Jump to content
Planeta.Ge

giauridia

პლანეტელი
  • პოსტები

    831
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    5

ყველა პოსტი giauridia

  1. shamili ამისათვის სულაც არ არის საჭირო საყოველთაო თანხმობა. თუ უნდა შექმნას
  2. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოლიტიკური ხელისუფლება ორგანიზდება ისე, როგორც თქვენ გნებავთ, მისი აღსრულება თვით ძალაუფლების მქონე პირთა ნებაზე იქნება დამოკიდებული. კანონის სარგებლიანობა და პოტენცია დამოკიდებულია იმ მინისტრებზე, რომლებმაც ის უნდა აღასრულონ და ნახავთ, რომ ყველა სიკეთე ქაღალდზე რჩება და “ცოცხალ, ქმედით, ეფექტურ კონსტიტუციას” ვერ მიიღებთ. /ედმუნდ ბიორკი /
  3. FRIDRIX ეს ფრაზა მახსენებს დოქსოპულოს. სახელმწიფო აპარატს მისთვის მინიჭებულ ფუნქციას უდგენს _ ემსახუროს საზოგადოებას და არა იმსახუროს საზოგადოება. მდგომარება იმითაც მძიმდება, რომ ჩვენთან ძალაუფლება ხელიდან ხელში გადადის და არა თავიდან _ თავში და განმკითხავი არავინაა. სახელმწიფო და სამართალი ორგანული ერთობაა. არ არსებობს სამართლი სახელმწიფოს გარეშე და სახელმწიფო სამართლის გარეშე. სამართლისა და ზნეობის ჰარმონიული თანაარსებობის გარეშე, სრულყოფილი საზოგადოება ან სიზმარში არსებობს ან ჯოჯოხეთში და თუ ამაში ჩვენ ვერ დაგარწმუნებთ, მაშინ ჯერ ცარიელი თეფში, შემდეგ კი თეფშის უქონლობა დაგარწმუნებთ.
  4. chegesto გონიერი ადამიანი ხარ!
  5. shamili უკეთეს შემთხვევაში როგორც ყოველთვის გაერო აკეთებს ზოგად რეკომენდაციებს, მოუწოდებს, მისალმება, გამოხატავს ღრმა მწუხარებას, თხოვს ........ და ა.შ. თუ არ ვცდები მარტო საქართველო, აფხაზეთში საკითხთან დაკავშირებით 30-ზე მეტი რეზოლუცია აქვს მოღებული, მაგრამ შედეგი?
  6. თუ ეს პუნქტი მიაღწევს გაერო-ს, მას რუსეთი ეგრევე დაადებს ვეტოს. ხოლო რაც შეეხება ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს იქ სხვა პროცედურაა საჭირო.
  7. Jonathan Livingston დიდი სიამოვნებით კიდევ ერთხელ წავიკითხავ.
  8. Jonathan Livingston გაცნობებ, რომ თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონი (), სინამდვილეში თოლიაა და ის თავგანწირვისა და თვითსრულყოფის აღსარებაა. გაცნობებ, რომ თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონი (რიჩარდ ბახის მოთხრობა-იგავი), სინამდვილეში თოლიაა და ის თავგანწირვისა და თვითსრულყოფის აღსარებაა.
  9. Jonathan Livingston სხვათა შორის Jonathan Livingston ჩემი საყვარელი პერსონაჟია. ოღონდ ერთი შენიშვნა მაქვს, Jonathan Livingston-ი თოლიაა. შესაბამისად თოლიას სურათი გამოაკარით.
  10. Jonathan Livingston მოქალაქეებზე როგორ ზრუნავენ ერთი მე მკითხეთ.
  11. ეს რა ძლიერი მსროლელი ყოფილა, 7 ტყვია უსროლია, ისიც ოთახში და ყველა გაუმაზია, როგორ მოახერხა!!!
  12. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლა და დეოკუპაცია დავიწყე ანთებული გულით კიდევ აფხაზეთში 1992-93 წ.წ. იარაღით ხელში. პარლამენტის წინ კი იდგეს ვინმე სხვა. ხომ იცით, რომ რუსეთი ეხლა ძალიან შეუშინდება ამ მოთხოვნას და სასწრაფოდ გაიყვანს თავის ოკუპანტებს.
  13. როდესაც ლუთერს ჰკითხეს, თუ რატომ არ შეშინდა პროტესტის გამოთქმისას, ხალხი ხომ უცოდინარობის გამო ვერ წაიკითხავდა მის თეზისებს, მან უპასუხა: _ “მართალია ხალხმა არ იცოდა რისთვის, მაგრამ ძალიან კარგად იცოდა ვის წინააღმდეგ!” აქ, მთავარია რას ნიშნავს _ ვის წინააღმდეგ. ამას კარგად აგებინებდა ადამიანებს ლუთერის მხარდამჭერი ჯგუფი. გამოიკვეთა ლოზუნგები: “დავიღალეთ ამდენი კორუფციით, გადასახადებით, უმუშევრობითა და გაჭირვებით”. “მოგვეცით ცხოვრების საშუალება”. და იწყება თვისობრივად სხვა ცხოვრება.
  14. თომას ჯეფერსონი: “კორუფცია ამ ქვეყანაში, ასევე იქ, საიდანაც ჩვენ ჩამოვედით, ჯერ ჩვენს ხელისუფლებას მოიცავს და შემდეგ ჩვენი ხალხის ძირითად მასაზე გავრცელდება. მაშინ, როცა ხელისუფლება ფულით იყიდის ხალხის ხმას და შემდეგ ხალხს აიძულებს ფული უკან დააბრუნოს. ადამიანთა არსი ერთნაირია ატლანტის ოკეანის ორივე ნაპირზე და მსგავსი მდგომარეობისას ერთნაირი გავლენის ქვეშ დარჩება. დადგა დრო, მოვერიდოთ კორუფციასა და ტირანიას, სანამ ის ჩვენ არ დაგვიპყრობს”.
  15. ვფიცავ ჩემ ნიღაბს, ხმალსა და მოსასხამს! ზორო ჟანა დ,არკს ფიცი არ დაუდია, მაგრამ უბრალოდ ძალიან უნდოდა სამშობლოს გადარჩენა და ამ უწლოვან (16 წლის) გოგოს ისეთი ძლიერი სურვილი ამოძრავებდა, რომ ბრძოლა არ წაუგია, სანამ მისივე მეფემ არ უღალატა.
  16. პოლიტიკური ავანტიურისტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახერხებენ დაარწმუნონ მასა, რომ ცხოვრების, ჩვენი და ჩვენი შვილების ბედის მართვის “ჭეშმარიტებას” მხოლოდ ისინი ფლობენ და ჩვენ კი, უბრალო მოკვდავთ, იმედიც არ უნდა გვქონდეს, რომ ამ “ჭეშმარიტებას” ოდესმე შევწვდებით. ამიტომ აუცილებელია გაუაზრებლად ვენდოთ მათ და მალე ჩვენზე ბედნიერ ერს ვერსად იპოვით. დრო პოლიტიკური სისტემის სასინჯი ქვაა. ამიტომ უკვე ნათლად გამოჩნდა, რომ თუ ჩვენი ცხოვრების განვლილი ეტაპი ზნეობის უხეში, შეუნიღბავი, ცინიკური უარყოფა იყო, ახლა უფრო საშიშ მოვლენასთან _ სიკეთის საბურველში შეფუთულ ბოროტებასთან გვაქვს საქმე. ანუ, თუ პირველი ეტაპი აღმაშფოთებელი იყო, მეორე მომავლის წინაშე ამაზრზენი დანაშაულია.
  17. დრომ დაგვარწმუნა, რომ თავისთავად არაფერი შეიცვლება, თუ ჩვენ თვითონ არ შევიცვალეთ. ამ ცვლილებას ღრმა გააზრება სჭირდება, რადგან, ერთი მხრივ, დასადგენია _ რაა ჩვენში შესაცვლელი, მეორე მხრივ _ როგორ და საიდან დავიწყოთ ეს ცვლილება. მართლაც, რა არის ჩვენს საზოგადოებაში უპირველესად შესაცვლელი? რა არის ის უმთავრესი დეფექტი, რაც ღირსეული ცხოვრების დამკვიდრებაში ხელს გვიშლის? იქნებ ეს დეფექტი იმ უნიკალურ ფენომენშია, რასაც მეხსიერებას ვუწოდებთ. მეხსიერება არაა უბრალო ბიოლოგიური მექანიკა, ის შემოქმედებაა. ის განსაზღვრავს პიროვნების ხასიათს, ჩვენს გონებასა და გულს მართავს. მეხსიერებით გადმოდის წარსული აწმყოში, მხოლოდ მას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს დროს, დაამარცხოს სიკვდილი. მეხსიერებას მოკლებულ ადამიანს არა აქვს სიკეთის აღქმის უნარი. მეხსიერების გარეშე არაა განათლება, სინდისი, ზნეობა. ყველა ზნედაცემული ბოროტმოქმედი ზრახვების აღსრულებისას თავისი მსხვერპლის ცუდ მეხსიერებას ეყრდნობა. შესაბამისად, ცხოველური ინსტინქტებით შეპყრობილი კაცობრიობის მცირე ნაწილი მხოლოდ იმიტომაა აღზევებული, რომ დანარჩენი ნაწილის მეხსიერებას ბზარი აქვს გაჩენილი.
  18. რათა იმ კანონზომიერებაში გავერკვეთ, რომელიც ნორმალურ, ადამიანის ღირსების საკადრის საზოგადოებას ქმნის, რათა ჩვენი საზოგადოების მეტ-ნაკლებად განათლებული ნაწილის საკუთარი ბედისადმი გაუგონარი, გულგრილი, დამამცირებელი მიდგომის ასახსნელად ჩვენ შემდგომ თაობებს სერიოზული თავის მტვრევა არ მოუწიოთ. გავერკვეთ _ რა გვტანჯავს?! სიღატაკე _ დიახ, სიღატაკე! ის ფიტავს და თრგუნავს ადამიანს. სწორედ ესაა ჩვენი შიგა და გარეშე მტრებთან დაპირისპირებისას გამომჟღავნებული უსუსურობისა და დაუცველობის მიზეზი. სიღატაკე _ პიროვნების არასრულფასოვნების კომპლექსი, ვიღაცისადმი, თუ რაღაცისადმი აბსოლუტური მორჩილება. სიღატაკე საშინელებაა თუნდაც იმიტომ, რომ ის მთელ ჩვენს დროს ითხოვს. შესაბამისად, გააზრების საშუალება აღარ გვაქვს. შედეგად, სითამამის, თავისუფლებისაკენ სწრაფვის იმპულსიც კი ქრება. ეს ის ამაზრზენი მდგომარეობაა, როდესაც მთელი ჩვენი ენერგია მხოლოდ არსებობის შესანარჩუნებლად იხარჯება. ამიტომაა, რომ სიღატაკე მთელი სისასტიკით ადამიანის ღირსების წინააღმდეგაა მიმართული. ის მნიშვნელოვნად აქვეითებს ზნეობას და იწყება სულიერი სიღატაკე, რომელიც ხორციელზე გაცილებით დამანგრეველია.
  19. აზრი გიმეორებ, ფული არის სიმძლავრის საზომი, ფული კი მისი წარმოებული. ანუ ძალა არის პირველადი და თუ არჩევანი არის ძალასა და ფულს შორის, რა თქმა უნდა ვირჩევ პირველადს. რომაელი თავის იმპერიას იცავდა ფოლადით და არა ოქროთი. Все куплю сказала злата, все возьму сказал булат (Пушкин)
  20. shamili (30000?) სამწუხაროდ თვისება რაოდენობა თვისებაში ვერ გადადის. ოპოზიციამ 200 ათასზე მეტი გამოიყვანა, მაგრამ თვისება იყო 20 კაცის დანარჩენი კი სტატისტიკა. ჩემთვის ყველა, პარტია პოზიციაც და ოპოზიციაც იგივური მცნებაა. თუ ხალხს ნორმალური ცხოვრება უნდა, ხელს ვერავინ შეუშლის. აქედან კითხვა _ გვინდა კი ნორმალური, ადამიანური ცხოვრება? და თუ გვინდა, უნდა მივხვდეთ, რომ მხოლოდ ღრმად გააზრებული იდეა შექმნის სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირების საფუძველს, ანუ საგრძნობლად შეამცირებს ჩინოსნების პრივილეგიაზე (ძმაკაცობა, წარმოშობა, ფული) დაფუძნებულ იერარქიას და შეცვლის იერარქიით, რომლის შერჩევის საფუძველი იქნება პიროვნება, მისი ცოდნა, ბიოგრაფია, პროფესიული კვალიფიკაცია, პატიოსნება და უმთავრესზე უმთავრესი _ პატრიოტიზმი. სახელმწიფოს არსის, იდეის გააზრება საზოგადოებაში მნიშვნელოვან ბარიერს _ საზოგადოებრივ ინფანტილიზმს აწყდება. სადაც მოთხოვნაა, ფსევდო-პოლიტიკოსიც მაშინვე იქ ჩნდება და იწყება კარგი ცხოვრების დაპირება. შესაბამისად საქართველოს მოქალაქის ღირსეული ცხოვრებისათვის, თვისობრივად ახალ გარემოს ვერც ერთი პარტია ვერ შექმნის. ჩვენი ერთადერთი მიზანი სამშობლოს შენარჩუნება-გაძლიერება უნდა იყოს. ამ იდეით უნდა გავერთიანდეთ. ეს მიზანი ჩვენთვის სიცოცხლის ტოლფასი უნდა გახდეს და მაშინ უძლიერესი იქნება ჩვენი მიზნის შესაბამისი რიტმული ველი. ხოლო რა მექანიზმებით და რა ზნეობრივ საფუძვლებზე ამაზე უნდა ვიმსჯელოთ და შევთანხმდეთ.
  21. თაღლითებისის ფსიქოლოგია: - ვინც ითვლის ხმებს ის იმარჯვებს!
  22. ვეფხვი თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია. ქართველ კაცს ამდენი პროგრამა, პარტია, ლოზუნგი, ან პენდლტონის “სახელმწიფოს სამსახურის კანონი” რაში სჭირდება, როდესაც ზეცამდე ამაღლებულმა, ქალამნებიანმა, მამაკაცური მარჯვენით, შავით თეთრზე დაგვიტოვა: “მადლობა შენდა დამბადებელო, ჩემიდან შეჰქმენ ისეთი გუნდა, როგორიც ამ დღეს საჭირო არი, სამშობლოს წყლულებს როგორიც უნდა, ეკლებზე ვწევარ არაფერს ვიმჩნევ, მაინც ღმერთს ვმადლობ _ ეშმაკს შეშურდა!” პოლიტიკური ავანტიურისტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახერხებენ დაარწმუნონ მასა, რომ ცხოვრების, ჩვენი და ჩვენი შვილების ბედის მართვის “ჭეშმარიტებას” მხოლოდ ისინი ფლობენ და ჩვენ კი, უბრალო მოკვდავთ, იმედიც არ უნდა გვქონდეს, რომ ამ “ჭეშმარიტებას” ოდესმე შევწვდებით. ამიტომ აუცილებელია გაუაზრებლად ვენდოთ მათ და მალე ჩვენზე ბედნიერ ერს ვერსად იპოვით. საკვირველი ისაა, რომ ჩვენი საზოგადოების განათლებული ნაწილი შესამჩნევ შეშფოთებას არ გამოთქვამს მაშინაც კი, როცა ამ იდეოლოგების შემოქმედების ნაყოფი საღ აზროვნებას, ცხოვრების რეალობას აშკარად ეწინააღმდეგება. ცნება ”ერთობის” არსია _ _ საზოგადოებრივ სისტემაში მთავარი ქვესისტემის მიერ მიზნის შესაბამისი იდეოლოგიის ჩამოყალიბება და ამ იდეისადმი რწმენის დამკვიდრება. _ საზოგადოებრივი სისტემის მთავარ ქვესისტემაში კოლექტიური გონისა და კოლექტიური მახსოვრობის დაბადება. _ საზოგადოებრივ სისტემის მიერ გაცილებით მეტი სიმძლავრის შექმნა, ვიდრე გააჩნია მისი შემადგენელი ნაწილების, ქვესისტემების ფორმალურ, არითმეტიკულ ჯამს. _ უნდა დაიბადოს ერთობა, ანუ სისტემას უნდა გაუჩნდეს რეგენერაციის, თვითგანვითარების, თვითორგანიზაციის, კოლექტიური მახსოვრობისა და გონის შექმნის უნარი. არ სრულდება ეს პირობები, შესაბამისად, არავითარ პროგრესს არა აქვს ადგილი. გავერკვეთ რა ძალამ, რა იდეამ შექმნა დიდგორის გმირთა ერთობა და საერთოდ, როგორ ხდებოდა იდეის ჩამოყალიბება და მისი რეალიზება _ გამარჯვებამდე, რეალობამდე მიყვანა. ვეფხვი თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია. ქართველ კაცს ამდენი პროგრამა, პარტია, ლოზუნგი, ან პენდლტონის “სახელმწიფოს სამსახურის კანონი” რაში სჭირდება, როდესაც ზეცამდე ამაღლებულმა, ქალამნებიანმა, მამაკაცური მარჯვენით, შავით თეთრზე დაგვიტოვა: “მადლობა შენდა დამბადებელო, ჩემიდან შეჰქმენ ისეთი გუნდა, როგორიც ამ დღეს საჭირო არი, სამშობლოს წყლულებს როგორიც უნდა, ეკლებზე ვწევარ არაფერს ვიმჩნევ, მაინც ღმერთს ვმადლობ _ ეშმაკს შეშურდა!” პოლიტიკური ავანტიურისტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახერხებენ დაარწმუნონ მასა, რომ ცხოვრების, ჩვენი და ჩვენი შვილების ბედის მართვის “ჭეშმარიტებას” მხოლოდ ისინი ფლობენ და ჩვენ კი, უბრალო მოკვდავთ, იმედიც არ უნდა გვქონდეს, რომ ამ “ჭეშმარიტებას” ოდესმე შევწვდებით. ამიტომ აუცილებელია გაუაზრებლად ვენდოთ მათ და მალე ჩვენზე ბედნიერ ერს ვერსად იპოვით. საკვირველი ისაა, რომ ჩვენი საზოგადოების განათლებული ნაწილი შესამჩნევ შეშფოთებას არ გამოთქვამს მაშინაც კი, როცა ამ იდეოლოგების შემოქმედების ნაყოფი საღ აზროვნებას, ცხოვრების რეალობას აშკარად ეწინააღმდეგება. ცნება ”ერთობის” არსია _ _ საზოგადოებრივ სისტემაში მთავარი ქვესისტემის მიერ მიზნის შესაბამისი იდეოლოგიის ჩამოყალიბება და ამ იდეისადმი რწმენის დამკვიდრება. _ საზოგადოებრივი სისტემის მთავარ ქვესისტემაში კოლექტიური გონისა და კოლექტიური მახსოვრობის დაბადება. _ საზოგადოებრივ სისტემის მიერ გაცილებით მეტი სიმძლავრის შექმნა, ვიდრე გააჩნია მისი შემადგენელი ნაწილების, ქვესისტემების ფორმალურ, არითმეტიკულ ჯამს. _ უნდა დაიბადოს ერთობა, ანუ სისტემას უნდა გაუჩნდეს რეგენერაციის, თვითგანვითარების, თვითორგანიზაციის, კოლექტიური მახსოვრობისა და გონის შექმნის უნარი. არ სრულდება ეს პირობები, შესაბამისად, არავითარ პროგრესს არა აქვს ადგილი. გავერკვეთ რა ძალამ, რა იდეამ შექმნა დიდგორის გმირთა ერთობა და საერთოდ, როგორ ხდებოდა იდეის ჩამოყალიბება და მისი რეალიზება _ გამარჯვებამდე, რეალობამდე მიყვანა.
×
×
  • შექმენი...