Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თორნიკე გორდაძის განცხადებით, საფრანგეთის საგრეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის ვიზიტი ევროპისგან ერთგვარ… ლინკი მედიანიუსზე
  2. სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, პიტერ სემნების განცხადებით, აფხაზეთის მიმართ ევროკავშირის უმთავრესი პრიორიტეტი „აღიარების გარეშე ჩართულობის“ პოლიტიკის… ლინკი მედიანიუსზე
  3. http://epn.ge/wp-content/uploads/fuli127.jpgლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8360 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალ ამოქმედდება ოფიციალური გაცვლითი კურსი _ 1 აშშ დოლარი 1,8360 ლარი. დღეს მოქმედი კურსით, 1 ააშშ დ ოლარი 1,8349 ლარი ღირდა. ლარის კურსი ევროს მიმართ 2,3356 ლარის ნიშნულზე დაეცა. ხვალ ძალაში შევა ოფიციალური კურსი _ 1 ევრო2,3356 ლარი. 1 ევროს ყიდვა 2,3087 ლარად იყო შესაძლებელი იხილეთ epn.ge
  4. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/mixeil-saakashvili-150x150.jpgვინ არიან ლაყაფისტები საქართველოს მთავრობაში და რატომ თქვა მიხეილ სააკაშვილმა უარი დიდი ბაბუის მემკვიდრეობაზე , ჭიათურ-მანგანუმის წილზე. ქვეყნის პირველი პირის მოკითხვა კრიმინალურ ავტორიტებს. თემას ნინო კვირიკაშვილი აგრძელებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/gamgebleb.jpg itvს ლინკი
  5. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/parliament-150x150.jpgპარლამენტის ანტიკრიზისულ საბჭოს დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/anti.jpg itvს ლინკი
  6. Black Sea Jazz Festival 2010 ბათუმში 15 ივლისს გაიხსნება. ფესტივალს ბათუმის ტენისის კორტებთან ბრიტანეთის ესიდ ჯაზის პიონერები, “The Brand New Heavies” გახსნის. ჯგუფი 1985 წელს ჩამოყალიბდა. 16 ივლისს ჯაზ ფესტივალს გიორგი მიქაუტაძის ტრიო, ბექა გოჩიაშვილი და მესაყვირე როი ჰარგროუ განაგრძობს. ბათუმის ტენისის კორტებთან ჯაზის მოყვარულებს 17 ივლისს მაიკ სტერნი და სპეციალური სტუმარი რანდი ბრეკერი შეუსრულებენ კომპოზიციებს. ასევე, დეივ ვიკლი, კრის მინ დოკი და RH FACTOR დაუკრავენ. 18 ივლისს ბათუმის ჯაზ ფესტივალს ჰიუ მასეკელას დახურავს. ჰიუ მასაკელამ წარმატებას მიაღწია მიმდინარეობა ფუჟენში. 15-18 ივლისის ჩათვლით ბათუმის “შერატონში” გიამათება ე.წ. after party”. იხილეთ epn.ge
  7. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ხვალ 16.00 საათზე მაგისტრალური გაზსადენის ფოთი-სენაკის მონაკვეთის მშენებლობისთვის საჭირო მასალების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გაიმართება. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ზესტაფონი-ფოთის მაგისტრალური გაზსადენის სენაკი-ფოთის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ნებართვა აპრილში მიიღო. ახლადაშენებული მაგისტრალური მილსადენით უნდა განხორციელდეს გაზის გამათხევადებელი ტერმინალის, საქართველოს შავი ზღვისპირეთის საკურორტო-რეკრეაციული ზონის, ქ.ფოთის, სენაკისა და ხობის ბუნებრივი გაზით მომარაგება. პროექტი, რომლის განხორციელებაც შემოდგომაზე დაიწყება, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მომზადდა. პროექტის განხორციელება იგეგმება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში. მილების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი 14 ივნისს გამოცხადდა. საქონლის მიწოდების სავალდებულო ვადაა არაუგვიანეს 2010 წლის 15 ოქტომბერი. იხილეთ epn.ge
  8. საქართველოს ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძე დიპლომატიურ კორპუსს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებად უფრო აქტიურად… ლინკი მედიანიუსზე
  9. დღეს ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 149 წელი შესრულდა. მწერლის იუბილესთან დაკავშირებით პარლამენტის დეპუტატებმა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად თსუ–ს პირველი კორპუსის… ლინკი მედიანიუსზე
  10. ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8360 ლარის ნიშნულზე დაეცა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ამოქმედდება ოფიციალური… ლინკი მედიანიუსზე
  11. ორი ვერცხლის, ორი ბრინჯაოს მედალი და ორი საპატიო სიგელი მოიპოვა ექვსი მოსწავლისგან შემდგარმა საქართველოს ნაკრებმა გუნდმა მათემატიკის… ლინკი მედიანიუსზე
  12. http://epn.ge/wp-content/uploads/ekon-ganvit-saminintro8-150x150.jpgსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მორიგი ცვლილება განხორციელდა. სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსად გიორგი ხოდელი დაინიშნა. ხოდელი ამ თანამდებობამდე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ მუშაობდა. აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ხოდელმა გიორგი ბაქრაძე შეცვალა. დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა გიორგი ბაქრაძემ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. იხილეთ epn.ge
  13. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg გრეგორი ფაიფერი ინტერნეტის ვებ–გვერდებზე დაშიფრული ინსტრუქციები, ნოუთბუქი კაფეში, საიდანაც ინფორმაცია გვერდით მიმავალ ავტომობილს გადაეცემა… ყველა ეს მაღალტექნოლოგიური შპიონური მეთოდი, რომელსაც ივნისში დაპატიმრებული და დღეს უკვე აღიარებული 10 აგენტი იყენებდა, დამაინტრიგებელია, რადგან ძველ შპიონურ რომანს გვაგონებს. ხოლო ამ აგენტების გაცვლა ოთხ რუსზე, რომლებიც დასავლეთზე მუშაობის გამო გაასამართლეს, ამ განცდას კიდევ უფრო აძლიერებს. მაგრამ აქ დრამაზე მეტი ფარსია. სუკის ყოფილი ოფიცერი, რომელიც 80–იან წლებში ვაშინგტონში ამ ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი აგენტებით – ოლდრიჩ ეიმსით და რობერტ ჰანსენით იყო დაკავებული, ამ საქმეს იმდენად აბსურდულს უწოდებს, რომ მისი დაჯერება ძალიან რთულია. „საბავშვო ბაღს გავს, რომელმაც უცბად გადაწყვიტა აგენტების საქმით დაკავდეს“, – ამბობს ვიქტორ ჩერკაშინი, „ეს ის სადაზვერვო სამსახური აღარ არის, რომელსაც მე ვიცნობდი“. მაგრამ ბოლოდროინდელი შპიონური სკანდალის უყურადღებოდ დატოვება და იმის თქმა, რომ ეს ადასტურებს იმას, რომ რუსები დღემდე უშედეგოდ აწარმოებენ ცივ ომს, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო მასშტაბურ სურათს ვტოვებთ. სინამდვილეში მოსკოვი ძალიან ოსტატურად ცდილობს საკუთარი ინტერესების დამკვიდრებას დასავლეთში, მაგრამ არა დაზვერვის, არამედ ბიზნესის გზით, რომელსაც ოსტატურად უწყობს ხელს საწარმოო შპიონაჟი, გავლენის აგენტები და კულუარული გარიგებები. როდესაც ათი წლის წინ ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინი მოვიდა, მსოფლიოში ენერგორესურსების უმსხვილესმა მიმწოდებელმა რუსეთმა, ევროპის ბაზარზე აქტიური მოქმედება დაიწყო, ცდილობდა რა ხელში ჩაეგდო კონტროლი მილსადენურ ქსელებზე, საცავებსა და გამანაწილებელ კომპანიებზე, რომლებიც რუსულ ნავთობსა და გაზს ევროპელ მომხმარებლებს აწვდიდნენ. ამას ის დიდწილად, ცივი ომის შემდეგ ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში მისი დაკარგული გავლენის ხარჯზე აკეთებს, იმ ქვეყნებში, რომლებიც დღეს ნატოს და ევროკავშირის წევრები არიან. „რუსეთის ენერგეტიკული კომპანიები საკუთარ ძველ, კომუნისტური ეპოქის კონტაქტებს იყენებენ“, – აცხადებს ჩეხეთის გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი მარტინ ბურსიკი. ასეთი კონტაქტების რიცხვში შედის ლობისტი და ჩეხი კომკავშირლების ყოფილი ლიდერი მიროსლავ შლოუფი. მისმა კონსალტინგურმა ფირმა Slavia–მ შარშან ხელი შეუწყო რუსულ კომპანია „ლუკოილთან“ შეთანხმების გაფორმებას პრაღის საერთაშორისო აეროპორტისთვის, მის მიერ მოხმარებული მთელი საავიაციო საწვავის 20%–ის მიწოდებაზე. სხვა კომპანიები ტენდერში არ მონაწილეობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელმა პრემიერ–მინისტრმა მირეკ ტოპოლანეკმა პირობა დადო, რომ ენერგორესურსებით მომარაგების სფეროში დივერსიფიკაციას მოახდენდა. ჩეხეთში „ლუკოილის“ მთავარი ლობისტი შლოუფი (ასე მოხდა) წარსულში პოპულარული ექს–პრემიერის, სოციალ–დემოკრატ მილოშ ზემანის მარჯვენა ხელია. ბევრს მიაჩნია, რომ ზემანმა შეიძლება პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებაც მოინდომოს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ბევრი ოფიციალური პირის აზრით, რუსული კომპანიები ზუსტად ისე იქცევიან, როგორც მათი დასავლელი კონკურენტები. „არ ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი ინვესტიციები რუსეთიდან, შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ბრაზილიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება“, – აცხადებს კიდევ ერთი ყოფილი პრემიერ–მინისტრი, სოციალ–დემოკრატი ირჟი პაროუბეკი. მაგრამ მას ბევრი არ ეთანხმება. დასავლური ფირმებისგან განსხვავებით, რომლებიც დიდწილად საკუთარ ინტერებს ლობირებენ, რუსული სახელმწიფო და კერძო კომპანიები კრემლის საგარეო პოლიტიკაში არსებით როლს თამაშობენ. უდაოა, რომ არცერთი დასავლური კომპანია არ დათანხმდებოდა მომხმარებლების მომარაგების შეწყვეტას და ამით მილიარდობით დოლარის დაკარგვას. მაგრამ სწორედ ასე მოქმედებდა რუსული „გაზპრომი“, როდესაც მოსკოვმა უკრაინაში გაზის მიწოდება ორჯერ შეწყვიტა. ეს ძალიან გავდა კიევის დასჯის ოპერაციას მისი პროდასავლური პოლიტიკის გამო. საიდუმლო გავლენა საკუთარი სქემებისა და ზრახვების დასაფარად, კრემლი უამრავ ცრუ–კომპანიას ეყრდნობა, რომლებსაც ნომინალურად ევროპელი მფლობელები ჰყავთ, მაგრამ სინამდვილეში მათ მოსკოვი მართავს. სწორედ ეს კომპანიები ახორციელებენ საიდუმლო თავდასხმებს. მათ შორისაა გაზის სავაჭრო კომპანია Vemex, რომელმაც 2001 წელს რუსული გაზით ვაჭრობისთვის შექმნის დღიდან, ჩეხეთის შიდა ბაზრის 12% ხელში ჩაიგდო. მართალია, Vemex–ის ვებ–გვერდის მიხედვით ამას ვერ იტყვი, მაგრამ კომპანიას ჩეხური, მხოლოდ სახელწოდება აქვს. სინამდვილეში მას „გაზპრომი“ მართავს, რომელიც მოქმედებს მთელი რიგი კომპანიების გზით, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან შვეიცარიაში, გერმანიასა და ავსტრიაში. ამ კომპანიებს შორისაა Centrex Europe Energy and Gas, რომელიც რუსეთს ევროპული ენერგეტიკული აქტივების შეძენაში ეხმარება. Centrex ავსტრიაშია დარეგისტრირებული, და „გაზპრომის“ საიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, ის მისმა საკუთარმა განყოფილებამ „გაზპრომბანკმა“ დააფუძნა. თუმცა, კომპანიის რეალური მესაკუთრეების დადგენა შეუძლებელია. ევროკომისიის მონაცემებით, კომპანია Centrex–ს კვიპროსზე რეგისტრირებული Centrex Group Holding Ltd ფლობს, რომლის მესაკუთრეც „გაზპრომის“ გემრანული ფილიალი და RN Privatsiftung–ია. ეს ვენის ფონდია და ამ ფონდის აქციონერთა ვინაობა გაურკვეველია. რა საჭიროა იმ კომპანიების მესაკუთრეთა ვინაობის დამალვა, რომელთა შესახებაც ან ცნობილია, ან არსებობს ვარაუდი, რომ ისინი „გაზპრომს“ ეკუთვნის? Vemex–ი – მხოლოდ ერთ–ერთია იმ მრავალ ფირმათაგან, რომელიც „გაზპრომმა“ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ევროპულ ენერგეტიკულ საწარმოებში წილების შესაძენად შექმნა. ნამდვილი მფლობელების დამალვით, „გაზპრომის“ ქმედებები ევროპელებისთვის, რომლებსაც რუსული გავლენის გააფართოების ეშინიათ, უფრო მისაღები ხდება. ცნობილი ჟურნალისტური გამოძიებების ავტორი, რეპორტიორი იაროსლავ პლესლი საკუთარ თანამემამულეებზე მიუთითებს და აცხადებს, რომ ისინი მოსკოვს ეხმარებიან. ჩეხები „მზად არიან გაყიდონ ყველაფერი“, – ამბობს იგი მის ქვეყანაში არსებულ მასშტაბურ კორუფციაზე. რუსული კომპანიები ამ ფაქტორით, ასევე გაუმჭვირვალე ტენდერების უპირატესობით, ოსტატურად სარგებლობენ. ისინი ლობისტურ საქმიანობასაც ეწევიან, ხელს უშლიან რა ისეთი ნორმებისა და წესების ჩამოყალიბებას, რომლებიც მსგავსი ტიპის ქმედებებს კრძალავს, და რეალურად, რუსეთში გაბატონებული კორუფციის ექსპორტს ეწევიან. საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი კარელ რადეკი შიშობს, რომ ასეთი აქტიურობისთვის დასაპირისპირებელი არაფერია. „თუკი რუსები ჩეხეთის რესპუბლიკაში ამ ან სხვა სტრატეგიულ საწარმოებზე კონტროლის მოპოვებას შეეცდებიან, ამას ისინი შვეიცარიული ან სხვა დასავლეთ–ევროპული კომპანიების საშუალებით გააკეთებენ. და ვერავინ ვერ შეძლებს იმის თქმას, რომ მოსკოვი დგას ამ ან სხვა კომპანიის უკან“. კომერცია როგორც პოლიტიკა დასავლეთ ევროპაში მოსკოვი საკუთარი საქმიანობის ფარგლებში სარფიან გარიგებებს აფორმებს უცხოურ ენერგეტიკულ კომპანიებთან, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში ფაქტიურად კრემლის ლობისტები ხდებიან. გერმანია, იტალია და ავსტრია იმ ქვეყნების რიგში არიან, რომლებიც ორ მსხვილ გაზსადენურ პროექტში მონაწილეობენ, რომლებიც რუსეთში აიღებს სათავეს. ეს გაზსადენები ევროპის მოსკოვზე დამოკიდებულებას გააძლიერებს. პროექტი „ჩრდილოეთ ნაკადი“ გულისხმობს მილსადენის მშენებლობას პირდაპირ რუსეთიდან გერმანიისკენ და გვერდს უვლის ისეთ პრობლემურ სატრანზიტო ქვეყნებს, როგორიც მაგალითად უკრაინაა. მისი ხელმძღვანელი არც მეტი არც ნაკლები, გერმანიის ყოფილი კანლერი გერჰარდ შრიოდერია. გადადგომიდან რამდენიმე კვირაში ამ მაღალანაზღაურებადი თანამდებობის დაკავებით შრდიოდერმა ბევრი შოკში ჩააგდო. მის საქმიანობას ბერლინში ხელს უწყობს ქსელი, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიის საიდუმლო პოლიციის „შტაზის“ ყოფილი აგენტებისგან შედგება. მათ შორისაა, “გაზპრომის“ გერმანული განყოფილების ხელმძღვანელი, რომელიც 80–იან წლებში პუტინთან ერთად მუშაობდა და დრეზდენში სუკის ოფიცერის რანგში მივლინების დროს, აგენტებს იბირებდა. პლესლის თქმით, შრიოდერის დანიშვნა „ანგელა მერკელისთვის სახეში შეფურთხების“ ტოლფასი იყო, მისთვის გერმანულ ელიტაში უდაო რუსული გავლენის შეხსენება. იგი ასეთი ფაქტის იგნორირებას ვერაფრით ვერ მოახდენდა. ისეთ ქვეყანაზე გავლენით მიღებული სარგებელი, რომელიც მოხმარებული გაზის 30%–ს რუსეთისგან იღებს, ცხადია. 2005 წელს ხელისუფლებაში მოსული მერკელი, რუსეთის მისამართით მკაცრ განცხადებებს აკეთებდა და პრეტენზიული ევროკავშირისგან მოსკოვის მიმართ საერთო ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებას მოითხოვდა. მაგრამ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთთან მიმართებაში საერთო პოლიტიკაზე შეთანხმება ვერ შეძლეს, ხოლო გერმანიის ამ ქვეყანაზე დამოკიდებულება იზრდება. ნაწილობრივ ეს იმითაა გამოწვეული, რომ კრემლმა დაარწმუნა მომხმარებლები იმაში, რომ სხვა ქვეყნებში გაზის მოძიებას სერიოზული რისკი ახლავს. ხოლო, როდესაც 2008 წელს ვაშინგტონმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, საქართველოს და უკრაინის ნატოში მიღების კამპანია წამოიწყო, რითაც რუსეთის სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია, მერკელი ამ გეგმის მოწინააღმდეგეთა ბანაკს ჩაუდგა სათავეში, მიუხედავად იმისა, რომ იმავე წელს საქართველოში რუსეთის ინტერვენციის გამო ყველა აღშფოთებას გამოხატავდა. იმავდროულად, გერმანიამ დაბლოკა ევროკავშირის მთელი რიგი წინადადებები შეზღუდვების დაწესებაზე იმ უცხოური კომპანიებისთვის, რომლებიც ევროპულ ენერგეტიკულ საწარმოებს ყიდულობენ, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ზომები „გაზპრომის“ დასავლეთ ევროპაზე შეტევის შეჩერებას შეძლებდა. რუსეთისთვის, რომელიც მთლიანად საკუთარ გაზის და ნავთობის ექსპორტზეა დამოკიდებულია, კომერციული ენერგეტიკული ინტერესები და პოლიტიკური ძალაუფლება განუყოფელია. 2008 წელს „გაზპრომი“ სერბეთის მთლიან ენერგეტიკულ დარგზე კონტროლის მოპოვებას დათანხმდა და ეს სწორედ იმ დროს გააკეთა, როდესაც პრეზიდენტი ბორის ტადიჩი ხელახალი საარჩევნო კამპანიის დროს, მოსკოვისგან მისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა. წელს, უკრაინამ, ახალი და მოსკოვის ენთუზიასტი მხარდამჭერი პრეზიდენტის დროს, ზურგი შეაქცია მის „ნარინჯისფერ რევოლუციას“ და რუსეთს შავი ზღვის ფლოტის იჯარის ვადა სევასტოპოლში, გაზზე 30%–იანი ფასდაკლების სანაცვლოდ გაუგრძელა. საბოლოო ჯამში, მოსკოვი აფართოვებს მის გავლენას და მის მიერ არჩეული ქვეყნების პოლიტიკურ ავტონომიას არყევს. რუსეთი შეერთებულ შტატებში მსგავსი გავლენისგან შორსაა. მაგრამ მოსკოვი უკვე იყენებს ძალიან გავლენიანი ლობისტების მომსახურებას, როგორებიც არიან, ყოფილი სახელმწიფო მდივნები ჰენრი კისინჯერი და ჯეიმს ბეიკერი, რომელიც რუსულ მილსადენურ მონოპოლია „ტრანსნეფტში“ კონსულტანტად მუშაობდა. „ისინი შპიონები არ არიან. ისინი ამერიკის საგარეო პოლიტიკას აბსოლუტურად ლეგალურად აყალიბებენ“, – ამბობს პოლიტოლოგი ანდრეი პიანტოვსკი, „ამიტომ, რატომ უნდა სჭირდებოდეს რუსეთს ათობით სუპერ–აგენტის მომზადება იმისთვის, რომ მათ მოაგროვონ ინფორმაცია, რომლის მოპოვებაც მოსკოვიდან გაუსვლელად ნებისმიერ კომპეტენტურ ჟურნალისტს შეუძლია?“ შესაძლოა, ეს ბევრად უფრო მასშტაბური პროექტის უზრუნველყოფის ქსელი გახლდათ, რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცით. ერთი რამ ცხადია: ამ აგენტების მოუქნელმა ქმედებებმა, სხვა ფაქტი არ უნდა დაგვავიწყოს. შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურები ჯერ კიდევ აწარმოებენ საკუთარ ცივ ომს. მაგრამ იმავდროულად მოსკოვი ძალიან აქტიურად მოქმედებს სხვა ფრონტზე და საკუთარი საზღვრებიდან მოშორებით გავლენის ეფექტურ ქსელს აყალიბებს. ორიგინალი ორიგინალი
  14. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ადვოკატები მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ეხება ცოტნე გამსახურდიას თხოვნას, ბრალის… ლინკი მედიანიუსზე
  15. კომპანია `თელასის” ქვესადგურ `ცენტროლიტში” პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო, 15 ივლისს 10 საათიდან 18 საათამდე, თბილისის ცენტროლიტის… ლინკი მედიანიუსზე
  16. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/leiboristebi2-150x150.jpgსოფელ ლამისყანას თვეზე მეტია სარწყავი წყალი აღარ მიეწოდება. როგორც გლეხები აცხადებენ, უწყლობა სოფელს მოსავლის გარეშე დატოვებს. ადგილობრივი თვითმმართველობა მდგომარეობის გამოსწორებას ვერ ახერხებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/x.jpg itvს ლინკი
  17. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/14072010geoflv_000022028-150x150.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდული სამყაროს წევრები: ნუგზარ ბუჩუაძე, ალექსანდრე ბანძელაძე, ავთანდილ უგლავა, მერაბ მიქაბერიძე, ალეკო დოლაბერიძე, კობა ჭოლაძე, ელგუჯა ფანცხავა, ემზარ ზურაბიანი, გოჩა ლიპარიძე, თეიმურაზ გურეშიძე, გოჩა კოპალიანი და ლევან ავალიანიდააკავეს. სამართალდამცავების ინფორმაციით,მათ საბერძნეთში და ბელგიაში მყოფი კანონიერი ქურდები უკავშირდებოდნენ და ე.წ ”მაზავშიკების ” მიერ უკანონოდ მოგებული თანხების წილებს ითხოვდნენ. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლით. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/specoperacia_14_07_2010wmv_000003440.jpg itvს ლინკი
  18. 15 ივლისს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი ქეთრინ ეშტონი ბათუმს ეწვევა. ეშტონი ბათუმში 15.00 საათზე ჩაფრინდება, სადაც საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ”ასოცირების შესახებ შეთნხმების” პირველი ოფიციალური მოლაპარაკება გაიმართება. დოკუმენტი ჩაანაცვლებს მანამდე არსებულ „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას’’. დოკუმენტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს. ,,აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მისცემს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას’’, - წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ”ასოცირების შესახებ შეთანხმება” მოიცავს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველ, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ჩამოყალიბების შესაძლებლობას. ,,ეს ხელშეკრულება გულისხმობს ახალ, ხარისხობვრივად უფრო მაღალ დონეზე აყვანას საქართველო-ევროკავშრის თანამშრომლობის ყველა მიმართულებით: პოლიტიკური, ეკონომიკური, განათლების, ხალხთა შორის ურთიერთობების, უსაფრთხოების, კულტურის, სპორტის, ყველა სხვა სოციალური სფეროს მიმართულებით და ჩვენ უფრო ღრმა ინტეგრაციას ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში”, - განაცხადა ვაშაძემ. მოლაპარაკებების მანდატი ”ასოცირების შესახებ შეთანხმების” თაობაძე ევროსაბჭომ საქართველოსთან ერთად აზერბაიჯანსა და სომხეთსაც დაუმტკიცა. ბათუმიდან ეშტონი თბილისში ჩამოვა, სადაც დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, გრიგოლ ვაშაძესთან. შეხვედრის შემდეგ, 20.00 საათზე ჟურნალისტებისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართბა. 16 ივლისს, დილიდან, ეშტონი წეროვანსა და ოძისს ესტუმრება, ხოლო 11.30 საათზე სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში” ოპოზიციის ლიდერებს შეხვდება. ვიზიტის ბოლოს ქეთრინ ეშტონი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისს ეწვევა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  19. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოში პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიმდინარე კვირაში განხორციელებული თუ დაგეგმილი… ლინკი მედიანიუსზე
  20. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამგებლებს, გუბერნატორებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს ხალხთან მუდმივი დიალოგისაკენ მოუწოდა. როგორც სააკაშვილმა მათთან გამართულ… ლინკი მედიანიუსზე
  21. ხვალიდან აჭარაში შავი ზღვის ტრადიციული ჯაზ-ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება, რომელიც 4 დღის განმავლობაში, ქართულ და უცხოურ შემოქმედებით ჯგუფებს… ლინკი მედიანიუსზე
  22. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg კონსტანტინ როზნოვი – ბიზნესრეპორტიორი სამხრეთ ოსეთის გამო 2008 წელს მომხდარი შეიარღებული კონფლიქტის შემდეგ რუსეთმა და საქართველომ დიპომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს, მაგრამ როდესაც საქმე ბიზნეს საქმიანობაზე მიდგება, ორივე მხარე ხშირად უფრო პრაგმატულ მიდგომას არჩევს. ის, რომ რუსეთმა რამდენიმე წლის წინათ ქართულ ღვინის იმპორტი აკრძალა და ისიც, რომ ორ ქვეყანას შორის რეგულარული ავიამიმოსვლების დეფიციტია, ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ბევრი ქართველი დარწმუნებულია, რომ მოსკოვი ნებისმიერ საშუალებას, მათ შორის ბიზნესის სფეროში ზეწოლას, რეგიონზე საკუთარი გავლენის მნიშვნელოვნად გაფართოვებისთვის იყენებს, მაგრამ ამ დაძაბული პერიოდის განმავლობაშიც კი, საქართველოში მაინც ბევრი რუსული კომპანია ოპერირებდა. საქართველოს პარლანეტში იმ წინადადების გარშემო, რომლის თანახმადაც, თავიდან უნდა შეიქმნას გასაყიდად ასაკრძალი სახელმწიფო საკუთრების ნუსხა, მწვავე დებატები გაჩაღდა. კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა პირველი სამი წაკითხვით დაამტკიცა, ტრანზიტული მილსადენი, რომელსაც რუსული გაზი საქრთველოს გავლით სომხეთში მიაქვს, შეიძლება პრივატიზაციას დაექვემდებაროს. რუსეთის გაზის მონოპოლია გაზპრომი იმ ერთადერთ პოტენციურ ინვესტორადაა მიჩნეული, რომელიც დაინტერესებულია და შეუძლია ამ მილსადენის მნიშვნელოვანი წილის შეძენა. ”პოლიტიკურად მოტივირებული” ამ ბოლო წლებში, რუსეთის ენერგეტიკულ კომპანიებსა და მათ კოლეგებს შორის მეზობელი ქვეყნებიდან ბუნებრივი აირის გამო რამდენიმე კონფლიქტი მოხდა. მოსკოვი აცხადებს, რომ დავები მხოლოდ ბიზნესის გამო მოხდა, ხოლო ოპონენტები რუსეთს იმაში სდებენ ბრალს, რომ ის ენერგეტიკული მიმწოდებლის სტატუსს პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს. ”პრობლემა ის არის, რომ გაზპრომს რუსული კანონმდებლობის შესაბამისად, რუსეთის საზღვრებს მიღმა შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებითაც” - უთხრა BBC-ის ნოდარ ხადურმა, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორმა. ქართველი ეკონომისტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ მილსადენი ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი არ არის და მას მხოლოდ ისეთი ”პოლიტიკურად მოტივირებული ინვესტორი იყიდის, როგორიც გაზპრომია”. მაგრამ მოსკოვის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის საერთაშორისო დეპარტამენტის თანამშრომელი ანდრეი სუზდალცევი ამბობს, რომ გაზპრომისთვის ბიზნესის თვალსაზრისით მილსადენის შეძენა საინტერესო იქნებოდა, რადგან მას აირი მნიშვნელოვან ბაზარზე გააქვს. გარდა ამისა, უთხრა მან BBC-ის, რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობაში ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ის ბიზნესს პოლიტიკისგან განცალკევებით განიხილავს. ლიბერალური ბაზარი და მართლაც „თელასი“, საქართველოს დედაქალაქის, თბილისის ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანია, რუსული კომპანიის Inter RAO UES-ის მიერ კონტროლდება. ორი წლის წინ მიმდინარე ომის მსვლელობისასაც კი მას რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგება არ შეუწყვეტია. გარდა ამისა, კონფლიქტიდან სულ რამდენიმე თვეში Inter RAO UES-ი და საქართველოს მთავრობა აფხაზეთის საზღვართან მდებარე, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ერთობლივ მართვაზე შეთანხმდნენ. საქართველოში სხვა რუსულ კომპანიებს შორის Itera-ც მუშაობს. ის თავად ფლობს გაზის რამდენიმე სადისტრიბუციო კომპანიას რეგიონებში, VTB ბანკსა და მობილურ ოპერატორს VimpelCom-ს. გასულ წელს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა განაცხადა: ”ჩვენ არ ვაპირებთ რუსულ კომპანიებს საქართველოში შემოსვლაზე ხელი შევუშალოთ. რაც უფრო მეტ ბიზნეს ინტერესი გაჩნდება, მით უფრო მცირე იქნება პოლიტიკური ზეწოლა” – უთხრა მან Bloomberg-ს. სუზდალცევი აღიარებს, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, საქართველო ახლა ”ლიბერალიზმის ოაზისია”. მაგრამ მისი აზრით, იმის გარანტია, რომ მომავალში რუსული ინვესტიციები საქართველოში დაცული იქნება ხელისუფლების ჩარევისგან, არ არსებობს. ”ეკონომიკური ინტერესი” რუსეთიდან სომხეთში მიმავალ გაზსადენზე მსჯელობისას, საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური წევრები ამბობენ, რომ ქვეყანა, იმ შემთხვევაში ”თუ რუსული კომპანია მილსადენს იყიდის” ქვეყანა ”ენერგეტიკული დაეკონომიკური საფრთხის წინაშე დადგებოდა. ისინი საკანონმდებლო დონეზე ითხოვენ იმის გარანტიებს, რომ საქართველოს მთავრობა შეინარჩუნებს საკონტროლო პაკეტს. აქამდე კანონპროექტში არავითარი ასეთი გარანტიები არ შესულა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ მილსადენი ”არ მიეყიდება რუსეთის ფედერაციას”. ”ჩვენ ამ საკითხს ეკონომიკური პოზიციებიდან ვუდგებით. ასეთ საშუალებებს უკეთესია კერძო კომპანიები მართავდნენ”, – განაცხადა მან. გაზპრომისათვის მილსადენის მიყიდვის შესახებ საუბარი პირველად არ დაწყებულა. ხუთი წლის წინაც ასეთი დისკუსიები მიმდინარეობდა. მაგრამ მაშინ აშშ-მ და თბილისმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც თბილისს მილსადენის მოდერნიზებისთვის ფული მისცეს და საქართველომ სანაცვლოდ პირობა დადო, რომ მილსადენს არ გაყიდდა. ამ ხელშეკრულებას ვადა 2011 წლის აპრილში ეწურება. როდესაც კანონპროექტი მილსადენის პრივატიზაციის შესახებ პირველი წაკითხვით განიხილებოდა პარლამენტში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. თუმცა ცნობები იმის შესახებ, რომ მილსადენის საკითხი დაისვა სააკაშვილთან მოლაპარაკებების დროს, არ გავრცელებულა. ამ დროს საქართველოს პარლამენტართა უდიდესმა უმრავლესობამ კანონპროექტს ხმა მისცა. თუ პარლამენტსა და მთავრობას შორის ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ მხარდაჭერა არ გაქრება, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსული ბიზნესი საქართველოში კიდევ უფრო გაფართოვდება. ორიგინალი ორიგინალი
  23. როგორც მოგეხსენებათ, ხვალ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ორივე გუნდი ხსენებულ სტადიონზე ივარჯიშებს. თავდაპირველად ეროვნულის გაზონი "ბანიკს" დაეთმობა, რომელთა ვარჯიშიც 18:00 საათზე დაიწყება და ერთ საათს გასტანს, ხოლო "ვიტ–ჯორჯია" კი 19:00 საათზე წაივარჯიშებს. აქვე შეგახსენებთ, რომ მატჩი ხვალ 18:00 საათზე გაიმართება. იხილეთ fanebi.com
×
×
  • შექმენი...