Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sveticxoveliwmv_000752080-150x150.jpgკათოლიკოს-პატრიარქის ნათლული საქართველოში უკვე 5300-მდე ბავშვია. ისინი ჯვარდაწერილი მეუღლეების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან. მცხეთაში, სვეტიცხოვლის ეზოში დღეს ჩვილთა მე-12 ნათლობა გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ნათლულებს მირონი რამდენიმე საათის წინ აცხო. 700-მდე ჩვილი რიგის მიხედვით, ნახევარი საათის ინტერვალით მოინათლა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/natloba.jpg itvს ლინკი
  2. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/kaladze-300x210.jpgსპორტსმენები ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძის გათავისუფლების თხოვნით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს მიმართავენ. როგორც დემეტრაძის მხარდამჭერ დღევანდელ შეხვედრაზე ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ განაცხადა, დემეტრაძის დაკავება გაუგებრობასთან არის დაკავშირებული. “გიორგი დემეტრაძე 16 წლის ასაკიდან სპორტულ ცხოვრებაშია ჩაბმული, მისი ქურდულ სამყაროსთან კავშირის შესახებ მას არაფერი მსმენია და მითუმეტეს, არც მტკიცებულებები მინახავს. ვფიქრობ, რომ მისი დაპატიმრება გაუგებრობასთან არის დაკავშირებული. მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ გიორგი დემეტრაძის ღვაწლი ქართულ ფეხბურთში და კანონის ფარგლებში მიღებული იქნეს გადაწყვეტილება, რომელიც გიორგი დემეტრაძეს საშუალებას მისცემს კვლავ ემსახუროს ქართულ ფეხბურთს”, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს 50-მდე სპორტსმენი აწერს. ამასთან, კალაძე მზადყოფნას გამოთქვამს საჭიროების შემთხვევაში ოჯახთან ერთად დემეტრაძეს თავდებში ჩაუდგეს. შეგახსენებთ, რომ ცნობილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით არის დაკავებული. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. პიWელი Share View the full article
  3. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/iran_georgia-300x178.jpgსაქართველოსა და ირანს შორის უვიზო მიმოსვლა სექტემბრიდან ამოქმედდება. როგორც “პირWელს” ირანის საელჩოში განუცხადეს, ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ მიღწეული შეთანხმება ოფიციალურად ძალაში სწორედ შემოდგომიდან შევა. საქართველოსა და ირანს შორის მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, მათ შორის ორმხრივი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების თბილისში ვიზიტის დროს გახდა ცნობილი. შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ირანის საკონსულო უახლოეს მომავალში ბათუმშიც გაიხსნება. Share View the full article
  4. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/xxxx.bmpდღეს ცნობილი გახდა რომ არხი საკვირაო გადაცემის წამყვანმა დატოვა. ნინო ჟიჟილაშვილი ტელეარხიდან წასვლის მიზეზებზე ექსკლუზიურ ინტერვიუს გაზეთ ,,ალიას” აძლევს, სატელევიზიო კომენტარისგან კი თავს იკავებს. დაპირისპირება არხის მენეჯერსა და ჟურნალისტს შორის თუ და გადაცემა სადაც პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინება მთავარი მოთხოვნა იყო. კობა ბექაურის პოზიცია და ,,მაესტრო” ,,პოლიტმეტრის“ გარეშე, ნახეთ თამუნა კვარაცხელიას სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/maestr0_13_07_10flv_000003440.jpg itvს ლინკი
  5. http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/11/abkhazia17-300x225.jpgპოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, პოლონეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არასოდეს აღიარებს. ამის შესახებ სიკორსკიმ ქართველ კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლდ პოლონეთი დიპლომატიურ მცდელობებს კვლავ გააგრძელებს. “ჩვენ გვწამს, რომ 12 აგვისტოს ნაკისრი ვალდებულებები, რაც დღემდე შეუსრულებელია, აუცილებლად უნდა შესრულდეს. არ ვფიქრობ, რომ 2008 წელს ვინმემ მოიგო, ეს იყო მძიმე კრიზისი, ისმოდა ბევრი ბრალდება. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არასოდეს ვაღიარებთ”, – განაცხადა სიკორსკიმ. რაც შეეხება ტერმინ “ოკუპაციას”, რის შესახებაც ქართველმა ჟურნალისტებმა სიკორსკის დღევანდელ პრესკონფერენციაზე რამდენჯერმე ჰკითხეს, პოლონეთის მთავარმა დიპლომატმა ასე უპასუხა: “ჩვენ ამ ტერმინს აქამდეც ვიყენებდით და გარკვეული დროის განმავლობაში არ შევცლით”. Share View the full article
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/totalizwmv_000027840-150x150.jpgშემოსავლების სამსახურმა გადასახადების დამალვის მაღალი რისკის გამო თბილისის ტოტალიზატორების მასობრივი შემოწმება დაიწყო. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/dato-totalizatoriavi_000003440.jpg itvს ლინკი
  7. სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში 25 საწოლიანი ევროპული სტანდარტების საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო.მშენებლობის დაწყების პროცესს დღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი და კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დაესწრნენ.საავადმყოფოს წნორში სამედიცინი დაზღვევის ჯგუფ “არქიმედეს გლობალ ჯორჯია” საქართველოს მთავრობის ჰოსპიტალური სექტორის განვითარების ფარგლებში აშენებს. A”არქიმედეს” სამედიცინო ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ორი საოპერაციო ბლოკი, ამბულატორიული და სამშობიარო განყოფილებები და კეთილმოწყობილი პალატები განთავსდება.“მთვარია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სრულყოფილ სამედიცინო მომსახურების ადგილზე მიიღებს”—განაცხადა კახეთის გუბერნატორმა, გიორგი ღვინიაშვილმა.საავადმყოფოს მშენებლობისათვის მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯება. ახალი საავადმყოფო 2011წლის დეკემბერში დასრულდება. კახეთში სულ რვა საავადმყოფო აშენდება.http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/201002044938.JPGსიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში 25 საწოლიანი ევროპული სტანდარტების საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყების პროცესს დღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი და კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დაესწრნენ. საავადმყოფოს წნორში სამედიცინი დაზღვევის ჯგუფ “არქიმედეს გლობალ ჯორჯია” საქართველოს მთავრობის ჰოსპიტალური სექტორის განვითარების ფარგლებში აშენებს. ”არქიმედეს” სამედიცინო ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ორი საოპერაციო ბლოკი, ამბულატორიული და სამშობიარო განყოფილებები და კეთილმოწყობილი პალატები განთავსდება. “მთვარია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სრულყოფილ სამედიცინო მომსახურების ადგილზე მიიღებს”—განაცხადა კახეთის გუბერნატორმა, გიორგი ღვინიაშვილმა. საავადმყოფოს მშენებლობისათვის მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯება. ახალი საავადმყოფო 2011წლის დეკემბერში დასრულდება. კახეთში სულ რვა საავადმყოფო აშენდება. Share View the full article
  8. 14 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტის წევრი გურამ ჩახვაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “მაგისტრალური გაზსადენის მოსალოდნელი პრივატიზების შესახებ ედპ-ის პოზიცია”. პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 14 ივლისს, 12:00 საათზე, IFჩ და “ბანკი რესპუბლიკა” ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. მის: გრ. აბაშიძის ქ. #2 (ბანკ “რესპუბლიკის” სათავო ოფისი) 14 ივლისს, 12.00 საათზე, განათლებისა მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე 24-ე საჯარო სკოლას ეწვევა, სადაც მე-12 კლასში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლებისთვის მასწავლებელთა გადამზადება მიმდინარეობს. მისამართი: ბაქოს ქ.№1 14 ივლისს, 12:30 საათზე, პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ლაღიძე პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “პარტიის ინიციატივა მცირე ბიზნესისთვის საბანკო ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით”. მის: აკაკი ხორავას ქ. #9 14 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. 14 ივლისს, 22:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერის თვითმფრინავი დაეშვება. იგი ჩამოსვლისთანავე პრეზიდენტის რეზიდენციაში გაემგზავრება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლების მაიკლ იენსენისა და კასტრიოტ ისლამის საქართველოში სამუშაო ვიზიტის პროგრამა 09:45 – გამგზავრება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში. 10:00-10:45 – შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ დავით მელუასთან. 10:45 – გამგზავრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. 11:00-11:45 – შეხვედრა საქართველოს დეცენტრალიზაციის სახელმწიფო კომისიის წევრ დავით ჭიჭინაძესთან. 12:00 – გამგზავრება კახეთის რეგიონში 14:00-14:30 – ჩასვლა სიღნაღში - სიღნაღის დათვალიერება 15:30 – გამგზავრება ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში. 16:00-17:00 – ჩასვლა სოფელ ყარაჯალაში - შეხვედრა სოფელ ყარაჯალას ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებთან. 17:00 – გამგზავრება ეთნიკური ოსებით დასახლებულ სოფელ ყიტაანში. 18:00-19:00 – ჩასვლა სოფელ ყიტაანში - შეხვედრა სოფელ ყიტაანის ადგელობრივი მმართველობის წარმომადგენლებთან. 19:00 – გამგზავრება თბილისში იხილეთ epn.ge
  9. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/les_echos.gif კარლ დე მეიერი ხვალ ანგელა მერკელი ენერგეტიკის სფეროში რუსულ–გერმანული თანამშრომლობის გააქტიურებისთვის ეკატერინბურგში დიმიტრი მედვედევს შეხვდება. გერმანელი მეწარმეები ახლა სერიოზულად უფრთხიან პოზიციების დაკარგვას საფრანგეთის და იტალიის გააქტიურების გამო. ხვალ, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქმიანი წრეების ზეწოლის გამო ეკატერინბურგში მიემგზავრება. ის მონაწილეობას მიიღებს „რუსულ–გერმანულ კონსულტაციებში“. გერმანელი მეწარმეები მერკელს იმაში სდებენ ბრალს, რომ ის რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის არასაკმარისად აქტიურობს. ასე, „აღმოსავლეთის კომიტეტმა“, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასთან გერმანიის სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცებაზე მუშაობს და მჭიდროდაა დაკავშირებული მეწარმეთა კავშირ BDI–სთან, ცოტა ხნის წინ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ბერლინის პოზიციებს აკრიტიკებს: „გერმანია კვლავ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბრიუსელის და მოსკოვის დიალოგის მიმართულების განსაზღვრაში, თუმცა ბოლო დროს რუსეთთან ევროპის დაახლოების მომხრეთა საკვანძო პოზიციები დაიკავეს ესპანეთმა, იტალიამ და პირველ რიგში საფრანგეთმა“. სინამდვილეში, მართალია, ანგელა მერკელი რუსულს ენას ფლობს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას რუსეთი უყვარს. განსაკუთრებით ეს იგრძნობა მის წინამორბედთან შედარებისას. „ანგელა მერკელი ყურადღებას ამახვილებს ტრანსატლანტიკურ პოლიტიკაზე“, – მიაჩნია გერმანელ პოლიტოლოგ ალექსანდრ რარს. „ნაწილობრივ ეს მის ბიოგრაფიას უკავშირდება“. დღევანდელი კანცლერი ქალბატონი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაიბადა და იქ ბერლინის კედლის დანგრევამდე იცხოვრა. ენერგეტიკული დამოკიდებულება ამ ყველაფერთან ერთად, მერკელს არ შეუძლია გერმანიის დამოკიდებულების იგნორირება, რადგან ქვეყნის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის 37% რუსეთიდან მოდის. და პირიქით, რუსული ბაზარი გერმანული საწარმოებისთვის კოლოსალური პოტენციალია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, რაზეც იქნება კიდეც საუბარი ხვალინდელ მოლაპარაკებებზე. მოსკოვმა მიზნად დაისახა მომდევნო 10 წლის განმავლობაში ენერგოეფექტურობის 40%–ით გაზრდა. მის დასახმარებლად ამ საქმეში მზად არიან მთელი რიგი გერმანული კომპანიები, რომლებიც ამ სფეროში მსოფლიო ლიდერები არიან. ამ მხრივ, ეკატერინბურგში რამდენიმე საპილოტო პროექტი ხორციელდება. გერმანელი მეწარმეები ასევე დაინტერესებულები არიან კრემლის გეგმებით მოსკოვის გარეუბან სკოლკოვოში მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებებში მერკელი გეგმავს ასევე რუსეთში ინვესტიციების განხორციელებისთვის პირობების გაუმჯობესების თემაზე საუბარს. მიუხედავად ამისა, რუსეთთან თანამშრომლობა ყოველთვის „კომფორტული“ არ არის. Handelsblatt–ის გუშინდელი გამოცემის თანამხად, „გაზპრომმა“ RWE–ს „სამხრეთ ნაკადის“ პროექტში მონაწილეობა შესთავაზა. გერმანიაში ეს წინადადება აღიქვეს როგორც მისი კონკურენტი გაზსადენის „ნაბუქოს“ პოზიციის შესუსტების მცდელობა, გაზსადენის, რომელმაც გაზი ევროპას კავკასიური რესპუბლიკებიდან თურქეთის გავლით უნდა მიაწოდოს და ამით ევროკავშირის რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება უნდა შეამციროს. ორიგინალი ორიგინალი
  10. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/photo3-150x150.jpgპოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის ნატოსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას. რადოსლავ შიკორსკიმ ეს განცხადება გრიგოლ ვაშაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონური დისაპორის წარმომადგენლებს შეხვდა და ორი ხალხის მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოები გადასცა. შემდეგ, დახურულ კარს მიღმა “თავისუფალი დემოკრატების” და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერებს ესაუბრა. თბილისში ბოლო შეხვედრა შიკორსკიმ ნიკა გილაურთან გამართა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/shikorski.jpg itvს ლინკი
  11. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/parlament-150x150.jpgხმაურიანი დებატები პარლამენტში. მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიზების საკითხის განხილვისას “ქრისტიან-დემოკრატების” გაღიზიანება მოჰყვა. ვეფხვაძის ხმამაღალი რეპლიკა პავლე კუბლაშვილის გამოსვლას და გაფრთხილება ქრისტიან - დემოკრატების წევრს პარლამენტის თავმჯდომარისგან. ლევან ვეფხვაძემ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. საკანონმდებლო ორგანოში დღეს იტვ-ის ჟურნალისტი თამარ კვარაცხელია იმყოფებოდა რომელიც უფრო დეტალურად ისაუბრებს დეპუტატთა დებატების შესახებ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/parlamen.jpg itvს ლინკი
  12. მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან ტაიმსის” დამფუძნებელი და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” ლიდერი მალხაზ გულაშვილი მზადაა საქართველოში დაბრუნდეს და სასამართლოს წინაშე წარსდგეს, იმ შემთხვევაში, თუ ტელეკომპანია „კავკასიაზე” თავდასხმაში ეჭვმიტანილ თანამოაზრეებს ციხიდან გათავისუფლებენ და საკუთარი არასრულწლოვან შვილს ბრალდებას მოუხსნიან. გაზიარება [19:13 13-07-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TDyCkRnHumI/AAAAAAAAD6g/yKlynhlN5tU/s200/malxaz.jpg.pngამის შესახებ წერია გაზეთ „ჯორჯიან ტაიმსის” 12 ივლისის გამოშვებაში გამოქვეყნებულ მალხაზ გულაშვილის მიმართვაში. მალხაზ გულაშვილის და მისი ვაჟის, დავითის, წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით არის აღძრული. სასამართლომ მათ, დაუსწრებლად, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მამა-შვილმა გულაშვილებმა საქართველო მიმდინარე წლის მაისში დატოვეს, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „კავკასიაზე” თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავეს. მალხაზ გულაშვილმა საქართველოდან წასვლა ხელისუფლების მხრიდან მისი ვაჟის წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების თავიდან არიდების სურვილით ახსნა. 2010 წლის 7 მაისს, ახალგაზრდა ავტორის ერეკლე დეისაძის წიგნთან „საიდუმლო სირობასთან” დაკავშირებით ტელეკომპანია “კავკასიის” პირდაპირ ეთერში გამართული დისკუსიის დროს, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” (მმკ), ასევე “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” (სსმ) წარმომადგენლებსა და მათ ოპონენტებს შორის გაჩენილ უთანხმოებას ტელეკომპანიაში უცხო პირთა შეჭრა და ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. „კავკასიის” პირდაპირ ეთერში გასული კადრების მიხედვით, ინციდენტის დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანიის პრეზიდენტს, დავით აქუბარდიას და რამდენიმე თანამშრომელს. პოლიციამ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და ხულიგნობის ბრალდებით ინციდენტის მონაწილე 8 ახალგაზრდა დააკავა, ყველა მათგანი მართლმადიდებლური ორგანიზაციების წევრები არიან. სასამართლომ 7 მათგანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ერთი კი გაათავისუფლა. ეჭვმიტანილთა სასამართლო პროცესი 28 ივნისს დაიწყო. მალხაზ გულაშვილი მიმართვაში ამბობს, რომ ის და მისი ოჯახის წევრები ხელისუფლების შურისძიების მსხვერპლნი არიან. „არ მაპატიეს ოპოზიციური გაზეთის „ჯორჯიან ტაიმსის” მფლობელობა, შეხვედრები მსოფლიოს ცნობილ ჟურნალისტებთან, პოლიტიკურ მოღვაწეებთან, ქვეყნის პრეზიდენტებთან, განსაკუთრებით კი რუსეთის პრეზიდენტ მედვედეევთან შეხვედრა”, – აცხადებს გულაშვილი.media.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  13. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/liberation2.gif ლორა ნუალა Libération–მა ბირთვული ნივთიერებების და ნარჩენების ცირკულაციის სფეროში რუსულ–ფრანგულ თანამშრომლოობაზე ანგარიშის ასლი მოიპოვა. ანგარიში საუკუნის აღმოჩენა არ არის, მაგრამ იმისთვის, რომ ის საჯარო გამხდარიყო დიდი ძალისხმევა და მედიაში სერიოზული ხმაურის ატეხვა გახდა საჭირო. ბირთვული უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის გამჭვირვალობის უმაღლესმა კომიტეტმა ეკოლოგიისა და ენერგეტიკის მინისტრს ჟან–ლუი ბორლოოს გამჭვირვალობაზე ბირთვული ნივთიერებების და ნარჩენების ცირკულაციის საქმეში მისი მოსაზრება უნდა შეატყობინოს. 2009 წელს ტელეარხ Arte–ზე ამ სფეროში საფრანგეთისა და რუსეთის თანამშრომლობაზე დოკუმენტური ფილმის გასვლის შემდეგ, მინისტრმა კომიტეტს ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე დეტალური ანგარიშის მომზადება დაავალა. საბოლოო ჯამში 57 გვერდიანი ანგარიში მომზადდა, რომელშიც რადიოაქტიური ნივთიერებების ნაკადებსა და საწვავის გამოყენების ყველა ციკლის შესახებ დეტალური ანალიზია მოცემული. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიშია, მით უფრო, თუკი ის ყოველწლიური გახდება“, – აცხადებს ჯეკი ბონმენი ასოციაცია „რობინ ჰუდიდან“, რომელიც ასევე მონაწილობდა დოკუმენტის შედგენაში. ფრანგული ატომური ელექტროსადგურის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭიროა 8 000 ტონა ბუნებრივი ურანი, რომლისგანაც შემდეგ 1 200 ტონა საწვავს იღებენ. იმავდროულად ენერგეტიკოსები უპირატესობას ანიჭებენ ნედლეულის (12%–მე) ეკონომიას, იყნებენ რა ხელახლა გამდიდრებულ ურანს ორ რექტორზე და პლუტონს კიდევ 20 რეაქტორზე. ურანზე დღევანდელი ფასების გათვალისწინებით, ეს დაზოგილი 960 ტონა ხარჯებს 61 მილიონ ევრომდე ამცირებს. „საკმაოდ სადაო ციფრია“, – აცხადებს ჯეკი ბონემენი. ამ წლიდან ეკონომიამ უნდა მიაღწიოს 17%–ს, რადგან დამატებით კიდევ ორი რეაქტორი გადავა ხელახლა გამდიდრებულ ურანზე და ოთხი – MOX–ის საწვავზე (პლუტონს შეიცავს). ანგარიშში დადასტურებულია ის ფაქტი, რომ საფრანგეთი ორი ტიპის ურანის გამდიდრებისთვის რუსულ დანადგარებს იყნებს. საწვავის ამ ნაკადების მნიშვნელობა და ზუსტი მოცულობა ანგარიშის გამოქვეყნებამდე უცნობი იყო“, – ხაზგასმით აღნიშნავს კომიტეტის წევრი. ასე, 2000–2009 წლებში საფრანგეთიდან გატანილ იქნა 8 500 ტონა ბუნებრივი ურანი, 52 619 ტონა გაღარიბებული ურანი და 4 161 ტონა გადამუშავებული ურანი. უკან ქვეყანაში ამ რაოდენობის საწვავიდან მხოლოდ 10% დაბრუნდა. რუსეთში დარჩენილი გაღარიბებული ურანის შენახვა ღია ცის ქვეს ხდება. ივნისის ბოლოს ტომსკში ფრანგული დელეგაცია ობიექტების დასათვალიერებლად და შენახვის პირობების შესაფასებლად უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა რუსული მხარე დელეგაციაში „პროფკავშირების“ და მწვანეების წარმომადგენლების ყოფნის წინააღმდეგი იყო, რის გამოც ბოლოს გამგზავრება გადაიდო. „ეს პირველი ანგარიში კონცენტრირებული იყო რუსეთთან თანამშრომლობაზე, რაც აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან ის ერთ–ერთია იმ ქვეყნებიდან, რომელიც ბირთვულ სფეროში უზარმაზარ გეგმებს აწყობს და იმავდროულად გამჭვირვალობის მინიმუმს უზრუნველყოფს“, – ჩივის ჯეკი ბონმენი, რომელსაც რუსეთში ჩასვლის საშუალება არ მისცეს. მართალია ანგარიშში კონკრეტული მოცულობები ნახსენებია, თუმცა ჩვენთვის დღემდე უცნობია Areva–ს რუსულ „როსატომთან“ და „ტექსნაბექსპორტთან“ გაფორმებული კონტრაქტების ფასი. ამის გამო, კომიტეტის ზოგიერთ წევრს მიაჩნია, რომ საბოლოო ჯამში მათ ვერ შეძლეს „სრული და თვალსაჩინო“ საურათის წარმოდგენა. ორიგინალი ორიგინალი
  14. http://soccerday.ge/templates/Default/logos/6.png რგორც მოგეხსენებათ,ხუთშაბათს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს შინ,"დუკლას" წინააღმდეგ გამართავს.ზესტაფონელება უკვე დაბეჭდეს ბილეთები,რომელთა ფასიც 5,7 და 10 ლარი იქნება. სრულად იხილეთ
  15. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილს აინტერესებს, რომელი დეპუტატები კითხულობენ სახალხო დამცველის… ლინკი მედიანიუსზე
  16. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე ხვალ თბილისის 24-ე საჯარო სკოლას ეწვევა, სადაც მე-12… ლინკი მედიანიუსზე
  17. ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8349 ლარის ნიშნულზე დაეცა. ეროვნული ბანკის ცნობით, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი… ლინკი მედიანიუსზე
  18. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიგა ბოკერიასთან ინტერვიუს ჩანაწერი ”მაესტროს” ეთერში არ გავიდა, რის გამოც გადაცემა ”პოლიტმეტრის” წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია დატოვა. არხის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ფორმატის შეცვლა წამყვანმა არხის ხელმძღვანელობას არ შეუთანხმა, რაც კაა ბექაურის აზრით, ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევაა. საუბარია გადაცემაზე „პოლიტმეტრი“, რომელიც განახლებული ”მაესტროს” პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. "პოლიტმეტრის" 10 ივნისის გადაცემაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგა ბოკერიას ინტერვიუს ჩანაწერი უნდა გასულიყო, რადგან ჟიჟილაშვილის თქმით, გიგა ბოკერიას არ ეცალა და გადაცემაში მოსვლას ვერ შეძლებდა. „მე ჩავთვალე, რომ გადაცემის ფორმატში მცირე ცვლილება უნდა მომხდარიყო. როგორც გადაცემის ავტორს, არ მომეცა საშუალება, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიმეღო“, –ამბობს ჟიჟილაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში. ჟიჟილაშვილი ამბობს, რომ არხის ხელმძღვანელის ერთადერთი მოთხოვნა იყო,რომ რესპონდენტი გადაცემაში მოსულიყო. „ეს იყო შეუძლებელი. ამიტომაც 4 საათზე შევათანხმეთ გიგა ბოკერიასთან ინტერვიუ“, –ამბობს ჟიჟილაშვილი. საბოლოოდ, ჟიჟალაშვილს გიგა ბოკერიასთან ინტერვიუ არ ჩაუწერია, რადგან ბექაურმა განუცხადა, რომ ასეთი ფორმატით გადაცემას ეთერში არ გაუშვებდნენ. ”მე მსურს "მაესტრო" გაიხსნას ყველასათვის და არ დაადგეს მარგინალიზაციის გზას. მე სწორედ იმას ვცდილობდი, რომ გამეხსნა ეთერი ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც არასოდეს ყოფილან ”მაესტროს” ეთერში” - ამბობს ჟიჟილაშვილი. ჟურნალისტს საპროდიუსინგო ჯგუფის წარმატებად მიაჩნია ის, რომ ჰილარი კლინტონის ვიზიტის დროს, მნიშვნელოვანი ფიგურა- გიგა ბოკერია დაითანხმეს ინტერვიუზე, რადგან პრესკონფერენეციებზე ბოკერიას მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, მათ დამატებითი კითხვები ჰქონდათ. ჟიჟილაშვილს არა აქვს პასუხი კითხვაზე, არხის ხელმძღვანელობის მოთხოვნა, რომ გადაცემის ფორმატი არ დარღვეულიყო, ბოკერიას გამო მოხდა თუ არა. იგი ამბობს, რომ არ იცის. თუმცა მეორე ინტერვიუ– აშშ-ს ელჩთან ჯონ ბასთან– რომელიც ჟიჟილაშვილმა ჩაწერა და ასევე აპირებდა, რომ 10 ივლისის ”პოლიტმეტრის” ეთერში გაეშვა, ”მაესტრომ” მას შემდეგ გადასცა, რაც ჟურნალისტმა არხი დატოვა. ტელეკომპანია ”მაესტროს” გენერალური დირექტორი კახა ბექაური ამბობს, რომ გადაცემა ”პოლიტმეტრის” წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა პროფესიული სტანდარტი დაარღვია, რადგანაც გადაწყვეტილება, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიასთან გადაცემამდე ინტერვიუს ჩაწერის შესახებ, ინფორმაცია რესპონდენტთან შეთანხმების შემდეგ გაიგო. ბექაურს მიაჩნია, რომ „ამით მან( ჟიჟილაშვილმა) ჟურნალისტური ეთიკა და სტანდარტი დაარღვია. მე მხოლოდ მას შემდეგ გავიგე, როდესაც იგი სტუმართან უკვე შეთანხმებული იყო“. „აღმოჩნდა, რომ მე და არხის დირექტორს, კახა ბექაურს გვაქვს სრულიად სხვადასხვა წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უფლებები აქვს ავტორს თავისი გადაცემის შიგნით და რა უფლებები აქვს დირექტორს“, –ამბობს "მაესტროდან" წასული ნინო ჟიჟილაშვილი. ჟურნალისტი ამ ფაქტს აფასებს, როგორც სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას. ჟიჟილაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ამ თემაზე პირველი კომენტარი გაზეთ ”ალიას” მისცა, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა არ დაკავშირებია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  19. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიგა ბოკერიასთან ინტერვიუს ჩანაწერი ”მაესტროს” ეთერში არ გავიდა, რის გამოც გადაცემა ”პოლიტმეტრის” წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია დატოვა. არხის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ფორმატის შეცვლა წამყვანმა არხის ხელმძღვანელობას არ შეუთანხმა, რაც კაა ბექაურის აზრით, ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევაა. საუბარია გადაცემაზე „პოლიტმეტრი“, რომელიც განახლებული ”მაესტროს” პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. "პოლიტმეტრის" 10 ივნისის გადაცემაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგა ბოკერიას ინტერვიუს ჩანაწერი უნდა გასულიყო, რადგან ჟიჟილაშვილის თქმით, გიგა ბოკერიას არ ეცალა და გადაცემაში მოსვლას ვერ შეძლებდა. „მე ჩავთვალე, რომ გადაცემის ფორმატში მცირე ცვლილება უნდა მომხდარიყო. როგორც გადაცემის ავტორს, არ მომეცა საშუალება, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიმეღო“, –ამბობს ჟიჟილაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში. ჟიჟილაშვილი ამბობს, რომ არხის ხელმძღვანელის ერთადერთი მოთხოვნა იყო,რომ რესპონდენტი გადაცემაში მოსულიყო. „ეს იყო შეუძლებელი. ამიტომაც 4 საათზე შევათანხმეთ გიგა ბოკერიასთან ინტერვიუ“, –ამბობს ჟიჟილაშვილი. საბოლოოდ, ჟიჟალაშვილს გიგა ბოკერიასთან ინტერვიუ არ ჩაუწერია, რადგან ბექაურმა განუცხადა, რომ ასეთი ფორმატით გადაცემას ეთერში არ გაუშვებდნენ. ”მე მსურს "მაესტრო" გაიხსნას ყველასათვის და არ დაადგეს მარგინალიზაციის გზას. მე სწორედ იმას ვცდილობდი, რომ გამეხსნა ეთერი ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც არასოდეს ყოფილან ”მაესტროს” ეთერში” - ამბობს ჟიჟილაშვილი. ჟურნალისტს საპროდიუსინგო ჯგუფის წარმატებად მიაჩნია ის, რომ ჰილარი კლინტონის ვიზიტის დროს, მნიშვნელოვანი ფიგურა- გიგა ბოკერია დაითანხმეს ინტერვიუზე, რადგან პრესკონფერენეციებზე ბოკერიას მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, მათ დამატებითი კითხვები ჰქონდათ. ჟიჟილაშვილს არა აქვს პასუხი კითხვაზე, არხის ხელმძღვანელობის მოთხოვნა, რომ გადაცემის ფორმატი არ დარღვეულიყო, ბოკერიას გამო მოხდა თუ არა. იგი ამბობს, რომ არ იცის. თუმცა მეორე ინტერვიუ– აშშ-ს ელჩთან ჯონ ბასთან– რომელიც ჟიჟილაშვილმა ჩაწერა და ასევე აპირებდა, რომ 10 ივლისის ”პოლიტმეტრის” ეთერში გაეშვა, ”მაესტრომ” მას შემდეგ გადასცა, რაც ჟურნალისტმა არხი დატოვა. ტელეკომპანია ”მაესტროს” გენერალური დირექტორი კახა ბექაური ამბობს, რომ გადაცემა ”პოლიტმეტრის” წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა პროფესიული სტანდარტი დაარღვია, რადგანაც გადაწყვეტილება, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიასთან გადაცემამდე ინტერვიუს ჩაწერის შესახებ, ინფორმაცია რესპონდენტთან შეთანხმების შემდეგ გაიგო. ბექაურს მიაჩნია, რომ „ამით მან( ჟიჟილაშვილმა) ჟურნალისტური ეთიკა და სტანდარტი დაარღვია. მე მხოლოდ მას შემდეგ გავიგე, როდესაც იგი სტუმართან უკვე შეთანხმებული იყო“. „აღმოჩნდა, რომ მე და არხის დირექტორს, კახა ბექაურს გვაქვს სრულიად სხვადასხვა წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უფლებები აქვს ავტორს თავისი გადაცემის შიგნით და რა უფლებები აქვს დირექტორს“, –ამბობს "მაესტროდან" წასული ნინო ჟიჟილაშვილი. ჟურნალისტი ამ ფაქტს აფასებს, როგორც სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას. ჟიჟილაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ამ თემაზე პირველი კომენტარი გაზეთ ”ალიას” მისცა, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა არ დაკავშირებია. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...