planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ავტომობილების ეკრანის შპალიერები View the full article
-
ანიმირებული თემები ნოკიასთვის 240 320 გაშლით View the full article
-
ცოტა ხნის წინ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე დასრულდა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი "ვიტ ჯორჯიასა" და ჩეხურ "ბანიკს" შორის. მართალია მატჩი კომენტარს არ იმსახურებს, მაგრამ მინდა ორიოდ სიტყვით შევეხო ქართველთა მორიგ სირცხვილს და კონკრეტულად იმ გუნდის სირცხვილს, რომელიც საქართველოს თასის მფლობელია! იხილეთ fanebi.com
-
დღეს თბილისის "დინამო" უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად შვედურ გეფლეს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მატჩს ბულგარელი ნიკოლაი იორდანოვი განსჯის. შეგახსენებთ, რომ "დინამომ" პირველ ეტაპზე ესტონურ ფლორას ორი მატჩის ჯამში 2:1 სძლია, ხოლო "გეფლემ" კი ფარერების "რუნავიკი ორ მატჩიან დუელში 4:1 სძლია. იხილეთ fanebi.com
-
გუშინ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, რუსთავის "ოლიმპი" სტუმრად ყაზახურ "აკტობესთან" 0:2 დამარცხდა. ორივე გოლი კი გუნდის კაპიტანმა სამატ სმარკოვმა გაიტანა. შეხვედრის მე–40 წუთზე მეკარე ბედიაშვილის კართან პენალტი დაინიშნა და სმარკოვმა ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი დარტყმა. მეორე ტაიმში იგრძნობოდა ყაზახების უპირატესობას, რასაც შეხვედრის 53–ე წუთზე სმარკოვის დუბლი მოჰყვა 2:0. საინტერესოა შეძლებს თუ არა რუსთავური გუნდი მინიმუმ ორი ბურთის გატანას და გავა თუ არა შემდეგ ეტაპზე. აქვე შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა 21 ივლისს გაიმართება. იხილეთ fanebi.com
-
დღეს, "ზესტაფონი" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ დუკლას დაუპირისპირდება. მატჩი საკმაოდ დიდ ინტერესს იჩენს და დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტად მიჩნეულმა იმერლებმა გულშემატკივართა იმედი უნდა გაამორთლონ. სლოვაკურ გუნდს თან 30–მდე გულშემატკივარი ჩამოყვა და 11 წარმომადგენელი. გუნდის თავკაცის კაროლ მარკოს განკარგულებაში სულ 20 ფეხბურთელია. შეგახსენებთ, რომ 20:00 საათზე დაიწყება და ბილეთის ფასი 5 და 7 ლარი ეღირება. იხილეთ fanebi.com
-
თბილისის "ვიტ ჯორჯია" დღეს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩეხურ "ბანიკს" დაუპირისპირდება. მატჩი ბორის ბაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება და ბილეთის 3 ლარი ეღირება, გუშინ ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშეს, თავდაპირველად კი ჩეხებმა წაივარჯიშეს და როგორც "ბანიკის" მთავარი მწვრთნელი მიროსლავ კუბეკი აცხადებს, ისინი მოსაგებად არიან ჩამოსულები და დარწმუნებულები არიან მათ წარმატებაში. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და მატჩს გერმანელი ბაბაკ რაფატი განსჯის. იმედი დავიტოვოთ, რომ ჩვენი ბიჭები დღეს არ შერცხვებიან და გვარიან წინააღმდეგობასაც გაუწევენ. აქვე გეტყვით, რომ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე გადაიცემა. იხილეთ fanebi.com
-
http://zvigena.files.wordpress.com/2010/07/aktobe-olimpi1.jpg?w=225&h=132 რუსთავური გუნდის ხელმძღვანელობა ძველებურად აგრძელებს საქმის “კეთებას”, წელიწადიც კი ვერ ინარჩუნებს სტაბილურ შემადგენლობას და ყოველ ახალ სეზონში, თუ სეზონის შუა პერიოდში, ახალ ახალ ფეხბურთელებს ტენის გუნდში, გაქცეული, თუ გაგდებული ძველი ფეხბურთელების ნაცვლად. და აგერ შედეგიც, ამ კლუბმა მორიგჯერ გვაჭამა სირცხვილი ევროსარბიელზე, არაფრის მაქნის ყაზახურ კლუბთან 2–0 დათმო ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვედრა და განმეორებითი მატჩის წინ თითქმის უშანსოდ გაიხადა საქმე. აბა შევხედოთ – კლუბში გასული სეზონიდან სულ შვიდი ფეხბურთელია დარჩენილი, ვინც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. აქედან დობროვოლსკი, ჭედია და რეხვიაშვილი, სულ სამი ფეხბურთელი არის, ვინც ჩემპიონატის ნახევარზე მეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ორმოცდახუთი ( !!! ) მოთამაშე გამოიცადა 2009–2010 წლის სეზონში. რომელ ნორმალურ კლუბში ხდება ასეთი რამ, რომ ერთ სეზონში ამდენ ფეხბურთელს დაეთმოს სათამაშო დრო. მერე არის შეუწყობელი, დაულაგებელი გუნდი და ისევ ევროპაზე გასულები რა შედეგსაც იმკიან დღეს კი ვნახეთ. ერთ კაცისგან, ვისაც გარკვეული შეხება აქვს ამ კლუბთან, ისეთი ისტორიები მოვისმინე, საერთოდ გული აგიცრუვდება ყველაფერზე – მეგრელაძის “ვაჟკაცობები” შარშან ფარერებზე, კლუბის შიდასიტუაციაში არსებული დაძაბულობა, უთავბოლობა და ა.შ. და ა.შ. ამიტომაც არ მინდოდა ამ კლუბის ჩემპიონობა, მითუმეტეს საკითხავია რამდენად პატიოსან ბრძოლაში მოიპოვა იგი. ასეთი ჩემპიონები მხოლოდ გვარცხვენენ და მეტი არც არაფერი. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/364/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/364/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/364/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/364/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/364/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/364/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/364/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=364&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
-
Alcohol 120% 2010 წლის ვერსია View the full article
-
სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ცოტნე გამსახურდია მზად არის აღიაროს ის ბრალდებები, რასაც მას უყენებენ, თუ კი 15 წუთით დაუთმობენ პირდაპირ სატელევიზიო ეთერს. გაზიარება [ნინო მიქიაშვილი. 00:28 15-07-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TD4d5yQRVII/AAAAAAAAD6w/J7Y-kU5Nsa0/s200/cotne+da+manana.gifამის შესახებ ნათქვამია მისი უფლებების დამცველი ადვოკატების – ქეთი ბექაურის და გელა ნიკოლაიშვილის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც პრესა.გე–ს მოაწოდეს. გელა ნოკოლაიშვილის განმარტებით, არც მას და არც ქეთი ბექაურს არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ ციხის საავადმყოფოში მყოფი ცოტნე გამსახურდიას ხელნაწერი გამოიტანონ; ამიტომ, თავად პატიმრის თხოვნით, ჯერ ქეთი ბექაურმა და შემდეგ გელა ნიკოლაიშვილმა, თავიანთი ხელით ჩაიწერეს ის, რისი თქმაც ცოტნე გამსახურდიას უნდოდა, მაგრამ ადვოკატებს არც ამის გამოტანის საშუალება მისცეს. “გამოსვლისას გამჩხრიკეს, ეს ოთხგვერდიანი ნაწერი გამომართვეს, დირექტორს შეუტანეს და განცხადების დაწერა მომთხოვეს, განვიხილავთო, რაც გავაპროტესტე; უკანონობა – საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო ნორმების დარღვევაა, როცა პატიმარს კორესპონდენციის გაგზავნის საშუალებას არ აძლევენ. აქედან გამომდინარე, განცხადება დავწერე, რომელშიც მოვითხოვ ეს ნაწერი სახლში გამომიგზავნონ. სანამ გამოვიდოდი, ცოტნე გავაფრთხილე – ამას თუ არ გამატანენ, პირობას გაძლევ, რომ მოკლე შინაარს გავავრცელებ, რადგან ამხელა ტექსტის ზეპირად დამახსოვრება შეუძლებელია–მეთქი“, – ამბობს პრესა.გე–სთან სატელეფონო საუბრისას ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი. ცოტნე გამსახურდიას უფლებების დამცველი ადვოკატების – ქეთი ბექაურისა და გელა ნიკოლაიშვილის მიერ შედგენილი განცხადება ასეთი შინაარსისაა: – “2010 წლის 12 ივლისს მსჯავრდებული ცოტნე გამსახურდია ციხის საავადმყოფოში მოინახულა მისმა ადვოკატმა ქეთი ბექაურმა, ხოლო 13 ივლისს – გელა ნიკოლაიშვილმა. ორივე დღეს, ადვოკატები შეეცადნენ საკუთარი ჩანაწერები გამოეტანათ, რომელიც მსჯავრდებულთან საუბრისას გააკეთეს. აღნიშნული ჩანაწერები ეხებოდა ცოტნე გამსახურდიას პოზიციის დაფიქსირებას, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით; თუმცა, ციხის ადმინისტრაციამ, ორივე შემთხვევაში არ მოგვცა ამ ჩანაწერების გამოტანის შესაძლებლობა, რითაც დაარღვია “პატიმრობის შესახებ” კანონში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაფიქსირებული პატიმრისა და ადვოკატის უფლებები. აღნიშნულის გამო, ცოტნე გამსახურდიას ადვოკატები მოკლებულნი ვართ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებას დეტალურად გავაცნოთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციები, რაც იწვევს მის სამართლიან უკმაყოფილებას და პროტესტს, არა მხოლოდ ადმინისტრაციის, არამედ საკუთარი ადვოკატების მიმართაც. ჩვენ ამჯერადაც არასრულად, ზოგადად, მაგრამ დაახლოებით გადმოგცემთ ცოტნე გამსახურდიას პოზიციას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: 1. ცოტნე გამსახურდია აცხადებს, რომ მის მიმართ არ განხორციელებულა არავითარი ფიზიკური ზეწოლა და იძულება, არავითარი მოწამვლა. იგი მოუწოდებს მის მხარდამჭერ ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ არ დაუჯეროს მსგავს ინფორმაციებს, თუ ისინი არ დასტურდება მისი პირადი ხელმოწერით, თუნდაც ამ ინფორმაციების გავრცელების წყარო იყოს მისი ოჯახის რომელიმე წევრი; 2. ცოტნე გამსახურდია აცხადებს, რომ მან შეწყვიტა შიმშილობა 8 ივლისს, ხუთშაბათს და მას შემდეგ დღეში ერთხელ იღებს მცირე საკვებს; 3. ცოტნე გამსახურდია მზად არის აღიაროს ყველაფერი, რასაც მას აბრალებენ, თუ მისცემენ 15 წუთით პირდაპირი სატელევიზიო ეთერით გამოსვლის შესაძლებლობას. იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მომავალშიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს დათო ბესტაევისა და ყველა იმ ავადმყოფი პატიმრების უფლებებისა და სიცოცხლის დასაცავად, რომელთა მიმართაც ხორციელდება წამება და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა; 4. ცოტნე გამსახურდია ასევე უკმაყოფილებას და საყვედურს გამოთქვამს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელთა მიმართ და მიაჩნია, რომ ისინი არაჯეროვნად რეაგირებენ პატიმართათვის შექმნილ გაუსაძლის პირობებზე; 5. ცოტნე გამსახურდია ასევე აღნიშნავს, რომ უკვე რამდენიმე კვირაა შეწყდა საავადმყოფოში განთავსებულ პატიმართა წამება (ყოველ შემთხვევაში, მის ყურამდე აღარ აღწევს მათი წამების ხმები); 6. ცოტნე გამსახურდია აცხადებს, რომ არათუ არ მოითხოვს ციხის ადმინისტრაციის იმ თანამშრომელთა დასჯას, რომლებიც გარემოებებმა აქციეს ჯალათებად, არამედ ამის წინააღმდეგია, თუმცა, ეს არ ეხება ციხეში მომუშავე კონკრეტულ სამედიცინო მუშაკებს, რომლებსაც უნდა აეკრძალოთ პროფესიული საქმიანობა. ჩვენს პროფესიულ მოვალეობად მიგვაჩნია ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ცოტნე გამსახურდიას მოთხოვნის შესრულება და მისი პოზიციის საჯაროდ განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჩვენ არ ვიზიარებთ ყველა მათგანს“. რამდენიმე დღის წინ, ა/ო “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ოფისში, გელა ნოკოლაიშვილმა და ქეთი ბექაურმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც განაცხადეს, რომ გამსახურდია მოწამლეს და რომ ის არაადეკვატური იყო. დღეს, მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი, თავად პატიმარი ამბობს, რომ ის არავის მოუწამლია, რასაც გელა ნიკოლაიშვილი, პრესა.გე–სთან საუბრისას ასე ხსნის: “პრესკონფერენციაზე ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნებოდა იმას, რაც მანანა არჩვაძე–გამსახურდიამ გადმოგვცა. სწორედ, ამ ყველაფრის დასაზუსტებლად შევედით ცოტნეს სანახავად, ციხის საავადმყოფოში. ცოტნემ მისი მოწამვლის და მასზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტი უარყო. ქალბატონი მანანა კი დღესაც ამბობს, რომ ცოტნეზე ზემოქმედება მოხდა და ამიტომ, ის იძულებულია ასე ილაპარაკოს. თუმცა, ჩვენ ვერც შინაგანი განწყობით და ვერც გარეგნული შეხედულებით, ცოტნეს რაიმე ზემოქმედების კვალი ვერ შევატყვეთ“. გელა ნიკოლაიშვილის თქმით, მანანა არჩვაძე–გამსახურდია თავის შვილს არ შეხვედრია – “ის ამბობს, რომ მას აქვს ეს ინფორმაცია. ჩვენთვის არ უთქვამს (და არც არავისთვის), თუ რა წყაროებიდან აქვს მას ეს ინფორმაცია. ის ამბობს, მე ეს ინფორმაცია მომაწოდესო“.presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/tetrsharvliani_medium.jpg "ბანიკთან" ერთად თბილისში ვერნერ ლიჩკა ჩამოვიდა, ყოფილი ჩეხოსლოვაკიის ნაკრების წევრი, რომელიც საქართველოს დედაქალაქში პირველად არაა. მან თბილისში 29 წლის წინ ჩატარებული მატჩი გაიხსენა და აბსოლუტურად უშეცდომოდ დაასახელა ოთხი ქართველი ფეხბურთელის გვარი. "1981 წელს თბილისში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გაიმართა სსრკ-ისა და ჩეხოსლოვაკიის ნაკრებებს შორის. ის შეხვედრა საბჭოთა კავშირმა 2:1 გაიმარჯვა და დუბლი შენგელიამ შეასრულა. მის გარდა, მატჩში მონაწილეობა კიდევ სამმა შესანიშნავმა ქართველმა, ჩივაძემ, სულაქველიძემ და დარასელიამ მიიღო. მაშინ სსრკ-ს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა. მოხარული ვარ, რომ თბილისში ხელმეორედ ჩამოსვლის შესაძლებლობა მომეცა. ძველ მოგონებებში გადავეშვი და სასიამოვნო განწყობაზე დავდექი. "ვიტ ჯორჯიასთან" საინტერესო თამაშს ველი და ვიმედოვნებ, რომ საქართველოდან ახლა მაინც წავალ გამარჯვებული", - გვითხრა ლიჩკამ. ალბათ, გაინტერესებთ, რატომ ჩამოჰყვა იგი ბანიკს – ლიჩკა ოსტრავული კლუბის გენერალური მენეჯერია. იმასაც გეტყვით, რომ ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე იგი წლების განმავლობაში იყო ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. ვერნერ ლიჩკა (ფოტოზე მარცხნივ) სრულად იხილეთ
-
http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/presko_medium.jpg ეროვნულ სტადიონზე გუშინდელი საღამო "ბანიკის" მთავარი მწვრთნელის, მიროსლავ კუბეკის პრესკონფერენციით დაიწყო. ამის შემდეგ ჯერ "ბანიკმა" ივარჯიშა, შემდეგ კი "ვიტ ჯორჯიას". რაკი ვარჯიშებზე დიდად საინტერესო და დასამახსოვრებელი არაფერი მომხდარა, მათ შესახებ უცებ გეტყვით და პრესკონფერენციაზე გადავინაცვლებთ. ჩეხებმა ერთი საათით ივარჯიშეს, მაგრამ ღია მხოლოდ წვრთნის საწყისი 15 წუთი იყო, რის შემდეგაც ტრიბუნები დაცარიელდა. როგორც შევიტყვეთ, "ბანიკი" თბილისში ოპტიმალური შემადგენლობითა ჩამოვიდა. სტუმრები დღეს სავარაუდოდ, ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: დანეკი – რეჟნიკი, ნოივირტი, ბოლფი, ნევეში – ლუკეში, მარეკი, ჰუშბაუერი – შენკერიკი, ვარადი, პილიკი. საღამოს 7 საათზე კი მოედანზე "ვიტ ჯორჯია" გავიდა, მაგრამ მეტოქისგან განსხვავებით, არასრული შემადგენლობით. გიორგი ბერიაშვილის ტრანსფერზე დაყენების ამბავი უკვე ცნობილია, კიდევ ერთი დანაკლისი კი ახალგაზრდა მცველი დავით ხურცილავა, რომელმაც ხელი მოიტეხა. გუნდიდან ალექსანდრე კვახაძისა და ლაშა ჯაფარიძის წასვლის შემდეგ, ხურცილავას არყოფნა ვეტერინართა უკანა ხაზს კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ვიტ ჯორჯიას" ვარჯიშს "ბანიკის" სამმა წარმომადგენელმა მიადევნა თვალი. სრულად იხილეთ
-
შავი ზღვის ჯაზფესტივალი, რომელიც ბათუმში დღეს საღამოს გაიხსნება, ოთხი დღის განმავლობაში მსმენელს რვა წარმოდგენას შესთავაზებს. კონცერტები შერატონის სამეჯლისო დარბაზის ნაცვლად ტენისის კორტებზე გაიმართება. სასტუმრო შერატონის დირექციამ ფესტივალს მხოლოდ საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორია დაუთმო, სადაც საღამოობით ჯემ სეიშენები გაიმართება. როგორც ფესტივალის ორგანიზატორის, ”ისთერნ ფრომოუშენის” მარკეტინგის მენეჯერი, კახა კანდელაკი ამბობს, ”შერატონის დირექციას შეეშინდა, რომ ახალ რემონტს გაუფუჭებდნენ. ნახავენ, რომ პანკ-როკი არაა, რომ რაღაც დაანგრიონ ან დაწვან. ამიტომ გაისად ალბათ სხვანაირად იქნება”. რადგანაც ბათუმში არ არსებობს საკონცერტო სივრცე, რომელიც ჯაზფესტივალის მსმენელს დაიტევს, ორგანიზატორებს სახელდახელო სცენების გამართვა უწევთ. ეს ფესტივალის ხარჯებს საგრძნობლად ზრდის. კახა კანდელაკის თქმით, სასცენო ტექნიკაზე დახარჯული თანხის დაზოგვით, ბათუმში ერთკვირიანი ფესტივალის ჩატარება იქნებოდა შესაძლებელი. წელს ფესტივალის სტუმრები არიან: როი ჰარგრუვის კვინტეტი, გიორგი მიქაძის ტრიო, ჰიუ მასაკელა და ბენდი, ასტროჯორჯია, ბრენდ ნიუ ჰევისი, როი ჰარგრუვის ბენდი RH FACTOR და მისივე კვინტეტი, ბექა გოჩიაშვილის ტრიო, მაიკ სტერნის კვარტეტი MIKE STERN BAND, რომელშიც სპეციალური სტუმრები - ამერიკელი დრამერი დეივ უექლ და დანიელი კონტრაბასისტი ქრის მინ დოკი, ასევე რენდი ბრეკერი დაუკრავენ. მსმენელი ერთი ბილეთით, რომლის ფასი 50 ლარია, ორ კონცერტს დაესწრება. თუმცა, ბილეთები არ იყიდება ჯემ სეიშენებზე, რომლებიც 15-დან 18 ივლისის ჩათვლით შერატონში გაიმართება. ფესტივალის ამ განყოფილებისთვის ”ისთერნ ფრომოუშენმა” NiMo დაპატიჟა. ამ საღამოებს მხოლოდ მოწვეული სტუმრები და ის ადამიანები დაესწრებიან, ვინც სპეციალური საფესტივალო პაკეტით ისარგებლა. 1100- დოლარიანი პაკეტი ორი ადამიანისთვის შერატონში ოთხდღიან ცხოვრებას, ბილეთებს, ღამის კლუბში დაგეგმილ საცეკვაო წვეულებებსა და საცურაო აუზთან გამართულ იმპროვიზირებულ კონცერტებზე დასწრებას ითვალისწინებს. ამ მომსახურების შემცველი ყველა აბონემენტი ორი თვის წინ გაიყიდა. შავი ზღვის მეოთხე ჯაზფესტივალზე რვიდან ცხრა ათასამდე მსმენელს ელოდებიან. წინა წლებისგან განსხვავებით, ფესტივალი წელს ოთხდღიანია. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ფესტივალზე ქართველი მუსიკოსებიც წარსდგებიან. მათ შორის არც ერთს აქამდე ქართულ ჯაზფესტივალებზე მონაწილეობა არ მიუღია. 15 ივლისს ფესტივალი ბექა გოჩიაშვილის, ბენ უილიამსის და რიჩი ბარშაის ტრიოთი გაიხსნება, მომდევნო დღეს კონცერტს გიორგი მიქაძის ტრიო გამართავს (შემადგენლობა: გიორგი მიქაძე - ფორტეპიანო, ლაშა სხილაძე - დასარტყამი, ლევან დეისაძე - ბასი), ბოლო საღამოს კი ფესტივალი 2009 წელს შექმნილ ანსამბლს ”ასტროჯორჯია” უმასპინძლებს. ჯაზფესტივალის წლევანდელი ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარია. ფესტივალის მხარდამჭერი, რომელიც, ამავდროულად, მისი ინიციატორიცაა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა. სამინისტრო ფესტივალს 30 ათასი ლარით ეხმარება. ”კულტურის სამინისტრო ერთ-ერთი მთავარი თანაორგანიზატორია, აჭარის მთავრობაც გვერდში უდგას ფესტივალს, იმიტომ, რომ სეზონი გაიზარდა. ისინი, ვინც ფესტივალს ეწვევიან, აგვისტომდე ბათუმში ჩამოსვლაზე არც კი ფიქრობდნენ. ახლა უკვე 15 ივლისს ივსება ყველაფერი, სასტუმროში ნომერს ვეღარ იშოვნით. ამიტომ სეზონის გაზრდასაც უწყობს ხელს. ეს ყველამ დაინახა, მათ შორის სპონსორებმაც. ბილეთების ფასიც 50 ლარამდე ამიტომ ჩამოვიდა”, - ამბობს ”ისთერნ ფრომოუშენის” მარკეტინგის მენეჯერი კახა კანდელაკი. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://soccerday.ge/templates/Default/logos/2.png “ვიცით, რომ სწრაფ, სახიფათო და ახალგაზრდა გუნდთან მოგვიწევს თამაში, მაგრამ ჩემი გუნდი წყვილში ფავორიტია”, – ასე ოპტიმისტურად განწყობილი გახლდათ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩეხური ოსტრავის “ბანიკის” მთავარი მწვრთნელი მიროსლავ კუბეკი. შეხსენებისთვის, დღეს ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩია ეროვნულ სტადიონზე და საქართველოს თასის მფლობელ “ვიტ ჯორჯიას” საკმაოდ ძლიერი (ამ ეტაპის კვალობაზე) მეტოქე ჰყავს –“ბანიკი” ქვეყნის ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გავიდა. გუშინ 18 საათზე “ბანიკმა” “ეროვნულზე” ივარჯიშა, 15 წუთი ღია იყო, მერე კი, ქართველი ჟურნალისტები და გულშემატკივრები გარეთ გამოგვიშვეს, ვარჯიში იხურებაო. სრულად იხილეთ
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainformacio-14flv_000085720-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainformacio-14flv_000085720.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/photo4-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა პრორუსული იმიჯის მქონე ლიდერებთან არაოფიციალურ შეხვედრებს მოუხშირა. მიხეილ სააკაშვილმა დაბადების დღე დაუგეგმავად ჯერ უკრაინის პრეზიდენტს მიულოცა, შემდეგ ასევე დაუგეგმავად ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა. პოლიტოლოგთა აზრით დსთ-ს წევრი ქვეყნების მიმართ ქართული დიპლომატიის გააქტიურების მიზეზი მოსკოვთან სასაუბროდ შემოვლით გზების ძიებაა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/lukashencko_14_07_2010wmv_000005120.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/10fd31139-150x150.jpgმე–14 სკოლის დირექტორს უფლებამოსილებას ვადაზე ადრე შეუჩერებენ. ამ მიზნით სასწავლო დაწესებულებაში სამეურვეო საბჭოს სხდომა 5 საათს გაგრძელდა. სხდომაზე რესურსცენტრის ხელმძღვანელი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად მივიდა. აღნიშნული სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურული აღმოჩნდა, რასაც სკოლის იურისტი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება. რატომ არ შეუშვეს ჟურნალისტები სკოლის შენობაში და ხმაური რომელიც დახურულ კარს მიღმა ისმოდა. ზვიად მიმინოშვილის საქმე, ნახეთ თამუნა კვარაცხელიას სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/tetri-skolaavi_000003440.jpg itvს ლინკი