-
პოსტები
831 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
5
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი giauridia
-
Nukriko უფრო ქაეთულია მეგრულის დიალექტი
-
FRIDRIX სახელმწიფო არის ადამიანთა ურთიერთდაცვის ბრძნული ორგანიზაცია, თუ მას ზომაზე მეტად განვავითარებთ, მაშინ ის, ბოლოს და ბოლოს, პიროვნებას დაასუსტებს და შეიძლება პიროვნება გაანადგუროს, ე.ი. საფუძველი მოენგრევა სახელმწიფოს პირველსაწყისს
-
shamili Одного поля ягоды
-
მგონი ედპ არის ხელისუფლების სატელიტი პარტია
-
ძველ საბერძნეთში იყო ასეთი მეფე - დრაგონი (აქედან დრაგონის კანონები), რომელიც ხახვის მომპარავს და ადამიანის მკვლელს ორივეს სიკვდილით სჯიდა. მხილოდ უკმაყოფილო ადამიანები ქმნიან პროგრესს. კმაყოფილი ვერაფერს ქმნის.
-
2011 წლის 25 თებერვლის ანტისაოკუპაციო აქცია
giauridia replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
“არცერთი პრობლემა არ შეიძლება გადაწყდეს აზროვნების იმ დონეზე, რა დონეზეც ის შეიქმნა” /ა. აინშტაინი/. ანუ პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებელია აზროვნების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლა და აზროვნების იმ დონიდან მისი გადაჭრა. იქნებ უკვე დროა გავერკვეთ ჩვენი განვითარების შემაფერხებელ მიზეზებზე? იქნებ დროა გავერკვეთ კანონზომიერებაში, თუ როგორ შეიძლება მოკლე დროში ქვეყნისათვის ისეთი სიმძლავრის შექმნა საიდანაც იწყება ქვეყნის ბუნებრივი განვითარება. -
ვითომ ქრისტიან-ვითომ დემოკრატებს ვითომ ეროვნულ დემოკრატბსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის აბსოლუტური ტოლობის ნიშანია. (ინფორმაციისათვის ქრისტიანულ დემოკრატიული პარტია პირველად რომის პაპმა დააარსა)
-
ბიუჯეტი რომ შეავსონ მოიგონეს ღვედის გადასახადი. კარგი მომგებიანია
-
საქართველოს დეოკუპაციის ფრონტის საგანგებო მიმართვა
giauridia replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ერთი რამ მაინტერესებს, ამ დოკუმენტის შემქმნელებს თუ ჯერათ თავიანთი დაწერილის? -
საქართველოს დეოკუპაციის ფრონტის საგანგებო მიმართვა
giauridia replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
იქნებ რაიმე უფრო ორიგინალური მოვიგონოთ? -
babuagiorgi მე ვარ ინჟინერი და იურისტისაგან იმით განვსხვავდები, რომ მიყვარს სიზუსტე, სადაც ორი იურისტია იქ მინიმუმ სამი მოსაზრება არსებობს. ჩემო ბაბუაგიორგი, ფილოსოფია მარტო ლამაზი განმარტებები არ არის. ესაა ყველა ცივილიზაციას საფუძველი, თანამედროვე სამყარო შექმნილია 3 ფილოსოფიური მიმართულებით: ძველი ბერძნული (ელინური), რამაც საფუძველი დაუდო დასავლეთის ცივილიზაციას და აზროვნების ფორმას, სპარსული და აღმოსავლური (ჩინური). ფილოსოფიის დიალექტიკის პრინციპებზე და ლოგიკის კანონებზე უკვე 20 საუკუნეა არავინ არ დავობს და ის ერები ვინც ამ პრინციპებით ცხოვრობს ქმნიან ყველაზე განათლებილ, წარმატებულ საზოგადოებებს და სახეკმწიფოებს. მაგრამ ალბათ ჩვენ ეს არ გვჭირდება ჩვენ უფრო სწორად მე, მე ხომ გენიოსი ვარ და ყველაფერი ვიცი. რაც შეეხება კანონებს იურიდიულ ფილოსოფიაში არსებობს ასეთი მცნება პოზიტიური სამართალი (ჩემნაირი იდიოტების მიერ დაწერილი) და კანონსზედა სამართალი (მაგ. 10 მცნება) (ამის თაობაზე ე. კანტს აქვს უბრწყინვალესი განმარტებები)
-
babuagiorgi დემოკრატიის არსი ისეთი მექანიზმით უნდა შეივსოს, რომელიც საზოგადოების მმართველებად საუკეთესოთა შერჩევის საშუალებას მოგვცემს. ამრიგად, საზოგადოების უმეტეს ნაწილს, მის საკეთილდღეოდ, გააზრებული პოლიტიკური არჩევანის მნიშვნელობა როგორმე უნდა გავაგებინოთ. ეს, თავისთავად, საზოგადოებაში რაღაც ფასეულობათა სკალის ჩამოყალიბებას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც მოხდება არჩევანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოების განვითარების იმედიც კი იკარგება და უფრო მეტი, ადგილი აქვს ახალ პარადოქსს _ არაკომპეტენტურმა კომპეტენტური არჩევანი უნდა გააკეთოს. ეს პარადოქსი კი არა, უკვე აბსურდია.
-
giauridia კენეტ ეროუს (ნობელიანტი, სინერგეტიკა) თეორია ამტკიცებს _ თანასწორობა და თავისუფლება, უპირველესი მოთხოვნა დემოკრატიისა, თვით დემოკრატიას ბოჭავს. ეს რაღაც უცნაურად ჟღერს, მაგრამ ამ ჩიხიდან გამოსავალი არაა _ დღესდღეობით ეს მეცნიერების უკანასკნელი ვერდიქტია. ეროუმ მათემატიკურად დაამტკიცა: _ “თავისივე არსიდან გამომდინარე, დემოკრატია არ შეიძლება იყოს სრულყოფილი”. სხვა სიტყვებით _ დემოკრატიის არსში არ არის ჩადებული საზოგადოების განვითარების სრულყოფილი მექანიზმი და რაც უფრო დაქვეითებულია საზოგადოებაში სოციალური აზროვნება, მით უფრო დამანგრეველია მისგან გამომდინარე შედეგი. მისი აზრით, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივად რომ ვთქვათ, ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს. 1. საზოგადოების ყველა წევრი არ შეიძლება ჩაითვალოს მოქალაქედ. 2. მოქალაქეებიდან კი ყველას არ უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. 3. ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს არჩევანის უფლება, მართვის ორგანოებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლება არ უნდა ჰქონდეს. 4. ამომრჩეველთა შერჩევის კრიტერიუმები არ შეიძლება ყველასთვის ერთნაირი იყოს. აუცილებელი ხდება ამომრჩევლის არათანაბარი კომპეტენციის გათვალისწინება. 5. დემოკრატიის პრინციპი უნდა გავრცელდეს საზოგადოების მცირე ნაწილზე, ყველაზე სანიმუშო სახელმწიფოშიც კი უპირატესობა განათლებულთა დიქტატურას უნდა მიენიჭოს. მაგრამ, რეალურ ცხოვრებაში ამ პირობების შესრულების გზა მაინც გაურკვეველი რჩება. სხვა სიტყვებით, უნდა გადაისინჯოს დემოკრატიის ცნება. აქ, მართალი გითხრათ არაფერია ახალი. მთელი სამართლებრივ-პოლიტიკური ისტორია ამ პრობლემის გააზრების ისტორიაა. გაიხსენეთ: ჯერ კიდევ IVს. ჩვ.წ.აღ-მდე ჰერაკლიტე აკრიტიკებს დემოკრატიას იმ აზრით, რომ ის ყველა განუვითარებელს, ბრბოს ანებივრებს და ზნეობრივსა და განათლებულს იქ ადგილი არა აქვს. “ჩემთვის ერთი ათიათასია, თუ ის საუკეთესოა.” განათლებული უმცირესობის ნება უკვე კანონია. იმანუილ კანტი ეთანხმება ლოზუნგს _ თავისუფლება, თანასწორობა, დამოუკიდებლობა, მაგრამ იქვე გვარწმუნებს, რომ ამაში არ გულისხმობს ფართო დემოკრატიას და ის მოითხოვს ყველა მოქალაქის დაყოფას აქტიურებად და პასიურებად (რომელთაც არა აქვთ ამომრჩევლის უფლება). ის პასიურს იმ ადამიანებს უწოდებს, რომლებიც საარსებო საშუალებას სხვათა განკარგულების შესრულებით შოულობენ, ანუ ესაა დაქვეითებული, ვიღაცაზე დამოკიდებული საზოგადოება. კანტის აზრით, რესპუბლიკის სინონიმი არ არის დემოკრატია.
-
babuagiorgi დემოკრატია არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა საზოგადოების განვითარებისათვის. პოლიტიკურ-სამართლებრივმა ისტორიამ გვაჩვენა, რომ დემოკრატია, როგორც სახელმწიფო მმართველობის ფორმა, თავის თავში რაღაც დეფექტს შეიცავს, რომელიც ხელს უშლის საზოგადოების სრულყოფილ განვითარებას. დეფექტის ეს სიმძიმე ჩვენ საკუთარ სხეულზე შევიგრძენით. პოლიტიკურ-სამართლებრივი ისტორიის ზედაპირულმა გადახედვამაც აჩვენა, რომ დემოკრატიისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან ჩნდება. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჰერაკლიტეს აზრი: კანონის ფორმირებისა და დამკვიდრებისათვის სულაც არ არის საჭირო საყოველთაო თანხმობა და სახალხო კრება: მთავარია კანონის თანხვედრა ლოგოსთან, ბუნების კანონზომიერებასთან, რომელსაც მოაზროვნე ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი შეწვდება. სოკრატეს აზრით, დემოკრატიული პრინციპები არასრულფასოვანია. ის ღრმად არის დარწმუნებული, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო იღუპება, რადგან მართვის სადავეს ხელში იგდებენ ისინი “ . . . რომელნიც არჩეულნი არიან ცნობილი, გავლენიანი პირების მიერ”. . . და ისინი . . . “ვინც ძალაუფლება ჩაიგდო ხელში კენჭისყრით, ძალადობით ან სიცრუით. . . “ პლატონის აზრით _ დემოკრატია, თუ მასში რაღაც არ არის განზავებული, თუ არ ივსება რაღაცით, მაშინ ის თავისუფლებით აუცილებლად თვრება და მისგან მისივე საწინააღმდეგო წარმოიქმნება. არისტოტელეც მკაცრად აკრიტიკებს უკიდურეს დემოკრატიას, სადაც უმაღლესი ძალაუფლება ეკუთვნის დემოსს და აქედან ყველა სიმახინჯე გამომდინარეობს. პოლიბიუსის აზრით, დემოკრატიის დროს, ბრბო თანდათან ეჩვევა სხვის ხარჯზე მათხოვრული ლუკმის მიღებას და უბადრუკ ცხოვრებას, ენდობა ყველას, ვინც ოდესმე რამეს მიუგდებს. ამით სარგებლობს ნებისმიერი თავხედი დემაგოგი, აფერისტი, ხოლო თვით ბრბოს სახელმწიფო საქმეები, პოლიტიკა აღარ აინტერესებს. შესაბამისად, დემოკრატიაში დევს ისეთი რამ, რაც მის თვითგადაგვარებას განაპირობებს. ამ შემთხვევაში “სახელმწიფო უკეთილშობილესი, სახალხო მმართველობით ინიღბება, რეალურად კი სახელმწიფო ხდება ყველაზე ცუდი, როგორიც შეიძლება იყოს ის საერთოდ”. მარკუს ტულიუს ციცერონისთვის: “ხალხი არ არის ადამიანთა ნებისმიერი ნაკრები, ნებისმიერი სახით, არამედ ეს არის მრავალ ადამიანთა ერთობა, რომლებიც ერთმანეთთან საერთო საზოგადოებრივი ინტერესებით არიან დაკავშირებულნი და სამართლებრივ საკითხებზე არიან შეთანხმებულნი”.
-
babuagiorgi თუ ყველა იქნება თანასწორუფლებიანი, მაშინ რაში გვჭირდება მაშინ სამართალი? ან დემოკრატია?
-
babuagiorgi გეთანხმები! უკვე ნელ-ნელა მივდივართ პირველ ფინიშამდე, ანუ იკვეთება პირველი კითხვა რა ვქნათ? რამდენიმე სიტყვა არჩევნებზე. ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ღრმადაა დარწმუნებული, რომ თუ პოლიტიკური არჩევნები კანონის დაურღვევლად ჩატარდება, მაშინ ჩვენზე ბედნიერი ხალხი ამ ქვეყანაზე არ მოიძებნება. ესაა პრობლემის ცალმხრივი განხილვა. უფრო ნათლად _ ვთქვათ, საზოგადოებამ გადაწყვიტა კანონის სრული დაცვით ჩაატაროს არჩევნები _ შეარჩიოს ჯგუფი, რომელიც დალაშქრავს ევერესტს და ამით ასახელებს სამშობლოს. თუ ამ კანონიერი არჩევნებით შერჩეული ჯგუფი არ ფლობს ამ მიზნის შესასრულებლად საჭირო ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, გონივრულ და პროფესიულ პოტენციალს, მაშინ ყოველგვარი არჩევნები აზრს კარგავს იმიტომ, რომ ბუნებრივი კანონზომიერებისათვის მნიშვნელობა არა აქვს წესიერადაა ჩატარებული არჩევნები, თუ არაწესიერად. არჩევნების როგორი წესითაც უნდა შეარჩიოთ ჯგუფი, ის ევერესტს დაპყრობის ნაცვლად მიეყინება, თუ მას არა აქვს გააზრებული ბუნების ის კანონზომიერება, რომლის გარეშეც 8848 მეტრის სიმაღლის დალაშქვრის მცდელობა, უბრალოდ, თვითმკვლელობაა. დავიმახსოვროთ _ არჩევნები საშუალებაა და საშუალების მიზნად გამოცხადება, უბრალოდ, ინფანტილიზმია.
-
ჩვენთან ძალაუფლება ხელიდან ხელში გადადის და არა თავიდან _ თავში და განმკითხავი არავინაა. შესაბამისად, აუცილებლობას წარმოადგენს ისეთი ინსტანციის შექმნა, რომელიც ერისათვის დამღუპველ ამ უაზრო მმართველობის ფორმას წერტილს დაუსვამს. სახელმწიფო და სამართალი ორგანული ერთობაა. არ არსებობს სამართლი სახელმწიფოს გარეშე და სახელმწიფო სამართლის გარეშე. სამართლისა და ზნეობის ჰარმონიული თანაარსებობის გარეშე, სრულყოფილი საზოგადოება ან სიზმარში არსებობს ან ჯოჯოხეთში და თუ ამაში ჩვენ ვერ დაგარწმუნებთ, მაშინ ჯერ ცარიელი თეფში, შემდეგ კი თეფშის უქონლობა დაგარწმუნებთ. ჩვენ ამ მდგომარეობიდან გამოსვლის მრავალი ”იდეა” მოგვაწოდეს. ჩვენი უახლესი ”პოლიტიკური” ისტორია ერთი პრიმიტიული ფრაზისაგან შედგება _ ამირჩიე და მე საქართველოს გავაბრწყინებ. მრავალს დავუჯერეთ და დავედით უმარტივეს დასკვნამდე: გვაქვს ”კარგი იდეები” და ცუდი მახსოვრობა. თანამედროვე პოლიტიკური საქმიანობა ეყრდნობა დისციპლინირებული, ორგანიზირებული პარტიების ქმედებას, რომლებიც შეპირებათა პროპაგანდით ამომრჩევლთა ხმების მოპოვებისკენ მიისწრაფვიან. ამ პროპაგანდის მთავარი საფუძველი ხალხის ეგოისტურ გრძნობებსა და ინტერესებზე ზემოქმედებაა. აქედან ვიღებთ სავალალო შედეგს _ პარლამენტარები, თავისი ქმედებისას ხელშეკრულნი არიან პარტიული ინტერესების მოთხოვნითა და დისციპლინით. შესაბამისად, მათი გადაწყვეტილებები მიიღება არა საჯარო განხილვისას, არამედ კომიტეტებში და დახურული კარის მიღმა ერთპიროვნულად, ფრაქციის თავჯდომარის მიერ. კარლ შმიდტის აზრით, პარტიების უმრავლესობა არის ასოციაციები, რომლებიც სპეციფიკურ მიზნებს და ამოცანებს ემსახურებიან. მრავალ პარტიას აქვს გაზეთი, კულტურული ასოციაციები, ახალგაზრდული გაერთიანებები და ნახევრად შეიარაღებული რაზმებიც კი. იქმნება თითოეული პარტიის არსის შესაბამისი სუბკულტურა (საკუთარი ეკონომიური კეთილდღეობის ამაღლება) და ამ სუბკულტურის დამკვიდრების გააფთრებული მცდელობა მიმდინარეობს. ამას პარტიებს შორის ეკონომიკური კონფლიქტების სახელმწიფო სფეროში გადასვლა უცილობლად მოყვება. უფრო ნათლად _ პარტია ვალშია მათთან, ვინც აფინანსებს, მხარს უჭერს. მიმდინარეობს მათი ეკონომიური დაკმაყოფილება, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს, ანუ უბრალო მოქალაქეების ხარჯზე, ამით მდიდრდება მხარდამჭერთა მცირე ჯგუფი. მხარდამჭერთა (ამომრჩეველთა) უმრავლესობა კი მოტყუებული რჩება. ამას მოჰყვება იმედების გაცრუება. საზოგადოებაში მატულობს დაძაბულობა, პარტიული ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა. აქედან გამომდინარე, პარტიები ცდილობენ ახალი, ორიგინალური ტყუილები, შეპირებები გამოიგონონ. ერთი მხრივ, მიმდინარეობს პარტიული ზნეობის პერმანენტული დაქვეითება და მეორე მხრივ, ხალხის გამოთაყვანება.
-
babuagiorgi დიდი სურვილი მქონდა დამეწყო თქვენთან დიალოგი ამ საკითხზე და ერთად რაციონალური დასკვნები დაგვედო. ვინაიდან საკითხის მეცნიერული მეთოდით მიდგომა და გააზრება არ გაინტერესებთ, ალბათ დისკუსიაც საფუძველს მოკლებულია.
-
სინერგეტიკის თეორიიდან შეიძლება საინტერესო კანონის გააზრება, რომელიც ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: _ თუ თქვენ სისტემის ქმედითუნარიანობის განვითარებას მასზე გარეგანი ზემოქმედებით აპირებთ, მაშინ თქვენ არაფერი გამოგივათ. მიზნის მისაღწევად აუცილებელია შეხვიდეთ ამ სისტემაში. იქ თქვენ მრავალი ქვესისტემა დაგხვდებათ. შემდეგ უნდა გეყოთ გონება, რომ ამ ქვესისტემებში იპოვოთ ის მთავარი ქვესისტემა, რომლის არსიც მთლიანი სისტემის, იდეას, არსს იმეორებს. ამ სისტემის ქმედითუნარიანობის ამაღლება მხოლოდ ამ მთავარ ქვესისტემაზე ზემოქმედებითაა შესაძლებელი. ცალკეული ბლოკების, ჭანჭიკების შეცვლა უაზრობაა. ჩვენი გადაუდებელი ამოცანაა ჯერ ზოგადად სახელმწიფოს არსში გარკვევა და შემდეგ, მოცემული პირობებისა და დროის შესაბამისი სახელმწიფო მექანიზმის შექმნა. აუცილებელია გავიგოთ რა არის საზოგადოება, სახელმწიფო და რა კავშირია მათ შორის. მხოლოდ ამ პრობლემის გადაჭრის შემდეგ შეიძლება ფიქრი იმაზე, ეს მექანიზმი რომელი პოლიტიკური ძალის ნებას აღასრულებს. სახელმწიფო და საზოგადოება არაა სიმბიოზი, ეს ორი ორგანული სისტემის ერთობაა. საზოგადოების მიზანი სახელმწიფოს შექმნაა. სიცოცხლე ექვემდებარება უმაღლეს კანონზომერებას, რომლის ძირითადი პრინციპი ენტროპიის (უწესრიგობის) ზრდისათვის წინააღმდეგობის გაწევაა. საზოგადოება, სახელმწიფო არის ცოცხალი ბუნების ნაწილი, თავადაც ცოცხალი ორგანიზმი და შესაბამისად, ნებისმიერი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომელიც ენტროპიას ზრდის, სიცოცხლის მთავარ პრინციპს ეწინააღმდეგება. პლატონი, ო. კონტი, გ. სპენსერი და ა.შ. საზოგადოებას ორგანიზმის სახით განიხილავდნენ.
-
babuagiorgi სიმართლე რომ გითხრა ისეთი პროგრამა შეიძლება დაგიწერო, რომ აგატირო კიდევაც. ჩემთვის პოზიცია და ოპოზიცია ამ საკითხში /და სხვა მრავალ საკითხში/ იძენს იგივურ მნიშვნელობას, თუ გადავხედავთ მათ პარტიულ პროგრამებს პრაქტიკულად 90 პროცენტით ერთმანეთს ემთხვევა. შესაბამისად არცერთი პრობლემა არ წყდება იზროვნების იმ დონეზე რა დონეზეც ეს პრობლემა არის შექმნილი /ა. აინშტაინი/ გაგახსენებთ ბარუხ სპინოზას სიტყვებს: “ჩვენ იმდენი ჭეშმარიტება ვიცით, რომ მისი მეათასედიც საკმარისი იქნებოდა, რათა ბედნიერად გვეცხოვრა, მაგრამ ჭეშმარიტების ცოდნა და ჭეშმარიტად ცხოვრება სხვადასხვა რამ არის”. მდგომარეობა იმითაც რთულდება, რომ ქმედითუნარიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება ურთულესი პრობლემაა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ პოლიტიკური და სულიერი კრიზისი არაა მარტო ჩვენი საზოგადოების მახასიათებელი. ის თითქმის ყველა ქვეყანაში შეიმჩნევა. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ეს კრიზისი ჩვენთან უკიდურესად მკვეთრადაა გამოხატული. ჰამლეტის კითხვა _ ყოფნა, არყოფნა? სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად ჟღერს. ისეთ რთულ სისტემაში გარკვევა, როგორიც სახელმწფოა, არც თუ ისე მარტივი საქმეა, როგორც ჩვენს მესვეურებს ჰგონიათ. მართლაც, რთულია ეს პრობლემა და როგორც აღვნიშნეთ, რთული პრობლემის მარტივად გადაწყვეტა არ არსებობს. ზოგი ცდილობს ამ პრობლემას დედუქციურად მიუდგეს. დედუქცია ეს არის დასკვნის გამოტანის მეთოდი _ ზოგადიდან კონკრეტულისაკენ. სხვანი ამ პრობლემის გადაწყვეტას ინდუქციური მეთოდით ცდილობენ. ინდუქციური მეთოდი არის ლოგიკური დასკვნა, რომელიც მიიღება კონკრეტული, კერძო ფაქტების განზოგადებით, რის შედეგადაც გვიყალიბდება ახალი აზრი და ამის შემდეგ ვცდილობთ პრობლემის გადაჭრას. ეს გზაც მისასალმებელია, მაგრამ დედუქციურ და ინდუქციურ მეთოდში თავს იჩენს ჩვენ მიერ უკვე განხილული ჰერმენევტიკული წრე, ანუ, თუ არ იცი კონკრეტული, როგორ მიხვდები მთელს და პირიქით. ამ ჯადოსნური წრის გარღვევა რედუქციითაც კი რთულია. რედუქცია რთული გასააზრებელი პრობლემის მარტივზე დაყვანას ნიშნავს. თვით ცნება გამარტივება რაღაცის უგულებელყოფას გულისხმობს, ამიტომ ამ მიდგომამ შესაძლოა დიდ შეცდომასთან მიგვიყვანოს. ამ ჯადოსნური წრიდან გამოსვლის სურვილმა აიძულა ყველა ზნეობრივი და განათლებული ადამიანი, ყურადღება მიემართა გასული საუკუნის მეორე ნახევარში, ბელგიელი ბიოფიზიკოსის ილია პრიგოჟინის (ნობელის პრემიის ლაურეატი) მიერ ჩამოყალიბებულ, უაღრესად საინტერესო თეორიისაკენ, რასაც ავტორმა სინერგეტიკა (ერთიანი ენერგეტიკა) უწოდა.
-
babuagiorgi სანამ პროგრამაზე /პროგრამებზე/ მგონი უფრო მნიშვნელოვანია ჯერ გავერკვეთ და შევთანხმდეთ ადამიანის სოციალურ და საქართველოს იდეა არსში /ანუ რა არის სამყარო, ვინ ვართ ჩვენ, და ჩვენი ადგილი ამ სამყაროში/ და თუ ამ დიალექტიკაში გავერკვევით მერწმუნე, რომ, ყველაფერი ელვის სისწრაფით დალაგდება დისკუსიას არ ექვემდებარება მოსაზრება: _ სახელმწიფო კი არ ქმნის, ავითარებს საზოგადოებას, არამედ საზოგადოება ქმნის და ავითარებს სახელმწიფოს. ანუ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს საფუძველს, მის პირველსაწყისს წარმოადგენს საზოგადოება. მეორე მხრივ, სწორედ ეს სახელმწიფო აიძულებს საზოგადოების შემადგენელ კონკრეტულ ადამიანს იცხოვროს არა თავისი, არამედ სხვისი ნების, სურვილების მიხედვით. შედეგი _ ადამიანთა ისტორია, როგორც აღვნიშნეთ, ესაა ვიღაც გარეწრის ან გონებაშეზღუდულის ნება-სურვილს შეწირული მილიონებით სიცოცხლე და არა აქვს მნიშვნელობა, ეს მსხვერპლთშეწირვა სახელმწიფოებს, ეთნოსებს, პარტიებს თუ კრიმინალურ ბანდებს შორის ომით, პოლიტიკური რევოლუციებითა თუ “საქმის გარჩევის” რიტუალით იყო შენიღბული. ეს დაპირისპირება, ბრძოლა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ყოვლისმომცველი საშუალებებით _ ჟინით, აღტკინებით რაღაც მიზნისა თუ “იდეალისათვის” და აურაცხელი მსხვერპლიდან გამომდინარე, ყოველივე ამ სისულელის აღსრულებას ეძლევა რაღაც “აბსოლუტური” აზრი, რათა შემდეგ გაამართლოს მილიონობით ადამიანის განადგურებული ფსიქიკა, სიცოცხლე, ქონება, ოცნებები. შედეგი კი უცვლელია _ მიმდინარეობს ან დამარცხებით გამოწვეული დეპრესია, ან გამარჯვებით გამოწვეული შიზოფრენიული ღრეობა. ჩვენთან, ამ დაბრმავებულთა და დაყრუებულთა პროცენტულად უდიდესი მსხვერ¬პლშეწირვა მიგვანიშნებს, რომ მეტ-ნაკლებად განათლებულ ადამიანთა სოციალურ აზროვნებას გააჩნია რაღაც განსაკუთრებული, შიდა დეფექტი, რომელსაც ეფექტურად იყენებს ნებისმიერი ვიგინდარა, ვისაც არ ეზარება. შესაბამისად, არსად ისე აუცილებელი არაა ამ საკითხის სასწრაფოდ გააზრება, როგორც ჩვენთან _ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მდგომ ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, არსად ხდება ამ საკითხის ისე უგულებელყოფა, იგნორირება, როგორც ჩვენთან, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ჩვენს გარშემო ერთდროულად გამეფებულია დემოკრატია და ბარბაროსობა, ან უფრო ზუსტად _ ბარბაროსული დემოკრატია. ცხადია, დეფექტი, უპირველეს ყოვლისა, პირველწყაროს, საზოგადოების, როგორც ფენომენის ჩვენებურ გააზრებაში უნდა ვეძებოთ. პრობლემის არსში გასარკვევად აუცილებელია, განვიხილოთ მეტად მნიშვნელოვანი საკითხი: საზოგადოება, სახელმწიფო რაღაც მიზნის მისაღწევად, ადამიანთა მიერ მოგონილი, ანუ ხელოვნური გაერთიანებაა, თუ ადამიანთა თანდაყოლილი, ბუნებრივი ფენომენი?
-
babuagiorgi აცამტვერდა ილუზორული იდეა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკი¬დებლობა, “თავისუფლება” არსებულ პრობლემებს ავტომატურად გადაწყვეტდა. რეალურად კი “თავისუფლების” მიღების შემდეგ ტრადიციები უკვალოდ ქრება და ზნეობა მკვეთრად ეცემა. უკვე რეალური ფაქტია. ნებისმიერი ცივილური ქვეყნის მოქალაქე, ჩვენი მოქალაქისგან თითქოს არაფრითაა გამორჩეული, არც შემოქმედებით, არც შინაგანი პოტენციალით და არც ტემპერამენტით; თუმცა მათი ერთობა _ საზოგადოება, ჩვენთვის დღემდე საოცნებო სისტემას ქმნის. ჩვენ კი . . . შესაბამისად, საკუთარი სოციალური აზროვნების დაბალი დონე უნდა ვაღიაროთ. ანტიკური დროიდან დღემდე, ძველი ეგვიპტიდან დაწყებული და იაპონიით დამთავრებული, ანუ ყველა დროსა და სივრცეში, საღად, რაციონალურად მოაზროვნე, თავისი ქვეყნის კეთილდღეობაზე მოფიქრალ ადამიანთა ძირითადი პრობლემა იყო და არის ისეთი საზოგადოების, სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეში შემოქმედებით ძალებს განავითარებს, შრომის ნაყოფიერებასა და ცხოვრებისადმი ინტერესს აამაღლებს და, რაც მთავარია, ადამიანს პიროვნულ თავისუფლებას მიანიჭებს. ამიტომ ცდილობდნენ ისინი ისეთი კანონების შექმნას, რომლებიც შინაგანად თავისუფალი ადამიანის კეთილ ნებას შეესაბამებოდა. ეს კანონები შესრულებადი, ბუნების კანონზომიერებასთან შეთავსებადი უნდა ყოფილიყო, ანუ სოციუმის შესაძლებლობის ფარგლებში ჩატეულიყო. განათლებულმა პატრიოტმა იცის, რომ ქვეყნის სიძლიერე, სიკეთე სწორედ ასეთი საფუძვლის შექმნა-დამკვიდრებაზეა დამოკიდებული. თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია. სანამ შევეხებით ურთულეს საკითხს როგორიც არის სახელმწიფო და საზოგადოება babuagiorgi ქართველ კაცს ამდენი პროგრამა, პარტია, ლოზუნგი, ან პენდლტონის “სახელმწიფოს სამსახურის კანონი” რაში სჭირდება, როდესაც ზეცამდე ამაღლებულმა, ქალამნებიანმა, მამაკაცური მარჯვენით, შავით თეთრზე დაგვიტოვა: “მადლობა შენდა დამბადებელო, ჩემიდან შეჰქმენ ისეთი გუნდა, როგორიც ამ დღეს საჭირო არი, სამშობლოს წყლულებს როგორიც უნდა, ეკლებზე ვწევარ არაფერს ვიმჩნევ, მაინც ღმერთს ვმადლობ _ ეშმაკს შეშურდა!” ჩვენი ტრაგედია სწორედ ის არის, რომ ჩვენს დროში ჩვეულებრივ მოკვდავს ვაჟას, სოკრატეს . . შემოქმედების გასააზრებლად, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის მოსასმენად იარაღით იძულება სჭირდება. რათა მრავალი ეზიაროს ამ ჭეშმარიტების წვდომის უდიდეს ბედნიერებას, ქვედა საფეხური _ ინტელექტი აუცილებელია! “მე შორს იმიტომ ვიხედები, რომ გიგანტების მხრებზე ვდგავარ” _ თამამად გამოტყდა აიზეკ ნიუტონი. ჩვენ სწორედ ეს გვაკლია _ შორსმჭვრეტელობა, რის გამოც გაუცნობიერებელ ქმედებამდე დავედით. შედეგი კი საკუთარ სულსა და სხეულზე ვიგრძენით. ამიტომ ჩვენი მიზანი სულიერი ნიადაგის მომზადებაა, ხოლო მარცვლებს ზეცასთან ნაზიარებ გენიოსებს ჩავაყრევინებთ. მართლაც, დავუკვირდეთ, უმრავლესობას ნორმალური, ადამიანური ცხოვრება გვსურს, ცივილური საზოგადოებისა და სახელმწიფოს შექმნაზე ვოცნებობთ, შედეგი კი ყველასთვის ნათელია. გამოდის, რომ ჩვენთვის საოცნებო საზოგადოების შექმნა თითოეული ჩვენგანის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. ვცდილობთ გაერთიანებას, ვიკრიბებით, ვქმნით პარტიებს, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საშველი მაინც არ არის. გონებამახვილ ადამიანს უჩნდება უმთავრესი კითხვა: თუ “მე”-სა და “ჩვენ”-ის სურვი¬ლით შედეგს ვერ ვაღწევთ, მაშ რა არის ის “მესამე”, რაც ღირსეულ ცხოვრებასთან მიგვიყვანს. აი, ეს მოითხოვს გაცილებით მეტ ჩაფიქრებას, ჩაღრმავებას, თვითკრიტიკას. ბავშვური გულუბრყვილობაა ვიფიქროთ, რომ ყველაფერი თავისთავად გამოსწორდება. თუ ქართული ინტელიგენცია ჯერ კიდევ სუნთქავს, ე.ი. სიცოცხლის რაღაც ნიშან-წყალს ავლენს, ეს ადამიანთა ისტორიისა და გამოცდილების გააზრების უნარში უნდა გამომჟღავნდეს. მაშინ მიხვდება ინტელიგენცია, რომ განწირულია ის ხალხი, რომელიც მუდმივად ვიღაცის დახმარების იმედით ცოცხლობს, მიხვდება, რომ არაფერია იმაზე საშიში, ვიდრე უმოქმედო გონება, გაქვავებული კონსერვატიზმი და ხელის ჩაქნევა. მომხდარზე პასუხისმგებლობას ვერც ერთი ჩვენგანი ვერ აიცილებს!
-
”ნიცშე უარყოფს ყოველგვარ რევოლუციას, როგორც კულტურისათვის საშიშ ფაქტორს. ამბოხება მონათა არსია. თქვენი არსი უნდა იყოს მორჩილება”. ”ყველას თანასწორობისას აღარავის დასჭირდება სიმართლე”, მაშ რა საჭიროა დემოკრატია. “მხოლოდ ზეგინდელი დღე მეკუთვნის მე. ზოგიერთები იბადებიან სიკვდილის შემდეგ”.
-
იმედი, რომ ევოლუცია თავისთავად გამოასწორებს ყველაფერს, სასტიკი შეცდომაა. ცხოვრებისადმი ამგვარი, ზედაპირული მიდგომა ყოველგვარ ბოროტებას უხსნის გზას. ყველა ამაზრზენი ბოროტება ჭკვიანთა სიჩუმის ფონზე, სულელთა ხმაურში იბადება. ჩვენი დროის უბედურება ის არის, რომ თანამედროვე მეცნიერული დასკვნების აღქმა, შესაბამისად ფიქრი და მოქმედება აღარ შეგვიძლია. და თუ ჩვენს საზოგადოებაში მოაზროვნე ადამიანები ჯერ კიდევ შემორჩნენ, მაშინ ვალდებულნი ვართ, ერთმანეთი მოვძებნოთ და გავაძლიეროთ, რადგან ”არავინ ანთებს სანთელს, რომ ჭურჭელი დაახუროს ან საწოლქვეშ დადოს: არამედ სასანთლეზე დადებს, რათა შემომსვლელებმა იხილონ ნათელი” (ლუკა 8. 16.). “მოაზროვნე ადამიანების მცირე ჯგუფებად ჩაკეტვა, იზოლაცია ასუსტებს ერის ფილოსოფიურ სულს და ხალხი სულიერ სიღატაკემდე მიჰყავს” (ალბერტ აინშტაინი).
-
ანტიკური დროიდან დღემდე, ძველი ეგვიპტიდან დაწყებული და იაპონიით დამთავრებული, ანუ ყველა დროსა და სივრცეში, საღად, რაციონალურად მოაზროვნე, თავისი ქვეყნის კეთილდღეობაზე მოფიქრალ ადამიანთა ძირითადი პრობლემა იყო და არის ისეთი საზოგადოების, სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეში შემოქმედებით ძალებს განავითარებს, შრომის ნაყოფიერებასა და ცხოვრებისადმი ინტერესს აამაღლებს და, რაც მთავარია, ადამიანს პიროვნულ თავისუფლებას მიანიჭებს. ამიტომ ცდილობდნენ ისინი ისეთი კანონების შექმნას, რომლებიც შინაგანად თავისუფალი ადამიანის კეთილ ნებას შეესაბამებოდა. ეს კანონები შესრულებადი, ბუნების კანონზომიერებასთან შეთავსებადი უნდა ყოფილიყო, ანუ სოციუმის შესაძლებლობის ფარგლებში ჩატეულიყო. განათლებულმა პატრიოტმა იცის, რომ ქვეყნის სიძლიერე, სიკეთე სწორედ ასეთი საფუძვლის შექმნა-დამკვიდრებაზეა დამოკიდებული. თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია.