Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. დღეს კინოთეატრ “რუსთაველში” დევნილების თემაზე გადაღებული ახალი დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის “მოლოდინის” პრემიერა გაიმართება. ფილმის რეჟისორი დია დიასამიძეა, მუსიკის… ლინკი მედიანიუსზე
  2. დღეიდან ვაკის პარკში ფესტივალ “არტ-გენის” თანამედროვე ხელოვნების ტური იწყება, რომელიც 19 ივლისამდე კლუბ “33 ა”-ში გაიმართება. … ლინკი მედიანიუსზე
  3. საეკლესიო კალენდარი ხუთშაბათი დადება პატიოსნისა სამოსნისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა ვლაქერნას (V); იუბენალისა, ირუსალიმელი პატრიარქისა (დაახლ.… ლინკი მედიანიუსზე
  4. ბერლინის კონფერეციაზე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტის საბაზისო ვარიანტს დღეს განიხილავენ. კანონპროექტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მოამზადა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები ბერლინის კონფერენციაზე უკვე გაემგზავრნენ. ბერლინის კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ვენეციის კომისიის ოთხი წევრი, ექსპერტები და პოლიტიკოსები მსოფლიოს 30 ქვეყნიდან. კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ დემერტაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა (კომენტარები) უკვე მიღებული აქვთ. ბერლინში სტუმრობის მიზანი კი ამ კომენტარებზე პასუხის გაცემაა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ბერლინიდან 17 ივლისს დაბრუნდება. 19 ივლისს კი საქართველში კომისიის სარედაქციო საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც საბოლოო ვარინატზე შეთანხმდებიან. ივლისის ბოლოს კომისია კონსიტიტუციის კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში ინიცირებისთვის გადასცემს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი თბილისში დღეს 22.00 საათზე ჩამოვა. ჩამოსვლისთანავე კუშნერი პრეზიდენტის რეზიდენციაში გაემართება, ხოლო ხვალიდან ოფიციალურ შეხვედრებს ოპოზიციის ლიდერებთან საუზმით დაიწყებს. საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ცნობით, ბერნარ კუშნერთან საქმიან საუზმეზე მიწვეულნი არიან: თინა ხიდაშელი(რესპუბლიკური პარტია), პეტრე მამრაძე (მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის”), ნინო ბურჯანაძე (დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო), და ირაკლი ალასანია (ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების). საუზმის შემდეგ, 10.00 საათზე, ევროპის სახლში დაგეგმილია კუშნერის გამოსვლა თემაზე- ,,ევროპა: წარსული და მომავალი გამოწვევები”. კუშნერი თავის ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძესაც შეხვდება და დღის ბოლოსკენ ცხინვალიდან დევნილი მოსახლეობით დასახლებულ სოფელ კოდას მოინახულებს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კოდაში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, კობა სუბელიანი უმასპინძლებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. კონკურსი სტალინის ადგილზე სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი 14.07.2010 20:00 პირდაპირი ტექსტური ტრანსილაცია იხილეთ fanebi.com
  8. დადგინდა საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის და დავით ყიფიანის თასის გათამაშების კალენდარი. პროფესიულმა ფეხბურთის ლიგამ 2010–2011 წლის სეზონის კალენდარი დღეს დაადგინა და ის შემდეგ ნაირად გამოიყურება. იხილეთ fanebi.com
  9. როგორც მოგეხსენებათ, "ზესტაფონი" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ "დუკლა ბისტრიცას" დაუპირისპირდება. გთავაზობთ იმერული კლუბის მეტოქის შესაცებ მცირე ინფორმაციას. იხილეთ fanebi.com
  10. ყოფილი ბარსელონას ფეხბურთელი,რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით იმყოფებოდა,ამიერიდან ამერიკული რედ ბულის ღირსებას დაიცავს. იხილეთ fanebi.com
  11. რუსეთის პირველი დივიზიონის ბინადარმა ნიჟნი ნოვგოროდის ''ვოლგამ'' ,რომლის ღირსებასაც ორი ქართველი ფეხბურთელი ოთარ მარცვალაძე და ედიკ საჯაია იცავს ,რუსეთის თასის 1/16 ფინალში ნალჩიკის ''სპარტაკს'' დაუპირისპირდა იხილეთ fanebi.com
  12. საქართველოს მუნიციპალური არჩევნები ის გამონაკლისი აღმოჩნდა, როცა პატარა ქვეყნის თვითმმართვეობის არჩევნები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. თბილისის „პოლიტიკური ტემპერატურის გაზომვა“ საყოველთაო ინტერესის საგანს წარმოადგენდა. საქართველოში ჰაერის ტემპერატურა რომ ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე შიდა პოლიტიკური ციებ-ცხელების, ეს არჩევნების შემდგომმა პერიოდმა დაადასტურა. მსოფლიო პრესა ეხმიანება უკვე ჩავლილი პროცესს, თუმცა სენსაცია რომ არ შედგა, ნათელია. „არა იდეალური, მაგრამ საქართველოსთვის ყველაზე სამართლიანი არჩევნები“ – ძირითადად მსგავს შეფასებებს შევხვდებით. „იმედის მომცემი არჩევნები“ „ვარდების რევოლუციის“ წარმატების ინდიკატორად ბევრმა აღიქვა, თუმცა, ისმის მძაფრი კრიტიკაც. მავანნი მიიჩნევენ, რომ შედეგი ფრიად მნიშვნელოვანია: პოლიტიკური კულტურის ამაღლება. მართლაც, ჩვენთან, სადაც, როგორც წესი, არჩევნების თანმდევი პროცესი ქუჩის აქციებია, დამარცხებულთა მხრიდან დამარცხების აღიარება ალბათ უკვე ნიშნავს „პოლიტიკური კულტურის ამაღლებას“. „ჩვენ იმის დემონსტრირება მოვახდინეთ, რომ მთავრობის გამოწვევა მხოლოდ არჩევნების გზით შეიძლება. ნებისმიერი სხვა რამ ქაოსის და ანარქიის მომტანია“ – ამბობს ირაკლი ალასანია არჩევნების დასრულების შემდგომ. „ქვეყანაში სადაც საპრეზიდენტო ხელისუფლება მშვიდობიანად არასდროს შეცვლილა საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ, ამგვარი რეპლიკა რეალური პროგრესის მაჩვენებელია“ – მიაჩნია Economist-ის ჟურნალისტს (The Economist). ოპტიმისტური პროგნოზით, ამ გზით პრემანენტული რევოლუციის სინდრომისგან გათავისუფლება მოხდება. 2007, 2008, 2009 წლების მღელვარებები და მათი შედეგები (თუ უშედეგობა) ამის გარანტად იქცა. „ქვეყანამ კიდევ ერთი აცრა გაიკეთა – ეს პოლიტიკური შიმშილობებია: ამ ბლეფის აღარავის არ სჯერა. გასულმა წელმა ცხადყო, რომ ხანგრძლივი ალყით მთავრობას ვერ დაამხობ. ხელისუფლებამ შეიძლება თბილისის მთავარი ქუჩა დროებით დაგითმოს, მაგრამ ეს ქვეყნის ჩამოშლის მიზეზი ვერ გახდება“ – წერს გია ნოდია (RadioLiberty). ლირიული გადახვევა არ იქნება, თუ აქვე ვიტყით, რომ, მართალია, ქვეყანა არ ჩამოიშალა, მაგრამ „არშემდგარი სახელმწიფოების“ 177 ქვეყნიან სიაში საპატიო 37-ე ადგილი კი გვარგუნა Foreign Policy-მ. მოკლედ, არჩევნები “საკმარისად სამართლიანი“ გამოდგა იმისთვის, რომ პროგრესად მიჩნეულიყო. ეს ეუთო-მაც დაადასტურა და მომდევნო არჩევნებთან დაკავშირებით რეკომენდაციებიც მოგვცა. მისიის ხელმძღვანელის ოდრი გლოვერი ამბობს, რომ „ეს არჩევნები გამოირჩეოდა აშკარა გაუმჯობესებით და ხელისუფლების მისწრაფებით პრობლემებისთვის მათი წარმოქმნისთანავე მიეხედათ“. დამკვირვებლებს არც ხარვეზები გამორჩენიათ და ამაზეც გაამახვილეს ყურადღება. თუმცა, დროებით თავი დავანებოთ პროცედურულ დეტალებს. რა პოლიტიკური დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა ეს ყველაფერი? „დღეს თბილისში ტრიუმფის აღნიშვნის დრო არ არის. შეშფოთების ერთ-ერთი მიზეზი, რაც ბოლოდროინდელი არჩევნების დროს გამომჟღავნდა, ქვეყანაში ძლიერი და ერთიანი ოპოზიციის არ არსებობაა“ – წერს დენის მაკშეინი (Open Democracy). ოპოზიციამ (უხეში განზოგადებით) უნდა გააცნობიეროს, რომ „ქუჩის ბრძოლა“ წამგებიანი აღმოჩნდა და გეზი პარლამენტისკენ აიღოს – რაღა თქმა უნდა, არჩევნების გზით – პროცესების პოლიტიკურ ჩარჩოებში მოქცევას (ზედაპირულად მაინც), ბევრი აღტაცებით ხვდება. თუმცა ნაკლებ აღფრთოვანებულებსაც შევხვდებით: „სააკაშვილის ტრიუმფი“ კი შედგა, მაგრამ ის ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ ხსენებულმა „ხარვეზებმა“ დაჩრდილა. (ასეა, ვის „წინ გადადგმული ნაბიჯი“ ხვდება თვალში, ვის – „ხარვეზები“). მაგალითად, იაკობ პარუსინსკის (openDemocracy), რომელიც კახეთის რეგიონში არჩევნებს უშუალოდ აკვირდებოდა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ პოცედურული დარღვევები უფრო მნიშვნელოვანი და ორგანიზებული გაყალბებისკენ მიმართული იყო – მარკირების წესის უგულველყოფა, არასრულწლოვანთა პირადობის მოწმობების ხმის მიცემა, კაბინაში ჯგუფური არჩევანი, საჩივრების იგნორირება – მოკლედ, მისი დასკვნით, „ხარვეზები“ წესი გახლდათ და არა გამონაკლისი. გარკვეულ შემთხვევებში წესების დარღვევისადმი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის (IEOM) მეთვალყურეთა ინდეფერენტულობა კი მათ მიერ დადებული პოზიტიური დასკვის სანდოობას აქვეითებს. არადა, საქართველოში ჩატარებული არჩევნების რეალური სამართლიანობა უმნიშვნელოვანესია მთელი პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის, როგორც ერთი ფერადი რევოლუციის წარმატების ინდიკატორი. „საქართველოს მთავრობა ნამდვილად იმსახურებს მილოცვას ყველა მიღწევისთვის, მაგრამ მისი პრობლემების მიჩქმალვა კონტრ-პროდუქტიულია. ძველი აფორიზმის თანახმად, ნამდვილი მეგობრები შენთან პატიოსნები უნდა იყვნენ მაშინაც კი, როდესაც ეს არ გსურს. როგორც სჩანს, მოცემულ მომენტში საქართველოს ასეთი მეგობრები ნაკლებად ჰყავს.“ დასავლეთს საარჩევნო დარღვევებზე თვალის დახუჭვაში ადანაშაულებს დენიელ ლარისონიც (The American Conservative). ის, რასაც „ერთიან რუსეთს“ ან აჰმადინეჯადს კრიტიკის ქარ-ცეცხლს მოუვლენდა, საქართველოს პრეზიდენტს დიდსულოვნად მიუტევეს. სტატიის ავტორი ეხმაურება მეთიუ კონტინენტს (the weekly Standard – “რუსეთის ჩრდილში”) და არჩევნების შეფასებების შერჩევით გამოყენებაში სდებს ბრალს. კონტინენტი თავის ვრცელ სტატიაში „ერთი ციდა, გზაჯვარედინზე მდგომი“ საქართველოს უახლეს წარსულსა და მის წინაშე აწმყოში მდგომ გამოწვევებზე საუბრობს. ამ „უძველეს ქვეყანაზე“, სადაც უკანასკნელმა არჩევნებმა დიდ წილად ცხადყო, რომ უკანასკნელ ხანებში რევოლუციით მოსული მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა „ფესვები გაიდგა“ - რუსეთს ფერადი რევოლუციის უკანასკნელი ბასტიონის „გათელვა სურს“ – ნაწილობრივ პუტინმა, გათამამებულმა საქართველოსთვის მაპი-ს მინიჭებაზე უარის თქმით, ეს 2008 წლის ინტერვენციით მოახერხა, თუმცა მთავრობა არ დაემხო და სტრატეგიულად მეტად მნიშვნელოვანმა აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობებმაც უმნიშვნელო აღიარებები თუ მოიპოვეს მსოფლიო მასშტაბით. მიუხედავად ამისა, პუტინის საქმე ცუდად სულაც არ არის. დღეს იგი ხედავს ამერიკას, „რომელიც დაფიქსირებულია „ბირთვული ნულის“ მიღწევაში მაშინ, როდესაც ირანი ბირთვული იარაღის შექმნისკენ მიიჩქარის და ჩრდილო-კორეის ბირთვული საფრთხე ხელუხლებელია. ტრადიციული სტრატეგიული მიზნები, ისეთები როგორიცაა ალიანსის სტრუქტურის განმტკიცება და ახალი ქვეყნების შემოყვანა ლიბერალური დემოკრატიის გავლენის სფეროში, უკუგდებულია.“ საპირისპირო მოსაზრებები აქვს ზემოთ ხსენებულ დენიელ ლარისონს. მისი თვალთახედვით, ის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს სწორედ იმ პრეზიდენტის გუნდს, რომელმაც კატასტროფული შედეგების მქონე „ომი დაიწყო“, სულაც არ მიანიშნებს დემოკრატიის ჯანსაღ პროცესზე. პირიქით, ეს ერთპარტიული სახელმწიფოს დაბადების ნიშანია. სახელმწიფოსი, „რომელშიც ელექტორატი ნებისმიერ არაკომპეტენტურობას და ნებისმიერ მარცხს ეგუება.“ ხოლო პროპაგანდისტული რიტორიკის ნიაღვარი, რომელიც სააკაშვილის მთავრობას კვლავ დემოკრატიული რეფორმებისთვის თავდადებულად წარმოაჩენს, შეშფოთების საფუძველს იძლევა. ინტერესს თვითმმართველობის არჩევნებისადმი, სააკაშვილის ძალის ტესტირების გარდა, ისიც ამძაფრებს, რომ ის მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების თავისებურ რეპეტიციად განიხილება. ოპოზიციაში გადაჯგუფება უკვე დაწყებულია(RadioLiberty), საუბრობენ მმართველ ძალებში წარმოშობილ დაპირისპირებებზეც. ქვეყნის დამოუკიდებლობის თითქმის 20 წლიანი ისტორიის მანძილზე კი ძალაუფლების კონსტიტუციური გზით გადაბარება ჯერ არ მომხდარა. რა იქნება ამჯერად? ყურადღებას იპყრობს კონსტიტუციის ახალი მოდელი, რომლის გარშემო დისკუსია მიმდინარეობს – ეს უკანასკნელი აქამდე არსებული ძლიერი საპრეზიდენტო სისტემიდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. ბუნებრივია, რომ რუსეთის მაგალითი (ნეგატიურ კონტექსტში) ბევრს ახსენდება. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ 2013-ის შემდგომი საქართველო, რომელსაც კვლავ სააკაშვილი მართავს, ამჯერად უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში. თუ ეს ასე მოხდება, ის კიდევ უფრო განამტკიცებს თავის „ხისტ რეჟიმს“ და მაშინ ირანის ასეთივე ხისტ რეჟიმთან ურთიერთობა, რომელიც დღეს ბევრის გაკვირვებას იწვევს, არც ისე გასაოცარი იქნება(The Faster Times) . დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ცხადი არაფერია. ბურგერები და მსოფლიო პოლიტიკა ივნისის ერთ მშვენიერ დღეს პრეზიდენტმა ობამამ პრეზიდენტ მედვედევს უმასპინძლა. მზიანი დღე პრეზიდენტებმა მხიარულად გაატარეს: პარკში გაისეირნეს, ტვიტერზე ისაუბრეს და ბურგერებიც მიირთვეს, რომლთაც, თურმე, მედვედევს „ამერიკის სული“ შეაგრძნობინეს – ჯანმრთელობისთვის მავნებელმა, მაგრამ გემრიელმა ბურგერებმა ის ამერიკას აზიარეს. დასავლურ პრესაში წერენ, რომ მსგავსი იდილია სიმბოლური იყო: არანაირი საუბარი ბირთვულ უსაფრთხოებაზე, სასაუბრო თემები ვაჭრობას, ტექნოლოგიების განვითარებასა და სპორტს შეეხებოდა. ერთი შეთანხმებაც გაფორმდა – ქათმების ექსპორტის შესახებ. „იცით, ძალიან უცნაურია როდესაც შენ და შენი რუსი კოლეგა ისტორიულ შეხვედრაზე სხედხართ და ქათმებზე საუბრობთ“ – განაცხადა ობამამ. იდილიის მიღმა არსებულ დისონანსურ საკითხებზე მხოლოდ გადაკვრით ითქვა. „ჩვენ უთანხმოებები გულწრფელად განვიხილეთ“ – თქვა შტატების პრეზიდენტმა და მედვედევიც დაეთანხმა. არსებითი უთანხმოება, სხვათაშორის, საქართველოა (Associated Press). თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში „გადატვირთვის“სტატისტიკა“, ნათქვამია, რომ რუსეთთან საქართველოს გამო უთანხმოება კვლავ ძალაშია და რომ ობამას ადმინისტრაცია მოუწოდებს მოსკოვს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების „ოკუპაცია“. „ოკუპაცია“ ის ტერმინია, რომელიც თბილისში ყველაზე სასიამოვნოდ მოგვხვდა ყურს. „შესაძლოა ობამას ესმის, რომ მის მიერ ჩაფიქრებული „გადატვირთვა“ ვერასდროს გახდება მისთვის წარმატებული, ვიდრე რუსეთის არმია განაგრძობს მეზობლების ოკუპაციას“ – ეს ობამას უკანასკნელ ხანებში მიღწეული „ხუთი გამარჯვებიდან“ ერთერთია (The Washington Post). საქართველო ბევრს გაახსენდა მაშინაც, როცა საქმე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესაძლო გაწევრიანებაზე მიდგა. მოსკოვისგან ცხადი მესიჯები ისმის ეკონომიკის მოდერნიზაციის შესახებ. მას WTO ჭირდება, ხოლო ბელორუსიასა და ყაზახეთთან ჩამოყალიბებული საბაჟო კავშირის სახით წევრობის გეგმა წარსულს ჩაბარდა. ოფიციალური თბილისი ამტკიცებს, რომ რუსეთის WTO-ში გაწევრიანების საკითხზე პოზიცია არ შეუცვლია. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, აშშ საქართველოზე ზეწოლას არ მოახდენს, ამ ეტაპზე მაინც. თუმცა „საბოლოოდ მიღების პროცესში არსებული გასაძრომები საქართველოს უარის მიუხედავად, რუსეთს WTO-ში გაწევრიანების საშუალებას მისცემს. WTO-ს წევრებმა უნდა მიაღწიონ გენერალურ შეთანხმებას, ან „კონსესუსს“ პოტენციური წევრის შესახებ, რაც ტექნიკურად ერთხმად არ უდრის ხმის მიცემას.“მაგრამ WTO-ს სპიკერის თქმით, აპლიკანტი ქვეყანა ვერ გახდება WTO-ს გენერალური განხილვის საგანი მანამ, სანამ დავა ინდივიდუალურ წევრებს შორის არ გადაწყდება (Radio Liberty). ორი პრეზიდენტის მეგობრულ შეხვედრას ურთიერთობის პოზიტიურ ფაზაში გადასვლის მომასწავებელს უწოდებს TIME-ის კომენტატორი. პოზიტიურს იმ გაგებით, რომ, მისი აზრით, დასრულდა უკიდურესობებში ვარდა, რაც ამერიკის პოლიტიკას ტრადიციულად ახასიათებდა – რუსეთთან ზედმეტი ჩახუტება ან მისი მტრად შერაცხვა. თავის მხრივ, მოსკოვშიც დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ მოძველებული საბჭოთა ინფრასტრუქტურის აღდგენის მეტად რთულ საქმეს გარე სამყაროსთან ღიაობა და შესაბამისი უცხოური ინვესტიციები ჭირდება. დამატებით ფაქტორად შეგვიძლია განვიხილოთ ობამას ადმინისტრაციის გარკვეული კონკურენცია პარიზთან, რომელსაც, თავის მხრივ, „ფლირტი“ აქვს მოსკოვთან. “ვაშინგტონში გაჟღერებული ობამას პირობა, რომ ის დაეხმარება მოსკოვს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საქმეში ნაწილობრივ იმითაც აიხსნება, რომ აშშ-ს სურს რუსეთში ბიზნესი უფრო აქტიურად აწარმოოს, რაც იმავდროულად გაზრდის საერთაშორისო წესების მიმართ ამ ქვეყნის ანგარიშვალდებულებას” – ხოლო, მეორეს მხრივ, სარკოზის სურს, გერმანიას „დაეწიოს“, გახდეს რუსეთის მთავარი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორი ევროპაში“ (Time). გერმანიას, რომელიც დნესტრისპირეთის „გაყინული“ კონფლიქტის საკითხზე ევროკავშირის რუსეთთან თანამშრობლობის ინიციატორია. ეს თანამშროლობა კი ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობის გამოცდად უნდა იქცეს (Le monde). შესაძლოა, ერთი შეხედვით პარადოქსულად ჟღედეს, მაგრამ აშშ-რუსეთის თანამშრომლობის საუკეთესო ხელშემწყობად მიიჩნევს დევიდ იგნატიუსი ყირგიზეთის კრიზისსაც (The Washington Post): რუსეთს და ამერიკას საერთო მტერი ყავთ: ისლამისტ მებრძოლთა დაჯგუფებები, რომლებიც რეგიონში სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან „ამერიკის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ის ყირგიზეთის და იქ კონფრონტაციის თავიდან აცილების აუცილებლობის საკითხს, დიმიტრი მედვედევთან თითქმის ყველა შეხვედრის დროს განიხილავდა.“ ბუნებრივია, ამ მოსაზრებას კრიტიკოსებიც გამოუჩნდა. თუ საკითხს სხვაგვარად შევხედავთ, ყირგიზეთის გარკვეულწილად „დათმობით“ აშშ-მ რუსეთის ზრახვებს გასაქანი მისცა, „თანამშრომლობის ხელშეწყობის“ მიღმა კი შესაძლოა, გვერდითი შედეგებიც დადგეს: „უახლოეს მომავალში, რუსეთის მხრიდან ზეწოლის გამო შეერთებული შტატები შეიძლება ისეთი აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდეს, რომ იძულებული გახდეს ”მანასი” სხვა ბაზაზე გადაიტანოს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში აშშ-ს ორმხრივ ურთიერთობებს ევრაზიის დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების განვითარებას, ასევე პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო მმართველობას ვერაფერი შეცვლის.“ სტატიის ავტორი თვლის, რომ ადმინისტრაციამ „რეალობის იგნორირება მოახდინა“, რეალობისა, რომელიც შემდეგია: ევრაზიული გეოპოლიტიკა დაუსრულებელი „დიდი თამაშია“(the Heritage Foundation). იმისგან დამოუკიდებლად, ობამას „გამარჯვებას“ მივაწერს „გადატვირთვის“ ამ ეტაპზე არსებულ შედეგებს, თუ „მარცხს“, ამასობაში რუსეთი „ახლო საზღვარგარეთში“ თავისი „ლეგიტიმური“ საქმეებით არის დაკავებული. საქართველოში ირწმუნებიან, რომ რუსეთი ახალი ომისათვის ემზადება(the Gazette). სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ძალის კონცენტრაციას საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის უახლესი ანგარიშიც ადასტურებს (Eurasianet). ასე მივდივართ „ავტობუსის“ საჭირბოროტო მეტაფორასთან. არსებობს თუ არა ავტობუსი? წარმოიდგინეთ ავტობუსი, რომლის საჭესთანაც აშშ-სგან შეგულიანებული პუტინი ზის და გაღიმებული ერთმანეთის მიყოლებით თელვას სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, პრეზიდენტისა და მაღალჩინოსნების სხეულებს. ცოტა კარიკატურული სურათია, ცოტა – შემზარავი. ამ „ავტობუსზე“ ბევრს საუბრობენ. ყველაზე შეშფოთებულები „გადატვირთვის“ მოწინააღმდეგეები არიან. მათი აზრით, აშშ-ს ადმინისტრაციამ კრემლისგან გარკვეული დათმობების სანაცვლოდ „დაივიწყა და ბედის ანაბარად დატოვა სხვა ქვეყნები“. ამ სავარაუდო ღალატისგან ობამას მიერ მიღებულ შედეგებსაც სკეპტიკურად აფასებენ და ირანის წინააღმდეგ რუსეთის ესოდენ რეკლამირებულ ხმას „ძველ ფარდაგს“ ადარებენ. სკეპტიკური დამოკიდებულების სიმცირეს არ ოფიციალური თბილისი უჩივის. „საქართველო: არასაიმედო დასაყრდენი შეერთებული შტატებისთვის“ – ასე ქვია მარტინ სიფის სტატიას (the Globalist): „შეერთებული შტატები ამჟამად ახლო-აღმოსავლეთში ორ ძალიან ძვირადღირებულ ომშია ჩართული. გაუძლებს კი ის საქართველოს ტერიტორიის გამო რუსეთთან იმავეს, თუ საქმე აქამდე მივიდა?’’ მარტინ სიფი ამტკიცებს, რომ „პრეზიდენტმა ობამამ ისტორიის გაკვეთილები ყურად უნდა იღოს და საქართველოს მიმართ გადააფასოს მისი პოლიტიკა“. მისი თქმით, ისეთი ძლევამოსილი სახელმწიფოსთვის, როგორიც აშშ-ა, საფუძველშივე მცდარ პოლიტიკას წარმოადგენს ბედის დაკავშირება პატარა, არასტაბილურ ქვეყანასთან. შესაძლოა, ის სტრატეგიულად მეტად მიმზიდველია, მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ამ მიმზიდველობას პეწს უკარგავს – ისევ და ისევ რუსეთის ინტერესები. მოსკოვს ისევე აღაშფოთებს აშშ-ს ინტერესი თავისი გავლენის „ლეგიტიმური სფეროსადმი“, როგორც ვაშინგტონს აღაშფოთებდა რუსეთის დაინტერესება, ვთქვათ, ვენესუელათი. მოკლედ, თუ ჩავთვლით, რომ კონფლიქტის რისკი არსებობს და სტატიის ავტორი თვლის, რომ საქართველოს „არაპროგნოზირებადი პრეზიდენტი“ ნამდვილად ქმნის ამის რისკს, აშშ მაქსიმალურად უნდა მოერიდოს დიდი სახელმწიფოების ისტორიული შეცდომების განმეორებას – პატარა სახელმწიფოების დაცვის საბაბით დიდი ომებისა და ნგრევის წამოწყებას. შესაძლოა, ამ დიდსულოვან რჩევას აზრიც აღარ აქვს, რადგან, ზოგიერთის აზრით, აშშ-მ უკვე „მსხვერპლად“ მიიტანა საქართველო რუსეთთან ურთიერთობების გადახალისების სამსხვერპლოზე. „ძველი მეგობრები, რომლებიც ერთ დროს საქართველოს მტრის საზღვართან სტრატეგიულ თავდაცვით ადგილად განიხილავდნენ, ახლა მას უფრო ხელისშემშლელად აღიქვამენ – ისინი მოსკოვს უგზავნიან სიგნალს იმისას, რომ დიპლომატიური გარიგებები ურჩევნიათ რუსეთის სამეზობლოში კონფლიქტებში გახვევას“ (Newsweek). აშშ აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ოფიციალური რიტორიკის მიღმა, ისევ გვახსოვს ობამას ადმინისტრაციის განცხადება, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია „აღარ უნდა განიხილებოდეს ხელისშემშლელ ფაქტორად“ რუსეთთან გარკვეული შეთანხმებების მიღწევის პროცესში. მოსკოვი მსგავს მესიჯებს თავის ენაზე თარგმნის, აკი სერგეი ლავროვმაც დუმას განუცხადა, რომ რომ 2009 წელს აშშ-სა და საქართველოს შორის დადებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ”აშშ-ს წარსული პოლიტიკის რელიქტია”. გასაკვირი არ არის, რომ აშშ-ს გარკვეულ დათმობებზე წასვლა უხდება – „ძველი ფარდაგია“, თუ ახალი, მას ძალიან ჭირდება რუსეთის მხარდაჭერა გაერო-ში ირანის სანქციებთან დაკავშირებით. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ „სანაცვლოდ რუსეთი იღებს ყველაფერს, რაც მოესურვება“ – იქნება ეს ადამიანის უფლებების დარღვევებზე თვალის დახუჭვა, ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე, უკრაინაში განთავსებული გემები, მეგობრული მთავრობა ყირგიზეთში თუ სხვა. თავად კრემლისთვის ამ ეტაპზე ეს „ოქროს კვერცხების მდებელი ბატები“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ირანის ბირთვული მისწრაფებები(fox News). დათმობები ვახსენეთ ასე დავუბრუნდით სასიკვდილო ავტობუსის თემას. „ჩვენ საქართველო ავტობუსის ქვეშ არ შეგვიგდია“ - ამტკიცებს თეთრი სახლი (Foreign Policy). აშშ-ს სურს, რომ ისეთი პრობლემები, როგორიცაა საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, განსხვავებულ კონტექსტებში განიხილოს. ამ საკითხებზე პარალელური მუშაობა მიმდინარეობს, უბრალოდ საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნა ვერ გახდებოდა რუსეთთან ბურთვული შეთანხმების მიღწევის წინაპირობა - ეს იმ მოსაზრების არსია, რომელიც გამოთქვა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რუსეთის საკითხების დირექტორმა მაიკლ მაკფოლმა, პეტერსონის უნივერსიტეტში ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკის დაცვის დროს. მისი მტკიცებით, ამერიკას დიახაც, სურს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თუმცა სიმართლე ისაა, რომ ამ მხრივ პროგრესი არ შეიმჩნევა. მეორეს მხრივ, ვაშინგტონი არც იმას აპირებს, რუსეთთან ივაჭროს საქართველოს თემით, ვთქვათ, ირანის წინააღდეგ სანქციების შემოღების თემის გარშემო. „ჩვენ ირანის სანქციებზე გაერო-ს რეზოლუციის გამო საქართველოს ავტობუსის ქვეშ არ ვაგდებთ. ეს იყო საკითხი, რომელზეც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით“ – ამბობს მაკფოლი. ექსპერტები მსგავს დამოკიდებულებას პრაგმატულად ნათლავენ. ხოლო ის, რომ აშშ-ს მოკავშირე არ გაუწირავს, საქართველოს ჰილარი კლინტონის ვიზიტმა უნდა დაუმტკიცოს (რომელიც უკვე მომავალ თვეში შედგა) – მისი ფიგურა იმის გარანტიაა, რომ საქართველო გარკვეულ ამბიციებს დაიკმაყოფილებს, კლინტონს კი ურჩევენ, მოემზადოს სააკაშვილის მხრიდან მკვეთრათ ანტირუსული რიტორიკის მოსასმენად. „ბრალდებები იმის შესახებ, თითქოს შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან „გადატვირთვის“ პროცესში თავის მოკავშირეებს უღალატა, უბრალოდ სიცრუეა“ – სემუელ ჩარაპი ღრმადაა დარწმუნებული, რომ ავტობუსის ქვეშ არავინაც არ არის (Foreign Policy). აშშ-ს კრიტიკის ქარცეცხლში ძირითად იმისთვის ექცევა, რომ ის მწვანე შუქს უნთებს პუტინს იმპერიალისტური ზრახვების განხორციელების გზაზე და ამით ურთულეს მდგომარეობაში აყენებს ქვეყნებს, რომლებიც ასეთ მოპყრობას არ იმსახურებენ. შფოთს ხელი ობამას გარკვეულმა „არასწორმა“ მესიჯებმაც შეუწყო, მაგრამ რა ხდება რეალურად? სემუელ ჩარაპი მიიჩნევს, რომ ისეც არ წვიმს, როგორც ქუხს: შეერთებულ შტატებსა და მოსკოვს რეალურად ისეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები არ გაუფორმებიათ, რომლებიც ამ ქვეყნების ბედზე იმოქმედებდა. აშშ-მ პოლონეთში უზარმაზარი სიმბოლური დატვირთვის მქონე საქმე, პოლონეთის ტერიტორიაზე „პეტრიოტის“ სარაკეტო ბატარეების პერიოდული განთავსება დაიწყო – რუსეთისგან წამოსული „რიტუარული ღმუილი“ კი იგნორირებული დარჩა, ესტონეთში ნატოს წვრთნები ჩატარდა, გარდა ამისა, ბალტიისპირეთის სახელწმიფოებმა ნატო-სგან უსაფრთხოების შესახებ ფაქტობრივად ყველაზე კონკრეტული ვალდებულება მიიღეს. რაც შეეხება საქართველოს, რომლის მისამართითაც ყველაზე ხშირად იყენებენ სიტყვას „ღალატი“, ადმინისტრაციამ ამერიკული შეიარაღების გაყიდვაზე ფაქტობრივი ემბარგო გაუხანგრძლივა, სამაგიეროდ, თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე 2008 წელთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტს ახარჯავს. მოკლედ, რომ ვთქვათ, თუ „ცივი ომის“ გადმონაშთებისგან გავთავისუფლებით, არანაირი ავტობუსი არ არსებობს. დენიელ ლარისონი უფრო შორსაც მიდის და ამტკიცებს, რომ თუ „გადატვირთვით“ ვინმე იმედგაცრუებული უნდა იყოს, პირველ რიგში, ეს მოსკოვია (The American Conservative). ცდებიან ისინი, ვინც ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთადერთ სწორ მიმართულებად კონფრონტაცია და სტრატეტიგიულად მნიშვნელოვანი დიდი სახელმწიფოების იგნორირება მიაჩნიათ: „თუკი „გადატვირთვა“ წარმატებული იქნება და არ განხორციელდება მოკავშირეების უსაფრთხოების ხარჯზე, მათ უუნარო ანტი-რუსულ პოზიციას სრული დისკრედიტაცია ელის.“ რას ფიქრობენ საქართველოში? მიმდინარეობს თუ არა “გადატვირთვის“ გადაფასება, თუნდაც ადაპტირება ახალ რეალობასთან? ბრაიან ვაითმორი (RadioLiberty) თვლის, რომ – დიახ, ქართველებმა ობამასეული „გადატვირთვის“ მიღება დაიწყეს. „ბუშის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრობლემა ის იყო, რომ რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტი არ ჰქონდა, რადგან (მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის) არავითარი თანამშრომლობა არ არსებობდა. მას შემდეგ რაც ის კავშირები ჩამოყალიბდა, რომელიც რუსეთისა და შეერთებული შტატებისთვის ერთნაირად სასარგებლოა, რუსეთს უკვე გაუჩნდა იმის სტიმული, რომ კარგად დაფიქრდეს, სანამ 2008 წლის მსგავს ქმედებებს გაიმეორებს“ – ამბობს გიგა ზედანია. შექმნილ რეალობას საქართველოსთვის სასარგებლოს უწოდებს ირაკლი ალასანიაც: „მე მტკიცედ მჯერა, რომ თუ აშშ-რუსეთის ურთიერთობები გაფართოვდება და უფრო დაახლოვდება, ეს საქართველოსთვის მხოლოდ სასარგებლო იქნება”. გიგა ბოკერიაც მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციის პოლიტიკაში რეალურად არაფერი შეცვლილა. გამოდის, რომ „გადატვირთვა“ საქართველოსთვის სასარგებლოც კია, ყოველშემთხვევაში, გაცილებით უსაფრთხო, ვიდრე ამას პანიკური ვარაუდები მოასწავებენ. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ არსებობს „მიტოვებულობის“ განცდა, თბილისი რეალობას ეგუება, ოფიციალურად მაინც. „შენც, ბრუტუს?“ ზემოთ „მიტოვებულობის“ განცდა ვახსენეთ. ამჯერად თბილისში შფოთის საგანი უახლოესი ცნობები გახდა ევროკავშირიდან. ბლოკი დიპლომატიური მანქანის ოპტიმიზაციას იწყებს და ამ ოპტიმიზაციის ფარგლებში სამხრეთ-კავკასიასა და მოლდოვაში თავისი დიპლომატიური წარმომადგენლების პოსტების გაუქმებას აპირებს. მაისის ბოლოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის კეტრინ ეშტონის თანაშემწემ ბლოკის ელჩებს განუცხადა, რომ მოლდოვასა და სამხრეთ-კავკასიის ქვეყნებში ბლოკის სპეციალურ წარმომადგენელთა თანამდებობების გაუქმება იგეგმება. საქართველოსა და მოლდავეთში სერიოზულად შეშფოთდნენ ამ ცნობით. ეს ცვლილებები ოფოციალურად ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის რეორგანიზაციის მცდელობით აიხსნება, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ ეშტონის წერილი, რომელიც არანაირ ახსნა-განმარტებას არ შეიცავს, ფრიად არაკორექტულია. მასში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა მხოლოდ ის თანამდებობები უნდა შეინარჩუნოს, რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – ბუნებრივია, ეს მესიჯი განგაშის საფუძველს იძლევა. ვითარებას დრამატიზმს მატებს ისიც, რომ ინფორმაცია მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ როსტოვ-დონის სამიტის წინ გავრცელდა, სადაც ევროკავშირის ჩინოვნიკები რუს კოლეგებს ხვდებოდნენ. შესაძლებელია ამ ყველაფრის დაკავშირება გერმანიისა და რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების ტენდენციასთანაც. დასავლურ პრესაში ამ საკითხის გარშემო მრავალი მოსაზრება გამოითქვა. ბევრი მიიჩნევს, რომ ბიუროკრატიული აპარატის გამარტივების მცდელობის მიღმა ევროკავშირის პოლიტიკის ცვლილების ტენდენცია იკითხება. „ცვლილება სამხრეთ-კავკასიის მიმართ ევროკავშირის ერთიანი მიდგომის დასრულებაზეც მიუთითებს. მოვლენების ამგვარი განვითარება მოსკოვის წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ რეგიონში არსებულ დავებს ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რაიონის დესტაბილიზაციისთვის იყენებს“(RadioLiberty). თბილისში შეშფოთების მიზეზი მიეცათ – ევროკავშირზე დამყარებული იმედები კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით საფრთხის ქვეშ დადგა: „სამხრეთ-კავკასია და მოლდავეთი თავიანთი რთული, ხანგრძლივი სეპარატისტული კოფლიქტებით – როგორც სჩანს საგრძნობლად ნაკლებ წონას იძენს“(EURASIANET). ეშტონის სამსახური ახლა ახალ დოკუმენტს ადგენს, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ამ ქვეყნების მიმართ არ იცვლება და „აღმოსავლეთ პარტნიორობაც“ ძალაში რჩება, თვითონ სემნებიც ირწმუნება, რომ რეგიონის ქვეყნები „მნიშვნელოვანი პარტნიორები“ არიან, თუმცა იმ პოსტის გაუქმებამ, რომელიც რამოდენიმე წლის წინ ხმაურითა და გრძელვადიანი ვალდებულებების გარანტიებით შეიქმნა, ამ ქვეყნების პარტნიორ მთავრობებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეშტონს საპროტესო წერილიც გაუგზავნეს, თუმცა პირად საუბრებში ყველა აღნიშნავს, რომ წინააღმდეგობა მარცხისთვისაა განწირული. მაგრამ ეს შეშფოთება „უმნიშვნელო სჩანს იმ თავზარდაცემასთან შედარებით რომელსაც თბილისში განიცდიდნენ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც განსჯიდნენ რას ამოიკითხავდა მოსკოვი ეშტონის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში“. დიპლომატიური ფუნქციების ცენტრალიზებასა და ადგილობრივი მთავრობისთვის ისეთი საპატივცემო და სიმბოლური მნიშვნელობით დატვირთულ პირის, როგორიც სემნებია სამხრეთ-კავკასიაში, ბრიუსელში უფრო დაბალი რანგის დიპლომატებით ჩანაცვლება მძლავრი კრიტიკის საბაბი გახდა. მითუმეტეს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში ნადვილად აქვს მნიშვნელობა პერსონალიებს და და „მუდმივ თანამოსაუბრეებს“. დიპლომატების თქმით, სემნების წასვლის შემდეგ რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა პიერ მორელი გახდება, რომელიც ფრანგია და შესაბამისად, ეჭვს ბადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე, რომლის მეთვალყურეობაც მას ევალება, რუსეთისადმი უფრო ლოიალური იქნება (RadioLiberty). როგორ განსაზღვრავს საბოლოოდ შიდა-პრობლემებით მოცული ევროპა თავის სტრატეგიას აღმოსავლეთისადმი? „აღმოსავლური პარტნიორობა“ – ეს პირველი მცდელობაა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებისა იმ ქვეყნებთან, რომლებიც მოსკოვის კლანჭებიდან თავის დაღწევას ცდილობენ. ის დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული მოდელის გავრცელებისკენაა მიმართული, თუმცა პარტნიორობა მთელ რიგი ტექნიკური შეთანხმებების გარდა, მონაწილე სახელმწიფოებს პრაქტიკულად არანაირ პერსპექტივებს, ან მნიშვნელოვან დახმარებას არ სთავაზობს“ (Le Monde). ამ რთულ ფონზე საქართველოს ოფიციოზი „მეგობრებისკენ“ ბილიკების გაკვალვას ცდილობს. ელისეის სასახლის კარზე ექვს თვიანი ლოდინის შემდეგ ელისეის სასახლე საქართველოს პრეზიდენტის მიღებას დათანხმდა. სააკაშვილი სარკოზის პუტინის ვიზიტის წინა დღეებში შეხვდა. Le Figaro აღნიშნავს, რომ თბილისშა და პარიზს შორის ურთიერთობების დათბობა შინიშნება – რომლის გაციებაც თავის დროზე ელისეის სასახლის მიერ კრემლთან დაახლოებამ გამოიწვია. ძირითადი სადაო საკითხი საყოველთაოდ ცნობილი „მისტრალია“. თბილისის აზრით, ამ გარიგებამ შესაძლოა, რეგიონში ძალთა ბალანსი შეცვალოს. თვითონ ვლადიმერ პუტინის აზრით, მსგავსი ხომალდების შეძენა რუსეთის აგრესიულ ზრახვებზე სულაც არ მიუთითებს და უბრალოდ ორი ქვეყნის შორის ნდობის გაზრდას უწყობს ხელს(Le monde). მაგრამ, ბუნებრივია, საფუძველს მოკლებული არ არის გაღიზიანება იმის თაობაზე, რომ მომრიგებელი მხარე (საფრანგეთი) ერთ-ერთ „მოსარიგებელ“ მხარეს (რუსეთს) სამხედრო შეიარაღებას სთავაზობს. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ პარიზში რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული უკმაყოფილება მატულობს. „მისტრალის“ საკითხიც ჭიანურდება. ნატოს კარზე კაკუნით დაღლილი საქართველო ცდილობს, ახალი პოლიტიკური ბილიკები გაკვალოს. „თუკი ადრე ჩვენი მოკლევადიანი პრიორიტეტული ამოცანა ნატო-ში გაწევრიანება იყო, მაშინ როდესაც ევროკავშირთან მიერთება უფრო შორეულ პერსპექტივას წარმოადგენდა, დღეს ჩვენ მიგვაჩნია რომ ნატო-ში გაწევრიანების საუკეთესო საშუალება ევროკავშირთან დაახლოვებაა“ – აცხადებას საკითხის განხილვაში მონაწილე საქართველოს წარმომადგენელი. თვითონ სააკაშვილი 20minutes.fr-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ეს ვიზიტი „ასამარებს ჩვენი ქვეყნის იზოლაციისკენ მიმართულ რუსეთის ძალისხმევას.“ საბოლოოდ, ოფიციალურად მაინც, სააკაშვილი კმაყოფილია საფრანგეთის „უყოყმანო“ მხარდაჭერით, მიუხედავად „მისტრალთან“ დაკავშირებული შეშფოთებისა. „მისტრალის“ გაყიდვას პარიზშიც ყავს მოწინააღმდეგეები. „პუტინის რუსეთის შეიარაღება მე არადროულ და სარისკო ნაბიჯად მიმაჩნია. ამის შესახებ ყველა გვაფრთხილებს, მაგრამ ჩვენ თავს ვიკატუნებთ, ვითომ არაფერი გვესმის, რადგან იარაღის გაყიდვით მიღებული ფული გვჭირდება“ -მიაჩნია ელენ ბლანს, ექსპერტს კრემლის საკითხებში (La Voix Du Nord). ეს ყველაფერი არ არის. საქართველო რეგიონალურ პოლიტიკასაც ააქტიურებს. ოფიციალურად ცნობილი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მიღმა თუ გავიხედებით, თბილისის ინტენსიური ურთიერთობები ირანთან და თურქეთთან შესაძლოა, იმას მოასწავებდეს, რომ საქართველო, რომელიც რუსეთის გავლენის დაბალანსების გზების ძიებაშია, რეგიონში უფრო ავტონომიური პოზიციის დაკავებას გეგმავს(World Politics Review) . მსოფლიო ირანის გარშემო ვაგრძელებთ თემას: „საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც სჩანს გეოპოლიტიკურ თამაშში ახალი მონაწილის – ირანის – შემოყვანა გადაწყვიტა“ – ცოტა ხნის წინ საქრთველოს და ირანის მაღალჩინოსნებმა ინიციატივების მთელი პაკეტის შესახებ განაცხადეს (Eurasianet). ამ ყველაფერმა პრესაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ოფიციალურად ინიციატივები ეკონომიკურ, კულტურულ საკითხებს ეხება. საუბარია ვიზების გაუქმებასა და თეირანსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე. კითხვა, რომელიც ჩნდება, შემდეგია: როგორ უყურებს აშშ პრო-ამერიკული საქართველოს დაახლოებას ქვეყანასთან, რომელიც შტატების ერთერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს? თეირანი უკანასკნელ ხანებში აქტიურად იღწვის რეგიონში გავლენის გაფართოებისკენ და ახალ სავაჭრო კავშირებს ამყარებს, რაც, ამერიკას ნამდვილად არ უნდა აღაფრთოვანებდეს. ოფიციალური თბილისი ირწმუნება, რომ ამ საკითხზე თეთრ სახლთან კონსულტაციებს აწარმოებს და ორი ქვეყნის ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება. „ჩვენ მეზობლებთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ვზრუნავთ. ირანელების არ უნდა გვეშინოდეს. მე არ მჯერა საქნციების, რომელიც მიმართულია ხალხის წინააღმდეგ და არა მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ.“ – აცხადებს სააკაშვილი, თუმცა პირობას დებს, რომ ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირეულ სანქციებს ირანის მიმართ დანარჩენ დასავლურ სამყაროსთან ერთად გაიზიარებს (Berliner Zeitung). ქართველი ანალიტიკოსების თქმის არ იყოს, ვაშინგტონს პრაგმატულ დონეზე უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოს რეგიონში კარგი ურთიერთობები ჭირდება, „ირანი მეზობელია და თქვენ გეოგრაფიის იგნორირებას ვერ შესძლებთ“. რა გასაკვირია, რომ თბილისი-თეირანის ურთიერთობები ზღვაში წვეთია იმ აურზაურთან შედარებით, რაც მსოფლიოში ირანის გარშემოა ატეხილი. აშშ-ს მრავალმხრივი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, გაერო-ს უშიშროების საბჭომ ირანთან დაკავშირებით ახალი სანქციების რეზოლუცია მიიღო. ზოგი ამას ობამას ადმინისტრაციის „დიპლომატიურ გამარჯვებად“ ნათლავს, სხვანი მიიჩნევენ, რომ რეზოლუციით გათვალისწინებული სანქციები არც ისე ეფექტური ჩანს და საეჭვოა, რომ მათ ირანს კურსის შეცვლა აიძულონ. მაინც რას მიაღწია აშშ-მ რუსეთთან, ჩინეთთან, თურქეთთან და ბრაზილიასთან 16 თვიანი დაუღალავი მუშაობის შემდეგ? ამერიკის პრეზიდენტი და ოფიციალური პირები სიამაყით უსვამენ ხაზს „თანამეგობრობის მხრიდან ირანის სრულ იზოლაციას“. სკეპტიკოსები ამბობენ, რომ „იზოლაცია“, რომელიც ბირთვულ მისწრაფებებს ვერ ზღუდავს, სასაცილოდ ჟღერს, თანაც ირანის ესოდენი გარიყვა ფაქტი სულაც არ არის: რეზოლუციის მიღებამდე სულ ცოტა ხნით ადრე რუსეთის, თურქეთის და ირანის ხელმძღვანელები სტამბულში უსაფრთხოების სამიტზე შეიკრიბნენ – ძალის დემონსტრირების თუ შტატების გამოცდის მიზნით (The New York Times). ალბათ ისიც გვახსოვს, რომ წინა თვეში ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა თეირანში დემონსტრაციულად მიიღო თურქეთის და ბრაზილიის ლიდერები და ხელიც გულითადად ჩამოართვა. ვიზიტმა ცხადყო ამ ორი ქვეყნის გავლენის ზრდა, რამაც, საბოლოო ჯამში, მიუხედავად გარკვეული ინტერესების თანხვედრისა, შესაძლოა პრობლემა შეუქმნას აშშ-ს, რადგან იგივე თურქეთს, რომელსაც საერთაშორისო არენაზე თამაში სურს, ხელისშემშლელი სტატუს-ქვოს შეცვლა უნდება (Le Monde). თურქეთზე ისედაც ბევრს საუბრობენ გაკვირვებული ტონით: ისრაელთან გაფუჭებული ურთიერთობა, ირანის პრეზიდენტთან ვიზიტები და შედეგად განცვიფრებულ-განრისხებული აშშ, რომელსაც დღის წესრიგში საღერღელ აშლილი თურქეთის „მოთოკვის“ პრობლემა დაუდგა (The New York Times). გამოდის, რომ „დიპლომატიური გამარჯვება“ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია: “მზარდი იზოლაცია? მარტო შარშან აჰმადინეჯადს სიხარულით მასპინძლობდნენ ქაბულში, სტამბულში, კოპენჰაგენში, კარაკასში, ბრაზილიაში, ლას-პასეში, სენეგალში, გამბიასა და უგანდაში, ხოლო დღეს ის ჩინეთშია” – უნდობლადაა განწყობილი ჩარლზ კრაუტჰამერი (The Washington Post), რომელიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს თავგამოდებულმა მცდელობებმა, მოეთაფლა რუსეთი, ჩინეთი, ბრაზილია და ა.შ. შედეგად მხოლოდ ის გამოიღო, რომ ამ ქვეყნებმა ჩათვალეს: ობამა სუსტია. მისი უგულებელყოფა შესაძლებელია. შედარებით ოპტიმისტურ პროგნოზებსაც შევხვდებით: ”ეს არანაირად არ არის ის კრიტიკული და „მძიმე“ სანქციები, რომელსაც შარშან სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გვპირდებოდა, თუმცა მათ ვერც სიმბოლურ ზომებს ვერ უწოდებ. თუკი სანქციები ამოქმედდა, ირანს ბირთვული პროგრამის რეალიზაციისთვის „რუტინული“ საქმიანობის წარმოებაზე ხარჯები გაეზრდება. შედეგად, როგორც ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, ახალ სანქციებს მართლაც ძალუძს ამ მიმართულებით ირანის პროგრესის დამუხრუჭება, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათ ურანის გამდიდრებაზე ირანული პროგრამის ბოლომდე შეწყვეტა შესძლონ.“ – წერენ World Politics Review-ში. თეირანისთვის, შესაძლოა, მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას სანქციებმა ისეთი საკვანძო სავაჭრო პარტნიორებისგან, როგორიც ევროკავშირი და იაპონიაა. ბევრი რამაა იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ სტრატეგიას მიმართავს ირანის რეჟიმი: შიდა პოლიტიკურ არენაზე შერყეული პოზიციების გამყარებას არჩევს, თუ სახალხო რისხვის მოთოკვას და სანქციების მიერ მიყენებული ეკონომიკური დარტყმების გადატანას შეძლებს და „ბალახს შეჭამს“ , მაგრამ ატომური იარაღის შექმნაზე უარს არ იტყვის. დასკვის სახით, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთთან და ირანთან მიღწეული კონკრეტული შედეგები არსებობს, მაგრამ ისინი „მყიფე და მარტივად შექცევადია“. და ბოლოს, „კულტის მხილება“ - თუ ვინმე წმენდაზე ან უკრაინულ გოლოდომორზე, ან მისი მმართველობის სისასტიკეზე კითხვას დაგისვამთ, შესძლებთ გულწრფელად გასცეთ პასუხი? – შეფიქრიანებული ეკითხება Reason-ის მიმომხილველი გიდს გორში მდებარე სტალინის მუზეუმის თვალიერებისას. გიდს, რომლისთვისაც ეს მხოლოდ შემოსავლის წყაროა. უცხო თვალს უვკირს, რომ საქართველოს ანტი-რუსული განწყობებით ცნობილი კულტურის სამინისტრო ამ მუზეუმს ინახავს. რომ აღარაფერი ვთქვათ გორის ცენტრში გამოჭიმულ უზარმაზარ ნაცრისფერ ძეგლზე, რომელიც ზამთრის პალტოში გამოხვეულ ბელადს გამოსახავს. ეს ქანდაკება 1952 წელს გაიხსნა. ხრუშჩოვის მიერ სტალინის კულტის მხილების შემდეგ, საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა მოედნიდან და ქუჩიდან ბელადის ფიგურა გაქრა, მაგრამ გორში მას ხელი არ ახლეს – ადგილობრივ მოსახლეობის ნაწილს საბედნიეროდ, ძირითადად – ხანში შესულ ადამიანებს, დღემდე აკავშირებთ მძაფრი სენტიმენტები „პატარა გორელ ბიჭუნასთან“, რომელმაც მსოფლიო ფაშიზმისგან იხსნა. რა არის მონუმენტის არსებობის მთავარი მიზეზი: „სელექციური მეხსიერება“, ადგილობრივი მოსახლეობის შიში, თუ ტურისტების მოსაზიდი ფანდი? დღეს ამ კითხვებს აქტუალობა დაკარგული აქვთ. სანამ ჯერ კიდევ ბევრს ეგონა, რომ სტალინის ძეგლის აღება უხლოეს გეგმებში არ შედიოდა (Liberation), ერთ მშვენიერ ღამით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე დიდი ბელადის ძეგლი კვარცხლბეკიდან ჩამოაბრძანეს. როგორც ჩანს, გორის მუნიციპალიტეტი (და სხვებიც, იქ, „ზევით“) თვლიდნენ, რომ საზოგადოებისთვის მეტად სენსიტიურ ოპერაციას ახორციელებდნენ – ამიტომ ყველაფერი შუაღამით მოხდა, ხოლო ჟურნალისტების მცდელობა, მოეპოვებინათ სტალინის ძეგლის და მაშასადამე, დიქატატორის კულტის დამხობის ამსახველი ისტორიული კადრები, სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდა – ჭეშმარიტად დემოკრატიულ, საბჭოთა მენტალიტეტისგან გათავისუფლებულ ქვეყანას რომ ეკადრება, ისეთს. ჩვენც, უბრალო მოქალაქეებმა, ყოვლისშემძლე სოციალური ქსელების მეშვეობით უმალ შევიტყვეთ ეს ამბავი და სულმოუთქმელად ჩავრთეთ გორის ცენტრში დამონტაჟებული კამერა, მაგრამ ის ნაჭერგადაფარებული დაგვხვდა და წილად მხოლოდ ისტორიული ხმების მოსმენა გვერგო. რათქმაუნდა, ეს ამბავი მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. „ბევრი ქართველისთვის, მათ შორის პრო-დასავლელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის, ბოლო ოცი წლის მანძილზე ეს მონუმენტი მოსკოვის გახანგრძლივებული გავლენის სიმბოლო იყო, მას შემდეგ რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ ამ პატარა ერმა დამოუკიდებლობა მოიპოვა” – წერს Telegraph-ი. BBC კი იტყობინება, რომ ეს სწორედ ის ძეგლია, რომელიც ბოლო ხანებში თბილისში ცხარე დებატების საგანს წარმოადგენს. გორის ცენტრს ამიერიდან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი დაამშვენებს. რა ბედი ეწევა სტალინის ძეგლს? როგორც ამბობენ, მას სტალინის მუზეუმში გადაიტანენ, თუმცა, როგორც საქართველოს კულტურის მინისტრი აცხადებს, ამას აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს(The New York Times). ასეა თუ ისე, სტალინის ძეგლის ჩამოგდებას მის მშობლიურ მხარეში დიდი ალიაქოთი არ მოჰყოლია, კვარცხლბეკი კი თავისუფალია და ახალ ძეგლს ელის. ნინო მაჭარაშვილი სოციოლოგი ორიგინალი
  13. გოგონები 130 შავ თეთრი ერო სურათი View the full article
  14. ჟურნალი საუკეთესო ინტერიერები 05-2010 View the full article
  15. "მართლაც, არ გამოირიცხება მზაობა რუსეთ საქართველოს შორის დიალოგისთვის, რომლის მიზანი მხოლოდ დიალოგი იქნება. შედეგიანობის რეალობა, სამწუხაროდ, დაბალია", - ამბობს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე. გაზიარება [სალომე ცეცხლაძე. 15:50 12-07-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TDzC13wE6II/AAAAAAAAD6o/QRYecHahwp0/s200/misha+da+medvedewvi.gifის, რომ რუსეთი საქართველოსთან დიალოგისა და თანამშრომლობისთვის მზადაა, გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებამ გვამცნო. პასუხად სააკაშვილმაც დაადასტურა რუსეთთან უპირობო თანამშრომლობის მზადყოფნის შესახებ. ექსპერტების აზრით, შესაძლოა, დიალოგი მართლაც დაიწყოს, მაგრამ მის შედეგიანობაში ეჭვი ეპარებათ. პოლიტოლიგ სოსო ცისკარიშვილის თქმით, ორმხრივი ურთიერთობის სურვილი საქართველოსა და რუსეთს შორის ორივე სახელმწიფოს მხრიდან განიხილება, როგორც საკუთარი თავის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის სურვილის ფონი. მისი აზრით, ეს სურვილი ამ ეტაპზე ქართულ-რუსულ ურთიერთობების ჩიხურ მდგომარეობაში შესვლის გამო დასავლეთის შეშფოთებამ გამოიწვია. დასავლეთის პოზიცია კი უხერხულობას უქმნის როგორც საქართველოს, ისე რუსეთს. რამაზ საყვარლიძის თქმით, ამ ეტაპზე ორივე მხარეს აწყობს მოლაპარაკებების დაწყება. რუსულ მხარეს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და პოლიტიკოსი საქართველოს ტერიტორიების ანექსიის და ოკუპაციის გამო საყვედურობს, რადგან მათ დაგმეს რუსეთის ხელისუფლება საგარეო ურთიერთობებში. "როგორც რუსეთისთვის, ისე საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი არის აშშ. აშშ-ის დღევანდელი საპროგრამო ხაზი "გადატვირთვის" და მშვიდობიანი ურთიერთობების პოლიტიკაა, ამიტომ, თუ რუსეთი და საქართველო ამერიკასთან ურთიერთობას აპირებენ, მათ უნდა აჩვენონ, რომ კონფლიქტი არ უნდათ და მშვიდობიანი ურთიერთობებისთვის მზად არიან", - ამბობს საყვარელიძე.ექსპერტ გოგი ხუციშვილის თქმით, არც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაა მზად იმისთვის, რომ დიალოგი გამართოს რუსეთთან და არც რუსეთი. ამიტომ დიალოგის გადაწყვეტილება ორივესთვის მტკივნეული ნაბიჯია. მისი აზრით, ქვეყნებმა ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგეს, რომ არსებობს საერთაშორისო ზეწოლა და მოთხოვნა მსოფლიოს ისეთი წამყვანი ძალისგან, როგორიცაა აშშ და ევროკავშირი. ხუციშვილი აშშ-ს ამ საკითხში განსაკუთრებულ როლს ანიჭებს, რადგან მისი პოლიტიკა რუსეთის გაუცხოებაში ან მის იზოლირებაში აღარ მდგომარეობს, რაც ბუშის პოლიტიკის მიზანი იყო. ხუციშვილის თქმით, "გადატვირთის" ფონზე ამერიკა და დასავლეთ ევროპა ცდილობენ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა ააწყონ. არა იმიტომ, რომ რუსეთს ყველაფრის გაკეთების უფლება მისცენ, არამედ იმიტომ, რომ ჩართოს რუსეთი სხვადასხვა პროცესებში, რაც ამ ქვეყანას პასუხისმგებელს გახდის თავის ქმედებაში და უფრო გახსნილი იქნება ურთიერთობებში."ყველა ჩვენი მოკავშირე, გარდა ბალტისპირეთის ქვეყნებისა, გვეუბნება, რომ საჭიროა დიალოგის დაწყება. ამიტომ უცხოეთის დასანახად რუსეთი და საქართველო აცხადებენ, რომ ამისთვის მზად არიან", - ამბობს ხუციშვილი. ცისკარიშვილის აზრით, მნიშვნელოვანია, იქნება თუ არა ამ დიალოგში ვინმე შუამავალი, მოდერატორი, რადგან ძნელი წარმოსადგენია, დიალოგს შედეგი მოჰყვეს, თუ რომელიმე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ან პოლიტიკოსი არ ჩაერთო შეხვედრის დღის წესრიგის მომზადებაში და მისი დიალოგის წარმათვას ხელი არ შეუწყო. ცისკარიშვილის თქმით, უნდა ვეცადოთ ეს მოლაპარაკებები "ჟენევის ფორმატის მსგავს გართობად" არ გადაიქცეს:"ამ შემთხვევაში გვექნება კონტაქტი რუსეთთან, მაგრამ არ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული. თუ მხარეები მხოლოდ საკუთარი ქვეყნების მეხოტბეები იქნებიან, შეიძლება ორმხრივი ურთიერთობება უფრო გამწვავდეს, ვიდრე რაიმე საკითხი მოგვარდეს".ცისკარიშვილის აზრით, მსგავს მოლაპარაკებებში რუსეთის ერთ-ერთი მკაფიო პოლიტიკური მიზანი დროის გაწელვა იქნება. ამიტომ თავდაპირველად შესაძლოა მათი მხრიდან საუბარი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე შეტანის შესახებ დაიწყოს. საბოლოოდ კი მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს დათმობების ხარჯზე რუსეთი მიიღებს ჩვენი ქვეყნის თანხმობას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციებში გაერთიანებაზე და კვლავ გაიყინება ეს ურთიერთობები. ექსპერტის აზრით, ჩვენ თავად გვეშინია საკუთარი ინიციატივების. უნდა დადგეს საკითხი ცხინვალისა და სოხუმის მიმართულებით არსებული კონფლიქტის გამიჯვნისა და ცალკ-ცალკე სტრატეგიების შემუშავაებისა. ეს კონფლიქტები არ არის ერთი და იმავე მიზეზებით წარმოშობილი და არც მათი დარეგულირება იქნება შესაძლებელი საერთო რეცეპტით. მათ ინდივიდულურობასთან ერთად აუცილებელია გავითვალისწონოთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობის განწყობები. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ისინი მაშინ გახდება საქართველოს ნაწილი, როცა ამას თვითონ მოინდომებენ. ცისკარისვილის თქმით, ჩვენ ეს კარგად უნდა გავიაზროთ, თუ ვაპირებთ მოვლენების მშვიდობიან განვითარებას და არა მარტო ლაპარაკს ამ პრობლემის მოგვარებაზე, არამედ ფიქრსაც. "ყოველთვის მოვლენების უკან მივჩანჩალებთ და ვცდილობთ დავიწუნოთ სხვა პოლიტიკოსებისა და ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული ფორმატი. შემდეგ გადის წლები და სანატრელი გვიხდება ის ფორმატი, რომლსაც ორიოდე წლის წინ ასე გაშმაგებით ვებრძოდით", - ამბობს სოსო ცისკარიშვილი. რამაზ საყვარელიძის თქმით, ხშირად პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური მოტივაცია სურვილზე მაღლა დგება. ამბობს, რომ მეფეებს ხშირად არ მოსწონდათ თავისი საცოლე, მაგრამ მაინც ირთავდნენ მას. ასეთი სიტუაციაა ახლაც. მისი აზრით, ის, თუ რატომ აქვს საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების სურვილი, ცხადია - დიალოგის დაწყების საქართველოს პოლიტიკური მოტივაცია კონფლიქტის შემსუბუქება, ქვეყნის მთლიანობაზე საუბრის დაწყებაა.საყვარელიძეს იხსენებს ხელისუფლების არგუმენტს, რომლის თანახმადაც სანამ არ განვვითარდებოდით, მანამ მოლაპარაკებებს არ დავიწყებდით. ეს არგუმენტი სამართლიანად გააკრიტიკა როგორც შიდა ოპოზიციამ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებმა - მოლაპარაკება ხომ მაშინ გჭირდება, როცა გინდა მიზანს მიაღწიო. რაც შეეხება რუსეთს, ექსპერტის აზრით, რუსეთმა 2008 წლის მოვლენებით ყველაფერი მიიღო რისი მიღებაც უნდოდა. როგორც დასავლეთს დაჰპირდა, დასავლეთ სერბიის აღიარებაზე შური იძია, ამერიკას დაანახა, რომ მუშტის გამოყენებაც შეუძლია, თავის ნათქვამს უკან არ წაიღებს და დასავლეთის ყველა თვითნებობაზე ხელს აღმართავს ისე, რომ მას ვერაფერს მოუხერხებენ. ამასთანავე, რუსეთმა აფხაზეთში სამხედრო ბაზის მშენებლობაც დაიწყო. "ახლა კი რუსეთს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთისთვის ყოველთვიურად მილიონების გადახდა ეკონომიკურ ტვირთად აწევს. ეკონომიკური ტვირთთან ერთად პოლიტიკური ტვირთის ამძიმებს", - ამბობს საყვარელიძე. მისი თქმით, ისმება კითხვა - ვის შორის და რა დონეზე იწარმოებს მოლაპარაკებები. როცა რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, სააკაშვილთან არ ვილაპარაკებო, შეიძლება დიალოგის წარმოებისას უფრო დაბალი ფიგურები შემოვიდნენ. ამბობს, რომ ასევე მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები გაიმართება მესამე მხარის საშუალებით, თუ უშუალოდ რუსეთ-საქართცელოს შორის."ჯერჯერობით ძალიან ბუნდოვანია ყველაფერი გარდა იმისა, რომ მათ აქვთ მოლაპარაკებების დაწყების სურვილი", - ამბობს საყვარელიძე. ხუციშვილის თქმით, ამ მოლაპარაკებებით რუსეთი არაფერს კარგავს, საქართველოსთვის კი იგი უსაფრთხოებისა და პერსპექტივის თვალსაზრისით, სამომავლო რისკს შეიცავს. "რუსეთი რომ არაა მზად ამ მოლაპარაკებებისთვის, არ მგონია, მას ეს აღელვებდეს, მაგრამ ჩვენ რომ არ ვართ მზად, ეს არის რისკი. იმ საკითხებში, რაშიც რუსეთთან თანამშრომლობა გამოდის, უნდა ვითანამშრომლოთ. ეს არის ნორმალური ურთიერთობები და პოლიტიკა, თუნდაც ჩვენ მიმართ ისეთ არაკეთილგანწყობილ ქვეყნასთან ურთიერთობაში, როგორიც რუსეთია", - ამბობს ხუციშვილი.მისი თქმით, მიუხედავად დიალოგზე საუბრისა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება მსოფლიოში, რომ კონფრონტაციისთვის ვემზადებით. სულ ვაჩვენებთ, რომ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია კონფრონტაცია და არა რაიმე საკითხში თანამშრომლობა. ტელევიზიები და ყველა პროპაგანდული მანქანა ჩვენს ქვეყანაში იმაზე მუშაობენ, რომ ხალხს დაანახონ რა ცუდი და უსამართლლოა რუსეთი, პატარა ბავშვებსაც შთააგონებენ ამას. "ჩვენ ვაჩვენებთ, რომ რუსეთი არის ისეთი ურჩხული, რომელთანაც ნორმალური ურთიერთობა, მენეჯმენტი, ურთიერთობის პოზიტივზე გათვლა შეუძლებელია; ის მაინც მოგატყუებს, დაგჩაგრავს, ეცდება ჩაგყლაპოს, დაგყოს და ა.შ. რუსეთის ასეთი გაგება გამორიცხავს იმას, რომ გამოიყენებ ურთიერთობის შესაძლებლობებს, რომელიც არსებობს. ხალხში თესავ გაუცხოებას რუსეთის მიმართ, ამიტომ რუსეთსაც არ უჩნდენა სურვილი შენთან ურთიერთობისა და რაიმე პრობლემის მოგვარებაში დახმარებისა - თუნდაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემას ეხებოდეს ეს", - ამბობს ხუციშვილი. მისი აზრით, რუსეთშიც ამ მხრივ საქართველოსმაგვარი სიტუაციაა, ხოლო როცა მხარეები დიალოგის აუცილებლობის შესახებ ლაპარაკობენ, ამავე დროს, კონფრონტაციის შენარჩუნებას არ უნდა უწყობდნენ ხელს. ეს ეხება როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის პოლიტიკასაც. შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია "მირთან" ინტერვიუში განაცხადა: "პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც კი, როცა რუსეთის ინტერესებს საქართველოში და საქართველოსას რუსეთში შვეიცარია წარმოადგენს, ჩვენ მზად ვართ ნორმალური კონტაქტებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ამით როგორც რუსი, ისე ქართველი ერი დაინტერესებულია. ჩვენ მოძმე ერები ვართ, რომელთა ერთმანეთზე გადაკიდება რთულია, თუმცა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ზუსტად ამას მიაღწიოს"."რეზონანსი" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  16. სამთავრობო პიკნიკი სამეგრელოში... მექალთანე ჭიჭიკოს წისქვილ–მუზეუმის გახსნა... გაზიარება[15:50 12-07-2010]http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TDxNlR6cgTI/AAAAAAAAD6Y/V0AVyGyPgmU/s200/boris+lomaia.gifსაუბრობს ბორის ლომაია – გაეროში საქართველოს ელჩის კახა ლომაიას მამა. მოსაწვევის ტექსტი.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  17. http://soccerday.ge/uploads/posts/2010-06/1277633995_soccerday.png ფეხბურთელი კახი კალაძე გიორგი დემეტრაძის პატიმრობიდან გათავისუფლების თხოვნით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს . აღნიშნულ მიმართვას ხელს აწერს 50-მდე ადამიანი, ძირითადად სპორტული სამყაროდან. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე კახი კალაძემ განაცხადა, მზად არის, ოჯახთან ერთად, დემეტრაძეს თავდებად დაუდგეს. სრულად იხილეთ
  18. http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/banik-team_medium.jpg ხვალ უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო მატჩები დაიწყება. ერთი შეხედვით, ქართული კლუბებიდან ყველაზე რთული მეტოქე "ვიტ ჯორჯიას" შეხვდა. შვედურ "გეფლესა" და სლოვაკურ "დუკლასთან" შედარებით, ჩეხური "ბანიკი" გაცილებით მდიდარი წარსულის მქონე კლუბია და გარკვეულ წარმატებებს ბოლო პერიოდშიც მიაღწია. სრულად იხილეთ
  19. http://soccerday.ge/templates/Default/logos/4.gif "ბაიამ", რომელმაც მომავალი სეზონისთვის მზადება რამდენიმე დღის წინ დაიწყო, პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. ზუგდიდელთა მეტოქე ხობის "კოლხეთი" იყო. მოლოდინისამებრ, უმაღლესლიგელებს პირველლიგელის დაჯაბნა არ გასჭირვებიათ. ელგუჯა ქომეთიანის გუნდმა საკუთარ მოედანზე სოლიდურად, 6:0 გაიმარჯვა. სრულად იხილეთ
  20. http://b.pix.ge/n/6f78k.png რუსთავის “ოლიმპი”, რომელსაც არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე ასპარეზობა მეორედ უწევს, “აკტობესთან” მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრის ჩასატარებლად, ჩარტერული რეისით ყაზახეთში დღეს დილით გაემგზავრა. მომავალი მატჩის წინ, რომელიც ქალაქ აკტობეს ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება, რუსთაველთა მთავარი მწვრთნელის, თემურ მახარაძის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები იქნებიან: მეკარეები - გრიგოლ ბედიაშვილი, ზურაბ ბათიაშვილი; მცველები - თეიმურაზ ღონღაძე, ალექსანდრე კვახაძე, დავით გიგაური, რევაზ ქემოკლიძე, გიორგი რეხვიაშვილი; ნახევარმცველები - დენის დობროვოლსკი, გიორგი ჭედია, დავით ბოლქვაძე, ლუკა რაზმაძე, გიორგი ხიდეშელი, რევაზ გეწაძე, გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძე, გრიგოლ დოლიძე; თავდამსხმელი - ირაკლი მოდებაძე. სრულად იხილეთ
  21. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainformacio2-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainformacio2.jpg itvს ლინკი
  22. http://a.pix.ge/u/fae3j.png ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, რომელსაც “ვიტ ჯორჯია” თბილისში, ოსტრავის “ბანიკთან” გამართავს, მასპინძლებს მარჯვენა მცველი გიორგი ხურცილავა დააკლდება. ყირიმში შეკრებაზე ადგილობრივ “კრიმტეპლიცასთან” გამართულ შეხვედრაში (1:3) “ვეტერინართა” უკანახაზელმა ხელი მოიტეხა და ამიტომ, ვერ ითამაშებს. სავარაუდოდ, მას გიგა ბეჭვაია შეცვლის. ასევე, თბილისელებს დააკლდებათ ფორვარდი გიორგი ბერიაშვილი, რომელიც ზემოთ ნახსენები შეხვედრის დროს, გელა გომელაურთან ფიზიკური დაპირისპირების გამო, ტრანსფერზე დააყენეს. სრულად იხილეთ
×
×
  • შექმენი...