planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://epn.ge/wp-content/uploads/rust_teatri2-150x150.jpgრუსთაველის თეატრში ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო, “ლექსო არ დაიკარგები” დღეს, 26 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიებას პოეტი ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული გაუძღვებიან. იხილეთ epn.ge
-
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე სახელმწიფო მოხელეები და საზოგადო მოღვაწეები ვახტანგ გორგასალის პირველი ხარისხის ორდენითა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოებულთა სიაშია დავით და ბაჩო ახალაიების მამა, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და სააქციო საზოგადოება ”მადნეულის” ხელმძღვანელი (ჟურნალ ”ტაბულას” ერთ-ერთი დამფინანსებელი) კობა ნაყოფია. ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ: აჭარის სპეციალური დანიშნულების რაზმის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთი ნუგზარ შარაშიძე მირზა კონცელიძე ასლან ინაიშვილი ალბერტ ხინკივაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვადნენ; დევი ჭანკვოტაძე - საქართველოს შეიარაღებული ძალების მშვენებლობაში მიღწეული წარმატებებისათვის; ნინო ანანიაშვილი - ქართული საბალეტო სკოლის აღორძინებისათვის და საქართველოს წარმოჩინებისთვის მთელ მსოფლიოში; ალექსანდრე ბესტავაშვილი - მრავალწლიანი თავდადებისთვის ქართულ საქმეში, უცხოეთში ქართულ დიასპორაში; ლადო გურგენიძე - საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობისათვის ყველაზე რთულ დროს და ნოვატორობისათვის ქართულ ბიზნესში; ნიკა ვაჩეიშვილი - 100-ზე მეტი ქართული ძეგლის აღდგენისათვის; ალბერტო დომინგო კაბო - ბათუმის და ანაკლიის ბულვარების, თბილისის გმირთა მემორიალისა და საქართველოს ახალი პარლამენტის შენობის პროექტების შექმნისათვის; ნანი ბრეგვაძე - საქართველოს სახელის წარმოჩინებისათვის; კობა ნაყოფია - პატრიოტიზმისათვის და ახალი სტანდარტების დანერგვისათვის ქართულ ბიზნესში; ნინო სუხიშვილი - საქართველოს სახელის წარმოჩინებისათვის; როლანდ ახალაია - 70-იანი წლების შემდეგ კორუფციასთან, უკანონობასთან და მაფიასთან ხმალამოღებული, თავდადებული ბრძოლისთვის; ხატერ მასადი - საქართველოში ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციის სწორად ორგანიზებისათვის და წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის; ლევან ალექსიძე - სამეცნიერო მოღვაწეობისთვის, ქართული საერთაშორისო სამართლის სკოლის შექმნისთვის; იულონ გოგოშიძე - ბრწყინვალე არქეოლოგიური ექსპედიციებისათვის და დიდი პატრიოტული ღვაწლისთვის; როლანდ ახალაია - დიდი დამსახურებისთვის სამედიცინო საქმიანობაში და სამოქალაქო თავდადებისთვის; ჯემალ ჭკუასელი - საქართველოს სახელის წარმოჩინებისათვის; ეკა ზღულაძე - ყველაზე რთულ პერიოდში გამოჩენილი თავდადებისთვის, ქართული პატრიოტული ახალგაზრდობის საუკეთესო სახის წარმოჩენისთვის რამაზ ნიკოლაიშვილი - წარმატებული საქმიანობისთვის ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის საქმეში; დანიელ კუნინი - თითქმის 20 წლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის საქართველოში; შამილ ქოქოშიძე - ქართული საცხენოსნო სკოლის შექმნის საქმისთვის და მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის ქართულ ავიაციაში; ილიკო სუხიშვილი - საქართველოს სახელის წარმოჩინებისათვის; ნიაზ დიასამიძე - ნოვატორიბისთვის და პატრიოტული საქმიანობისათვის; ირაკლი ეზუგბაია - წარმატებული საქმიანობისათვის ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის საქმეში; პაატა ბურჭულაძე - საქართველოს სახელის წარმოჩინებისათვის, ხელოვნებაში წარმატებული მოღვაწეობისთვის; სრული ინფო(netgazeti.ge)
-
მსოფლიოში ასზე მეტი ქვეყანა ზეიმობს დამოუკიდებლობას. ეს დღე დასვენების დღედ არის გამოცხადებული და სახალხო ზეიმები ეწყობა. საქართველოს ტერიტორიაზე პირველი რესპუბლიკა 1918 წელს შეიქმნა, რუსეთის იმპერიის დაშლის და 1917 წლის რევოლუციის შემდეგ. 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა შექმნა. თუმცა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ 3 წელი იარსება. 1921 წლიდან საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი გახდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა. თუმცა დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღედ 26 მაისია დადგენილი. ამ დღეს იმართება სამხედრო აღლუმი, ეწყობა სახალხო ზეიმი და კონცერტები. ქვეყნის მასშტაბით 26 მაისი დასვენების დღედ არის გამოცხადებული. ყველაზე ადრე დამოუკიდებლობა შვეიცარიამ მიიღო. 1291 წლის 1 აგვისტოს შვეიცარია რომის იმპერიისგან გათავისუფლდა. საუკუნეების შემდეგ, 1640 წელს პორტუგალიამ აღიდგინა დამოუკიდებლობა და და ესპანეთისგან გათავისუფლდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში გათავისუფლდნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან: არგენტინა, საბერძნეთი, ჩილე, კოლუმბია, პერუ, სერბეთი, ვენესუელა, პარაგვაი, ნიკარაგუა, მექსიკა, გვატემალა, ელ სალვადორი, კოსტა რიკა. მეოცე საუკუნეში, სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტმა ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. მათ შორის საუკუნის დასაწყისში ბულგარეთმა, ავღანეთმა, პოლონეთმა. ასევე ლატვიამ, ლიტვამ , აზერბაიჯანმა, უკრაინამ, საქართველომ (საბჭოთა კავშირის მიერ ქვეყნების კავშირში შეერთებამდე.) მეოცე საუკუნის დასასრულს, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, დამოუკიდებლობა მოიპოვა რამდენიმე ქვეყანამ: საქართველომ, სომხეთმა, უკრაინამ, უზბეკეთმა, თურქმენეთმა, ტაჯიკეთმა, აზერბაიჯანმა, ჩეხეთმა და სლოვაკეთმა (ჩეხოსლოვაკიის გაყოფის შემდეგ, 1993 წელს). ასევე ლატვიამ და ლიტვამ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ასე ეწოდება წერილს, რომელსაც „ლიბერალი“ აქვეყნებს. View the full article
-
12:00 სთ - „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლები დამოუკიდებლობის დღეს ვაკის პარკში აღნიშნავენ. დავით ბერძენიშვილი ამომრჩევლებს ჩოხატაურში შეხვდება. View the full article
-
დღეს, გაიმართება საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი თბილისის დინამოსა და თბილისის ვიტ-ჯორჯიას შორის. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება და შეხვედრა 17.45 საათზე დაიწყება. ჩვენი საიტი მოგიწოდებთ, ნუ დასხდებით სახლში, მოხვიდეთ სტადიონზე და უქომაგოთ ქართულ ფეხბურთს!!! დროა ვსცეთ პატივი ჩვენს ფეხბურთს და ვიყოთ ერთგულნი ჩვენი ფეხბურთისა!!! იხილეთ fanebi.com
-
http://epn.ge/wp-content/uploads/policia22-150x150.jpgსაზეიმო აღლუმთან დაკავშირებით, დღეს ქალაქში მოძრაობა შეიზღუდება, კერძოდ რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები გადაიკეტება. შსს-ს ცნობით, 05:00 საათიდან 15:00 საათამდე, ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით: რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, ლესელიძის, თაბუკაშვილის, ინგოროყვას ქუჩები და ელბაქიძის დაღმართი. აგრეთვე მოძრაობა შეიზღუდება მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/gigii-150x150.jpgთბილისის მოქმედი მერის გიგი უგულავას განცხადებით, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალის ნაწილი ექსპლუატაციაში დღეს შევა. ამის შესახებ უგულავამ გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. “მაგისტალის მშენებლობაზე 600_მდე კაცია დასაქმებული. ივნისში დასრულდება თამარაშვილის ქუჩიდან შემოსასვლელი მეორე გზის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც უკვე დასრულებულ გზას შეუერთდება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ ინფრასტრუქტურა განვითარდეს და რაც უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნის საშუალებას მოგვცემს”, _ განაცხადა უგულავამ. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/praimer411-150x150.jpg“ეროვნული საბჭო” საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მერაბ კოსტავას საფლავთან აღნიშნავს. როგოც “ეროვნული საბჭოს” ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა ისინი ჯართან დაპირისპირბას არ აპირებენ. “მიუხედავად იმისა, რომ მიუღებელია ომწაგებული და დამარცხებული მთავარსარდლის მიერ სამხედრო აღლუმის ჩატარება, მაინც არ ვაპირებთ ჯარს დავუპირისპირდეთ. ხელისუფლებები იცვლებიან, ჯარი კი რჩება”,- განაცხადა დავიტაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/83853-150x150.jpgდამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმი, დღეს 11:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დაიწყება. აღლუმს უმაღლესი მთავარსარდალი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაიბარებს. 20:30 საათზე მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე (დაბა ვაზიანი) დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართება. კონცერტზე ჯგუფი “33ა” სპეციალურად ქართული შეიარაღებული ძალებისთვის დაწერილ ახალ სიმღერას წარმოადგენს. საღამოს ჯარისკაცებისთვის “33ა-სთან” ერთად ჯგუფი “ფრანიც” იმღერებს. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/aqti1-150x150.jpgდღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკედბლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1917 წლის რუსეთში მომხდარ ბურჟუაზიულ რევოლუციას მონარქიის დამხობა და იმპერიის დაშლა მოჰყვა. საქართველოში ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომელიც, ფაქტობრივად, ქვეყანას მართავდა. ეროვნული საბჭოს დადგენილების 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ აირჩიეს ნოე ჟორდანია. დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით, XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს თბილისში ეწყობოდა მშვიდობიანი აქციები. საქართველოს სუვერენიტეტის ცნობის მოთხოვნით 1989 წლის აპრილში თბილისში მშვიდობიანი მანიფესტაციები ეწყობოდა. მშვიდობიანი მიტინგი 9 აპრილს, გამთენიისას სასტიკად დაარბია საბჭოთა არმიამ, რასაც სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიის მიუხედავად, ბრძოლა ქვეყნისთვის დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსის მოსაპოვებლად მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდა. იხილეთ epn.ge
-
გაზიარება http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_xEPbVy-MI/AAAAAAAADsg/NJZtJOYDfbU/s200/gadaugdes%20likma.gifთბილისის საქალაქო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მანამდე მიიღო, ვიდრე სტრასბურგში გირგვლიანის საქმის განხილვას დაიწყებდა. სამოქალქაო სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ქართულ სასამართლოში გვიან შევიდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფომ ევროსასამართლოს მიმართა თხოვნით - არ განეხილა კონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევა, რადგან გირგვლიანების მხრიდან ადგილობრივ სამართალწარმოებაში სამოქალაქო სარჩელი არ იყო შეტანილი. იხილეთ ინტერნეტ ტელევიზია itv-ს მიერ მომზადებული სიუჟეტი. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
გაზიარება http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_xEPbVy-MI/AAAAAAAADsg/NJZtJOYDfbU/s200/gadaugdes+likma.gifთბილისის საქალაქო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მანამდე მიიღო, ვიდრე სტრასბურგში გირგვლიანის საქმის განხილვას დაიწყებდა. სამოქალქაო სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ქართულ სასამართლოში გვიან შევიდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფომ ევროსასამართლოს მიმართა თხოვნით - არ განეხილა კონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევა, რადგან გირგვლიანების მხრიდან ადგილობრივ სამართალწარმოებაში სამოქალაქო სარჩელი არ იყო შეტანილი. იხილეთ ინტერნეტ ტელევიზია itv-ს მიერ მომზადებული სიუჟეტი. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
გაზიარება http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_w7RhMVv2I/AAAAAAAADsY/BLO24lO7Ux4/s200/cminda%20sameba.gifგთავაზობთ პასუხებს ყველა ქრისტიანისთვის საინტერესო კითხვებზე, რომლებიც ამოკრებილია სასულიერო პირთა ქადაგებებიდან და მართლმადიდებლური სახელმძღვანელოებიდან. -როგორ უნდა მივესალმოთ მოძღვარს?-მოძღვართან შეხვედრისას მას ამგვარად უნდა მივმართოთ; “დამლოცე მამაო” ან “მაკურთხე მამაო”. -რატომ გამოხატავენ ხატებზე ღვთისმშობელს სამი ვარსკვლავით?-ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისმშობელი ქალწულია ქრისტეს შობამდე, შობისა და შობის შემდეგ. -უნდა მოიხსნან თუ არა ცოლ-ქმარმა გულზე დაკიდებული ჯვარი სარეცლის გაყოფის დროს?-თუ მათი ქორწინება Gღვთისგან კურთხეულია, ესე იგი, ისინი ჯვარდაწერილნი არიან და ეკლესიურად ცხოვრობენ, ჯვრის მოხსნა არ არის საჭირო. -ადამიანის რომელ ნაწილშია სული?-სული მთელ ორგანიზმშია, მაგრამ ის თავს გულითა და გონებით ავლენს. ადამიანის სულს სხეულის მსგავსი იერსახე აქვს, ამის გამო იმქვეყნად სულები ერთმანეთს იცნობენ. -რამდენ ხანს უნდა ეცვას ჭირისუფალს შავი სამოსი და ებუროს შავი თავსაბურავი?-გარდაცვლილის გლოვა 40 დღის განმავლობაში ხდება. ამის შემდეგ მორწმუნე ქრისტიანები აღარ გლოვობენ. -საიდან მომდინარეობს ქრისტეშობის დღესასწაულზე ღორის დაკვლის ტრადიცია?-ეს საეკლესიო ტრადიცია არ არის. შობის დღესასწაულზე ღორის დაკვლის ტრადიცია ხალხში გავრცელებული ჩვეულებაა, რადგან ჩვენი წინაპრები ამ დღისათვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ, პირუტყვს ზრდიდნენ და სუფრაზე ყველაფერი საუკეთესო მიჰქონდათ. შობის დღეს ხომ მარხვა ხსნილია. -ცოდვად გვეთვლება ბიბლიურ თემაზე გადაღებული ფილმების ხილვა?-ფილმების ყურებას აჯობებს თავად ბიბლია იკითხოთ და მის განმარტებებს ჩასწვდეთ. -თუ ღმერთს ვუყვარვარ რატომ მსჯის?-გაიაზრე რა არის მარადისობა და წარმოიდგინე რამხელა საშინელება იქნება, თუ მარადიულ სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებ და მოხვდები ჯოჯოხეთში, რომელიც დემონებსაც კი აძრწუნებს. გიჯობს აქ მოითმინო ყოველგვარი განსაცდელი, ტანჯვა და მიიღო მოწყალე ღმერთისაგან მამობრივი სასჯელი, ვიდრე მარადიულ ცეცხლში ჩავარდე. -მინდა ეკლესიურად ვიცხოვრო, მაგრამ სიგარეტის წევას თავს ვერ ვანებებ, როგორ ვძლიო ამ მავნე ჩვევას?-ბუნებრივია მწეველებიც არიან მრევლში. საბედნიეროდ უმეტესობას სიგარეტისთვის თავის დანებება სურს. გასაგებია, რომ ამას ერთბაშად ვერ შეძლებენ, ამიტომ ვცდილობთ თანდათან გადავაჩვიოთ. როცა მწეველი ეკლესიაში იწყებს სიარულს, ვთხოვთ, ნაკლები მოსწიონ. ჯერ კვირა დღეს იკავებენ თავს მოწევისაგან, მერე ოთხშაბათს და პარასკევს, მერე მარხვის პირველ და ბოლო კვირას და ასე ნელ-ნელა ანებებენ თავს მოწევას. -აღსარებაზე ნათქვამი ცოდვები განკითხვის დროს აღარ მოგვეკითხება?-განკითხვის ჟამს ადამიანს არ მოეკითხება ის ცოდვები, რომლებიც აღსარებისას გულწრფელად მოინანია, ანუ ცოდვების მიტევება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადგანიცდის ადამიანი ჩადენილს და სურს თუ არა მას ამ ცოდვისაგან თავის დახსნა. უფალი ხედავს რამდენად გულწრფელია მოძღვართან ნათქვამი თქვენი ყოველი აღსარება. -როგორ უყურებს ეკლესია მიცვალებულის ერთი საფლავიდან მეორეში გადასვენებას?-ქრისტიანობა მიცვალებულის გადასვენებას არ ეწინააღმდეგება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია. -როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც მისი ახლობელი ადამიანი იეღოველი ხდება?-ასეთ დროს მოთმინებით და მშვიდად უნდა აუხსნათ ახლობელს მისი შეცდომა, მოერიდეთ ყვირილსა და ჩხუბს, რათა ამით ცოდვაში არ ჩაიგდოთ თავი. ამასთან, ილოცეთ მისთვის და შეევედრეთ ღმერთს, თვალი აუხილოს და გონება გაუნათოს შეცდენილს. -რა დანიშნულება აქვს მიცვალებულის სახელზე "საკურთხის" მომზადებას?-არანაირი დანიშნულება არა აქვს. მსგავსი დანიშნულების ჩვევები მაშინ დაინერგა, როცა სამწუხაროდ, არც ეკლესია არსებობდა და არც მოძღვრები იყვნენ. ხალხი კი თავისებურად ცდილობდა მიცვალებულისათვის რაიმე გაეკეთებინა. უნდა გითხრათ, რომ არანაირი რიტუალით მომზადებული კერძი მიცვალებულის სულის საოხი არ იქნება, თუ მის სახელზე მშიერსა და გაჭირვებულს არ დააპურებთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ "საკურთხის" მომზადებისას ქალი ცდილობს რაღაცნაირად შეასრულოს მოძღვრის ფუნქცია: აკურთხოს სუფრა, აკმიოს საკმეველი და მერწმუნეთ, დაუშვებელია, რომ ქალბა ეს გააკეთოს, წარმოთქვას მიცვალებულთა მოსახსენებელი ლოცვა, ლოცვა და საკმეველის კმევა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ოღონდ არა ასე, რომ საეკლესიო ფუნქცია შესრულდეს... მიცვალებულთა სახელზე პანაშვიდის გადახდა მხოლოდ მოძღვარს შეუძლია. თქვენ კი მათ სახელზე შეგიძლიათ მოწყალება გაიღოთ ნებისმიერი სახით. -დასავლეთ საქართველოში ხშირად მიცვალებულს დაკრძალვისას თან აყოლებენ ტანსაცმელს. არის თუ არა ეს საეკლესიო რწმენა?-რასაკვირველია ამას არანაირი კავშირი არა აქვს ეკლესიასთან. მიცვალებულს არ ცივა, რომ რაიმე სამოსი გაატანოთ. ცოცხალი მხოლოდ მისი სულია და სწორედ მისთვის უნდა ილოცოთ და წირვაც შეუკვეთოთ, რომ მან იმქვეყნად სიმშვიდე მოიპოვოს. სამწუხაროდ ეს მავნე ჩვევა იმდენად არის გამჯდარი, რომ ხალხი მოძღვრის რჩევას არ უსმენს და მსგავსი რიტუალებით არა მხოლოდ მიცვალებულის სულს ამძიმებს, არამედ თავიანთ სულსაც. -განსაცდელის ჟამს რომელი ლოცვის კითხვაა უკეთესი?-“მამაო ჩვენო” ყოველი განსაცდელისას, განსაკუთრებით სიცოცხლის საფრთხის დროს და აღსასრულისას. [მოამზადა მერაბ ჩაჩიბაიამ. "ღია ბოქლომი" 11 (15)]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
გაზიარება http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_w7RhMVv2I/AAAAAAAADsY/BLO24lO7Ux4/s200/cminda+sameba.gifგთავაზობთ პასუხებს ყველა ქრისტიანისთვის საინტერესო კითხვებზე, რომლებიც ამოკრებილია სასულიერო პირთა ქადაგებებიდან და მართლმადიდებლური სახელმძღვანელოებიდან. -როგორ უნდა მივესალმოთ მოძღვარს?-მოძღვართან შეხვედრისას მას ამგვარად უნდა მივმართოთ; “დამლოცე მამაო” ან “მაკურთხე მამაო”. -რატომ გამოხატავენ ხატებზე ღვთისმშობელს სამი ვარსკვლავით?-ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისმშობელი ქალწულია ქრისტეს შობამდე, შობისა და შობის შემდეგ. -უნდა მოიხსნან თუ არა ცოლ-ქმარმა გულზე დაკიდებული ჯვარი სარეცლის გაყოფის დროს?-თუ მათი ქორწინება Gღვთისგან კურთხეულია, ესე იგი, ისინი ჯვარდაწერილნი არიან და ეკლესიურად ცხოვრობენ, ჯვრის მოხსნა არ არის საჭირო. -ადამიანის რომელ ნაწილშია სული?-სული მთელ ორგანიზმშია, მაგრამ ის თავს გულითა და გონებით ავლენს. ადამიანის სულს სხეულის მსგავსი იერსახე აქვს, ამის გამო იმქვეყნად სულები ერთმანეთს იცნობენ. -რამდენ ხანს უნდა ეცვას ჭირისუფალს შავი სამოსი და ებუროს შავი თავსაბურავი?-გარდაცვლილის გლოვა 40 დღის განმავლობაში ხდება. ამის შემდეგ მორწმუნე ქრისტიანები აღარ გლოვობენ. -საიდან მომდინარეობს ქრისტეშობის დღესასწაულზე ღორის დაკვლის ტრადიცია?-ეს საეკლესიო ტრადიცია არ არის. შობის დღესასწაულზე ღორის დაკვლის ტრადიცია ხალხში გავრცელებული ჩვეულებაა, რადგან ჩვენი წინაპრები ამ დღისათვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ, პირუტყვს ზრდიდნენ და სუფრაზე ყველაფერი საუკეთესო მიჰქონდათ. შობის დღეს ხომ მარხვა ხსნილია. -ცოდვად გვეთვლება ბიბლიურ თემაზე გადაღებული ფილმების ხილვა?-ფილმების ყურებას აჯობებს თავად ბიბლია იკითხოთ და მის განმარტებებს ჩასწვდეთ. -თუ ღმერთს ვუყვარვარ რატომ მსჯის?-გაიაზრე რა არის მარადისობა და წარმოიდგინე რამხელა საშინელება იქნება, თუ მარადიულ სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებ და მოხვდები ჯოჯოხეთში, რომელიც დემონებსაც კი აძრწუნებს. გიჯობს აქ მოითმინო ყოველგვარი განსაცდელი, ტანჯვა და მიიღო მოწყალე ღმერთისაგან მამობრივი სასჯელი, ვიდრე მარადიულ ცეცხლში ჩავარდე. -მინდა ეკლესიურად ვიცხოვრო, მაგრამ სიგარეტის წევას თავს ვერ ვანებებ, როგორ ვძლიო ამ მავნე ჩვევას?-ბუნებრივია მწეველებიც არიან მრევლში. საბედნიეროდ უმეტესობას სიგარეტისთვის თავის დანებება სურს. გასაგებია, რომ ამას ერთბაშად ვერ შეძლებენ, ამიტომ ვცდილობთ თანდათან გადავაჩვიოთ. როცა მწეველი ეკლესიაში იწყებს სიარულს, ვთხოვთ, ნაკლები მოსწიონ. ჯერ კვირა დღეს იკავებენ თავს მოწევისაგან, მერე ოთხშაბათს და პარასკევს, მერე მარხვის პირველ და ბოლო კვირას და ასე ნელ-ნელა ანებებენ თავს მოწევას. -აღსარებაზე ნათქვამი ცოდვები განკითხვის დროს აღარ მოგვეკითხება?-განკითხვის ჟამს ადამიანს არ მოეკითხება ის ცოდვები, რომლებიც აღსარებისას გულწრფელად მოინანია, ანუ ცოდვების მიტევება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადგანიცდის ადამიანი ჩადენილს და სურს თუ არა მას ამ ცოდვისაგან თავის დახსნა. უფალი ხედავს რამდენად გულწრფელია მოძღვართან ნათქვამი თქვენი ყოველი აღსარება. -როგორ უყურებს ეკლესია მიცვალებულის ერთი საფლავიდან მეორეში გადასვენებას?-ქრისტიანობა მიცვალებულის გადასვენებას არ ეწინააღმდეგება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია. -როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც მისი ახლობელი ადამიანი იეღოველი ხდება?-ასეთ დროს მოთმინებით და მშვიდად უნდა აუხსნათ ახლობელს მისი შეცდომა, მოერიდეთ ყვირილსა და ჩხუბს, რათა ამით ცოდვაში არ ჩაიგდოთ თავი. ამასთან, ილოცეთ მისთვის და შეევედრეთ ღმერთს, თვალი აუხილოს და გონება გაუნათოს შეცდენილს. -რა დანიშნულება აქვს მიცვალებულის სახელზე "საკურთხის" მომზადებას?-არანაირი დანიშნულება არა აქვს. მსგავსი დანიშნულების ჩვევები მაშინ დაინერგა, როცა სამწუხაროდ, არც ეკლესია არსებობდა და არც მოძღვრები იყვნენ. ხალხი კი თავისებურად ცდილობდა მიცვალებულისათვის რაიმე გაეკეთებინა. უნდა გითხრათ, რომ არანაირი რიტუალით მომზადებული კერძი მიცვალებულის სულის საოხი არ იქნება, თუ მის სახელზე მშიერსა და გაჭირვებულს არ დააპურებთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ "საკურთხის" მომზადებისას ქალი ცდილობს რაღაცნაირად შეასრულოს მოძღვრის ფუნქცია: აკურთხოს სუფრა, აკმიოს საკმეველი და მერწმუნეთ, დაუშვებელია, რომ ქალბა ეს გააკეთოს, წარმოთქვას მიცვალებულთა მოსახსენებელი ლოცვა, ლოცვა და საკმეველის კმევა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ოღონდ არა ასე, რომ საეკლესიო ფუნქცია შესრულდეს... მიცვალებულთა სახელზე პანაშვიდის გადახდა მხოლოდ მოძღვარს შეუძლია. თქვენ კი მათ სახელზე შეგიძლიათ მოწყალება გაიღოთ ნებისმიერი სახით. -დასავლეთ საქართველოში ხშირად მიცვალებულს დაკრძალვისას თან აყოლებენ ტანსაცმელს. არის თუ არა ეს საეკლესიო რწმენა?-რასაკვირველია ამას არანაირი კავშირი არა აქვს ეკლესიასთან. მიცვალებულს არ ცივა, რომ რაიმე სამოსი გაატანოთ. ცოცხალი მხოლოდ მისი სულია და სწორედ მისთვის უნდა ილოცოთ და წირვაც შეუკვეთოთ, რომ მან იმქვეყნად სიმშვიდე მოიპოვოს. სამწუხაროდ ეს მავნე ჩვევა იმდენად არის გამჯდარი, რომ ხალხი მოძღვრის რჩევას არ უსმენს და მსგავსი რიტუალებით არა მხოლოდ მიცვალებულის სულს ამძიმებს, არამედ თავიანთ სულსაც. -განსაცდელის ჟამს რომელი ლოცვის კითხვაა უკეთესი?-“მამაო ჩვენო” ყოველი განსაცდელისას, განსაკუთრებით სიცოცხლის საფრთხის დროს და აღსასრულისას. [მოამზადა მერაბ ჩაჩიბაიამ. "ღია ბოქლომი" 11 (15)]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
ჯესიკა ოლსენი ლოს-ანჯელესში ჩადის თავისი ნათესავების მოსანახულებლად და ჩასვლისთანავე დისგან იგებს ადგილობრივ სახელგანთქმულ პიროვნება - კრისტოფერ ვაილდზე. ერთ ღამეს ჯესიკა შემთხვევით ხვდება კრისტოფერს. ისინი გიჟურ თავგადასავალში მოყვებიან და ერთმანეთი შეუყვარდებათ, მაგრამ როცა ჯესიკა სახლში ბრუნდება კრისტოფერი ტელევიზიაში კითხვაზე თუ ვინ იყო ის გოგო ვისთანაც ნახეს, პასუხობს, რომ მას არ იცნობს და არასდროს შეხვედრია. ჯობდა ასეთი პასუხი არ გაეცა... View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/sainfo-150x150.jpgნახეთ დღის მთავარი თემები ირაკლი ჩიხლაძესთან ერთად http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/sainform2.jpg itvს ლინკი
-
2086 წელი კაცობრიობა განადგურების წინაშეა . დედამიწაზე გლობალური ცვლილებების გამო ადამიანები ეძულებულნი არიან თავი შეაფარონ მიწის ქვეშა ბუნკერებს . თქვენ მოგიწევთ შეამოწმოთ პრაქნიკასი ჰიპოტეზა რომ გამრავლების ინსტიქტი უფრო ძლიერია ვიდრე სხვა დანარჩენემი...თამაში ულამაზესი გოგონები და 2საათზე მეტი უზლიერესი ეროტიკული ვიდეოა 18 წლამდე საკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
-
Georgian entrant in Eurovision Song Contest 2010 performs as guest at Azerbaijani National Final სრულად
-
26 მაისს 10:00 საათზე_ “მომავალი საქართველოს” ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი ლაღიძე, გმირთა მოედანზე, დარუპულ ჯარისკაცთა მემორიალს ყვავილებით შეამკობს და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. 26 მაისს 10:00 საათზე რიყეზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავილების ფესტივალი `ვარდობისთვე თბილისში~ გაიმართება. 26 მაისს 11:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ჩატარდება. 26 მაისს 12.00 საათზე ვაკის პარკში გია ყარყარაშვილი და საქართველოს ვეტერანთა ასოციაციის საინიციატივო ჯგუფი აქციას გამრთავს. 26 მაისს 14.00 საათზე `საქართველოს დემოკრატიული პარტიის~ თავმჯდომარე გია თორთლაძე, `თორთლაძე _ დემოკრატიული პარტიის~ მერობის კანდიდატი დავით იაკობიძე და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი რამაზ შენგელია ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდებიან. მეტრო “ნაძალადევთან”, სკვერში 26 მაისს 14:00 საათზე დიასპორის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ვიზიტით მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის საქართველოს პარლამენტში მიღება გაიმართება. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი 26 მაისს 14:00 საათზე გურჯაანის კულტურის ცენტრში იუმორისტულ ნომრებში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ფინალური შეჯიბრი შედგება. 26 მაისს 14:00 საათზე ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის კულტურის სახლში ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. 26 მაისს 15.00 საათზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ცესკოს თავმჯდომარე აზერბაიჯანის ელჩთან შეხვედრას გამართავს. 26 მაისს 15:00 საათზე საგარეჯოში, ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში, ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები რეზერვისტებისათვის კონცერტს გამართავენ. 26 მაისს 17:30 საათზე ენგურის ხიდის მიმართულებით სოლიდარობის მსვლელობა მოეწყობა. 26 მაისს 18:00 საათზე ზუგდიდის მთავარ მოედანზე, უცხოელი ვარსკვლავებისა და ქართველი მომღერლების მონაწილეობით დევნილების მხარდამჭერი კონცერტი დაიწყება. 26 მაისს 18:00 საათზე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მუშთაიდის პარკში, ილუზიონისტის შოუ და პანტომიმის წარმოდგენა-პერფორმანსი დაიწყება. 26 მაისს 19.00 საათზე მარჯანიშვილის თეატრში გრიგოლ ვაშაძისა და ნინო ანანიაშვილის სახელით მიღება-კონცერტი გაიმართება. 26 მაისს 19:00 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრის წინ, ღია ცის ქვეშ, ბუბა კიკაბიძის კონცერტი გაიმართება. 26 მაისს 21:30 საათზე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, `მშვიდობის ხიდის~ მიმდებარე ტერიტორიაზე გალა-კონცერტი გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/der_standard_logo1-150x40.png მარკუს ბერნატი „მიშა“ ბრუნდება: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველ პოლიტიკურ არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გარანტირებული გამარჯვება ელის. არამდგრადი ადამიანები, ხშირად უცნაური ჭორების წყაროს წარმოადგნენ. საქართველოს მეთაურზე მიხეილ სააკაშვილზე ახლა იმასაც ამბობენ, რომ ჯეიმს ბონდივით თავის საპრეზიდენტო ავტომობილში სავარძელს კატაპულტირების ღილაკი დაუყენა, რადგან მისი ახლო მოკავშირის, პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ტრაგიკული კატასტროფის შემდეგ, პილოტის შეცდომის ეშინიაო. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული აღლუმზეც, რომლის ჩატარებაზეც შარშან სააკაშვილმა უარი თქვა, უამრავი მითქმა–მოთქმა არსებობს: თითქოს სააკაშვილს, ეგვიპტელი ლიდერის ანვარ ელ–სადატის მსგავსად სურდა ტრიბუნაზე საკუთარი ჯარისკაცების მხრიდან ჩაცხრილვის საფრთხის თავიდან აცილება. წელს ყველაფერი სხვაგვარადაა. 2009 წლის მაისის მუხროვანის ამბოხი, როდესაც რუსეთთან კაპიტულაციითა და ორი რეგიონის დაკარგვით იმედგაცრუებულმა სატანკო ბატალიონმა სახელმწიფოს მეთაურს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, სამართლებრივად კარგად შეიფუთა. მეთაურებს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. ადგილობრივ არჩევნებამდე სულ რაღაც ოთხი დღით ადრე კი, წაგებული ომის შემდეგ პირველი პოლიტიკური გამოცდის დროს, სააკაშვილს თბილისში კვლავ ტანკები გამოყავს და ქართულ ხუთჯვრიან დროშებს ააფრიალებს. გზავნილი ასეთი: პრეზიდენტი კვლავაც მყარად ზის უნაგირზე. კავკასიის რესპუბლიკაში დანიშული ვადამდელი მუნიციპალური არჩევნებით, კერძოდ კი დედაქალაქ თბილისში დაგეგმილი კენჭისყრით, სადაც მილიონი ამომრჩეველია და უდაოდ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენს, სააკაშვილი ქვეყანას 2008 წლის ომის მარცხის შემდეგ ახალ წესრიგს სთავაზობს. პრეზიდენტი, რომლის ქმედებებიც ხშირად გაუთვლელია, უკან დახევაზე უარს ამბობს. იმის მიუხედავადაც კი, რომ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ შვეიცარელი დიპოლომატის ჰეიდი ტალიავინის მეთაურობით, ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა უშუალოდ მას დააკისრა. 2008 წლის 8 აგვისტოს ღამით სამხრეთ ოსეთის ქალაქ ცხინვალზე საარტილერიო შეტევა დაიწყო, რასაც რუსეთის არმიის მხრიდან წინასწარ დაგეგმილი და კარგად მომზადებული კონტრშეტევა მოჰყვა. ომში მარცხი, დევნილების დრამა და სამხედრო დაუდევრობა საქართველოს დღემდე მძიმე ტვირთად აწევს. თუმცა, სააკაშვილმა როგორც ჩანს მის პოლიტიკურ ოპონენტებს შანსი მაინც არ დაუტოვა, პირველ რიგში კი ვაშინგტონსა და ბრიუსელში დიდად პატივცემულ საქართველოს ყოფილ ელჩს გაეროში ირაკლი ალასანიას. კვირას დანიშნული არჩევნების წინ კვლევები სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აშკარა გამარჯვებას წინასწარმეტყველებს. თბილისის მერის პირდაპირ არჩენებშიც, თბილისის მოქმედი მერი გიგი უგულავა 30%–იანი ბარიერის გადალახვას მარტივად ახერხებს, რის გარეშეც მას განმეორებით კენჭისყრაში მოუწევდა მონაწილეობა. ალასანიას შანსები კი გამოკითხვის თანახმად 7%–ს აღწევს. მოსკოვთან ურთიერთობის დარეგულირება თბილისში ოპოზიციაც არაერთსულოვანია, რომელიც შარშან რამდენიმე თვის განმავლობაში ქუჩის საპროტესტო აქციებით ცდილობდა სააკაშვილის იძულებას, გადამდგარიყო. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და მისი პარტია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, ყოფილ პრემიერ–მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს საარჩევნო რბოლაში თავისი კანდიდატი – მემარჯვენე ნაციონალისტი ზვიად ძიძიგური ჰყავს. საარჩევნო მარათონშია ჩართული ლუდის მაგნატი გოგი თოფაძე, რომელიც ავსტრიის თვისუფლების პარტიის ლიდერის ქრისტიან შტრახეს მეგობარია. ყველა მათგანი სააკაშვილის შემდგომ პერიოდზე ფიქრობს, რომლის მანდატიც 2013 წელს სრულდება და მოსკოვთან ურთიერთობის დარეგულირების გზევს ეძებს. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/der_standard_logo1-150x40.png მარკუს ბერნატი „მიშა“ ბრუნდება: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველ პოლიტიკურ არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გარანტირებული გამარჯვება ელის არამდგრადი ადამიანები ხშირად უცნაური ჭორების წყაროს წარმოადგნენ. საქართველოს მეთაურზე მიხეილ სააკაშვილზე ახლა იმასაც ამბობენ, რომ თავის საპრეზიდენტო ავტომობილში ჯეიმს ბონდივით სავარძელს კატაპულტირების ღილაკი დაუყენა, რადგან მისი ახლო მოკავშირის პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ტრაგიკული კატასტროფის შემდეგ, პილოტის შეცდომის ეშინიაო. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული აღლუმზეც, რომლის ჩატარებაზეც შარშან სააკაშვილმა უარი სთქვა, უამრავი მითქმა-მოთქმა არსებობს: თითქოს სააკაშვილს, ეგვიპტელი ლიდერის ანვარ ელ-სადატის მსგავსად სურდა ტრიბუნაზე საკუთარი ჯარისკაცების მხრიდან ჩაცხრილვის საფრთხის თავიდან აცილება. წელს ყველაფერი სხვაგვარადაა. 2009 წლის მაისის მუხროვანის ამბოხი, როდესაც რუსეთთან კაპიტულაციითა და ორი რეგიონის დაკარგვით იმედგაცრუებულმა სატანკო ბატალიონმა სახელმწიფოს მეთაურს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, სამართლებრივად დასრულდა. მეთაურებს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. ადგილობრივ არჩევნებამდე სულ რაღაც ოთხი დღით ადრე კი, წაგებული ომის შემდეგ პირველი პოლიტიკური გამოცდის დროს, სააკაშვილს თბილისში კვლავ ტანკები გამოყავს და ქართულ ხუთჯვრიან დროშებს აფრიალებს. გზავნილი ასეთია: პრეზიდენტი კვლავაც მყარად ზის უნაგირზე. კავკასიის რესპუბლიკაში დანიშული ვადამდელი მუნიციპალური არჩევნებით, კერძოდ კი დედაქალაქ თბილისში დაგეგმილი კენჭისყრით, სადაც მილიონი ამომრჩეველია და უდაოდ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენს, სააკაშვილი ქვეყანას 2008 წლის ომის მარცხის შემდეგ ახალ წესრიგს სთავაზობს. პრეზიდენტი რომლის ქმედებებიც ხშირად გაუთვლელია, უკან დახევაზე უარს ამბობს. იმის მიუხედავადაც, რომ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ შვეიცარელი დიპლომატის ჰეიდი ტალიავინის მეთაურობით ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა უშუალოდ მას დააკისრა. 2008 წლის 8 აგვისტოს ღამით სამხრეთ-ოსეთის ქალაქ ცხინვალზე საარტილერიო შეტევა დაიწყო, რასაც რუსეთის არმიის მხრიდან წინასწარ დაგეგმილი და კარგად მომზადებული კონტრშეტევა მოჰყვა. ომში მარცხი, დევნილების დრამა და სამხედრო დაუდევრობა საქართველოს დღემდე მძიმე ტვირთად აწევს, თუმცა სააკაშვილმა როგორც სჩანს მის პოლიტიკურ ოპონენტებს შანსი მაინც არ დაუტოვა, პირველ რიგში კი ვაშინგტონსა და ბრიუსელში დიდად პატივცემულ საქართველოს ყოფილ ელჩს გაერო-ში ირაკლი ალასანიას. კვირას დანიშნული არჩევნების წინ კვლევები სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აშკარა გამარჯვებას წინასწარმეტყველებს. თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებშიც, თბილისის მოქმედი მერი გიგი უგულავა 30%-იანი ბარიერის გადალახვას მარტივად ახერხებს, რის გარეშეც მას განმეორებით კენჭისყრაში მოუწევდა მონაწილეობა. ალასანიას შანსები კი გამოკითხვის თანახმად 7%-ს აღწევს. მოსკოვთან ურთიერთობის დარეგულირება თბილისში ოპოზიციაც არაერთსულოვანია, რომელიც შარშან რამდენიმე თვის განმავლობაში ქუჩის საპროტესტო აქციებით ცდილობდა სააკაშვილის იძულებას გადამდგარიყო. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და მისი პარტია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს საარჩევნო რბოლაში თავისი კანდიდატი მემარჯვენე ნაციონალისტი ზვიად ძიძიგური ჰყავს. საარჩევნო მარათონშია ჩართული ლუდის მაგნატი გოგი თოფაძე, რომელიც ავსტრიის თვისუფლების პარტიის ლიდერის ქრისტიან შტრახეს მეგობარია. ყველა მათგანი სააკაშვილის შემდგომ პერიოდზე ფიქრობს, რომლის მანდატიც 2013 წელს სრულდება და მოსკოვთან ურთიერთობის დარეგულირების გზევს ეძებს. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/misha-magistrali-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ქალაქის მერმა გიგი უგულავამ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალი “ფორმულა 3”-ის მანქანებით გამოსცადეს. პრეზიდენტის თქმით, ახლადაშენებული გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას. მაგისტრალი სექტემბრის დასაწყისში დასრულდება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/maigistrali.jpg itvს ლინკი