Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. გთავაზობთ უეფას ვეროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის დღეს გამართული შეხვედრების ფრაგმენტებს. წარმოდგენილია მხოლოდ ის მატჩები, რომელთა ვიდეომასალაც სხვადასხვა წყაროში მოიპოვება, დარჩენილ შეხვედრებს და ასევე გეფლე - დინამოს მატჩის მიმოხილვას ხვალ, ხუთშაბათს შემოგთავაზებთ იხილეთ fanebi.com
  2. გთავაზობთ უეფას ვეროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის დღეს გამართული შეხვედრების ფრაგმენტებს. წარმოდგენილია მხოლოდ ის მატჩები, რომელთა ვიდეომასალაც სხვადასხვა წყაროში მოიპოვება, დარჩენილ შეხვედრებს და ასევე გეფლე - დინამოს მატჩის მიმოხილვას ხვალ, ხუთშაბათს შემოგთავაზებთ იხილეთ fanebi.com
  3. ვიდეოტონი 1-1 მარიბორი FC Fehervar 1-1 NK Maribor Highlights იხილეთ fanebi.com
  4. ელფსბორგი 2-1 ისკრა სტალი იხილეთ fanebi.com
  5. სერკლ ბრიუგე 0-1 ტურკუ Cercle Brugge 0-1 TPS Turku Highlights იხილეთ fanebi.com
  6. ბესა 0-5 ოლიმპიაკოსი Besa 0-5 Olympiakos Highlights იხილეთ fanebi.com
  7. პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მოიწონა. როგორც მან მთავრობის სხდომაზე… ლინკი მედიანიუსზე
  8. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები დღეიდან იწყება. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა… ლინკი მედიანიუსზე
  9. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg ატო ლობიაკასი ბრიუსელი – ევროკავშირი, როგორც ჩანს, მისი სადავო გეგმის შეცვლის ზღვარზეა. ამ გეგმის თანახმად კი, 12 სპეციალური წარმომადგენელის პოსტი, ისეთი რეგიონებიდან, როგორებიცაა სამხრეთ კავკასია, მოლდოვა და შუა აზია, ავღანეთისა და აფრიკის დიდი ტბებისკენ, უნდა გაუქმებულიყო, აცხადებენ ჩინოვნიკები ბრიუსელში. 13 ივლისს ევროკავშირის ელჩები უკვე მესამედ შეიკრიბნენ წარმომადგენლების მომავლის გადასაწყვეტად. დიპლომატები, რომლებიც საუბარზე ანონიმურობის პირობით დაგვთანხმდნენ, აცხადებენ, რომ 27 წევრ სახელმწიფოს შორის ფართო შეთანხმება არსებობს იმაზე, რომ თორმეტივე ელჩს მანდატი მინიმუმ 6 თვის ვადით უნდა გაუგრძელდეს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მათი ბედის საკითხი ღიად რჩება და ამას მოგვიანებით დაგეგმილ დებატებზე განიხილავენ. თუკი გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრაზე 26 ივლისს ბრიუსელში დადასტურდება, მაშინ მანდატი გაუგრძელდებათ ევროკავშირის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნების, სპეციალურ წარმომადგენელს მოლდოვაში კალმან მიჟეის, და მათ კოლეგებს მაკედონიასა და ახლო აღმოსავლეთში. დიპლომატების თქმით, ამ ოთხ ელჩს, მაისში საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის კეტრინ ეშტონის გადაწყვეტილებით, საქმიანობა უახლოეს მომავალში უნდა შეეწყვიტა. „სათანადო წარმომადგენლობა“ ევროკავშირის ელჩები აცხადებენ, რომ ეშტონს პრობლემის გადაწყვეტა ბიუროკრატიული ბრძანებით სურდა, მაგრამ მისი გეგმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ, იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეს ცვლილება უნდა შეხებოდა და ევროკავშირის წევრებს, ვინც ამ ნაბიჯს ეწინააღმდეგებოდა, შესაძლებლობა მისცა საკითხისთვის უფრო ფართო პლიტიკური დატვირთვა მიეცა. დიპლომატების თქმით, ეშტონს დიდი სახელმწიფოების მხარდაჭერის გარანტიები გააჩნდა, თუმცა იმედი ჰქონდა რომ ამ თემაზე ფართო დებატებს თავს აარიდებდა. ეშტონის სპიკერმა მაია კოჩიანჩიჩიმ „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ ევროკავშირი ამ ეტაპზე ელჩების ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურ უწყებაში (EEAS) ინტეგრაციის გზებს ეძებს. EEAS–ი ბლოკის ახლადშექმნილი დიპლომატიური სტრუქტურაა, რომელიც ლისაბონის ხელშეკრულების თანახმად დაფუძნდა და რომელსაც ეშტონი უდგას სათავეში. EEAS პირველი იანვრიდან ამოქმედდება. კოჩიანჩიჩის თქმით, დებატები ევროკავშირის შიგნით გრძელდება და დასძინა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ეშტონის მიზანი, მისი სპიკერის თქმით, ევროკავშირისთვის პარტნიორ ქვეყნებში „სათანადო წარმომადგენლობების“ უზრუნველყოფაა. შვედეთი, პოლონეთი, ლიტვა, ესტონეთი, ლატვია, ჩეხეთის რესპუბლიკა, და იტალია ის ქვეყნებია, რომლებიც მტკიცედ მოითხოვდნენ მანდატების გაგრძელებას თორმეტივე სპეციალური წარმომადგენლისთვის, მათ საბოლოო ბედთან დაკავშირებული ყოველგვარი საზიანო შედეგის გამორიცხვით. ცნობას იმის თაობაზე, რომ ელჩები უნდა გაეწვიათ და ისინი ბრიუსელში მომუშავე უფრო დაბალი რანგის ჩინოვნიკებით უნდა შეეცვალათ, საქართველოსა და მოლდავეთში ხმაურიანი პროტესტი მოჰყვა. ევროკავშირის დიპლომატებმაც პირად საუბრებში აღნიშნეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი ევროკავშირის პრიორიტეტების სიაში შესაბამის ქვეყნებსა და რეგიონებს (ასევე მათ კონფლიქტებს) ჩამოაქვეითებდა. ეს გამამხნევებელი სიგნალი იქნებოდა ასევე მეტოქე ქვეყნებისთვისაც. ეშტონის სპიკერმა უარყო ვარაუდი იმის თობაზე, რომ ევროკავშირის მთავარი დიპლომატის მიერ დაგეგმილი ცვლილებები მსოფლიოს დანარჩენ ადგილებშიც ბლოკის წარმომადგენლობას შეასუსტებდა. „ევროკავშირს სურს მისი საგარეო პოლიტიკა უფრო აქტიური და ეფექტური იყოს მსოფლიოში“, – განაცხადა კოჩიანჩიჩიმ. ევროკავშირის წარმომადგენლობები პარტნიორ ქვეყნებში EEAS–ის პირობებში გაძლიერდება. სტრატეგიული კითხვის ნიშნები დიპლომატები ამბობენ, რომ ელჩების შეხვედრაზე დახურულ კარს მიღმა 1 და 12 ივლისს, ეშტონი და მისი მარჯვენა ხელი, ბრიტანელი დიპლომატი რობერტ კუპერი ამტკიცებდნენ, რომ მომავალში ევროკავშირმა სპეციალური წარმომადგენლები მხოლოდ სამი კონკრეტული მიმართულებით უნდა დანიშნოს. ესენია: ისეთი მოვლენების ან კრიზისების დროს, სადაც ევროკავშირს ადგილზე წარმომადგენლობა არ ყავს; რეგიონებში, რომლებსაც სტრატეგიული ყურადღება ესაჭიროება; ან გამონაკლის ქვეყნებში ან კრიზისებში, როგორიც მაგალითად ბირმაშია. თუმცა, დიპლომატების თქმით, ეშტონს და კუპერს პირდაპირ არაფერი უთქვამთ იმ სტრატეგიულ შედეგებზე, რომლებიც შეიძლება უკვე არსებული წარმომადგენლობების გაუქმებას მოჰყვეს. ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ეშტონი მუდმივად იმეორებდა იმას, რომ ზოგიერთი მოქმედი ელჩი (მას კონკრეტულად არც ერთის ვინაობა არ გაუმხელია) მისი დამოუკიდებელი შეხედულებების გამო პრობლემებს ქმნის. ეს თითქოს იმ ზოგიერთი დიდი წევრი სახელმწიფოს წუხილს ასახავდა, რომელსაც აქვს განცდა, რომ ზოგიერთი, მაგალითად სემნების მსგავსი ელჩი, მათ ურთიერთობებს ისეთ პარტნიორებთან, როგორიც რუსეთია, ართულებს. ეშტონი იმ წინადადების წინააღმდეგიცაა, რომ ევროკავშირმა ზოგიერთი ელჩი უფრო მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურით ჩაანაცვლოს და რომ ასეთი ფიგურები შეიძლება საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრებიდან შეარჩიონ. ეშტონი გამოვიდა წინადადებით, რომ ფრანგმა დიპლომატმა პიერ მორელმა, რომელიც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელია ცენტრალურ აზიაში და იმავდროულად საქართველო–რუსეთის ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობს, შეინარჩუნოს მისი ის მოვალეობები, რომელიც მას ბრიუსელის მიღმა აკისრია. კონფლიქტის დარეგულირება სამხრეთ კავკასიაში ფორმალურად სემნების კომპეტენციაში შედის. უარყოფითი შედეგები ეშტონისთვის? ეშტონის გეგმები იმ ფართო ამოცანის ნაწილია, რომელიც ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის EEAS –ს დაქვემდებარებაში მოქცევას გულისხმობს. მაგრამ წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილნი ამ გეგმების მიმართ, აღნიშნეს, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლები წევრმა სახელმწიფოებმა დანიშნეს და შესაბამისად მათი გამოწვევაც მხოლოდ ამ წევრი სახელმწიფოების საქმეა. გარდა ამისა, ზოგიერთი დედაქალაქი იმაზეც მიუთითებს, რომ ელჩები, რომელთა თანამდებობებიც შენარჩუნდება, EEAS–ს არ უნდა მიუერთდნენ, არამედ ანგარიშვალდებულები უნდა დარჩნენ პირდაპირ ბრიუსელში წევრი სახელმწიფოების ელჩების წინაშე. შედეგად, ჩინოვნიკების თქმით, იყო ძლიერი ზეწოლა იმაზე, რომ ეშტონი და მისი წარმომადგენლები ჩამოეშორებინათ სპეციალური წარმომადგენლების მომავალთან დაკავშირებული დებატებიდან. ეშტონი რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ საჯაროდ გააკრიტიკა იმისთვის, რომ იგი ბერლინის და პარიზის ზეწოლისადმი მგრძნობიარეა, განსაკუთრებით საკადრო გადაწყვეტილებების მიღების დროს. EEAS–ის მთავარ თანამდებობაზე საფრანგეთის წარმომადგენლის დანიშვნა იგეგემება, ამ უკანასკნელის მოადგილეებს კი გერმანიიდან და პოლონეთიდან ნიშნავენ. ამბობენ იმასაც, რომ საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირის ყველაზე მომგებიანი ელჩების თანამდებობების ნაწილს ბლოკის მიღმა ერთმანეთში ინაწილებენ. ორიგინალი ორიგინალი
  10. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია საზოგადოებას ახალ საპრივატიზაციო გეგმას ახლო მომავალში გააცნობს. როგორც მან… ლინკი მედიანიუსზე
  11. http://soccerday.ge/uploads/posts/2010-07/1279183316_27778_100807149968029_100001162324491_4448_5027679_n.jpg SOCCER DAY თბილისის "დინამოს" ყველაზე გამორჩეულ ფორვარდს,მათე ვაწაძეს გაესაუბრა მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე,გთავაზობთ მასთან მცირედ ინტერვიუს სრულად იხილეთ
  12. http://b.pix.ge/n/orss6.jpg ზუგდიდის “ბაიას” მიერ სამშაბათს პირველლიგელ ხობის “კოლხეთთან” გამართულ საკონტროლო შეხვედრაში (6:0), მასპინძლელთა შორის ბოლო ხანს უზბეკეთში მოთამაშე გიორგი მეგრელაძეც გამოჩნდა. ფორვარდი მწვრთნელებმა მე-2 ტაიმში ჩართეს თამაშში და მან მეტოქეს გოლი გაუტანა. დარჩენილი გოლები ჭელიძემ, კვეკვესკირმა (2), სიხარულიამ და ჩანგელიამ მიითვალეს. როგორც “მსოფლიო სპორტს” ზუგდიდელთა კონსულტანტმა ოთარ გაბელიამ უთხრა, მეგრელაძის გუნდში დარჩენა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ეს ტრანსფერი ისეთივე ბეჭედდასმულია, როგორც გუნდიდან გურამ სამადაშვილის, ამირან ყველაშვილის, ზაზა სახოკიასა და გიორგი ქირიას გაშვება. სრულად იხილეთ
×
×
  • შექმენი...