planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://epn.ge/wp-content/uploads/telasi6-150x150.gifკომპანია “თელასის” ქვესადგურ *ცენტროლიტში” პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 15 ივლისს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ცენტროლიტის დასახლების მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. “თელასის” ინფორმაციით ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ანდრონიკაშვილის, ბარისახოს, ჩიქვანაიას, უწერის, ჭრებალოს, სარაჯიშვილის და მიმდებრე ქუჩების მაცხოვრებლებს. სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება. იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/saxlidan-gakrian-150x150.jpgავჭალაში მდებარე საპატრიარქოს კუთვნილ შენობაში, სოციალურად დაუცველი 15_მდე ოჯახი შესაძლოა უსახლკაროდ დარჩეს. მათი უმეტესობა მრავალშვილიანი და მარტოხელა დედები არიან. გაუსაძლის პირობებში მცხოვრებ ოჯახებს რამდენიემე დღის წინ ცნობა მოუვიდათ, რომლის მიხედვითაც დაკავებული ფართი 5 დღეში უნდა დაცალონ. საპატრიარქოს ადვოკატის განმარტებით, ლიბანის 33 _ში 15_მდე ოჯახი უკანონოდ არინ შესახლებულები და ისინი სხვადასხვა რაიონებში უძრავი ქონების მფლობელები არიან. გამოსახლება საპატრიარქოს სახელით ნახეთ ანნა ლაპიაშვილის სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/gamosaxleba.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/chaxvadze-150x150.jpgეროვნულ დემოკრატიული მოძრაობისთვის მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზება მიუღებელია. გურამ ჩახვაძის თქმით ხელისფლება ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/chaxva.jpg itvს ლინკი
-
http://www.oleole.com/media/main/images/member_photos/group2/subgrp39/liverpoolinswitzerla_277550.jpg დღეს ლივერპულის ჯონ ლენონის სახელობის აეროპორტიდან ლივერპულის 20 ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბში შვეივარიაში გაემგზავრა, სადაც გუნდი წინა-სასეზონო მომზადებას გაივლის… სამწუხაროდ ამ მომზადებაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას მუნდიალის ფლეიოფში მონაწილე ფეხბურთელები. კირგიაკოსი გუნდს რამოდენიმე დრეში შეუერთდება, ისევე როგორც მილან ივანოვიჩი, რომელიც შვეიცარიაში პირდაპირ სერვეთიდან ჩაფრინდება… დანი პაჩეკო კი ამჟამად ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების თამაშებში მონაწილეობს. ლივერპულელეთა სრული შემადგენლობა კი ასეთია: კავალიერი, აკვილანი, რიერა, ლუკასი, ინსუა, ნგოგი, სპირინგი, დეგენი, დარბი, კელი, გულასკი, ირვინი, ეკლესტონი, აიალა, ჰანსენი, ამოო, დელა ვალე, ინსი, შელვი, პალსონი, კირგიაკოსი და ივანოვიჩი View the full article
-
რა პოზიცია აქვს ირანს საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიზაციასთან დაკავშირებით და არის თუ არა ირანისთვის მნიშვნელოვანი საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვა რუსეთითვის, როგორც ეს ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტ ლიანა ჯერვალიძეს მიაჩნია? ნეტგაზეთი ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში გაზსადენზე ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ორგანიზებით გამართული დისკუსიის შემდეგ დაუკავშირდა. ამ დისკუსიას ირანის საელჩოს წარმომადგენელიც ესწრებოდა. გთავაზობთ საელჩოს პოზიციას გაზსადენის საკითხზე: ”ირანის ისლამური რესპუბლიკა ბუნებრივი გაზის რესურსების თვალსაზრისით, მსოფლიოს მეორე სახელმწიფოა. სპარსეთის ყურეში მეზობელ ქვეყნასთან არსებული "სამხრეთ ფარსის" საერთო საბადო შეიცავს 14 ტრილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს, რომელიც მსოფლიო გაზის მარაგის 16 პროცენტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთადერთი საბადო სპარსეთის ყურეში და თუ მას დაემატება ხმელეთზე არსებული საბადოებიც, გაზის რაოდენობა ორმაგად გაიზრდება. თუ გავითვალისწინებთ ირანის ბუნებრივი აირის მარაგის ასტრონომიულ მასშტაბებს, დავინახავთ, თუ რა მცირე რაოდენობის გაზის ტრანსპორტირება ხორციელდება ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის საშუალებით. არსებული ცნობების თანახმად, ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენით ყოველწლიურად შესაძლებელია 3-4 მილიარდი კუბური მეტრი აირის ტრანსპორტირება. აქედან, 1,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება ხდება სომხეთში. აღნიშნული რაოდენობა უტოლდება ირანის მიერ სომხეთში ექსპორტირებული გაზის მოცულობას. ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ უკანასკნელი წლების განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში ენერგეტიკის როლიდან და საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დააყენა ენერგეტიკის ექსპორტის პოლიტიკა. ირანი დაინტერესებულია გაზის ექსპორტით. ამ მიზნით ექსპლოატაციაში შევიდა ორი გაზსადენი, რომლის საშუალებით ყოველწლიურად 50 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირი მიეწოდებათ აღმოსავლეთისა და დასავლეთის მეზობელ ქვეყნებს. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს ირანის მიერ ინდოეთის სუბკონტინენტზე საექსპორტო გაზის მოცულობის პოტენციალი და მიმდინარე ხანგრძლივი მოლაპარაკებები. აღმოსავლელი მეზობლების მოთხოვნილებიდან და მილიარდიანი მოსახლეობიდან გამომდინარე, ირანმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, იაფი გაზით უზრუნველყოს ეს ქვეყნები და რამდენიმე ხნის წინათ შესაბამისი ხელშეკრულება დადო პაკისტანის რესპუბლიკასთან. რაც შეეხება საქართველოს მაგისტრალურ გაზსადენს, რომელიც ქვეყნის შიდა საკითხია, ირანი პატივს სცემს ნებისმიერ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იქნება ქვეყნის კანონების შესაბამისად ხალხის ნების გათვალისწინებით. ასევე ინფორმაციის სახით დავამატებ, რომ ირანის კონსტიტუცის თანახმად, პრივატიზაციის საკითხი აქტიურად განიხილება, თუმცა გარკვეულ წესებსა და ჩარჩოებშია მოქცეული. ირანული გაზსადენების გადაცემა კერძო სექტორისათვის (შიდა და უცხოური კომპანიებისათვის) დღემდე არ მომხდარა”. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ფილმის შესახებ: ფილმის მთავარი გმირი, 45 წლის თბილისელი ნარკომანი, თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას: კორუმპირებული პოლიციელები მისგან მეგობრის შვილის – 16 წლის ბიჭის დაბეზღებას ითხოვენ. თუ დათანხმდება, წამლით და ფულით დაასაჩუქრებენ, ხოლო თუ უარს იტყვის, 10 წლით გაუშვებენ ციხეში და ამით მისი ცხოვრება პრაქტიკულად დასრულდება. კედელთან მიყენებული ფილმის მთავარი გმირი პოლიციელების წინადადებაზე თანხმდება და მეგობრის შვილის გასაწირად მიდის, მაგრამ ბოლო წუთს მასში დიდი ხნის წინ დაკარგული ღირსების შემორჩენილი ნარჩენები იღვიძებს. View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/rugby_166a-150x150.jpgმორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს - ტიმ ლეინს რიჩარდ დიქსონი შეცვლის, რომელიც აქამდე შოტლანდიის გუნდს თავკაცობდა. საქართველოს რაგბის ფედერაციამ მორაგბეთა ავსტრალიელ ტიმ ლეინთან კონტრაქტი 1 ივლისს ოფიციალურად გაწყვიტა, თუმცა ინფორმაცია ფედერაციაში მხოლოდ დღეს დაადასტურეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/ragbi.jpg itvს ლინკი