planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.empireofthekop.com/anfield/wp-content/uploads/2010/07/Screen-shot-2010-07-11-at-8.04.14-PM-640x345.png <strong><span style="color: #ff0000;">მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ ალბათ აბსოლიტურად ყველამ ნახეთ ფოტო, სადაც ელ ნინიო ლივერპულის შარფით და მუნდიალის თასით აღნიშნავს მსოფლიო ტრიუმფს. ნაკრების მადრიდში ჩასვლის და გრანდიოზული დახვედრის შემდეგ კი სცენაზე ტორესმა მადრიდის ატლეტიკოს შარფი გაიკეთა და ასე მიაგო პატივი თავის ყოფილ კლუბს. იმ ქალაქის გუნდს, სადაც დაიბადა და ჩამოყალიბდა ისეთ ფეხბურთელად როგორც დღეს არის. მან პატივი მიაგო მის მშობლიურ კლუბს, რომლის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი და თითქმის ლეგენდად ქცეული ადამიანი იყო. ალბათ ატლეტიკოს ფანებს უკმაყოფილების გრძნობა გაუჩნდებოდათ, როცა მათი აღზრდილი ფეხბურთელი მუნდიალზე აღნიშვნისას მხოლოდ ლივერპულის ატრიბუტებით გამოვიდოდა, ტორესმა კი მათაც არ დაწყვიტა გული და აგრძნობინა რომ კვლავ მადლიერია ატლეტიკოსი და რომ მისი გულის მეორე ნახევარი კვლავ მადრიდშია… http://www.empireofthekop.com/anfield/wp-content/uploads/2010/07/Torres-Atletico-scarf.jpg ნეტა ეს ფოტო მანჩესტერში მოთამაშე მაიკლ ოუენმა თუ ნახა… View the full article
-
http://www.fc-aktobe.kz/templates/fcaktobe/images/uefa-BIG.jpg აქტობე 2–0 ოლიმპი გოლები: 1–0 ს.სმაკოვი (პენ) 40' 2–0 ს.სმაკოვი 53' აქტობე: ანდრეი სიდელნკოვი, ხალიფა ელჰადჯ ბა, ალენ ბონო, პიოტერ ბადლო, მარატ ხაირულინი, სამატ სმაკოვი(კ), კონსტანტინ გოლოვსკოი, ანდრეი კარპოვიჩი, ტიტი ესომბა, ევგენი ავერჩენკო, ივან პერიჩი. ოლიმპი: გრიგოლ ბედიაშვილი(კ), თეიმურაზ ღონღაძე, ალექსანდრე კვახაძე, რეზო ქემოკლიძე, გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი ჭედია, ლუკა რაზმაძე, დავით ბოლქვაძე, გიორგი ჭელიძე, რევაზ გეწაძე, ირაკლი მოდებაძე. სრულად იხილეთ
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01678/torres_fernando_1678814c.jpg სრულფასოვანი სამედიცინო სკანირების გავლის შემდეგ ლივერპულის ექიმებმა დაადასტურეს, რომ ელ ნინიო ტრამვის გამო 2-3 კვირა ვერ ივარჯიშებს. 4 კვირაში კი განაახლებს თამაშს… შვეიცარიაში გამგზავრების წინ ლივერპულის ახლმა მთავარმა ექიმმა, პიტერ ბარკნერმა განაცხადა, რომ ესპანეთში ტორესის ტრამვა უმნიშვნელოდ მიიჩნიეს, თუმცა მას შემდეგ რაც იგი სერიოზულად შეამოწმეს ექიმებმა, აღმოჩნდა რომ საქმე უფრო სერიოზულად ყოფილა და ფერნანდო დაახლოებით 1 თვე გამოტოვებს ვარჯიშებს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ორი კვირის განმავლობაში მას ისედაც არდადეგები ჰქონდა და ისედაც არ უნდა დაეტვირთა თავი ვარჯიშებით, გამოდის, რომ იგი მხოლოდ მაქსიმუმ 2 კვირა ვერ ივარჯიშებს გუნდთან ერთად… View the full article
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/pictures/2010/1/15/1263590330590/Gervinho-001.jpg როგორც იცით ლილის კოტდივუარელ ნახევარმცველთან ლივერპულს კარგა ხანია დაწყებული აქვს მოლაპარაკება და ერთხელ უკვე გაუკეთა 12 მილიონიანი სეთავაზება, ფრანგები კი მზად არიან გაუშვან ფეხბურთელი ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლივერპული მასში 15 მილიონს გადაიხდის. შეგახსენებთ 23 წლის კოტდივუარელი მოისაზრება იოსი ბენაიუნის შემცვლელად. ის გამოდიოდა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კოტდივუარის ნაკრების მაისურით და არის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი როგორც ნაკრებიში, ისე ფრანგულ ლილში. თითქოს ყველაფერი მოგვარებული იყო. მაგრამ ამ დილით მან პრესა მიიწვია თავისთან და ზუსტად 11 საათსა და 44 წუთზე გააკეთა განცხადება, სადაც ის უარყოფს იმას რომ მას სურს ლივერპულში გადასვლა: “მე ჯერ მხოლოდ 1 წელია ვთამაშობ საფრანგეთში და არ ვაპირებ ესე ერთი ხელის მოსმით დავტოვო გუნდი და წავიდე ინგლისში , მე მიყვარს ლივერპული , მაგრამ ლილმა გამზარდა ფეხბურთელად და ჯერ-ჯერობთ არსად მივდივარ , როგორც მინიმუმ კონტრაქტის ამოწურვამდე . ჯერვინიოს კონტრაქტი ეწურება ზუსტად 2 წელიწადში, მან ლილში პირველივე სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და გაიტანა 13 გოლი. View the full article
-
http://www.jupilerleague.nl/img-nieuws/big/20090129131706-VVV_Venlo_Keisuke_Honda_1_12_08.jpg როგორც Sport.co.uk იუწყება ლივერპული ჩაერთო იაპონელი ახალგაზრდა ფეხბურთელის კეირუს ჰონდასთვის ბორძოლაში , მისი შეძენით ასევე დაინტერესებულია არსენალი, მარსელი და მილანი . მთავარ ფავორიტად მიიჩნევენ არსენალს რადგან არსენ ვენგერი 2 წელია ცდილობს ამ ფეხბურთელის გადაბირებას და ხელის ჩაქნევას და მის დათმობას არ აპირებს, ასევე ბოლომდე აპირებს ბრძოლას ლივერპულის მენეჯერი რომელმაც უკვე შესთავაზა მოსკოვის ცეესკას 6 მილიონი ევრო 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ , რომელიც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამორჩეული ფიგურა იყო იაპონიის ნაკრებში. კეირუს ჰონდას თქმით ის უპირატესობას პრემიერ ლიგას ანიჭებს, თან სურს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ,ამ შემთხვევაში ფავორიტი მართლაც არსენალია , მაგრამ 2 დგის წინ ვენგერმა განაცხადა , რომ ის წელს ნახევარმცველს აღარ შეიძენს ასე რომ იაპონელი ფეხბურთელი არჩევნის წინაშეა: პრემიერ ლიგაში თამაში თუ მილანი და ჩემპიონთა ლიგა. View the full article
-
15 ივლისს, 12.00 საათზე, პარლამენტის წევრ გურამ ჩახვაძის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: “ლიბერთი ბანკის” გრძელვადიანი საპენსიო სესხი – ახალი საფრთხე პენსიონერებისთვის”. პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 15 ივლისს, 13.00 საათზე, კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 15 ივლისს, 14.00 საათზე, კავკასიის ინტერნეტ მედია–კლუბში ნინო ბურჯანაძე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს. მის: აღმაშენებლის გამზ. #89/24 15 ივლისს, 14:00 საათზე, ქობულეთში, სასტუმრო “ჯორჯიან პალასში”, საქართველო – ბელორუსის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი უხელმძღვანელებს. 15 ივლისს, 16.00 საათზე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მაგისტრალური გაზსადენის ფოთი-სენაკის მონაკვეთის მშენებლობისთვის საჭირო მასალების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გაიმართება. 15 ივლისს, 16:25 საათზე, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება. 15 ივლისს, 17:30 საათზე, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. 15 ივლისს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიცე პრემიერ–მინისტრ ჟან ასელბორნს შეხვდება. დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 15 ივლისს, 19:15 საათზე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი “თბილისი მარიოტში” ოპოზიციას შეხვდება. 15 ივლისს, 20:00 საათზე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება. ბერნარ კუშნერის ვიზიტის პროგრამა 09.00 საათზე, ბერნარ კუშნერი ოპოზიციის ლიდერებს საუზმეზე უმასპინძლებს. მის: პოლიკარპე კაკაბაძის #7 ბ(საფრანგეთის ელჩის რეზიდენცია) 10.00 საათზე, გაიმართება დიალოგი დიპლომატიური კორპუსის, ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან. თემა: “ევროპა: წარსული და მომავალი გამოწვევები” (ევროპის სახლი, თავისუფლების მოედანი) 11.45 საათზე, გაიმართება ოფიციალური შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. 12.30 საათზე, ავლაბრის რეზიდენციაში მიხეილ სააკაშვილისა და ბერნარ კუშნერის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება, რის შემდეგაც კუშნერი მის ქართველ კოლეგა გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ისადილებს. 14.50 საათზე, ბერნარ კუშნერი დაათვალიერებს კავკასიის ფრანგულ სკოლას (ვაკის პარკი), შემდეგ კი საფრანგეთის საელჩოს მომავალ შენობას (კრწანისის რეიზდენცია, ეუთოს ყოფილი შენობა). კრწანისიდან დელეგაცია გაემართება კოდისაკენ, კოდის ლტოლვილთა ბანაკის დასათვალიერებლად. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლების მაიკლ იენსენისა და კასტრიოტ ისლამის საქართველოში სამუშაო ვიზიტის პროგრამა 08:00 – გამგზავრება კახეთში 09:30 – ჩასვლა სოფელ ყიტაანში - შეხვედრა სოფელ ყიტაანის ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებთან 10:30 – გამგზავრება სიღნაღში 11:30 – ჩასვლა სიღნაღში - ქალაქის დათვალიერება 13:30 – გამგზავრება თბილისში 15:15 – შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან (დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი) 16:00 – გამგზავრება სასტუმროში ” ამბასადორი” 16:15 – შეხვედრა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ( საკონფერენციო დარბაზი) 17:00 – გამგზავრება საქართველოს პარლამენტში 17:30 – პრესკონფერენცია ( პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი იხილეთ epn.ge
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/foreignpolicy.jpg დევიდ კრამერი ბოლო თვრამეტი თვის განმავლობაში, რა თქმა უნდა, არაერთხელ გავაკრიტიკე (და იმედი მაქვს კონსტრუქციულად) ობამას ადმინისტრაცია; ვცდილობდი მხარი დამეჭირა ასევე მისი პოზიტიური პოლიტიკისთვის, გადაწყვეტილებებისთვის, რიტორიკისთვის, როდესაც ისინი დასაბუთებული იყო. ამ სტატიაში, მე სწორედ ასეთ დადებით ფრაგმენტებზე შევჩერდები, რომლებიც ჰილარი კლინტონის პოლონეთში, უკრაინასა და კავკასიაში ვიზიტებს მოჰყვა. ამ პუბლიკაციის ფარგლებში კრაკოვის და თბილისის ვიზიტებზე შევჩერდები. (ბაქოში მოგზაურობისადმი მიძღვნილი მომდევნო სტატია ნაკლებად ოპტიმისტური იქნება, ხოლო უკრაინის ვიზიტზე სხვაგან დავწერე). კრაკოვში, სახელმწიფო მდივანი დემოკრატიული სახელმწიფოების თანამეგობრობის ათიწლისთავისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. მსოფლიო დემოკრატიის განვითარების საქმეში სამოქალაქო საზოგადოების გადამწყვეტი როლისადმი მიძღვნილი მისი გამოსვლა, უბრალოდ შესანიშნავი გახლდათ. მან კრიტიკის ისეთი მუდმივი სამიზნეები გააკრიტიკა, როგორებიც არიან ჩრდილოეთ კორეა, ირანი, კუბა, ვენესუელა და ბელორუსი; თუმცა მათ რიგში რუსეთიც ჩართო (რაც, ადმინისტრაციის გადატვირთვის პოლიტიკის ფონზე, უჩვვეულო იყო), ეგვიპტე (რომელსაც ამ ქვეყანაში მზარდი ანტიდემოკრატიული ტენდენციების მიუხედავად საკმაოდ რბილად მოექცნენ) და ეთიოპია (სადაც მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავს). ღირსეულად დაგმო რა ავტორიტარული რეჟიმები, რომლებიც გაჰყვირიან, რომ მათ შიდა საქმეებში ერევიან, კლინტონმა განმარტა, რომ ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს უფლება აქვთ მიიღონ დაფინანსება წყაროებიდან, რომლებიც შეერთებული შტატების გარეთ მოქმედებენ და აღნიშნა, რომ უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ამერიკულ მიწაზე საქმიანობის უფლება აქვთ. „ჩვენ მივესალმებით ამ ჯგუფებს და გვჯერა, რომ ისინი ჩვენს ქვეყანას უფრო გააძლიერებენ და განამტკიცებენ ამერიკის კავშირს დანარჩენ მსოფლიოსთან“, – განაცხადა კლინტონმა, „სწორედ ამგვარი შეხედულებების გამო აფინანსებს აშშ უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარ სამშობლოში მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. და ჩვენ განვაგრძობთ ამ პრაქტიკას და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად ამ მიმართულებით უფრო მეტის გაკეთებას ვისურვებდით“. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ კლინტონის სიტყვა შეხვედრის კულმინაცია გახდა და შთაგონების წყაროდ იქცა მთელი მსოფლიოს მსმენელებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს კრაკოვის შეხვედრას ისინი არ დასწრებიან. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადეკ სიკორსკისთან სპეციალური პრესკონფერენციის დროს, კლინტონი მეტნაკლებად სწორ მოსაზრებებს გამოთქვამდა პოლონელებთან ერთად ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში (რაც განსხვავდება ქვეითი ანტისარაკეტო სისტემების განთავსების ბუშისეული გეგმებისგან) ობამას ეტაპობრივი ადაპტაციური პოლიტიკის საკვანძო მომენტების განხორციელების გზაზე პროგრესის შესახებ. ნუ შევეხებით მის მიერ ბუშის გეგმის ამრეზით მოხსენიებას – სინამდვილეში, მას არაფერში სჭირდებოდა ამის თქმა: „მიმაჩნია, რომ ეტაპობრივ ადაპტაციურ მიდგომას ბევრი უპირატესობა გააჩნია იმ გეგმასთან შედარებით, რომლსაც ის შეცვლის“; მაგრამ შემდეგ კლინტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ პოლონელებთან ერთად მუშაობისთვის მზადაა, შეარბილა რა უსიამოვნო შთაბეჭდილება, რომელიც შარშან 17 სექტემბერს ადმინისტრაციის განცხადებამ დატოვა ანტისარაკეტო თავდაცვასთან დაკავშირებულ გეგმებზე. ყოველ შემთხვევაში, სიკორსკი კმაყოფილი ჩანდა. გარდა ამისა, პრესკონფერენციის დროს შეკითხვას, რომელიც საქართველოში და სეპარატისტულ რესპუბლიკებში – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში – შექმნილ სიტუაციას ეხებოდა, კლინტონმა არაორაზროვნად უპასუხა: „რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ თანმიმდევრულად ვაპროტესტებთ რუსული არმიის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ფაქტს და მოვითხოვთ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მუდმივად ვაყენებთ ამ საკითხებს რუსეთის წინაშე და ცხადია, ვერ ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს ჟენევის პროცესში, რომელიც სადამკვირვებლო და სამშვიდობო მისიის და საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომებს ეძღვნება, რომელიც დროებითი ზომაა იმ გზაზე, რომელიც, როგორც ვიმედოვნებ, ბოლოს მოუღებს რუსეთის ოკუპაციას“. ამ გამოსვლას არანაკლებ ძლიერი კომენტარები მოჰყვა კლინტონის მოგზაურობის ბოლოს თბილისში. საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილთან პრესკონფერენციის დროს ის უარყოფდა ამ რეგიონში გავლენის სფეროზე რუსეთის პრეტენზიების რაიმენაირ სამართლიანობას და განაცხადა: „ჩვენ კვლავინდებურად მოუწოდებთ რუსეთს დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები, რომელსაც 2008 წლის აგვისტოში ხელი მოწერეს პრეზიდენტებმა სააკაშვილმა და მედვედევმა, ასევე ოკუპაციის შეწყვეტას და რუსეთის არმიის გაყვანას სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან იმ პოზიციებზე, რომლებიც მას კონფლიქტამდე ეკავა. ჩვენ ასევე ხაზგასმით ავღნიშნავთ ამ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული მისიების დაშვების აუცილებლობას. როგორც მე განვაცხადე, მე და პრეზიდენტი ობამა, აშშ–ს სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, თანმიმდევრულად გამოვხატავთ შეშფოთებას ინტერვენციითა და ოკუპაციით, რომელსაც რუსეთი ახორციელებს. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არ ვმალავთ ამ საკითხზე საკუთარ წუხილს და მუდმივ მხარდაჭერას გამოვხატავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ… ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება იმით, რომ რუსეთის მთავრობა აიარაღებს სტაციონარულ სამხედრო ბაზებს. ჩვენ არაორაზროვნად განვაცხადეთ, რომ ამგვარ მშენებლობას მივიჩნევთ რუსეთის მხრიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევად. და ჩვენ ძველებურად მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს მის მიერ ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების პირობები, მათ შორის პუნქტები არმიის გაყვანის შესახებ იმ პოზიციებზე, რომლებიც მათ კონფლიქტამდე ეკავათ და სეპარატისტულ რაიონებში ჰუმანიტარული მისიების დაშვების უზრუნველყოფის შესახებ“. აშშ–ს სახელმწიფო მდივნის ამ გზავნილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კლინტონმა გააძლიერა მისი გამოსვლის ეფექტი ქალაქის მუნიციპალიტეტში ქართველ ქალებთან შეხვედრისას, ახსენა რა რამდენჯერმე რუსეთის „ინტერვენცია“ და „გახანგრძლივებული ოკუპაცია“. ამან გაღიზიანებული პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი აიძულა მისთვის მოსკოვიდან ეპასუხა, და განაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთის ქმედებების უფრო ზუსტი აღწერა იქნებოდა სეპარატისტული რაიონების „გათავისუფლება“. კლინტონმა ასევე გააფრთხილა საქართველოს ოფიციალური პირები, რომ ისინი „არ უნდა ჩაითრიონ ისეთ ქმედებებში, რომლებიც რუსეთის მხრიდან მომდევნო აგრესიული ქმედებების გამართლებად შეიძლება იქნას გამოყენებული“. თბილისში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის გარდა, კლინტონი ქართული ოპოზიციის ორ წარმომადგენელსაც შეხვდა და ხაზგასმით აღნიშნა მედიის და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის თავისუფლების პრინციპის აუცილებლობა; იგი ნატოში გაწევრიანების საკითხსაც შეეხო. „ჯერჯერობით საქართველო მიისწრაფვის ნატოს წევრობისკენ“, – განაცხადა კლინტონმა, „შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს საქართველოს მისწრაფებას“. კლინტონის მოგზაურობას რეგიონში ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის, რათა მათ იგრძნონ, რომ ისინი ობამას გადატვირთვის პოლიტიკას არ ეწირებიან. შარშან, უკრაინას და საქართველოს ვიცე–პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სტუმრობდა; აშშ–სთან მიმართებაში ამ ქვეყნების დასარწმუნებლად წინ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ჯერ–ჯერობით, კლინტონის ვიზიტები კრაკოვსა და თბილისში სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია. ახლა კი ბაქოს ვიზიტის შესახებ… ორიგინალი ორიგინალი
-
მე–14 სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომელსაც სკოლის დირექტორ ზვიად მიმინოშვილის გადაყენების საკითხი უნდა განეხილა, გაურკვეველი დროით გადაიდო. საბჭოს გადაწყვეტილება არ გამოუტანია. სამეურვეო საბჭოს სხდომა 12 საათზე დაიწყო და 5 საათამდე გაგრძელდა. 3 საათზე საბჭოს წევრებმა შესვენება გამოაცხადეს. ამ დროს სკოლაში გლდანი–ნაძალადევის რაიონის რესურცენტრის უფროსი რუსუდან ჩხეტია და ნინო ჭანკვეტაძე მივიდნენ. ადგილზე მისული ჟურნალისტები სკოლაში არ შეუშვეს. ჟურნალისტების მცდელობამ გადაეღო საბჭოს საჯარო სხდომის მიმდინარეობა, მასწავლებლების გაღიზიანება გამოიწვია. სკოლაში დაცვის პოლიცია გამოიძახეს. პოლიცია შეეცადა ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლას, თუმცა მალევე დატოვა სკოლის ტერიტორია. სხდომის დამთავრების შემდეგ მასწავლებლებმა მეორე კარიდან დატოვეს სკოლის შენობა. ისინი განცხადებას არ აკეთებდნენ. მე-14 სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრები განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინის რეკომენდაციას განიხილავდნენ. მინისტრმა სკოლას ურჩია გაათავისუფლოს დირექტორი ზვიად მიმინოშვილი. მანამდე, 2010 წლის 7 ივლისს თეა თუთბერიძემ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელის მიხედვითაც ზვიად მიმინოშვილს მინისტრის სახელით სკოლიდან წასვლას ურჩევენ. აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ირაკლი ანდრიაშვილი, გლდანი-ნაძალადევის რაიონის რესურსცენტრის უფროსი რუსუდან ჩხეტია, "პროფესიული სინდიკატის" გამგეობის თავმჯდომარე ტატო შავშიშვილი. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/dumbadze2-150x150.jpgყველასთვის გასაგები და ახლობელი მწერალი - ნოდარ დუმბაძე დღეს 82 წლის გახდებოდა. მთაწმინდის პანთეონში მწერლის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი დილით გადაიხადეს. ნოდარ დუმბაძის შემოქმედება და ცხოვრება - ნახეთ ანნა ლაპიაშვილის სიუჟეტში http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/dumba.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/vajiko-150x150.jpgიუნესკოს ინიციატივით 2011 წელი ვაჟა–ფშაველას წლად უნდა გამოცხადდეს. მანამდე კი დიდი პოეტის 149–ე იუბილე თბილისში შედარებით მოკრძალებით აღნიშნეს. უნივერსიტეტში გამართული ღონიძიება და დიდი ფშაველის გახსენება – ნახეთ ხათუნა კაციტაძის სიუჟეტში http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/vaja_14_07_2010avi_000003440.jpg itvს ლინკი