planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/sss.bmpთბილისის ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა მეუღლის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/dajra.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/imgphp1-150x150.jpg26 მაისის სამხედრო აღლუმის პარალელურად ოპოზიციის საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება. ოპოზიციის ნაწილი შეკრებას ვაკის პარკში ვეტერანთა აპოლიტიკურ აქციაზე გეგმავს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/aglum.jpg itvს ლინკი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba3-334x50011-150x150.jpgშსს ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. დაკავებულია არტემ მნაცაკანიანი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, დარეჯან მნაცაკანიანს, ცივი იარაღის გამოყენებით მიაყენა მრავლობითი ჭრილობები, რომელიც გადაყვანილი იქნა თბილისის #1 საავადმყოფოში. დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108-ე მუხლით. გამოძიებას აწარმოებს ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველო. იხილეთ epn.ge
-
იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის სამუშაო ვერსია ძალაში შევა, სკოლის პედაგოგს არ ექნება უფლება, მისივე მოსწავლე კერძოდ მოამზადოს, მიიღოს საჩუქარი , თავს მოახვიოს მოსაწავლეს საკუთარი შეხედულებები, მოიხმაროს ალკოჰოლი ან სიგარეტი სკოლის ტერიტორიაზე. მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტის განხილვები დღემდე მიმდინარეობს. თუ როდის შემუშავდება კოდექსის საბოლოო ვერსია, ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. თუმცა ეთიკის კოდექსზე მუშაობა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო. ეთიკის კოდექსის სამუშაო ვერსიაში განსაზღვრულია მასწავლებლების და დამრიგებლების მოვალეობანი. მაგალითად, სკოლის თანამშრომელთა მოვალეობებში, სხვა საკითხებთან ერთად, შედის ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის, სქესის, აკადემიური მოსწრების, სოციალური წარმომავლობის ან პირადი შეხედულების მიხედვით დისკრიმინაციის დაუშვებლობა; დოკუმენტაციის დროული და ზუსტი წარმოება; მოსწავლის მიმართ ნებისმიერი სახის სასჯელის გამოყენების შემთხვევაში დისციპლინური კომიტეტისთვის შეტყობინება. დამრიგებლის მოვალეობებში, სასწავლო ინვენტარის მოვლა–შენახვასთან ერთად, შედის მშობლებთან კონტაქტი, მათი მხრიდან დროული გაფრთხილება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის თაობაზე, მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და სხვ. მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტში აღნიშნულია ის გარემოებები, რომლებიც პედაგოგს დისციპლინურ გადაცდომად ჩაეთვლება. დისციპლინურ გადაცდომაში სკოლის მასწავლებელს ეთვლება გაკვეთილის გაცდენა, დაგვიანება, მოსწავლის სიტყვიერ–ფიზიკური შეურაცხყოფა, მასზე ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, საკუთარი მოსწავლის კერძოდ მომზადება, მოსწავლეებთან სექსუალური და ბიზნეს ურთიერთობების ქონა, სკოლის ტერიტორიაზე ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება, არამეცნიერული შეხედულებების ან თეორიების, როგორც მეცნიერული თეორიის ან ფაქტის სწავლება, საჩუქრის მიღება, სკოლისთვის შეუსაბამო ჩაცმულობა და სხვ. დარღვევების შემთხვევაში, ეთიკის კოდექსი მასწავლებლების გაფრთხილებას, შენიშვნას, საყვედურს, სასტიკ საყვედურს და დათხოვნას ითვალისწინებს. სკოლის თანამშრომელთა დისციპლინურ დარღვევებს განიხილავს და აღრიცხავს დისციპლინური კომიტეტი. ანი ასათიანი, 26 წლის გრაფიკული დიზაინის მასწავლებელი ფიქრობს, რომ ეთიკის კოდექსის არსებობა საჭიროა.“თუნდაც იმიტომ, რომ დაფიქსირდეს, თუ როგორ არ შეიძლება ბავშვებზე დემაგოგია და საკუთარი აზრის თავს მოხვევა.“ მისთვის ცოტა გაუგებარია, რას ნიშნავს სკოლისთვის შესაბამისი ჩაცმულობა, თუმცა ამბობს, რომ სკოლის პედაგოგს გამომწვევად არ უნდა ეცვას. „თუკი ბავშვი ნახატს მაჩუქებს, ძალიან გამიხარდება და დიდი სიამოვნებით მივიღებ“,–ამბობს ასათიანი. მისი თქმით, მოსწავლის მშობლისგან მას საჩუქარი არასოდეს მიუღია. „ადამიანისთვის ძალიან ბუნებრივი მომენტია, როდესაც საჩუქარს გჩუქნიან, რაღაცნაირად, შინაგანად ვალდებული ხდები მის წინაშე, ამიტომ ვთვლი,რომ საჭიროა ეთიკის კოდექსში იმის აღნიშვნა, რომ საჩუქრის მიღება არ შეიძლება.“ 78 წლის რუსული ენის და ლიტერატურის პედაგოგი ცისანა კიკნაძე ფიქრობს, რომ უხერხულია, მასწავლებელმა მისივე მოსწავლე მოამზადოს. „ზოგიერთი მასწავლებელი ასე იქცევა, ზედმეტი შემოსავლისთვის, მაგრამ უხერხულია.“ ქალბატონი ცისანა, 56– წლიანი პედაგოგიური სტაჟით, ფიქრობს, რომ პოლიტიკის და რელიგიის ადგილი სკოლაში არ არის. „გაკვეთილი პოლიტიზირებული არ უნდა იყოს, ჩვენთან, ყოველ შემთხვევაში, ასეა. რელიგიას რაც შეეხება, იგი მხოლოდ ისტორიულ ჭრილშია განხილული. მასწავლებელი უნდა იყოს თავშეკავებული და ზედმეტი არაფერი უნდა თქვას.“ ორივე მათგანი ეთიკის კოდექსის მიღებას ეთანხმება. მასწავლებელთა თავისუფალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გიორგი ამაშუკელი, რომელიც მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის განხილვაშია ჩართული, ამბობს, რომ კოდექსი საჭიროა, თუმცა აუცილებელია, რომ ზუსტად განისაზღვროს ყველა პუნქტი, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად. ეთიკის კოდექსის მიხედვით, მასწავლებელი იღებს გაფრთხილებას, შენიშვნას, საყვედურს, მკაცრ საყვედურს, საბოლოოდ კი, კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, სკოლას ტოვებს. სკოლის პედაგოგი, ეთიკის კოდექსის სამუშაო ვერსიის მიხედვით, გაფრთხილებას მიიღებს, თუ იგი გაუფრთხილებლად ორზე მეტს დააგვიანებს ან გააცდენს გაკვეთილს, მოახდენს მოსწავლეზე ფსიქოლოგიურ ან ემოციურ ზეწოლას. უბიძგებს მას არაეთიკური ქცევისკენ, აქვეა აღნიშნული სკოლისთვის შეუსაბამო ჩაცმულობა. ამაშუკელი ფიქრობს, რომ ერთმა დირექტორმა შესაძლოა გარკვეული სახის ჩაცმულობაზე თქვას, რომ მასწავლებლისთვის შეუსაბამოა, მაშინ, როცა სხვამ შეიძლება მოიწონოს. „ამიტომ აუცილებელია, რომ ასეთი ტიპის ნორმები კოდექსში ზუსტად იყოს განსაზღვრული, რა არის მისაღები და რა არა, ინტერპრეტაციებს რომ არ ჰქონდეს ადგილი.“ რაც შეეხება შენიშვნას, პედაგოგი შენიშვნას მიიღებს მშობლებთან ურთიერთობის არქონისთვის, მოსწავლისაგან ან მშობლისგან საჩუქრების ან ფულის აღებისათვის და სხვ. სკოლის მასწავლებელი საყვედურს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებს მოსწავლეს ან კოლეგას, ხუთზე მეტს დააგვიანებს და სხვ. სასტიკ საყვედურში ითვლება სისტემატური დაგვიანება, გაკვეთილის ჩაშლა, ორი საყვედურის ან გაფრთხილების მიღება. მასწავლებლის დათხოვნა სკოლის დირექტორს იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ პედაგოგი პედაგოგიური ეთიკის ნორმებს უხეშად დაარღვევს, მიაყენებს სკოლას მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს, დაარღვევს უსაფრთხოების წესებს, რომელიც მოსწავლის ან კოლეგის დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს. დათხოვნა ასევე შესაძლებელია სასტიკი საყვედურის მიღების შემდეგ, ისეთი ქმედების ჩადენისათვის, რაც ადმინისტრაციულ სასჯელს იმსახურებს. ეთიკის კოდექსის განხილვაში, დაახლოებით ათი დღის წინ, არასამათავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართულები. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გია მამულაშვილი და ცენტრის თანამშრომლები. დღეს კი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით შექმნილმა საზოგადოებრივმა დარბაზმა სამინისტროს მიერ შემუშავებული მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტი განიხილა. განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ეთიკის კოდექსის სრულყოფამდე, შეხვედრები ისევ გაიმართება. შენიშვნები,რომლებიც ამ შეხვედრებისას იქნება გამოთქმული, შესაძლოა, კოდექსის საბოლოო ვარიანტზეც აისახოს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
დღეს ირაკლი ალასანია პრესა.გე-მ ახლადშექმნილ ინტერნეტ-მედია კლუბში მიიწვია. ჟურნალისტმა რუსიკო მუმლაძემ მასთან ინტერვიუ მოამზადა, რომელსაც სრული სახით გთავაზობთ: „ახლადშექმნილმა ინტერნეტ-მედია კლუბმა პირველად მერობის კანდიდატს ირაკლი ალასანიას უმასპინძლა. პრესა.გე-სთან საუბარში ალასანიამ აღიარა, რომ, როცა ის ჭადრაკის სასახლეში საზოგადოებასთან შესახვედრად მიდიოდა, მისთვის იქ ნოღაიდელი არ უნდა დაეხვედრებინათ. ინტერნეტ-მედია კლუბში მისულმა ალასანიამ განაცხადა, რომ მის ალიანსს არჩევნებამდე დამარცხებული ჰყავს მთავარი კონკურენტი - „უიმედობა“, დანარჩენს კი, 30 მაისის არჩევნები გვეტყვის. თუმცა, მერობის კანდიდატი ფიქრობს, რომ თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა მოიხადოს ვალი და მივიდეს არჩევნებზე, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ვერ შესძლებს სახელისუფლებო კანდიდატი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით არჩევნები მოიგოს. მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე ხუთი დღეა დარჩენილი, ალასანიას მაინც ახსენებენ ჭადრაკის სასახლეს, თინა ხიდაშელისა და სხვა ალიანსელების მხრიდან თავიანთი ლიდერის „შემკობის“ ფაქტებს. პარტია „თავისუფლების“ წევრი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ თუ ალიანსი არჩევნებში დამარცხდება ეს სწორედ ხიდაშელის მაშინდელი ქცევის შედეგი იქნება და ოპოზიციას კვლავ მოუწოდებს ერთიანი კანდიდატის მხარდაჭერისკენ. ძნელი სავარაუდოა, რომ ერთიან კანდიდატზე არჩევნებამდე ვინმე შეთანხმდეს, მაგრამ გია თორთლაძის პარტიის ორმა მაჟორიტარმა კანდიდატმა ვაკესა და საბურთალოზე ალიანსის კანდიდატების სასარგებლოდ მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები და პარტიაც დატოვეს. რაც შეეხება ჭადრაკის სასახლეს, პრესა.გე თავად შეეცადა, ბოლოს და ბოლოს „ამოეხსნა“ იქაური საიდუმლო და პირადად ალასანიასგან შეეტყო, რატომ ვერ შედგა შეთანხმება მერობის ერთიან კანდიდატზე. პრესა.გე: გავრცელდა ინფორმაცია, როცა ირაკლი ალასანია ჭადრაკის სასახლეში მიიწვიეს, მას უთხრეს, რომ იქ ნოღაიდელი არ მივიდოდა. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს? რატომ მივიდა ჭადრაკის სასახლეში ალასანია და შემდეგ რატომ წამოვიდა იქიდან? ირაკლი ალასანია: მე მივედი საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიწვევით. არცერთი პოლიტიკური ძალა, მათ შორის, ნოღაიდელი იქ არ უნდა ყოფილიყო. - ანუ მაშინ ირაკლი ალასანია მოატყუეს? - იცით, რა? მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდებოდა იმ დროს და ვერავის დავაბრალებ, რომ სპეციალურად იყო რაიმე დაგეგმილი. როგორც მოხდა, ისე მოხდა. ნუღარ გავაგრძელებთ ამაზე საუბარს. მე მივედი იმიტომ, რომ ეს იყო საზოგადოების მოთხოვნა, ერთიანი კანდიდატი ყოფილიყო. გახსოვთ, ბატონმა დავით მაღრაძემ მოგვიწოდა, შევკრებილიყავით და მოგვესმინა, საზოგადოებას რა გეგმები ექნებოდა ამ არჩევნებთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ მაშინაც, ბევრ პოლიტიკურ ძალაში კითხვის ნიშნის ქვეშ სერიოზულად იდგა საკითხი, ღირდა, თუ არა ამ არჩევნებში წასვლა და მონაწილეობა. მე მინდოდა, კიდევ ერთხელ გამესვა ხაზი, რომ ერთობაც და ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ არჩევნებით მომხდარიყო ცვლილებები ქვეყანაში. - თუმცა, იქ მოხდა ის, რომ ნოღაიდელმა განაცხადა, ფორმულა „ყველა მინუს ნოღაიდელი“ აღარ არსებობსო. - იქ რაც მოხდა, ჩემზე კარგად იცით. იქ იყო მოლოდინის გაჩენა, რომ დიდი ოპოზიციური ერთობა შესაძლებელია. ჩვენ გავაგრძელეთ მოლაპარაკებები კონსერვატორებთანაც და იმ ადამიანებთან, ვისაც კანდიდატურები ჰყავდათ დაყენებული, მაგრამ ვერ შევთანხმდით რიგ საკითხებზე, როგორიცაა - როგორ უნდა ჩატარებულიყო სოციოლოგიური გამოკითხვა, რა ვადები უნდა ყოფილიყო ამისთვის და დრო არ დაგვეკარგა საარჩევნო მზადებისთვის. რომ ვერ შევთანხმდით ამაზე, ჩვენ გავაგრძელეთ გზა არჩევნებისკენ, მათ გარეშე. - ზვიად ძიძიგურმა თქვა, მეც და კობა დავითაშვილიც ალასანიას სასარგებლოდ მოვხსნიდი კანდიდატურას, ალასანია რომ არ წასულიყო მაშინო. - მე არც არსად მივირბინე და არც არსაიდან გავქცეულვარ. იყო მოლაპარაკებების პროცესი და თუ ვინმეს უნდოდა, საკუთარი გადაწყვეტილების მიღება, მიეღო მაშინ“. პრესა.გე View the full article
-
სოფიო ხორგუანმა დღევანდელი დღე რიგითი კრწანისელის ცხოვრებით დაიწყო. ჟურნალისტებთან ერთად, მაჟორიტარობის კანდიდატი კოლმეურნეობის მოედანზე ზემო ფონიჭალისკენ მიმავალ ავტობუსს დაახლოებით 20 წუთი ელოდა. #44 ავტობუსის მგზავრებისთვის სოფიო ხორგუანის დანახვა სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. ისინი გულახდილად მოუყვნენ მას პრობლემებზე, ყოფით, ოჯახურ საქმეებზე. როგორც გაირკვა, ამომრჩეველთა უკმაყოფილებას იწვევს არა მარტო ტრანსპორტის დაგვიანება, არამედ შიგნით კონდინცირების სისტემის არარსებობა, განსაკუთრებით ეს ეხება ე. წ. „ბოგდანის“ ტიპის ყვითელ ავტობუსებს. ხურდა ფულის პრობლემა არა მარტო კრწანისელებს, მთელ ქალაქს აწუხებს. მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, უკმაყოფილებას გამოთქვამენ არსებული აპარატების გაუმართაობის გამოც. ხშირია შემთხვევები, როცა სტუდენტური სამგზავრო ბარათები არ ფიქსირდება და ახალგაზრდებს 50-ლარიან ჯარიმას უწერენ. კრწანისის მოსახლეობა დახმარებას მათი მაჟორიტარობის კანდიდატს სთხოვს. სოფიო ხორგუანმა ამომრჩეველთა პრობლემებზე ზრუნვა კარგა ხანია დაიწყო. View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/saxalxo-martlmadideblebi-150x150.jpg“სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა” 7 მაისს ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტს სპეცოპერაციას უწოდებს. მოძრაობის წევრები ხელისუფლებისაგან ეროვნული და რელიგიური ფასეულობების დაცვას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქტიურ ქმედებებზე გადასვლას გეგმავენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/saxalxo.jpg itvს ლინკი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/navtobi2-150x150.jpgოპეკის “კალათის” ფასი გაიზარდა. საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, მომხმარებელთა და იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 24 მაისის მდგომარეობით, ოპეკის “კალათის” ფასი ბარელზე 0,12 აშშ დოლარით გაიზარდა და 68,59 აშშ დოლარი შეადგინა. ოპეკის “კალათის” ფასის რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს ბარელზე 140,73 აშშ დოლარი შეადგენს, რომელიც 2008 წლის 3 ივლისს დაფიქსირდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/cesko-www.newalliance.info_11-150x150.jpgგამჭვირვალობის მიზნით ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს, ცესკოს წევრებთან ერთად ადგილობრივი დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებიან. არასამთავრობო ორგანიზაციები „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”, ადამიანის უფლებების დაცვის და დახმარების საერთაშორისო კავშირი „ნდობა”, კავშირები „ჯანმრთელი სამყარო” „ევროპასთან თანამშრომლობის საზოგადოება” და ,,ევრაზიის საერთაშორისო თანამეგობრობა” 30 მაისის არჩევნებისათვის, ბიულეტენების ბეჭდვის პროცესის მიმდინარეობას აკვირდებიან. სულ საკრებულოსა და საარჩევნოდექვს სხვადასხვა სტამბაში, 8 000 000 მდე ბიულეტენი იბეჭდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kacitaze-150x150.jpg მამუკა კაციტაძის განცხადებით, საარჩევნო სიებში დარღვევები მაინც არსებობს. ამის შესახებ მან დღეს “ახალი მემარჯვენეების” ოფისში გამართუკლ ბრიფინგზე განაცხადა. “ალიანსმა საქართველოსათვის” ამომრჩეველთა სიების მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა და 70 ათასამდე დარღვევა აღმოაჩინა. დარღვევები, ძირითადად, პატიმრებსა და “მკვდარ სულებს” ეხებოდათ. შედეგები აცნობეს ცესკოს, რომელმაც მათ მოგვარებაზე იზრუნა. მიუხედავად ამისა, “ახალი მემარჯვენეების” განცხადებით, სიებში დარღვევები მაინც არსებობს. კერძოდ, ვაკე საბურთალოს 02-03 საარჩევნო ოლქში, სადაც ორ მისამართზე დარეგისტრირებული ადამიანები ცხოვრობენ და მოდულის, ე.წ. დახურულ უბანზე, სადაც, კაციტაძის განცხადებით, 2115 სამხედროა რეგისტრირებული, თუმცა, ამ რაოდენობის ადამიანების განსათავსებლად, ამ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობები არ არის. “ამ საკითხებთან დაკავშირებით, უკვე საქმის კურსში ჩავაყენეთ ეუთოს სადამკვირვებლო მისია და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ სამართლიანობისათვის და არ მივცემთ ხელისუფლებას შესაძლებლობას, 2000 ხმიანი ფორით დაიწყოს არჩევნები”, – განაცხადა კაციტაძემ. მისივე თქმით, ე.წ. დახურული უბნებიდან ხმების უმეტესობა სწორედ ხელისუფლების სასარგებლოდ მოდის, მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება კი მხოლოდ მუდმივი დისლოკაციის მქონე ჯარისკაცებს აქვთ. შეგახსენებთ, რომ დღეს, 16:00-ზე ცესკოში საარჩევნო სიების საბოლოო ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-2-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გმირთა მოედანზე ესტაკადას ოფიციალურად დღეს გახსნის. გმირთა მოედანზე ავტომაგოსტრალის მშენებლობა 2009 წლის ივლისის ბოლოს დაიწყო. პროექტის მიხდვით, მდინარე ვერეზე ხუთი ხიდი აშენდება. გარდა ამისა, მაგისტრალზე გაკეთდება სამი ესტაკადა. მათ შორის, თამარაშვილის ქუჩიდან გადმოსასვლელი 480 მ. სიგრძის და გმირთა მოედანზე გადასასვლელი 520-მეტრიანი ესტაკადა. ახალი გზა საგზაო ინსტიტუტ “საქგზამეცნიერების” პროექტით იგება, მშენობლობას კი კაუკასუს როად პროჯექტი ანხორციელებს. მშენებლობაზე ბიუჯეტიდან წელს 30,8 მლნ ლარი დაიხარჯება. ახალი ავტომაგისტრალი ვაკე-საბურთალოს გზაზე სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვის მიზნით შენდება. მშენებლობა 2010 წლის ბოლოს დასრულდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saqstat-logo3.gifსაქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა იანვარ-აპრილის მონაცემებით თურქეთია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-აპრილში თურქეთთან სავაჭრო ბრუნვამ 297 261 600 აშშ დოლარი შეადგინა, აქედან ექსპორტი 76 051 900 აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი – 221 209 700 აშშ დოლარი. “საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო პოზიციების მიხედვით პირველი ადგილი შავი ლითონების ჯართს უჭირავს. თურქეთში იანვარ-აპრილში 28 533 400 აშშ დოლარის ღირებულების, 105 957 900 ტონა ჯართის ექსპორტი განხორციელდა. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები, ხოლო მესამეზე აზოტოვანი სასუქები”, – აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-აპრილში, თურქეთიდან ყველაზე მსხვილი საიმპორტო პროდუქცია სამკურნალო საშუალებებია. ამ პერიოდში საქართველოში თურქეთიდან სულ 110,1 ტონა 10 940 500 აშშ დოლარის ღირებულების სამკურნალო საშაულებები შემოვიდა. საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში მეორე ადგილზე აზერბაიჯანია (189 196 700აშშ დოლარია), ხოლო მესამე ადგილზე – უკრაინა (179 568 100 აშშ დოლარი.) იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66 პროცენტი შეადგინა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-420x06-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს პოლონეთის ტრაკიკულად დაღუპული პრზეიდენტის და მისი მეუღლის სახელობის ქუჩა ბათუმში გახსნა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა პოლონელს. მისი თქმით მათთვის ყველაზე მაღალი ფასეულობა თავისუფლებაა. “მე მადლობელი ვარ ყველა პოლონელის, მათი მთავრობის, იმ ადამიანების რომლებმაც მძიმე მომენტში საქართველოს მიმართ მხადაჭერა გამოხატეს”,- განაცხადა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/vasha9-150x131.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ აბდულ გეიტმა ორმაგი დაბეგვრისა და დამატებითი გადასახადების თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. მოლაპარაკების შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ და აბულ გეიტმა განცხადება გააკეთეს. გრიგოლ ვაშაძემ მადლობა მოუხადა ეგვიპტეს სამხრეთ კავკასიაში გაწონასწორებული პოლიტიკის გატარებისათვის. “იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. თავის მხრივ, აჰმუდ აბდულ გეიტმა მომავალ სამოქმედო გეგმებზე გააკეთა კომენტარი და ფოთის როგორც თავისუფალ ეკონომიკურ სავაჭრო ზონის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა არქივმა და პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ურთიერთგაგების მემორანდუმი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და არქივთან გააფორმა. საქართველოს მხრიდან მემორანდუმს ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვმა, ხოლო ეგვიპტის მხრიდან _ საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვაჰიდ ელდინ ისმაილ გალალმა მოაწერა. ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობას საარქივო ჩანაწერების ასლების გაცვლის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და რესტავრაციის სფეროში გამოცდილების გაზიარების, ასევე ერთობლივი სემინარების, კონფერენციებისა და გამოფენების ორგანიზების მიმართულებით. იხილეთ epn.ge
-
რესპუბლიკური პარტიის მდივნის ივლიანე ხაინდრავას სტატიები უცხოურმა ჟურნალებმა გამოაქვეყნეს: „ევროკავშირი პასუხებს გაურბის“: ჟურნალი „ახალი ევროპა დღეს“, #2, 2010 - „ბრიუსელი, მოსკოვი და ევროპა დღეს“, პოლონეთი. „შიგასახელმწიფო კონფლიქტები და დემოკრატია“: ჟურნალი „დემოკრატიის იმპორტ/ექსპორტი“, #14, 2010, გერმანია. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/cesko-www.newalliance.info_10-150x150.jpg30 მაისის არჩევნებისათვის სულ 8 000 000-მდე ბიულეტენი დაიბეჭდება. პროპორციული წესით ჩასატარებელი არჩევნებისათვის 3 370 200; მაჟორიტარული წესით ჩასატარებელი არჩევნებისათვის – 3 332 300; თბილისის მერის არჩევნებისათვის – 937 000, პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის კი 167 550 ბიულეტენი იბეჭდება. უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბრაილის შრიფტით 2120 ცალი საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება. რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს, მათთვის 200 000-ზე მეტი ორენოვანი ბიულეტენი დაიბეჭდება, სომხურ-ქართულ და აზერბაიჯანულ-ქართულ ენებზე. ბიულეტენების ბეჭდვა 6 სტამბაში მიმდინარეობს : ,,პოლიტრანსი”, ,,ქეჩერა”, ,,მვპ”, ,,კაბადონი+”, ,,ქომი” და ,,საარი”. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/gabashvili2-150x150.jpgსაპარლამენტო უმრავლესობის წევრის გოკა გაბაშვილის თქმით, პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთის ხელისუფლების გვერდით მოსკოვში აღლუმს იბარებს, რის შემდეგ იგი ამერიკაში ,,შოპინგზე’’ წავიდეს. როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ნინო ბურჯანაძის ამერიკაში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით გაბაშვილმა განუცხადა, მას ბურჯანაძესთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება უჭირს. ,,მიჭირს ისეთ პოლიტიკოსთან დაკავშირებით შეფასებების გაკეთება, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან და დიმიტრი მედვედევთან ერთად პარადს იბარებს. ბურჯანაძეს შეუძლია ამერიკაში შოპინგზე წავიდეს’’, – განაცხადა გაბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ,,დემოკრატიული მოძრაობის – ერთიანი საქართველოს’’ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ზაფხულისთვის დაგეგმილი ამერიკული ვოიაჟის დეტალებს ჯერჯერობით არ ახმაურებს. ბურჯანაძე ამერიკაში მიმდინარე წლის ზაფხულში გეგმავს ჩასვლას. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/darchashvili-150x150.jpgსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი მზადაა 26 მაისის სამხედრო აღლუმის ტრიბუნაზე საკუთარი მოსაწვევი მსურველ ოპოზიციონერს დაუთმოს. როგორც ჟურნალისტებს დარჩიაშვილმა განუცხადა, იგი ოპოზიციას ჯარის გვერდით დგომას სთავაზობს. მისი თქმით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმთან დაკავშირებით ზოგიერთი ოპოზიციონერის მოსაზრებების მოსმენის შეფასება უჭირს. ,,მოსაწვევს მივცემ მას, ვისაც აქვს ჯარისთვის გულწრფელად მისალმების და არა ტანკის ქვეშ დაწოლის სურვილი. როგორც სამხედროებს სჭირდებათ საკუთარი თანამოქალაქეების მხარდაჭერა და მათგან სითბოს მიღება, ასევე ხალხსაც სურს, საკუთარი ფორმიანი ჯარისკაცების ნახვა. ზოგჯერ მგონია, სულ სხვა განზომილებაში მყოფ და სხვა პლანეტაზე მცხოვრებ ადამიანებთან გვაქვს საქმე’’, – განაცხადა დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ხვალ, ტრადიციულ ადგილას – რუსთაველის გამზირზე გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
ქვეყნის მასშტაბით წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ“ მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 5 მაისიდან 24 მაისამდე პერიოდს მოიცავს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია და ფაქტები რამდენიმე წყაროსთან არის გადამოწმებული. რაც შეეხება დარღვევებს, რომლებიც ანგარიშშია წარმოდგენილი, განსაკუთრებით ხშირი წინასაარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეებისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობა იყო. მაგალითად, მოყვანილია რამდენიმე ფაქტი, თუ როგორ იყენებენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების – გურიანთის, მერიისა და ოზურგეთის რწმუნებულები სამუშაო კაბინეტებს წინასაარჩევნო შტაბებად. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სააგიტაციო მასალა და მხარდამჭერთა სიები მათი სამუშაო ოთახების შემადგენელი ნაწილია, რასაც არც მალავენ. „მე ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ და შვიდიანები ხომ არ მექნება [კაბინეტში]?!” - განაცხადა სოფელ ოზურგეთის რწმუნებულმა გრიგოლ ჩხაიძემ. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს წინასაარჩევნო აგიტაცია აკრძალულია. ანგარიშში ასევე საუბარია მოსყიდვის ფაქტებზე. „მესტიაში, ყვარლის რაიონის სოფელ ქვემო ომალოში, ოზურგეთის რაიონის რამდენიმე სოფელში და კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტებს“,–ნათქვამია ანგარიშში. აქვეა მითითებული რამდენიმე ზეწოლის შემთხვევაც. „ხარაგაულში ბლოკის „ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენლებზე ზეწოლის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ხარაგაულის რაიონის სოფელ ვახანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამავე სოფლის რწმუნებულმა სამსახურიდან დაითხოვა. ხარაგაულის რაიონის სოფელ აწყურის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კი ზეწოლა განახორციელა ამავე სკოლის მასწავლებელზე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე ბლოკიდან „ალიანსი საქართველოსთვის”. როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენელმა, ნინო სახლისკაცმა აღნიშნა, თითქმის ყველა წარმოდგენილ ფაქტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეაგირებისთვის გადასცეს. აღნიშნული ფაქტებიდან , იყო ისეთიც, რომელზეც ცესკო რეაგირებას ვერ მოახდენდა იმ მიზეზის გამო, რომ დარღვეული იყო ”კანონი საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ” და არა, საარჩევნო კანონმდებლობა. ”ზოგიერთ ფაქტთან დაკავშირებით, ვაპირებთ რეაგირებისთვის პროკურატურას მივმართოთ”, აღნიშნა ნინო სახლისკაცმა. ცესკოს პრესსპიკერის ჯული გიორგაძის თქმით, მათ განიხილეს წარმოდგენილი შემთხვევები და თითოეული მათგანის შესახებ დასკვნები ცესკოს ოფიციალურ ვებ გვერდზე განათავსეს. არჩევნებამდე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კიდევ ერთი ანგარიშის გამოქვეყნებას გეგმავს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
გიგლა აგულაშვილს დაბადების დღეს ვულოცავთ! View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/russia_mfa-newalliance.info_-150x150.jpg რუსეთის საგანგებო საქმეთა სამინისტრო ანტალიაში რუსი ტურისტების ევაკუაციისთვის სატვირთო თვითფრინავს Ил-76 გააგზავნის. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” იუწყება. ანტალიაში ავტობუსის კატასტროფის შედეგად დაზარალებული რუსი ტურისტების ევაკუაციას სატვირთო თვითფრინავი Ил-76 მოახდენს. თვითფრინავი მოსკოვის დროით 15:00 საათზე რამენსკის აეროდრომიდან გაფრინდება. დაზარალებულთა დასახმარებლად თვითფრინავით Ил-76-ით ანტალიაში 15 ექიმი და ორი ფსიქოლოგი გაემგავრება. კატასტროფის შედაგად 16 ტურისტი გარდაიცვალა, ხოლო 25 დაშავდა. იხილეთ epn.ge