planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://epn.ge/wp-content/uploads/DSC_28941-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ნატოში მისწრაფება სულ აქვს და ამას მოსახლეობის 70% უჭერს მხარს. ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბერნარ კუშნერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო არასოდეს შეცვლის თავის პოლიტიკას, იქამდე სანამ, ეს მთავრობა იქნება. იხილეთ epn.ge
-
http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/Europa/gelashvili_medium.jpg ქვეყნის ბრინჯაოს პრიზიორი "ზესტაფონი" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ "დუკლასთან" დღეს პირველ მატჩს გამართავს. ბანსკა-ბისტრიცას გუნდი გუშინ ჩარტერული ავიარეისით კოპიტნარის აეროპორტში ჩამოფრინდა. სლოვაკები ქუთაისში დაბინავდნენ, საღამოს კი ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ივარჯიშეს. სრულად იხილეთ
-
http://soccerday.ge/templates/Default/logos/7.png უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ფოთის "კოლხეთი" ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. ბესიკ შეროზიას გუნდმა მორიგი საკონტოლო მატჩი გამართა. ზღვისპირულ დერბიში "კოლხები" "ბათუმს" გაეჯიბრნენ და შეხვედრა 1:1 დასრულდა. სრულად იხილეთ
-
http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/Europa/trucha_medium.jpg თასის მლობელი "ვიტ ჯორჯია" ევროპის ლიგას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს. ვეტერინართა მეტოქე ჩეხური "ბანიკია" ოსტრაველები თბილისში გუშინ ჩამოვიდნენ, გუნდამდე კი მეტოქე კლუბის დირექტორი ტომაშ ტრუხა გვეწვია. ვეტერინართა კლუბის წარმომადგენლებთან ერთად, ტრუხამ გუშინწინ მოინახულა ეროვნული სტადიონი, მერე კი გუნდისთვის სასტუმრო "რედისონ ივერიაში" ნომრები დაჯავშნა და "ლელოსთან" საუბარზე თავაზიანად გვითხრა თანხმობა. სრულად იხილეთ
-
ლონდონის არსენალის კაპიტანი სესკ ფაბრეგასი 3 კვირაში დაუბრუნდება ვარჯიშებს.არსენ ვენგერის განცხადებით მას სურს,რომ სესკი სრულიად დასვენებული დაბრუნდეს... იხილეთ fanebi.com
-
http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/Europa/gefle_medium.jpg ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის `დინამო~ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს დღეს ჩაატარებს. `დინამოს~ მეტოქე არაფრით გამორჩეული შვედური `გეფლეა~, 128 (!) წლიანი ისტორიის მიუხედავად, `ადგილობრივი მასშტაბის~ ტიტულებითაც რომ ვერ მოიწონებს თავს. თავად განსაჯეთ: შვედეთის უმაღლეს ლიგაში (`ალსვენსკა დივიზიონი~) `გეფლე~ მხოლოდ მეათე სეზონია ასპარეზობს. თანაც, თავდაპირველად 1933-34 წლებში მონაწილეობდა, მერე _ 1983-84 წლებში, 2005 წლიდან კი სტაბილურად `ახერხებს~ და შვედეთის უძლიერეს ლიგაში ადგილს ინარჩუნებს. საუკეთესო შედეგი კი... ჩემპიონატში დაკავებული მეცხრე ადგილი და შვედეთის თასის ფინალში გასვლაა, _ `გეფლემ~ ორივე ამ მიღწევას 2006 წელს მიაღწია. `დინამოს~ დღევანდელი მეტოქე შვედეთის ჩემპიონატში ამჟამად მეათე-მეთორმეტე ადგილებს იყოფს `დიურგარდენთან~ და `ჰეკენთან~ ერთად _ გუნდს 16 ქულა აქვს (ბურთების სხვაობა: 13-16). `გეფლეს~ შვედეთში არაფრისთვის მიუღწევია და საერთაშორისო ასპარეზზე რაღა წარმატება უნდა ჰქონდეს; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დღევანდელი მატჩი `გეფლესთვის~ ევროტურნირებზე მხოლოდ მეხუთე იქნება! პატარა ქალაქ ევლეს გუნდმა ევროტურნირებზე სადებიუტო სეზონი პირწმინდად ჩააგდო _ უელსის `ლანელის~ ვერ აჯობა. სამაგიეროდ, 2010-11 წლების ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების `რუნავიკს~ ორი შეხვედრა მოუგო (2:0, 2:1); ჰოდა, ასეთი გუნდის... `დინამოსთან~ შედარება, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უხერხულიც არის. სრულად იხილეთ
-
თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ოპოზიცია და კუშნერი, საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებით, "ერთ ტონალობაში" საუბრობდნენ. ,,რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა, თინა ხიდაშელმა ,,ნეტგაზეთს“ რამდენიმე კონკრეტული საკითხი დაუსახელა იმ საკითხებს შორის, რაზეც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბერნარ კუშნერთან შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. ხიდაშელის თქმით, კუშნერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო აღარ აღმოჩნდება რაიმე შეიარაღებული კონფრონტაციის მონაწილე. როგორც ხიდაშელი ამბობს, ოპოზიციის წარმომადგენლები და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ,,ერთ ტონალობაში’’ საუბრობდნენ: ,,ჩვენ ვთქვით, რომ სააკაშვილის პროვოცირება ადვილია და თუ რუსეთს უნდა, ამას გააკეთებს. მან საკმაოდ ცინიკურად განაცხადა, რომ ეს ერთხელ უკვე მოხდა“, – ამბობს ხიდაშელი. ამაში კუშნერმა რუსეთის მიერ ომის წამოწყების პროვოცირება იგულისხმა, რასაც საქართველოს პრეზიდენტი „წამოეგო.“ ,,რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა შეხვედრაზე კუშნერს აგვისტოს ომის პერიოდის სისხლის სამართლის საერთაშორისო დანაშაულებების შესახებ ანგარიში გადასცა. ანგარიშში ხიდაშელმა 5 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შეკრებილი 6000–მდე დევნილის ჩვენება, აგვისტოს ომის პრეისტორია და ომის დროს მომხდარი სისხლის სამართლებრივი დანაშაულებების ანალიზი გააერთიანა. ანგარიში უკვე გადაეცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები რამდენჯერმე იყვნენ საქართველოში და ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს ერთგვარი ჩამოყალიბებული საერთაშორისო პოზიცია იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს რეალურად საქმის წარმოების დაწყება“ – განმარტავს ხიდაშელი. ოპოზიციის წარმომადგენლებისა და კუშნერის შეხვედრაზე პოლიტპატიმრებზეც ისაუბრეს. ხიდაშელის თქმით, საფრანგეთის საელჩო შემოდგომაზე საქართველოში კონფერენციის ჩატარებას სწორედ პოლიტპატიმრების თემაზე გეგმავს. ხიდაშელის აზრით, როცა ქვეყანაში ასეთი კონფერენცია ტარდება, ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ პრობლემის აღიარება ხდება, და მეორე, კონფერენციაზე ხელისუფლების მიმართ მნიშვნელოვანი მიმართვები და საკითხები უნდა შემუშავდეს. ,,როდესაც მეგობარი სახელმწიფოს ეგიდით ასეთი კონფერენცია ტარდება, როგორც წესი, მისი იგნორირება არ ითვლება კარგ ტონად საერთაშორისო საზოგადოების თვალში“. როგორც ხიდაშელმა ,,ნეტგაზეთს“ განუცხადა, კუშნერს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები არ შეუფასებია, მაგრამ მიიღო ოპოზიციის წარმომადგენლებისაგან თხოვნა, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ქვეყანას დაეხმაროს. ,,რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლის აზრით, საგარეო საქმეთა მინისტრების გახშირებული ვიზიტები მიზნად ისახავს, ევროპისათვის გარანტიების მიცემას, რომ საქართველო გაუთვლელ ნაბიჯებს აღარ გადადგამს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://epn.ge/wp-content/uploads/DSC_29001-150x150.jpgსაქართველო ევროპაში ყველაზე ნაკლებ კორუმპირებული ქვეყანაა,- ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ბერნარ კუშნერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავარია ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა და რეფორმები გაგრძელდეს. “კრიმინალი საქართველოსში 4-ჯერ ნაკლებია ვიდრე რუსეთში. ჩვენ ბევრი დრო დავკარგეთ, მაგრამ ეხლა საქართველო ევროპაში ყველაზე ნაკლებ კორუმპირებული ქვეყანა ვართ”,- განაცხადა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
თბილისის ყველაზე ძვირადღირებულ საცურაო აუზებზეც კი არსებობს შანსი, რომ ადამიანი ფეხის სოკოთი დაავადდეს. ექსპერიმენტის ჩასატარებლად ნეტგაზეთის ჟურნალისტი პირველად „ლაგუნა ვერეს“ საცურაო კომპლექსში მივიდა. წასვლამდე ფეხისა და ხელის ფრჩხილებზე მუქი ფერის ლაქი წაისვა. ექსპერიმენტისთვის ნეტგაზეთის ჟურნალისტმა, ფრჩხილების სტრუქტურის მთლიანად დასაფარად, ლაქის ორი ფენა წაისვა, ისე, რომ არანაირი დაზიანება არ გამოჩენილიყო. ნეტგაზეთის ჟურნალისტისთვის „ლაგუნა ვერეს“ საცურაო კომპლექსის ექიმს ლაქის გადაცლა არ მოუთხოვია. „ისედაც გეტყობა, რომ არაფერი გექნება“–განუცხადა ექიმმა. გამოდის, ფრჩხილის სოკოს არსებობის შემთხვევაშიც, აუზზე შესვლა და ბანაობა მას თავისუფლად შეეძლო. დერმატო– ვენეროლოგის, მაია მათოშვილის თქმით, პირველ რიგში, საცურაო კომპლექსის ექიმის მიერ უნდა მოხდეს მომხმარებლის კანისა და ფრჩხილების დათვალიერება. „ამისათვის ქალებს წინასწარ მოცილებული უნდა ჰქონდეთ ფრჩხილის ლაქი, რადგან შეუძლებელია ლაქით დაფარული ფრჩხილის დიაგნოსტირება“, –ამბობს მათოშვილი. როგორც მაია მათოშვილი ამბობს, თუ ფრჩხილი დაავადებულია, მაშინ მისი ფერი იცვლება. „ქრება სიკრიალე, ჩნდება მოთეთრო და მოყვითალო ფერის ლაქები, იცვლება ფრჩხილის ფორმაც, ფრჩხილის ფირფიტა სქელდება და იქერცლება“. აუზებზე ჯანმრთელობის ცნობის ასაღებად ე.წ. სოკოზე შემოწმება აუცილებელი პირობაა. აუზებზე ექიმები იქ მისულს მხოლოდ ფეხის ტერფებს უმოწმებენ. დერმატო–ვენეროლოგების თქმით, ფეხის ტერფთან ერთად ფრჩხილების დეტალური დათვალიერებაც უნდა ხდებოდეს. საცურაო კომპლექსების ადმინისტრაციის თქმით, აუზზე წყლის ფილტრაცია ყოველდღე ხდება. წყლის ფიზიკურად დამუშავებასთან ერთად კი, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებითაც ხდება მისი დეზინფექცია. მხოლოდ ქლორირებული და დამუშავებული აუზები კი, როგორც მაია მათოშვილი ამბობს, არ იძლევა იმის გარანტიას, რომ დაავადება არ გავრცელდეს. „ქლორირებული წყალი დიდხანს ინარჩუნებს თავის თვისებებს, თუმცა 100 %–იანი გარანტია იმისა, რომ აუზების დამუშავებით ყველა მიკრობი და ბაქტერია კვდება, არ არსებობს. გარანტია შეიძლება მხოლოდ 70 % იყოს. ვენეროლოგის თქმით, წყალში კიდევ უფრო ნაკლებია შანსი იმისა, რომ დაავადება გავრცელდეს.“ „მაგალითად, საზარდულის სოკოს გადადების რისკი უფრო მაღალია შეზლონგზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ სხვის პირსახოცზე წეხარ“. ექიმის თქმით, აუზებზე სოკოზე მკაცრი კონტროლი იმიტომ უნდა მოხდეს, რომ იქ ტენიანობა მაღალია. „საერთო აბაზანები, აუზები, სპორტული დარბაზები ყველაზე ხელსაყრელი გარემოა სოკოს გავრცელებისთვის. პლიაჟებზე ნაკლებად, იქ ჰაერის ცვალებადობა დიდია“, –ამბობს მაია მათოშვილი. პროფილაქტიკის მიზნით, დერმატო–ვენეროლოგი, მაია მათოშვილი აუზიდან გამოსვლის შემდეგ მომხმარებელს სპეციალური, ანტიმიკოზური (ანტო სოკოს) დასაბანი გელის გამოყენებას ურჩევს. მისივე თქმით, სოკოს გამოვლენის პროცესი ხანგრძლივია, ამიტომ რთულია იმის დადგენა, რომ ადამიანს ის მაინცდამაინც საცურაო აუზზე გადაედო. „ლაგუნა ვერეს“ ადმინისტრაციის თანამშრომლის თქმით, ჯანმრთელობის ცნობის აღება 5 ლარად იქვეც შეიძლება და სხვა ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულებიდანაც შესაძლებელია. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც, 2.50 ლარი აუზის ადმინისტრაციაში მაინც გადასახდელია. ახლად გახსნილ საცურაო კომპლექსში „ოლიმპიკი“ ჯანმრთელობის ცნობის მიტანა სხვა სამედიცინო დაწესებულებიდან არ შეიძლება. აუზზე ცნობის აღება კი 10 ლარი ღირს. როგორც ნეტგაზეთის ჟურნალისტს განუმარტეს, მათი ექიმი მხოლოდ ფეხის ტერფს ათვალიერებს. ვაკის საცურაო აუზი თბილისში ყველაზე ძვირადღირებულია. 1 დღე –90 ლარი, 1 წლის აბონემენტი კი– 3480 ლარი ღირს. ჯანმრთელობის ცნობა ვაკის საცურაო აუზზე 30 ლარი ღირს. ცნობის მიტანა ნებისმიერი საავადმყოფოდან ან კლინიკიდანაც შესაძლებელია. როგორც ნეტგაზეთის ჟურნალისტს უთხრეს, აუზზე არა კონკრეტულად სოკოს არარსებობის დამადასტურებელ ცნობას ითხოვენ, არამედ ცნობას, რომ პრაქტიკულად ჯანმრთელი ხარ. ასეთი ჯანმრთელობის ცნობა კი, რომელიც მომხმარებელს აუზზე სხვა სამედიცინო დაწებსეულებიდანაც შეუძლია მიტანა, სხეულის დეტალურ დათვალიერებას არ გულისხმობს. ჟურნალისტს, რომელმაც ექსპერიმენტი ჩაატარა, ონიქოდისტროფია (ფრჩხილის სტრუქტურის დარღვევა) აქვს. ფრჩხილის სტრუქტურის დარღვევის ერთ–ერთი სიმპტომი ფრჩხილის ზედაპირის ფორმის შეცვლაა, რაც ფრჩხილის სოკოსთვისაც დამახასიათებელი სიმპტომია. საბოლოო დასკვნისთვის ფრჩხილის ანათალის მიხედვით ანალიზი კეთდება. თუკი ლაქის გადაცლის გარდა ფეხის ძალიან დეტალური დათვალიერება არ მოხდა, მინიმალური ეჭვის გაჩენის შემთხვევაშიც, აუზის ექიმი ვალდებულია, დაავადების გამოსავლენად, მომხმარებელს ანალიზის გაკეთება მოსთხოვოს. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ფრჩხილის სოკოს შემთხვევაშიც აუზზე დაშვების შანსი ძალიან დიდია. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://epn.ge/wp-content/uploads/image_large7-150x150.jpgსაგარეჯოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა. უკვე ერთი საათია გადაუღებლად წვიმს. წვიმას თან ერთვის სეტყვა და ქარი. როგორც, რადიო „ჰერეთის“ კორესპონდენტი იუწყება, დატბორილია ქალაქის ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები. წვიმის შედეგად მიტოვებულ ზარალს სპეციალური კომისია უახლოეს მომავალში დაადგენს. იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/leiboristebi3.jpg„ლეიბორისტული პარტია” ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას „კონსტიტუციური რეფორმა საქართველოში” ეხმაურება და სპეციალურ მიმართვასაც უგზავნის. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/leiboris.jpg itvს ლინკი
-
მილანის ინტერის სპორტულმა დირექტორმა მარკო ბრანკამ დღეს განაცხადა,რომ ბალოტელი და მაიკონი არ იყიდებიან.ისინი მომავალი სეზონშიც დაეხმარებიან "შავ-ლურჯ რაინდებს". იხილეთ fanebi.com
-
http://farm3.static.flickr.com/2643/3752401584_8e671e28d1.jpg მოკლედ: ინსუა 5 მილიონად ფუნტად გაიყიდა. ნემეთის აგენტის ცნობით ფორვარდი დარჩენას აპირებს. ნგოგზე კი ოფიციალური შემოთავაზებაა… ვრცლად: პრესაში გავრცელებული ინფორმაციით ლივერპული დათანხმდა არგენტინელი მარცხენა მცველის 5 მილიონად გაყიდვას. სავარაუდოდ ინსუა მომავალ 24 საათში დაასრულებს პირად მოლაპარაკებებს ფიორენტინასთან და შემდეგ იტალიურ კლუბში სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის. კრისტიან ნემეთის აგენტმა, ტიბორ პატაკმა კი განაცხადა: “კრისტიანის ერთადერთი სურვილი ლივერპულში დარჩენა და წარმატების მიღწევაა, თუ რათქმაუნდა ენფილდზე მას ამის შესაძლებლობას მისცემენ. თუ იგი მინიმალურ შანსს მაინც დაინახავს, რომ ძირითად გუნდში დაიკავოს ადგილი, ნემეთი მაქსიმუმს გააკეთებს და ბოლომდე იბრძოლებს საკუთარი პოზიციისთვის. ” ნემეთის აგენტმა ასევე განაცხადა, რომ ნემეთით საბერძნეთში, იტალიაში და გერმანიაში არიან კლუბები დაინტერესებულნი… თუმცა ამ ახალგაზრდა ფორვარდის გაშვება-დატოვების საკითხი როი ჰოჯსონზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მოეწონება კრისტიანი მას მომავალი ვარჯიშების დროს შვეიცარიაში და ამხანაგურ თამაშებზე… ვესტ ბრომვიჩის მმართველმა, დი მატეომ კი დაადასტურა, რომ მისი კლუბი დაინტერესებული დავიდ ნგოგის 1 წლიანი იჯარით გადაყვანით. თუმცა ზოგადად კლუბები ყოველთვის ელოდებიან ივლისის დასასრულს ან აგვისტოს დასაწყის და შემდეგ უშვებენ ფეხბურთელებს იჯარით სხვა გუნდებში… ასე რომ არის შანსი 1 წელი მაინც დავისვენოთ გულშემატკივრებმა… View the full article
-
გუშინ საღამოს,მილანის ინტერის 2010-11 სეზონისთვის ახალი ფორმის პრეზენტაცია შედგა. იხილეთ fanebi.com