planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/archvadze-150x150.jpgზვიად გამსახურდიას ქვრივი, მანანა არჩვაძე-გამსახურდია, პრეზიდენტ სააკაშვილს მისი შვილის ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან “ექსპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა. არჩვაძის განცხადებით, თუ ცოტნე გამსახურდიას არ წარუდგენენ ოფიციალურ დოცუმენტს, რის მიხედვითაც პატიმართა წამება ციხეში აღარ მოხდება, პატიმარი შიმშილობას არ შეწყვეტს. მისი თქმით, გამსახურდია ძალიან ფიზიკურად დასუსტებულია. პრეზიდენტის ქვრივის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას დაკავება მთლიანად სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო და ის ასე ნელ-ნელა მის მოკვლას ცდილობს. “სასულიერო პირები უკვე ესაუბრნენ ვანო მერაბიშვილის მოადგილეს და გიგი უგულავას, რომლებთაც თქვეს, რომ მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. მერაბიშვილის მოადგილის თქმით, ცოტნეს საქმით პირადად პრეზიდენტია დაინტერესებული და ვერაფრით დაგვეხმარებიან”, _ აცხადებს მანანა არჩვაძე. არჩვაძის განცხადებით, ის სააკაშვილს 26 მაისს აღლუმის ჩატარების უფლებას არ მისცემს და თავს სახლხოდ დაიწვავს. შეგახსენებთ რომ გამსახურდიას ქვრივი ამ წუთებში პარლამენტის კანცელარიაში ზის და ხელისუფლების მრხიდან რეაგირებას ელოდება იხილეთ epn.ge
-
თბილისური კვარტეტი.(თემო რიჟამაძე, ილია ბახუაშვილი, დაჩი ბახუაშვილი, გიორგი კონტრიძე) - თბილისო სრულად
-
ქრისტინე ქურდაძე & ნუცა ბუზალაძე - ეს ერთი და სხვა მრავალი სრულად
-
Ochi chornye - Очи Черные - Canción Rusa - Fragmento concierto alumnos Lamara Chkonia - Madrid სრულად
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/DSC_1197-150x150.jpgზვიად გამსახურდიას ქვრივი მანანა არჩვაძე-გამსახურდია პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრას ითხოვს და პარლამენტის კანცელარიაში ზის. მანანა არჩვაძე-გამსახურდიასთან ამ წუთებში ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი, ქეთი ბექაური იმყოფება. როგორც ჟურნალისტებს ბექაურმა განუცხადა, ის დღეს ცოტნე გამსახრდიასთან იმყოფებოდა და დიდი ხნის მცდელობის შემდეგ მასთან შეხვედრა შესძლო. ბექაურის ინფორმაციით ცოტნეს გადაადგილება უჭირდა. გამსახურდიამ დღეიდან მშრალი შიმშილი გამოაცხადა. ბექაურის განცხადებით როცა ის ციხის ტერიტორიას ტოვებდა სამხედრო ოფიცრებმა გზა გადაუკეტეს და ის განცხდაება ჩამოართვეს, რომელიც გამსახურდიამ მას სასჯელაღსრულების მინისტრ ხათუნა კალმახელიძესთან გამოატანა. მანანა არჩავაძე გამსახურდია იმუქრება, რომ ის თავს დაიწვავს. ამ წუთებში პარლამენტის წინ მანანა არჩვაძის მხარადამჭერები აქციას მართავენ და სკანდირებენ თავისუფლება ცოტნეს. იხილეთ epn.ge
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/logo_elmundoes.gif ფრანც მარტინესი უამრავი პრობლემის მიუხედავად, ირაკლი ალასანია მაინც გვმასპინძლობს. ის ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, რომელსაც როგორც ბანკირები, ასევე ტაქსის მძღოლები დადებითად მოიხსენიებენ 35 წლის ირაკლი ალასანია თბილისის (საქართველო) მერის პოსტზე ოპოზიციური კოალიციის კანდიდატია. ამ არჩევნებმა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილთან მისი დაპირისპირების შესაძლებლობები უნდა გამოავლინოს. „ჩვენ თბილისის მაგალითზე იმის დემონსტრირება გვსურს, რომ საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიული ცვლა შესაძლებელია. საქართველო სულ უფრო ავტოკრატიული ხდება, პრეზიდენტის ხელში ზედმეტად დიდი ძალაუფლებაა თავმოყრილი“ – გვიხსნის იგი. 30 მაისს 64 მუნიციპალური საბჭო უნდა აირჩეს, მთელი ყურადღება კი თბილისისკენაა მიმართული, სადაც მერს პირველად ირჩევენ. „გარკვეული პროგრესი მიღწეულ იქნა, მაგალითად კორუფციის დონის შემცირებაში, მაგრამ ძალაუფლების კონსოლიდაციით შეპყრობილმა პრეზიდენტმა დაასუსტა ინსტიტუტები, რაც ქვეყნის განვითარებაზე აისახა“. „ჩემი პრიორიტეტია ხალხის ნდობის აღდგენა. მოსახლეობაში ბოლო წლების მოვლენებმა ერთგვარი ნიჰილიზმი დათესა, ისინი არ ენდობიან პოლიტიკურ სისტემას და არა აქვთ არჩევნებით სიტუაციის გაუმჯობესებას იმედი. ჩვენ ისეთი პრობლემები უნდა მოვაგვაროთ, როგორებიცაა უმუშევრობა და თბილისში დაურეგულირებელი მშენებლობების საკითხი, ასევე უნდა გავაუმჯობესოთ ჯანდაცვის სისტემა“ – ამბობს იგი. დიალოგზე გათვლა საქართველოს ყოფილი ელჩი გაერო-ში რუსეთთან მოლაპარაკებების განახლების მომხრეა: „რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მზარდი ანტაგონიზმი ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება და ევროპულ ორგანიზაციებში ჩვენი ინტეგრაციის პროცესს აუარესებს“. ის დასძენს – „ჩვენ დიალოგისკენ მივისწრაფვით, მაგრამ არა ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოების ხარჯზე. იმავდროულად მე მესმის, რომ მეორე მხარესთან დალაპარაკების გარეშე რუსეთის არმიის გაყვანას ვერ მივაღწევთ. როგორც ყოფილ დიპლომატს მე მჯერა დიალოგის და მოლაპარაკებების. ეს იოლი არ იქნება და დროა საჭირო, თუმცა სხვა გამოსავალი არ არსებობს. რუსეთთან საუბრის გარეშე ჩვენ ვერ განვვითარდებთ ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად“. ირაკლი ალასანია, რომელსაც პატივს სცემენ როგორც სოხუმში ასევე ცხინვალში, მამია ალასანიას შვილია, აფხაზეთში ქართველების წარმომადგენლის, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბრის შეტევის დროს მოკლეს. ამ დღეს შევარდნაძემ სოხუმი ექსტრემალურ ვითარებაში ვერტმფრენით დატოვა. „მომხდარში ორივე ერი დამნაშავეა, როგორც ქართველები ასევე აფხაზები. ეს ქართული მხარის დიდი პოლიტიკური და სამხედრო შეცდომა იყო, მაგრამ ქართულ მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმები და პროვოკაციები, სიტუაციის გამოსწორებას ხელს არ უწყობდა“ – იხსენებს ალასანია. არ არსებობს პრობლემის სამხედრო გადაწყვეტა „მას შემდეგ ჩვენ პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის ბევრი შესაძლებლობა გაგვაჩნდა, მაგრამ ყველა ხელიდან გავუშვით. ჩვენ იგივე შეცდომას ვეღარ დავუშვებთ, რადგან ორივე მხარის მომავალი თანაცხოვრებაშია“ – ის ამბობს, რომ 2005 წელს სოხუმის „დე-ფაქტო“ მთავრობასთან პირდაპირი დიალოგის აღდგენა მოხერხდა. „როგორც ეს 2008 წლის სამხედრო მოქმედებებმა ცხადყო, კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტას პერსპექტივა არა აქვს. მე ხშირად ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებთან და ვიცი, რომ მათ რუსეთის ოკუპაციას, საქართველოსთან ერთად ევროპულ სახლში შესვლა ურჩევნიათ. ალასანია ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან პოლიტიკოსებს შორის, რომლებისთვისაც პრობლემის მოგვარების პროცესში პრიორიტეტი დილოგია. „მხარეებს შორის უნდობლობა არსებობს, ამიტომ თავდაპირველად ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ მართლაც დაინტერესებულები ვართ ისე განვამტკიცოთ ჩვენს შორის კავშირები, რომ არ შევქმნათ ახალი კონფლიქტები, უნდა აღვადგინოთ ნდობა და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პოლიტიკური სტატუსის განხილვას“. ორიგინალი ორიგინალი

„ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები ხვალ, 25 მაისს სააგიტაციო აქციას გამართავენ. აქციაში „ალიანსი საქართველოსთვის“ ყველა მაჟორიტარი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. ისინი სააგიტაციო ბუკლეტებს დაურიგებენ მოქალაქეებს და „ალიანსის“ მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ. დაგეგმილია ასევე თეატრალიზებული აქციაც. წინასაარჩევნო სააგიტაციო აქცია სააკაძის მოედანზე 16.00 საათზე დაიწყება. დავით ბერძენიშვილის აგრძელებს შეხვედრებს რეგიონებში: 25 მაისი - კასპი, ქარელი 26 მაისი - ჩოხატაური 27 მაისი - ოზურგეთი 28 მაისი - ლანჩხუთი View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/Bakradze-25-150x150.jpgფონდის წევრებმა შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მიმდინარე პოლიტიკური რეფორმების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოელ სტუმრებს წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით გატარებული რეფორმები გააცნო, რომელმაც სრულყოფაში მოიყვანა როგორც საარჩევნო საკანონმდებლო ბაზა, ასევე ტექნიკური პროცედურები. ფონდის წარმომადგენლები საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხითაც დაინტერესდნენ. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ემსახურება, უცხოეთში მოღვაწე ბიზნესის და პოლიტიკის წარმომადგენლები არიან გაწევრიანებული. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/bakradze25-150x150.jpgლიტვის რესპუბლიკის სეიმს საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით საპარლამენტო რეზოლუცია უკვე მომზადებული აქვს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ლიტვის სეიმის თავმჯდომარესთან ირენა დეგუტიენესთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბაქრაძის თქმით, ლიტვა საქართველოს დიდი მეგობარი და მხარდამჭერია. ბაქრაძის შეფასებით, ლიტვის სეიმის წევრებს ეყოთ პოლიტიკური ვაჟკაცობა ღიად დაეფიქსირებინა რეზოლუციაში სიტყვა ,,საქართველოს ოკუპაცია’’. ,,ლიტვის სეიმი პირველი პარლამენტია, რომელიც საპარლამენტო დონეზე იყენებს ტერმინს საქართველოს ოკუპაცია’’, – დასძინა ბაქრაძემ. ირენა დეგუტიენეს მტკიცებით, რეზოლუციის პროექტი მზადაა, მას სეიმის 141 წევრიდან 76 მხარს უჭერს და იგი მომავალ კვირას იქნება მიღებული. ლიტვის სეიმის თავმჯდომარემ საკუთარი ქვეყნის სახელით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ ლიტვას, როგორც პატარა ქვეყანას საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე კარგად ესმის, რას ნიშნავს სხვა ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერა. ამასთან, ირენა დეგუტიენე დღესვე აშშ-ში მიემგზავრება, სადაც რვა სახელმწიფოს – ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები აშშ-ს კონგრესის ხელმძღვანელს ნენსი პალასის ხვდებიან. დეგუტიენეს თქმით, შეხვედრაზე სხვა საკითხებს შორის საუბრის თემა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხიც იქნება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/201003104608-150x150.gif ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში ქართული აკადემიისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის შეკრება გაიმართა. შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, “მსგავსი თავყრილობების მიზანი მოსახლეობისათვის მოწოდებაა, რათა 30 მაისს არჩევნებზე მოვიდეს და ღირსეული კანდიდატს დაუჭიროს მხარი.” “საზოგადოებას პირველად აქვს შანსი აირჩიოს მერი, და ეს “პრივილეგია” აუცილებლად უნდა გამოიყენოს” განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. შეკრებაზე მისულმა საზოგადოებამ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეთა პარტიების პროგრამები მიმოიხილეს. ნუკრი ქანთარიას თქმით “ხმის მიცემა წინასაარჩევნო პროგრამების მიხედვით უნდა მოხდეს. დღეისათვის კი ყველაზე სრულყოფილი პროგრამა ირაკლი ალასანიას აქვს წარმოდგენილი. “ირაკლი ალასანიას რეალურად შეუძლია შეცვალოს როგორც პოლიტიკაში ასევე ჯანდაცვისა და განათლების სისტემაში არსებული პრობლემები.” აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ. შეკრების დასასრულს მომავალი შეხვედრის ადგილი და რიცხვი დაგეგმეს. როგორც ნუკრი გოროზიამ განაცხადა “27 ივნისს, 12 საათზე საკრებულოს წინ ჩვენ საჯაროდ ვიტყვით რომ ირაკლი ალასანიას ვუჭერთ მხარს.” იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/gorozia-150x150.jpg პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ზაზა გოროზია მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარუოფს. როგორც გოროზიამ “ექსპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, ის 3 მაისიდან შვებულებაში იმყოფება და არანაირ თანამდებობიდან გადადგომას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. გავრცელებული ინფორმაცია გოროზიას თანამდებობიდან გადადგომისა და მისი ზვიად სიჭინავას კანდიდატურით ჩანაცვლების საკიტხი 3 მაიის მომხდარ ფაქტს უკავშირდებოდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 3 მაისს, სამეგრელო_ზემო სვანეთის გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ და სამართალდამცავებმა, ოპოზიციის კანდიდატებს არჩევნებში კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვეს, შელაპარაკება გუბერნატორს, სამართალდამცავებსა და კანდიდატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/fuli15.jpgლარი კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,7807 ლარის ნიშნულზე დაბალანსდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი კურსი _ 1 აშშ დოლარი 1,7807 ლარი. ლარის კურსი ევროს მიმართ 2,2038 ლარის ნიშნულზე დაბალანსდა. ხვალ ამოქმედდება ოფიციალური გაცვლითი კურსი _ 1 ევრო2,2038 ლარი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/iusticiaa2-150x150.jpgსაქართვველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი ოფისის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრზე მდებარე ოფისი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა გახსნეს. პრეზენტაციას დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღსრულების ეროვნულ ბიუროს, საქართველოს მასშტაბით, 10 რეგიონული ოფისი აქვს, რომელთა ევროპულ სტანდარტებზე გადასვლის პროცესი გრძელდება. ახალი საოფისე შენობები ქვემო ქართლში, იმერეთში, გურიაში, გორში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში უკვე გაიხსნა. სააღსრულებო ბიურო ტერიტორიული ოფისების ევროპულ სტანდარტებზე გადასვლის პროცესს მომავალშიც გააგრძელებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_4102-copy4-150x150.jpg “სახალხო დემოკრატებმა” დღეს წინასარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტიის ეკონომიკური პლატფორმის პრეზენტაცია გამართეს. “სახალხო დემოკრატების” ლიდერისა და თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის ნიკა ივანიშვილის განცხადებით პლატფორმაში ის ეკონომიკური ხედვებია წარმოდგენილი, რომელიც საქართველოს კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს. ივანიშვილის თქმით, თბილისში თავმოყრილია მოსახლეობის მესამედი, ეკონომიკის ორი მესამედი, რაც როგორც თბილისისთვის ისე მთელი ქვეყნისთვის არასახარბიელოა. მისი თქმით, დაუშვებელია რეგიონებში გატარდეს თბილისისგან განსხვავებული ეკონომიკური პოლიტიკა. როგორც სასტუმრო “სიმპატიაში” პროგრამის წარდგენისას, ნიკა ივანიშვილმა “ექსპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, მისმა პარტიამ ეკონომიკურ პლატფორმაში აქცენტი, ბიზნესის თავისუფლებაზე, სოციალურ სფეროზე და ჯანდაცვაზე გააკეთა. პროგრამის ფარგლებში ასევე პარტიის წევრებმა არასამამთავრობო ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხები და დასაქმების პრობლემა განიხილეს. ივანიშვილის განცხადებით, დასაქმების პრობლემის გადაჭრისათვის აუცილებელია ბიზნესი სახელმწიფო რეკეტისგან გათავისუფლდეს. “გავათავისუფლოთ ბიზნესი სახელმწიფო რეკეტისა და მაფიოზური კლანების წნეხისაგან და თავისუფალი ბიზნესი თავად გადაჭრის დასაქმების პრობლემას”_ აცხადებს თბილისის მერობის ერთ_ერთი კანდიდატი ნიკა ივანიშვილი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba3-334x50010-150x150.jpg1 მილიონი ლარის პროდუქციაზე გამოწერილი ყალბი სალაროს ქვითრებისა და სხვა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისსა და ოზურგეთში დააკავეს ეჭვმიტანილები: ზაზა და კახა მუკბანიანები, გიორგი ბარნაბიშვილი, გრიგოლ მაცაბერიძე, მალხაზ ქიტიაშვილი, ლევან ფირცხალავა, ლევან და რეზო ჩორგოლეიშვილები და ერემი მუჯირი, რომლებმაც ჯგუფურად და ინდივიდუალურად გარვეული თანხების სანაცვლოდ ე.წ. უსაქონლო ოპერაციის შედეგად დაამზადეს სოლიდური ღირებულების ყალბი ზედნადებები და ქვითრები. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ფიქტიური დოკუმენტაცია, დაურეგისტრირებელი სალარო აპარატები, ყალბი ბეჭდები. გაირკვა, რომ ლ. და რ. ჩორგოლეიშვილების მიერ სხვადასხვა დროს დამზადებული იქნა 230 ცალი ყალბი სალაროს ქვითარი, დაახლოებით 1 მილიონი ლარის საქონელზე, რითაც სახელწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე და პირველი ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შესაბამისად ოთხიდან შვიდ წლამდე და ორიდან ოთხ წლამდე ვადით. იხილეთ epn.ge
-
გაზიარება http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_qCkM2VFBI/AAAAAAAADsA/MygOxfZlofI/s200/zviad%20sichinava.gifსაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა არ ადასტურებს ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნაზე. ამის შესახებ სიჭინავამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა. საპარლამენტო უმრავლესობაში კი, ზაზა გოროზიას თანამდებობიდან სავარაუდო გათავისუფლების შესახებ ჯერ არ საუბრობენ. ინტერფაქციული ჯგუფის წევრმა, აკაკი მინაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” აღნიშნა, რომ გოროზიას გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით მას არაფერი სმენია. რაც შეეხება კითხვას, უნდა გახდეს თუ არა მესტიის ინციდენტი გოროზიას თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი, მინაშვილი პასუხობს, რომ ამაზე მოკვლევის დასრულების შემდეგ გააკეთებს კომენტარს. ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა, გურამ ჩახვაძემ კი, მესტიაში განხორციელებული “საარჩევნო სპეცოპერაციის” პირად კონტროლზე აყვანა მთავარ პროკურორს სთხოვა. მაშინ ჩახვაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ მომხდარზე და მასში ზაზა გოროზიას მონაწილეობაზე “უხერხულობას” ხელისუფლებაც გრძნობს, თუმცა გაათავისუფლებენ თუ არა გოროზიას თანამდებობიდან, ჩახვაძის თქმით, ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია. არსებული ინფორმაციით, 3 მაისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ზაზა გოროზიამ და სამართალდამცველებმა ოპოზიციის კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოსთოხვეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. მომხდარზე მკაცრ რეაგირებას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. [წყარო: "ინტერპრესნიუსი"]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
გაზიარება http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_qCkM2VFBI/AAAAAAAADsA/MygOxfZlofI/s200/zviad+sichinava.gifსაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა არ ადასტურებს ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნაზე. ამის შესახებ სიჭინავამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა. საპარლამენტო უმრავლესობაში კი, ზაზა გოროზიას თანამდებობიდან სავარაუდო გათავისუფლების შესახებ ჯერ არ საუბრობენ. ინტერფაქციული ჯგუფის წევრმა, აკაკი მინაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” აღნიშნა, რომ გოროზიას გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით მას არაფერი სმენია. რაც შეეხება კითხვას, უნდა გახდეს თუ არა მესტიის ინციდენტი გოროზიას თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი, მინაშვილი პასუხობს, რომ ამაზე მოკვლევის დასრულების შემდეგ გააკეთებს კომენტარს. ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა, გურამ ჩახვაძემ კი, მესტიაში განხორციელებული “საარჩევნო სპეცოპერაციის” პირად კონტროლზე აყვანა მთავარ პროკურორს სთხოვა. მაშინ ჩახვაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ მომხდარზე და მასში ზაზა გოროზიას მონაწილეობაზე “უხერხულობას” ხელისუფლებაც გრძნობს, თუმცა გაათავისუფლებენ თუ არა გოროზიას თანამდებობიდან, ჩახვაძის თქმით, ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია. არსებული ინფორმაციით, 3 მაისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ზაზა გოროზიამ და სამართალდამცველებმა ოპოზიციის კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოსთოხვეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. მომხდარზე მკაცრ რეაგირებას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. [წყარო: "ინტერპრესნიუსი"]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba5122-150x150.jpg თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა თანხის გამოძალვაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. დააკავეს გიორგი მორჩილაძე და ლაშა ლომიძე, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან, 2008 წლიდან 2010 წლამდე დროის მონაკვეთში, ერთერთი ბანკის თანამშრომლისაგან სისტემატიურად, მუქარით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის გამოძალვაში. დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით გამოძიებას აწარმოებს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველო. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kalmaxelidze75-150x150.jpgსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე დღეს, ბათუმის მოსახლეობას შეხვდა. მინისტრმა ბათუმელებს სამინისტროში ყველა მიმართულებით მიმდინარე სიახლეები გააცნო და მოქალაქეთა შეკითხვებს ინტერაქტიულ რეჟიმში უპასუხა. ხათუნა კალმახელიძემ ყურადღება გაამახვილა მსჯავრდებულთა პირობების გაუმჯობესებაზე, პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმაზე, მსჯავრდებულთა დასაქმებასა და რესოციალიზაციაზე. მინისტრმა ასევე ისაუბრა პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და იურიდიული დახმარების ოფისების და ბიუროების გახსნის მნიშვნელობაზე. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-420x05-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, საქართველოს კონტროლის პალატის ახალი შენობა გახსნა. გახსნის ცერმონიას პარლამენტარები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. კონრტოლის პალატის თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მომავალში ახალ ვაკანტურ თანამდებობზე კონკურსი გამოცხადდება, რის შედეგადაც 40 ადგილზე ახალი თანამშრომელს მიიღებენ. კონტროლის პალატის ახალი სენობის მშენებლობა 3 000 000-მდე ლარი დაჯდა. დღესვე პრეზიდენტი 20:00 საათზე ქუთაისის “ტორპედოს” სტადიონს გახსნის. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/tofaze-gogi1-150x150.jpg “სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში” თბილისის მერობის კანდიდატები 5 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც ‘გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის’ ორგანიზებით გაიმართა, მონაწილეობა თბილისის მერობის სამმა კანდიდატმა – გოგი თოფაძემ, ირაკლი ალასანიამ და გია ჭანტურიამ მიიღეს. მერობის კანდიდატებმა, სტუდენტებს თავიანთი საარჩევნო პროგრამა წარუდგინეს. მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა ხუთი უმაღლესი სასწავლებლის – “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის”, “კავკასიის ბიზნეს სკოლის”, ‘”ჯიპას”’, “ილიას უნივერსიტეტისა” და “ტექნიკური უნივერსიტეტის” სტუდენტებმა მიიღეს. რაც შეეხება ალიანსის’მერობის კანდიდატს ირაკლი ალასანიას არჩევნებში მთავარ კონკურენტს დამარცხებულად მიიჩნევს, – ამის შესახებ ალასანიამ “სასტუმრო ‘შერატონ მეტეხი პალასში”’ სტუდენტებთან შეხვედრისას ერთ – ერთი სტუდენტის კითხვის პასუხად განაცხადა. “დღეს ჩემს მთავარ კონკურენტს დამარცხებულად მივიჩნევ, რადგან ამომრჩეველთა უმრავლესობა არჩევნებზე მოსვლას აპირებს, დანარჩენი კი 30 მაისს გამოჩნდება”’, – აღნიშნა ალასანიამ. შეხვედრაზე, ასევე, მიწვეული იყო თბილისის მოქმედი მერი, მერობის კანდიდატი გიგი უგულავაც, რომელიც “შერატონ მეტეხი პალასში”’არ გამოცხადდა. სტუდენტებმა თბილისის მერობის კანდიდატებთან შეხვედრაზე გიგი უგულავას მიუსვლელობა გააპროტესტეს. კითხვა – პასუხის რეჟიმში გადასვლის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, თამარ კაკაბაძემ სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ უგულავა სტუდენტებთან შეხვედრაზე არ მივიდა. ქრისტიან – დემოკრატების’ მერობის კანდიდატი გია ჭანტურია კი სასტიკად უარყოფს და არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს ის ინტერპოლის მიერ არის ძებნილი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, თამარ კაკაბაძის შეკითხვაზე – ‘”ხართ თუ არა ძებნილი წითელი ცირკულარით”?’, ჭანტურიამ განაცხადა, რომ საქართველოდან არ გაპარულა და არავითარი ცირკულარით არ იძებნება. “მე ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ საქართველოდან გავპარულიყავი. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საბარგულით გადავიპარე – სიმართლეს არ შეესაბამება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საბარგულში ვერ ვეტევი’, – აღნიშნა ჭანტურიამ და განაცხადა, რომ უკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ამას ადასტურებენ. ‘ მისივე თქმით, იმ ადამიანებს, ვისაც სჯერათ, თითქოს ჭანტურია ძებნილია, არჩევნების შემდეგ აუხსნის, რომ ეს სიმართლე არ არის. გოგი თოფაძემ სტუდენტებს თხოვნით მიმართა: “ოღონდ 5 ნომერი არ შემოხაზოთ და რომელიც გინდათ ის შემოხაზეთ”. – აღნიშნა თოფაძემ. შეგახსენებთ, რომ ღონისძიება პროექტი – “სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით” ფარგლებში განხორციელდა. პროექტის თანახმად, ჩატარდა გამოკითხვა – ‘”თბილისის მერობის რომელ კანდიდატთან ისურვებდით შეხვედრას?’ – სტუდენტების უმრავლესობამ მხარი ოთხ კანდიდატს: ირაკლი ალასანიას, გოგი თოფაძეს, გია ჭანტურიას და გიგი უგულავას დაუჭირა. იხილეთ epn.ge
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/cristian.jpg სარედაქციო წერილი უკრაინა, ყირგიზეთი, საქართველო – რუსეთი მეზობლებში საკუთარი „გავლენის სფეროს“ აღდგენაში წარმატებებს აღწევს ამ კვირაში რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი უკრაინას პირველი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. ორ ქვეყანას შორის ხუთწლიანი ცივი ურთიერთობების შემდეგ, ეს ვიზიტი მიზნად ისახავდა მოსკოვისადმი ბევრად უფრო მეგობრულად განწყობილ უკრაინის ახალ ხელმძღვანელთან უფრო თბილი ურთიერთობების განმტკიცებას. „რუსეთს, როგორც იქნა სრულყოფილი უკრაინელი პარტნიორი გაუჩნდა“ – განუცხადა მედვედევმა ჟურნალისტებს. თუკი გამოგრჩათ, შეგახსენებთ რომ რუსეთი ყოფილი საბჭოთა სატელიტების საკუთარ ორბიტაზე დაბრუნების საქმეში წარმატებებს აღწევს. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ რუსეთი მუდმივად წუხდა დასავლეთის თავდასხმებით მის გეოგრაფიულ „გავლენის სფეროზე“. ნაწილობრივ ეს შოკი დაკარგულ იმპერიაზე წუხილით აიხსნება. ამის გაგება შეიძლება. მსგავსი განცდები ჰქონდა ბრიტანეთსაც, როდესაც მისი მასშტაბები შემცირდა, მისი იმპერიის მზე კი ჩაესვენა. იქ კი არა, შეერთებულ შტატებშიც კი ხშირად მოისმენთ წუხილს იმის თაობაზე, რომ ამერიკული სუპერ-სახელმწიფოს შესაძლებლობები შეიზღუდა. მეორე საკითხი რაც რუსეთს აწუხებს – საკუთარ სტრატეგიულ მოწყვლადობაზე ღრმად ფესვგამდგარი შიშია. ამის გაგებაც შეიძლება. რთულია სტალინგრადის სასტიკი ბრძოლის და თუნდაც „ცივი ომის“ დავიწყება. და მაინც რუსეთს არ უნდა ეშინოდეს, როდესაც წარსულში მასზე დამოკიდებული ქვეყნები დემოკრატიულ ევროკავშირსა და ნატო-ს ალიანსში წევრობას ანიჭებენ უპირატესობას, რომელსაც რუსეთთან საგანგებოდ შექმნილი ერთობლივი სპეციალური საბჭო აქვს, მაგრამ მოსკოვი სხვაგვარად ფიქრობს და სწორედ ამგვარი აზროვნება განსაზღვრავს მის საგარეო პოლიტიკას. ის თუ რამდენად ძლიერია ასეთი აზროვნება – დღითიდღე სულ უფრო ცხადი ხდება. რუსეთი, რომელიც სიტუაციით სარგებლობს ან ზეწოლის სასტიკ ტაქტიკასაც კი მიმართავს, მათ შორის პოლიტიკურ, ენერგეტიკულ და სამხედრო ბერკეტებსაც კი იყენებს, საკუთარ გავლენის სფეროს აღადგენს. ამის უახლესი მაგალითი უკრაინაა, რომელიც 2004 წელს საქართველოში (კავკასია) და მოგვიანებით ყირგიზეთში (ცენტრალური აზია) მომხდარ „ფერად რევოლუციებს“ შეუერთდა. თუმცა 2004 წლის შემდეგ, უკრაინის დემოკრატიული ლიდერები სასტიკ შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაებნენ, ქვეყნის ეკონომიკა კი კორუფციისა და მსოფლიო კრიზისის გამო სერიოზულად დაზარალდა. ამ წლის არჩევნებით ხელისუფლებაში ახალი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი მოვიდა, რომელიც რუსეთის მიმართ ბევრად უფრო კეთილგანწყობილია. მან უარი სთქვა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე, ხოლო გასულ თვეში საპორტო ქალაქ სევასტოპოლში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზას იჯარის ვადა 2024 წლამდე გაუგრძელა. იჯარის გაგრძელების ფასად უკრაინამ რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ გაზზე 30 %-იანი ფასდაკლება მიიღო. უკრაინამ რუსეთთან ასევე საკუთარი სახელმწიფო გაზის კომპანიის რუსულ კომპანიასთან შერწყმაზეც დაიწყო მოლაპარაკება. ამ გეგმის აქტიური მხარდამჭერი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინია. იანუკოვიჩი საუბრობს, რომ მას დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის წარმოება სურს. ამიტომ, ის ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავს. უკრაინაში ორდღიანი ვიზიტის დროს მედვედევმა ამ ქვეყნის, როგორც „არც ერთ ბლოკში არ შემავალი“ ნეიტრალური სტატუსი აღიარა და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მის ექვს მეზობელთან ხელმოწერილ შეთანხმებაში უსაფრთხოების შესახებ, კიევისთვის კარი ყოველთვის ღია იქნება. თუკი ეს ასეა, ეს კარგი პოლიტიკაა. როდესაც მედვედევი ისეთ სიტყვებს იყენებს, როგორებიცაა „ღია კარი“ და „პარტნიორი“, ის კავშირების განმტკიცებაზე ორმხრივ მისწრაფებას გამოხატავს. შესაძლოა ეს საგარეო პოლიტიკისადმი ახალი და ნაკლებად კონფრონტაციული მიდგომაა, რის შესახებაც ცნობილი გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ერთ-ერთ დოკუმენტზე ინფორმაციის გაჟონვის წყალობით. მაგრამ ახალი რიტორიკის მიღმა იმალება ძველი მსოფლმხედველობა (რომელშიც ძველებურად „ბლოკური“ აზროვნებაა გაბატონებული), ხოლო პრაქტიკული ნაბიჯები მისგან ლოგიკურად გამომდინარეობს. უკრაინა მისი დამოუკიდებლობის ნაწილს სწირავს, როდესაც რუსეთთან ვალშია და სწორედ ასეთი ვითარებაა ენერგორესურსებთან და სამხედრო-საზღვაო ბაზის იჯარასთან დაკავშირებით. მოსკოვი კი იმავდროულად მისი პერიფერიის ქვეყნებში აქტიურად მუშაობს. აპრილში, რუსეთმა ყირგიზეთის აჯანყებას დაუჭირა მხარი, შედეგად კი იქ მოსკოვისადმი უფრო მეგობრულად განწყობილი მთავრობა შეიქმნა. რუსეთს არ მოსწონდა დამხობილი ხელმძღვანელი, რომელმაც ქვეყანაში განთავსებული ის ამერიკული სამხედრო ბაზა შეინარჩუნა, რომელიც ავღანეთის ომში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ყირგიზეთის ყოფილი მთავრობა მართლაც კორუმპირებული იყო და ადამიანის უფლებებს ხშირად არღვევდა. მან იმედი გაუცრუა მის დემოკრატიულ მხარდამჭერებს. მოსკოვმა სწრაფად გააცნობიერა შექმნილი უკმაყოფილება და მედიაში თავისი კამპანიითა და ენერგორესურსებზე ფასების გაზრდით ოპოზიციონერებს დაეხმარა. რუსეთი 2008 წელს, როდესაც საქართველოში შეიჭრა ბევრად უფრო აგრესიულად მოქმედებდა. ეს ორი ქვეყანა ძველებურად დაობს იმაზე თუ ვინ დაიწყო ომი, თუმცა რუსეთმა ყოველგვარი საჭიროების გარეშე მისი არმია, საქართველოს დედაქალაქამდე მიიყვანა და გამოუცდელი დემოკრატიული ქვეყანა საზღვაო ბლოკადაში მოაქცია. ამ სიას შეგვიძლია დავუმატოთ მეზობელ ქვეყნებზე ზემოქმედების სხვა მცდელობებიც: საბაჟო კავშირი, რომელმაც რუსეთს ბელორუსია მიაბა, დასავლეთ-ევროპასთან მკაცრი ენერგეტიკული ურთიერთობები, რაც ევროკავშირში განხეთქილებას იწვევს, ასევე აქტიური ზეწოლა შეერთებულ შტატებზე, რომელმაც ვაშინგტონს ევროპაში ანტი-სარაკეტო თავდაცვასთან დაკავშირებული გეგმების გადახედვა აიძულა. ანტი-სარაკეტო თავდაცვის შეცვლილი სისტემა საკმაოდ ნორმალური რამაა, თუმცა მთელი ეს ეპიზოდი ცხადყოფს, თუ რამდენად მტკიცედ მოქმედებს რუსეთი საკუთარ სამეზობლოში. კეთილმეზობლობის პოლიტიკაში ცუდი არაფერია. ბუნებრივია ისიც, რომ მეგობარი როცა ის მოისურვებს, თქვენს ეზოში სათამაშოდ დაპატიჟოთ, თუმცა მანამ ვიდრე ეს ნამდვილი დაპატიჟებაა და არა შეშინება ან იძულება. ორიგინალი ორიგინალი