Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. La Gazzetta dello Sport–ის ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა გუშინ მილანში მარიო ბალოტელის აგენტს და ინტერის წარმომადგენლებს შეხვდა. ამავე გამოცემის თანახმად, შეხვედრაზე თითქმის გადაწყდა, რომ ნერაძური ბალოტელის გაშვებაზე თანახმაა და იუნაიტედი მას 5 წლის ვადით გადაიბირებს. იხილეთ fanebi.com
  2. ფიფამ მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც , როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები ლიდერობს, მეორე ადგილზე ჰოლანდიელები არიან, მესამეზე კი – ბრაზილია. საქართველოს ნაკრებს 237 სარეიტინგო ქულა აქვს და 111–ე პოზიციაზე იმყოფება. გთავაზობთ რეიტინგის პირველ ოცეულს და იმ ნაწილს, სადაც საქართველოს ნაკრები იმყოფება იხილეთ fanebi.com
  3. ჯაფარიძეების შეწყალების წერილს საქართველოს პრეზიდენტი არ მიიღებს, ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გუბერნატორებთან და გამგებლებთან შეხვედრაზე განაცხადა. შოთა, ტარიელ, დავით ჯაფარიძეები და ნელი ნავერიანი, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობს, 7 ივლისს მესტიაში სპეცოპერაცისას აიყვენეს. დაკავებულებს კანადელ ინვესტორისაგან ფულის გამოძალვა ედებათ ბრალად. სააკაშვილმა ჭიათურ-მარგანეცი მოიყვანა მაგალითად და თქვა, რომ ის წილი, რომელიც მის ბაბუას, ჯიგო აბაშიძეს ეკუთვნოდა, მან დათმო. საქართველოს მთავრობამ კი გაყიდა. ,,უცხოელ ინვესტორებს როგორ უნდა ჩაუჯდეს ვიღაც წილში, აუხსნიან კარგად საქართველოს ევროპული რანგის საპატიმროებში მრავალი წლის განმავლობაში. ტყუილად ნუ მომაწოდებენ მათი შეწყალების წერილის, დავუბრუნებ უკან ძალიან ცივად, იმიტომ, რომ ტრადიცია– სიღარიბის, კრიმინალის, თავზეხელაღებულობის და ბანდიტიზმისა აღარ არსებობს”,-განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტმა შეხვედრაზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის აღორძინებაძე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ინვესტორს ვინმე ცუდად გასცემს პასუხს, ეს ნიშნავს იმას, რომ სამუდამოდ გაწირავენ თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს სიღარიბისათვის. მიხეილ სააკაშვილმა ამ ფაქტს ანომალური მოვლენა უწოდა და თქვა, რომ ვინც კანონს დაარღვევს, მთელი პასუხისმგებლობით აგენს პასუხს კანონისა და საზოგადოების წინაშე. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წელს მესტიაში ყველა სკოლას ეყოლება ინგლისურენოვანი მასწავლებელი და ყველა პირველკლასელს გადასცემენ კომპიუტრებს. ,,ჩვენ ვქმნით სხვა საქართველოს, სადაც არავინ არ იქნება განწირული, რომ იცხოვროს სიღარიბეში”, - აღნიშნა სააკაშვილმა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. 23 წლის ლონდონელი ლამაზმანი ჯენნი ვოლტი უეცრად ხდება მემკვიდრე უდიდესი რუსული ბოქსიორთა კლუბის და ამ კლუბის ყოფილი მეპატრონის გარდაცვლილი ჯენის ბიძის მიერ დადებული ხელშეკრულები უსერიოზულესი ტურნირის ჩატარების შესახებ. ასეთი არა ქალური მემკვიდრეობის მიუხედავად ჯენი ჩადის რუსეთში რათა გააგრძელოს საქმე ..... View the full article
  5. მილანის ინტერის არგენტინელი კაპიტანი,ხავიერ ძანეტი აცხადებს,რომ მას ნაკრებისთვის თავი არ დაუნებებია და ეცდება კვლავ მოხვდეს ეროვნულის გუნდიში. იხილეთ fanebi.com
  6. ხელისუფლება ოკუპირებილი სოფლების ხარჯზე პიარს აკეთებს. ამის შესახებ `ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა, მან ლამისყანიდან ჩამოსულ სტუმართან ერთად სპეციალურ ბრიფინგზე გამართა.. სარწყავი წ####ბის პრობლემით, `ლეიბორისტულ პარტიას” ლამისყანის მკვიდრმა ვაჟა ნავროზაშვილმა მიმართა. მისი თქმით ათამდე სოფელს სასმელი წყლის სერიოზული პრობლემაა. `ათამდე ქართულ სოფელი: ახმაჯი, თვაურები, ლამისყანა, თეზისი, ოჯამი, სამთავისი, ოგორეთი, აღიანი და ოდისი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი, რაც მალე სოფლის დაცარიელებას გამოიწვევს. ჩემთან ერთად ორმოცამდე თანასოფლელს უნდოდა ჩამოსვლა, მაგრამ ხელისშემშლელი მიზეზების გამო, ვერავინ ჩამოვიდა” – გაბნაცხადა ვაჟა ნავროზაშვილმა. “ლეიბურისტული პარტია” მიმართავს ხელისუფლებას და აფრთხილებს, რომ დროულად მიხედოს სოფლის პრობლემებს. `თუ უახლოეს მომავალში სოფლებში სარწყავი წყლის პრობლმები არ მოგვარდა, ჩვენი პარტია გვერდში დაუდგება სოფლის მოსახლეობას და იგოეთთან უახლოეს მომავალში აქციებს გავმართავთ” – განაცხადა პაატა ჯიბლაძემ. ადგილობრივი თვითმმართველობის განცხადებით, წყლის პრობლემა რუსების მარიდან ხელოვნურად არის შექმნილი და საქართველოს ხელისუფლებას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. როგორც ცნობილია, ოკუპირებული ტერიტორიის ათამდე სოფელს უკვე თვენახევარია სასმელი წყალი არ მიეწოდება. იხილეთ epn.ge
  7. ლეიბორისტული პარტია შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებისთვის სარწყავი არხის გადაკეტვას აპროტესტებს და ხელისუფლებას მდგომარეობის გამოსწორებისთვის მიმართავს.… ლინკი მედიანიუსზე
  8. 21 ივლისიდან საქართველოში რეგისტრირებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ლტოლვილთა ყოველწლიური სავალდებულო რეგისტრაცია იწყება. როგორც `მედიანიუსს~ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან… ლინკი მედიანიუსზე
  9. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ხვალისთვის დაგეგმილ აუქციონზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 36 ობიექტს გაიტანს. ობიექტები თბილისში,… ლინკი მედიანიუსზე
  10. http://a.pix.ge/b/hzaqk.jpg საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგამ საბოლოოდ შეაჯერა და შეადგინა კალენდარი.დღეს კი მისი სრული და დამუშავებული ვერსია გახდა ცნობილი.კალენდარი იხილეთ სრულიადში. სრულად იხილეთ
  11. ფილმის შესახებ: შელბი ვერაფრით ვერ ივიწყებს თავის პირველ სიყვარულს მაიკს, რომელიც მიატოვა შელბი. გადის დრო და ძველი მეგობარი ჩამოდის ქალაქში ახალ მეგობართან ერთად. და მაშინ მოტყუებული გოგო გადაწყვიტავს იძიოს შური... View the full article
  12. არსენ ვენგერმა უარყო მოარული ხმები იმის შესახებ, თითქოს მისი კლუბი ბრაზილიელ ფორვარდ ედუარდოზე უარის თქმას აპირებდეს. იხილეთ fanebi.com
  13. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/skola-24-150x150.jpgსექტემბრიდან სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ტრეინინგებს ყველა რეგიონის მე-12 კლასის პედაგოგი გაივლის. აღნიშნული პროგრამა პრეზიდენტის ინიცირებულია და სამი მოდულისგან შედგება: სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, დაწყებითი სამხედრო მომზადება და პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. სამინისტროს განმარტებით აღნიშნული ტრეინიგნები მასწავლებლებს, საგანგებო სიტუაციებში სწრაფად და უსაფრთხოდ მოქცევაში დაეხმარებათ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/maswavleblebi.jpg itvს ლინკი
  14. http://epn.ge/wp-content/uploads/auctionii13-150x150.jpgფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე დღეს 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა 4 კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 28 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 13.250%–ით, მაქსიმალური 14.500%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 14.285%–ით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 14.2% შეადგინა. კუპონის გადახდა ოთხჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება. იხილეთ epn.ge
  15. http://www.fc-aktobe.kz/templates/fcaktobe/images/uefa-BIG.jpgFC Aktobe (kazakhstan) - FC Olimpi Rustavi (georgia) Live / აქტობე – რუსთავის ოლიმპი პირდაპირი Soccer Day გთავაზობთ ყაზახური "აქტობესა" და რუსთავის "ოლიმპის" შორის გასამართი მატჩის ონლაინ რეპორტაჟს http://soccerday.ge/uploads/posts/2010-07/1279101064_live.gif სრულად იხილეთ
  16. როგორც მოგეხსენებათ არსენალში მეკარეების დიდი პრობლემა დგას.რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია,რომ არსენ ვენგერს განზრახული აქვს მანჩესტერ სითის კიპერის გადმობირება. იხილეთ fanebi.com
  17. გორის და კასპის რაიონის სოფლებს ცხინვალმა სარწყავი და სასმელი წყლის მიწოდება შეუწყვიტა. ათობით სოფელში მოსავალი ხმება. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. გვალვა დიდ პრობლემას უქმნის კასპის რაიონის სოფელ ლამისყანას. ლამისყანელები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და სოფელში ალტერნეტიული სარწყავი წყლის სისტემის შექმნას მოითხოვენ. მათი აზრით, საქართველოს ხელისუფლება მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების იმედად არ უნდა იყოს. კოკოითი, წყლის სანაცვლოდ, ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ითხოვს, ქართული მხარე კი ამას იმ მოტივით არ აკეთებს, რომ გაზით რუსული საოკუპაციო ჯარიც ისარგებლებს. რამდენიმე დღის წინ ცხინვალში გამართულ თათბირზე კოკოითიმ ქართული სოფლებისთვის სასმელი და სარწყავი წყლის გადაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი კოკოითის და რუსულ საოკუპაციო ძალებს ჰუმანიტარული პრობლემების შექმნაში ადანაშაულებს, მისი აზრით, ვიდრე ამ რეგიონში რუსები იდგებიან, საფრთხეები მუდმივად მოსალოდნელი იქნება. ლამისყანისგან განსხვავებით, სოფელ ნიქოზში ხელისუფლებამ მდინარე ლიახვზე ალტერნატიული სარწყავი სისტემა მოაწყო, მაგრამ ნიქოზის კაშხალიდან სარწყავი წყალი ყველა სოფლამდე მაინც ვერ აღწევს. გორის რაიონის სოფლები: დიცი, არბო , მერეთი, ზემო და ქვემო ხვითი მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსის კახა ტოლიაშვილის განცხადებით, სალთვისის სარწყავი არხის გადაკეტვამ არაერთი სოფელი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. მისი თქმით, გამოსავლის გზების ძიება საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მიმდინარეობს, რაც დამატებითი წყალსაქაჩების დამონტაჟებას ითვალისწინებს. კონფლიქტის ზონის სოფლებში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო საქართველოს პარლამენტშიც იმსჯელეს. პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით, დეპუტატები შოთა მალაშხია და ჯონდი ბაღათურია ვითარების ადგილზე შესასწავლად დღეს უწყლოდ დარჩენილ სოფლებში ჩავიდნენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  18. პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ლაღიძის განცხადებით, საქართველოში მცირე მეწარმეები დღესდღეობით საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან _ მათ… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...