-
პოსტები
831 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
5
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი giauridia
-
-
„ლუსტრები“ და თვიური სინათლის გადასახადი „მერიისთვის“.
giauridia replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
kisa კისა არ გირჩევ იმ ჭაღების ნახვას, ესთეტურ სიამოვნებას მაინც არ მოგგვრის -
„ლუსტრები“ და თვიური სინათლის გადასახადი „მერიისთვის“.
giauridia replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რუსათაველზე ჩამოკიდებული "ლუსტრები" ძალიან უგემოვნებოა!!! ერთი ჩამახედა მის ტვინში ვინც დართო ნება ასეთი პრიმიტივის დაკიდება სირცხვილია. -
ოპტიმისტური, კეთილი წინასწარმეტყველება მორალურ ჩარჩოებში ეტევა. სულ სხვაა ნეგატიური მოვლენის წინასწარმეტყველება. აქ, წინასწარმეტყველი ან თავხედი უნდა იყოს, ან ნეგატიური მომავალი ისეთი ცხადი კოშმარი, რომ ეთიკის ნორმების დაცვა უკვე ინფანტილიზმად ჩაითვალოს. ჩვენი ყოფა, წარსული, ისეთი დოზით შეიცავს ალოგიკურობასა და მისგან გამომდინარე ბოროტებას, რომ ნოსტრადამუსის გენია სულაც არ არის საჭირო, რათა დაინახო ის, რაც გველის. აქ უმნიშვნელოვანესია გვესმოდეს: საკუთარ აპოკალიფსზე ჩვენვე ვართ პასუხისმგებელნი!
-
შესაძლებელია თუ არა სოციალური რევოლუცია საქართველოში?
giauridia replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მათ არ იციან, ჩვენ კი გვავიწყდება, რომ ნებისმიერი რევოლუცია, როგორიც უნდა იყოს ის, სისხლიანი თუ უსისხლო, მხოლოდ ძველი ცხოვრების დასასრულია და, სამწუხაროდ, არა ახალი, უკეთესი ცხოვრების დასაწყისი. რევოლუციას მხოლოდ ძველის ნგრევა მოაქვს, ხოლო ახლის შენებისათვის უმაღლესი ზნეობა და განათლებაა აუცილებელი. თუ საზოგადოების პოლიტიკურად აქტიურ ნაწილში არის უმაღლესი ინტელექტი და ზნეობა, მაშინ რა საჭიროა რევოლუცია? დისკუსიას არ ექვემდებარება მოსაზრება: _-სახელმწიფო კი არ ქმნის, ავითარებს საზოგადოებას, არამედ საზოგადოება ქმნის და ავითარებს სახელმწიფოს. ანუ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს საფუძველს, მის პირველსაწყისს წარმოადგენს საზოგადოება. მეორე მხრივ, სწორედ ეს სახელმწიფო აიძულებს საზოგადოების შემადგენელ კონკრეტულ ადამიანს იცხოვროს არა თავისი, არამედ სხვისი ნების, სურვილების მიხედვით. შედეგი _ ადამიანთა ისტორია, ესაა ვიღაც გარეწრის ან გონებაშეზღუდულის ნება-სურვილს შეწირული მილიონებით სიცოცხლე და არა აქვს მნიშვნელობა, ეს მსხვერპლთშეწირვა სახელმწიფოებს, ეთნოსებს, პარტიებს თუ კრიმინალურ ბანდებს შორის ომით, პოლიტიკური რევოლუციებითა თუ “საქმის გარჩევის” რიტუალით იყო შენიღბული. ეს დაპირისპირება, ბრძოლა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ყოვლისმომცველი საშუალებებით _ ჟინით, აღტკინებით რაღაც მიზნისა თუ “იდეალისათვის” და აურაცხელი მსხვერპლიდან გამომდინარე, ყოველივე ამ სისულელის აღსრულებას ეძლევა რაღაც “აბსოლუტური” აზრი, რათა შემდეგ გაამართლოს მილიონობით ადამიანის განადგურებული ფსიქიკა, სიცოცხლე, ქონება, ოცნებები. შედეგი კი უცვლელია _ მიმდინარეობს ან დამარცხებით გამოწვეული დეპრესია, ან გამარჯვებით გამოწვეული შიზოფრენიული ღრეობა. ჩვენთან, ამ დაბრმავებულთა და დაყრუებულთა პროცენტულად უდიდესი მსხვერ¬პლშეწირვა მიგვანიშნებს, რომ მეტ-ნაკლებად განათლებულ ადამიანთა სოციალურ აზროვნებას გააჩნია რაღაც განსაკუთრებული, შიდა დეფექტი, რომელსაც ეფექტურად იყენებს ნებისმიერი ვიგინდარა, ვისაც არ ეზარება. /მ.თ./ -

რუსული შოვინიზმი -სახელმწიფო პოლიტიკა(?!)
giauridia replied to T_A_T's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
შიზოიდის მორიგი "შედევრი" -
რუსული შოვინიზმი -სახელმწიფო პოლიტიკა(?!)
giauridia replied to T_A_T's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ამ დეგენერატს მოუსმინეთ -
Saturn სამწუხაროდ ომმა შემიშალა ხელი დისერტაციაზე მუშაობა (თემა; გაცვეთილი მანქანათა დეტალების აღდგენა დარკინების მეთოდით), გეთანხმები, რომ გამოგონება მიეკუთვნება მეცნიერების სფეროს. რაც შეეხება ჩემს ბიზნესს, დღეისათვის ვაწარმოებ ინტერიერისა და ექსტერიერის მხატვრული ღირებულების სხვადასხვა დანიშნულების ნივთებსა და დეკორს. დაწყებული დაპროექტებიდან (საკონსტრუქტორო სამუშაოები, საწარმო-ტექნოლოგიური პროცესის დადგენა) საწარმოო პროცესით დამთავრებული წარმოების ყველა ეტაპზე ჩემი უშუალო ჩარევაა, აქედან ფასწარმოქმნა მინიმალურია, შესაბამისად ჩემს მიერ წარმოებული პროდუქცია უფრო კონკურენტუნარიანია უცხოეთიდან ჩამოტანილ საქონელთან შედარებით. გაფართოების სურვილი არ გამაჩნია 2)როგორც ზემოთ ავღნიშნე უმაღლესი დამთავრებული მაქვს მოსკოვში 1987 წელს. ყველა ჩემი კურსელები და უახლოესი მეგობრები უკვე არიან უდიდესი წარმოებების ხელმძღვანელები. დღესაც რომ წავიდე დიდი სიამოვნებით მიმიღებენ ან დამიფინანსებენ წარმოებას და 100 წელი პრობლემა არ მექნება (ისინი ნორმალური ადამიანები არიან, პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით).
-
Saturn დამთავრებული მაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკური სასწავლებელი (МВТУ им. Баумана) ვარ 100-ზე მეტი გამოგონების ავტორი. ვარ წარმოების სფეროდან, მაგრამ ვარ გაჩერებული. პარადოქსია, თუ დღეს ვაწარმოო პროდექცია ეს ზარალია. შესაბამისად არაფრის კეთება ჩემთვის უფრო მომგებიანია. ანუ სახ. მმართელობაში დევს ისეთი დეფექტი რომელიც მწარმოებელს აჯენს სახლში. ეხლა მე საქმე არ ვაკეთო და აქ უნდა ვიჯდე და სისულელეებს ვპოსტავდე? თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია. დაპირებების კი უკვე არ მჯერა და ვერც დავიჯერებ (კანონზომიერებაში არ ჯდება), ამოვიდა ყელში.
-
ფუფა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ორგანიზაციაა. დიდი ფული იქნება გადახდილი.
-
პოლიბიუსის აზრით, დემოკრატიის დროს, ბრბო თანდათან ეჩვევა სხვის ხარჯზე მათხოვრული ლუკმის მიღებას და უბადრუკ ცხოვრებას, ენდობა ყველას, ვინც ოდესმე რამეს მიუგდებს. ამით სარგებლობს ნებისმიერი თავხედი დემაგოგი, აფერისტი, ხოლო თვით ბრბოს სახელმწიფო საქმეები, პოლიტიკა აღარ აინტერესებს. შესაბამისად, დემოკრატიაში დევს ისეთი რამ, რაც მის თვითგადაგვარებას განაპირობებს. ამ შემთხვევაში “სახელმწიფო უკეთილშობილესი, სახალხო მმართველობით ინიღბება, რეალურად კი სახელმწიფო ხდება ყველაზე ცუდი, როგორიც შეიძლება იყოს ის საერთოდ”. რაც შეხება არჩევნებს ეს შულერობაა დემაგოგია და მეტი არაფერი. ეს უკვე დამტკიცებულია მათემატიკური განტოლების სიზუსტით ვინმე თუ მეტყვის, როგორ უნდა აირჩიოს არაკომპეტენტურმა კომპეტენტური. ჯერ კიდევ IVს. ჩვ.წ.აღ-მდე ჰერაკლიტე აკრიტიკებს დემოკრატიას იმ აზრით, რომ ის ყველა განუვითარებელს, ბრბოს ანებივრებს და ზნეობრივსა და განათლებულს იქ ადგილი არა აქვს. “ჩემთვის ერთი ათიათასია, თუ ის საუკეთესოა.” განათლებული უმცირესობის ნება უკვე კანონია.
-
http://www.youtube.com/watch?v=d1j3tYP45bY
-
Saturn ჟან პოლ მარატის (1743-1743) და მაქსიმილიან რობესპიერის (1758-1794) პოლიტიკურ-იურიდიული იდეებია: - “არავის ეზიზღება დაღვრილი სისხლი ისე, როგორც მე, მაგრამ იმისათვის, რომ ხელი შევუშალო სისხლის ნაკადებს, მე მოვითხოვ, დავღვაროთ რამდენიმე წვეთი”. დროებითი “თავისუფლების დესპოტიზმი” მოსპობს მეფეთა დესპოტიზმს. -“დროულად მოკვეთილი რამდენიმე თავი დიდხანს შეაკავებს ხალხის მტრებს და დიად ნაციას სიღატაკის უბედურებისაგან და ომის საშინელებისაგან მთელი ასწლეულობით გაათავისუფლებს”. -დიქტატურის დანიშნულებაა “მოსპოს მოღალატეები და შეთქმულები”. ვინ არიან ისინი? _ ყველა, ვინც მათ პარტიას არ ეკუთვნის. ამ “წმინდა” მოვალეობას დიქტატურა რევოლუციური ტერორის მეთოდით ასრულებს. ჯერ უნდა გამომჟღავნდეს მათი ზრახვები და მერე დაისაჯონ. მართალია, ლეგალური ხერხების გამოყენებითაც შეიძლებოდა ამის მიღწევა, მაგრამ მან გადამწყვეტი სიტყვა ამ საკითხის მოგვარებაში მაინც გილიოტინას და თოკს მიაკუთვნა. ჟან ჟაკ რუსო - ფიზიკური სიმძლავრე მორალურ შედეგს არასოდეს მოიტანს. “ძლიერის სამართალს” ის ირონიით განიხილავს: “თუ საჭიროა დამორჩილება, დაემორჩილე ძალას, თუ არაა აუცილებელი დაემორჩილო, მაშინ მოიხადე ვალი; ანუ თუ ადამიანს არ აიძულებენ დამორჩილებას, მაშინ შენ ვალდებული არა ხარ ეს გააკეთო. აქედან ჩანს, რომ სიტყვა “სამართალი” ძალას არაფერს მატებს. აქ ის, უბრალოდ, არაფერს ნიშნავს”.
-
kisa А судьи кто? (Грибоедов, Горе от ума)
-
Saturn ჩვენი საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ სახელმწიფო სამართალი ფარდობითია და იგი სახელმწიფო მმართველთა ნება-სურვილის მიხედვით იცვლება. ამ რეალობის აღქმას სამართლის ცნების დევალვაციამდე მივყავართ. ჩვენ ვრწმუნდებით, რომ არსებული სამართალი მხოლოდ ძლიერთა ამაქვეყნისათა ნების განხორციელების მექანიზმია. ხოლო ჩვეულებრივი მოქალაქისთვის სახელმწიფო, სამართალი მხოლოდ დასჯისა და იძულების წყარო, ანუ ეთიკური მინიმუმია. ამრიგად, მოქმედი სამართალი შესაძლებელია სიმართლის ფალსიფიკაციას წარმოადგენდეს. ჩვენ ეს დავუშვით და ამავე დროს, ჩვენ გარშემო უსამართლობის გაბატონებითა და კანონის იგნორირებით ფრიად გაოცებულნი ვართ. პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო მმართველობის ფორმებში რაღაც ისეთი დეფექტი არსებობს, რომელიც შესაბამის, დეფექტურ სამართალს ქმნის, რომელსაც სიმართლესთან, ზნეობასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ეს დეფექტი ნამდვილი ”სამართლებრივი სახელმწიფოს” ჩამოყალიბება-დამკვიდრების შანსს აღარ გვიტოვებს.
-
ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში არის მშრომელი ადამიანის ანუ იმ ადამიანის რომელიც ქმნის მატერიალურ კულტურულ და სულიერ ფასეულობებს. საზოგადოების მისი სიძლიერის პირველსაწყისი არის დოვლათის შემქმნელი ადამიანი და არა პირიქით. შესაბამისად ლოგიკური იქნებოდა შეგვექმნა მშრომელი ადამიანის კულტი. პოლიციელმა კი მშრომელ ადამიანს უნდა სეუქმნას კომფორტული გარემო და ატაროს ხელის გულზე.
-
კონსერვატიული პარტიის წევრი ყაჩაღობისთვის დააკავეს
giauridia replied to Saturn's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn არ მჯერა -
ქართულ მედია სივრცეს ნეხვის სუნი ასდის.
giauridia replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
პოლონეთში, როდესაც ხალხ ყელში ამოუვიდათ სახელისუფლებო ტელევიზიების დემაგოგია, მთელ პოლონეთში ხალხმა ტელევიზორები ჩართილი დადეს ფანჯრებთან და პროტესტის ნიშნად შეატრიალეს ქუჩის მხარეს. ამ აქციამ კონკრეტული შედეგები გამოიღო. -
ეს კლიპი არის დღევანდელი საქართველოს რეალური სურათი. "პოტიომკინი სოფლები"ს ფონზე კარგადაა ნაჩვენები, თუ როგორ ცხოვრობს ქართველი ხალხის უმრავლესობა. პერსონაჟების სახის გამომეტყველებაში, პოზაში იგრძნობა შინაგანი დაძაბულობა, უკიდურესი სასოწარკვეთილება, განწირულობის შეგრძნება და ყველაფერი ეს წარმოქმნის ღრმა დრამატიზმს. უთუოდ ნიჭიერად გაკეთებული კლიპია ნიჭიერი ხალხის მიერ.
-
ძალიან მომეწონა, მართლა ნიჭიერია