოფრიშვილი ალიანსის ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაცია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის – „თემატური დებატების ორგანიზება პოლიტიკური პარტიების განვითარებისა და ადგილობრივი არჩევნების გამჭვირვალეობისთვის“ – ფარგლებში გაიმართება. View the full article
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/me-miyvars-tbiliosi-150x150.jpg პირველი საბავშვო საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი “მე მიყვარს თბილისი” დასრულდა. შვიდკაციანმა ჟიურიმ „რუსთაველის თეატრში“ 12 –დან 16 წლამდე ბავშვების მუსიკალური შესაძლებლობები შეაფასა. ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი ელენე ქაჩლიშვილი გახდა. გრანპრი კი, ფულადი პრემიის სახით, სალომე მოდებაძეს გადაეცა. ჟიურის წევრებს შორის ქართველი კომპოზიტორი, მიშა მდინარაძეც იყო. კონკურსანტები სიმღერებს მხოლოდ და მხოლოდ თბილისზე ასრულებდნენ. კონკურსის იდეა, მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილს ეკუთვნის. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/iavnanaa-150x150.jpg თბილისის სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის ფონდ “იავნანას” საქველმოქმედო აქცია – კონცერტი დღეს, 20:00 საათზე გაიმართება. დღევანდელ აქცია – კონცერტზე სცენა ნიაზ დიასამიძეს, ჯგუფ “მგზავრებს”, “ჯგუფ “ფრანს”, სალომე კორკოტაშვილს, “ნიკოლშოუსა” და სუხიშვილების “ასსა ფართს” დაეთმობა. ბილეთის ფასი 5-დან 20 ლარამდე შეადგენს. ფონდ “იავნანას” კონცერტს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც დაესწრება. უწმიდესი და უნეტარესი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვან ამბავს ამცნობს საზოგადოებას. “იავნანამ” უკვე 54 მრავალშვილიანი ოჯახი დააბინავა. 700-ზე მეტი ბავშვი საკუთარ მშობლებთან დაუბრუნა. “იავნანას’’ ტელემარათონების დროს მთელი საქართველო ერთიანდება სიკეთისა და ქველმოქმედების გარშემო და თითო ლარით, ანუ თითო ზარით ნომერზე 30 – 30, ჩვენს თვალწინ სასიკეთოდ იცვლება ათეულობით ბავშვის ცხოვრება,” – აცხადებენ ფონდ “იავნანაში”. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/picture7-150x150.jpgმთიანი ყარაბაღის ე.წ. არჩევნებში არაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრემიერის არა არათიუნიანის პარტია “თავისუფალი სამშობლო” ლიდერობს. წინასწარი მონაცემებით, მას ხმათა 45.8% ერგო. მეორე ადგილზე “არცახის დემოკრატიული პარტიაა”, რომელსაც ამომრჩეველთა 30.7% ენდობა. მესამე ადგილზეა პარტია “დაშნაქციუტუნი” ხმათა 18.2% პროცენტით. “კომუნისტრუმა პარტიამ” ხმათა 5.34% მიიღო და ჯერჯერობით ექვსპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. სულ დამუშავებულია 66 ათასი ბიულეტენიდან 38 ათასი. ამომრჩეველთა აქტიურობამ 70% შეადგინა. დე ფაქტო არჩევნებს 110 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა, რომლებიც რუსეთს, სომხეთს, აშშ-ს, საფრნგეთსა და გერმანიას წარმოადგენდნენ. მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პარლამენტში 33 დეპუტატი შედის, აქედან 17 წევრი პარტიული სიებით პროპორციული სისტემით ირჩევა, ხოლო 16 – მაჟორიტარები არიან. იხილეთ epn.ge
  8. „ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ნაძალადევის რაიონში მოსახლეობას შეხვდა. rogorc ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსახლეობა ხვლილებევის მოლოდინშია და „ალიანსი“ ამ ცვლილებებს გაამართლებს. თბილისის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას 30 მაისს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ არჩევანის კონფიდენციალურობა დაცული იქნება. „30 მაისს გამარჯვებისათვის ყველა ერთად ვიბრძოლებთ, ხმებს გავაერთიანებთ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას ადგილობრივ დონეზე წერტილს დავუსვამთ“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ნახეთ
  9. „ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ნაძალადევის რაიონში მოსახლეობას შეხვდა. rogorc ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსახლეობა ხვლილებევის მოლოდინშია და „ალიანსი“ ამ ცვლილებებს გაამართლებს. თბილისის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას 30 მაისს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ არჩევანის კონფიდენციალურობა დაცული იქნება. „30 მაისს გამარჯვებისათვის ყველა ერთად ვიბრძოლებთ, ხმებს გავაერთიანებთ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას ადგილობრივ დონეზე წერტილს დავუსვამთ“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ნახეთ
  10. ბედინა - ქალაქელები უსმენენ რეპს სრულად
  11. ფორუმ Planeta.ge-ზე ალინსის ჯანდაცვის პროგრამა განიხილეს. View the full article
  12. „ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისის პარტიული სიის პირველი ნომრის თინათინ ხიდაშელის მხარდამჭერმა ახალგაზრდებმა ვიდეოკლიპი შექმნეს და ალიანსს აჩუქეს. View the full article
  13. „ალიანსი საქართველოსთვის“ საკუთარ ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს 27 მაისს, 18.00 საათზე აბანოთუბანში იწვევს. ეს იქნება ძალიან საინტერესო და გრანდიოზული ღონისძიება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აქამდე ორგანიზებული ღონისძიებებისგან აბსოლუტურად განსხვავებული იქნება. ამ ღონისძიებაზე შეიკრიბება ალიანსის ყველა ლიდერი და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები. View the full article
  14. „ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა“. - იტყობინება „ინტერპრესნიუსი“. View the full article
  15. გაზიარება http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_kr5pt07UI/AAAAAAAADr4/FHW0hQZ8jao/s200/misha.gif19 მაისს აბაშის რაიონის სოფელ განათლებისკარში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეები”-ს ლიდერმა დავით გამყრელიძემ. გლეხებმა, პოლიტიკური მოძრაობის ლიდერს პრობლემები გააცვნეს და დაპირებებიც მოისმინეს. “შეხვედრა მშვიდად ჩატარდა, თუმცა შორიახლოს შეინიშნებოდა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელთა გააქტიურება. ეს არც ბატონ დავითს დარჩენია შეუმჩნეველი” – გვატყობინებს „ღია ბოქლომის“ აბაშის ბიუროს ხელმძღვანელი ქეთი მიქაძე. როგორც „ახალი მემარჯვენეების“ აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გელა თოფურიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მათი მხარდამჭერებზე მუდმივად ზეწოლა მიმდინარეობს. „გამყრელიძეს შეხვდნენ საქსოვის ძველი ბინების მაცხოვრებლებიც. მათ უკვე 6 თვეა არ მიეწოდებათ ელექტროენერგია. თქვენ წარმოიდგინეთ 21-ე საუკუნეში „რკინის უთოთი“ აუთოვებენ ტანსაცმელს. აბაშელებმა პრობლემის მოგვარებაში დახმარება ითხოვეს“. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  16. გაზიარება http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_kr5pt07UI/AAAAAAAADr4/FHW0hQZ8jao/s200/misha.gif19 მაისს აბაშის რაიონის სოფელ განათლებისკარში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეები”-ს ლიდერმა დავით გამყრელიძემ. გლეხებმა, პოლიტიკური მოძრაობის ლიდერს პრობლემები გააცვნეს და დაპირებებიც მოისმინეს. “შეხვედრა მშვიდად ჩატარდა, თუმცა შორიახლოს შეინიშნებოდა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელთა გააქტიურება. ეს არც ბატონ დავითს დარჩენია შეუმჩნეველი” – გვატყობინებს „ღია ბოქლომის“ აბაშის ბიუროს ხელმძღვანელი ქეთი მიქაძე. როგორც „ახალი მემარჯვენეების“ აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გელა თოფურიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მათი მხარდამჭერებზე მუდმივად ზეწოლა მიმდინარეობს. „გამყრელიძეს შეხვდნენ საქსოვის ძველი ბინების მაცხოვრებლებიც. მათ უკვე 6 თვეა არ მიეწოდებათ ელექტროენერგია. თქვენ წარმოიდგინეთ 21-ე საუკუნეში „რკინის უთოთი“ აუთოვებენ ტანსაცმელს. აბაშელებმა პრობლემის მოგვარებაში დახმარება ითხოვეს“. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  17. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/dapataravebuli.png ეს ნაბიჯი ობამას მიერ რესპუბლიკის მხარდაჭერაზე უარს მოჰყვა ობამას ადმინისტრაციამ, როგორც სჩანს შეასუსტა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის საქართველოს მხარდაჭერა, რაც რუსეთმა ალბათ მწვანე შუქად მიიჩნია და ოპოზიციის ცნობილი წევრების მომზადება დაიწყო, რათა მათ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება შეცვალონ, თუ საჭირო გახდა ძალის გამოყენებითაც – იტყობინება Joseph Farah’s G2 Bulletin-ი. ინფორმირებული წყაროები საქართველოდან და აშშ-დან, რომელთაც ანონიმურად დარჩენა მოინდომეს, შეშფოთებულები არიან იმით, რომ შეერთებული შტატები წინ აღარ დაუდგება რუსეთის გაზრდილ კონტროლს მეზობელ საქართველოზე მას შემდეგ, რაც კრემლმა წარმატებას მიაღწია უკრაინაში, სადაც პრო-რუსი პრეზიდენტი აირჩიეს და ყირგიზეთშიც, ცენტრალური აზიის ქვეყანაში პრო-მოსკოვური სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობისას, მოსკოვმა განამტკიცა თავისი გავლენა ცენტრალურ აზიასა და კავკასიის დიდ ნაწილში საქართველოს გარდა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეუპოვრად იყურება დასავლეთისკენ. ამ ძალისხმევამ საქართველოს მთავრობას რუსეთის გავლენაზე უარი ათქმევინა და საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, ანუ ნატო-ში გაწევრიანებას ცდილობს, მაგრამ ნატო-მ უმთავრესად კი გერმანიამ და საფრანგეთმა უღალატეს ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ვალდებულებას საქართველო ნატო-ში მიეღო. ახლა ნატო-ს სხვა წევრებივით, ობამას ადმინისტრაცია არ უწყობს ხელს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, რათა მოსკოვი არ გაანაწყენოს და წყაროების აზრით, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა სააკაშვილის მთავრობის დასამხობად საფუძველს იქმნის. მოსკოვი საქართველოს მთავრობას „ტერორისტულ რეჟიმად“ აცხადებს. ორიგინალი ორიგინალი
  18. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/dapataravebuli.png ეს ნაბიჯი ობამას მიერ რესპუბლიკის მხარდაჭერაზე უარს მოჰყვა ობამას ადმინისტრაციამ, როგორც სჩანს შეასუსტა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის საქართველოს მხარდაჭერა, რაც რუსეთმა ალბათ მწვანე შუქად მიიჩნია და ოპოზიციის ცნობილი წევრების მომზადება დაიწყო, რათა მათ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება შეცვალონ, თუ საჭირო გახდა ძალის გამოყენებითაც – იტყობინება Joseph Farah’s G2 Bulletin-ი. ინფორმირებული წყაროები საქართველოდან და აშშ-დან, რომელთაც ანონიმურად დარჩენა მოინდომეს, შეშფოთებულები არიან იმით, რომ შეერთებული შტატები წინ აღარ დაუდგება რუსეთის გაზრდილ კონტროლს მეზობელ საქართველოზე მას შემდეგ, რაც კრემლმა წარმატებას მიაღწია უკრაინაში, სადაც პრო-რუსი პრეზიდენტი აირჩიეს და ყირგიზეთშიც, ცენტრალური აზიის ქვეყანაში პრო-მოსკოვური სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობისას, მოსკოვმა განამტკიცა თავისი გავლენა ცენტრალურ აზიასა და კავკასიის დიდ ნაწილში საქართველოს გარდა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეუპოვრად იყურება დასავლეთისკენ. ამ ძალისხმევამ საქართველოს მთავრობას რუსეთის გავლენაზე უარი ათქმევინა და საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, ანუ ნატო-ში გაწევრიანებას ცდილობს, მაგრამ ნატო-მ უმთავრესად კი გერმანიამ და საფრანგეთმა უღალატეს ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ვალდებულებას საქართველო ნატო-ში მიეღო. ახლა ნატო-ს სხვა წევრებივით, ობამას ადმინისტრაცია არ უწყობს ხელს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, რათა მოსკოვი არ გაანაწყენოს და წყაროების აზრით, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა სააკაშვილის მთავრობის დასამხობად საფუძველს იქმნის. მოსკოვი საქართველოს მთავრობას „ტერორისტულ რეჟიმად“ აცხადებს. ორიგინალი ორიგინალი
  19. თბილისის სომეხთა წარმომადგენლობითმა კრებამ საარჩევნო ბიულეტენებზე ყველა პოლიტიკური პარტიის გადახაზვის გადაწყვეტილება მიიღო. თბილისის 50 -მდე საქართველოს მოქალაქე ეთნიკური სომეხი სახალხო დამცველის ოფისში შეიკრიბა. შეკრების მიზანი პოლიტიკური პარტიების მიმართ პროტესტის გამოხატვა და არჩევნების დღისთვის მისაღები გადაწყვეტილება იყო. შეკრებილები შეშფოთებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ეთნიკური სომხები თბილისის პარტიულ სიებში არ შეიყვანეს. „ამგვარი დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, რადგან 86– ათასიანი სათვისტომოს ინტერესები არ გაითვალისწინეს“,- ამბობს თბილისის სომხური კოალიციის პრეს-სპიკერი მარი მიხოიანი. მისი თქმით, არც ერთი რეიტინგული პარტიის სიაში არ მოხვდა ეთნიკური სომეხი, რომელიც, მარი მიხოიანისა და დანარჩენი მონაწილეთა თქმით, თბილისის საკრებულოში მათ ინტერესებს დაიცავდა. „თუ ქვეყანა ინტეგრაციაზე ლაპარაკობს, მაშინ ჩვენი პოლიტიკური ჩართულობაც გარდაუვალი უნდა იყოს. კანონმდებლობა, რომელსაც ჩვენს გარეშე იღებენ, სრულყოფილი ვერ იქნება. ჩვენ გვინდა ამ საზოგადოების განუყოფელ ნაწილად ვითვლებოდეთ“, - ამბობს კოალიციის წარმომადგენელი არნოლდ სტეფანიანი. თბილისელი სომხები ერთხმად აცხადებდნენ, რომ პარტიების მხრიდან ასეთი ნაბიჯი, ფაქტობრივად, სომეხი მოქალაქეებისათვის „სილის გაწნის“ ტოლფასია, თბილისი კი, მათი თქმით, „ეთნიკურად სუფთა“ საკრებულოს მიიღებს. როგორც მონაწილენი ამბობენ, ვერც ერთი კანდიდატი, რომელსაც მათი ისტორია, ენა და მოთხოვნილებები არ ეცოდინება, თბილისის საკანონმდებლო ორგანოში მათ ინტერესებს ვერ დაიცავს. შეკრებაზე აღნიშნეს, რომ სომეხთა წარმომადგენლობამ „ალიანსს“ უშედეგოდ მიმართა თხოვნით, რომ ავლაბარში ეთნიკური სომეხი მოქალაქის კანდიდატურა წარედგინა. „როგორც აღმოჩნდა, სომეხი კანდიდატი „მოძრაობა ალიანსი საქართველოსთვის” სიაში მხოლოდ 56–ე (რევაზ გრიგორიანი) ნომრად მოხვდა. ერთი კანდიდატი გოგი თოფაძეს ჰყავს მე–9 ნომრად და კიდევ ერთი – „სოლიდარობას“. რეიტიგული პარტიების სიებში კი არც ერთი კანდიდატია“,- აცხადებს მარი მიხოიანი. მისი თქმით, პრობლემა სომხურ გვარებშია, - ”იმის გამო, რომ გვარები სხვაგვარად ბოლოვდება, ასეთი ვითარება იქმნება”. მისივე თქმით, პილიტიკური პარტიების სიებში უმცირესობების ჩართვის შეთავაზება სწორედ პოლიტიკური პარტიების მხრიდან უნდა ყოფილიყო: ” როცა სხვა საკითხებს ეხება საქმე, კარგად იციან, სად უდნა მოგვმართონ ”. „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ „ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობის“ გლდანის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი ვალერი კარაპეტიანი სწორედ სომეხი ეროვნებისაა, -” მეტი რაღა ვქნათ”– ამბობს ვეფხვაძე. შეკრებაზე საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, ვან ბაიბურთის მიერ გავრცელებული განცხადებაც განიხილეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ეთნიკური უმცირესობების უფლებები ისე არსადაა დაცული, როგორც საქართველოში. შეკრებილი საზოგადოების აზრით კი, მას უფლება არ ჰქონდა, ყველა ეთნიკური სომეხის სახელით ელაპარაკა. დედაქალაქის სომეხთა წარმომადგენლობითმა კრებამ საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო – „მოვუწოდებთ ქალაქის სომეხ მოსახლეობას და ასევე ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც სოლიდარულია ჩვენს პროტესტთან, არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურის დროს, უგულებელყონ პოლიტიკური პარტიების სიები“. რაც შეეხება დედაქალაქის მერის არჩევას, საზოგადოება ერთსულოვნად შეთანხმდა, რომ ხმის მიცემის დროს იმავე პროტესტს არ მიმართავს, რადგან, მათი განმარტებით, მერობის კანდიდატად სომეხი წარმოშობის კანდიდატის დასახლების მოთხოვნა სამართლიანი არ იქნებოდა. დოკუმენტს ყველა დამსწრემ მოაწერა ხელი. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ ყველანაირად შეეცდებიან მიღებული დოკუმენტი თბილისის სხვა სომხებსაც გააცნონ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  20. გაზიარება http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_g4REXxuoI/AAAAAAAADrw/K_VKDC7ZSzk/s200/tina+xidasheli.gif„მოდით, ყველაფერი დავივიწყოთ რაც წარსულს უკავშირდება, განსაკუთრებით, კი 1990-91 წლები“... “რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის სწორედ ამ საიტყვებს უკავშირდება წერილი რომელსაც „ღია ბოქლომი“ აქვეყნებს. ხიდაშელის და კახა კუკავას დისკუსია ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში გასულ თვეში გაიმართა. გადაცემა „არჩევანში“ „კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელმა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრების შავბნელ წარსულზე ისაუბრა და ისინი სამეგრელოს აოხრების თანამონაწილეებად გამოაცხადა. ხიდაშელმა კი საზოგაოებას და ოპონენტს წარსულის დავიწყება ურჩია... გადაცემას გამოხმაურება მოჰყვა სამეგრელოში. „ღია ბოქლომმა“ მიიღო ყოფილი გვარდიელის და სამხედრო ბატალიონის მეთაურის ქალბატონი დალი ლატარიას წერილი, სადაც ის ამბობს, რომ „რესპუბლიკელებს“ მორალური უფლება არ აქვთ ხალხს წარსულის დავიწყება მოსთხოვონ, მისი თქმით უსუფაშვილი, ხიდაშელი და ძმები ბერძენიშვილები არ არიან ღირსი როდესმე ესტუმრონ სამეგრელოს, ხოლო თუ მაინც გადაწყვეტენ რეგიონში ჩამოსვლას, ლატარია შავოსანი დედების ქუჩაში გამოყვანით იმუქრება. გთავაზობთ წერილის შემოკლებულ ვარიანტს. ეროვნული გვარდიის „ნანას“ მეთაური დალი ლატარია: „მე, ერთ-ერთ ჩემს სატელევიზიო გამოსვლაში, მკაფიოდ განვაცხადე იმის შესახებ, რომ პარტია „რესპუბლიკელების“ წევრები: თინა ხიდშელი, დავით უსუფაშვილი და ძმები დავით და ლევან ბერძენიშვილები, ვერ ჩამოვიდონოდნენ სამეგრელოში. მიზეზი კი გასაგებად ავხსენი და ახლაც იმავე პოზიციაზე ვჩები. ამ თემასთან დაკავშირებით წერილის გამოქვეყნება იმიტომ გადავწყვიტე, რომ „რუსთავი2“-ის ეთერში, კუკავასთან დებატებში, „რესპუბლიკელების“ წევრმა, თინა ხიდაშელმა, უგუნური და შეურაცხმყოფელი სიტყვები წარმოსთქვა. ცივსისხლიანი ხიდაშელის განცხადებამ მთელი სამეგრელო შეძრა. მე მინდა მას რამოდენიმე სიტყვით მივმართო: თქვენი თქმთ, თურმე წარსული უნდა დავივიწყოთ.…უკაცრავად, მაგრამ ქალბატონო თინა, წასრული, რომელიც ჩვენში არსებობს, დასავიწყებელი ნამდვილად არ არის. ამასთან უნდა შეგახსენოთ, რომ თქვენი პარტიის წაქეზებით და წარსულში ჩადენილი არაჯანსაღი პოლიტიკის გამო, დამხობილ იქნა კანონიერი ხელისუფლება – პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. დააპატიმრეს ბევრი უდანაშაულო ადამიანი, აოხრდა სამეგრელო ... მინდა გკითხოთ: მაშინ, როდესაც 1990-91 წლებში საქართველო უიმედო მდგომარეობში იმყოფებოდა, მაშინ, როდესაც აკაკი ელიავა, თავის თანამოაზრეებთან ერთად დახვრიტეს, როდესაც ათასობით ადამიანი იქნა მოკლული, რამდენიმეს კი სასჯელის უმაღლესი ფორმა დახვრეტა შეუფარდეს - იქნებ მიპასუხოთ სად იყო იურისტი თინა ხიდშელი?! სად იყვნენ თქვენი პარტიის წევრები?! ალბათ კარგად გახსოვთ ის სისხლიანი დღეები, არა ქალბატონო თინა?!... აი, თუნდაც გავიხსენოთ როგორ დახვრიტეს სტუდენტი გოჩა ჯიქია საკუთარი სახლის წინ;…რა სინდიდით ეუბნებით მის ოჯახს ეს საზარელი ფაქტი დაივიწყეთო?... ჩვენ გვინდა თავისუფალი და მთლიანი საქართველო – ამისათვის გავიღეთ დიდი მსხვერპლი, თუმცა მიზანი შესრულებული არ არის...“ არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ ვისი გორისა ვართ და საიდან იწყება საქართველოს. დამოუკიდებლობა“. ლატარიას ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერები პირად საუბარში კი პოლიტიკური მოძრაობის წევრები ქალბატონ დალის საკუთარ ცოდვებს ახსენებენ და ამბობენ, რომ სამეგრელოში მაშინ ჩამოვლენ როდესაც მოესურვებათ. [თამარ ძაპტაშვილი, "ღია ბოქლომი" 11 (15)]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  21. გაზიარება http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_g4REXxuoI/AAAAAAAADrw/K_VKDC7ZSzk/s200/tina%20xidasheli.gif„მოდით, ყველაფერი დავივიწყოთ რაც წარსულს უკავშირდება, განსაკუთრებით, კი 1990-91 წლები“... “რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის სწორედ ამ საიტყვებს უკავშირდება წერილი რომელსაც „ღია ბოქლომი“ აქვეყნებს. ხიდაშელის და კახა კუკავას დისკუსია ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში გასულ თვეში გაიმართა. გადაცემა „არჩევანში“ „კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელმა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრების შავბნელ წარსულზე ისაუბრა და ისინი სამეგრელოს აოხრების თანამონაწილეებად გამოაცხადა. ხიდაშელმა კი საზოგაოებას და ოპონენტს წარსულის დავიწყება ურჩია... გადაცემას გამოხმაურება მოჰყვა სამეგრელოში. „ღია ბოქლომმა“ მიიღო ყოფილი გვარდიელის და სამხედრო ბატალიონის მეთაურის ქალბატონი დალი ლატარიას წერილი, სადაც ის ამბობს, რომ „რესპუბლიკელებს“ მორალური უფლება არ აქვთ ხალხს წარსულის დავიწყება მოსთხოვონ, მისი თქმით უსუფაშვილი, ხიდაშელი და ძმები ბერძენიშვილები არ არიან ღირსი როდესმე ესტუმრონ სამეგრელოს, ხოლო თუ მაინც გადაწყვეტენ რეგიონში ჩამოსვლას, ლატარია შავოსანი დედების ქუჩაში გამოყვანით იმუქრება. გთავაზობთ წერილის შემოკლებულ ვარიანტს. ეროვნული გვარდიის „ნანას“ მეთაური დალი ლატარია: „მე, ერთ-ერთ ჩემს სატელევიზიო გამოსვლაში, მკაფიოდ განვაცხადე იმის შესახებ, რომ პარტია „რესპუბლიკელების“ წევრები: თინა ხიდშელი, დავით უსუფაშვილი და ძმები დავით და ლევან ბერძენიშვილები, ვერ ჩამოვიდონოდნენ სამეგრელოში. მიზეზი კი გასაგებად ავხსენი და ახლაც იმავე პოზიციაზე ვჩები. ამ თემასთან დაკავშირებით წერილის გამოქვეყნება იმიტომ გადავწყვიტე, რომ „რუსთავი2“-ის ეთერში, კუკავასთან დებატებში, „რესპუბლიკელების“ წევრმა, თინა ხიდაშელმა, უგუნური და შეურაცხმყოფელი სიტყვები წარმოსთქვა. ცივსისხლიანი ხიდაშელის განცხადებამ მთელი სამეგრელო შეძრა. მე მინდა მას რამოდენიმე სიტყვით მივმართო: თქვენი თქმთ, თურმე წარსული უნდა დავივიწყოთ.…უკაცრავად, მაგრამ ქალბატონო თინა, წასრული, რომელიც ჩვენში არსებობს, დასავიწყებელი ნამდვილად არ არის. ამასთან უნდა შეგახსენოთ, რომ თქვენი პარტიის წაქეზებით და წარსულში ჩადენილი არაჯანსაღი პოლიტიკის გამო, დამხობილ იქნა კანონიერი ხელისუფლება – პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. დააპატიმრეს ბევრი უდანაშაულო ადამიანი, აოხრდა სამეგრელო ... მინდა გკითხოთ: მაშინ, როდესაც 1990-91 წლებში საქართველო უიმედო მდგომარეობში იმყოფებოდა, მაშინ, როდესაც აკაკი ელიავა, თავის თანამოაზრეებთან ერთად დახვრიტეს, როდესაც ათასობით ადამიანი იქნა მოკლული, რამდენიმეს კი სასჯელის უმაღლესი ფორმა დახვრეტა შეუფარდეს - იქნებ მიპასუხოთ სად იყო იურისტი თინა ხიდშელი?! სად იყვნენ თქვენი პარტიის წევრები?! ალბათ კარგად გახსოვთ ის სისხლიანი დღეები, არა ქალბატონო თინა?!... აი, თუნდაც გავიხსენოთ როგორ დახვრიტეს სტუდენტი გოჩა ჯიქია საკუთარი სახლის წინ;…რა სინდიდით ეუბნებით მის ოჯახს ეს საზარელი ფაქტი დაივიწყეთო?... ჩვენ გვინდა თავისუფალი და მთლიანი საქართველო – ამისათვის გავიღეთ დიდი მსხვერპლი, თუმცა მიზანი შესრულებული არ არის...“ არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ ვისი გორისა ვართ და საიდან იწყება საქართველოს. დამოუკიდებლობა“. ლატარიას ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერები პირად საუბარში კი პოლიტიკური მოძრაობის წევრები ქალბატონ დალის საკუთარ ცოდვებს ახსენებენ და ამბობენ, რომ სამეგრელოში მაშინ ჩამოვლენ როდესაც მოესურვებათ. [თამარ ძაპტაშვილი, "ღია ბოქლომი" 11 (15)]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
×
×
  • შექმენი...