planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
დღეს, "ზესტაფონი" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ დუკლას დაუპირისპირდება. მატჩი საკმაოდ დიდ ინტერესს იჩენს და დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტად მიჩნეულმა იმერლებმა გულშემატკივართა იმედი უნდა გაამორთლონ. სლოვაკურ გუნდს თან 30–მდე გულშემატკივარი ჩამოყვა და 11 წარმომადგენელი. გუნდის თავკაცის კაროლ მარკოს განკარგულებაში სულ 20 ფეხბურთელია. შეგახსენებთ, რომ 20:00 საათზე დაიწყება და ბილეთის ფასი 5 და 7 ლარი ეღირება. იხილეთ fanebi.com
-
http://epn.ge/wp-content/uploads/telasi_logo9-150x130.jpgკომპანია “თელასის” ქვესადგურ *ცენტროლიტში” პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო დღეს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ცენტროლიტის დასახლების მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. “თელასის” ინფორმაციით ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ანდრონიკაშვილის, ბარისახოს, ჩიქვანაიას, უწერის, ჭრებალოს, სარაჯიშვილის და მიმდებრე ქუჩების მაცხოვრებლებს. სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება. იხილეთ epn.ge
-
თამაშის აღწერა ეს არის თამაში ყველაფერი ერთში, ამ თამაშში თავმოყრილია სხვადასხვა თამაშების საუკეთესო თვისებები. აქ გაერთიანებულია განსხვავებული რეჟიმები : უბრალო გონკები, ეკსტრემალური მართვა და საოცარი ტრამპლინები, სასტიკი ბრძოლები მანქანებს შორის რაკეტებით და ტყვიამფრქვევებით. ასევე შემქმნელებს არ გამორჩენიათ ისეთი აუცილებელი თვისებები როგორიც ფიზიკა და გრაფიკაა. ფიზიკური მოდელი რეაგირებას ახდენს ყველანაირ დაზიანებაზე და ეფეკტურად ყრის დაზიანებულ ნაწილებს ტრასაზე. გრაფიკული სრულყოფა კი გამოიხატება როგორც დამუშავებულ ტრასებში, ასევე მიმზიდველ მანქანებში. ამ ყველაფრის საშუალებით თქვენ ჩაუღრმავდებით CrashDay ს სამყაროს. View the full article
-
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ეწვევა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მისიის მიზანია ფონდის მიერ საქართველოსთვის სტატისტიკის სფეროში გაწეული ტექნიკური დახმარების ეფექტიანობის შეფასება. მათივე ინფორმაციით, მისია შეისწავლის სტატისტიკის ოფიციალური სფეროში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს. მისიის წევრები შეხვდებიან საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელებს და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მაკროეკონომიკური სტატისტიკის (ეროვნული ანგარიშები, ფასებისა და საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა) მაჩვენებლების გაანგარიშებისა და გავრცელების საკითხებს. შესაძლებლობის ფარგლებში მისიის წევრები შეხვდებიან მონაცემთა მომხმარებლებს და დონორებს. ვიზიტის დროს იმსჯელებენ მომავალში ტექნიკური დახმარების შესაძლო პრიორიტეტების შესახებ. იხილეთ epn.ge
-
თამაშის შესახებ: დასახელება: Raven Squad: Operation Hidden Dagger (ENG) (Repack) ჟანრი: First-Person Shooter / Tactical წელი: 2009 შემქმნელი: Atomic Motion გამომცემელი: Evolved Games პლათფორმა: PC გამოცემის ტიპი: Repack გამშვები: არ ჭირდება ინტერფეისის ენა: ინგლისური თამაშის აღწერა: თამაშში მოქმედებები ვითარდება სამხრეთ ამერიკაში, სადაც ომი მიმდინარეობს სრული სვლით, და ამაზონკის ჯუნგლებში ვარდება თვითმფრინავი დაქირავებული მკვლელების განაყოფით ბორტზე. ზუსტად ამ განაყოფის მართვა დაგვევალება ჩვენ ამ თამაშში, და ამავე დროს ყოველი ჯარისკაცი ფლობს განსაკუთრებულ სპეციალიზაციას და სხვებზე უკეთ სარგებლობს ამა თუ იმ იარაღით… View the full article
-
ვიდეო გაკვეთილი როგორ დავმუხტოთ დამჯდარი აკუმულატორი დამტენის გარეშე View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/Sagareo_85214384112-150x150.jpgსაფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება. როგორც “ექსპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 17:00 საათზე, კუშნერის და ვაშაძის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. ბერნარ კუშნერი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა, ის დღეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკვე შეხვდა. ასევე იგეგმება შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. იხილეთ epn.ge
-
Miley Cyrus ---------Cant Be Tamed 2010 წლის ვიდეოკლიპი ამ მომღერლისთვის საკმაოდ უჩვეულო კლიპია და სიმღერაც View the full article
-
22 წელი - ცხოვრების უდიდესი ნაწილი... ამდენი წლის განმავლობაში გრძელდებოდა ბრძოლა იმისათვის, რომ უდანაშაულო ადამიანისთვის ბრალდება მოეხსნათ. მთელი ამ დროის განმავლობაში კალვინ უილისი ციხეში იჯდა. ჯანეტ გრეგორი, რომელიც არც ადვიკატი იყო და არც ბრალდებულის ნათესავი, მთელი ამ ხნის განმავლობაში ებრძოდა სისტემას, რადგანაც კელვინის უდანაშაულობის სჯეროდა! View the full article
-
საქართველოში მოქმედი არასამთვარობო ორგანიზაციები, ”საია,” ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო,” ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და "ადამიანის უფლებათა ცენტრი", კორუფციის აღმოსაფხვრელად მუშობას ზედაპირულად ეკიდებიან, აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს 14 ივლისის განცხადება აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების 2010 წლის 10 ივლისის საერთო მიმართვის პასუხია. ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს სვანეთში არსებული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებას სთხოვდნენ: სვანებს მემკვიდრეობით მიღებული მიწები საჯარო რეესტრში არ ჰქონდათ რეგისტრირებული. ორგანიზაციები იმასაც განმარტავდნენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ნელი ნავერიანი მიწების დაკანონებას უშედეგოდ ცდილობდა. რაც საბოლოოდ მისი დაპატიმრებით დასრულდა. ”ნელი ნავერიანის დაკავება შესაძლოა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ნელი ნავერიანმა საკრებულოში საქმიანობა წინა წლის მოწვევის საკრებულოს საქმიანობის შესწავლით დაიწყო და მისი ყურადღების ცენტრში უნებართვოდ გასხვისებული მიწების სამართლებრივი საფუძვლების მოკვლევაც მოხდა,”-ნაწყვეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვიდან. შსს მიიჩნევს, რომ კანადელი ინვესტორი უილიამ სიმპსონი, რომელსაც მესტიაში სასტუმროს აშენების სურვილი აქვს, კანონიერად მოქმედებს, რადგან ”მიწის ყიდვის ხელშეკრულება კანონიერი იყო და გატარებულ იქნა საჯარო რეესტრში.” მესტიის საკრებულოს წერი ნელი ნავერიანი და მისი მაზლისშვილები (დავით ჯაფარიძე-მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი, ტარიელ ჯაფარიძე - "ენერგო პრო ჯორჯიას" მესტიის სამსახურის მთავარი ინჟინერი და შოთა ჯაფარიძე) კანადელი ინვესტორის, უილიამ სიმპსონისთვის, 220 ათასი დოლარის გამოძალვის ბრალდებით 2010 წლის 7 ივლისს დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორის შოთა უტიაშვილი განცხადებით, ის რასაც არასამთავრობოები ორგანიზაციები უჭერენ მხარს, კოპუფციაა: ”ეს საქმე, სამწუხაროდ, ადასტურებს, რომ საქართველოში კვლავაც არსებობს კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები და მათ გადასაჭრელად საჭიროა ყველას, მათ შორის, სახელმწიფოს, მასმედიის, არასამთავრობო სექტორის საერთო ძალისხმევა. 10 ივლისის განცხადება, რომელსაც ხელს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, ნამდვილად ვერ ჩაითვლება ამ ძალისხმევის ნაწილად”, - შოთა უტიაშვილი. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მესტიის მცხოვრებლების წინააღმდეგ, რომელთაც ნელი ნავერიანის (მესტიის საკრებულოს წევრის) დაკავებისას სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს , საქმე არის აღძრული. ”სამწუხაროა, რომ ამ განცხადების ხელისმომწერთა შორის არის "ტრანსპარენსი ინტერნეშენალიც"... სხვა ქვეყნებში ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ჩინოვნიკების მხრიდან ძალადობისაგან პატიოსანი მეწარმეების დაცვა წარმოადგენს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ მიზნებს ამ ორგანიზაციის საქართველოს ფილიალიც იზიარებს”, - შოთა უტიაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ა (ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა) და გ (გამოძალვა დიდი ოდენობის ქონების მიღების მიზნით) ქვეპუნქტების მიხედვით არის აღძრული. ბრალდებულები ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
თბილისის "ვიტ ჯორჯია" დღეს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩეხურ "ბანიკს" დაუპირისპირდება. მატჩი ბორის ბაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება და ბილეთის 3 ლარი ეღირება, გუშინ ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშეს, თავდაპირველად კი ჩეხებმა წაივარჯიშეს და როგორც "ბანიკის" მთავარი მწვრთნელი მიროსლავ კუბეკი აცხადებს, ისინი მოსაგებად არიან ჩამოსულები და დარწმუნებულები არიან მათ წარმატებაში. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და მატჩს გერმანელი ბაბაკ რაფატი განსჯის. იმედი დავიტოვოთ, რომ ჩვენი ბიჭები დღეს არ შერცხვებიან და გვარიან წინააღმდეგობასაც გაუწევენ. აქვე გეტყვით, რომ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე გადაიცემა. იხილეთ fanebi.com