-
პოსტები
831 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
5
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი giauridia
-
თიმოკრატიის რამდენიმე განმარტება არსებობს. პლატონის თანახმად, თიმოკრატია (“ტიმ” ბერძნ.- ცენზი) პატივმოყვარეთა და მეომართა მმართველობაა. პლატონი მმართველობის ამ ფორმას ოლიგარქიის, დემოკრატიისა და ტირანიის მსგავსად უარყოფითად მიიჩევდა. დღეს ტერმინი თიმოკატია განიხილება როგორც აგრესიული, გაუნათლებელი ბანდის მმართველობა (“თიმ” _ ინგლ. ჯგუფი, გუნდი). მათ არ იციან, ჩვენ კი გვავიწყდება, რომ ნებისმიერი რევოლუცია, როგორიც უნდა იყოს ის, სისხლიანი თუ უსისხლო, მხოლოდ ძველი ცხოვრების დასასრულია და, სამწუხაროდ, არა ახალი, უკეთესი ცხოვრების დასაწყისი. რევოლუციას მხოლოდ ძველის ნგრევა მოაქვს, ხოლო ახლის შენებისათვის უმაღლესი ზნეობა და განათლებაა აუცილებელი. თუ საზოგადოების პოლიტიკურად აქტიურ ნაწილში არის უმაღლესი ინტელექტი და ზნეობა, მაშინ რა საჭიროა რევოლუცია? პარადოქსია! როდის მივხვდებით, რომ ფაზა, რომელშიც ამჟამად ქვეყანა შევიდა, შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს იმ მარტივი მიზეზით, რომ რაც უფრო იხვეწება მათი უზნეობა, მით უფრო მკვეთრად გადადის ინფანტილიზმში ჩვენი პატიოსნება. სამწუხაროდ, როცა ეს მთელი საქართველოსათვის ნათელი გახდება, შეიძლება გვიანი აღმოჩნდეს. ცხადია, აზროვნების ორიენტირის შეცვლას დრო სჭირდება. ამიტომ ჩვენი უპირველესი საზრუნავია, როგორმე გავაერთიანოთ საზოგადოების პატიოსანი ნაწილის პოტენციალი, რათა ამ უმსგავსობის წინაშე ზნეობრივი ბარიერი მაინც აღვმართოთ. ურთულესი პრობლემის წინაშე ვდგავართ, რადგან ”პოლიტიკური ელიტა” აქტიური ქმედებისთვის მცირე არეალსაც არ გვიტოვებს. არსებული კატასტროფული მდგომარეობა ცხადყოფს ორ ურთიერთგამომრიცხავ პათოლოგიას: საზოგადოებაში არასრულფასოვნების კომპლექსის დამკვიდრებას და იმავდროულად, უზნეო უმცირესობაში ყოვლისშემძლეობის მანიის აღზევებას. ანუ მიმდინარეობს არა საზოგადოების აზროვნების ჰორიზონტის გაფართოების მცდელობა, არამედ მისი ხელოვნურად დავიწროება, რაც ყოფიერების გააზრებას თავისთავად გამორიცხავს. ეს შეზღუდული სივრცე ”პოლიტიკური ელიტის” პირადი ინტერესების დაცვას წარმატებით ემსახურება და ეს მწირი სამყარო ყოვლისმომცველად ეჩვენებათ. შეზღუდული სივრცისაკენ სწრაფვა _ ეს ყველა მანიის თანმდევი მოვლენაა. ფსიქიატრიაში ამგვარი მანიით დაავადებულ ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობის სუბიექტებს ალბათ ამიტომაც უწოდებენ. პარადოქსია, მაგრამ ასეთი ადამიანები ხშირად მართვის სადავეებს იგდებენ ხელში. კაცობრიობის ისტორიაში ცნობილია “საოცრება”, რომ ასეთი ახალი პატრონი ძველს არაფრით სჯობს, რადიკალური ცვლილება უბრალოდ ილუზიაა და მათი უდრეკი ფანატიზმი, სხვისი აზრისა და მისწრაფების შეუწყნარებლობა, პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს. პოლიტიკური ავანტიურისტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახერხებენ დაარწმუნონ მასა, რომ ცხოვრების, ჩვენი და ჩვენი შვილების ბედის მართვის “ჭეშმარიტებას” მხოლოდ ისინი ფლობენ და ჩვენ კი, უბრალო მოკვდავთ, იმედიც არ უნდა გვქონდეს, რომ ამ “ჭეშმარიტებას” ოდესმე შევწვდებით. ამიტომ აუცილებელია გაუაზრებლად ვენდოთ მათ და მალე ჩვენზე ბედნიერ ერს ვერსად იპოვით. (მ.თ.)
-
სოკრატეს აზრით, დემოკრატიული პრინციპები არასრულფასოვანია. ის ღრმად არის დარწმუნებული, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო იღუპება, რადგან მართვის სადავეს ხელში იგდებენ ისინი “ . . . რომელნიც არჩეულნი არიან ცნობილი, გავლენიანი პირების მიერ”. . . და ისინი . . . “ვინც ძალაუფლება ჩაიგდო ხელში კენჭისყრით, ძალადობით ან სიცრუით. . . “ პოლიბიუსის აზრით, დემოკრატიის დროს, ბრბო თანდათან ეჩვევა სხვის ხარჯზე მათხოვრული ლუკმის მიღებას და უბადრუკ ცხოვრებას, ენდობა ყველას, ვინც ოდესმე რამეს მიუგდებს. ამით სარგებლობს ნებისმიერი თავხედი დემაგოგი, აფერისტი, ხოლო თვით ბრბოს სახელმწიფო საქმეები, პოლიტიკა აღარ აინტერესებს. შესაბამისად, დემოკრატიაში დევს ისეთი რამ, რაც მის თვითგადაგვარებას განაპირობებს. ამ შემთხვევაში “სახელმწიფო უკეთილშობილესი, სახალხო მმართველობით ინიღბება, რეალურად კი სახელმწიფო ხდება ყველაზე ცუდი, როგორიც შეიძლება იყოს ის საერთოდ”. უინსტონ ჩერჩილის სიტყვებიa _ “ვიცი რა საზიზღრობაა დემოკრატია, მაგრამ სამწუხაროდ, უკეთესი არ არსებობს”. ნებისმიერი დროის დემოკრატია უცილობლად ერთმმართველობაში გადადიოდა. აქედან, მკვიდრდება მოაზროვნე ადამიანებში სახალხო მმართველობისადმი უარყოფოთი დამოკიდებულება. საზოგადოების უმრავლესობის შეუზღუდავი, გაუაზრებელი თავნებობა ოლიგარქებისა და ტირანების სისასტიკეზე უფრო უარესი აღმოჩნდა.
-
ფარსია!
-
Nukriko ნეპოტიზმი საქართველოს საზოგადოებისათვის ტრადიციულია. მაგრამ უფრო დიდი უბედურება ქვეყნისათვის არის კომპლიმენტარიზმის პრინციპი
-
ამერიკის უდიდესი პრეზიდენტი ავრაამ ლინკოლნი ტრაბახობდა, რომ მან ყველა მტერი გაანადგურა და მტერი არ ყავს, ხოლო შეკითხვაზე თუ როგორ მოახერხა მან ეს - უპასუხა, რომ მტრები აქცია მოყვარებად. ეს არის ნამდვილი პოლიტიკოსი! ესენი კი ამას ვერ შეძლებენ, განათლება და კიდევ ბევრი რამ აკლიათ.
-
”ელიტას” ე.წ. კომპლიმენტარული პრინციპი აერთიანებს. რას ნიშნავს ეს?- ვისაც ოდესმე სახლში ძაღლი ჰყოლია, ერთ საინტერესო ეფექტს შეამჩნევდა. ძაღლი არჩევანს აკეთებს თქვენთან სტუმრად მოსულ უცხო პირებს შორის. რატომღაც, ზოგიერთების მიმართ დადებით ემოციებს ამჟღავნებს და მისი კომპლიმენტი სტუმრის მიმართ კუდის ქიცინით გამოიხატება, ზოგიერთის მიმართ კი აშკარა აგრესია იწყება, ხანდახან იმდენად შემაწუხებელი, რომ აუცილებელია მისი იზოლაცია. ეს გარეულ ცხოველებშიც შეინიშნება.
-
მსხვერპლთმიმღები გახლავთ არა მარტო კრიმინალური, მცირერიცხოვანი ”ელიტარული” ჯგუფი, არამედ ამ ჯგუფის ლიდერთა მიერ დაგებულ მარტივ ხაფანგში გაბმული, უფრო დაბალ კრიმინალურ საფეხურზე მდგომი ფენაც. ლიდერს, უსიტყვოდ მორჩილი არმია მუდმივად სჭირდება. ამისათვის, მორჩილთა დანაშაულში ჩათრევა ნებით, თუ უნებლიედ, აუცილებელია. ამ ფენის ცხოვრების ძირითადი მიზანია ლიდერისაგან ბიოლოგიური საკვების მოპოვება, შემდეგ კი ორგანიზმში ბეჯითად შეყვანა და მონელება. ამ ფენის ფსიქოლოგიის გარკვევაში ჯერ ნუ დავკარგავთ დროს.
-
სადამდე შეგვიძლია ესე ჩმორებად ცხოვრება?
giauridia replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჩვენს ცხოვრებას უკვე სარდაფის შმორიანი სინესტის სუნი ასდის. საზოგადოება თვალებდახრილ, მობუზულ ინვალიდს დაემსგავსა. მასში განვითარდა არასრულფასოვნების კომპლექსი. ის ღრმადაა დარწმუნებული, რომ საკუთარი ბედის მართვას ვერასდროს შეძლებს. ურთულესია მას გავაგებინოთ, რომ სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და მართვისათვის აუცილებელია ის მსოფლმხედველობა, რომლის საფუძველსაც პარადიგმა წარმოადგენს. -
babuagiorgi აბსოლუტურად გეთანხმები ამაში _ რა ვქნათ დღეს. რა ვქნათ - ეს არის ჩვენს მიერ შესარჩევი მიზანი (და არა საშუალება) დასადგენია ის ზნეობრივი იერარქია რითაც ვაპირებთ მიზნის რეალიზაციას.
-
babuagiorgi შენ თუ ვერ უპატრონებ, სხვა მოვა და უპატრონებს. ყველა ზნედაცემული ბოროტმოქმედი ზრახვების აღსრულებისას თავისი მსხვერპლის ცუდ მეხსიერებას ეყრდნობა. შესაბამისად, ცხოველური ინსტინქტებით შეპყრობილი კაცობრიობის მცირე ნაწილი მხოლოდ იმიტომაა აღზევებული, რომ დანარჩენი ნაწილის მეხსიერებას ბზარი აქვს გაჩენილი.
-
babuagiorgi როდესაც რომის ჯარი მიადგა კართაგენს მხარეებმა დადეს ხელშეკრულება იმის თაობაზე თუ კართაგენი ჩააბარებდა იარაღს, დაწვავდა თავის ფლოტს და გადაიხდიდა დიდძალ ოქროს ხარკის სახით, ამ შემთხვევაში რომაელები მათ არ დაარბევდნენ. კართაგენელებმა შეასრულეს ხელშეკრულება. რომაელებმა კი ამის მერე ააოხრეს კართაგენი ნახევარი მოსახლეობის ამოჟლიტეს მეორე ნახევარს თავისივე ხელით დაანგრევინეს კართაგენი და ცინიზმის ნიშნად მარილიც მოაყრევინეს კართაგენს. ანუ რომაელმა მშვენივრად იცოდა, რომ სამართალი არი ძლიერის მხარეზე. ჩვენც ასე არ დაგვემართოს
-
უ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია.
-
babuagiorgi babuagiorgi კარგი ციტატა არის. მეც ვარ სამშობლოს რიგითი "მოღალატე" - ვინაიდან არ ან ვერ ვაკეთებ მისთვის რაც შემიძლია
-
babuagiorgi აღნიშნული თემა ჩემთვის კარგად არის ცნობილი. აფხაზეთში ომის დაწყებამდე ვიყავი მოსკოვის ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტი, პერსპექტივის მიუხედავად მივატოვე კარიერა და ჩავედი სახლში (სოხუმში) საომრად. გავლილი მაქვს ბოლო დღემდე საომარი მოქმედებები ვარ ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი. გამოცემული მაქვს (ავტორი) 4 კრებული დევნილთა საკითხებზე და და მრავალი გამოცემის თანაავტორი (შეგიძლია გადაამოწმო გუგლში გიორგი ურიდია). მეგონა რომ მიყვარდა ჩემი სამშობლო, მაგრამ ეს თურმე საკმარისი არ ყოფილა. კრიტიკული ვიყოთ ჩვენი თავის მიმართ და კრწანისის ველზე დატრიალებილი ტრაგედია არ უნდა დავაბრალოთ აღა-მაჰმად-ხანს.
-
Siknadmo ის ტაქტიკა რასაც მთავაზობ ჩემთვის არის მექანიზმი და არა მიზანი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - ადამიანის ცხოვრებისათვის საკადრისი საზოგადოებისა და სახელწიფოს შექმნა, რის თაობაზე შემდეგ მოგწერ. ეხლა მეჩქარება უნდა წავიდე საქმეზე.
-
Marta1 ეს დემაგოგია არის თქვენი მოგონილი, რათა პასუხისმგებლობა თქვენ დანაშაულზე სხვაზე გადაიტანოთ! ვინ დაიწყო ომი აფხაზეთში კარგად ვიცი. ომის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში ადგილობრივი ქართველებისათვის (აფხაზეთში) იარაღი არ მიუციათ პირიქით სანადირო თოფებიც წაართვეს, სანამ ბოლომდე არ გაიძარცვა შემოსული ბანდების მიერ და არ გაიტანეს აფხაზეთის მოსახლეობის დოვლათი. ხოლო როდესაც ეცემოდა აფხაზეთი ჯარმა დატოვა თავისი პოზიციები და გაეცალა იქაურობას, ადგილობრივი მოსახლეობა კი დარჩა დაუცველი მტერთან, შესაბამისად მოსახლეობაში მსხვერპლი იყო ძალიან დიდი, რაც ჩემი აზრით იყო გენოციდი დღეისათვის ფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი სამწუხაროდ არის გასული ქვეყნიდან, ვინაიდან სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მათთვის საარსებო მინიმალური პირობები. არსებულ მდგომერეობაზე პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გადავინაწილოთ თანაბარწილად!!!
-
lasha1997 ბოლო არჩევნებზე ვიყავი დამკვირვებელი გლდანში. მე-5 და მე-10 (ვითომ ქრისტიან - ვითომ დენოკრატები) ნომრები შეთანხმებულად მუშაობდნენ, ნაციონალების კოორდინატორები და მათი აქტივისტები იყვნენ ადგილობრივები და დევნილები მა|თ შორის არ მინახია
-
babuagiorgi არც შენი დახმარება არ მჭირდება და არც შენი მხარდაჭერა!!! ჯერ თქვენი თავისათვის ვერ გიშველიათ!!!
-
babuagiorgi საიდან მოგაქვთ ეს პროცენტები? მე თვითონ ვარ აფხაზეთიდან ჩემს ირგვლივ ვინც არის ნამდვილად ვიცი, რომ ხმა არ მიუციათ არსებული ხელისუფლებისათვის და ამიტომაც ჩვენ გვსჯიან ამისათვის. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მგონი ადგილი აქვს მცდელობას ადგილობრივი მისახლეობა დაპირისპირონ დევნილებს
-
DonCaredo მეგობარო შენ რაღაც ვერ ერკვევი და მიმდა გაგარკვიო: ზვოადისტები, ედიკისტები და მიშისტები უფრო შენსკენ მოიკითხე. დევნილებს ხმის მიცემის უფლება არ ქონდათ და არც აქვთ უფლება არჩეულ იქნენ (იხილე საქართველოს ძველი საარჩევნო კოდექსი). თქვენ დაიწყეთ აფხაზეთში ომი ჩვენ გაგვასულელეთ და გადაგვამტერეთ აფხაზებს და ოსებს. აფხაზეთი რომ ჩააბარეთ ჯერ ჯარი გამორბიდა მოსახლეობა კი დგილობრივმა მეომრებმა გამოიყვანეს. აფხაზეთში სხვადასხვა მონაცემებით დაიღუპა 25 დან 30 ათასამდე ადამიანი, ეხლა კი წარმოიდგინე რა ხორცსაკეპში გაიარა ფფხაზეთის მოსახლეობამ
-
წესიერებასა და ზნეობას შორის დიდი სხვაობაა. წესიერმა შესაძლებელია თავისი წესიერი ქმედებით მოგაყენოს ზიანი, ზნეობრივმა არა. კითხვას ჩამოვაყალიბებდი შემდეგნაირად: "არიან თუ არა ზნეობრივი პოლიტიკოსები?"
-
სიტყვა პოლიტიკა თუ დაუჯერებთ ენციკლოპედიას, არის სახელმწიფოსა და საზოგადოების მართვის ხელოვნება. ეხლა კი მომოვიხედოთ ირგვლის თუ ვიპოვით ვინმეს ვინც ხელოვნებით მართავს, მგონო პოლიტიკასთან კავშირში საერთოდ არ არიან!!! ეს კი უბედურებაა!!! შესაბამისად, გვაქვს ის ქვეყანა და საზოგადოება, რაც გვაქვს! დღეისათვის, როგორც ხელისუფლება ასევე საზოგადოება, მიზანსა და საშუალებას ერთმანეთში ურევს. და საერთოდ ვურჩევდი ჩვენ ე.წ. "პოლიტიკოსებს" ჯერ გარკვნენ რა არის ადამიანის სოციალური არსი, შეისწავლონ პოლიტიკურა სამართლის ისტორია, საზოგადოება და სახელმწიფო, ღრმად უნდა გაერკვიონ გ. ჰეგელისა (ობიექტური იდეალიზმი) და ე. კანტის ფილოსოფიას, განსაკუთრებით ეთიკის ნაწილს, იურიდიულ ფილოსოფიას (პოზიტიური და კანონსზედა სამართალი) და მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელია 5 წუთით გავაღებინო პირი სალაპარაკოდ. შემდეგ ეტაპზე კი მივცემ სხვა დავალებას.
-
ბადრი_წიქორაძე თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია. “მადლობა შენდა დამბადებელო, ჩემიდან შეჰქმენ ისეთი გუნდა, როგორიც ამ დღეს საჭირო არი, სამშობლოს წყლულებს როგორიც უნდა, ეკლებზე ვწევარ არაფერს ვიმჩნევ, მაინც ღმერთს ვმადლობ _ ეშმაკს შეშურდა!” /ვაჟა/
-
ბადრი_წიქორაძე რა თქმა უნდა კი. აღასრულა დიალექტიკის კანონები, რაოდენობა გადაიყვანა თვუსებაში და შედეგმაც არ დააყოვნა..
-
ბადრი_წიქორაძე აშშ-ს უდიადესი პრეზიდენტი ავრაამ ლინკოლნი სიამაყით ამბობდა, რომ მას ყველა მტერი ყავს განადგურებული. როდესაც კითხეს ეს როგორ მოახერხა, მან უპასუხა: მტრები მოყვარებად აქცია. ეს არის დიდი პოლიტიკოსის უნარი!!! ჩვენთან (ზოგიერთი "უგუნური") კი მოყვრებს მტრად აქცევს.